საინტერესო საიტები, ინტერნეტ-რესურსი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
საინტერესო საიტები, ინტერნეტ-რესურსი |
მარიამი |
Aug 6 2013, 12:04 AM
პოსტი
#221
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ციტატა იქნებ ვინმე დამეხმაროს დავით ციცქიშვილის წიგნს ვეძებ მართლმადიდებლური ფსიქოლოგია. 2 თუ 3 წიგნია გამოცემული მაგ სათაურით. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
nibiru |
Oct 10 2013, 10:25 AM
პოსტი
#222
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 83 რეგისტრ.: 21-May 12 წევრი № 12,369 |
http://www.osho.ru/
ოშოს მდოგვის მარცვალი მაგარიაა http://www.klex.ru/9t http://www.koob.ru/osho/#books აქ კი მისი ყველა წიგნიაა -------------------- "здесь и сейчас"
|
nibiru |
Oct 23 2013, 12:44 PM
პოსტი
#223
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 83 რეგისტრ.: 21-May 12 წევრი № 12,369 |
-------------------- "здесь и сейчас"
|
qetevano |
Nov 22 2013, 12:58 AM
პოსტი
#224
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
23-10-2013
მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე 9 თვით ადრე, გერმანელების მიერ ოკუპირებული ჩეხოსლოვაკიიდან, ბრიტანელმა მამაკაცმა 669 ბავშვის გაყვანა მოახერხა. 17 წლამდე ასაკის ბავშვების უმრავლესობა ებრაელი იყო. ბრიტანეთმა მაშინ 10 ათასამდე დევნილი ბავშვი შეიფარა ნაცისტური გერმანიიდან, პოლონეთიდან, ავსტრიიდან და ჩეხოსლოვაკიიდან. ბავშვები ბრიტანულ სკოლებში ფერმებში და სასტუმრო-სახლებში გაანაწილეს. მათგან ბევრი, ოჯახიდან ერთადერთი იყო, ვინც ჰოლოკოსტს გადაურჩა... "ბრიტანელი შინდლერი", როგორც ბრიტანელ ფილანტროპს ნიკოლას ჯორჯ ვინტონს მოიხსენიებენ, უშუალოდ მონაწილეობდა ბავშვების გამოყვანისა და მათი დაბინავების საქმეში. 1939 წლის მარტი-აგვისტოს თვეებში, ბრიტანეთის მიმართულებით რვა მატარებელი დაიძრა, რომელმაც 669 ბავშვი სამშვიდობოს გაიყვანა. მეორე მსოფლიო ომის დროს, ჩეხოსლოვაკიაში 15 ათასი ბავშვი დაიღუპა... ამ საოცარი კაცთმოყვარეობის ამბავს ვინტონი 40 წლის მანძილზე საიდუმლოდ ინახავდა, სანამ 1988 წელს, მისმა ცოლმა გრეტამ, ქმრის დოკუმენტებში ჩანაწერების წიგნი არ იპოვა. ჩანაწერებში ყველა ბავშვის, მათი მშობლების სახელები, მისამართები და ფოტოები იყო თავმოყრილი. სწორედ 1988 წელს შეიტყო მსოფლიომაც "ბრიტანელი შინდლერის" გმირობის ამბავი. როცა "ბი-ბი-სი"-ს ეთერში გადაცემა "That's Life" გავიდა, სადაც ვინტონი სტუმრად იყო მიწვეული. გადაცემის წამყვანმა ესთერ რანტზენმა ვინტონის ჩანაწერების ჩვენება დაიწყო, თან ამ საოცარ ისტორიას ყვებოდა. შემდეგ წამყვანმა შეკითხვა დასვა: "ამ აუდიტორიაში, არის ვინმე მსგავსი ისტორიით? თუ არის, ადგეს". ამ სიტყვებზე თანდათან მთელი დარბაზი წამოდგა ფეხზე - ასეთი ამაღელვებელი სიურპრიზი მოუწყო ტელეკომპანიამ ბრიტანელ გმირს და იმ ბავშვებს შეახვედრა, ვინც მან წლების წინ სიკვდილს გადაარჩინა... ...პრაღის მთავარ სარკინიგზო სადგურზე დგას ვინტონის ქანდაკება, ორ ბავშვთან ერთად. მონუმენტი 2009 წლის პირველ სექტემბერს სიმბოლურად დაიდგა იმ დღიდან 70 წლის აღსანიშნავად, როცა ამ სადგურიდან ჰოლოკოსტს გადარჩენილი ბავშვებით სავსე ბოლო მატარებელი გავიდა... ბრიტანელი გმირი 104 წლისაა და ლონდონში ცხოვრობს. http://www.kvirispalitra.ge/msoflio/19181-...adaarchina.html -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
G_saxva |
Nov 22 2013, 09:04 AM
პოსტი
#225
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
qetevano
აი ესაა გმირობა და სიკეთე, ღმერთმა ყველგან ამრავლოს ასეთი ადამიანები -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
A.V.M |
Nov 27 2013, 11:55 PM
პოსტი
#226
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ცოლ-ქმარი ბისექსუალ საყვარელთან ერთად ცხოვრობს
კალიფორნიაში მცხოვრები ცოლ-ქმარი, რომლებიც მონოგამიას უარყოფენ და თავს პოლიამორისტებს უწოდებენ, ბისექსუალ საყვარელთან ერთად ბედნიერად ცხოვრობენ. 38 წლის კამალა დევისსა და 49 წლის მაიკლ მაკკლურს 6 წლის ვაჟი, დევინი ჰყავთ; მათი საყვარელი 27 წლის ბისექსუალი რეიჩელ რიკარდსია. რეიჩელი წყვილთან ერთად სახლში ოჯახის წევრივით ცხოვრობს და პატარა დევინის აღზრდაშიც აქტიურად ეხმარება, ალაგებს სახლს და გემრიელ სადილსაც ამზადებს. ბავშვიც ძალიან ბედნიერია და ყველაზე მეტად ის ახარებს, რომ სხვებისგან განსხვავებით, "ორი დედა ჰყავს". ფსიქოლოგები ამბობენ, რომ დევინი ოჯახში არსებულ უცნაურ სიტუაციას ჯერ ვერ აცნობიერებს და აუცილებლად გაუჩნდება უხერხულობის განცდა, როდესაც ზრდასრულ ასაკში მიხვდება, რომ "მეგობრების ოჯახისგან მისი ცხოვრება განსხვავებულია". წყარო/Source: http://www.ambebi.ge/mozaika/91268-col-qma...l#ixzz2lsTAXXXH 2 მშობელი მოძველებულია და პრორუსულია ! თანამედროვე ბავშვს 2 ძირითადი და ერთი სათადარიგო მშობელი უნდა ჰყავდეს . დედა , მამა და ,, ორივენიცა '' . უცბად რომ დაშავდეს დედა ან მამა , დედობა და მამობა რომ გაუწიოს ბავშვს . აბა რა ! ამ ბავშვს რომ შეეკითხებიან - დედა უფრო გიყვარს თუ მამაო , უპასუხებს - ,,ორივენიცა !'' აი ესაა ნამდვილი კოჰაბიტაცია . არც დედას დაწყდება გული , არც მამას და არც ბისექსუალს ! ვოტ ! -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
G_saxva |
Nov 28 2013, 09:12 AM
პოსტი
#227
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
A.V.M
ეს წავიკითხე მაგრამ დამეზარა აქ დაწერა აი საით მივექანებით ბავშვებს 4-5 დედ მამა რომ ეყოლება და ეს ნორმალურ ქცევად ჩაითვლება მერე დაგვერხევა მანამ არა :| -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
G_saxva |
Nov 28 2013, 09:48 AM
პოსტი
#228
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
Go Travel - 8 მიზეზი, რისთვისაც საქართველოს უნდა ეწვიოთ
გერმანელი ბლოგერი ჯოშ კაჰილი, რომელიც ვებსაიტზე gotravelyourway.com სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობისას განცდილ შთაბეჭდილებებზე უცხოელებს მოუთხრობს, ამჯერად ვრცელ სტატიას საქართველოზე წერს და მკითხველს ფოტოგალერეასაც სთავაზობს. "არ ვიცი, რა ვიფიქრო საქართველოზე, მაგრამ გულახდილად რომ გითხრათ, ამ ქვეყანამ უბრალოდ აღმაფრთოვანა. ეს იმ გრძნობას ჰგავს, როდესაც იტყვი - დიახ, მთელი ცხოვრება ამის აღმოჩენას ველოდი. გაიფიქრებთ, ასეთი რა ნახეო? გულკეთილი ხალხი, ულამაზესი სოფლები და თბილისის ღამის ცხოვრება. რთულია ემოციები გადმოვცე", - წერს ავტორი. 8 მიზეზი, რისთვისაც საქართველოს უნდა ეწვიოთ: 1. ბუნება: საქართველოს ბუნება გაგაოცებთ. არასდროს დამავიწყდება თუშეთში მოგზაურობა. ვერ ვიჯერებდი, რომ ასეთ ჯადოსნურ ადგილას ტურისტები იშვიათად დადიან. ძალიან შთამბეჭდავია კავკასიონი. არასდროს დამავიწყდება ულამაზესი ჰორიზონტი, რომელიც ბათუმიდან თბილისში მგზავრობისას ვნახე. ავტობუსის ფანჯრიდან საოცარი პეიზაჟი ჩანდა: უღრუბლო ცა, კაშკაშა მზე და სიჩუმე. 2. ქართველები, რომლებიც თქვენს გულს დაიპყრობენ: არსად მიგრძვნია ისეთი ჰუმანური ურთიერთობა, როგორც თბილისში. არ დამიჯერებთ, მაგრამ სრულიად უცნობი ადამიანები ისე მექცეოდნენ, როგორც მათ დიდი ხნის მეგობარს. ერთ საღამოს ჩემმა მასპინძელმა ნინჩომ მე და ჩემი მეგობარი მაიკლი თბილისში ერთ-ერთ ბარში წაგვიყვანა. კუთხეში ბიჭები ისხდნენ, რომლებიც ნასვამები იყვნენ - მოულოდნელად ხმამაღლა სიმღერა დაიწყეს; როგორც ჩანს, ეს ჩვეულებრივი ამბავია, რადგანაც ჩვენი გაკვირვებული სახეებისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. სიმღერის ბოლოს სხვებმა აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს. შემდეგ მე და ჩემმა უცხოელმა მეგობარმა გერმანული სიმღერა დავიწყეთ - მოულოდნელად ყველა გაჩუმდა. სიმღერის ბოლოს შეძახილებით გაგვამხნევეს და ყველამ სიმღერა დაიწყო, ისმოდა ქართული ფოლკლორული ჰანგები და "ბითლზის" პოპულარული კომპოზიციები. ჩვენდამი პატივისცემას გამოხატავდნენ და თბილად გვექცეოდნენ - მუსიკა მათი ცხოვრების გზაა. 3. პატარა ბაზრები: პატარა ბაზრებს ყველგან შეხვდებით. დახლებზე ყველაფერია, რისი დაგემოვნებაც გაგახარებთ, ბოსტნეული, ხილი, ხორცი, პური... ძირითადად პროდუქტებს ასაკოვანი ქალები ყიდიან, რომლებიც ინგლისურად ერთ სიტყვასაც ვერ ამბობენ. 4. თბილისი - ყველაზე უნიკალური დედაქალაქი: თბილისი უნიკალური დედაქალაქია, რადგანაც სხვადასხვა კულტურის მიქსია. ქუჩაში მოსეირნე რიგითი მოქალაქეც კი მზადაა დაგეხმაროს. აქ შეხვდებით დასავლური ქსელის რესტორნებს McDonalds-სა და Burger King-ს, პატარა მაღაზიებს, საბჭოთა და თანამედროვე სტილის არქიტექტურულ შენობებს. თბილისში განსაკუთრებით ღამის ცხოვრება მომეწონა - ქუჩებში უამრავი ახალგაზრდაა. ქვეყანაში ძალიან რელიგიური ხალხი ცხოვრობს, რომლებიც ეკლესიას დიდ პატივს სცემენ. 5. თბილისის ვიწრო ქუჩები: შეუძლებელია ეს სილამაზე თბილისში მოხვედრისთანავე ვერ შენიშნო: ლამაზი, პაწაწინა ხეივნები და ქუჩები. ეწვიეთ თბილისს და აუცილებლად იქონიეთ ფოტოაპარატი. 6. იაფი ლუდი და სამზარეულო: საქართველოში გემრიელ ლუდს 2 დოლარად დალევთ. ალკოჰოლის დალევისას ყველა ყვირის "გაუმაჯუს" (Gaumajus). ქართული სამზარეულო უნიკალურია, განსაკუთრებით ხინკალი. ხინკლის ჭამისას წვენი არ უნდა დაღვარო. 7. ყველგან ეკლესიებია: ეკლესიებს შეხვდებით ყველაზე უცნაურ ადგილებში, სადაც მთისა და ცხვრების გარდა, არაფერია. განსაკუთრებული ყურადღება გერგეტის სამებამ მიიპყრო. 8. ბათუმი და ულამაზესი შავი ზღვის სანაპირო: თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ უფრო ლამაზი სანაპიროც მინახავს და ქვიშას უფრო დიდ უპირატესობას ვანიჭებ, ვიდრე ქვებს, მაგრამ ბათუმს და შავი ზღვის სანაპიროს თავისი შარმი აქვს. წარმოუდგენელია, ზღვა და მთა ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა. შეგიძლიათ თხილამურებით ისრიალოთ და 2 საათის შემდეგ სანაპიროზე გაირუჯოთ. ნაკადული/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/91281-go-...l#ixzz2lusJUiMt ასეთ სტატიას რომ წავიკითხავ გული დიდი სიხაულით მევსება,ვფიქრობ მთლად წყალ წაღებულები არ ვყოფილვართ. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
A.V.M |
Nov 29 2013, 01:39 AM
პოსტი
#229
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
G_saxva
უეჭველი... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
G_saxva |
Nov 29 2013, 09:01 AM
პოსტი
#230
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
A.V.M
რა გაცინებს? -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
G_saxva |
Nov 29 2013, 09:26 AM
პოსტი
#231
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
ძიუდოისტთა ასაკობრივ ნაკრებებს ნაადრევად დაატოვებინეს იაპონია, სადაც ჩვენები სასწავლო-საწვრთნელ შეკრებაზე იყვნენ წასული.
ამის მიზეზი ადგილობრივ წესებში გაურკვევლობა და ცუკუბას უნივერსიტეტის შიდაგანაწესის დარღვევა გახდა. ჭაბუკთა და ახალგაზრდული გუნდები იაპონიაში 11 ნოემბერს წავიდნენ ორკვირიან შეკრებაზე. მათ თავიდან ცუკუბას უნივერსიტეტში უნდა ევარჯიშათ, მერე კი კოდოკანში უნდა გადასულიყვნენ და იაპონელთა ახალგაზრდულ გუნდთან ერთად გაევლოთ შეკრების დასკვნითი ნაწილი, ევარჯიშათ, თუმცა ამდენი აღარ დასცალდათ. სწორედ ცუკუბაში მოხდა ის უსიამოვნო ამბები, რის გამოც ჩვენებს უნივერსიტეტი და მით მთელი ქვეყანაც დაატოვებინეს. ცუკუბას უნივერსიტეტის შიდაგანაწესის დარღვევა შემდეგში გამოიხატა: ჩვენები ხმადაბლა ლაპარაკის ნაცვლად საუბრობდნენ ჩვეულ ტონში, ხმამაღლა; უსმენდნენ მუსიკას, რაც ასევე ნორმის დარღვევაა; რიგითი მოქალაქისგანაც შევიდა საჩივარი მათზე ქუჩაში ველოსიპედით ზომაზე ჩქარა მოძრაობის შესახებ; ერთ-ერთ სპორტსმენმა სასტუმროში უნებლიედ ცეცხლმაქრი ბალონიც აამუშავა, როცა მის გადაადგილებას ცდილობდა... ერთი სიტყვით, მასპინძლებს ძალზე ბევრი მიზეზი დაუგროვდათ საიმისოდ, რომ ჩვენებისთვის კარისკენ მიეთითებინათ და ასეც მოიქცნენ. ორივე ნაკრები უკვე დაბრუნდა თბილისში, თუმცა ამით ყველაზე მეტად ახალგაზრდული ნაკრების ლიდერებმა, ამ ასაკში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონმა პირად-გუნდურში ბექა ღვინიაშვილმა (90) და ევროპის ჩემპიონმა გურამ თუშიშვილმა (100) იზარალეს - ძიგორო კანოს მემორიალში ვერ გამოდიან. ისინი თავიანთი შეკრების დასრულების შემდეგ ეროვნულ ნაკრებს უნდა შეერთებოდნენ, მაგრამ აქ ჩამოსულებმა ხელახლა ვიზის ასე სწრაფად აღება ვერ შეძლეს. ნაკადული:\http://sportall.ambebi.ge/sport/tcidaoba/dziudo/57794-skandali-qarthvel-dziudoistebs-utsesod-moqcevis-gamo-iaponia-daatovebines.html მომკლაი და არ მჯერა ხმამაღლა საუბრისთვის გამოეყართ. უწესოები რომ ვართ კიდევ ერთXელ გამოჩნდა. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
G_saxva |
Nov 29 2013, 10:14 AM
პოსტი
#232
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
ბიბლიოთეკა კვლავ მოქალაქეთა სამსახურში
ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკა უკვე საკმაოდ დიდი ხანია, რაც ამ მუნიციპალიტეტის უმნიშვნელოვანესი კულტურული ცენტრია და ხაშურის საზოგადოებას მუდამ მხარში უდგას კრეატიული პროექტებით და ღონისძიებებით. ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკამ საშუალება მისცა ხაშურის მუნიციპალიტეტის მცხოვრებთ ერთი ზარის განხორციელებით მიიღონ მათთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია. რაც მთავარია ზარი უფასოა და ინფორმაციაც მუდმივად განახლებადი. ახალი საინფორმაციო სამსახურის ნომერია (0368) 24 61 91 ნაკადული:\ http://khashurinews.wordpress.com/2013/11/...83%90%E1%83%A5/ -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 28th September 2024 - 01:29 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი