"ფანატიზმი" და მორწმუნეობა, ფანატიკოსობის თეორია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
"ფანატიზმი" და მორწმუნეობა, ფანატიკოსობის თეორია |
აკაკი |
Apr 5 2010, 05:22 PM
პოსტი
#41
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
guest1
უკაცრავად მეგობარო... შენ სხვანაირად (არასწორად) გაიგე ყოველივე რაც დავწერე. . . "ვინ ხარ შენ შენი განმარტებებით: ფანატიკოსი თუ ჭეშმარიტი მორწმუნე?" მე ვარ, ის ვისაც არ უნდა ფანატიკოსი იყოს და უნდა, რომ იყოს ჭეშმარიტი მორწმუნე . . . მეგობარო შენ მე ეხლა, ამხელა ჩამოყალიბებული რელიგიების განხილვა დამაკისრე . . . ეს თემა გავხსენი არა რომელიმე აღმსარებლობის განსახილველად არამედ პიროვნულად, ინდივიდუალური ადამიანის პოზიციისათვის. . . . როგორ შეიძლება მართმადიდებელი ქრისტიანი რომელიც ქრისტეს როგორც ჭეშარიტებას ემორჩილებოდეს... იწოდოს ფანატიკოსად?! |
guest1 |
Apr 5 2010, 08:54 PM
პოსტი
#42
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
neo
ციტატა არ არსებოსბ ნეიტრა;ური ტერიტორია, არ არსებობს სტატიკური პიროვნება... ჩვენ ან ვმოძრაობთ ღმერთისკენ ან მის საწინააღმდეგოდ... ასე თქვა ქრისტემ, ასე გადმოგვცეც მისმა მოსწავლეებმა და მისი მოსწავლეების მოსწავლეებმა. პირველ რიგში, საკუთარ აზრს აცხადებ და მაგ აზრს ისეთივე არსებობის უფლება აქვს როგორც სხვა აზრებს, მისი დაპირისპირებული აზრის ჩათვლით. მაგრამ, მნიშვნელოვანი აქ მაინც არის ის, რომ მართლმადიდებელს უნდა დაარქვას სხვას ფანატიკოსი და რა კრიტერიუმებითაც ის სხვას ფანატიკოსს უწოდებს, იგივე კრიტერიუმებითვე არის იგი ფანატიკოსი-მაგრამ ამას უარყოფს. მასზე არ უნდა გავრცელდეს ეს კრიტერიუმი. იმ მოძღრვის ქადაგებაში მოძღვარი უპირისპირებს მართლმადიდებელს და ფანატიკოსს ისე, რომ ადამიანი ან ფანატიკოსია ან მართლმადიდებელია. ე.ი. თუ არ ხარ მართლმადიდებელი, მაშინ ფანატიკოსი ხარ; შესაბამისად, მსოფლიოს მოსახლეობის 96 % ფანატიკოსია. თავად ასეთი განცხადება ფანატიზმია, ჩემი აზრით. ასეც რომ არ იყოს, მაშინ თვალთმაქცობა აღარ არის საჭირო. აღარ არის საჭირო იმის თქმა, რომ მართლმადიდებელი მორწმუნე სხვას ფანატიკოსობაში არ დებს ბრალს. ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო. თუ ღმერთისკენ არ ხარ, მაშინ მის წინააღმდეგ ხარ, შენი აზრით და მართლმადიდებლობის აზრით საერთოდ. თანაც, თუ ღმერთისკენ ხარ, მხოლოდ მართლმადიდებლური შეიძლება იყოს ეს გზა, რა თქმა უნდა მართლმადიდებლური ქადაგებით და არა სინამდვილეში. თქვენივე განმარტებებით მართლმადიდებელი არ უნდა არქმევდეს სხვას ფანატიკოსს და უღმერთოს (ყველას ქრისტეს შვილებს ვეძახითო) და ამასთანავე 96 % პროცენტს უღმერთოს და ფანატიკოსებს გვიწოდებ. ეს არის სიმართლის დიდება?აკაკი გაგიმარჯოს. მე კი გაგიგე აკაკი, მაგრამ, მე მგონი, ჩემი სათქმელი შენ არ მიიღე ისე, როგორც მე ვთქვი. მე ვამბობ, რომ შენ გინდა ფანატიკოსობა არ დაიბრალო და მოგყავს ფანატიზმის ისეთი განმარტება, რომ ვერ აცდები მაგ კატეგორიაში მოხვდე. მაგალითისათვის, შენ ათეისტებს უწოდებ ფანატიკოსებს და მერე ამბობ, რომ ის ვინც სხვას უწოდებს ფანატიკოსს, თვითონ ფანატიკოსიაო. მეორეც, იმ სხვა რელიგიებზე იმიტომ შეგეკითხე, რომ შენ როგორც მართლმადიდებელმა უნდა უარყო იმის შესაძლებლობა, რომ ასეთი რელიგიებიც ჭეშმარიტებას ქადაგებენ. შენ, როგორც მართლმადიდებელმა, მხოლოდ და მხოლოდ შეწი რელიგია უნდა აღიარო ჭეშმარიტად, რითიც შენსავე მოცემულ ფანატიკოსობის კრიტერიუმებში მოხვდები ისევ. |
აკაკი |
Apr 5 2010, 09:03 PM
პოსტი
#43
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
ციტატა აკაკი გაგიმარჯოს. მე კი გაგიგე აკაკი, მაგრამ, მე მგონი, ჩემი სათქმელი შენ არ მიიღე ისე, როგორც მე ვთქვი. მე ვამბობ, რომ შენ გინდა ფანატიკოსობა არ დაიბრალო და მოგყავს ფანატიზმის ისეთი განმარტება, რომ ვერ აცდები მაგ კატეგორიაში მოხვდე. მაგალითისათვის, შენ ათეისტებს უწოდებ ფანატიკოსებს და მერე ამბობ, რომ ის ვინც სხვას უწოდებს ფანატიკოსს, თვითონ ფანატიკოსიაო. მეც მაგას არ ვამბობ?! გეთანხმები-მეთანხმები. . . ამიტომ გითხარი მე ვარ ის ვისაც არ უნდა, რომ იყოს ფანატიკოსი და უნდა, რომ იყოს ჭეშმარიტი მორწმუნე |
ikanosi |
Apr 5 2010, 09:06 PM
პოსტი
#44
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
ციტატა მხოლოდ და მხოლოდ შეწი რელიგია უნდა აღიარო ჭეშმარიტად, რითიც შენსავე მოცემულ ფანატიკოსობის კრიტერიუმებში მოხვდები ისევ. პავლე მოციქული როგორ აღიქვამდა სხვა სარწმუნოებას? -------------------- ფარით ან ფარზე
|
guest1 |
Apr 5 2010, 09:48 PM
პოსტი
#45
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
აკაკი
ციტატა მეც მაგას არ ვამბობ?! შენ მეთანხმები, მე არ გეთანხმები მაგრამ მე არ ვამბობ მართალი ვარ თქო. მე არ გეთანხმები იმაში, რომ შენ ჩემს ნათქვამს ეთანხმები. შენ უბრალოდ იღებ ორ სიტყვას "ფანატიკოსი" და "ჭეშმარიტი მორწმუნე". ამათ შორის პრინციპულ განსხვავებას არ აკეთებ. თუ აკეთებ, მაშინ შენი განმარტებით ჭეშმარიტი მორწმუნე ფანატიკოსია, არ არის ჭეშმარიტი მორწმუნე. რას ნიშნავს ჭეშმარიტი მორწმუნე? ვინმეს ახირებული სიტყვაა? როგორია ჭეშმარიტი მორწმუნე და ვინ არის ამ დუნიაზე ჭეშმარიტი მორწმუნე?გეთანხმები-მეთანხმები. . . ამიტომ გითხარი მე ვარ ის ვისაც არ უნდა, რომ იყოს ფანატიკოსი და უნდა, რომ იყოს ჭეშმარიტი მორწმუნე ikanosi ციტატა პავლე მოციქული როგორ აღიქვამდა სხვა სარწმუნოებას? არ ვიცი. რას ამბობდა პავლე მოციქული ამის თაობაზე? და რა მნიშვნელობა აქვს რა თქვა პავლე მოციქულმა? |
ikanosi |
Apr 5 2010, 09:51 PM
პოსტი
#46
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
guest1
ციტატა მხოლოდ და მხოლოდ შეწი რელიგია უნდა აღიარო ჭეშმარიტად, რითიც შენსავე მოცემულ ფანატიკოსობის კრიტერიუმებში მოხვდები ისევ. აი ამის...ყველანი ფანატიკოსები გამოვსულვართ აბა -------------------- ფარით ან ფარზე
|
Atman |
Apr 5 2010, 09:54 PM
პოსტი
#47
|
მეცამეტე მეომარი ჯგუფი: Members პოსტები: 6,236 რეგისტრ.: 23-August 08 წევრი № 5,518 |
ikanosi
ციტატა აი ამის...ყველანი ფანატიკოსები გამოვსულვართ აბა არ გეწყინოს მაგრამ ამ ფორუმზე მყოფთა უმრავლესობის ზღვარი შორს არ დგას ფანატიზმისგან. ეს არც კარგია არც ცუდი. უბრალოდ ასეა. -------------------- हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे हरे राम हरे राम राम राम हरे हर |
აკაკი |
Apr 5 2010, 09:55 PM
პოსტი
#48
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
guest1
ფანატიკოსივართქო გეუბნები და ჰა |
ikanosi |
Apr 5 2010, 10:00 PM
პოსტი
#49
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
ფანატიკოსობა და მწირედმორწმუნეობას აიგივებთ თუ რას ამბობთ ვერ გავიგე -------------------- ფარით ან ფარზე
|
guest1 |
Apr 5 2010, 10:05 PM
პოსტი
#50
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
აკაკი
ციტატა ფანატიკოსივართქო გეუბნები და ჰა ვააჰ მე შენ ფანატიკოსობაში არ გდებ ბრალს და რატომ მეუბნები მაგას?კარგი, დავუშვათ შენ ფანატიკოსი ხარ (და თუ შენ ფანატიკოსი ხარ, მეც ფანატიკოსი ვარ). ვინ არ არის ამ დუნიაზე ფანატიკოსი? ყველაფერს თავი დავანებოთ, მე და შენ (როგორც ფანატიკოსებს) შეგვიძლია პასუხი გავცეთ ამ კითხვას და ვთქვათ ესა და ეს ფანატიკოსია, ესადაეს ფანატიზმია ან ვთქვათ ესა და ეს ჭეშმარიტი მორწმუნეა და ესადაეს ჭეშმარიტი სარწმუნოებაა? როგორ შეუძლია ფანატიკოსს აირჩიოს რა არის ფანატიზმი და რა არის ჭეშმარიტი სარწმუნოება? ერთიგაიგივე კითხვებია ესენი. ikanosi ციტატა ფანატიკოსობა და მწირედმორწმუნეობას აიგივებთ თუ რას ამბობთ ვერ გავიგე აბა მცირედ მორწმუნე ვინ არის და ჭეშმარიტი მორწმუნე ვინ არის? მუსულმანი, მაგალითისათვის, მცირედმორწმუნეა? |
ikanosi |
Apr 5 2010, 10:08 PM
პოსტი
#51
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
ციტატა აბა მცირედ მორწმუნე ვინ არის და ჭეშმარიტი მორწმუნე ვინ არის? მუსულმანი, მაგალითისათვის, მცირედმორწმუნეა? ჭეშმარიტი მორწმუნე ვინ არისო ამას როგორ მეუბნები? მუსლიმანზე არ ვამბობ მე, მართლმადიდებელზე და ქრისტეს მოძღვებაზე...ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე -------------------- ფარით ან ფარზე
|
guest1 |
Apr 5 2010, 10:16 PM
პოსტი
#52
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
ikanosi
ციტატა ჭეშმარიტი მორწმუნე ვინ არისო ამას როგორ მეუბნები? ეს კითხვა ვერ გავიგე. როგორ გეუბნები რას ნიშნავს? არ უნდა გაკადრო ასეთი კითხვა თუ შენ არ შეგიძლია ამაზე პასუხის გაცემა?ციტატა მუსლიმანზე არ ვამბობ მე, მართლმადიდებელზე და ქრისტეს მოძღვებაზე...ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე კარგი გეთანხმები-მართლმადიდებლობა არის ჭეშმარიტი სარწმუნოება. ისლამი, იუდაიზმი და კათოლოციზმი არის თუ არა ჭეშმარიტი სარწმუნოება? ხოდა, შესაბამისად მუსულმანი, იუდაიზმის მიმდევარი და კათოლიკე არის თუ არა ჭეშმარიტი მორწმუნე? თუ არ არიან ესენი ჭეშმარიტი მორწმუნეები, მაშინ ვინ არიან: მცირედმორწმუნეები თუ ფანატიკოსები?მე მგონი ძალიან ნათლად ვსვამ კითხვებს და ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ პასუხს არიდებთ თავს ამ კითხვებს. არადა, უხეხრული კითხვები საერთოდ არ არიან ესენი. |
აკაკი |
Apr 5 2010, 10:16 PM
პოსტი
#53
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
guest1
მოდი ასე გეტყვი: ჭეშმარიტი მორწმუნეა ის ვინც რწმენით ემორჩილება მისთვის უზენაეს... (თუ რამდენად ჭეშმარიტებისკენაა მიმართული და დაფუძნებული სარწმუნოება ეს სხვა საქმეა) |
ikanosi |
Apr 5 2010, 10:19 PM
პოსტი
#54
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
ციტატა ეს კითხვა ვერ გავიგე. როგორ გეუბნები რას ნიშნავს? არ უნდა გაკადრო ასეთი კითხვა თუ შენ არ შეგიძლია ამაზე პასუხის გაცემა? არ მაკადრო რა მოსატანია .....ნუთუ ბერები რომელიც იღწვიან მაგათ არ აქვთ რწმენა? მაგალითისვის საბაწმინდელი ბერები... ციტატა ისლამი, იუდაიზმი და კათოლოციზმი არის თუ არა ჭეშმარიტი სარწმუნოება? ხოდა, შესაბამისად მუსულმანი, იუდაიზმის მიმდევარი და კათოლიკე არის თუ არა ჭეშმარიტი მორწმუნე? თუ არ არიან ესენი ჭეშმარიტი მორწმუნეები, მაშინ ვინ არიან: მცირედმორწმუნეები თუ ფანატიკოსები? არ არის.....ქრისტიანი ქრისტესკენ მიდის ხოლო ზემოთ აღნიშნულნი ვისკენ მიდიან? ქრისტიანისთვის ქრისტე არის მისი მთავარი ხოლო ბუდიზი ან მუსლიმანობა როგორ გავუტოლოთ ქრისტიანობას? -------------------- ფარით ან ფარზე
|
guest1 |
Apr 5 2010, 10:32 PM
პოსტი
#55
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
აკაკი
ციტატა მოდი ასე გეტყვი: მაშინ ჭეშმარიტი მორწმუნისათვის, შენივე განმარტებით, მხოლოდ და მხოლოდ უზენაესის რწმენა და მისი მორჩილებაა საჭირო. კათოლიკეს წამს უზენაესის და მორჩილებს უზენასს, მუსლიმანს წამს უზენაესის და მორჩილებს უზენაესს, კრიშნას მიმდევარს წამს უზენაესის და მორჩილებს უზენასს. მაშინ ესენიც ჭეშმარიტი მორმწმუნეები არიან. თუ მარტო უზენაესის რწმენა და მორჩილება არ არის საკმარისი, რომ რელიგიურ ადამიანს ჭეშმარიტი მორმწუნე უწოდო?ჭეშმარიტი მორწმუნეა ის ვინც რწმენით ემორჩილება მისთვის უზენაეს... (თუ რამდენად ჭეშმარიტებისკენაა მიმართული და დაფუძნებული სარწმუნოება ეს სხვა საქმეა) ikanosi ციტატა არ არის.....ქრისტიანი ქრისტესკენ მიდის ხოლო ზემოთ აღნიშნულნი ვისკენ მიდიან? ქრისტიანისთვის ქრისტე არის მისი მთავარი ხოლო ბუდიზი ან მუსლიმანობა როგორ გავუტოლოთ ქრისტიანობას? კათოლიკესათვის და პროტესტანტისათვის ქრისტე არ არის მთავარი? მეორეც, მუსულმანი ალაჰისაკენ (ღმერთისაკენ) მიდის, ბუდისტი გამოღვიძებისაკენ. მერე რა? და "არ არის" რას ნიშნავს: მცირეედმორწმუნეები არია? თუ ფანატიკოსები არიან? |
ikanosi |
Apr 5 2010, 10:40 PM
პოსტი
#56
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
guest1
ერთ კითხვას დაგისვამ..... რას ცდილობ ამ კამათით მიაღწიო? -------------------- ფარით ან ფარზე
|
terra |
Apr 5 2010, 10:58 PM
პოსტი
#57
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
ikanosi არ გეწყინოს მაგრამ ამ ფორუმზე მყოფთა უმრავლესობის ზღვარი შორს არ დგას ფანატიზმისგან. ეს არც კარგია არც ცუდი. უბრალოდ ასეა. არ დაგვლანძღა კულტურულად?! -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
guest1 |
Apr 5 2010, 11:44 PM
პოსტი
#58
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
ikanosi
ციტატა ერთ კითხვას დაგისვამ..... რატომ კამათით? კითხვების დასმა კამათია? უბრალოდ ვსვამ ამ კითხვებს. მე ბევრ ადამიანს ვუსვამ კითხვებს. საკუთარ თავს ვუსვამ კითხვებს. მეზობელს ვუსვამ კითხვებს. მეგობრებს ვუსვამ კითხვებს და ა.შ. მაინტერესებს ადამიანის (ყველა რჯულის და სოფლხედვის) პასუხები. მაინტერესებს და რა ვქნა?რას ცდილობ ამ კამათით მიაღწიო? ერთი კითხვა მეც მაქვს: რატომ მისვამ მაგ კითხვას და რატომ არ პასუხობ ჩემს წინა კითხვებს? ხომ შეგიძლია უბრალოდ მითხრა რომ არ გაქვს პასუხი ამ კითხვებზე, ან კითხვები არ მოგწონს? შეგიძლია რაც გენებოს ის დამწამო-სრული უფლება გაქვს მოცემული ჩემგან. |
ikanosi |
Apr 5 2010, 11:52 PM
პოსტი
#59
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
ikanosi რატომ კამათით? კითხვების დასმა კამათია? უბრალოდ ვსვამ ამ კითხვებს. მე ბევრ ადამიანს ვუსვამ კითხვებს. საკუთარ თავს ვუსვამ კითხვებს. მეზობელს ვუსვამ კითხვებს. მეგობრებს ვუსვამ კითხვებს და ა.შ. მაინტერესებს ადამიანის (ყველა რჯულის და სოფლხედვის) პასუხები. მაინტერესებს და რა ვქნა? ერთი კითხვა მეც მაქვს: რატომ მისვამ მაგ კითხვას და რატომ არ პასუხობ ჩემს წინა კითხვებს? ხომ შეგიძლია უბრალოდ მითხრა რომ არ გაქვს პასუხი ამ კითხვებზე, ან კითხვები არ მოგწონს? შეგიძლია რაც გენებოს ის დამწამო-სრული უფლება გაქვს მოცემული ჩემგან. რა პასუხი გაგცე? როგორ ვუწოდო მწირედმორწმინე ან ფანატიკოსო მათ რომლებსაც არ აქვთ ღვთის ჭეშმატირი რწმენა? მე მართლმადიდებლობაზე გესაუბრები შენ კი სხვაგან მიგყავს საუბარი და სხვა რელიგიებს უყურებ...არის ეს ნიშანი მცირედმორწმუნოებისა? რაც შეეხება კათოლიციზმს და პროტესტანიზმს შეიძლება შევადარო გაბზარულ ჭურჭუელს რომელიც რაც არ უნდა წყალი ჩაასხა ვერ აივსება...მართლმადიებლური სწვავლება კი მთელ ჭურჭელს რომელიც სრულყოფილს სწავლასა და ცოდნას იძლევა ღვთის შესახებ... -------------------- ფარით ან ფარზე
|
guest1 |
Apr 6 2010, 12:25 AM
პოსტი
#60
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 188 რეგისტრ.: 11-June 09 წევრი № 7,110 |
ikanosi
ციტატა რა პასუხი გაგცე? როგორ ვუწოდო მწირედმორწმინე ან ფანატიკოსო მათ რომლებსაც არ აქვთ ღვთის ჭეშმატირი რწმენა? მე მართლმადიდებლობაზე გესაუბრები შენ კი სხვაგან მიგყავს საუბარი და სხვა რელიგიებს უყურებ...არის ეს ნიშანი მცირედმორწმუნოებისა? რაც შეეხება კათოლიციზმს და პროტესტანიზმს შეიძლება შევადარო გაბზარულ ჭურჭუელს რომელიც რაც არ უნდა წყალი ჩაასხა ვერ აივსება...მართლმადიებლური სწვავლება კი მთელ ჭურჭელს რომელიც სრულყოფილს სწავლასა და ცოდნას იძლევა ღვთის შესახებ... ღვთის ჭეშმარიტი რწმენა მეც მაქვს, მაგრამ არ მწამს მართლმადიდებლურად. უფრო მეტიც, ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ სწორად მწამს. შენ კიდევ მიწოდებ ფანატიკოსს და მცირედ მორწმუნესს, რაც არ მწყინს, იმიტომ რომ ღვთის რწმენა გამაჩნია და მეტი არაფერია საჭირო ჩემთვის. ახლა შევაბრუნებ ამ ყველაფერს, ჩემი გადმოსახედიდან გავიმეორებ ზუსტად იმავეს და ზუსტად იგივე ლოგიკით, რასაც შენ მიმართავ და მიზეზი ამიხსენი რატომ არ ვარ მართალი: შენი რწმენა ჭეშმარიტი რწმენა არ არის. შენი რწმენა მცირედმორწმუნეობაა და ფანატიზმია. მე კიდევ მგონია, რომ საერთოდ არ უნდა გეწყინოს ჩემი ნათქვამი და უნდა დამეთანხმო კიდეც ამაში, რადგანაც შენი რწმენის საფუძველი არაფრით არ განსხვავდება ჩემი რწმენის საფუძვლებისაგან. თუ განსხვავდება იმით, რომ შენი რწმენა საბოლოოდ ეგოისტურია, კარგს აკეთებ იმისათვის, რომ სამოთხეში მოხვდე. მე კიდევ ღმერთს მივანდობ ყველაფერს და არ ვთხოვ ის მომეცი და ეს მომეცი; იმას მიეხმარე და ამას მიეხმარე (თუ ვთხოვ, ვთოხვ ყველას მიემხაროს); არ მოვითხოვ მისგან ცხონებას და მარადიულ სამოთხეს; მარადიული ცხონების მისაღწევად არ ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ; და ა.შ. ხოდა, რატო უნდა გქონდეს შენ პრეტენზია იმაზე, რომ შენი რწმენა ჭეშმარიტია და ჩემი მცდარია, თან სხვას ფანატიკოსი და მცირედმორწმუნე უწოდო, მაშინ როცა საკუთარ თავში ვერ ხედავ შენი რწმენის წმინდად ეგოისტურ მიზეზებს? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 3rd May 2024 - 02:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი