IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> მღვდელ პავლე რაზიკაშვილის ქადაგება, ამაღლების დღეს
saria-giorgi
პოსტი May 28 2009, 03:16 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, დღეს თქვენ ნამდვილად აღასრულეთ სჯული ქრისტესი, რადგანაც მოხვედით ეკლესიაში და მაისმინეთ უმაღლესი ღვთისმსახურება. ამისთვის მეც, როგორათაც მწყემსი და მოძღვარი, მოხარული ვარ და მსურს, ორიოდე სიტყვა გითხრათ იმაზე, თუ რისთვის არის დაწესებული ეკლესიის კანონით დღესასწაულები, როგორათაც დღევანდელი დღე, ეგრეთვე სხვა დღეებიცა, რომლებსაც ვეძახით საუფლო დღესასწაულებსა.საჭიროა ვიცოდეთ, ნამდვილი ქრისტიანი ამისთანა დღეებში როგორ უნდა იქცეოდეს. ძმებო, თვითეულ დღესასწაულს აქვის საკუთარი მნიშვნელობა. დღევანდელს დღესასწაულს ვდღესასწაულობთ იმისთვისა, რომელ უფალი ჩვენი იესო ქრისტე შემდეგ საფლავით აღდგომისა, დარჩა ქვეყანაზე 39 დღე და ეცხადებოდა თავის მოციქულებსა, ასწავლიდა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ხალხში და გაევრცელებინათ ქრისტიანობა. და მეორმოცე დღეს დანიყვანნა მთასა ზედა ზეთის ხილთასა, მისცა უკანასკნელი დარიგება, რომელ ეხლა ის მიდის ცაში თავის მამასთან, რომელმაც გამოგზავნა და გამაუგზავნის სულიწმიდასა, რომელიც იმათ გაანათლებს და გაამხნევებს თავის მოვალეობაში და იქნება თითონაც უხილავად იმათთან და რასაც ითხოვენ იმის სახელით, ყოველივე შაუსრულდებათ. იმათ მისცემს ისეთს ძალასა, რომელ მკვდართ აღადგენენ, სნეულთ განკურნევენ, ბრმებს თვალებს აუხელენ, ეშმაკეულთ გაათავისუფლებენ და კოჭლს ფეხებს შეაბამენ. ერთი სიტყვით, რასაც კი ითხოვენ ქრისტესგან, ყოველიფერს იქმონენ და ვერც არავინ რას ავნებს, რაც უნდა სასიკვდილო რამ ასვან. მხოლოდ ისინი უნდა იყვნენ მტკიცედ თავიანთ მოვალეობაში და ქრისტეს სარწმუნოებაში.
შემდეგ ესრეთის დარიგებისა, აკურთხნა იგინი, ესე იგი, დალოცნა და თვითონ კი ამაღლდა ზეცად, მოეგებნენ ანგელოზნი, აღისვეს ფრთებზედ და წაიყვანეს დიდებით, ხოლო მოციქულნი გაკვირვებულნი უყურებდნენ ზეცად. ამ დროს დაბრუნდა ერთი ანგელოზთაგანი და უთხრა: რას განკვირვებულხართო? თქვენ ესეც იცოდეთო, როგორც ეხლა იხილეთ ზეცად აღმავალიო, ეგრეთვე კიდევაც იხილავთო, რომ აქავეც მოვიდესო. ამითი, ძმებო, ანგელოზმა ის გამოუცხადა, რომელ ქრისტე კიდევაც მოვა ქვეყანაზე, აღადგენს მკვდართა, განარჩევს მტყუანთა და მართალთა. მტყუანთ გაგზავნის ჯოჯოხეთშია, რომელნიც უნდა იტანჯნენ უკუნისამდე და მართალთ - სამოთხეშია, რომელნიც უნდა დარჩნენ საუკუნოდ განსვენებაშია.აი, ძმებო, ქრისტიანებო, მიზეზი დღევანდელის დღესასწაულისა, რომელიც მოგვაგონებს იმ ბედნიერ დღესა, როდესაც ამაღლდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე.
და აგრეთვე, ყოველი დღესასწაული არის ასრე კანონიერად დაწესებული, ესრეთის დიდისა და ბედნიერის შემთხვევის მოსაგონებლად დაწესებული, მაგრამ ეხლა ის არის საჭირო, გავიგოთ, როგორ უნდა იქცეოდეს ნამდვილი ქრისტიანი ამისთანა დღეებშია.ნამდვილი ქრისტიანი უნდა ყოველთვის ესწრებოდეს ეკლესიაში ლოცვა-წირვაზედა, ყურს უგდებდეს, რასა ბრძანებს სახარება, ანუ მოციქული და რასაც თითონ გაიგონებს, ხო კარგი და რასაც ვერ გაიგონებს, ჰკითხავდეს ეკლესიის მოძღვარსა და მისგან შეიტყობდეს იმისთვის, რომ შინ რო მუა, უანბოს თავის სახლობასა და იმათაც გააგებინოს. თავისი თავი წმინდად შეინახოს, თუ მოჩხუბარი ყავ, შაურიგდეს, რომ სავნები და საზიანო გულში არ გაუჩნდეს. სნეული თუ ვინმე არის, ნახოს. ნუგეში მისცეს, თუ რამე იცის, აწამლოს. ობოლთ დაუმწყალობნოს, შეეწიოს ღარიბთა და გლახაკთათვის რამე იზრუნოს, რითაც შეიძლება - საქმითა თუ სიტყვითა. და რომელიც ქრისტიანი ესრეთ არ იქცევა, ის ნამდვილი ქრისტიანი არ არის. ამისთვის საჭიროა, ყოველმა ქრისტიანმა იცოდეს თავისი მოვალეობა, რომელ უცოდინრობით ღმერთი არ გაანრისხოს და მითი მოაკლდეს ღვთის მოწყალებასა. ვეცადნეთ, ძმანო, ყველანი ასე ვიქცეოდეთ, რო ღმერთი შეგვეწიოს, ამინ!
ყოვლადმოწყალეო ღვთისმშობელო, შეიწირე ლოცვანი და ცრემლნი ყოველთა, რომელნიც შეუვრდებით ხატსა შენსა1878 წელს ტულის გუბერნიაში უცნაური ამბავი მოხდა, რომლის შესახებაც მალე მთელმა რუსეთმა შეიტყო. ერთი გლეხი, ყოფილი ჯარისკაცი, მემთვრალეობის საშინელი სენით იყო შეპყრობილი. მან მთელი თავისი ქონება, გაფლანგა და უკიდურეს გაჭირვებაში ჩავარდა. გადამეტებული სმისგან ამ კაცს ფეხები წაერთვა, თუმცა იგი კვლავ აგრძელებდა ალკოჰოლის მიღებას.ერთხელ ყოფილ ჯარისკაცს ძილში უცნობი წმიდანი გამოეცხადა, რომელმაც უბრძანა, ქალაქ სერპუხოვოში, ყოვლადწმიდა ღვისმშობლის სახელობის მონასტერში, წასულიყო და ზეციური დედოფლის ხატის, ?შეუსმელი ბარძიმის?, წინ პარაკლისი გადაეხადა.ხეიბარს გასამგზავრებლად არც სახსარი გააჩნდა და არც ფიზიკური ძალა, მაგრამ მას კვლავ გამოეცხადა წმიდანი და მრისხანედ მოსთხოვა თავისი ნაბრძანების შესრულება. თითქმის ოთხით დაიძრა ყოფილი ჯარისკაცი სერპუხოვოში მდებარე მონასტრისკენ. ერთ-ერთ დასახლებაში იგი დასასვენებლად შეჩერდა. ხეიბარი ერთმა მოხუცმა ქალმა შინ შეიპატიჟა, ტკივილების შესამსუბუქებლად ფეხები მალამოთი დაუზილა და თბილ ბუხარზე მოასვენა. მეორე დილით სტუმარმა საოცარი შვება იგრძნო. ასე წვალებით, თავდაპირველად ორ ჯოხზე, შემდეგ კი ცალ ჯოხზე დაყრდნობილმა, განაგრძო გზა და ჩააღწია სერპუხოვომდე.მონასტერში მისვლისთანავე მემთვრალემ თავისი სიზმრისეული გამოცხადების შესახებ ბერებს უამბო და სთხოვა, მისთვის ღვთისმშობლის ხატი, ?შეუსმელი ბარძიმი?, ეჩვენებინათ. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ასეთი ხატის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ბერებმა ყოვლადწმიდა ქალწულის მრავალი გამოსახულება დაათვალიერეს. ბოლოს ყურადღება ერთ ხატზე შეაჩერეს, რომელიც ტაძრიდან საცავში გასასვლელ ტალანში ეკიდა. უკანა მხარეს ხატს, მართლაც, ჰქონდა წარწერა: ?შეუსმელი ბარძიმი?... ღირსი ვარლაამის ხატში კი გლეხმა მაშინვე ამოიცნო ძილში გამოცხადებული წმიდანი. სერპუხოვოდან ყოფილი ჯარისკაცი სრულიად გამოჯანმრთელებული დაბრუნდა.ცნობა ამ სასწაულით განდიდებული ღვთისმშობლის ხატის შესახებ სწრაფად მოედო მთელ რუსეთს. ლოთობის სენით შეპყრობილი ადამიანები, მათი ნათესავები და ახლობლები უწყვეტ ნაკადად მიედინებოდნენ სერპუხოვოსკენ, რათა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისადმი ლოცვა აღევლინათ. ბევრი კი უკვე აღსრულებული კურნების გამო ზეციური დედოფლისათვის მადლობის შესაწირად ჩადიოდა.დიდებული ხატი იკონოგრაფიით ღვთისმშობლის ერთ-ერთი გამოსახულების ტიპს, ?ორანტას?, განეკუთვნება, უფალი კი ბარძიმშია გამოსახული. ეს არის წმიდა ზიარების ბარძიმი, საიდანაც უხვად გადმოედინება მადლი და წყალობა მათზე, ვინც რწმენით მიეახლება მას, ხოლო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ზე აპყრობილი ხელებით ლოცულობს ყველა ცოდვილისთვის და სულიერი სიხარულისა და ნუგეშის დაუშრეტელი წყაროსკენ მოგვიხმობს. დედა ღვთისა გვაუწყებს, რომ შეუსმელი ბარძიმი ზეციური მეოხებისა და მოწყალებისა თითოეული ვნებულისთვის არის განმზადებული.ამ სასწაულთმოქმედი ხატის დღესასწაული 18 მაისს აღესრულება.
ლოცვა:
,,ჰოი, მოწყალეო დედოფალო, შენისა მეოხებისა მიმართ მოვილტვით დღეს, ლოცვასა ჩვენსა ნუ უგულებელს-ჰყოფ, არამედ მოწყალედ ისმინე ჩვენი, შვილთა, დედათა და მემთვრალეობისა მწარისა სენითა მოწყლულთა, გოდებაი და ვედრებანი დედისა ჩვენისა ქრისტეს ეკლესიისანი და აღადგინენ დაცემულნი ძმანი, დანი და ნათესავნი ჩვენნი ყოველნი.
ჰოი, მოწყალეო დედაო ღვთისაო, მიეახლე გულთა მათთა და მსწრაფლ განკურნენ იგინი დამღუპველისა ცდომილებისაგან და მხსნელი მოთმინებაი მიჰმადლენ მათ. ევედრე ძესა შენსა, ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა, რაითა შეგვინდვნეს ჩვენ შეცოდებანი ჩვენნი და არა განაშოროს წყალობაი თვისი ერისაგან თვისისა, არამედ განგვამტკიცნეს ჩვენ სიფხიზლესა და უმანკოებასა შინა." ამენ!





User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zegardeli
პოსტი May 28 2009, 03:30 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 198
რეგისტრ.: 9-February 09
წევრი № 6,471



ქადაგების თარიღი ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 28 2009, 03:48 PM
პოსტი #3


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ეგ უნდა იყოს ვაჟას მამა, მასზე ნახეთ ეს სტატია
http://ijhei.wordpress.com/2008/10/25/%E1%...83%A0%E1%83%A5/
ვაჟა კიკნაძე: ახალი საარქივო მასალა ვაჟა-ფშაველას ოჯახური ბიოგრაფიისათვის [თბილისი, 2007]


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
saria-giorgi
პოსტი May 29 2009, 09:51 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 407
რეგისტრ.: 4-July 07
მდებარ.: q.walenjixa
წევრი № 2,386



ციტატა(zegardeli @ May 28 2009, 03:30 PM) *

ქადაგების თარიღი ?

1876 წელს იქადაგა, თვე სამწუხაროდ არ წერია!

ციტატა(KAIROS @ May 28 2009, 03:48 PM) *

ეგ უნდა იყოს ვაჟას მამა, მასზე ნახეთ ეს სტატია



მართლაც ვაჟას მამაა!


--------------------
[indent]undefined[/indent] [size=7]"შეიძლება ღმერთი გწამდეს,სამებაც აღიარო და ამავე დროს სახარებაც იქადაგო,მაგრამ ცხონება ეკლესიის გარეშე არ არსებობს."[/size][size=7]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 4th May 2024 - 12:25 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი