ფორუმელთა პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფორუმელთა პოეზია |
marine |
Jan 21 2013, 12:40 PM
პოსტი
#441
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,928 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
მიტევება
„ა (შერ) - იმრუშა თავის ძმის ცოლთან, შ (ალუმ) - ცრუ ფიცით იფიცა, ე (ლედ) - ხელი აღმართა საკუთარ მამაზე, ა (მარიჰ) - სოდომის ცოდვით შესცოდა, ი (ოელ) - კერპებს თაყვანის სცემდა. სწერდა მიწაზე იესოს თითი“ განთიადია, ზეთისხილის მთას მზის სხივი ხვდება, ფარისეველნო, მწიგნობარნო, თქვით, რაჲ ხდება? დაგიპყრობიათ ქალი ცხადად მრუშებას ზედა, ვინ იცის, არის ვინმეს ცოლი, ან იქნებ დედა. მოსემ გვამცნობა სჯულსა შინა დაკრება ქვათა... თავდადრეკილი დედაკაცი დგას შორის მათთა. იესო ქედს ხრის მდუმარებით, არარას უბნობს და დასასჯელად არ იმეტებს ქალს მრუშს და უცნობს, თითით მიწაზე რაღაცას სწერს და აი, თქმაჲ: ვინც უცოდველ არს თქვენთაგანი ესროლოს ქვაჲ! ვითარცა ესმათ მხილებულებს გაბრუნდნენ შორი, დაშთა იესო, დედაკაცი, მარტოჲ ორი. -ხედავ? არავინ განგიკითხა, არცა მე ოდნავ, წარვედ მშვიდობით, ამის მერე ნუღარა სცოდავ! -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
G_saxva |
Mar 29 2013, 01:41 PM
პოსტი
#442
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
ლექსი კარგია ქართული
-------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
A.V.M |
Mar 30 2013, 01:22 AM
პოსტი
#443
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
marine
გაიხარე... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
marine |
Sep 6 2013, 12:08 PM
პოსტი
#444
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,928 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
Uploaded with ImageShack.us 4 და 5 სექტემბერს გაიმართა ქრისტიანული პოეზიის III ფესტივალი. წიგნში შევიდა ჩემი ლექსი "მიტევება," რამაც ძალიან გამახარა (იხ. პოსტი 443) -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
mekaje |
Sep 7 2013, 08:36 PM
პოსტი
#445
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 25-December 08 წევრი № 6,158 |
***
რა კარგი დილა გათენდა, რა ლამაზი და ნათელი, უფლის დიდების ტრაპეზზე, ავანთე წმინდა სანთელი. -------------------- ღმერთი სიყვარული არს
|
აკაკი |
Sep 9 2013, 07:49 PM
პოსტი
#446
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
ვგრძნობ, თუ როგორ სიმარტოვის ტანჯვა ჩამისახლდა,
მიხაროდა როგორ, მწყემსი როცა მახლდა. აიხდინა ცრუმან, როგორც რაცა სწადდა, მივატოვე სახლი, დავიკარგე სადა?! *** ჯოჯოხეთში ზამთარია, როცა შემოდგომაზე ჰაერს, გაწვიმებულზე, სურნელება მოსავს; გააცოცხლებს მოსვლით აფერებულ ყოფას, საიდუმლო სიო, მდუმარეთა მიწაზე. ხე, ტოტებით მოხრილი ეფერება დედას; როცა შემოდგომისას ჯოჯოხეთი კვდება. *** ვხედავ, ხელზე მიდევს წამი სავსე ფიქრით, დარდით სუნთქვას ვბედავ სულში უცხო ჭირით: ზეცით მენათება, ტანჯვით, მე წყვდიადი, მესმა, დაყუდებას, შემოსვლა დიადის. იქნებ რაიმე რჩევა მომცეთ, ვარგა რამედ თუ არა? არასოდეს მიცდია. |
A.V.M |
Sep 10 2013, 12:23 AM
პოსტი
#447
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
როგორც ყოველთვის...
კარგია... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
აკაკი |
Sep 10 2013, 03:57 AM
პოსტი
#448
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
A.V.M
როგორც ყოველთვის როგორ, კაცო ახლა დავიწყე, თუ დაწყება ქვია და, რომ იტყვიან, ჩემს ჭიას ვახარებ |
A.V.M |
Sep 10 2013, 10:09 AM
პოსტი
#449
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
აკაკი
ზოგადად შენს შემოქმედებას ვგულისხმობდ კაცო... (არა მარტო პოეზიას) -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
marine |
Sep 10 2013, 11:33 AM
პოსტი
#450
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,928 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ვგრძნობ, თუ როგორ სიმარტოვის ტანჯვა ჩამისახლდა, მიხაროდა როგორ, მწყემსი როცა მახლდა. აიხდინა ცრუმან, როგორც რაცა სწადდა, მივატოვე სახლი, დავიკარგე სადა?! *** ჯოჯოხეთში ზამთარია, როცა შემოდგომაზე ჰაერს, გაწვიმებულზე, სურნელება მოსავს; გააცოცხლებს მოსვლით აფერებულ ყოფას, საიდუმლო სიო, მდუმარეთა მიწაზე. ხე, ტოტებით მოხრილი ეფერება დედას; როცა შემოდგომისას ჯოჯოხეთი კვდება. *** ვხედავ, ხელზე მიდევს წამი სავსე ფიქრით, დარდით სუნთქვას ვბედავ სულში უცხო ჭირით: ზეცით მენათება, ტანჯვით, მე წყვდიადი, მესმა, დაყუდებას, შემოსვლა დიადის. იქნებ რაიმე რჩევა მომცეთ, ვარგა რამედ თუ არა? არასოდეს მიცდია. კარგი ბიჭი ხარ, აკაკი და აუცილებლად გააგრძელე ლექსების წერა!!! -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ანტონ გაგუა |
Sep 10 2013, 12:45 PM
პოსტი
#451
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 10-September 13 მდებარ.: სამტრედია წევრი № 13,335 |
შემოდგომა ჩამოცალეს ფოთლებით,
ყვითელ ფერებს მაგუებენ თავიდან. რქაწითელი გამოვცალე ბოთლებით, კიდევ ერთი წელიწადი წავიდა. გაზაფხულის მოლოდინში შემცივდა, სითბოს ისევ მიმალავენ ფლდები. რა ვიცოდი უშენობა შემცვლიდა, დაბრუნდი და თავგანწირვას გპირდები. სულში ცივი ზამთარია მეუფე, გარეთ მწიფე შემოდგომა გამოთვრა. ვკვდები შენი მოლოდინით, მე უკვე, და წუთების ავიჩემე გამოთვლა. ანტონ გაგუა |
marine |
Sep 10 2013, 01:01 PM
პოსტი
#452
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,928 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
შემოდგომა ჩამოცალეს ფოთლებით, ყვითელ ფერებს მაგუებენ თავიდან. რქაწითელი გამოვცალე ბოთლებით, კიდევ ერთი წელიწადი წავიდა. გაზაფხულის მოლოდინში შემცივდა, სითბოს ისევ მიმალავენ ფლდები. რა ვიცოდი უშენობა შემცვლიდა, დაბრუნდი და თავგანწირვას გპირდები. სულში ცივი ზამთარია მეუფე, გარეთ მწიფე შემოდგომა გამოთვრა. ვკვდები შენი მოლოდინით, მე უკვე, და წუთების ავიჩემე გამოთვლა. ანტონ გაგუა ანტონ, არაჩვეულებრივი ლექსია!!!!!!!!!!! კეთილი იყოს შენი ფორუმელობა -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ანტონ გაგუა |
Sep 10 2013, 01:58 PM
პოსტი
#453
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 10-September 13 მდებარ.: სამტრედია წევრი № 13,335 |
სექტემბერი განწირული კიოდა,
ყვითელ ფოთლებს ჩაანაცვლეს ცხედრები. უღმერთობა ძველებურად მტკიოდა, აჩრდილების სითამამეს ვედრები. სიჩუმეში დამარხულან ბგერები, ცამ აშალა ადრეული საღამო. გული წუხდა ტანჯვით ანაძგერები, სურნელება არ მდიოდა საამო. ძველი ღვინით გამოთვრება აპრილი, ახალ ფერებს გადაიცვამს მინდვრები. ვკვდები ჩუმად,შენში ვნებააყრილი, მინდოდი და ძველებურად მინდები. ანტონ გაგუა |
marine |
Sep 10 2013, 02:00 PM
პოსტი
#454
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,928 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ძველი ღვინით გამოთვრება აპრილი, ახალ ფერებს გადაიცვამს მინდვრები. ასეთი მშვენიერი სიტყვების თქმა მხოლოდ შენ შეგიძლია -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ანტონ გაგუა |
Sep 10 2013, 02:07 PM
პოსტი
#455
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 10-September 13 მდებარ.: სამტრედია წევრი № 13,335 |
იასამნის სურნელება ამდის,
შემოდგომა ფოთლებიდან ცვივა. სექტემბერი მეუფეა ამ დღის, ცრემლებივით დამეჩვია წვიმა. გულს გამიშლის სევდიანი ღამე, სიხარულით გავაცილე მწუხრი. შენი ფერი,ფერად შევიხამე, გათენდა და ,თავს ალიონს ვუხრი. ანტონ გაგუა იცოცხლეთ მაკა <3 იცოცხლე მაკა მზემ აგართვა ვარდისფერი საკინძე, როცა მკერდზე ალმასები ელავდა. გრიგალების აუტანელ ძახილზე, ზღვა უმწეო შეშლილივით ღელავდა. ძველი მთვარე პროცესიას მიჰყვება, ღამე ხვედრად,შეეგუა სიბნელეს. გლოვის ამბავს ცრემლიანი მიყვება, გათენების მიმარტივებს სიძნელეს. საიქიოს გადავხვეწე ფიქრები, პოეტობას დამწამებენ ვიცი და, ნუ გგონია მარტოსული ვიქნები, წამებს ტკბილი წარსულიდან ვიზიდავ. ანტონ გაგუა ვარდისფერი შეიმოსა მაისმა, ძველი მთვარე ჩამოკიდეს ცისპირზე. გათენდაო გარიჟრაჟზე გაისმა, აამღერეს ანთებული ცისკრის მზე. სიცოცხლისგან ამოვკრიფე წამები, გულში გიკრავ,ახლა ხვედრი ქარია. თავგანწირვა ტანჯვით განაწამები, ამღვრეული არაგვივით ჩქარია. წამწამებზე დამეკიდე ნამივით, სიხარული მომაგება აისმა. ზღვაში გაჭრილ აფრიანი ნავივით, მომავლისკენ გამისტუმრა გაისმა. ახლა მინდა შენი თმების სურნელი, იქნებ ვეღარ გავიგონო შენი ხმა, ვკვდები ჩუმად,ერთგულების მსურველი, სევდა-დარდი სიხარულმა შენიღბა. ანტონ გაგუა ფერადი ფოთლები ფიფქებზე გაცვალეს, სიცივე სუსხივით სხეულზე ამეკრა. წვიმაში აშლილმა ქარებმა მაწვალეს, ვტიროდი იმ ღამეს,სხვა მეტი რა მექნა. სურნელი შემომრჩა,ნაცნობი და უცხო, ცვარივით დაგჩემდა ბადაგი ტუჩებზე. აჩრდილებს საღამომ ჩურჩული დაუწყო, ყვებოდა დილაზე,ღამეზე თუ ჩემზე. არც ახლა მასვენებს,შეშლილი გრიგალი, წამოშლილ პალიტრას ვაგროვებ კონებად. მარტო ვარ უშენოდ,ბედს შეურიგალი, ალიონს გიტოვებ,ძღვენად და ქონებად. ანტონ გაგუა. |
marine |
Sep 10 2013, 02:07 PM
პოსტი
#456
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,928 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ანტონ გაგუა
ვტკბები ამ ლექსებით ანტონ, ფესტივალში გამარჯვებული ლექსიც დადე, რომ ყველამ წაიკითხოს -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
ანტონ გაგუა |
Sep 10 2013, 02:17 PM
პოსტი
#457
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 5 რეგისტრ.: 10-September 13 მდებარ.: სამტრედია წევრი № 13,335 |
ლექსი რომელიც მოხვდა კრებულში,წმინდა ნინო ქართულ პოეზიაში და წმინდა ნინოს ცხოვრება,
ამ ლექსით პოეზიის ფესტივალზე"წმინდა ნინოს ჯვარი"მივიღე მონაწილეობა. წმინდა ნინო თმებში გამოწნილი ჯვარით, ქართლის მომქცეველო ნინო, კერპებს ფარნავაზთა გვარის, სისხლად შეაგებე ღვინო. სიტყვის მომცემელო უფლის, ზვარაკ შეეწირე როცა, ახლაც საქართველოს უვლის, შენი მოტანილი ლოცვა. ღვთისკენ ივერიის დედავ, მეოხ მარიამი მიწის. ლოცვად გევედრები, ვბედავ, ხატთან დამდებელი ფიცის. წმინდა მოციქულთა კვალად, პურის მომცემელო, ვაზის. ერთი სიცოცხლე მაქვს ვალად, მხარზე ანგელოზი მაზის. წმინდად დავიტიე გულში, ნინოს მოტანილი სიტყვა, ხორბალს მივაბარებ ხნულში, ქრისტე სახარებით ითქვა. ანტონ გაგუა |
აკაკი |
Sep 10 2013, 09:10 PM
პოსტი
#458
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
marine
A.V.M |
G_saxva |
Sep 11 2013, 09:34 AM
პოსტი
#459
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
ანტონ გაგუა
მშვენიერი ლექსებია, ძალიან მომეწონა -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
marine |
Dec 16 2013, 12:22 PM
პოსტი
#460
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 57,928 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
***
ფეხშველა რად ხარ? არ გაცივდე, დარდად არ მექცე, დაჩოქილი ვარ, ემოციას გულიდან ვიხსნი... ფეხშველა ნუ ხარ, ნალურსმები არ გამიზეზდეს... თმა გავიზარდე, რომ ჭრილობას მოგწმინდო სისხლი. ყინავს... ქარია... შეცივნული ვწუხვარ და ვწუხვარ... ავად არ გახდე, არ მადარდო, ფეხშველა ნუ ხარ... 16.12.13 -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2024 - 03:44 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი