IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ჯიპ-ტური ყაზბეგში, ყველაზე ემოციური week-end ფორუმის ისტორიაში
ეკატო
პოსტი Aug 22 2010, 08:40 PM
პოსტი #1


ეკატერინე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,924
რეგისტრ.: 28-August 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,647



ჩამოვედით smile.gif




არც კი ვიცი საიდან დავიწყო მოყოლა

ეს იყო ყველაზე, ყველაზე, ყველაზე ემოციური გასვლა ფორუმის ისტორიაში

გვინდოდა შარშანდელი ყაზბეგის მოლოცვისგან განსხვავებული მარშრუტი შემედგინა, გეგმაში გვქონდა დარიალის ხეობაში მშენებარე კომპლექსის მონახულება, ანანოს დიიიიდიიი თხოვნით სოფელ ცდოში ასვლა biggrin.gif ღამისთევა გერგეტის მთაზე, სამების ტაძარში წირვა-ლოცვაზე დასწრება და ზიარება, დილით მზის ამოსვლის ნახვა, მეორე დღეს კი სოფელ ჯუთას დალაშქვრა, რომელიც არის ყველაზე უკდურესი ჩრდილოეთი წერტილი ხევში, სადაც ცხოვრობენ არაბულები (ხევსურები).
თუმცა ერთიმა პატარა გაუთვალისწინებელმა წინაღობამ, რომელიც შეგვხვდა გერგეტში, სულ თავდაყირა დააყენა ჩვენი გეგმები biggrin.gif
თუმცა მალევე მივხვდით რომ ეს იყო ყველაზე კარგი დაბრკოლება რაც შეიძლებოდა შეგვმთხვეოდა biggrin.gif

ალბათ ვერაფერიც ვერ გაიგეთ ახლა რა მოვყევი biggrin.gif მოკლედ, დანარჩენს (და ყველაზე მთავარს) დაწვრილებით ფოტოებთან ერთად მოგიყვებით, რომელსაც მეც თქვენთან ერთად სულმოუთქმელად ველოდები smile.gif


--------------------
ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია.
გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია
და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.
კურტ ვონეგუტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Aug 22 2010, 08:57 PM
პოსტი #2


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



დამაინტრიგეე smile.gif რა მოხდა ასეთი?

მუდამ მშვიდობით გევლოთ(გვევლოს, ერთად) kiss1.gif


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Aug 22 2010, 09:06 PM
პოსტი #3


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ხომ მაინც გიპოვეთ?! tongue.gif biggrin.gif kiss1.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Aug 22 2010, 09:20 PM
პოსტი #4


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა
უმცა ერთიმა პატარა გაუთვალისწინებელმა წინაღობამ, რომელიც შეგვხვდა გერგეტში, სულ თავდაყირა დააყენა ჩვენი გეგმები

რა იყო, ანანნო ხომ არ მოიტაცეს? laugh.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანანო
პოსტი Aug 22 2010, 09:22 PM
პოსტი #5


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831



ციტატა(ikanosi @ Aug 22 2010, 10:20 PM) *

რა იყო, ანანნო ხომ არ მოიტაცეს? laugh.gif

ეხლა გამასწარ biggrin.gif


--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Aug 22 2010, 09:25 PM
პოსტი #6


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



დროზე მოყევით და ფოტოებიც გვაჩვენეთ!


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ikanosi
პოსტი Aug 22 2010, 09:29 PM
პოსტი #7


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ანანო
ციტატა
ეხლა გამასწარ

ყაზბეგშიც არის ინტერნეტი? biggrin.gif biggrin.gif


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკატო
პოსტი Aug 22 2010, 09:30 PM
პოსტი #8


ეკატერინე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,924
რეგისტრ.: 28-August 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,647



ციტატა(ნათია @ Aug 22 2010, 09:06 PM) *

ხომ მაინც გიპოვეთ?

აი ამ პოსტს უკომენტაროდ ვერ დავტოვებ biggrin.gif


სანამ ფოტოები იქნება ცოტას მოგიყვებით


სამთო ქიმიასთან შევიკრიბეთ სულ რაღაც 8 ფორუმელი და 2 მანქანა biggrin.gif

როგავა თავისი სუბარუ ფორესტერით და მისი ეკიპაჟის წევრები: სალი, ანანო, ლელა და მე

ნეო თავისი სუზუკით და მისი ეკიპაჟი: ისმაილი და ლევანი.


იმის გამო, რომ ღამის გათევას კარვებში ვაპირებდით და ყაზბეგში შეშა არ მოიპოვება, ამაზე თბილისიდანვე ვიზრუნეთ, გზად გავიარეთ და ვიყიდეთ ბეეეევრი შეშა, დავტვირთეთ ნეოს მანქანა და წავედით.

პირველი გაჩერება რა თქმა უნდა ანანურსი გვქონდა (იხილეთ ფოტოები biggrin.gif )
მერე გზაზე 2 ადგილზე მჟავე წყალთან გავჩერდით (ამის ფოტოებიც იქნება biggrin.gif )

ყაზბეგში რომ ჩავედით პირდაპირ დარიალის ხეობას მივაშურეთ, სადაც უკვე დასრულებული მთავარი ტაძარი დაგვხვდა smile.gif
უზარმაზარი და ულამაზესი კომპლექსი შენდება, თუ არ გჯერათ მალე დარწმუნდებით ფოტოებს რომ ნახავთ smile.gif

იქედან წამოსულები ავედით სოფელ ცდოში (სხვა შემთხვევაში ანანოს ვერ გადავურჩებოდით biggrin.gif )
ვინც პირველად იყო რა თქმა უნდა აღფრთოვანდა, გადაირია, გაგიჟდა და დაიშოკა laugh.gif

ამის შემდეგ გავეშურეთ გერგეტის სამებისკენ, სადაც ლოცვის დაწყებამდე დაბანაკება უნდა მოგვესწრო, თუმცაააა...
გზად შეგვხვდა ჩემი მამიდაშვილი, რომელმაც გვითხრა რომ სამებაზე მანქანით ვერ ავიდოდით, სანიაღვრეებს აკეთებენ და გზები გადათხრილიაო. რა თქმა უნდა კი დავუჯერეთ, მარა ჩვენი თვალით სანამ არ ვნახეთ, მაინც არ გვინდოდა იმ აზრთან შეგუება რომ გერგეტზე ვერ ავიდოდით. ფეხით რომ ავსულიყავით შეშას ვერ ავიტანდით და შესაბამისად ვერც დავბანაკდებოდით, ამიტომ დავიწყე ფიქრი როგორ გაგვეგრძელებინა ჩვენი მარშრუტი ისე, რომ ყველა დაგეგმილი ობიექტის ნახვა მოგვესწრო.
ბევრი ვიფიქრეთ, თუ ცოტა ვიფიქრეთ, გადავწყვიტე ჯუთაში ავსულიყავით და იქ დავბანაკებულიყავით, თუმცა აქაც იყო ერთი პრობლემა, მეც პირველად მივდიოდი და არ ვიცოდი გზა რა მდგომარეობაში იყო და შეძლებდა თუ არა ჩვენი სუბარუ იქ ასვლას. რა თქმა უნდა მაინც წავედით. აი აქ კი ამ მანქანამ ისე გვასიამოვნა, უკან დაბრუნებულები ყველანი სუბარუს ფანები გავხდით biggrin.gif (რა თქმა უნდა მძღოლისაც, რომელმაც მშვიდობით ჩაგვიყვანა და ჩამოგვიყვანა smile.gif )



ჯერ ეს წაიკითხეთ და მეც გავაგრძელებ მოყოლას...


--------------------
ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია.
გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია
და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.
კურტ ვონეგუტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Aug 22 2010, 09:30 PM
პოსტი #9


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ან მოყევით ნორმალურად და ასე თუ ისე გასაგებად, ან რას გვაინტრიგებთ აქ? tongue.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანანო
პოსტი Aug 22 2010, 09:41 PM
პოსტი #10


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831



დავიწყებ იმით, რომ მამა ირაკლი მიყვარს, თან ძალიან wub.gif


გავხდი სუბარუს და სუზუკის Fანი biggrin.gif

ეს ორი დღე იყო ყველაზე ემოციური დღე ჩემს ცხოვრებაში biggrin.gif

[ფოტოებს ცოტა მოგვიანებით დავდებ, დავტენი ბატარეებს]

ძლივს ავაწყვეთ ნეოს კარავი [ აწყობის პროცესი არასდროს დამავიწყდება : D : D ] დავანთეთ კოცონი და კარგად ვხალისობდით

12ისთვის გადავწყვიტეთ დაძინება და ამ დროს შევნიშნეთ მანქანა პიპინით მოეშურებოდა ჩვენსკენ, ცოტა არ იყოს ავღელდით, რადგან ისეთ ადგილას ვიყავით მანქანები არ დადიოდნენ, არც ტელეფონი იჭერდა biggrin.gif ცეცხლიც კი ჩავაქრეთ აფორიაქებულებმა biggrin.gif

არადა მე და ეკატო უკვე სპალნიკებში ვიყავით გახვეულები და სალიც ნელ-ნელა მოეშურებოდა, თან იცინოდა მგონი გახდის ნაცვლად უნდა ვიცვამდე და გავრბოდეო laugh.gif

ამ დროს მანქანა შემოვარდა და თემო გადმოხტა, მისი ხმა რომ გავიგეთ კარვის პატარა შესასვლელიდან ერთმანეთს ვასწრებდით მე, ეკატო და ლელა[სემინარიელი) biggrin.gif . აღმოჩნდა რომ მანქანით შემოგვიერთდნენ მამა ირაკლი, თემო, ნათია და თეო-თეე

ვაიმე რა კარგი იყო biggrin.gif


--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Aug 22 2010, 09:47 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ეკატო
ციტატა
ბევრი ვიფიქრეთ, თუ ცოტა ვიფიქრეთ, გადავწყვიტე ჯუთაში ავსულიყავით და იქ დავბანაკებულიყავით

ვაა ჯუთაში იყავით, მაგარია, ჩემი დედულეთია smile.gif ისე როგორი ამინდები იყო ძალიან ხომ არ ციოდა?


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკატო
პოსტი Aug 22 2010, 09:48 PM
პოსტი #12


ეკატერინე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,924
რეგისტრ.: 28-August 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,647



როგორც იქნა ჯუთამდე ავაღწიეთ.

ეს არის ულამაზესი სოფელი, რომელიც ისეთ მიყრუებულ ადგილზეა, არანაირი ცივილიზაცია რომ არ აღწევს იქამდე, მობილურებიც კი არ იჭერდა.
ერთადერთი რაზეც ვღელავდით ის იყო, რომ ნათიას ვერ შევატყობინეთ ჩვენი ადგილმდებარეობა, ისიც კი ვერ გავიგეთ საღამოს მოდიოდნენ თუ არა, თუმცა იმედი მაინც გვქონდა smile.gif

სოფელს გავცდით დაახლოებით 3-4 კმ-ით, ვიპოვეთ კარგი ადგილი დასაბანაკებლად და დავიწყეთ მანქანების გადმოტვირთვა (ამ დროს გამოჩენილი მოხუცის ამბებს იმედია ნეო მოგვიყვება biggrin.gif )

ადგილი მართლა შესანიშნავი იყო, იქვე იყო პატარა ფიცრული სახლი, სასმელი წყალი და თქვენ წარმოიდგინეთ ტუალეტიც კი biggrin.gif ანუ ყველაფერი, რაც გვინდოდა biggrin.gif

კარვების გაშლის ისტორია ცალკე თემაა, მაგას ფოტოებთან მოყვება ვინმე biggrin.gif

ყველაზე მთავარი წინ გველოდა, რაზეც ვერც კი ვიოცნებებდით.


კარვების გაშლის და დაპურების შემდეგ, შემოვუსხედით კოცონს და მგონი თემა აღარ დაგვრჩა რომ არ შევხებოდით biggrin.gif
გული დაგვწყდა რომ თემო არ იყო ჩვენთან ერთად, პირველი შემთხვევა იყო რომ მის გარეშე წავედით და მაგრად გვაკლდა, თუმცა მიზეზიც გასაგები იყო და რას ვიზამდით sad.gif

კოცონთან დიდხანს გაგვიგრძელდა საუბრები, ამაზობაში ძილიც მოგვერია და ნელ-ნელა მივაშურეთ კარვებს.

კარავში რომ შევედით და დასაძინებლად ადავიწყეთ მზადება, შემოგვესმა სიგნალების ხმა. გაგვიკვირდა იქ მანქანას რა უნდოდა, თითქმის ასძღვართან ვიყავით და იმ შუა ღამისას იქ მანქანის გამოჩენამ ცოტა შევაშინა კიდეც, მერე ნელ-ნელა უფრო მოგვიახლოვდა ხმა, თან გადაბმული სიგნალით, უკვე ავღელდით, სალიმ ერთი კი თქვა მგონი დროა ჩავიცვათ და გავიდეთ გარეთ, გავიგოთ რა ხდებაო, ამ დროს ისე ახლოს მოგვიახლოვდა მანქანა, რომ უკვე ხმაც კი გავიგეთ დააააააა....
ჩვენმა კივილმა დააყრუა იქაურობა biggrin.gif
პირველი თემოს ხმა შემოგვესმა
გიჟივით გამოვარდი კარვიდან, რა თქმა უნდა ფეხშიშველი, სად იყო ბოტასის ჩაცმის დრო biggrin.gif
კარვიდან გამოსულს მეგონა მოჩვენებები დამეწყო, ჩემს წინ იდგა მამა ირაკლი, თვალებს ვერ ვუჯერებდი, იქვე ნათია და თეო, აქეთ თემო რაღაცას ყვიროდა, ეს მართლა დაუჯერებელი იყო.
ნახევარი საათი მაინც დამჭირდა რომ აზრზე მოვსულიყავი, ეს მართლა წარმოუდგენელი იყო
იქ, სადაც არანაირი ცივილიზაცია არ აღწევს, შუა ღამისას ამ ხალხის გამოჩენამ მართლა შოკში ჩაგვაგდო ყველა, სიხარულს თან გაოცება ემატებოდა, მოკლედ, აღარ ვიცი როგორ გადმოგცეთ ის ემოცია რაც იქ იყო.

მერე დავიწყეთ გამოკითხვა თუ როგორ მოგვაგნეს, ეს ცალკე ისტორიაა


ვაიმე, დავიღალე, მეტს ვეღარ ვწერ, მომეხმარეთ ვინმე, მე ჯერ ისევ შოკში ვარ წუხანდელი ღამის შემდეგ biggrin.gif


--------------------
ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია.
გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია
და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.
კურტ ვონეგუტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანანო
პოსტი Aug 22 2010, 09:54 PM
პოსტი #13


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831



ეკატო

აშკარად უფრო კარგად წერ, ვიდრე მე biggrin.gif მეძინება და არ გამომდის laugh.gif

ვაიმე დავამატებ იმას, რომ ჯუთაში იყო გამყინვარება laugh.gif

ღამე ვერაფრით დავიძინე, ისე მციოდა არადა ყველაფერი ზედ მეცვა


ციტატა
ამ თემას კითხულობს მომხმარებელი :
დეკ. ირაკლი


მამაო როგორ გაგვახარეთ გუშინ, ვერც კი წარმოიდგენთ wub.gif


--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Aug 22 2010, 09:56 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ანანო
ციტატა
ვაიმე დავამატებ იმას, რომ ჯუთაში იყო გამყინვარება

როგორც მოსალოდნელი იყო biggrin.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Aug 22 2010, 10:09 PM
პოსტი #15


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



რამაგარიააა smile.gif გააგრძელეთ რაააა smile.gif)) kiss1.gif


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკატო
პოსტი Aug 22 2010, 10:23 PM
პოსტი #16


ეკატერინე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,924
რეგისტრ.: 28-August 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,647



ციტატა(ანანო @ Aug 22 2010, 09:54 PM) *

მამაო როგორ გაგვახარეთ გუშინ, ვერც კი წარმოიდგენთ wub.gif

jump.gif jump.gif
მგონი რეაქციაზეც გვეტყობოდა, ვეღარ ვწყნარდებოდი biggrin.gif
როგორ მეძინებოდა და სულ გამოვფხიზლდი სიხარულისგან jump.gif jump.gif

ციტატა(მატასი @ Aug 22 2010, 10:09 PM) *

რამაგარიააა smile.gif გააგრძელეთ რაააა smile.gif)) kiss1.gif

დანარჩენი სურათებთან ერთად, უფრო საინტერესო იქნება smile.gif


--------------------
ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია.
გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია
და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.
კურტ ვონეგუტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Aug 22 2010, 10:26 PM
პოსტი #17


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ეკატო
ციტატა
დანარჩენი სურათებთან ერთად, უფრო საინტერესო იქნება


ფოტოგრაფი ვინ გყავდათ, ნამეტანი ზარმაცობს და მგონი
გამოვუცხადებთ სასტიკ საყვედურს პირად საქმეში შეტანით biggrin.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკატო
პოსტი Aug 22 2010, 10:30 PM
პოსტი #18


ეკატერინე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,924
რეგისტრ.: 28-August 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,647



ციტატა(ნაინა @ Aug 22 2010, 10:26 PM) *

ეკატო

ფოტოგრაფი ვინ გყავდათ, ნამეტანი ზარმაცობს და მგონი
გამოვუცხადებთ სასტიკ საყვედურს პირად საქმეში შეტანით biggrin.gif

ფოტოგრაფები იყვნენ ანანო, სალი, როგავა და მამა ირაკლის აპარატით ვისაც გაუხარდებოდა ის biggrin.gif


--------------------
ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია.
გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია
და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.
კურტ ვონეგუტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ანანო
პოსტი Aug 22 2010, 10:35 PM
პოსტი #19


დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო......
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,367
რეგისტრ.: 25-September 07
წევრი № 2,831



ციტატა(ნაინა @ Aug 22 2010, 11:26 PM) *

ეკატო

ფოტოგრაფი ვინ გყავდათ, ნამეტანი ზარმაცობს და მგონი
გამოვუცხადებთ სასტიკ საყვედურს პირად საქმეში შეტანით biggrin.gif

ვაიმე რადიკალ მიჭედავს და ვეცდები რაღაც შთაბეჭდილება შეგიქმნათ
ნუ დაახლოებითი მაინც biggrin.gif

ესეც შეშის ყიდვისას biggrin.gif
ნეომ თვალები ჩამიპაჭუნა biggrin.gif

IPB-ს სურათი


--------------------
დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი

****************************
შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.ნინო
პოსტი Aug 22 2010, 10:39 PM
პოსტი #20


ნინო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,842
რეგისტრ.: 29-December 06
წევრი № 765



ნათია, მოყევი როგორ მოხვდით ჯუთაშიიიიიიიიიიიიიი, დავინტრიგდი...


--------------------
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.

საქართველო იქნება მთლიანი!

ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 03:56 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი