თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მომლოცველობა _ ექსკურსია ათონის წმინდა მთაზე

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Sep 20 2007, 01:18 PM

ძალიან გამიტკბა ხო??? biggrin.gif biggrin.gif

მოკლედ, მინდა შემოგთავაზოთ, რომ ვიფიქროთ ათონის წმინდა მთის მოლოცვაზე (წინდაწინ ბოდიშს ვუხდი გოგოებს 2kiss.gif ). გაითვალისწინეთ, რომ საბერძნეთის რესპუბლიკის კანონებით, ათონის მთის სამონასტრო ავტონომიაში კვება და სასტუმრო არის აბსოლუტურად უფასო (!)

ფაქტიურად საჭიროა მგზავრობის ფული + ვიზისა და ოფიციალური დოკუმენტების (რამდენადაც საბერძნეთი ევროკავშირის წევრია და მის ტერიტორიაზე შესვლა გართულებულია ჩვენი მოქალაქეებისათვის). ცხადია ამას დაემატება თანხაც თუკი რაიმე სუვენირის წამოღება გვინდა (და გვენდომება ალბათ smile.gif )

თბილისი - სალონიკი ავტობუსი ჯდებოდა (5-6 თვის წინანდელი ინფორმაციაა) 85$. სალონიკიდან საჭიროა ქ. ურანოპოლისში ჩასვლა, ხოლო შემდეგ კატერით - კარიესში (წმინდა მთის დედაქალაქში). არსებობს რეისები ურანოპოლისი - ივერონიც კი!

აბა, გისმენთ..... tongue.gif


პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Sep 20 2007, 01:28 PM

ციტატა
თუკი რაიმე სუვენირის წამოღება გვინდა (და გვენდომება ალბათ )

ki.gif მადლობა დათ ! smile.gif




იმედია შედგება ჯგუფი და მოილოცავთ ათონის მთას...

სურათების გადაღება ხომ შეიძლება?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Sep 20 2007, 02:58 PM

მოკლედ, ვადგენთ წამსვლელთა სიას. სავარაუდოდ, უნდა წავიდეთ 2008 წლის პირველ კვარტალში. მომზადებას იმდენი რამე ჭირდება, რომ ძალიან ნაადრევი არ გეგონოთ smile.gif

კანონისტი
მნათე ?
ირაკლი


მნათე

ციტატა
და მაინც რა სჭირდება?


1. სიის დაზუსტება
2. თანხის შეგროვება
3. საპატრიარქოს მიმართვის გადაგზავნა
4. მონასტრის წარდგინების გამოთხოვა
5. განცხადების შეტანა საბერძნეთის ვიზაზე
6. სხვა დოკუმენტების მოგროვება (ჯანმრთელობის და სხვა)
7. ტრანსპორტის საკითხის გადაწყვეტა

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Sep 20 2007, 06:02 PM

საბერძნეთის საელჩოს მოთხოვნები ვიზის მისაღებად http://www.greekembassy.ge/documents/georg%20dik.pdf

პოსტის ავტორი: sxalteli თარიღი: Sep 20 2007, 09:58 PM

ძალიან კარგი ადეაა! ერთხელ კი ვიყავი ხუთი დღით, მაგრამ ისე ჩქარა გაიარა ამ დღეებმა ვერაფერიც ვერ მოვასწარი... მხოლოდ შვიდი მინასტერი და ერთი სკიტი...
აუცილებლად წამოვალ! (ღვთის წყალობით რათქმაუნდა!)
თუ დააზუსტებთ თანხას ძალიან კარგი იქნება. მანამდე მოვემზადებით წინასწარ.
ხო მართლა! ბათუმელ ფორუმელებს გაირევთ ჯგუფში? biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Sep 20 2007, 10:38 PM

ერთს გთხოვთ იქ მომიხსენიეთ ლოცვებში... sad.gif



პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Sep 20 2007, 10:39 PM

ციტატა(ნათია @ Sep 20 2007, 11:38 PM) *

ერთს გთხოვთ იქ მომიხსენიეთ ლოცვებში... sad.gif

მეც რაა,ეგებ მეშველოს

yes.gif

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Sep 20 2007, 10:42 PM

მეც მომიხსენეთ რა smile.gif თუ არ შეწუხდებით smile.gif

2kiss.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Sep 20 2007, 11:21 PM

თუ ღვთის ნება იქნა იქნებ მეც შევძლო წამოსვლა. გაზაფხულამდე დიდი დროა.

ციტატა(კანონისტი @ Sep 20 2007, 06:02 PM) *

საბერძნეთის საელჩოს მოთხოვნები ვიზის მისაღებად http://www.greekembassy.ge/documents/georg%20dik.pdf

ვერაფერიც ვერ გავიგე, აბა ცოტა გლეხური ენით დაწერე რა არის საჭირო

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Sep 21 2007, 11:08 AM

მეც მიმათვალეთ სიაში, ოღონდ საკმაო დროით ადრე შემატყობინეთ ფინანსების და სხვა საორგანიზაციო დეტალების შესახებ რომ შვებულება და სხვა მისთნანები რომ დავგეგმო smile.gif

ახლა ვეცნობი ვიზის პირობებს...

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Sep 21 2007, 11:19 AM

1. კანონისტი
2. მნათე
3. ირაკლი
4. piligrimi
5. abo
6. ქავთარაძე ?
7. ნიკოლოზ_V
8. shota_shotadze
9. sxalteli
10. ალექსანდრე
11. თემო


არასრულწლოვნების საყურადღებოდ:

საბერძნეთის კანონებით, თქვენი წამოსვლისათვის პასპორტთან ერთად საჭირო იქნება:
1. დაბადების მოწმობის ორიგინალი, ასლი (ასლს დაიტოვებენ)
2. მშობლების ქორწინების მოწმობა
3. მშობლების თანხმობა თქვენ წამოსვლაზე + ვის ანდობენ თავის შვილს (იმედია მე tongue.gif laugh.gif )

გოგოების საყურადღებოდ:

იმის გათვალისწინებით, რომ უძველესი ტრადიციისა და საბერძნეთის კონსტიტუციის 103-ე მუხლის თანახმად, ათონის წმინდა მთის ავტონომიურ სამონასტრო რესპუბლიკაში არ დაიშვებიან მდედრობითი სქესის წარმომადგენლები და უცხოდ-მადიდებლები, შეგიძლიათ გამოგვყვეთ და დარჩეთ თესალონიკში tongue.gif სადაც მოილოცავთ წმინდა დიმიტრის ნაწილებს, შემდეგ კი ეწვევით მეტეორას მონასტერს smile.gif


პოსტის ავტორი: სოფიო თარიღი: Sep 25 2007, 09:42 PM

რა კარგია მოგვიხსენიეთ მაინც გოგონები ისედაც ვიჩაგრებით sad.gif

პოსტის ავტორი: kisish თარიღი: Oct 3 2007, 12:11 AM

ციტატა(კანონისტი @ Sep 21 2007, 11:19 AM) *



გოგოების საყურადღებოდ:

იმის გათვალისწინებით, რომ უძველესი ტრადიციისა და საბერძნეთის კონსტიტუციის 103-ე მუხლის თანახმად, ათონის წმინდა მთის ავტონომიურ სამონასტრო რესპუბლიკაში არ დაიშვებიან მდედრობითი სქესის წარმომადგენლები და უცხოდ-მადიდებლები, შეგიძლიათ გამოგვყვეთ და დარჩეთ თესალონიკში tongue.gif სადაც მოილოცავთ წმინდა დიმიტრის ნაწილებს, შემდეგ კი ეწვევით მეტეორას მონასტერს smile.gif

მანდ ნამყოფი ვარ

და ისე რომ წახვალთ
მომიხსენიეთ რა... smile.gif

პოსტის ავტორი: GABAONI თარიღი: Nov 13 2007, 06:58 PM

გამარჯობათ,
ეხლა გადავქექე ეს თემა და მაინტერესებდა მიახლოებითი თანხა მაინც რო დაგეწერათ მე ვერ ვნახე აქ ......
მაინტერესებს რა ჯდება

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 13 2007, 10:53 PM

ადრე მთხოვა დავითმა, ვერ მოვახერხე აქამდის, ამიტომ არ მინდა რომ საერთოდ უპასუხოდ დავტოვო, რაღაც ინფორმაციებს ჩემს თემაში "ზაფხულის ჩანაწერებში" ნახავთ, რაღაც დეტალებს დავაზუსტებ ნელნელა, დღეს რაც გამახსენდა smile.gif

ა. თესალონიკი-ურანუპოლისი

ავტობუსები დღეში რამოდენიმეჯერ გადის,მაგრამ ავტოსადგური საკმაოდ მოშორებულია ცენტრიდან,მაინც ადვილად მიაგნებთ, რადგან ახლოსაა ცნობილე "IKEA"-სთან, იქვე მიდიან ავტობუსები ცენტრიდან, ეგნატიუსიდან ( ასე ქვია ცენტრალურ გზას) და რკინიგზის სადგურიდან, ბილეთებს თუ ცოტა ადრე აიღებთ კარგს იზამთ, ფასი არ მახსოვს, სადღაც 20-25 ევრო იყო... დავაზუსტებ... მაგ. დილით აიღებთ და საღამოს გაემგზავრებით ურანულოპოლისისაკენ.

ბ. ურანუპოლისი

ეს პატარა და ლამაზი დაბაა ზღვის პირას, თუ დროს დაიტოვებთ და ამ ლამაზ უბანსაც დაათვალიერებთ კარგ იზამთ, ბევრი რამის ყიდვა იქვე ზღვის ნაპირას გაშლილ ბაზრობაზეც შეგეძლებათ, იქნებ მერე შეძლოთ იმ საოცარ ზღვაში ცურაობა, ათონზე ამის საშუალება არ მოგეცემათ და თესალონიკში კი ისეთი წმინდა წყალი არ არის, სასტუმროსაც წინასწარ თუ დაჯავშნით კარგს იზამთ, რადგან ხანდახან ბუმია, თუმცა როგორც კი ჩამოხვალთ ავტობუსიდან, მაშინვე დაგხვდებათ ვინმე გაღიმებული, რომელიც ბინას შემოგთავაზებთ, ფასები, როგორც მთელ საბერძნეთში , აქაც ხელმისაწვდომია, ჩვენ ერთ ღამეში საუზმითურთ 64 ევრო გადავიხადეთ რაც ძალიან იაფია ორი კაცისათვის, და თან ძალიან ლამაზი ხედები იშლებოდა ჩვენი სასტუმროდან და კარგი სერვისიც იყო და საუზმეც ( wink.gif ), სურათებს ზემოთხსენებულ თოფიქში დავდებ, წინასწარ უნდა გქონდეთ ასევე მოთხოვნა გაგზავნილი ათონის მთის ვიზისათვის, რომელსაც სპეციალურ ოფისში მოგცემენ გამგზავრების წინ, ჩვენ თვეებით ადრე დავჯაშნეთ ყველაფერი, ჯერ ივერონიდან მივიღეთ დასტური და მერე უკვე იმ საბუთების ოფისიდან... ასე რომ საბუთებზე დიდი ყურადღებაა საჭირო!

გ. ათონის მთისაკენ

უცნაურია, მაგრამ ათონის მთა საკმაოდ ძვირია, ვიდრე თავად საბერძნეთი, შესაბამისად გადაადგილების საშუალებებიც ძვირია, დიდ ბორანს გადაყავახართ დაფნიმდე, მანამ კი სხვდასხვა მონასტერებთან აჩერებს, მათ შორის რუსულ პანტელეიმონთან, მაგრამ თუ ივერონში მიდიხართ, დაფნიში უნდა ჩახვიდეთ, ბორანზევე მოგიწევთ ვიდეოკამერებბის შენახვა, ათონის მთაზე ვიდეოს გადაღება აკრძალულია, ჩახვალთ რა დაფნიში გადაჯდებით ავტობუსში, რომელიც საკმაოდ ძველია, მაგრამ ლამაზი ხედები იშლება როცა ზემოთ ადის, ავტობუსი მიგიყვანთ ათონის მთის ცენტრამდე კარიესამდის. აქედან უნდა გაიკითხოთ ივერონისაკენ მიმავალ "მარშუტკების" (biggrin.gif იქაცაა biggrin.gif ) განრიგი, იქვე გირჩევთ დააზუსტოთ ყველა განრიგი თქვენი გეგმის მიხედვით, ეს საკმაოდ ძნელი იქნება, რადგან ქაოსია სრული... ასევე სანამ რომელიმე ტრანსპორტში ახვალთ ან წინასწარ იყიდეთ ბილეთი ან ფასი იყიდეთ, იქაც არიან აფერისტები!

დ. ივერონისაკენ

ივერონისაკენ, როგორც დაგიწერეთ, კარიესიდან მიდის მცირე ავტობუსები ან მარშუტკები, უნდა გაითვალისწინოთ, რომ გადაადგილება ათონზე ძირითადად დღის პირველნახევარში ხდება, როგორც მიწის ისე ზღვის ტრანსპორტი დღის მეორე ნახევარში ფაქტობრივად არ დადის, ამიტომ კარგი იქნება, თუ საკუთარი ტრანსპორტი გექნებათ, ამის შესახებ , ვერაფერს გეტყვით... ივერონის მონასტრის კარიბჭესთან გამოკრულია ავტობუსის მოსვლის და გასვლის განრიგი, რაც კარგად უნდა დაიმახსოვროთ, თუმცა დაგვიანებებიც მოსული ამბავია smile.gif , შიგნით არის სპეციალური სასტუმრო შენობა, სადაც მიგიღებენ, ცოტა ლოდინი აქაც მოგიწევთ, მაგრამ არ მოიწყინოთ, იქვე იქნება ცივი წყალი და ლუხუმი და მიირთვით, იმის შემდეგ რაც დაბინავდებით, კარგად გაეცანით შესასვლელთან გაკრულ განცხადებებს, იქაა ინფო ათონის კატარღების, ტაქსის და სხვათა შესახებ.

დღეს საკმარისია...

იხარეთ,

კაიროსი!

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Nov 20 2007, 05:12 PM

KAIROS
გაიხარე

გავითვალისწინებთ smile.gif

პოსტის ავტორი: lazare87 თარიღი: Dec 2 2007, 02:40 AM

სამწუხაროდ ათონზე ასე ადვილი არ არის წასვლა და თან ძალიან დიდ დროს მოითხოვს მაფგის მომზადება

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Dec 3 2007, 07:37 PM

ჩემი ახლობელი ათონის მთაზე არ გაუშვეს, სხვათა შორის ეთნიკური კუთვნილების გამოsad.gif, სასულიერო პირების წასვლა ათონზე შეუზღუდავია, საეროსი შეზღუდული, ანუ კარგია წასვლისას თუ საბერძნეთის ვიზა გეგნებათ. ანუ მიდიხართ ზოგადად საბერძენთსი და არა კონკრეტულად ათონზე, სხვა მხროვ შორს ვერ წახვალთ დაიჯერეთsad.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Dec 6 2007, 02:54 AM

ციტატა
ეთნიკური კუთვნილების გამო


საინტერესოა, რატომ? აკი ათონზე სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანებიც შედიან და...

ახალი სურათები დავდე "მოგზაურობაში"

სურათები იხილეთ აქ:


http://church.ge/index.php?showtopic=2658&st=60

თუ გინდათ აქვე გადმოიტანეთ, ოღონდ იქაც იყოს!

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 2 2008, 01:52 AM

ციტატა
ა. თესალონიკი-ურანუპოლისი

ავტობუსები დღეში რამოდენიმეჯერ გადის,მაგრამ ავტოსადგური საკმაოდ მოშორებულია ცენტრიდან,მაინც ადვილად მიაგნებთ, რადგან ახლოსაა ცნობილე "IKEA"-სთან, იქვე მიდიან ავტობუსები ცენტრიდან, ეგნატიუსიდან ( ასე ქვია ცენტრალურ გზას) და რკინიგზის სადგურიდან, ბილეთებს თუ ცოტა ადრე აიღებთ კარგს იზამთ, ფასი არ მახსოვს, სადღაც 20-25 ევრო იყო... დავაზუსტებ... მაგ. დილით აიღებთ და საღამოს გაემგზავრებით ურანუპოლისისაკენ.

ბ. ურანუპოლისი

ეს პატარა და ლამაზი დაბაა ზღვის პირას, თუ დროს დაიტოვებთ და ამ ლამაზ უბანსაც დაათვალიერებთ კარგ იზამთ, ბევრი რამის ყიდვა იქვე ზღვის ნაპირას გაშლილ ბაზრობაზეც შეგეძლებათ, იქნებ მერე შეძლოთ იმ საოცარ ზღვაში ცურაობა, ათონზე ამის საშუალება არ მოგეცემათ და თესალონიკში კი ისეთი წმინდა წყალი არ არის, სასტუმროსაც წინასწარ თუ დაჯავშნით კარგს იზამთ, რადგან ხანდახან ბუმია, თუმცა როგორც კი ჩამოხვალთ ავტობუსიდან, მაშინვე დაგხვდებათ ვინმე გაღიმებული, რომელიც ბინას შემოგთავაზებთ, ფასები, როგორც მთელ საბერძნეთში , აქაც ხელმისაწვდომია, ჩვენ ერთ ღამეში საუზმითურთ 64 ევრო გადავიხადეთ რაც ძალიან იაფია ორი კაცისათვის, და თან ძალიან ლამაზი ხედები იშლებოდა ჩვენი სასტუმროდან და კარგი სერვისიც იყო და საუზმეც ( wink.gif ), სურათებს ზემოთხსენებულ თოფიქში დავდებ, წინასწარ უნდა გქონდეთ ასევე მოთხოვნა გაგზავნილი ათონის მთის ვიზისათვის, რომელსაც სპეციალურ ოფისში მოგცემენ გამგზავრების წინ, ჩვენ თვეებით ადრე დავჯაშნეთ ყველაფერი, ჯერ ივერონიდან მივიღეთ დასტური და მერე უკვე იმ საბუთების ოფისიდან... ასე რომ საბუთებზე დიდი ყურადღებაა საჭირო!

გ. ათონის მთისაკენ

უცნაურია, მაგრამ ათონის მთა საკმაოდ ძვირია, ვიდრე თავად საბერძნეთი, შესაბამისად გადაადგილების საშუალებებიც ძვირია, დიდ ბორანს გადაყავახართ დაფნიმდე, მანამ კი სხვდასხვა მონასტერებთან აჩერებს, მათ შორის რუსულ პანტელეიმონთან, მაგრამ თუ ივერონში მიდიხართ, დაფნიში უნდა ჩახვიდეთ, ბორანზევე მოგიწევთ ვიდეოკამერებბის შენახვა, ათონის მთაზე ვიდეოს გადაღება აკრძალულია, ჩახვალთ რა დაფნიში გადაჯდებით ავტობუსში, რომელიც საკმაოდ ძველია, მაგრამ ლამაზი ხედები იშლება როცა ზემოთ ადის, ავტობუსი მიგიყვანთ ათონის მთის ცენტრამდე კარიესამდის. აქედან უნდა გაიკითხოთ ივერონისაკენ მიმავალ "მარშუტკების" (biggrin.gif იქაცაა biggrin.gif ) განრიგი, იქვე გირჩევთ დააზუსტოთ ყველა განრიგი თქვენი გეგმის მიხედვით, ეს საკმაოდ ძნელი იქნება, რადგან ქაოსია სრული... ასევე სანამ რომელიმე ტრანსპორტში ახვალთ ან წინასწარ იყიდეთ ბილეთი ან ფასი იყიდეთ, იქაც არიან აფერისტები!

დ. ივერონისაკენ

ივერონისაკენ, როგორც დაგიწერეთ, კარიესიდან მიდის მცირე ავტობუსები ან მარშუტკები, უნდა გაითვალისწინოთ, რომ გადაადგილება ათონზე ძირითადად დღის პირველნახევარში ხდება, როგორც მიწის ისე ზღვის ტრანსპორტი დღის მეორე ნახევარში ფაქტობრივად არ დადის, ამიტომ კარგი იქნება, თუ საკუთარი ტრანსპორტი გექნებათ, ამის შესახებ , ვერაფერს გეტყვით... ივერონის მონასტრის კარიბჭესთან გამოკრულია ავტობუსის მოსვლის და გასვლის განრიგი, რაც კარგად უნდა დაიმახსოვროთ, თუმცა დაგვიანებებიც მოსული ამბავია smile.gif , შიგნით არის სპეციალური სასტუმრო შენობა, სადაც მიგიღებენ, ცოტა ლოდინი აქაც მოგიწევთ, მაგრამ არ მოიწყინოთ, იქვე იქნება ცივი წყალი და ლუხუმი და მიირთვით, იმის შემდეგ რაც დაბინავდებით, კარგად გაეცანით შესასვლელთან გაკრულ განცხადებებს, იქაა ინფო ათონის კატარღების, ტაქსის და სხვათა შესახებ.

დღეს საკმარისია...

იხარეთ,

კაიროსი!



ჩემი და ჩემი მეგობრის შემაჯამაბელი ინფორმაცია, საახალწლო საჩუქარი მათ ვისაც უნდა წასვლა ათონზე,
მადლობა ჩემ მეგობარს ვისთანაც ერთად ვიყავი ათონზე, მან გაგვიკეთა ეს საჩუქარი, დოკუმენტი გადმოქაჩეთ აქედან

http://docs.google.com/View?docid=dhhvfn2w_2fnn5zjgx

იხარეთ,

კაიროსი!

პ.ს.

ერთ რამეს გთხოვთ იქ მოგვიხსენეთ...

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: May 24 2008, 04:09 AM

ციტატა(კანონისტი @ Sep 20 2007, 12:18 PM) *

ძალიან გამიტკბა ხო??? biggrin.gif biggrin.gif

მოკლედ, მინდა შემოგთავაზოთ, რომ ვიფიქროთ ათონის წმინდა მთის მოლოცვაზე (წინდაწინ ბოდიშს ვუხდი გოგოებს 2kiss.gif ). გაითვალისწინეთ, რომ საბერძნეთის რესპუბლიკის კანონებით, ათონის მთის სამონასტრო ავტონომიაში კვება და სასტუმრო არის აბსოლუტურად უფასო (!)

ფაქტიურად საჭიროა მგზავრობის ფული + ვიზისა და ოფიციალური დოკუმენტების (რამდენადაც საბერძნეთი ევროკავშირის წევრია და მის ტერიტორიაზე შესვლა გართულებულია ჩვენი მოქალაქეებისათვის). ცხადია ამას დაემატება თანხაც თუკი რაიმე სუვენირის წამოღება გვინდა (და გვენდომება ალბათ smile.gif )

თბილისი - სალონიკი ავტობუსი ჯდებოდა (5-6 თვის წინანდელი ინფორმაციაა) 85$. სალონიკიდან საჭიროა ქ. ურანოპოლისში ჩასვლა, ხოლო შემდეგ კატერით - კარიესში (წმინდა მთის დედაქალაქში). არსებობს რეისები ურანოპოლისი - ივერონიც კი!

აბა, გისმენთ..... tongue.gif

smile.gif კარგი და სასარგებლო იდეაა დავით,მაგრამ რა დრო და რა თანხა დასჭირდება ამ ყველაფერს,მაინტერესებს...
ისე, თუ ინება უფალმა და მოვახერხე, სიხარულით წამოვიდოდი...

პოსტის ავტორი: tuchlik2 თარიღი: May 24 2008, 11:51 AM

ციტატა
კარგი და სასარგებლო იდეაა დავით,მაგრამ რა დრო და რა თანხა დასჭირდება ამ ყველაფერს,მაინტერესებს...ისე, თუ ინება უფალმა და მოვახერხე, სიხარულით წამოვიდოდი...


3 დღეა ჩემი ოჯახის წევრი ჩამოვიდა, რა თქმა უნდა ძალიან კმაყოფილი, დაუჯდა 900 ლარამდე, თვითმფრინავით: ათენი, სალონიკი, შემდეგ მარშუტკით ურანოპოლისამდე შემდეგ გემით ათონზე და უკან იგივე მარშრუტი

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 12 2008, 05:05 PM

მაშ ასე მეგობრებო, ბევრი რამ გავარკვიე უკვე

საბერძნეთის რესპუბლიკის ვიზის მისაღებად საჭიროა:
1. მოქმედი პასპორტი
2. შევსებული სავიზო განცხადება
3. ორი ბიომეტრული სურათი
4. ათონის მთიდან მოწვევის ორიგინალი
5. დაზღვევა
6. ცნობა სამუშაო ადგილიდან
7. სტუდენტთათვის - სტუდბილეთი

ხარჯები:
თბილისი - სალონიკი - თბილისი (არ ვიცი ზუსტად)
საბერძნეთის ვიზა - 150 ლ
ათონის მთის ვიზა - 25 ევრო
თესალონიკი-ურანოპოლისი - 11 ევრო
ურანოპოლისი-კარიესი - 8 ევრო

ამ დღეებში დავაზუსტებ მგზავრობის ღირებულებასაც yes.gif

მგონი დროა, რომ უკვე დავიწყოთ სიის შედგენა

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 12 2008, 05:13 PM

არასრულწლოვნებზე ცოტა გართულებულია პროცედურები user.gif

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Jun 12 2008, 05:15 PM

დავით, ათონის მთაზე ვის უნდა დაუკავშირდე უკვე იცი? თუ არა, მე მგონი შემიძლია გაგიგო ივერონის მონასტრიდან ან ვატოპედიდან ბერების ტელეფონის ნომერი.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 12 2008, 05:15 PM

იოანა

ციტატა
მე მგონი შემიძლია გაგიგო ივერონის მონასტრიდან ან ვატოპედიდან ბერების ტელეფონის ნომერი.

კარგს იზამ 2kiss.gif

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Jun 12 2008, 05:33 PM

ციტატა(კანონისტი @ Jun 12 2008, 03:18 PM) *

იოანა

tongue.gif

και οι γερόντοι καταλαβένουν Αγγλικά; δεν ξέρω Ελληνικά καλά sad.gif


რაიო? biggrin.gif
ეს ზენ ქსერო ელინიკა ჩემი უსაყვარლესი სიტყვებია. ამ ჯადოსნურ სიტყვებს ეტყვი ბერძენს და ის მაინც ბედნიერად აგრძელებს შენთან ლაპარაკს laugh.gif შენ კიდევ ჯიუტად იმეორებ ზენ ქსერო, ზენ ქსერო biggrin.gif

ციტატა(მხევალი ნინო @ Jun 12 2008, 03:18 PM) *

კანონისტი
მე ჩამწერეsmile.gif) ხო საინტერესო სია გამოვა ათონის მთაზე წასვლელებისათვის. სია იწყება მხევალი... გაგრძელება აღარ არის საჭიროsmile.gif))


ჩეწერე და ჩამოდი ნინო, ასეთი სიახლოვიდან მაინც ვნახავთ ათონის მთას smile.gif

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 12 2008, 05:36 PM

ციტატა(იოანა @ Jun 12 2008, 03:33 PM) *

რაიო? biggrin.gif
ეს ზენ ქსერო ელინიკა ჩემი უსაყვარლესი სიტყვებია. ამ ჯადოსნურ სიტყვებს ეტყვი ბერძენს და ის მაინც ბედნიერად აგრძელებს შენთან ლაპარაკს laugh.gif შენ კიდევ ჯიუტად იმეორებ ზენ ქსერო, ზენ ქსერო biggrin.gif

არ ვლაპარაკობ ბერძნულადო? biggrin.gif

მე ათონის მთიდან ქვა მაქვს wub.gif წელს ჩამომიტანეს. rolleyes.gif

თაროზე მიდევს, ფეხის დადგმა არც მიფიქრია ohmy.gif unsure.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ილია თარიღი: Jun 12 2008, 11:35 PM

ციტატა
მაშ ასე მეგობრებო, ბევრი რამ გავარკვიე უკვე

საბერძნეთის რესპუბლიკის ვიზის მისაღებად საჭიროა:
1. მოქმედი პასპორტი
2. შევსებული სავიზო განცხადება
3. ორი ბიომეტრული სურათი
4. ათონის მთიდან მოწვევის ორიგინალი
5. დაზღვევა
6. ცნობა სამუშაო ადგილიდან
7. სტუდენტთათვის - სტუდბილეთი

ხარჯები:
თბილისი - სალონიკი - თბილისი (არ ვიცი ზუსტად)
საბერძნეთის ვიზა - 150 ლ
ათონის მთის ვიზა - 25 ევრო
თესალონიკი-ურანოპოლისი - 11 ევრო
ურანოპოლისი-კარიესი - 8 ევრო

ამ დღეებში დავაზუსტებ მგზავრობის ღირებულებასაც

მგონი დროა, რომ უკვე დავიწყოთ სიის შედგენა

აუ ვინც არმუშაობს რა ეშველება ნეტა? biggrin.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 13 2008, 12:54 PM

ილია

ციტატა
აუ ვინც არმუშაობს რა ეშველება ნეტა?

არ ვიცი ნაღდად sad.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 14 2008, 03:06 AM

ავტობუსების შესახებ:

თესალონიკიდან ურანუპოლისში

ყოველდღე დილის 06.00 რომ მიუსწროთ გემს: 09.45

სხვა შემთხვევაში ავტობუსები გადიან:

08.30, 10.30, 12.30, 14.30, 16.30, 18.30

ურანუპოლისიდან თესალონიკში

ყოველდღე 05.30, 07.30, 09.30, 13.00, 14.00, 16.00, 18,15

ინფორმაციებისათვის თესალონიკის ავტოსადგური: Markou Botsari & Karaiskaki strs. (Tel.031/924444)

დანარჩენი დაგიწერეთ უკვე წინა გვერდებზე smile.gif

პოსტის ავტორი: chelo თარიღი: Jul 29 2008, 12:15 AM

მე ნამყოფი ვარ.(ისე შეგახსნებთ გოგო ვარ და რომ ნანა მქვია).ხოდა იმასაც იტყვით იქ როგორ მოხვდიო.საბერძნეთში ვცხოვრობდი რამოდენიმე წელი და მოსალოცად ვიყავით წასულები,ოღონდ გემით და მეტი არაფერი,ანუ ხმელეთზე რა თქმა უნდა ფეხი არ დამიდგავს.მართლა არაჩვეულებრივია იქაურობა

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Sep 5 2008, 12:55 PM

ციტატა
აღარ ვაპირებთ წასვლას?

მგონი უკვე დროა, რომ სავიზო რეჟიმის გამარტივებას დაველოდოთ "შენგენის" ქვეყნებთან smile.gif

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Sep 5 2008, 08:45 PM

ციტატა
მგონი უკვე დროა, რომ სავიზო რეჟიმის გამარტივებას დაველოდოთ "შენგენის" ქვეყნებთან

როგორც გავიგე ეს მხოლოდ მოსწავლეებისთვის და ბიზნესმენებისთვის იქნებაო რამდენად მრთალია? ყველასთვის არა?

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Jan 6 2010, 03:51 PM

თქვენ ოღონდ ამას დაადგით საშუელი,და თუ შემშურდეს რაა biggrin.gif

სამი წელია მიდიხართ და ვეღარ წახვედით.. ერთი 5წლის მერე კიდევ შემოვიხედავ ამ თემაში,რა იცი რა ხდება laugh.gif

პოსტის ავტორი: ikaragua თარიღი: Jan 6 2010, 04:15 PM

გუშინ დავბრუნდით ამ ადგილიდან..
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: qetevani-82 თარიღი: Jan 6 2010, 04:23 PM

ikaragua
კიდევ დადე რა ფოტოები smile.gif

პოსტის ავტორი: შაკო თარიღი: Jan 6 2010, 04:25 PM

მეც მივესალმები ფორუმელის სურვილს smile.gif ძალიან საინტერესო იქნება ფოტოები და შთაბეჭდილებები

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Jan 6 2010, 04:31 PM

ikaragua

ბედნიეროsmile.gif

ფორუმელი ალბათ მარტო შენ ნიყავი ხო?

პოსტის ავტორი: ikaragua თარიღი: Jan 6 2010, 04:47 PM

ხო, მარტო მე ვარ ფორუმზე..
დავდებ ეხლავე სურათებს.. smile.gif ბოდიშით..

პოსტის ავტორი: ikaragua თარიღი: Jan 6 2010, 04:59 PM

ეს ვატოპედის მონასტერია.. შიგნით სურათების გადაღება აკრძალულია, ამიტომაც მარტო გარედან მოვახერხე გადაღება..
აქ ბევრ სიწმინდესთან ერთად ინახება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელი!
რომელსაც ვემთხვიეთ ღმერთის მადლით!!
დამიჯერეთ, უბედნიერესი განცდაა!
მთავარი ტაძარი დაკეტილი დაგვხვდა, გაგვიღო ბერმა და წარმოიდგინეთ, მოვხვდით სუნთქვისშემკვრელ გარემოში! ბიზანტიური ოქროსფერი ბრწყინვალება ყველგან, ხალხის შეწირული ძვირფასეულობით სავსე ხატები და უზამრაზარ თვალებიანი ბერი, უკეთილშობილესი ღიმილით.. გამოგვიბრძანა ლუსკუმა და შიგნით ეს უდიდესი სიწმინდე..
დამიჯერეთ, მაშინ გრძნობ რა უღირსი ხარ ადამიანი და რისი ღირსი ხდები იმ წამებში..
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
ეს ქალაქი კარიესია, წმინდა მთის ადმინისტრაციული ცენტრი..
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jan 6 2010, 05:34 PM

ikaragua

ბედნიერო wub.gif ჩემი მამაოც ათონის მთაზეა, 10ში ბრუნდება cocxali.gif

პოსტის ავტორი: mtawmindeli თარიღი: Jan 13 2010, 05:08 PM

ამ წელს თუ დაიგეგმა ათონის მთაზე მოლოცვითი ექსკურსია, ძალიან კარგი იქნება

იკარაგუა ბედნიერი კაცი ხარ, ბევრი მთელი ცხოვრება ოცნებობს ათონის მთაზე გამგზავრებას,შენ ეს უკვე შესძელი!

პოსტის ავტორი: ikaragua თარიღი: Jan 14 2010, 01:48 AM

mtawmindeli
უბედნიერესი ვარ მართლა. ვერ გეტყვით და ვერ გამოვხატავ ყველაფერს. მეორედ ვიყავი უკვე ღმერთის მადლით და წყალობით!!
ეს წასვლა ძალიან გაგვიჭირდა, 1 იანვარიდან გვქონდა წმინდა კუნძულზე შესვლის უფლება, პირველშივე ვიყავით ურანოპოლისში (საიდანაც გადის გემი). როგორც გვითხრეს ღელვის გამო არ იქნებოდა გემი.. მოგვიწია დარჩენა, 1 და 2-ში დავრჩით, თან არ ვიცოდით წავიდოდა თუ არა გემი 3-ში მაინც. ვილოცეთ, ვილოცეთ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლით მესამე დღეს რაღაც სასწაულით მივასწარით რომელიღაც პატარა კატერს, რომელმაც ჩაგვიყვანა ვატოპედამდე. IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Jan 24 2010, 02:53 PM

ikaragua

http://church.ge/index.php?showtopic=7432

შეუერთდი a075.gif

პოსტის ავტორი: lch თარიღი: May 25 2010, 12:35 AM

ikaragua

ციტატა
უბედნიერესი ვარ მართლა. ვერ გეტყვით და ვერ გამოვხატავ ყველაფერს. მეორედ ვიყავი უკვე ღმერთის მადლით და წყალობით!!
ეს წასვლა ძალიან გაგვიჭირდა, 1 იანვარიდან გვქონდა წმინდა კუნძულზე შესვლის უფლება, პირველშივე ვიყავით ურანოპოლისში (საიდანაც გადის გემი). როგორც გვითხრეს ღელვის გამო არ იქნებოდა გემი.. მოგვიწია დარჩენა, 1 და 2-ში დავრჩით, თან არ ვიცოდით წავიდოდა თუ არა გემი 3-ში მაინც. ვილოცეთ, ვილოცეთ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლით მესამე დღეს რაღაც სასწაულით მივასწარით რომელიღაც პატარა კატერს, რომელმაც ჩაგვიყვანა ვატოპედამდე.

რა მანქანებით არის შესაძლებელი ამ ბედნიერების მიღწევა?...
სად და კონკრეტულად ვის უნდა მივმართო რო ათონზე მოვხვდე?..

პოსტის ავტორი: mtawmindeli თარიღი: Jun 3 2010, 04:40 PM

მართლა საინტერესოა როდის მოეწყობა ათონის მთის მოლოცვა, ძალიან მინდა ამ წმინდა ადგილის მონახულება

პოსტის ავტორი: +ვახტანგი+ თარიღი: Jun 6 2010, 01:52 PM

წმინდა გიორგი და ექვთიმე ათონელები
IPB-ს სურათი IPB-ს სურათი




წმ. იოანე და გაბრიელ ათონელები
IPB-ს სურათიIPB-ს სურათი




წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი
IPB-ს სურათიIPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: MONTY თარიღი: Feb 1 2011, 03:01 PM

ეხ რამდენი ხანი ველოდე ამ ექსკურსიას მაგრამ sad.gif

საბერძნეთში მცხოვრებ არალეგალებს აქვთ უფლება და შესაძლებლობა ათონის მთაზე მოხვედრის?
ახლა საბერძნეთში ვარ რამოდენიმე თვით და სამწუხაროდ არალეგალურად და ძალიან მინდა ათონის მთაზე რომ მოვხვდე sad.gif smile.gif

პოსტის ავტორი: lch თარიღი: Feb 4 2011, 09:16 PM

MONTY
ლეგალურად ჭირს მანდ მოხვედრა და არალეგალს ვინ შეგიშვებს?..

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)