IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> ოღონდ სამოთხეში ვიყო
qavto
პოსტი Mar 26 2007, 04:21 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 79
რეგისტრ.: 12-January 07
წევრი № 848



არქიმანდრიტ ეპიფანე თეოდოროპულოსის ცხოვრებასა და სწავლებანს ვკიტხულობდი და ასეთი ჩემთვის საინტერესო რამ ამოვიკითხე მისი ცხოვრებიდან:
ერთხელ ერთმა მეძველსტირემ თვითდაჯერებით და გაღიზიანებით უთხრა: " თქვენ ახალმესტილეები სამოთხეში ვერ შეხვალთ"
"შევალთ"_ღიმილით უპასუხა ბერმა.
"აბა თუ თქვენ შეხვალთ მე ასეთი სამოთხე არ მჭირდება"
"უბედური ადამიანი ყოფილხარ"_უთხრა ბერმა. "რა შენი საქმეა ვინ ეყოლება ღმერთს სამოთხეში . მან თუნდაც სამოთხეში ნერონთან, კალიგულასთან და ჰიტლერთან ერთად მამყოფოს და მორჩილებად მათი ფეხსაცმლის წმენდა დამავალოს _ მე ეს სულაც არ შემაწუხებს, ოღონდ იქ წამიყვანოს და თუნდაც ყველაზე უკანასკნელი ვიყო"

ამ სიტყვებმა ძალიან დამაფიქრა და თქვენი აზრიც მაინტერესებს თუ სურვილი გექნებათ. რამდენი რამის მორჩილად მიღება შეგვიძლია, ოღონდ სამოთხეში ვიყოთ? და ვაართ კი ნამდვილად იმდენისთვის მზად რამდენიც ჩვენ გვგონია?

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Mar 26 2007, 05:06 PM
პოსტი #2


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ციტატა(qavto @ Mar 26 2007, 04:21 PM) *

ამ სიტყვებმა ძალიან დამაფიქრა და თქვენი აზრიც მაინტერესებს თუ სურვილი გექნებათ. რამდენი რამის მორჩილად მიღება შეგვიძლია, ოღონდ სამოთხეში ვიყოთ? და ვაართ კი ნამდვილად იმდენისთვის მზად რამდენიც ჩვენ გვგონია?

მორჩილად და მოთმინებით მიიღებ ყველა განსაცდელს რაც ცხოვრებაში შეგემთხვევა, უფალი კი იმაზე მეტს არასოდეს უშვებს ,ვიდრე ატანა შეგვიძლია, ამიტომ მოთმინება.
ამაზე მაცხოვარმა გაგვცა პასუხი ერთმნიშვნელოვნად.
"ვინც ბოლომდე დაითმენს ის ცხონდება."


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qavto
პოსტი Mar 26 2007, 05:33 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 79
რეგისტრ.: 12-January 07
წევრი № 848



ციტატა
მორჩილად და მოთმინებით მიიღებ ყველა განსაცდელს რაც ცხოვრებაში შეგემთხვევა, უფალი კი იმაზე მეტს არასოდეს უშვებს ,ვიდრე ატანა შეგვიძლია,


საქმეც იმაშია რომ ვიღებთ?smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Mar 27 2007, 01:13 PM
პოსტი #4


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



ადამიანი ყოველთვის იმის იმედად უნდა იყოს რომ სამოთხეში მოხვდება, მაგრამ ღირსად კი არასოდეს არ უნდა ჩათვალოს თავი.
ეს უფლის უდიდესი წყალობაა.
და არც ჩვენი გასასჯელია ის ვის ეკუთვნის სამოთხე და ვის არა.


მორჩილებას მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა სწავლა. რამდენის ატანა შეგვიძლია? მართალია ლეონტი. უფალი არასოდეს ჩვენ შესაძლებლობის მეტს არ გვაკისრებს.
უფლის სასოება თუ გვაქვს, მისი წყალობით და შემწეობით ჩვენთვის მოცემულ ჯვარს ვატარებთ.



--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Mar 28 2007, 11:14 AM
პოსტი #5


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



აქ სხვა პოსტებიც იყო და რატომღაც წაუშლიათsad.gif((( , ვერ გავიგე რატომ?

რაც შეეხება სამოთხეს, მე მგონი ქრისტიანები იმისთვის კი არ იბრძვიან, რომ სამოთხეში მოხვდნენ, არამედ ყოველი წმინდა მამას და ჩვენც ალბათ უფალთან ყოფნა გვინდა. უფალთან ყოფნას თავისთავად სამოთხეში ყოფნა მოჰყვება, მაგრამ არც ერთი წმინდა მამა არ ამბობდა, ოღონდ სამოთხეში ვიყო... ანუ ვთვლი, რომ აქ საკიტხი არასწორედ არის დაყენებული. არც ჩვენ (რა ვიცი მე ასე ვთვლი) არ ვიბრძვით ანუ არ გვავქს მიზნად ,,ოღონდ სამოთხეში ვიყოთ,, სულაც არა, ჩვენ აქ უფლის სიყვარულს ვსწავლობთ და ვცდილობთ ანუ უფროს სწორედ უნდა ვცდილობდეთ ,,ვიყოთ სრულყოფილი ისე, როგოც უფალია სრულყოფილი. მე მგონი უფრო უფალთან ყოფნა გვინდა, თავისთავად უფალტან ყოფნა სამოთხეც არის, რა ვიცი მე პირადა უფალტან ვისურვებდი ყოფნას, ეს სამოთხეს ნიშნავს თუ სხვა რამეს არ მაინტერესებს დიდად. იმედი მაქვს ზუსტად გამოვთქვი ის, რისი თქმაც მინდოდა.

მე მგონი მთლად სწორედ არ იყო აქ საკითხი დაყენებული. არა?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქავთარაძე
პოსტი Mar 28 2007, 11:19 AM
პოსტი #6


დაურეგისტრირებელი









qavto
ყველაფრის დათმენა. ესაა მთავარი. ყველა განსაცდელი რაც თავზე დაგვატყდება ჩვენი ბრალია.
iako
ძაალიან ძნელია sad.gif
Go to the top of the page
+Quote Post
qavto
პოსტი Mar 28 2007, 05:12 PM
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 79
რეგისტრ.: 12-January 07
წევრი № 848



ციტატა
რაც შეეხება სამოთხეს, მე მგონი ქრისტიანები იმისთვის კი არ იბრძვიან, რომ სამოთხეში მოხვდნენ, არამედ ყოველი წმინდა მამას და ჩვენც ალბათ უფალთან ყოფნა გვინდა. უფალთან ყოფნას თავისთავად სამოთხეში ყოფნა მოჰყვება, მაგრამ არც ერთი წმინდა მამა არ ამბობდა, ოღონდ სამოთხეში ვიყო... ანუ ვთვლი, რომ აქ საკიტხი არასწორედ არის დაყენებული. არც ჩვენ (რა ვიცი მე ასე ვთვლი) არ ვიბრძვით ანუ არ გვავქს მიზნად ,,ოღონდ სამოთხეში ვიყოთ,, სულაც არა, ჩვენ აქ უფლის სიყვარულს ვსწავლობთ და ვცდილობთ ანუ უფროს სწორედ უნდა ვცდილობდეთ ,,ვიყოთ სრულყოფილი ისე, როგოც უფალია სრულყოფილი. მე მგონი უფრო უფალთან ყოფნა გვინდა, თავისთავად უფალტან ყოფნა სამოთხეც არის, რა ვიცი მე პირადა უფალტან ვისურვებდი ყოფნას, ეს სამოთხეს ნიშნავს თუ სხვა რამეს არ მაინტერესებს დიდად. იმედი მაქვს ზუსტად გამოვთქვი ის, რისი თქმაც მინდოდა.

მე მგონი მთლად სწორედ არ იყო აქ საკითხი დაყენებული. არა?



smile.gif თავად ამბობ, რომ უფალთან ყოფნა სამოთხეში ყოფნას გულისხმობს.აქედან გამომდინარე სამოთხეში ყოფნაც ხომ ღმერთთან ყოფნაა. სამოთხე გამოხატულებაა იმისა რომ უფალთან ხარ და არა ის კონკრეტული ადგილი სადაც უფალი იმყოფება, რადგან უფალი ყველგანაა სწორედ რომ ყველგან შეიძლება სამოთხე იყოს? არა მგონია. სამოთხე ვფიქრობ ეს სიყვარულისა და მადლის არამატერიალლური გარემოა, რადგან მათ სულიერება ახასიატებტ და არა მატერიალიზმი. და რაოდენ სიყვარულსაც და ტავმდაბლობას ისწავლი კაცი ამ ქვეყანაზე ვფიქრობ რომ იმის შესაბამის დაიმკვიდრებ ადგილს სამოთხეში. ღმერთმა ვფიქრობ ჩემზე უკეტ იცის რა შემიძლია, მე არ ვიღებ ყოველ განსაცდელს რასაც ღმერთი მიგზავნის არადა მხოლოდ ასეტი მორჩილებით შეგვიძლია გავძლიერდეთ. ხოლო მოყვანილი მაგალითში ლენინზე და ა.შ მხოლოდ იმ ბერის სულიერებას ასახავს და არ ვრცელდება ყველაზე რა თქმა უნდა.
თუმცა ის რომ ჩვფენი საქმე არაა ვინ შევა სამოთხეში, ეს ყველას მორჩილებაზე ვრცელდება და არა იმაზე ვისაც უფრო მაღალი სულიერება აქ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bell
პოსტი Apr 1 2007, 09:27 PM
პოსტი #8


lile
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,880
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 285



ყველამ ვიცით თუ სამოთხეში მოვხვდებით ძალიან ბედნიერები ვიქნებით....


ასე რომ ნამდვილად ყველაფერს მოვითმენ ოღონდ სამოთხეში მოვხვდე..

ისედაც როგორი ცოდვილი ვარ და რამდენჯერ გამომწარებია ღმერთი : (


--------------------
[size=3][color=#CC33CC]დუმილი ხანდახან ყველაზე აუტანელი შეპასუხებაა.[/color][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Apr 5 2007, 05:33 PM
პოსტი #9


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



"სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს,სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახებს" _ მამა გაბრიელი.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მათველა
პოსტი Apr 5 2007, 09:56 PM
პოსტი #10


დაიგვიანე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 318
რეგისტრ.: 1-April 07
მდებარ.: მიმავალი , მიმავალი..
წევრი № 1,539



ციტატა(ლეონტი @ Mar 26 2007, 05:06 PM) *

მორჩილად და მოთმინებით მიიღებ ყველა განსაცდელს რაც ცხოვრებაში შეგემთხვევა, უფალი კი იმაზე მეტს არასოდეს უშვებს ,ვიდრე ატანა შეგვიძლია, ამიტომ მოთმინება.
ამაზე მაცხოვარმა გაგვცა პასუხი ერთმნიშვნელოვნად.
"ვინც ბოლომდე დაითმენს ის ცხონდება."


გევედრებით ,
"დათმენა" - კარგად ამიხსენით რას გულისხმობს და მოიცავს?
მაინტერესებს რას ვაკეთებ არასწორედ ,რაში არ ვარ თავმდაბალი ....

ციტატა(.:B:. @ Apr 1 2007, 09:27 PM) *

ყველამ ვიცით თუ სამოთხეში მოვხვდებით ძალიან ბედნიერები ვიქნებით....
ასე რომ ნამდვილად ყველაფერს მოვითმენ ოღონდ სამოთხეში მოვხვდე..

ისედაც როგორი ცოდვილი ვარ და რამდენჯერ გამომწარებია ღმერთი : (


მეც შენნაირად ვფიქრობ, მეც ყველაფერს შევეცდები,ოგონდ მეც ღირსი გავხდე..
უფალს ვთხოვ რომ სწორ გზაზე დავდგე... მუდამ მინდოდა რომ მეცხოვრა ცოდვებისაგან მოშორებით,
სადაც უფრო ეკლესიურად შევზლებდი ცხოვრებას, მაგრამ ალბათ მაინც მსობლებზე ვარ დამოკიდებული,
ხომ უნდა ვარჩინო მომავალში ,.. არ ვიცი რა .. ...........................................................................


--------------------
თავიდან საკმაოდ "ვდრტვინავდი" გულში, რა ამბავია 7გზის ლოცვა მეთქი, ძნელია, ბევრი დრო უნდა თქო..
ახლა კი, სულ იმას ვამბობ -კიდევ კარგი, რომ ასეთი საშუალება არსებობს, რომელიც ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებას წყვეტს და ცხოვრებისეული ჩაძირულობიდან მუდმიდი გამოფხიზლება ხდება ყოველ სამ საათში ერთხელ.. ძალიან სასიხარულოა რომ ეს ლოცვები გაგვაჩნია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Apr 6 2007, 12:01 AM
პოსტი #11


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ციტატა(მათველა @ Apr 5 2007, 08:56 PM) *

გევედრებით ,
"დათმენა" - კარგად ამიხსენით რას გულისხმობს და მოიცავს?
მაინტერესებს რას ვაკეთებ არასწორედ ,რაში არ ვარ თავმდაბალი ....

ამის გარკვევას სულიერი მოძღვარი სჭირდება.
ფორუმზე შენი ინდივიდუალური ამბის გარკვევა ცოტა რთულია.
მოთმინება უნდა ისწავლო და ეს პროცესი უწყვეტია, გარდაცვალებამდე გრძელდება.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qavto
პოსტი Apr 6 2007, 12:54 AM
პოსტი #12


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 79
რეგისტრ.: 12-January 07
წევრი № 848



მათველა

დატმენა არის შენი ცოდვებისგან თავის მოთოკვა და ვნებებს შეწინააგმდეგება. smile.gif და თუ გინდა გაიგო რას მოიცავს ჯერ ბოლომდე უნდა გაერკვიო შენს ცოდვებში, ამას კი დამოუკიდებლად რათქმა უნდა ვერ მოახერხებ მოძღვრის გარეშე.smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Apr 15 2007, 12:19 AM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025




ციტატა
არქიმანდრიტ ეპიფანე თეოდოროპულოსის ცხოვრებასა და სწავლებანს ვკიტხულობდი და ასეთი ჩემთვის საინტერესო რამ ამოვიკითხე მისი ცხოვრებიდან:
ერთხელ ერთმა მეძველსტირემ თვითდაჯერებით და გაღიზიანებით უთხრა: " თქვენ ახალმესტილეები სამოთხეში ვერ შეხვალთ"
"შევალთ"_ღიმილით უპასუხა ბერმა.
"აბა თუ თქვენ შეხვალთ მე ასეთი სამოთხე არ მჭირდება"
"უბედური ადამიანი ყოფილხარ"_უთხრა ბერმა. "რა შენი საქმეა ვინ ეყოლება ღმერთს სამოთხეში . მან თუნდაც სამოთხეში ნერონთან, კალიგულასთან და ჰიტლერთან ერთად მამყოფოს და მორჩილებად მათი ფეხსაცმლის წმენდა დამავალოს _ მე ეს სულაც არ შემაწუხებს, ოღონდ იქ წამიყვანოს და თუნდაც ყველაზე უკანასკნელი ვიყო"

ამ სიტყვებმა ძალიან დამაფიქრა და თქვენი აზრიც მაინტერესებს თუ სურვილი გექნებათ. რამდენი რამის მორჩილად მიღება შეგვიძლია, ოღონდ სამოთხეში ვიყოთ? და ვაართ კი ნამდვილად იმდენისთვის მზად რამდენიც ჩვენ გვგონია?


სამოთხეში ისე რა ხდება ? რას აკეთებენ ? ნუ გარდა იმისა რომ ნეტარებაში არიან
იმიტომ რომ ხომ წერია იყავნ ნება შენი ვითარცა ცათა შინა ეგრეცა ქვეყანასა ზედა.


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qavto
პოსტი Apr 15 2007, 12:11 PM
პოსტი #14


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 79
რეგისტრ.: 12-January 07
წევრი № 848



Iona
ალბათ რაგაც მორჩილებებია იქაც? არ ვიციsmile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
adamis_nekni
პოსტი Apr 15 2007, 07:12 PM
პოსტი #15


adamis_nekni
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,396
რეგისტრ.: 4-January 07
წევრი № 789



vaime, oRond samoTxeSi viyo da marTlac Tundac ukanasknel adgilas, erT patara kunWulSi


--------------------
უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფამა ღმერთმა და ადამს მიუყვანა. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგან და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
salomea07
პოსტი Apr 15 2007, 08:26 PM
პოსტი #16


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 87
რეგისტრ.: 18-December 06
წევრი № 709



სამოთხეში რა ხდებაო, კარგი შეკითხვა იყო! smile.gif მომეწონა! ნეტავ ვინ გიპასუხებს ? smile.gif თუ იცით ვინმემ, მეც მინდა ვიცოდე და არ დამიმალოთ smile.gif

QUOTE
ყველამ ვიცით თუ სამოთხეში მოვხვდებით ძალიან ბედნიერები ვიქნებით....


ასე რომ ნამდვილად ყველაფერს მოვითმენ ოღონდ სამოთხეში მოვხვდე..


მეც კი ძალიან დიდი სურვილი მაქვს ამისა-ყველაფერი მოვითმინო და ყველაფერი გავაკეთო, ოღონდ სამოთხეში მოვხვდე...მაგრამ რეალურად ამ აზრის შემდეგ გავა სულ რაღაც რამოდენიმე წუთი და რა ხდება? ხან ვიღაცის უსამართლობას ვერ მოვითმენ და ვუპასუხებ, ხან ცილისწამებას, ხან ვიღაცა ან რაღაც გამაღიზიანებს, ხან ვინმესთვის კეთილი სიტყვა დამენანება...ხან...ხან.... და ასე დაუსრულებლივ sad.gif sad.gif sad.gif ეეეჰ, ასე არ ვიცი, უკანასკნელი შესვლაც მიუწვდომელ ოცნებად რჩება sad.gif არა და სხვაგან არ მინდაა sad.gif ღმერთთან მინდააა ;( sad.gif sad.gif


--------------------
ღმერთო, მომეცი გონება და სულიერი სიმშვიდე იმის მისაღებად, რასაც ვერ შევცვლი,
სიმამაცე იმის შესაცვლელად, რისი შეცვლაც შემიძლია
და სიბრძნე, რომ განვასხვავო ეს ორი ერთმანეთისგან.
იყავნ ნება შენი , და არა ჩემი. ამინ
.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 18 2007, 04:15 PM
პოსტი #17


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



QUOTE(salomea07 @ Apr 15 2007, 09:26 PM) *

სამოთხეში რა ხდებაო, კარგი შეკითხვა იყო! smile.gif მომეწონა! ნეტავ ვინ გიპასუხებს ? smile.gif თუ იცით ვინმემ, მეც მინდა ვიცოდე და არ დამიმალოთ smile.gif

"რაც თვალს არ უნახავს, ყურს არ სმენია, კაცს გულში არ გაუვლია, ღმერთმა ის მოუმზადა თავის მოყვარულებს."

I კორინთელთა 2.9


smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ana-xatia
პოსტი Apr 18 2007, 08:44 PM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 377
რეგისტრ.: 8-October 06
წევრი № 261



არადა რამდენ რამეს ვაშავებთ ყოველ დღე, ყოველწამს, რაც სასუფეველს გვაშორებს sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მათველა
პოსტი Apr 18 2007, 11:24 PM
პოსტი #19


დაიგვიანე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 318
რეგისტრ.: 1-April 07
მდებარ.: მიმავალი , მიმავალი..
წევრი № 1,539



ციტატა(salomea07 @ Apr 15 2007, 09:26 PM) *

სამოთხეში რა ხდებაო, კარგი შეკითხვა იყო! smile.gif მომეწონა! ნეტავ ვინ გიპასუხებს ? smile.gif თუ იცით ვინმემ, მეც მინდა ვიცოდე და არ დამიმალოთ smile.gif



მეც კი ძალიან დიდი სურვილი მაქვს ამისა-ყველაფერი მოვითმინო და ყველაფერი გავაკეთო, ოღონდ სამოთხეში მოვხვდე...მაგრამ რეალურად ამ აზრის შემდეგ გავა სულ რაღაც რამოდენიმე წუთი და რა ხდება? ხან ვიღაცის უსამართლობას ვერ მოვითმენ და ვუპასუხებ, ხან ცილისწამებას, ხან ვიღაცა ან რაღაც გამაღიზიანებს, ხან ვინმესთვის კეთილი სიტყვა დამენანება...ხან...ხან.... და ასე დაუსრულებლივ sad.gif sad.gif sad.gif ეეეჰ, ასე არ ვიცი, უკანასკნელი შესვლაც მიუწვდომელ ოცნებად რჩება sad.gif

მეც ზუსტად იგივეს ვამბობ sad.gif

ციტატა(ana-xatia @ Apr 18 2007, 09:44 PM) *

არადა რამდენ რამეს ვაშავებთ ყოველ დღე, ყოველწამს, რაც სასუფეველს გვაშორებს sad.gif

მართალია, ნეტავი რა გადაგვარჩენს, ასე გაგრძელება ხომ არ შეიზლება.


--------------------
თავიდან საკმაოდ "ვდრტვინავდი" გულში, რა ამბავია 7გზის ლოცვა მეთქი, ძნელია, ბევრი დრო უნდა თქო..
ახლა კი, სულ იმას ვამბობ -კიდევ კარგი, რომ ასეთი საშუალება არსებობს, რომელიც ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებას წყვეტს და ცხოვრებისეული ჩაძირულობიდან მუდმიდი გამოფხიზლება ხდება ყოველ სამ საათში ერთხელ.. ძალიან სასიხარულოა რომ ეს ლოცვები გაგვაჩნია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 04:41 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი