თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მამათა გამონათქვამები, წმინდანთა ცხოვრება _ წმიდა სპირიდონ თრიმიფუნტელი

პოსტის ავტორი: lev@ni_TS თარიღი: Dec 11 2010, 08:04 PM

წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი კუნძულ კვიპროსზე დაიბადა III საუკუნის დასასრულს. მისი ცხოვრების შესახებ ცნობები მწირადაა შემონახული. ცნობილია, რომ ის მწყემსი იყო, ჰყავდა ცოლ-შვილი, მთელ თავის სახსრებს შეჭირვებულ ახლობლებსა და მწირებს ახმარდა, რისთვისაც უფალმა სასწაულთქმედების ნიჭი მიმადლა: ნეტარი უკურნებელ ავადმყოფებს კურნავდა და ეშმაკებს განასხმიდა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, იმპერატორ კონსტანტინე დიდის (306-337) ზეობისას, სპირიდონს კვიპროსის ქალაქ ტრიმიფუნტის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი. უფლის რჩეულს ამის შემდეგაც არ შეუცვლია ცხოვრების წესი. საეკლესიო ისტორიკოსების მოწმობით, წმიდა სპირიდონი 325 წელს პირველი მსოფლიო კრების მუშაობაში მონაწილეობდა. კრებაზე მღვდელთმთავარი სიტყვიერ პაექრობაში ჩაერთო ბერძენ ფილოსოფოსთან, რომელიც არიოზის ერესს იცავდა. უფლის რჩეულის უბრალო სიტყვამ ყველას დაანახა კაცობრივი ამაოდ ბრძნობის უძლურება ღვთაებრივი სიბრძნის წინაშე: "მისმინე, ფილოსოფოსო, რას გეტყვი: ჩვენ გვწამს, რომ ყოვლად ძლიერმა უფალმა თავის სიტყვით არაფრისგან შექმნა ზეცა, ქვეყანა, ადამიანი და მთელი ხილული და უხილავი სამყარო. ეს სიტყვა არის ძე ღვთისა, რომელიც ჩვენი ცოდვებისათგვის გარდამოხდა ზეცით, ქალწულისაგან იშვა, კაცთა შორის იქცეოდა, ივნო, დაეფლა და შემდეგ აღსდგა, თავისი ვნებით გამოისყიდა პირველქმნილი ცოდვა და თანა აღადგინა მთელი მოდგმა. გვწამს, რომ იგი თანაარსი და თანასწორია მამისა". მღვდელთმთავართან საუბრის შემდეგ მართლმადიდებლობის მტერი მისი მოშურნე გახდა. მან თავის მეგობრებს უთხრა: "სანამ არგუმენტებით მეპაექრებოდნენ, მე სხვა არგუმენტებს ვიშველიებდი და კამათის ხელოვნებით ვჯაბნიდი მეტოქეს, მაგრამ როცა გონებიდან მომდინარე დასაბუთებების ნაცვლად ბერის ბაგეებიდან რაღაც განსაკუთრებული ძალა გადმოიფრქვა, ჩემი სიტყვა უძლური გახდა, რადგან ადამიანს არ ძალუძს ღმერთს წინ აღუდგეს. თუ რომელიმე თქვენთაგანს შეუძლია, ისევე იფიქროს, როგორც მე ვფიქრობ, ირწმუნოს ქრისტე და ჩემთან ერთად შეუდგეს ამ ბერს, ვისი ბაგეებითაც თვით უფალი მეტყველებდა".
მღვდელთმთავარი სიყვარულით ზრუნავდა თავის სამწყსოზე. მისი ლოცვებით გვალვას განმაცხოველებელი წვიმა ცვლიდა, გადაუღებელი წვიმების შემდეგ კი ცა იწმინდებოდა, სნეულები იკურნებოდნენ, ეშმაკები იკურნებოდნენ, ეშმაკები განიდევნებოდნენ. ერთხელ წმიდანთან მივიდა ქალი მკლავებზე დასვენებული მკვდარი ჩვილით და შემწეობა ითხოვა. ნეტარმა სპირიდონმა ილოცა და ყრმას სიცოცხლე დაუბრუნა. დედამ სიხარულის ელდას ვეღარ გაუძლო და უსულოდ დაეცა, მაგრამ უფლის რჩეულის ლოცვით ისიც გაცოცხლდა. ერთხელ წმიდა სპირიდონის ერთი მეგობარი უსამართლოდ განსაჯეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. ნეტარი მღვდელთმთავარი ქალაქში წავიდა მის გადასარჩენად. გზად წმიდანმა ქრისტეს სახელით შეაჩერა ადიდებული მდინარე. მსაჯული, რომელსაც უკვე შეეტყო მომხდარი სასწაული, პატივით შეხვდა წმიდა სპირიდონს და მისი მეგობარიც გაათავისუფლა.
წმიდა სპირიდონის ცხოვრებიდან ასეთი შემთხვევაა ცნობილი: იგი ერთხელ ცარიელ ტაძარში შევიდა, კანდელებისა და სანთლების ანთება ბრძანა და ღვთისმსახურება დაიწყო. როცა წარმოთქვა: "მშვიდობა ყოველთა", მას და დიაკონს ზევიდან დიდი და ხმაშეწყობილი გუნდის არაამქვეყნიურად ტკბილი ხმა ჩაესმათ: და სულისაცა შენისათანა". კვერექსის ყოველ მუხლს უხილავი გუნდი პასუხობდა: "უფალო, შეგვიწყალენ". ეკლესიიდან გამომავალმა საკვირველმა ხმამ მიიზიდა მახლობლად მყოფი ხალხი. ისინი ტაძრისკენ გაეშურნენ. რაც უფრო უახლოვდებოდნენ უფლის სახლს, ხმა მით უფრო ძლიერდებოდა. მაგრამ, როცა ტაძარში შევიდნენ, ეპისკოპოსისა და რამოდენიმე ღვთისმსახურის გარდა ვერავინ იხილეს და ზეციური გალობაც შეწყდა, რამაც ყველანი განაცვიფრა.
წმიდა სვიმეონ მეტაფრასტი – ნეტარი სპირიდონის ცხოვრების აღმწერი - მას პატრიარქ აბრაამს ადარებს სტუმართმოყვარეობით. სოზომენე კი თავის ‘,,საეკლესიო ისტორიაში,, ასეთ საკვირველ ამბავს მოგვითხრობს წმიდა მღვდელმთავრის ცხოვრებიდან: დიდმარხვა ახალი დაწყებული იყო, როცა სპირიდონ თრიმიფუნტელის სახლს მწირი მიადგა: მგზავრი ძალიან დაქანცული ჩანდა, ამიტომ მეუფემ ასულს მიმართა: ,,სტუმარს ფეხები დაბანე და ტრაპეზიც გაუმზადე. ,, ქალიშვილმა უპასუხა, სახლში არც პური გვაქვს და არც ფქვილიო. მაშინ წმიდა სპირიდონმა სტუმარს ბოდიში მოუხადა და ასულს უბრძანა, გადანახული დამარილებული ღორის ხორცი შეეწვა. მეუფემ მწირს მაგიდასთან მოუხმო და ჭამას შეუდგა. ამ უკანასკნელმა განაცხადა, ქრისტიანი ვარო და შეთავაზებულ კერძზე უარი განაცხადა. მასპინძელმა კი უპასუხა: მით უფრო არ უნდა უარობდე, რადგან უფალმა ბრძანა: "ყოველივე წმიდა არს წმიდათათვის" (ტიტ. 1,15)
სოზომენეს მიერ მოთხრობილი სხვა ისტორიაც მეტად დამახასიათებელია წმიდა სპირიდონისათვის. ნეტარს ჩვევად ჰქონდა, რომ აღებული მოსავლის ნაწილი გლახაკებისთვის დაერიგებინა, ნაწილი კი - სესხად გაეცა. თავად მღვდელთმთავარი არაფერს იძლეოდა, მხოლოდ მიანიშნებდა ხოლმე ბეღლისაკენ, სადაც ყველას შეეძლო აეღო, რამდენიც სურდა, შემდეგ კი, ამგვარადვე, ზედამხედველობის გარეშე, დაებრუნებინა.
სოკრატე სქოლასტიკოსის ცნობით, ერთხელ ქურდებს წმიდა სპირიდონის ცხვრების მოპარვა განუზრახავთ და ბნელ ღამეში ფარეხში გადაპარულან, მაგრამ უჩინარ ძალას ისინი იქვე შეუბოჭავს. დილით მეუფე ფარასთან მისულა, ავაზაკები გაუთავისუფლებია და დაურწმუნებია დაეგდოთ უსჯულო ცხოვრება და საზრდელი პატიოსანი შრომით მოეპოვებინათ. ბოლოს კი ორივესთვის თითო ცხვარი უჩუქნია.
წმიდა სპირიდონის მთელი ცხოვრება საკვირველი უბრალოებითა და უფლის ძალით აღსრულებული სასწაულებით იყო გაბრწყინებული. ნეტარმა სპირიდონმა სიმართლითა და სიწმიდით გაატარა მიწიერი ცხოვრება და დაახლოებით 348 წელს მშვიდობით მიიცვალა. უფლის რჩეულის წმიდა ნაწილები - გარდა მარჯვენისა, რომელიც რომშია დაცვული, - კუნძულ კორფუზე, მისივე სახელობის ტაძარშია დაბრძანებული. წმიდა მღვდელთმთავარს ეკლესია ყველიერის შაბათსაც იხსენიებს.

პოსტის ავტორი: teoteo1991 თარიღი: Jun 18 2011, 04:50 PM

წმინდა სპირიდონი აღესრულა ქრისტეშობიდან 348 ან 350 წელს. იგი დაკრძალეს ქ. ტრიმიფუნტის მოციქულთა სახელობის ტაძარში. გარდაცვალებიდან ერთი საუკუნის შემდეგ მისი სხეული საფლავიდან ამოაბრძანეს. საფლავის გარშემო არნახული კეთილსურნელება იდგა. უფალმა კეთილმორწმუნე მრევლს წმინდანის უხრწნელი სხეული მიჰმადლა და მათაც შესაფერისი პატივი მიაგეს მას და ტაძარს მისი სახელი მიანიჭეს. მისი უხრწნელი სხეული სასწაულთმოქმედების ძალას დღემდე ინარჩუნებს.

მართლმადიდებელი ეკლესია წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღეს ძვ.სტ. 12 დეკემბერს/ახ.სტ. 25 დეკემ. აღნიშნავს. წმინდა მღვდელთმთავარს ეკლესია ყველიერის შაბათსაც იხსენებს (ხს. ყოველთა ღირსთა მამათა, ღუაწლით გაბრწყინვებულთა)

კვიპროსელები დიდი მოწიწებითა და სიყვარულით იყვნენ განმსჭვალულნი საკუთარი თანამემამულე მღვდელმთავრის მიმართ და მისი წმინდა ცხოვრებისა და უხრწნელი ნაწილების გამო, რომლებსაც თითქმის სამი საუკუნე ტრიმიფუნტში ინახავდნენ, განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ. არაბთა თავდასხმების შედეგად, კვიპროსზე ვითარება შეიცვალა და წმინდანის ნაწილები, მეტი უსაფრთხოებისათვის კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს. ცნობილია, რომ მე-XI-XII ს.ს.-ში წმინდანის უხრწნელი ნაწილები ესვენა წმ. სოფიას ტაძარში, სადაც წირავდნენ პატრიარქები და მსახურებებს იმპერატორები ესწრებოდნენ. აქვე აღინიშნებოდა წმ. სპირიდონის დღესასწაული ორდღიანი ლოცვებითა და ლიტანიით. ჯერ კიდევ კონსტანტინოპოლში წმინდანის სხეულიდან გამოაცალკევეს მარჯვენა ხელის მტევანი და 1592 წ. რომის პაპს კლიმენტი VIII-ს გაუგზავნეს.

მრავალწლიანი ბრძოლების შედეგად თურქებმა ბიზანტიის აღმოსავლეთ ტერიტორიებისა და ბალკანეთის ნახევარკუნძულის დიდი ნაწილი დაიპყრეს, გარშემოერტყნენ კონსტანტინოპოლს და 1453 წლის 29 მაისს, იმპერატორ კონსტანტინე XI პალეოლოგის მამაცური წინააღმდეგობის მიუხედავად, ქალაქი აიღეს. მღვდელმა გიორგი პოლიევქტოსმა ღმრთის შეწევნით მოახერხა წმ. სპირიდონის, ასევე იმპერატორ თეოფილეს მეუღლისა და იმპერატორ მიქაელ III-ის დედის - დედოფალ თეოდორას წმინდა ნაწილები და ტომრებში მოთავსებული სიწმინდე სხვა ბარგთან ერთად ურემზე დაასვენა და ასე, დიდი ტანჯვა-წამებით, სამშვიდობოს გააღწია. იგი ჯერ პატარა ქალაქ პარამითიაში ჩავიდა, ხოლო შემდეგ, 1456 წელს - კუნძულ კერკირაზე, რომელიც 1386 წლიდან ვენეციელებს ჰქონდათ დაპყრობილი. აქ, ამ კუნძულზე, მამა გიორგიმ, ისევე როგორც მრავალმა სხვა დევნილმა ბერძენმა, კარგი თავშესაფარი იპოვა.

წმ. სპირიდონი ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო კრების დროიდან იყო ცნობილი, როგორც სასწაულთმოქმედი, ამიტომ როდესაც 1456 წ. კერკირაზე მისი უხრწნელი ნაწილები ჩააბრძანეს, მთელი კუნძული უსაზღვრო სიხარულმა მოიცვა. ხალხმა ეს ფაქტი ღმრთის წყალობად აღიქვა. კერკირას ეკლესიის ხელმძღვანელობამ (იმ დროს პირველიერარქი იყო ანდრია სოტერიანოსი, 1452-1472 წ.) წმ. სპირიდონისა და წმ. დედოფალ თეოდორას უხრწნელი ნაწილები წმ. ათანასეს სახ. ტაძარში (დღეს აღარ არსებობს) დააბრძანა. 1489 წ. წმ. სპირიდონის უხრწნელი ნეშტი რამდენიმე თვით წმ. ლაზარეს სახელობის ტაძარში, ხოლო შემდეგ მთავარანგელოზთა სახ. ცნობილ ტაძარში (განადგურდა 1940 წ. საჰაერო დაბომბვისას) გადაასვენეს. ტაძრის კურთხევა შედგა 1589 წელს, სწორედ იმ დღეს, როდესაც გარიციდან წმინდანის უხრწნელი ნაწილები გადმოაბრძანეს. მართლმადიდებლობისათვის მებრძოლი წმინდანისადმი ეკლესიის განსაკუთრებული პატივისცემის გამოსახატავად (და აგრეთვე იმისათვის, რომ ტაძარი პაპისტების ხელყოფისაგან დაეცვათ), იგი მსოფლიო საპატრიარქომ სტავროპიგიალურად გამოაცხადა.

1577 წლის 4 დეკემბერს ვენეციის სახელმწიფომ ვულგარისების ოჯახს წმინდა სპირიდონის სახელზე ტაძრის ასაშენებლად ქალაქის ცენტრში ნაკვეთი გამოუყო. ტაძარი, რომელიც მაშინ აშენდა, არის რიგით მეექვსე, რომელმაც წმინდა სპირიდონს კუნძულ კერკირაზე უმასპინძლა, და რომელშიც დღემდეა დაბრძანებული წმინდანის უხრწნელი სხეული. ადგილობრივი მოსახლეობის კეთილმორწმუნეობამ და წმინდანის სასწაულებმა, რომლებიც ღრმად აღიბეჭდა ქრისტიანთა სულებში, ტაძრის მშენებლობაში ხალხის მხურვალე და საყოველთაო მონაწილეობა განაპირობა. ისტორია გვამცნობს, რომ მასში კერკირელთა გვერდით სხვა ეროვნების ქრისტიანებიც მონაწილეობდნენ. შუა საუკუნეებში კერკირას მეორე სახელი -კორფუ - ეწოდა, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა მას მაინც უძველესი სახელით მოიხსენებს (კუნძული მდებარეობს იონიის ზღვაში-ადრიატიკის ზღვის სამხრეთით (სიგრძე 61 კმ., სიგანე 9 კმ., ფართობი 593 კვ.კმ., ყველაზე მაღალი წერტილი-906 მ., მოსახლეობა-113 000, კუნძულის ცენტრი-ქ. კორფუ. თუმცა ბერძნები კუნძულს კვლავ კერკირას ეძახიან, სხვები კი კორფუს, ანუ მწვერვალებს და იმ ორ ციხესიმაგრეს გულისხმობენ, რომლებიც გარს ერტყმის ძველ ქალაქს. გადმოცემის მიხედვით აქ ერთ დროს თავს აფარებდნენ კოლხეთიდან გამოქცეული მედეა და იაზონიც. კუნძული უკვე ბრინჯაოს ხანიდან იყო დასახლებული. გარკვეული ხნის მანძილზე კუნძული წარმოადგენდა ცალკე რესპუბლიკას ინგლისის პროტექტორატის ქვეშ. დიდი ხანი კორფუ იყო ვენეციის გავლენის ქვეშ. შესაბამისად ქ. კორფუს არქიტექტურა არის ვენეციური და საბერძნეთის სხვა ქალაქებისგან ძლიერ განსხვავდება. კუნძულზე მთავარი რელიგია მართლმადიდებლური ქრისტიანობაა. კუნძულზე არის 600-დე ეკლესია, ვლაქერნის და „პანაღია მირტიოტიცას” მონასტრები და წმ. დედოფალ თეოდორას საფლავი.).

წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის უხრწნელი სხეული, რომელიც დაბრძანებულია სარკოფაგით ქ. კორფუს მთავარ ტაძარში, კუნძულის უდიდეს სიწმიდეს წარმოადგენს, მფარველმა წმინდანმა მრავალჯერ იხსნა კუნძული სხვადასხვა განსაცდელებისგან: ოთხჯერ სტიქიური უბედურებისგან, ორჯერ შავი ჭირისაგან, ერთხელ შიმშილისაგან, და ერთხელაც თურქთა შემოსევისაგან. კუნძული კერკირა იყო საბერძნეთში ერთადერთი ტერიტორია, რომელიც თურქებმა ვერ დაიპყრეს. 1716 წ. თურქთა ურიცხვ ლაშქარს, რომელიც კუნძულის დაპყრობას აპირებდა, ცაში, კუნძულის თავზე გამოეცხადათ ბერი, რომელსაც ხელთ ცეცხლოვანი მახვილი ეპყრა. შეშინებულმა თურქებმა სასწრაფოდ დატოვეს ის ტერიტორია და მხოლოდ შემდეგ შეიტყვეს, რომ კუნძულის მფარველი წმ. სპირიდონი იყო. ამის შემდეგ კუნძულ კერკირას მოსახლეობამ თავისი წმინდა მფარველისადმი მადლიერების გამოსახატავად დააწესა ლიტანიები (წმინდანის უხრწნელ სხეულს მინის ლუსკუმით გამოაბრძანებენ და კუნძულს შემოატარებენ), რომლებიც დღემდე არ შეუწყვეტია. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ოთხი ლიტანია, რომლებიც თავისი ორგანიზებულობითა და ხალხმრავლობით ყველაზე გამორჩეულია მთელს ბერძნულ სამყაროში. მორწმუნეები მათზე დასასწრებად არა მხოლოდ საბერძნეთის, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან. ყველანი გაოცებული რჩებიან წმინდანის უხრწნელი სხეულის ხილვით. ტრადიციის მიხედვით, ლიტანიის დროს მღვდელი ხელს ჩაჰკიდებს ხოლმე წმინდა სპირიდონის უხრწნელ ხელს და ასე დაჰყვება წმინდანს მსვლელობის დასრულებამდე; და ეს 300 წლის მანძილზე ყოველწლიურად ხდება. ცხადია, რომ უხრწნელობას წმინდანის სხეული მხოლოდ მისი სასწაულებრივი თვისებების გამო ინარჩუნებს. წმინდანის სხეულს აკლდა მარჯვენა მტევანი, რომელიც 1984 წლის 10 დეკემბერს მიტროპოლიტ ტიმოთესა და მისი წინამორბედის - ნეტარხსენებული პოლიკარპეს მოწადინებით რომიდან კერკირაზე გადმოაბრძანეს.

წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სხეული თბილია და მუდმივად 36.6 ტემპერატურას ინარჩუნებს. მისი უხრწნელი სხეული ყოველთვის იწვევდა მართლმადიდებელი და არამართლმადიდებელი ფიზიოლოგების გაოცებასა და აღტაცებას. ემანუელ თეოტოკისი კერკირას ისტორიისადმი მიძღვნილ წიგნში წმინდანის უხრწნელი სხეულის შესახებ წერს: “(სხეული) რბილი და ელასტიურია, გამოსცემს კეთილსურნელებას, იგი უხრწნელია. როდესაც მის სხეულს ლიტანიობისას მინის ლუსკუმით გამოაბრძანებენ, წმინდანის სახის ნაკვთები ფართოვდება”. სხეული დღესაც უხრწნელად ინახება. სხეული ცოცხალივით გამოიყურება, თითის შეხებისას იზნიქება და შემდეგ ისევ სწორდება. წელიწადში 3-4-ჯერ უცვდება ფაჩუჩი, ის მიდის ყველასთან, ვისაც სწამს მისი და მას მოუხმობს დასახმარებლად. წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელს აცმევენ აბრეშუმის, ოქრომკედით ნაქარგ ფაჩუჩებს (იხ. გარეკანის III გვ.), რომელსაც ყოველ წელიწადს 3-4-ჯერ უცვლიან, რადგანაც გაცვეთილი ხვდებათ ხოლმე. ამ ფაჩუჩებს ანაწილებენ მორწმუნე მრევლში.

უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით კრწანისის ტერიტორიაზე ღმრთისმშობლის „ღირს არსის“ ხატის სახელობის სამონასტრო კომპლექსში წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ტაძარი აშენდა. ტაძრის მშენებლობა 2008 წლის მაისში დაიწყო და შემოწირულობების წყალობით თითქმის ერთ წელიწადში დასრულდა. ეკლესია ჯვარგუმბათოვანი სტილისაა და ქართული წითელი აგურით არის ნაშენები. გამორჩეულია ტაძრის გუმბათი, რომელიც წმინდა სპირიდონის ქუდის იდენტურია და მის ფორმებს იმეორებს. ტაძარში წმინდანის სასწაულმოქმედი ხატი და ფეხთსამოსელია (ფაჩუჩი) დაბრძანებული. წმინდანის ფაჩუჩი საგანგებოდ ამ ტაძრისთვის ათონის წმინდა მთიდან ჩამოაბრძანეს. აქვე აშენდება კელიები, სადაც მონასტერში მოღვაწე მამები დაიდებენ ბინას.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2016, 09:26 PM

"წმინდანმა ახალგაზრდობაში ერთ სათნო ქალზე იქორწინა და ქალიშვილიც შეეძინა, რომელსაც ირინე უწოდა.

ოჯახი ღვთივსათნოდ ცხოვრობდა, თუმცა, მეუღლე ადრე დაკარგა და ქალიშვილზე თავად მოუწია ზრუნვამ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2016, 08:54 PM

"სიცოცხლის ბოლომდე წმინდა სპირიდონს თავსაბურავი უბრალო, ფინიკის რტოებისგან დაწნული მწყემსის ქუდი იყო, ბავშვის ქუდს ძლიერ რომ მიაგავს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2016, 09:11 PM


„თუ მოკლედ ვიტყვით, სპირიდონი სათნოებათა ერთგვარი ღვთაებრივი მაგალითი გახლდათ, რომლის მიბაძვაც ძნელად თუ ვინმეს ძალუძს“.

/წმ. სვიმეონ მეტაფრასი (წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის ცხოვრების აღმწერელი)/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2016, 07:53 PM

"ტრადიციის თანახმად, ლიტანიის მსვლელობისას მღვდელი ხელს ჩაჰკიდებს ხოლმე წმინდა სპირიდონის უხრწნელ ხელს და ასე დაჰყვება წმინდანს მსვლელობის დასრულებამდე. ამ ტრადიციას 300-წლოვანი ისტორია აქვს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2016, 08:06 PM

„წელიწადში 3-4-ჯერ უცვდება ფაჩუჩი, რადგან ყველას შესაწევნად მიიჩქარის, ვისაც სწამს და უხმობს.
წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის წმინდა ფეხებს აბრეშუმის, ოქრომკერდით ნაქარგი ფაჩუჩებით მოსავენ“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2016, 08:18 PM

„უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათალიკოს პატრიარქის, ილია II- ის ლოცვა-კურთხევით, კრწანისის ტერიტორიაზე ღმრთისმშობლის „ღირს არსის“ ხატის სახელობის სამონასტრო კომპლექსში წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ტაძარი აშენდა. ტაძრის მშენებლობა 2008 წლის მაისში დაიწყო და შემოწირულობების წყალობით თითქმის ერთ წელიწადში დასრულდა. ეკლესია ჯვარგუმბათოვანია და ქართული წითელი აგურით არის ნაშენები. გამორჩეულია ტაძრის გუმბათი, რომელიც წმინდა სპირიდონის ქუდის იდენტურია და მის ფორმებს იმეორებს. ტაძარში წმინდანის სასწაულმოქმედი ხატი და ფაჩუჩია დაბრძანებული, რომელიც ათონის წმინდა მთიდან ჩამოაბრძანეს“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2016, 08:33 PM


„მინა კიოტში ჩაასვენეს. მასზე ცხადად ჩანს წმინდა სპირიდონი თავისი ცნობილი ჩალის ქუდით, რომელსაც დიდი სიმდაბლის გამო მიტრის ნაცვლად ატარებდა“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2016, 09:12 PM

„ხალხური ჩვეულებით, როდესაც წმინდანის სარკოფაგს გამოაბრძანებენ ეკლესიიდან, ღრმად მორწმუნეები მიწაზე წვებიან და ზედ გადაატარებენ სარკოფაგს, სჯერათ, რომ განიკურნებიან, ანდა შეეწევათ ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 8 2017, 10:22 AM

"წმინდანი ყოველთვის ეხმარება ადამიანებს, თუკი მას ევედრებიან გადაბმულად არანაკლებ 30 დღისა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2017, 09:56 AM

"სპირიდონის ფაჩუჩი (ფილახტო)"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 29 2017, 11:58 AM

"მომლოცველებს გვამცენს, როდესაც მღვდელმთავარი სპირიდონი ადამიანთა დასახმარებლადაა წასული, სასახლე იმ დროს არ იხსნება, რადგანაც ხორციელად მისი სხეული შიგ არ იმყოფებაო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2017, 06:13 PM

"კუნძულზე [კორფუზე] სპირიდონობას სამ დღეს ზეიმობენ. იმ დღეებში ერთმანეთს ასე ესალმებიან - გილოცავთ სპირიდონობას!"

"წმიდა სპირიდონი და წმიდა ნიკოლოზი მეგობრები იყვნენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2018, 11:44 AM

"უფლის რჩეულის წმიდა ნაწილები -გარდა მარჯვენისა, რომელიც რომშია დაცული, - კუნძულ კორფუზე, მისივე სახელობის ტაძარშია დაბრძანებული. წმიდა მღვდელმთავარს ეკლესია ყველიერის შაბათსაც იხსენიებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2018, 03:46 PM

შიმშილისაგან დაიხსნა

"ერთხელ კვიპროსზე საშინელი გვალვა დაიჭირა. ბევრი გლეხი გაღატაკდა. ფული მათ არ ჰქონდათ და ზოგიერთი მდიდარი ვაჭარი ისეთი უწყალო გამოდგა, რომ მათ ხორბალიც არ ასესხა. ერთმა ვაჭრისაგან გულნატკენმა კაცმა მღვდელმთავარს საწუხარი შესჩივლა. ნუ იდარდებ, შვილო, მალე ის ვაჭარი თვითონ გთხოვს ხორბალსო.

წმინდანის წინასწარმეტყველება მალევე აღსრულდა. იმავე ღამეს კოკისპირული წვიმა მოვიდა, წყალმა დააქცია ბეღელი და მთელი ხორბალი წაიღო. ტრიმიფუნტელმა გლახაკებმა აკრიფეს ხორბალი. გუშინდელი მდიდარი კი დღეს ძალზე დაზარალდა, მაგრამ გონს მაინც ვერ მოვიდა. მას ბევრი ბეღელი ჰქონდა ხორბლით სავსე.

ერთმა გლეხმა ხორბალი სთხოვა, მან კი: გირაოდ რამე მომეციო. საბრალოს არაფერი ჰქონდა და თავისი გასაჭირი მღვდელმთავარ სპირიდონს მოუყვა. წმინდანმა მეორე დღეს დაიბარა გლეხი, სკივრში ჩადებული ოქროს გველი მისცა - მდიდარ მეგობარს ვალად გამოვართვიო. გლეხმა გველი ვაჭარს მიუტანა. დათესა მისი მოცემული ხორბალი და დიდი მოსავალი მიიღო. ვალი მდიდარს მიუტანა და გირაო მოსთხოვა. მაგრამ მან პირი უშალა - შენგან არაფერი მიმიღიაო. შეწუხებული გლეხი ისევ წმინდა სპირიდონს მიადგა. მან: - ნუ დაღონდები, შვილო, წადი შინ და ძუნწი ვაჭარი აქეთ დაგიწყებს ძებნასო.

ამ დროს ვაჭარმა "თავისი" საგანძურის ყურებით დატკბობა მოისურვა. გახსნა სკივრი და შიგ ცოცხალი გველი დახვდა, სახურავის დახურვა ძლივს მოასწრო, კინაღამ გველი ეძგერა. მეორე დღეს ვაჭრის მონა მოვიდა გლეხთან - ჩემი ბატონი გეძახისო. ვაჭარი "მეგობრულად" შეხვდა: - დამავიწყდა შენი მოცემული გირაო, ფული გადამიხადე და შენი ნივთი წაიღეო. სკივრის გასაღები მიაწოდა და "ალერსიანად" უთხრა: "აბა, ნახე, ნივთი თუ არის თავის ადგილზეო". გლეხმა გახსნა და შიგ ოქროს გველი გამობრწყინდა.

ვაჭარმა დააფიცა, მითხარი, ეს რა საგანძურიაო. გლეხმა უთხრა: "მეუფე სპირიდონს ვთხოვე დახმარება. ფული არ ჰქონდა და ეს ძვირფასი ნივთი მათხოვაო". გლეხი მივიდა წმინდა სპირიდონთან. მღვდელმთავარმა უთხრა: "ახლა წავიდეთ და ბატონს გადავუხადოთ მადლობა, ვისგანაც ვითხოვეთ ეს ნივთიო".

შევიდნენ ბაღში, მივიდნენ ერთ-ერთ ხვრელთან და წმინდა სპირიდონმა წარმოთქვა: "უფალო ჩემო იესო ქრისტე, შენი წმინდა ნებით ყოველივე შეიქმნება და ხორცს შეისხამს! ოდესღაც ფარაონის წინ ეგვიპტეში მოსეს კვერთხი გველად აქციე, ხოლო ჩემს ბაღში - ოქროს ნივთად. ახლა კი დაუბრუნე თავდაპირველი სახე შენს ქმნილებას, რათა დაინახოს ჩემმა მეგობარმა და მოუყვეს ამ საოცარ, შენი ყოვლისშემძლე მარჯვენით მოხდენილ სასწაულზე და დარწმუნდეს, რარიგ ზრუნავ ადამიანებზე". ღმერთმა შეისმინა მისი ლოცვა, ოქროს გველი გაცოცხლდა და თავის ხვრელში შეცურდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2018, 07:18 PM

"წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის (რომელიც IVს-ში მოღვაწეობდა) ხსენების დღეს, 25 დეკემბერს, მისი წმინდა, უხრწნელი სხეული ტაძრიდან გამოაქვთ და კუნძულის გარშემო ატარებენ, რომლის დროსაც მრავალი სასწაული ხდება.

ამ დღეს კუნძულზე უამრავი ხალხი იყრის თავს. ერთხელ მათ შორის რუსეთიდან ჩასული პიროვნება მოხვდა. მან წმინდანის სხეულს მუმია უწოდა. წმინდა სპირიდონი ლუსკუმიდან წამოდგა და მიმართა: ხელი შემახე და დარწმუნდები, რომ მუმია არა ვარო. ღვთის შეწევნით, თავადაც მომეცა საშუალება, მომელოცა წმინდა სპირიდონის უხრწნელი სხეული. როდესაც ხელი შევახე, ცოცხალი მეგონა."

/მამა გიორგი რაზმაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2018, 07:18 PM

"წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის (რომელიც IVს-ში მოღვაწეობდა) ხსენების დღეს, 25 დეკემბერს, მისი წმინდა, უხრწნელი სხეული ტაძრიდან გამოაქვთ და კუნძულის გარშემო ატარებენ, რომლის დროსაც მრავალი სასწაული ხდება.

ამ დღეს კუნძულზე უამრავი ხალხი იყრის თავს. ერთხელ მათ შორის რუსეთიდან ჩასული პიროვნება მოხვდა. მან წმინდანის სხეულს მუმია უწოდა. წმინდა სპირიდონი ლუსკუმიდან წამოდგა და მიმართა: ხელი შემახე და დარწმუნდები, რომ მუმია არა ვარო. ღვთის შეწევნით, თავადაც მომეცა საშუალება, მომელოცა წმინდა სპირიდონის უხრწნელი სხეული. როდესაც ხელი შევახე, ცოცხალი მეგონა."

/მამა გიორგი რაზმაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 12 2019, 08:10 PM

"იერუსალიმში არის წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის მონასტერი. სავანის მთავარი სიწმინდეა ქვა, რომელზეც, გადმოცემით, იჯდა ყრმა იესო, როცა ის იერუსალიმის ტაძარში ხანდაზმულ ებრაელებს ესაუბრებოდა.

ტაძრის ერთ-ერთ ეკვდერში დასვენებულია წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის მინაზე გამოსახული ხელთუქმნელი ხატი. მისი ისტორია ამგვარია: XX საუკუნის 80-იან წლებში მონასტრის წინამძღვარი მამა სოფრონი სნეულებისგან სიკვდილის პირას იყო მისული.

მას წმინდა სპირიდონი გამოეცხადა, განკურნა და უთხრა, კიდევ რამდენიმე წელი იცოცხლებდა. ეს თქვა და წმინდანი კარისკენ გაემართა. მინაში გაიარა და უჩინო შეიქმნა. მისი სახე კი მინაზე აღიბეჭდა. მინა კიოტში ჩაასვენეს. მასზე ცხადად ჩანს წმინდა სპირიდონი თავისი ცნობილი ჩალის ქუდით, რომელსაც დიდი სიმდაბლის გამო მიტრის ნაცვლად იხურავდა. წინამძღვარმა სოფრონმა ამ გამოცხადების მერე ათი წელი იცოცხლა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2019, 10:19 PM

"წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის წმინდა ნაწილების ლუსკუმა ტაძარში მდებარეობს ყველაზე უფრო თვალსაჩინო ადგილას. ის მთლიანად შემკულია ოქროს და ვერცხლის ძვირფასეულებით. ეს იმ ადამიანთა ძღვენია, ვისაც წმინდანი დაეხმარა. ეს ადგილი ბოქლომითაა დაკეტილი. მცველი მას აღებს მხოლოდ მართლმადიდებელი ტურისტებისთვის. კათოლიკეებს კი მხოლოდ ლუსკუმის მთხვევის უფლება ეძლევათ".



"ლუსკუმის მცველები ამბობენ, რომ წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელს კანი შედარებით ახლახანს გაუმუქდა. ეს მოხდა XVII საუკუნეში და საღვთისმეტყველო წიგნებში ეს ამბავი მოხსენიებულია, როგორც პატრიარქ ნიკონის რეფორმა. როგორც ჩანს, წმინდანს ეს რეფორმა არ მოეწონა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2019, 12:32 PM

"წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი ერთხელ ბერძნეთა მეფის სასახლეში შედიოდა. თავისი სიმდაბლისა და უბრალო სამოსის გამო სასახლის მცველმა გლახაკად ჩათვალა. ჯერ დასცინა, სასახლეში არ შეუშვა, მერე კი სახეში გაარტყა. უბოროტო გახლდათ წმინდა სპირიდონი, მაცხოვრის სიტყვისაებრ, მეორე ლოყა მიუშვირა. ამ საქციელმა სასახლის მცველი მიახვედრა, რომ მის წინ წმინდა ეპისკოპოსი იდგა, მუხლებში ჩაუვარდა და შენდობა სთხოვა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 10 2020, 10:32 PM

"დასავლელი ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ წმიდა სპირიდონი მღვდლად კურთხევამდე (305 წ.) მრავალი წელი იყო კატორღამდე მაღაოროებში, სადაც ბევრი ტანჯვა გადაიტანა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 4 2020, 09:28 PM

"კუნძული კორფუ ერთ-ერთი იმ მცირეთაგანია, რომლებიც არ იყო თურქული უღელის ქვეშ. მისი მაცხოვრებლები თავს ჭეშმარიტ ელინელებად მიიჩნევენ, რომელთა სისხლიც უცხოტომელებს არ შერევიათ. რასაკვირველია, თურქები გაუთავებლად ოცნებობდნენ დაუფლებოდნენ ამ თვალწარმტაც კუნძულს.

პირველად, როცა კუნძულს მიუახლოვდა მათი ფლოტი, თურქებმა დაინახეს უზარმაზარი, შემზარავი ჩრდილი ხუცესისა და შეშინდნენ, გადმოსულიყვნენ ნაპირზე. მაშინ მათ გადაწყვიტეს, აეფეთქებინათ წმ. ნაწილებიანი ტაძარი, რადგან ამის შემდგომ იმედოვნებდნენ, რომ კუნძული დაკარგავდა საკუთარ მფარველს. ამიტომ წმ. სპირიდონი ბერძნებს გამოეცხადა და აუწყა ბობმის შესახედბ, მათ კი ნაღმი იპოვეს და გააუვნებელყვეს".

-----------------------------------

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2022, 09:35 PM

ბინა და სამსახური წმ. სპირიდონისგან

"ერთი მუსიკის მასწავლებელი დარჩა უმუშევარი. მას ჰყავდა პატარა ბავშვი, ასაკოვანი მშობლები და ცხოვრობდა კომუნალურ ბინაში - არც სამსახური იყო და არც ფული.

მეგობარმა სთხოვა - სემინარიის გამოცდისთვის ქალიშვილი მომიმზადე, მაგრამ ფული არ მაქვს. სამაგიეროდ შენს მაგიერ 40 დღე წმ. სპირიდონის მიმართ დაუჯდომელს წავიკითხავო. პედაგოგი დათანხმდა.

როგორც კი დაიწყო ლოცვები, მასწავლებელთან მომრავლდნენ მოსწავლეები და ისე გაეზარდა შემოსავალი, რომ მალე შეძლო თავისთვის ერთოთახიანი ბინის ყიდვა, სულ მალე კი მუდმივი სამსახურიც იშოვა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 13 2022, 08:03 PM

ბავშვის სასწაულებრივი გადარჩენა

"აი, კიდევ ერთ უჩვეულო ამბავი:

მატარებელი ხიდზე გადადიოდა. ქვემოთ, ძალიან შორს - წყლის არხი იყო. პატარა ბავშვმა თავი გადაყო ფანჯრიდან და წყალში ჩავარდა.

ჩვილის დედამ ცრემლით დაიწყო ლოცვა წმ. მღვდელმთავარ სპირიდონის მიმართ.

დაიწყო ბავშვის ძიების ღონისძიება, რომელიც მთელი კვირა გაგრძელდა: ვერც მკვდარი იპოვეს და ვერც ცოცხალი.

მოულოდნელად ბავშვი წმ. მღვდელმთავრის წმიდა ნაწილზე დამხობილი იპოვეს - ცოცხალი და უვნებელი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 13 2022, 08:28 PM

წერილი წმ. სპირიდონისგან

"რამოდენიმე წილის წინ სამსახურში წასვლამდე გადავწყვიტე წმ. სპირიდონის დაუჯდომლის წაკითხვა. წავიკითხე, ვილოცე და გზას გავუყევი.

მთელი გზა არ მტოვებდა კითხვა - ისმინა თუ არა წმ. სპირიდონმა ჩემი მისდამი მიმართვა. "იაროსლავსკის" სადგურზე მატარებლიდან ჩამოსვლისას ჩავედი მეტროში, სადგურ "კომსომოლსკაიაზე", სადაც შევედი კიდეც მატარებლის ვაგონში - იქ კი წმ. სპირიდონისგან სასიხარულო წერილი მელოდა! - ზუსტად ჩემს წინ წავიკითხე სარეკლამო განცხადების სიტყვები: "მე ყველაფერი მესმის": რამოდენიმე დღეში ჩემი ყველა პრობლემა დამთავრდა!

მამაო სპირიდონ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!

გმადლობ შენ, რომ გესმის და გვეხმარები ჩვენ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 14 2022, 08:49 PM

ნუგეში წმ. სპირიდონისგან

"ერთი ქალი, სახელად ეკატერინე, ყვება თავის ისტორიას:

"მიუხედავად იმისა, რომ მე სხვა რეგიონიდან ვარ წარმოშობით, წმ. სპირიდონი ყოველთვის იყო ჩემი საყვარელი წმიდანი, ხოლო მას შემდეგ, რაც მე ცოლად გავყევი კაცს, რომელიც წარმოშობით კუნძულ კარფუდან არის, ჩვენ საცხოვრებლად გადმოვედით აქ.

როცა პირველი ვაჟი შემეძინა, ბერძნების ტრადიციის თანახმად, მას ქმრის მამის სახელი ვუწოდე. მთელ იმედებს მეორე შვილზე ვამყარებდი - თუ ვაჟი მეყოლებოდა, მინდოდა იგი მიმეძღვნა წმ. სპირიდონისთვის.

ექვსი წლის განმავლობაში ვეღარ დავრჩი ფეხმძიმედ, ხოლო როცა დავფეხმძიმდი, მეორე თვეში დავკარგე ნაყოფი. ვიწექი საავადმყოფოში და უნუგეშოდ ვტიროდი, კვლავ და კვლავ ვიმეორებდი წმ. სპირიდონისადმი მიმართვას "რატომ? რატომ? რატომ წამართვა ღმერთმა ეს ბავშვი? შენ ხომ იცი, რომ ის შენი უნდა ყოფილიყო?"

იმ ღამეს საავადმყოფოში ვიხილე, რომ წმ. სპირიდონი მოვიდა და მაკურთხა. ის ამბობდა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და მე მადლიერებით ვემთხვეოდი ხელზე.

საავადმყოფოდან გამოვეწერე და ოც დღეში კვლავ დავფეხმძიმდი. დაიბადა ვაჟი სპირიდონი, რომელიც ახლა 4 წლისაა.

სპირიდონის დაბადებიდან სამ თვეში კვლავ დავორსულდი, ამჯერად დაიბადა გოგო და დავარქვით ოლგა, დედამთილის საპატივსაცემულოდ, რომელიც ყოველთვის ამბობდა: "ნუ ნერვიულობ ამ ფეხმძიმობაზე. პირველი ვაჟი - შენი მოვალეობის აღსრულება იყო, მეორე - წმინდანისადმი აღთქმის აღსრულება, მესამე კი - ღმერთის საჩუქარი შენთვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2022, 05:22 PM

"მე დიდი ხნის მანძილზე ვცხოვრობდი ქირით, ორი ბავშვით გადავდიოდი ერთი ბინიდან მეორეში. ბინის რიგში ვიდექი, მაგრამ არაფრის იმედი არ მქონდა.

სადღაც გავიგე, რომ არის ასეთი წმინდანი - სპირიდონი, რომელიც მორწმუნეებს ეხმარება საბინაო პრობლემების მოგვარებაში, მაგრამ ამას ყურადღება არ მივაქციე. მისი ხატიც კი არ გამაჩნდა.

ერთხელ ჩვენს ქალაქში მოაბრძანეს წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედის წმ. ნაწილები. მე მინდოდა მეყიდა წმიდანის ხატი, რათა დამებრძანებინა წმ. ნაწილებზე, მაგრამ ყველა ხატი გაყიდული იყო, ამიტომ შემომთავაზე წმ. სპირიდონის ხატი. ასე გაჩნდა ეს ხატი თავისთავად ჩემთან.

მე წამიკითხავს, რომ წმიდანი ხშირად ეხმარება ადამიანებს მისი ხსენების დღეს - 25 დეკემბერს. დავიწყე წმიდანის დაუჯდომლის კითხვა თებერვლის თვეში და მალე, ზაფხულში ბინაც მივიღე. კარგ, წყნარ რაიონში, სკოლის სიახლოვეს. დავიწყე მისი მოწესრიგება, მაგრამ საბუთებში რაღაც შეუსაბამობა აღმოჩნდა და ლამის სახლი ჩამოგვართვეს.

მე გავაგრძელე ლოცვა, კვლავ შეაწუხე ჩინოვნიკები. შედგა ახალი კომისია. დაძაბული ველოდი მის შედეგებს, რომელიც 24 დეკემბერს იყო დანიშნული, 25 რიცხვში კი დამირეკეს და მითხრეს, რომ საკითხი გადაწყდა ჩემს სასარგებლოდ და შემეძლო წამომეღო გასწორებული დოკუმენტები.

აი, ამგვარად წმ. სპირიდონმა მაჩუქა ბინა თავისი ხსენების დღეს. ეს ჩემთვის ნამდვილი სასწაული.

სახლის რემონტის ფული თავისთავად ჩნდებოდა, არ ამიღია კრედიტი.

უკვე სამი წელია ვცხოვრობ საკუთარ სახლში.

გამუმდებით ვგრძნობ ამ უდიდესი წმიდანის მფარველობას, საჭიროა, მხოლოდ გვწამდეს!"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2022, 07:27 PM

"... ამის დასტური და სიმბოლო არის ის, რომ ღვთის განგებით, პატრიარქის აღსაყდრება დაემთხვა დიდი მღვდელმთავრის, IV საუკუნის უდიდესი სასწაულთმოქმედის, საკვირველმოქმედი სპირიდონ ტრიმიფუნტელი მღვდელმთავრის დღესასწაულს. ეს იყო მღვდელმთავარი, რომელიც უდიდეს სასწაულებს ახდენდა. იგი, უპირველეს ყოვლისა, ამარცხებდა ადამიანების სულებში არსებულ ცოდვას, ცოდვას ამპარტავნებისა, ცოდვას ვერცხლისმოყვარეობისა, ცოდვას ამქვეყნიური სიკეთეების გაკერპებისა, იგი ვნებების გაკერპების წინააღმდეგ იბრძოდა.

მის ცხოვრებაში არის საოცარი მაგალითი. იმ დროს ეკლესია ებრძოდა არიოზსა და მის ერესს. საბოლოოდ, არიოზთან ბრძოლაში გაიმარჯვეს და გადაწყვიტეს, ელოცათ, რომ ალექსანდრიაში ჯერ კიდევ არსებული ყველა ბომონი და მათში აღმართული ქანდაკებები, ანუ კერპები, შემუსვრილიყო. მართლაც, შეიკრიბა ალექსანდრიის მღვდელმთავრების კრება და ლოცვის შემდეგ მიწა იძრა, ყველა ბომონი, ყველა ქანდაკება დაინგრა, დარჩა მხოლოდ ერთი მთავარი კერპი. ალექსანდრიის პატრიარქს ჰქონდა გამოცხადება, რომ ეს კერპი მხოლოდ წმინდა სპირიდონის ლოცვით შეიმუსრებოდა. პატრირქმა წერილი გაუგზავნა წმინდა სპირიდონს, რომელიც გემით ჩამოვიდა და როგორც კი ფეხი დადგა ნავსადგურში, ხმელეთზე, კერპი დაინგრა. მივიდნენ პატრიარქთან და ეს ყველაფერი უამბეს. ესე იგი სპირიდონი ჩამოვიდა, ჩქარა, მიაკითხეთ ნავსდგურში და მოიყვანეთ ჩემთანო, - თქვა მან. მივიდნენ და ნახეს, რომ სპირიდონი ჩამოვიდა, მან უბრალოდ ფეხი დაადგა ხმელეთზე და დაინგრა კერპი. აი, ასეთია ამ წმინდანის ძალა.

მთელი ისტორია ჩვენი პატრიარქისა - ეს არის კერპების ნგრევა. მან დაანგრია ათეიზმის კერპი. ის კერპები, რომლებიც თავისუფლების მოედანზე იყო აღმართული, სწორედ მისი ლოცვით შეიმუსრა. ის ანგრევს კერპებს ჩვენს სულებშიც და ამას დიდი სიყვარულით აკეთებს, ყოველგვარი სიძულვილისა და გაღიზიანების გარეშე. იგი დიდსულოვანი, სულგრძელი და მიმტევებელია. ითმენს ყველაფერს - ამდენ ტკვილის, შეურაცხყოფას და უმადურობას, ითმენს და ისევ ლოცულობს ჩვენთვის, განსაკუთრებით - შეცდომილი შვილებისთვის. აი, აეთი პატრიარქი გვყავს ჩვენ"

/მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2022, 02:27 PM

"ამ ზაფხულს დამეწყო სისხლდენა. ორი კვირა ვერ შეძლეს ჩემთვის დიაგნოზის დასმა. დიდი ხნის ნანატრი ჩემი ძმის ქორწილის წინა ღამეს მშობლების სახლში დავრჩი, რა დროსაც ჩემი მდგომარეობა გახდა კრიტიკული: მთელი ამ ხნის განმავლობაში მქონდა მაღალი სიცხე, სუნთქვა მიჭირდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ჩემი ფილტვები იყო წყლით. სხეულმა გალურჯება დაიწყო, მაგრამ ექიმები დაბნეული იყვნენ, დიაგნოზს ვერ სვამდნენ. ვგრძნობდ, რომ იმქვეყნად მივდიოდი. ვუყურებდი ჩემს შვილებს - ოთხი და ექვსი წლის ვაჟებს და 12 წლის ქალიშვილს - ძლივს ვიკავებდი ცრემლებს.

ამ დროისთვის წმ. სპირიდონს უკვე ვიცნობდი. ის აქამდეც ძალიან მეხმარეობდა. ჩემმა დედამთილმა მომაწოდა მისი ხატი. ის გულში ჩავიხუტე ლოცვით, დედამთილი კი ხატების წინ მუხლებზე დადგა... ღამემ, როგორც ბოდვაში, ისე გაიარა.

დილით შვილის ხმა გავიგე. მივხვდი, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვიყავი. გამიკვირდა, როცა თავისუფლად ამოვისუნთქე. სიცხემ დამიწია. ფეხზე წამოვდექი, დედა მომეხვია.

ერთი კვირის შემდგომ საავადმყოფოში დამისვეს სწორი დიაგნოზი. ექიმებმა ასევე თქვეს, რომ ყველა ვითარების გათვალისწინებით, ცოცხალი რომ დარჩი - ეს ნამდვილი სასწაულია.

დიდება უფალს ყველაფრისთვის!

მამაო სპირიდონ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!"

/ტატიანა ოლეინიკოვა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2022, 05:13 PM

"საოცარი წმინდანია სპირიდონ ტრიმიფუნტელი, ის ურწმუნოებსაც კი არ აქცევს ზურგს.

ერთ მებრძოლ ათეისტ ქალს ერთხელ დაღონებულს წამოსცდა - ეჰ, სპირიდონ! შენ თუ ასე ძლიერი ხარ, მომეცი ბინა შენს სიახლოვეს.

ახლა ის ცხოვრობს წმ. სპირიდონის სამლოცველოს გვერდით.

***

იერუსალიმთან ახლოს ერთ ტაძარში არის წმ. სპირიდონის სასწაულთმოქმედი ხატი, რომელიც სასწაულებრივად გადავიდა ხატის მინაზე. ბერძნები ამბობენ - თუ ვინმეს აქვს საბინაო პრობლემები ან ოჯახური სირთულეები - აუცილებლად უნდა იყოს ამ ხატის წინაშე და ის აუცილებლად დაეხმარება.

ერთი კაცი ჰყვებოდა: ის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა პირველ სართულზე, ნახევრად დანგრეულ, თაგვებით სავსე სახლში. ის ლოცულობდა ხატის წინაშე, ყოველ კვირა დღეს კი - წმ. სპირიდონის დაუჯდომელს კითხულბოდა და აი - ოჯახთან ერთად გადავიდა ახალ ბინაში. ღმერთი დაეხმარა თავისი წმინდანის მეშვეობით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2022, 05:27 PM

"საყოველთაოდ ცნობილია წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის დახმარება საყოფაცხოვრებო და საბინაო პრობლემების მოგვარებაში.

ერთი ქალი, რომელიც იყო მომსწრე არქიმანდრიტ იოანე კრესტიანკინის საუბრისა, ადასტურებს, რომ მოძღვარი, საბინაო პრობლემებისას, ყველას ურჩევდა, ელოცათ წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის მიმართ:

-მამაო, ნახევარი სიცოცხლე ბინის რიგში გავატარეთ, მაგრამ ჯერაც არ გვეღირსა. ისე ვიწროდ ვართ, რომ შვილიშვილები ერთ საწოლზე წვანან თავით-ფეხით და ერთმანეთის ნიკაპებს ფეხით ეხებიან.

მოხუცს ასევე გამოეხმაურა კაცი, რომელიც აღელვებული ჰყვებოდა, რომ ათი წელი მხურვალე ცეხში იმსახურა შეპირებული ბინის გამო, მაგრამ "პერესტროიკის" მერე ქარხანამ არსებობა შეწყვიტა და რაღა უნდა ექნა, არ იცოდა. არქიმანდრიტმა კი უპასუხა:

- ილოცეთ წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის მიმართ. აქამდე რომ გელოცათ, ახლა უკვე ბინა გექნებოდათ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2022, 09:58 PM

"უკვე ბევრი წელია, რაც მე ვლოცულობ წმ. სპირიდონის მიმართ და ყველაფერში, რასაც მას ვთხოვ, ის მეხმარება - საბინაო პრობლემებისას, სამსახურში, სწავლაში. ყველაფერი მაამ სპირიდონისადმი ლოცვით გვარდება.

ცხოვრებაში მქონდა მომენტი, როცა საერთოდ არ იყო არანაირი იმედი. მე ვიყავი სასოწარკვეთილი და ლოცვაც კი არ შემეძლო, მაგრამ დავუწერე მამა სპირიდონს წერილი. სახლში მის ხატთან ვლოცულობდი ყოველ დღე. გავიდა თვეზე ცოტა მეტი და მოხდა სასწაული. ეს წარმოუდგენელი იყო!

ადამიანებო, ირწმუნეთ და ილოცეთ! მამა სპირიდონი ყოველთვის გიშველით".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2022, 09:00 PM

"მოსიარულე" წმინდანი wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2022, 09:17 PM

"მას ეზრდება თმები და ფრჩხილები!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2022, 09:40 PM

"წმინდა სპირიდონის სასწაულები აღესრულება არა მარტო კორფუზე, სადაც დაბრძანებულია მისი წმინდა უხრწნელი სხეული, არამედ საბერძნეთის კუნძულ ეგინაზეც, წმინდა ნექტარიოს ეგინელის სამშობლოში, წმინდა ეკატერინეს მონასტერში. იქ დაბრძანებულია წმინდა სპირიდონის სასწაულმოქმედი ხატი. მასზე გამოსახულია არა თავად წმინდანი, არამედ მისი უხრწნელი სხეული. ეს ხატი ცნობილია იმით, რომ ლოცვის დასრულების შემდეგ წმინდანის თვალები სასწაულებრივად იხუჭება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2023, 03:41 PM

"წმიდა მღვდელმთავარი სპირიდონი - ჩვენი მფარველია! საკმარისია, მხოლოდ ფიქრებში მივმართოთ - დახმარება მყისიერად მოდის!

ცხოვრების რთულ მომენტში ის ჩვენი შემწეა. წმ. სპირიდონის დახმარებით, ცხოვრების რთულ ეტაპზე, ჩემს ქმარს ორჯერ გაუზარდეს ხელფასი. ჩემი მეუღლე ამ დროს ფიქრით მოუხმობდა წმიდანს - და ის გახდა კოლექტივში პირველი, ვისაც ასეთი დიდი პროცენტით გაუზარდეს ხელფასი.

ჩვენ ასევე მოგვიგვარდა საბინაო პრობლემა. ამჟამად ჩვენ გვაქვს საკუთარი ბინა, ყოველგვარი იპოთეკის გარეშე. წმიდანი ასევე, დაგვეხმარა მანქანის საკითხში, იმ მცირე თანხით, რაც გაგვაჩნდა. მე მუდმივად მეხმარება გამოცდებისას.

წმიდაო მღვდელმთავარო სპირიდონ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2023, 08:26 PM

"წმ. სპირიდონი ჩვენი საოჯახო წმინდანია. ის მარტო ყოფითი სიძნელეებისას კი არ გვეხმარება - ის ჩვენს გვერდითაა ყველა საოჯახო პრობლემებისას.

მე შემიძლია მოვყვე ძალიან ბევრი შემთხვევა, როცა წმ. სპირიდონი შეეწია ჩემს ოჯახს, როცა ბავშვი ავადმყოფობდა - მე ვლოცულობდი წმ. სპირიდონის მიმართ - საღამოს ვკითხულობდი დაუჯდომელს, ბავშვის გვერდით ვაბრძანებდი წმინდანის ხატს და დილისთვის ბავშვი ჯანრმთელი იყო. ასე იყო რამდენჯერმე.

თუკი სამსახურში მქონდა პრობლემები - ვლოცულობდი ასევე წმ. სპირიდონისადმი და დახმარება მყისიერად მოდიოდა.

მატერიალური პრობლემებისას, იყო მომენტები, რომ ქირის და ვალის გადახდის ფული არ გვქონდა - ყოველთვის ასევე გეხმარებოდა წმ. სპირიდონი, ფული ჩნდებოდა თითქოს არსაიდან (ან მოულოდნელი შეკვეთა ჩნდებოდა, ან ნათესავები გვჩუქნიდნენ, ან კიდევ დაუგეგმავი პრემია გვეძლეოდა).

წმ. სპირიდონი ასევე გვიცავს არაკეთილმოსურნეებისაგან და რაც მთავარია - გზაზე გვაყენებს!

წმ. მღვდელმთავარო სპირიდონ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2023, 03:40 PM

"ბერძნულ კუნძულ კატიკაროზე ცხოვრობდა ერთი მოკრძალებული, უბრალო ოჯახი: მშობლები და ხუთი წლის ბიჭუნა. როგორც ბევრი ამ ასაკის ბავშვი, ისიც ძალიან იყო მიჯაჭვული მამას: ცდილობდა, მიებაძა მამისთვის ყველაფერში და არ შორდებოდა მას არცერთი ნაბიჯით.

ერთ მოწყენილ შემოდგომის დღეს ცუდი ამბავი შეატყობინეს - მეზობელ სოფელში მოკვდა მათი ძველი მეგობარი. მამა დასაფლავებაზე გაემგზავრა, რათა პატივი მიეგო ძველი მეგობრისთვის და ნუგეში ეცა ახლობლებისთვის. მამამ თან არ წაიყვანა პატარა ბიჭუნა გასაგები მიზეზების გამო. მამის წასვლა გაიგო თუ არა, ბავშვი შეუმჩნევლად გავიდა და დაიწყო მამის ძებნა. ვიწრო ბილიკებით ბავშვმა მიაღწია ნაკადულის ნაპირს და არ იცოდა, როგორ გადასულიყო, რადგან წვიმების შემდგომ წყალი უხვად მიედინებოდა.

თავისი უძლურებისგან ბავშვი მწარედ ატირდა. უცებ მან შენიშნა, რომ პატარა სამლოცველოდან, რომელიც იქვე იყო, გამოვიდა მოხუცი. ის ბავშვისკენ წამოვიდა. მოხუცს ეცვა შალის ლაბადა, როგორებსაც ადრე მეცხვარეები ატარებდნენ, თავზე კი პატარა მრგვალი ქუდი ეხურა.

მოხუცი მივიდა ბიჭთან და ჰკითხა:

სად მიდიხარ, შვილო ჩემო?

მე მივდივარ სოფელში, რომ ვიპოვო ჩემი მამიკო. ის წავიდა და არ წამიყვანა.

იცის შენმა დედამ, რომ შენ სახლიდან გაიპარე?

ბიჭი დაიბნა, მაგრამ მერე გულწრფელად უპასუხა:

არა, მე ის არ გამიფრთხილებია.

შენ ცუდად მოიქეცი, რომ წახვედი და დედას არ უთხარი. კარგი ბავშვები როცა მიდიან სახლიდან აუცილებლად იღებენ ნებართვას უფროსებისგან. ახლა მე დაგეხმარები სოფელში მისვლაში, მაგრამ ასე აღარ მოიქცე.

მოხუცმა ბავშვს ხელი ჩაჰკიდა და ამაღლდა ჰაერში, გადაიყვანა ნაკადულზე, შემდეგ მიიყვანა სოფლამდე, სადაც ჩანდა ტაძრის სამრეკლო.

ხუცესმა თქვა: - იმ ტაძარში ნახავ მამაშენს.

ბავშვმა მხურვალედ აკოცა მოხუცს ხელზე, ამგვარად გამოხატა მადლიერება (იმ დროში ეს იყო მოხუცებისადმი პატივისცემის გამოხატულება). მოხუცმა ალერსიანად გადაუსვა თავზე ხელი ბავშვს და თან უთხრა:

გაიქეცი. დაე, გაკურთხოს უფალმა! არასდროს დაგავიწყდეს - სახლიდან წასვლისას გააფრთხილე დედა!

ბავშვმა გააგრძელა გზა. ცოტა ხნის შემდეგ მას მოუნდა კვლავ ენახა მოხუცი, მაგრამ გზაზე აღარავინ იყო - მოხუცი გაქრა!

ცოტა ხანში ბავშვი უკვე ეკლესიასთან იყო. დაინახა თუ არა მამა, ბავშვმა სასწრაფოდ მიირბინა. მამა გაოცდა და დაუწყო გამოკითხვა, ბავშვი ჩაეხუტა და არაფერი უპასუხა.

დასაფლავების შემდგომ მამა-შვილი უკან დაბრუნდნენ. გზად ისინი სამრეკლოსთან გაჩერდნენ და ბავშვმა უამბო მამას, რაც გადახდა, თუ როგორ შეხვდა მოხუც, კეთილ მწყემსს.

მამა ძალიან გაკვირვებული იყო, რადგან ეს უკაცრიელი ადგილი იყო და იქ არასდროს მწემსავდნენ საქონელს. ისინი შევიდნენ სამლოცველოში, რათა თაყვანი ეცათ ხატებისთვის. ემთხვივნენ მაცხოვრის, წმ. იოანე ნათლისმცემლის ხატებს და როცა შემდეგ ხატთან მივიდნენ, ბავშვმა წამოიყვირა:

მამა, შეხედე, აი ის არის! ის ქუდიც ახურავს!

წმ. სპირიდონის უეცარი გამოცხადებით გულის სიღრმემდე შეძრული მაამ მუხლებზე დაემხო და მთელი გულით მადლობდა წმინდანს დახმარებისთვის. შემდგომ აანთეს კანდელი და აკმიეს საკმეველი.

სახლში ბავშვმა დედას უამბო ყველაფერი და სთხოვა პატიება. ამ შემთხვევის შემგომ მშობლები ნამდვილად თვლიდნენ წმ. სპიროდონს თავისი შვილის ზეციურ მფარველად. ისინი ყოველ შაბათს მიდიოდნენ სამლოცველოში, რათა ელოცათ მის წინაშე და განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით აღნიშნავდნენ წმინდანის ხსენებას.

დაე, წმიდა სპირიდონი იყოს ჩვენი მფარველი, დამცველი და ჩვენ ცოდვილთათვის მლოცველი ჩვენი ცხოვრების ყოველ დღეს, ამინ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2023, 08:08 PM

"წმ. სპირიდონი ურწმუნოებსაც კი არ აქცევს ზურგს.

ერთხელ მებრძოლ ათეისტ ქალს მწუხარედ აღმოხდა: "ეჰ, სპირიდონ! შენ თუ ასეთი ძლიერი ხარ, მომეცი ბინა შენთან ახლოს!"

ამჟამად ეს ქალი ცხოვრობს წმ. სპირიდონის სამლოცველოსთან ახლოს.

***

იერუსალიმთან ახლოს ერთ ტაძარში ბრძანდება წმ. სპირიდონის სასწაულთმოქმედი ხატი, რომელიც განახლდა და გადავიდა მინაზე. ბერძნებმა თქვეს - თუკი ვინმეს საბინაო პრობლემა აქვს, ან სხვა სირთულეები ოჯახში, უნდა ილოცოს მის წინაშე - და წმიდანი აუცილებლად დაეხმარება.

ერთმა კაცმა გაიხსენა: ის ცხოვრობდა ოჯახთან ერთად პირველ სართულზე, თაგვებით სავსე სახლში, რომელიც ნახევრად დანგრეული იყო. მან ილოცა ხატის წინაშე, სახლში კი ყოველ კვირას კითხულობდა დაუჯდომელს; და აი, იგი გადავიდა ოჯახთან ერთად ახალ ბინაში - ღმერთი წმ. სპირიდონის მეოხებით დაეხმარა მას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2023, 01:54 PM

"წმ. სპირიდონმა სამსახური მაჩუქა, მაგრამ ამას 23 წლის შემდეგ მივხვდი.

პირველი სამუშაო დღე ჩემს ცხოვრებაში იყო 1995 წლის 25 დეკემბერს. აქედან მოყოლებული მე სულ ვმუშაობ, მადლობა ღმერთს, ვმუშაობ ერთიდაიგივე სახელმწიფო ორგანიზაციაში. იცვლებოდა ხელმძღვანელობა - მოდიოდნენ ახლები და მიდიოდნენ ძველები, თანამშრომლები პანტიპუნტით იცვლებოდნენ. ორგანიზაციამ ბევრჯერ განიცადა რეორგანიზაცია, ხდებოდა შემცირებული, აი მე კი ვიყავი უცვლელი - ვგრძნობდი, რომ ვიღაც ძლიერ მფარველობდა.

შეიძლება მე არ მაქვს შაქარივით ტკბილი ხასიათი, არ შემიძლია ვინმესთვის ზედმეტი რევერანსები, მაგრამ ჩემი სამუშაო მიყვარს და კეთილსინდისიერად ვმუშაობ. არ მიყვარს ტყუილი - ძალიან არ მიყვარს და არასდროს ვჩუმდები ამაზე.

წელს ჩემმა ნაცნობმა, მილანოჩკამ, მაჩუქა წმ. სპირიდონის დაუჯდომელი.

მასში არის წმ. სპირიდონის ცხოვრების აღწერაც და როცა მე მე დავიწყე 40 დღე წმ. სპირიდონის დაუჯდომლის კითხვა (მქონდა რაღაც პრობლემები), აღმოვაჩინე, რომ წმინდანის ხსენების დღე არის 25 დეკემბერი. მე მაშინვე მივხვდი, რომ ეს სამსახური წმ. სპირიდონმა მაჩუქა და მთელი ამ დროის მანძილზე ის მფარველობდა მე ცოდვილს.

გმადლობ შენ, წმიდაო მამაო სპირიდონ შენი ლოცვებისთვის, შენი მეოხებისთვის ღვთის ტახტის წინაშე მე ცოდვილისათვის.

ვიცი და მჯერა, რომ შენი ლოცვებით ღმერთი არასდროს დამტოვებს, დამეხმარება და გამაძლიერებს.

წმიდაო მღვდელმთავარო სპირიდონ, ევედრე ღმერთსა მე ცოდვილისთვის!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2023, 03:49 PM

"სამი წლის წინ მე ოჯახთან ერთად პატარა ქალაქიდან დიდში გადავედი საცხოვრებლად. ძველი ბინის გაყიდვისგან აღებული ფული არ იყო საკმარისი ახლის საყიდლად. რადგან ფასები სხვადასხვა ქალაქში განსხვავებული იყო. მოგვიწია იპოთეკური სესხის და სახლის რემონტისთვის კრედიტის აღება. ჩვენ ორი ბავშვი გვყავს. მხოლოდ ქმარი მუშაობს, მე მუდმივი სამსახური არ მაქვს. ფული არ გვყოფნის, ხანდახან კრედიტის გადახდაზეც კი. ვკითხულობ წმ. სპირიდონის დაუჯდომელს. წმინდას ვთხოვ, რომ მალე გავთავისუფლდეთ ვალებისა და კრედიტებისგან. ჯერ ბოლომდე ვერ გავთავისუფლდით, მაგრამ ჩემს ყოველ ჯერზე წარმოთქმულ ლოცვაზე წმ. სპირიდონი მპასუხობს - ხან მოულოდნელად რაღაცის გაყიდვას ვახერხებ, ხან ქმარს მოულოდნელი შემოსავალი უჩნდება, იქიდან, საიდანაც საერთოდ არ ველოდით.

მე არ ვკარგავ იმედს, რომ ვალებს სრულიად გავისტუმრებთ.

წმ. ნიკოლოზის დაუჯდომლის კითხვაც დავიწყე. დიდება უფალს ყველაფრისთვის.

წმ. სპირიდონ ევედრე ღმერთს ჩვენთვის!"

/მხევალი ღვთისა ელენე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2023, 06:16 PM

"ჩემი ოჯახი გადადიოდა პოდმოსკოვიედან მოსკოვში. ჩვენ უნდა გაგვეყიდა ძველი და გვეყიდა ახალი ბინა მოსკოვში. როგორც მიღებულია, ეს არაა მარტივი და ჩვენ თითქმის ერთი წელი ვცდილობდით ბინის ყიდვას: მყიდველები მოდიოდნენ, ნახულობდნენ და მიდიოდნენ... მოსკოვში კი უძრავი ქონება ძვირდებოდა ყოველდღიურად.

ერთხელ ჩემმა ნაცნობმა მირჩია, წამეკითხა წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელის დაუჯდომელი; მომიყვა, რომ ის ძალიან ეხმარება ადამიანებს ბინის ყიდვა-გაყიდვის საქმეში და მომცა დაუჯდომელი.

მე დავიწყე კითხვა სახლშიც და ტაძარში; სულ მალე გამოჩნდა მყიდველი, რის მერე მოსკოვშიც მოვნახეთ შესაფერისი ბინა, რომელიც ძალიან მოგვეწონა და ღირებულებაც გვაწყობდა. ნაწილი თანხის იპოთეკური სესხით დავფარეთ, მაგრამ წმ. სპირიდონის მეოხებით კრედიტიც ძალიან მალე დავფარეთ.

გადასვლის მერე მე უმუშევარი დავრჩი და კვლავ წმიდა სპირიდონს ვთხოვე - და შემოსავალი გამიჩნდა.

აუცილებელია, გქონდეს რწმენა, ილოცო და დახმარება მოვა!"

/ოლესია გერასიმოვა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 23 2023, 02:32 PM

"მე წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი ძალიან მალე მეხმარება ხოლმე. მე მას მივმართავ, როცა საერთოდ აღარ არის ხოლმე იმედი.

პირველად წმ. სპირიდონს ვთხოვე, რომ ჩემი ნათესავისთვის დაებრუნებინათ დიდი ვალი, რისი მიზეზიც მე ვიყავი. ვლოცულობდი ბევრს და დიდხანს უფლისა და წმინდანებისადმი. მეორე დღეს მოვიდა ცნობა, რომ ვალი გასტუმრებულია.

მეორეჯერ წმ. სპირიდონს ვთხოვე, რომ დამხარემბოდა ბინის გაყიდვაში, რომელიც არ იყიდებოდა 2 წელი. როცა მორიგმა კლიენტმა დარეკა, მე დავიწყე ვედრება წმ. სპირიდონის მიმართ. შემდგომ გავიგე, რომ მყიდველი მოხუცებული ბებია იყო. ვიფიქრე, რომ ის ნამდვილად არ იყიდდა, დავმშვიდდი და შევეგუე. მაგრამ რამოდენიმე დღეში დარეკა ამ ბებიამ და შვილთან ერთად იყიდეს ჩემი ბინა.

შემდგომ წმ. სპირიდონმა სასწაულებრივად, ლოცვის შედეგად, შეაძლებინა ჩემს ოჯახს, გვეყიდა სხვა ბინა.

ბევრჯერ მილოცია ასევე ჩემი და ბავშვის ჯანმრთელობისთვის წმ. სპირიდონის მიმართ ის ყოველთვის მეხმარებოდა.

ახლაც განსაცდელი გვეწვია - მამა გამიხდა ძლიერ ავად და მტკიცედ მწამს, რომ მოხდება სასწაული, ყოველთა წმინდათა ლოცვით უფალი შეგვიწყალებს.

მჯერა წმ. სპირიდონის მეოხების!

მამაო სპირიდონ, ევედრე ღმერთს ჩვენთვის!

მადლობა უფალს ყველაფრისთვის!"

/მხევალი ღვთისა ლუდმილა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 13 2023, 02:47 PM

"წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი ყველაზე საყვარელი წმინდანია.

შეიძლება ეს ვინმეს სასწაულად არ მოეჩვენოს, მაგრამ ის ძალიან დამეხმარა.

შემთხვევით ტელევიზიით გავიგე მის შესახებ და გადავწყვიტე იმ ტაძარში მისვლა, რომლიდანაც მიდიოდა რეპორტაჟი. იქ ვიყიდე წმინდანის დაუჯდომელი. გადმოცემიდან გავიგე, რომ წმინდანი ყოველთვის ეხმარება, თუკი გადაბმულად წავიკითხავთ დაუჯდომელს 30 დღე. მაშინ სასამართო გარჩევა მელოდა, მაგრამ სულ რაღაც 3 დღე იყო დარჩენილი. სინანულით გავიფიქრე, როგორ დამეხმარება წმინდანი, მე ხომ 30 დღე არ მაქვს სალოცავად მეთქი, მაგრამ იმედი ბოლოს კვდება: ის სამი დღე ვკითხულობდი დაუჯდომელს, ტროპარს და კონდაკს.

სამი დღის შემდეგ წავედი სასამართლოში და საბედნიეროდ, სასამართლო სხდომა გადაიტანეს, რამაც მომცა შესაძლებლობა, კარგად მოვმზადებულიყო.

როცა სახლში დავბრუნდი, აზრები დამეწმინდა,გონება გამინათდა და დავალაგე გეგმა, თუ რა მჭირდებოდა. მანამ ვერაფრით მოვახერხე სასამართლოზე ჩემი სიტყვის ჩამოყალიბება და საჭირო დოკუმენტაციის თავმოყრა. შემდგომ ყველაფერი დალაგდა თავის ადგილას. რაც მთავარია, სასამართლოს გადადებით მე მომეცა დრო, დარჩენილი ლოცვებიც წამეკითხა.

ყველა სასამართლო წარმატებით დასრულდა, თუმცა ლოცვებს ყოველ დღე ვკითხულობ, პერიოდულად კი დაუჯდომელსაც"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 13 2023, 07:51 PM

"წმინდანი გვეხმარება რა ფულად საკითხებში ამით გულში გვიდებს ფასდაუდებელ წმიდა განძს - უფლის სიყვარულს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2023, 04:09 PM

"მე გავიგე წმიდა სპირიდონის შესახებ 2014 წლის ნოემბერში, წმიდა მატრონასთან სტუმრობის შემდეგ. ალბათ მან მიკარნახა, თუ ვისთვის მიმემართა. და შემთხვევით ინტერნეტში მე გადავაწყდი ამ საოცარი წმინდანის ისტორიას.

ჩვენ გვქონდა ძალიან დიდი პრობლემები ჩვენს ბიზნესთან დაკავშირებით. კრედიტორებმა გვიჩივლეს ვალების გამო. მე და ჩემი ქმარი დილეტანტები ვართ ამ საქმეში და სულ უნამუსო ხალხი გვხვდებოდა. მაგრამ უცებ კარგი იურისტები გამოჩნდნენ. მათ გაწელეს საქმე წელიწად ნახევარით და ჰონორარიც უმნიშვნელო მოგვთხოვეს. ჩვენი მოიჯარეც ძალიან კარგი ადამიანია და ყოველთვის შედის მდგომარეობაში. ახლა ჩვენ ბევრი ვალი გვაქვს, მაგრამ მე ვლოცულობ და მჯერა, რომ ყველაფერი მოგვარდება.

გასულ წელს მე 40 დღე წავიკითხე წმიდა სპირიდონის დაუჯდომელი, ახლაც ვკითხულობ. ყოველ დღე ვლოცულობ, დავდივარ ტაძარში, ვემთხვევი წმიდანის წმ. ნაწილიან ხატს. ასევე დავდივარ წმიდა მატრონასთან. ის, რომ ჩვენ გავუძელით წელიწად ნახევარს, ხანდახან ფულს ვშოულობდით სრულიად მოულოდნელად და რომ იყო სამუშაო - ეს ნამდვილი სასწაულია! მე ძალიან მწამს!

არასდროს მიეცეთ სასოწარკვეთილებას! ყველაფერი აუცილებლად მოგვარდება. ჩვენ გვისმენენ და აუცილებლად დაგვეხმარებიან. თუკი დახმარება არ გამოჩნდა მყისიერად, ეს ნიშნავს, რომ ჯერ არაა დრო. ზემოდან ყოველთვის ყველაფერი უკეთ ჩანს.

გმადლობ, წმიდაო სპირიდონ! მე ვიცი, რომ შენ ყოველთვის გვერდით ხარ, ყოველთვის გვისმენ და გვეხმარები!"

/მხევალი ღვთისა იულია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 20 2023, 08:16 PM

"მე მსურს მოვყვე ერთი სასწაულებრივი შემთხვევა, რომლის მოწმეც, უფრო სწორად კი - მონაწილეც თავად ვიყავი.

2000 წელს მომლოცველობით ჯგუფ "რადონეჟთან" ერთად მე გავემგზავრე საბერძნეთის წმიდა ადგილების მოსალოცად.

კერკირაზე წმ. სპიროდინის ტაძარში ჩვენ ვთხოვეთ მღვდელს წმიდანის წმიდა ნაწილების კანდელის ზეთი. ჩვენს ჯგუფში მიაჩნდათ, რომ ის უკეთესი იყო, ვიდრე ნაყიდი. ჩვენ ზეთს ვიღებდით შპრიცით და ვასხამდით წინასწარ მომზადებულ შუშებში. ჯგუფი დიდი იყო, იყო სიმჭიდროვე, ყველა ცდილობდა სწრაფად აეღო ზეთი და ვიღაცამ გაუფრთხილებლობით კანდელი გადააყირავა, საიდანაც ნარჩენი ზეთი დაიქცა.

ყველას ძალიან დაწყდა გული, განსაკუთრებით კი ერთ ქალს - ის რიგში ბოლო იყო და არ შეხვდა წვეთიც კი. მე გადავწყვიტე ჩემი ზეთიდან გამეყო მისთვის - და ჰოი, საოცრებავ, - იმ ქალის ცარიელი ჭურჭელი თავისით აივსო! ეს მოხდა მთელი ჩვენი ჯგუფის თვალწინ, ისე, რომ ამ სასწაულის მოწმე ბევრი ადამიანია. ჩვენ ყველანი გაოგნებული ვიყავით.

ავტობუსში ჩვენ გავიხსენეთ ამბავი, როცა წმიდა სპირიდონს თავისთავად აევსო კანდელი.

ღვთისთვის და მისი წმიდანებისთვის ყველაფერია შესაძლებელი!

ვმადლობ უფალს და წმიდა მღვდელმთავარ სპირიდონს, რომ ღირსი გამხადეს ამ დიდი სასწაულის ნახვისა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2023, 09:10 PM

"ჩემმა მეზობელმა მიამბო, რომ წაიკითხა განცხადება დაკარგული ძაღლის შესახებ, რომელიც გუშინ გვიან დაინახა. მან მაშინათვე დარეკა მითითებულ ნომერზე და პატრონებს უთხრა, რომ ნახა ეს ძაღლი გარკვეულ ადგილას.

რომ მოვისმინე ეს ისტორია, მე წარმოვიდგინე, როგორ დარბის საწყალი ცხოველი პატრონის ძიებაში და თავად პატრონებიც რა დღეში არიან. ისიც გავიგე, რომ მათი შვილები ტიროდნენ ძაღლის გამო, ძალიან განიცდიდნენ მის დაკარგვას. დავიწყე წმ. სპირიდონის მიმართ ლოცვა, რათა დახმარებოდა პატრონებს ძაღლის პოვნაში. ის ხომ ოდესღაც მწყემსი იყო და ზრუნავდა ცხოველებზე. ასევე ვთხოვე უფალს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, წმ. ქსენია პეტერბურგელს, წმ. მოწამე ტრიფონს, წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედსა და მფარველ ანგელოზს.

დაახლოებით ორი საათის მერე მეზობელმა მომახარა, რომ ახლახანს დაურეკეს და უთხრეს, რომ ძაღლი იპოვეს. როგორც აღმოჩნდა, ბიჭი წავიდა ძაღლის საძებნელად იმ ადგილას, სადაც წინა საღამოს ნახეს. იმ ადგილის პირდაპირ არის პარკი, საიდანაც გამოიქცა კიდეც ძაღლი მისკენ.

დიდ ქალაქში, სადაც პანიკის გამო ძაღლი შეიძლება ძალიან შორს გაიქცეს, მისი პოვნის შანსი ძალიან მცირედია. და ეს ნამდვილად სასწაულია! ურწმუნო ადამიანი იტყვის - დამთხვევაა, მაგრამ მე მჯერა, რომ ზეცაში ჩვენ ნამდვილად გვისმენენ.

დიდება შენ, უფალო!

მადლობა, რომ ასე სწრაფად დაგვეხმარე!

მადლობა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, მფარველ ანგელოზს და ყველა წმინდანს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2023, 06:16 PM

"მიუხედავად იმისა, რომ წმ. სპირიდონის ყველა სასწაული ოფიციალურად არის აღიარებული ეკლესიის მიერ და აქვს დოკუმენტური დადასტურება კუნძულ კვიპროსის ქრონიკებში, თანამედროვე ადამიანებს ძალიან უჭირთ მათი დაჯერება.

წმიდა ნაწილებიანი ლუკსუმა მდებარეობს ტაძარში ყველაზე გამოსაჩენ ადგილზე, ის მთლიანად არის შემკული ოქროს და ვერცხლის სამკაულებით - მათი ძღვენით, ვისაც წმიდანი დაეხმარა. ეს საუნჯე დაკეტილია კლიტით: მას მცველი მხოლოდ მართლმადიდებელი მომლოცველებისთვის აღებს, კათოლიკეებს კი უფლება ეძლევათ მხოლოდ ლუსკუმას ემთხვიონ.

შუშიდან კარგად შეიძლება წმიდანის სახის დათვალიერება. მისი ნაკვთები სრულებით ამოცნობადია; მშვენიერადაა შენახული თმა და თეთრი კბილები. კანი ცოტა მოჭმუჭნილი და გამუქებულია, მაგარმ მან შეინარჩუნა თავისი ფორმა. საინტერესოა, რომ ლუსკუმის მცველები ამბობენ - წმიდანის სახე დიდი ხანი არაა, რაც გამუქდა. ეს მოხდა მე-17 საუკუნეში, როცა ჩატარდა მართლმადიდებელი ეკლესიის წეს-ჩვეულებათა და საღვთისმსახურო წიგნების რეფორმა, რომელიც ჩვენთან ცნობილია "პატრიარქ ნიკონის რეფორმის" სახელწოდებით. როგორც ჩანს, ეს განმაახლებლობა წმიდანს არ ესათნოვა.

როგორც ცნობილია, წმიდანის სხეული გამუდმებით ინარჩუნებს 36.6 გრადუს ტემპერატურას. მას ეზრდება თმა და ფრჩხილები. და რაც ყველაზე გასაოცარია - შესამოსელს მას წელიწადში ორჯერ უცვლიან, რადგან ის ცვდება. თითქოს წმიდანი ლუსკუმაში კი არ იმყოფება, არამედ დადის. ლუსკუმის მცველმა თქვა, რომ იყო შემთხვევები, როცა ვერაფრით შეძლეს ლუსკუმის კლიტის გაღება. მაშინ მღვდლებმა იციან ხოლმე, რომ წმიდანი ლუსკუმაში, უბრალოდ, არაა - ის დადის კუნძულზე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 20 2024, 09:34 PM

"ჩემი ქალიშვილი სწავლობს მე-7 კლასში. მას უტარდება გეომეტრიაში ჩათვლები, განვლილი თემების მიხედვით. მას ძალიან უჭირს ეს საგანი. პირველი ჩათვლა სამიანზე ძლივს ჩააბარა, ერთად ვემზადებოდით. მეორე ჩათვლისთვისაც ერთად მოვემზადეთ, თუმცა მან მარტომ ილოცა წმ. სპირიდონის მიმართ და მიიღო "ხუთიანი". როგორებიც არ უნდა ვიყოთ ჩვენ - წმიდანი ლოცულობს ჩვენთვის ღვთის წინაშე.

გმადლობთ შენ, წმ. მღვდელმთავარო სპირიდონ!"

/ქსენია ტ./

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)