IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საქართველოს მუზეუმები
ნათია
პოსტი Jun 24 2007, 09:04 PM
პოსტი #1


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



თბილისი

ისტორიული (მხარეთმცოდნეობის) მუზეუმები


საქართველოს ეროვნული მუზეუმი.
სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმი


IPB-ს სურათი


მისამართი: ქ. თბილისი, შოთა რუსთაველის გამზირი 3

აღწერა: მუზეუმი საქართველოს მუზეუმებს შორის უძველესია. იგი დაფუძნდა 1852 წელს, კავკასიის მუზეუმის ბაზაზე. მუზეუმის ფონდებში დღეისათვის დაცულია 1 200 000 ექსპონატი (ძირითადად არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალები, ქართული ოქრომჭედლობის, ხატწერის ნიმუშები და სხვა). სტაციონარულ ექსპოზიციებს შორის გამოირჩევა დმანისში აღმოჩენილი ადამიანის წინაპრების (ჰომინიდების) ნაშთების გამოფენა, რომელიც 1,8 მილიონი წლით თარიღდება და წარმოადგენს აფრიკის კონტინენტის ფარგლებს გარეთ აღმოჩენილ ადამიანის წინაპრის უძველეს ნიმუშს. ამ აღმოჩენამ რადიკალურად შეცვალა მანამდე აღიარებული ადამიანის ევოლუციის თეორია. მუზეუმში ექსპონირებულია აგრეთვე: ნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის პერიოდის არქეოლოგიური აღმოჩენების მრავალრიცხოვანი მასალა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია ოქროს ფონდი, სადაც წარმოდგენილია სხვადასხვა ისტორიული პერიოდის ძვირფასი ლითონისა და ქვების უნიკალური ნაკეთობები. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქრისტიანობამდელი პერიოდის ოქრომჭედლობის ნატიფ ნიმუშებს, რომლებიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე ათასწლეულის მეორე ნახევრიდან ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნის ჩათვლით. მუზეუმში დაცული ექსპონატები აღმოჩენილია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: ანანურში, წნორში, მარტყოფში, თრიალეთის ყორღანებში, ვანში, ახალგორში, მცხეთაში, ჟინვალსა და ა.შ.


IPB-ს სურათი IPB-ს სურათი IPB-ს სურათი IPB-ს სურათი IPB-ს სურათი



საქართველოს ეროვნული მუზეუმი. იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის
ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა
)


IPB-ს სურათი


მისამართი: ქ. თბილისი, სიონის ქ. 8

აღწერა:მუზეუმის ფონდებში დაცულია თბილისის ისტორიასთან, ყოფასთან და კულტურასთან დაკავშირებული კოლექციები. მათ შორის, უნიკალური არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, დოკუმენტური მასალა, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ბრინჯაოს ხანის იარაღი და თიხის ნაწარმი, ფეოდალური ხანის მოჭიქული და სხვა სახის თიხის ჭურჭელი, ქაშანურის და ფაიფურის ნაწარმი, საბრძოლო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ნუმიზმატიკა, ქართველ და უცხოელ მხატვართა მხატვრული და გრაფიკული ნამუშევრები (ლ. გუდიაშვილი, მ. თოიძე, ე. ახვლედიანი, ა. ფოგელი, ა. ციმაკურიძე, და სხვა.

IPB-ს სურათი


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
ნათია
პოსტი Jun 25 2007, 01:04 PM
პოსტი #2


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



მცხეთა-მთიანეთი



დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი


მისამართი: მცხეთა, დავით აღმაშენებლის ქ. 54

აღწერა: ნაკრძალის სამოქმედო არეალია: სამეფოს რეზიდენცია არმაზციხე (I-V სს.), სამეფო აკლდამა (I ს.), პიტიახშთა არმაზისხევის რეზიდენცია, სამთავროს ნამოსახლარი და მრავალფენიანი სამაროვანი, ბებრისციხე და სხვა. მუზეუმში დაცული კოლექციების ძირითად ნაწილს შეადგენს საქართველოს პირველი დედაქალაქის -მცხეთისა და მცხეთის რაიონის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი, შემთხვევით მონაპოვარი და შეძენილი მოძრავი ძეგლები (ქრონოლოგიური ჩარჩოები: ძვ.წ. აღ. IV ათასწლეული - ახ. წ. X-XII სს.), საფონდო მასალიდან გამოიყოფა სამი მნიშვნელოვანი კოლექცია: ბრინჯაო ადრერკინის ხანის ლითონმქანდაკებლობისა და სამეთუნეო ნაწარმის ძეგლები, ანტიკური ხანის ოქრომჭედლობისა და მინის კოლექციები. ცალკე აღსანიშნავია გვიანანტიკური ხანის ბერძნულენოვანი ეპიგრაფიკული ძეგლები არმაზციხიდან და ანტიოქიის ტაძრის ტერიტორიიდან.

IPB-ს სურათი IPB-ს სურათი IPB-ს სურათი IPB-ს სურათი






ქვემო ქართლი



კლდეკარის ისტორიის, არქეოლოგიისა და არქიტექტურის მუზეუმ-ნაკრძალი


IPB-ს სურათი


მისამართი: წალკა, არისტოტელეს ქ. 19

აღწერა: ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს ისტორიული კლდეკარის საერისთავოს ტერიტორიაზე პირველი ერისთავის – ლიპარიტ ბაღვაშის მიერ IX ს-ის 70-იან წლებში აგებული ციხის ნაშთებს და ციკლოპური ტიპის ნაგებობებს, რომლებიც მდებარეობს ჯავახეთიდან თრიალეთზე ქართლში გადასასვლელ ერთადერთ ისტორიულ გზაზე; აგრეთვე თრიალეთისა და არგვეთის ხეობის შუასაუკუნეების პერიოდის მრავალრიცხოვან ძეგლებს, რომლებიც მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესწავლისათვის





საქართველოს ეროვნული მუზეუმი.

დმანისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი


IPB-ს სურათი


მისამართი: დმანისის რაიონი, სოფელი პატარა დმანისი

აღწერა: ძეგლი წარმოადგენს შუა საუკუნეების ნაქალაქარს, რომელზეც მიმდინარეობს საველე არქეოლოგიური სამუშაოები. შუა საუკუნეების ნაქალაქარზე შემორჩენილია შიდა ციხე, საერო და საკულტო ნაგებობები. საკულტო ნაგებობებიდან აღსანიშნავია VI ს-ის დმანისის სიონი, რომელსაც მიშენებული აქვს XIII ს-ში ორნამენტებითა და წარწერებით შემკული კარიბჭე. გარდა შუა საუკუნეების ფენისა, დმანისში ქართველი და უცხოელი სპეციალისტები იკვლევენ 1,8 მილიონი წლით დათარიღებულ გეოლოგიურ ფენას, რომელიც გამოირჩევა ადრეული ჰომინიდებისა და განმარხებულ ცხოველთა მრავალრიცხოვანი ნაშთებით. 1991 წლიდან დღემდე დმანისის ძეგლზე აღმოჩენილია ჰომინიდის ხუთი თავის ქალა, რაც მსოფლიოს არცერთ ძეგლზე დღემდე არ დაფიქსირებულა. ამ გათხრების შედეგებმა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია და საერთოდ შეცვალა მანამდე მტკიცედ დამკვიდრებული მოსაზრება ჰომინიდების აფრიკიდან განსახლების შესახებ


IPB-ს სურათი


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
ნათია   საქართველოს მუზეუმები   Jun 24 2007, 09:04 PM
მნათე   მუზეუმში დაცულ ეკლ...   Jun 24 2007, 09:04 PM
ნათია   არ წავიდეთ ?   Jun 24 2007, 09:05 PM
მნათე   ზეზვასა და მზიას ნ...   Jun 24 2007, 09:07 PM
ნათია   საქართველოს ეროვნ...   Jun 24 2007, 09:22 PM
ნათია   დავით ბააზოვის სახ...   Jun 24 2007, 09:44 PM
ნათია   ფოთის კოლხური კულტ...   Jun 24 2007, 10:13 PM
ნათია   [size=2]წალენჯიხის ისტ...   Jun 24 2007, 11:22 PM
ნათია   აჭარა [center][size=2]აჭარი...   Jun 25 2007, 12:30 AM
nini_1   გაიხარე ნათ, მშვენ...   Jun 25 2007, 12:31 AM
ნათია   გაიხარე ნათ, მშვენ...   Jun 25 2007, 12:42 AM
nini_1   ხოდა ეგრე რომ ვიფი...   Jun 25 2007, 12:43 AM
ნათია   [size=2] ტყიბულის მხარე...   Jun 25 2007, 12:45 AM
nini_1   უფფ ნათ რაც მე მან...   Jun 25 2007, 12:46 AM
ნათია   უფფ ნათ რაც მე მანდ...   Jun 25 2007, 12:52 AM
ketino   ოოო, მე აქა ვარ ნამ...   Jun 25 2007, 01:03 AM
ნათია   [center][size=3] შიდა ქართლი ...   Jun 25 2007, 01:11 AM
nini_1   იმერეთის და კერძოდ...   Jun 25 2007, 01:15 AM
ნათია   იმერეთის და კერძო...   Jun 25 2007, 01:18 AM
მანდაეთი   საინტერესოა ნინ, ნ...   May 7 2011, 01:40 AM
ნათია   [center][size=3] მცხეთა-მთია...   Jun 25 2007, 01:33 AM
nini_1   შეცვლით ბევრი რამ ...   Jun 25 2007, 01:36 AM
ნათია   [center][size=3] ქვემო ქართლ...   Jun 25 2007, 01:44 AM
marine   [center][size=2] ბოლნისის მხ...   Feb 1 2008, 05:07 PM
ნათია   [center][size=2] გიორგი ჩუბი...   Jun 25 2007, 02:08 AM
piligrimi   აუ მადლობა ნათია ა...   Jun 25 2007, 02:18 AM
ნათია   აუ მადლობა ნათია ა...   Jun 25 2007, 03:02 AM
ზესქვი_უჩა   ნათია მოკლედ ძაან ...   Jun 25 2007, 08:25 AM
ნათია   [color=#CC0000]საუნივერსიტ...   Jun 25 2007, 10:26 AM
ნათია   [center][color=#3333FF]აჭარა [b][s...   Jun 25 2007, 10:50 AM
ნათია   [size=2][center][color=#3333FF] შიდა ქ...   Jun 25 2007, 12:35 PM
ნათია   [size=2][center][color=#3333FF] მცხეთა...   Jun 25 2007, 01:04 PM
ნათია   [size=2][center][color=#3333FF] კახეთი...   Jun 25 2007, 01:30 PM
ნათია   [size=3][center] [color=#CC0000]ხელოვნ...   Jun 25 2007, 01:40 PM
tamuna m   [size=2][center][color=#3333FF] თბილი...   Mar 17 2008, 05:49 PM
ნათია   [size=2][center] საქართველოს...   Jun 25 2007, 01:53 PM
ნათია   [size=2][center] საქართველოს...   Jun 25 2007, 02:12 PM
ნათია   ქართული სიმღერისა ...   Jun 25 2007, 08:10 PM
ნათია   აპოლონ ქუთათელაძი...   Jun 26 2007, 12:33 AM
ნათია   [size=3][center]რაჭა-ლეჩხუმი...   Jun 27 2007, 06:15 PM
ნათია   [center]გურია [center]ოზურ...   Jun 27 2007, 06:33 PM
ნათია   [center] კახეთი [center] ნატ...   Jun 27 2007, 06:50 PM
nini_1   ყოჩაღ ნათი. ძალიან ...   Jun 29 2007, 05:01 AM
ნათია   ყოჩაღ ნათი. ძალიან ...   Jun 29 2007, 11:07 AM
marine   :მპუა: :მპუა: :wub: სურვ...   Jun 29 2007, 11:11 AM
ნათია   ნათი, ძალიან კარგი ...   Jun 29 2007, 11:31 AM
მაგდალინა   მეც დიდი სიამოვნებ...   Jun 29 2007, 12:38 PM
catherina_10   ნათი დიდი მადლობა ...   Jul 11 2007, 11:24 AM
ნათია   ნათი დიდი მადლობა ...   Jul 11 2007, 11:31 AM
marine   საქართველოს ხალხუ...   Feb 25 2008, 01:53 PM
marine   საქართველოს მუზეუ...   Feb 27 2008, 12:24 PM
tamara   იაზონის და არგონავ...   Mar 3 2008, 01:26 PM
ketino   ერთი რამ მინდა დავ...   Mar 10 2008, 03:44 PM
ნათია   კარგი იქნებოდა ერთ...   Mar 17 2008, 05:50 PM
tamuna m   მეც, დიდი სურვილი მ...   Mar 17 2008, 05:52 PM
marine   ნათია tamuna m მეც ძალი...   Mar 18 2008, 10:42 AM
ნათია   marine ნეტა კვირაობით ...   Mar 18 2008, 10:48 AM
marine   [b]marine ნეტა კვირაობი...   Mar 18 2008, 10:57 AM
goba41   როგორც გავიგე ონის...   Dec 7 2010, 01:43 PM
ნაინა   მანდაეთი ოჰოოო, მგ...   May 7 2011, 02:16 AM
marine   გონიო-აფსაროსის მუ...   Jul 25 2015, 11:03 AM
marine   http://museum.ge/index.php?lang_id=GEO&sec...5...   Oct 27 2015, 02:53 PM
marine   "ივანე ჯავახიშვი...   Jul 24 2020, 06:10 PM
sabaaaa12   სამაჯურების მაღაზ...   Feb 24 2023, 04:49 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 02:03 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი