IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

11 გვერდი V « < 8 9 10 11 >  
Reply to this topicStart new topic
> დაიპყრობს თუ არა ანტიქრისტე მსოფლიოს
George Leluashvili
პოსტი Oct 31 2011, 10:26 PM
პოსტი #181


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,088
რეგისტრ.: 27-February 11
წევრი № 10,559



arcivi9
ციტატა
სწორედ მაგას ვამბობ მეც, ასეთი წინასწარმეტყველებები ნაკლებად სანდოა, მე ამ თემის სულ დასაწყისში რომ "დოკუმენტური" ფილმი დავდე ის საერთოდ წარმოუდგენელი სისულელეებით არის გავსებული

ჰოდა გეთანხმებიsmile.gif


--------------------
________________________________________________________________________

შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი;
შეიძულე დიდება და იქნები დიდებული;
შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი;
შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას;
შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას.
________________________________________________________________________

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Martl_madidebeli
პოსტი Jan 9 2013, 07:11 PM
პოსტი #182


მართმადიდებელი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 134
რეგისტრ.: 4-January 13
წევრი № 12,857





დაიპყრობს არა

ცადა მიწა გადავლენ და იესო ქრისტეს 1 სიტყვა არ გადავა სანამ არ აღსრულდება ყველაფერი რაც მან თქვა

მან კი სთქვა სახარებაში გარკვევით რომ იქნება ანტიქრისტე რომელსაც მიეცემა მსოფლიო ბატონობა და ამას აღარ სჭირდება წიოკი და აბობოქრება, ამას სჭირდება ლოცვა და მარხვა


--------------------
www.martlmadidebeli.wordpress.com
სწავლა სიკვდიმდე შენია
საქართველო сакартвело saqartvelo
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 25 2018, 11:22 AM
პოსტი #183


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ანტიქრისტე კაცთა შორის ყველაზე უკეთური იქნება. მას წმინდა მამები "უკეთურ კაცსაც" უწოდებენ"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 19 2018, 10:06 PM
პოსტი #184


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თავისთავად, სამყაროს გაერთიანება კი არ მოიყვანს ბოლო ჟამს, არამედ ჩვენი სულიერი მდგომარეობა. ანტიქრისტე იქნება ჩვენი სულიერი მდგომარეობის განივთება."

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 20 2018, 11:14 AM
პოსტი #185


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმ. იოანე ოქროპირს ჰკითხეს - როდის იქნება მეორედ მოსვლაო, მან კი ძალიან მოკლე პასუხი გასცა - მეორედ მოსვლა იქნება მაშინ, როცა კაცი ქალი გახდება, ქალი კიდევ - კაციო"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 21 2018, 11:39 PM
პოსტი #186


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"- მამაო, უფლის მეორედ მოსვლის მოახლოების რა ნიშნებია ცნობილი?

- მსოფლიო გლობალიზაცია - გაერთიანება ღმერთის გარეშე, ანუ ბაბილონის გოდოლი; გლობალიზაცია - ქრისტიანების მიერ გამოყენებული შესაძლებლობა მთელ მსოფლიოში ქრისტიანობის ქადაგებისა; კაცობრიობის ზნეობრივი გადაგვარება და სიყვარულის შემცირება; სოლომონის ტაძრის აღდგენა - როგორც სიმბოლო მსოფლიო პოლიტიკური და რელიგიური ძალაუფლების შერწყმისა; ანტიქრისტეს გამეფება, მისი სოლომონის ტაძარში ინაუგურაცია - მსოფლიო რელიგიური და პოლიტიკური ძალაუფლების რეალური კონცენტრირება ერთ კაცში; ანტიქრისტეს ხელისუფლებაში მოსვლა დემოკრატიული არჩევნებით; მთელ მსოფლიოში კაცობრიობის უღმერთო მდგომარეობის განვითარება; ილიასა და ენუქის ქადაგება - კაცობრიობის ჯანსაღი ნაშთის ბრძოლა ანტიქრისტეს წინააღმდეგ; წინასწარმეტყველთა მოკვდინება - ანტიქრისტეს ფიზიკური გამარჯვება ნათლის შვილებზე; ელიასა და ენუქის მკვდრეთით აღდგომა და ამაღლება - ნათლის შვილების ანტიქრისტეზე რეალური გამარჯვების დასაწყისი და უფლის დაბრუნების უკიდურესი მოახლოება."

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/

"- ბოლო დროს ბევრს საუბრობენ მხეცის ბეჭედზე...

- ბოროტმა შესაძლოა ტექნიკური საშუალებები, მაგალითად, ჩიპი და პლასტიკური ბარათი, სათავისოდ გამოიყენოს, მაგრამ მხეცის ბეჭედი სხვა რამეს ნიშნავს; ეს არის გონების დაბინდვა, ჭეშმარიტი სიკეთის ქმნის უნარის დაკარგვა. როგორი იქნება ის გარეგნულად, ნაკლებად მნიშვნელოვანია. უმთავრესი ის არის, რომ როდესაც ანტიქრისტე მოვა, ყოველმა ადამიანმა არჩევანი უნდა გააკეთოს და ეს არჩევანი განსაზღვრავს, ექნება თუ არა მხეცის ბეჭედი.

ამბობენ, ძალადობით დაადებენ ადამიანებს ბეჭედსო, გონებას წაართმევენო. თუკი ძალადობით რამეს მავნებენ, მოწამე ვყოფილვარ; თუკი გონებას წამართმევ, მაშინ არც ერთი ცოდვა ცოდვად არ ჩამეთვლება. ეშმაკს ჩემი არჩევანი სჭირდება. თავის მხრივ, ცხადია, არც ჩიპია კარგი; საშინელებაა პოლიციური სახელმწიფო, რომელიც ამ ჩიპების მეშვეობით ყველას და ყველაფერს აკონტროლებს, თუმცაღა რაც არ უნდა მაკონტროლო, ღმერთს ვერ წამართმევ. სხვისი კონტროლი ვერ დამღუპავს; დამღუპავს ჩემივე მცდარი არჩევანი.

უფალი დამსჯელად კი არა, მხსნელად მოვა. მისი მეორედ მოსვლის ჟამს კაცობრიობა თავის თავს ამოწურავს. რა არის კაცობრიობის ისტორიული დანიშნულება? რა და, ზნეობრივი არჩევანის გაკეთება.

იბადები განსაზღვრულ დროს, განსაზღვრულ ეპოქაში, განსაზღვრულ ადგილას, განსაზღვრულია შენი სქესიც. მაგრამ არ არის განსაზღვრული ყოველწუთიერი ზნეობრივი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, გქონდეს, რომელიც საბოლოოდ ასეთ არჩევანთან მიდის: ღმერთი თუ უღმერთობა. თუკი დადგება დრო, როცა აღარ გვექნება ზნეობრივი არჩევანის გაკეთების საშუალება, მაშინ კაცობრიობა დაკარგავს თავის დანიშნულებას და შეწყვეტს არსებობას.
ზნეობრივი არჩევანის გაკეთების შეუძლებლობა გამოვლინდება იმაში, რომ ანტიქრისტეს, რომელიც ბოროტების აბსოლუტური კონცენტრირებაა, სიკეთის სრულ კონცენტრირებად მიიჩნევენ.

უფალი მოდის თითო-ოროლა გადარჩენილი ადამიანის მხსნელად და არა კაცობრიობის დამსჯელად. კაცობრიობა თვითონ ისჯის თავს. მე რომ მეხუთე სართულზე ვცხოვრობ, ეზოში ჩასვლა მინდა და ფანჯრიდან ვეცდები გადასვლას, ცხადია, ხვდებით, რაც დამემართება. დავარღვიე გრავიტაციის კანონი, რომელიც უფალმა დააწესა და ახლა მას დავაბრალო, რაც შემემთხვევა?! მე თუ ზნეობრივ კანონებს დავარღვევ, კიდევ ღმერთს ვუსაყვედურო იმის გამო, რასაც მოვიწევ?!

ხანდახან ადამიანებს მცდარი წარმოდგენა აქვთ უფლის მეორედ მოსვლის შესახებ, მას საშინელების, კატასტროფის სიმბოლოდ აღიქვამენ. მეორედ მოსვლა კი სიხარულის, ბედნიერების დღესასწაულია."

/დეკ. თეოდორე გიგნაძე/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 23 2018, 11:22 PM
პოსტი #187


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მამა პაისის სთხოვეს, რაიმე გვითხარი ანტიქრისტეზეო. მან ბრძანა: "მოდით, ახლა ქრისტეზე ვისაუბროთ. თუ ქრისტესთან ვართ, მაშინ ანტიქრისტესი რაღად გვეშინია? ან იქნებ დღეს ანტიქრისტიანული სული არ ტრიალებს? ასეა თუ ისე, ბოროტებას ანტიქრისტიანული სული სჩადის. ხოლო თუ ურჩხული - ანტიქრისტე დაიბადება და სხვა უგუნურ საქმეებს ჩაიდენს, საბოლოოდ მაინც სასაცილო გახდება".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 15 2018, 08:20 PM
პოსტი #188


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როდესაც წმინდა ილია თეზბიტელმა მქადაგებლობითა და სასწაულთმოქმედებითაც ვერ აღუძრა სინანული თავის ერს, გასაოცარი რამ ითხოვა უფლისგან: გვალვა და შიმშილი. მისი ლოცვით, სამწელიწად-ნახევრის განმავლობაში ნამიც კი არ გადმოუგდია ცას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ამბავი ისტორიულად მოხდა, იგი იმავდროულად ანტიქრისტეს დროის წინასახეცაა."

/დეკ. არჩილ მინდიაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 31 2020, 06:23 PM
პოსტი #189


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუკი ადამიანს გულში ქრისტე უდევს ქვაკუთხედად, ანტიქრისტე მის გულში ადგილს ვერ დაიმკვიდრებს. ამიტომ გული ქრისტეს უნდა გავუღოთ და მივყვეთ უფლის გზას.

ადამინმა ის კი არ უნდა ეძიოს, როგორია ანტიქრისტეს ბეჭედი, არამედ ის, როგორ იცხოვროს ქრისტიანულად, რათა როდესაც ანტიქრისტე გამოჩნდება, მის თაყვანისმცემლებს არ შეუერთდეს.

როგორადაც უნდა ვიცოდეთ თეორიულად როგორია და რას ნიშნავს ანტიქრისტეს ბეჭედი, თუ ქრისტიანულად არ ვცხოვრობთ, მაინც მივიღებთ. ამიტომ მთავარია, ნებისმიერ ეპოქაში, ნებისმიერ ჟამს, ადამიანმა იცხოვროს ქრისტიანულად.

ეს იქნება საფუძველი იმისა, რომ ანტიქრისტეს ბეჭედს არ მივიღებთ. ანტიქრისტე კი არ იქცევა ჩვენი წარწყმედის მიზეზად, არამედ ჩვენი ცხოვრება, რამდენად მორწმუნენი ვართ, რამდენად მტკიცეა ჩვენი სარწმუნოება"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 31 2020, 07:09 PM
პოსტი #190


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთი მხრივ, ღვთის დაშვების გარეშე არაფერი ხდება და ვერც ანტიქრისტე გამეფდება, თუმცა, მეორე მხრივ, ანტიქრისტეს გამოჩენას გამოიწვევს კაცობრიობის უფლისგან განდგომილება, ისევე, როგორც ძველი სამყაროს კაცობრიობის უკუდურესად დაცემამ გამოიწვია წარღვნა.

ანტიქრისტეს მოსვლა იქნება თავად ადამიანების სურვილი, რადგან ღვთისგან განშორება თავისთავად იწვევს ეშმაკთან მყოფობას. ცხადია, ადამიანები არ სთხოვენ უფალს ანტიქრისტეს მოვლინებას, მაგრამ ღვთის დაშვებით, მათი სულიერი და ხორციელი მდგომარეობით იქნება განპირობებული"

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 14 2020, 09:31 PM
პოსტი #191


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მეფეც კურთხევის დროს ანტიქრისტეს ხელთათმანები ეცმევა, ხოლო როცა გაიძრობს, რათა პირჯვარი გადაიწეროს, პატრიარქი თითებზე ფრჩხილების ნაცვლად ბრჭყალებს შეამჩნევს, რაც საბოლოოდ დაარწმუნებს იმაში, რომ ის ნამდვილად ანტიქრისტეა"

/სქიმარქიმანდრიტი ლავრენტი ჩერნიგოველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 4 2021, 01:23 PM
პოსტი #192


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ახლა რაც შეეხება მასონებსა და ცოდნას ანტიქრისტეზე - დიახ, ჩვენი ფიქრი და გონება მხოლოდ ქრისტეთია მოცული და ანტიქრისტეს შიში ქრისტეს სიყვარულზე უპირატესი არ უნდა იყოს, მაგრამ ცოდნა ამ ყველაფრისა და გადმოცემა ეკელსიისა იმ ჟამზე, რომელიც აუცილებლად დადგება, ნებისმიერი მორწმუნისათვის სავალდებულო და აუცილებელი ცოდნაა. არა შიშით, არა ცრუ თეორიებით, არამედ ღვთის რწმენითა და სიფხიზლით გვმართებს ფიქრი და განსჯა იმ პროცესებისა, რაც ჩვენ გარშემო ხდება."

/თამარ მამაცაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 5 2021, 08:34 PM
პოსტი #193


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ანტიქრისტე, თუკი შეიძლება ასე გამოითქვას, განხორციელებული ეშმაკი იქნება"

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 15 2021, 08:36 PM
პოსტი #194


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



" - მაგრამ როგორ დაიტანჯებიან ის ადამიანები, ვინც ანტიქრისტეს ბეჭედი მიიღეს?

- ერთი სპეციალისტი მიყვებოდა, რომ ლაზერული სხივები ძალიან მავნებელია ორგანიზმისათვის. ის ადამიანები, ვინც ბეჭედი მიიღეს, "შეიწოვენ" მზის სხივებს, რაც ისეთ ზიანს მიაყენებს მათ, რომ ტკივილისგან ენას მოიკვნეტენ! ისინი, ვინც არ მიიღებენ ბეჭედს, სხვებზე უკეთ იქნებიან, ვინაიდან მათ ქრისტე დაეხმარება. ეს კი უბრალო საქმე არაა".

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 17 2021, 08:15 PM
პოსტი #195


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმ. იპოლიტეს ჰკითხეს: - იქნება თუ არა ეკლესია ანტიქრისტეს დროსო, რაზეც წმინდანმა უპასუხა: - იქნება, მაგრამ ის იქნება ანტიქრისტესთან ერთად და არა ღმერთთან ერთად".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 19 2021, 09:19 PM
პოსტი #196


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რწმენა არის ყველაზე ქმედითი საშუალება ეშმაკის და მისი მსახურების - ანტიქრისტეს და ცრუ-წინასწარმეტყველის ყველა მზაკვრობების მოსაგერიებლად და აღსახოცად"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 1 2021, 06:48 PM
პოსტი #197


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუკი ქრისტე არის ჭეშმარიტება და თქვენ, ვინც მას შეიცნობთ, ჭეშმარიტება გაქვთ თქვენში; მაშინ, ცხადია, ცრუ, რომელიც ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, ანუ ქრისტეს, არის ანტიქრისტე"

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 5 2021, 10:21 PM
პოსტი #198


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ანტიქრისტეს დროს გაგიჭირდებათ ისეთი წმიდა მამების ნახვა, ვისთანაც მიხვალთ და რჩევას შეეკითხებით. როდესაც სულიერად გაგიჭირდებათ, სახარებას მიმართეთ. ასევე იოანე კლემაქსს, მას ოცდამეათე საფეხურამდე ყველაფერი სრულყოფილად აქვს აღწერილი"

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 7 2021, 12:35 PM
პოსტი #199


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ანტიქრისტეთი დასრულდება კაცობრიობის ღმრთის მოწინააღმდეგეთა რტო, რომელიც კაენიდან აღმოცენდა, ნებროთთან გაიფურჩქნა და კაცობრიობას, ვით შხამიანი მტევნები, მისცა ნაყოფი - ძველი და ახალი ტირანები, მკვლელები და ერესიარქები".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 22 2021, 05:42 PM
პოსტი #200


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,567
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ანტიქრისტე სატანა კი არა, ადამინი იქნება, სატანის მიერ შეპყრობილი და მოქმედი (გასატანებული). იგი მაგიაში დახელოვნებული ვინმე ებრაელი იქნება".

/ეკუმენიოსი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

11 გვერდი V « < 8 9 10 11 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 11:07 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი