IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

15 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> ქალები წმ. წერილში, დედათა სახე ბიბლიაში
KAIROS
პოსტი Mar 26 2009, 03:05 AM
პოსტი #1


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ბევრი საკითხია ძალიან ბევრი, რომელიც უბრალოდ არ ჩანს ან ნაკლებად ჩანს წმ. წერილში, მინდა ბიბლიისეულ დედებზე ვისაუბროთ, ბიბლიაში მოხსენიებულ ქალებზე, ბევრი მათგანი უბრალოდ ნახსენებია, ან მხოლოდ სახელი ან გაკვრით, მაგრამ ამ ზოგადი ინფორმაციის უკან დიდი ისტორიაა, ქალური სიძლიერეც, სიმორცხვეც, სიყვარულიც, ტროა და სამოთხე დაიკარგა ქალის გამო, და ქალთა უკეთილშობილესმა არსებამ ხსნა მოგვივლინა, ქალის უჩვეულო და აღმატებული მაგალითია წმ. მარიამ ეგვიპტელი, დაცემიდან უზარმაზარ სიწმიდემდე, ჩვენ ახლა ვერ ამოვწურავთ ამ თემას, თორემ შუშანიკიდან ქეთევანამდე მაგალითებს რა გამოლევს, დარეჯან დედოფლიდან ვიდრე 1921 წლის 23 თებერვალს დაღუპულ მარო მაყაშვილამდე, ექვთიმესა და ილიას ცოლებიდან ჩვენს საყვარელ დედიკოებამდე, ჩვენს ულამაზეს ფორუმელ დედებზე და უნაზეს გოგონებამდე, ჰოდა ამ ყველათა წმიდა წინასახე ბიბლიაშია, დაწყებული ევადან მოსეს დამდე, კარავში ჩუმად გაცინებულ სარადან ან იაკობის საყვარელ ცოლამდე...

მოკლედ გავიხსენოთ ქალები წმ. წერილში, ისინი ხშირად საზოგადოების ცხოვრებაში აქტიური მონაწილოებას ღებულობდნენ, მეტიც მოსეს და-მარიამი ისაა, ვინც გადარჩენილ ებრაელ ერს ღვთის დიდების სიმღერას პირველი შემოსძახებს:
19. როცა შევიდნენ ზღვაში ფარაონის ცხენები ეტლებითა და მხედრებითურთ, ზღვის წყლები მიაქცია მათზე უფალმა, ხოლო ისრაელიანები მშრალად გავიდნენ ზღვაში.

20. აიღო ხელში დაფდაფი მირიამ წინასწარმეტყველმა, აარონის დამ, და მიჰყვნენ მას დედაკაცები დაფდაფებით და დააბეს ფერხული.

21. ასე შეუძახა მათ მირიამმა: უმღერეთ უფალს, რადგან დიდად განდიდდა იგი; ცხენი და მხედარი ჩაჰყარა ზღვაში.

არ ყოფილა, მიუხედავ აზიური ცხოვრებისა ბიბლიაში ქალები განრიყულები, საოცრად უყვარდა ისრაელის მსაჯულს თავისი ერთადერთი ქალიშვილი:

34. შინ მობრუნდა იფთახი მიცფაში და, აჰა, როკვით გამოეგება თავისი ასული დაირით ხელში. ეს ერთი ჰყავდა, მის გარდა არც ვაჟი ჰყავდა და არც ქალი

მეტიც, ქალები წინასწარმეტყველები იყვნენ ძველ აღთქმაშიც და ახალშიც:

14. მივიდნენ ხილკია მღვდელი, ახიკამი, ყაქბორი, შაფანი და ყასაია ხულდასთან, წინასწარმეტყველ ქალთან, რომლის ქმარი შალუმი, თიკვა ხარხასის ძის ძე, სამოსელთა მცველი იყო. ქალი იერუსალიმში, მეორე უბანში, ცხოვრობდა და დაელაპარაკნენ მას.

15. უთხრა ქალმა: ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: უთხარით იმ კაცს, რომელმაც ჩემთან გამოგგზავნათ.

ნეემია 6 : 14

14. ღმერთო ჩემო, მათი ამ საქმეებისაებრ გაიხსენე ტობია და სანბალატი, აგრეთვე ნოყადია, წინასწარმეტყველი ქალი, და სხვა დანარჩენი წინასწარმეტყველები, მე რომ მაშინებდნენ.


და ჩვენი უფლის მირქმის წინასწარმეტყველი ანა

36. და იყო ანნა წინაწარმეტყუელი, ასული ფანოელისი, ტომისაგან ასერისა. ესე გარდასრულ იყო დღეთა მრავალთა და ცხორებულ იყო ქმრისა თანა შჳდ წელ სიქალწულითგან თჳსით. 37. და ესე იყო ქურივ ვითარ ოთხმეოც და ოთხის წლის, რომელი არა განეშორებოდა ტაძრისა მისგან მარხვითა და ვედრებითა და მსახურებითა ღამე და დღე. 38. ესე მასვე ჟამსა შინა მოიწია და აღუვარებდა ღმერთსა და ეტყოდა მისთჳს ყოველთა, რომელნი მოელოდეს გამოჴსნასა იერუსალჱმს შინა.


გავაგრძელებ;

იხარეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Mar 26 2009, 07:05 AM
პოსტი #2


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



კაიროს, საინტერესოდ წერ. მარო მაყაშვილზე გუშინ წავიკითხე მიხეილ ღანიშაშვილის პოემა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ისე კარგად ჰქონდა ამ პოემაში ის ტრაგიკული მოვლენები აღწერილი.

გააგრძელე, საინტერესო განმარტებებს წერ და შენს პოსტებს ერთი ამოსუნთქვით ვკითხულობ smile.gif

გაგაძლიეროს უფალმა.


--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Mar 26 2009, 08:56 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400





იესოს მთელი მსახურების მანძილზე ქალები გვერდიდან არ სცილდებოდნენ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 26 2009, 03:31 PM
პოსტი #4


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



მადლობა ამუზა, ვწეროთ და ვიფიქროთ ერთად, ულამაზესი და ძალიან საინტერესო თემაა...

სულ თავიდან, როცა ქმნილება ედემის ბაღში პირველ ნაბიჯებს დგამდა, ხედავდა და ითვისებდა ყველაფერს, სწავლობდა და არქმევდა სახელებს, ცოცხალ სამყაროს, ეს სახელებიც როგორც ამბობენ არ უნდა ყოფილიყო შემთხვევითი და ულოგიკო, არამედ ყველაფერი დაცემამდელი წმინდა გონების გამჭრიახობის გამოვლენა იყო, ასევე წერს წმინდა წერილი
II თავი დაბადება
20. დაარქვა ადამმა სახელი ყველა პირუტყვს, ცის ფრინველს და ველის ყველა ცხოველს.
მაგრამ ეს მუხლი, ძალიან მომცველია, მაშინვე გადადის მთავარზე
მაგრამ ადამს არ გამოუჩნდა შემწე, მისი შესაფერი.
"შემწე,შესაფერი" ძველ ქართულად "შემწე მსგავსი მისი", აქ არაა საუბარი მხოლოდ ფიზიკურ მსგავსებაზე, თუმცა ესეც აუცილებელია, მაგრამ ასევე "შემწეობაზე" ანუ ქართულად რომ ვთქვათ "მეუღლეობაზე" უღლის თანაგამწეობაზე, მეტიც, ებრაული სიტყვა რომელიც აქაა გამოყენებული "შემწე" ადგილზზე, ძალიან ღრმაა და ლამის უტოლდება გადამრჩენელს, ტერმინი "აზერ" ნიშნავს "შემწეს ყველაზე დიდი კრიტიკული მდგომარეობის დროს", ქალის შექმნა ხდება ადამის ნაწილიდან, რომ საწყისი ერთი ქონოდათ და არა ორი, მაგრამ მეტიც ნაწილის აღება ხდება გულმკერდიდან, ანუ იმ ადგილიდან სადაც გული ინახება, რაც გულს იცავს, ანუ ნეკნიდან, რა უცნაურიც არ უნდა იყოს ძველ შუმერულ ენაზე თურმე სიტყვა "ნეკნი" ასევე ნიშნავს "სიცოცხლეს" და სემიტურ ენებში კი "ნეკნი" განიმარტება , როგორც "ძვალი, რომელიც ინახავს სიცოცხლეს".
ძველ ქართულში ძალიან ლამაზად გადმოდის ასევე ის სიღრმე რაც ებრაულშია, როცა ევა შეიქმნება, ნახეთ ადამი რას დაარქმევს მას:
"23. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული.
ჯერ ნახეთ რა აღფრთოვანება და მშობლიურობაა ამ სიტყვებში მართლა ჩემი ხორცი და ძვალიაო ეს, მაგრამ მთავარი სიღრმე სახელშია, რადგან მას "დედაკაცი" უწოდა, რადგან მამაკაცისაგან არის გამოღებული, ანუ ქართულს არ გააჩნია სქესი, თორემ ასე იქნებოდა "კაცა", როგორც რუსულად "мужчиницей" რადგან ასეა ებრაულად "ის იწოდება იშად, რადგან აღებულია იშ-იდან" იშ და იშა, კაცი და კაცა, აქედან მამა(მამრობითი)-კაცი და დედა (მდედრობითი)-კაცი
ასე ჰარმონიულად და თანაჰარმოინულობისათვის შეიქმნა პირველი ქალი, "ძვალია ჩვენი ძვალთაგანი და ხორცი ჩვენი ხორცთაგანი" ... ვისაც ვეძებთ და როცა ვპოულობთ, მისით ვხარობთ, ვცოცხლობთ და ვმრავლდებით!

გავაგრძელებ მოგვიანებით;

იხარეთ,
კაიროსი!



--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Mar 26 2009, 06:34 PM
პოსტი #5


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ბიბლიაში იმდენი ქალია მოხსენიებული, იმდენი იმდენიიიი sad.gif
რომ ალბათ მარტო მნიშვნელოვანს გამოვყოფთ, ხო?


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Mar 26 2009, 06:53 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 28 2009, 05:30 AM
პოსტი #7


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ბიბლიაში იმდენი ქალია მოხსენიებული, იმდენი იმდენიიიი
რომ ალბათ მარტო მნიშვნელოვანს გამოვყოფთ, ხო?

რათქმაუნდა, უბრალოდ გავიხსენებთ, იქნებ მერე განმარტებებიც დავძებნოთ. ახლოს უნდა გავიცნოთ ბიბლიისეული ქალები, ძალიან საინტერესო მომენტია, ბიბლია უფრო მკაცრი სჩანს და ამ სიმკაცრეში თავიანთი მშვენება და სინაზე შეაქვთ, როგორც ღვთისმშობელს განკითხვის ან ვედრების ხატში..

ევას საქციელში ბევრ ქალურ თვისებას ხედავენ განმარტებლები, კერძოდ
გველთან საუბრისას, მან ღმერთის სიტყვები გააბუქა და ზედმეტი აკრძალვა " არ შეეხოთ" დაამატა
"გვითხრა ღმერთმა; არ გაეკაროთ, თორემ მოკვდებითო. " (დაბ.3:3)
როცა უფალს ადამისათვის მსგავსი რამ არ უთქვამს:
"16. გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი, უთხრა: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში.

17. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებით." ( დაბ. 2 თავი)
შემდეგ გამოყოფენ სხვა ხასიათსაც კერძოდ თვალის მიერ ცდუნებას
"6. როცა დაინახა დედაკაცმა, რომ კარგი იყო საჭმელად ის ხე, რომ თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო, მოწყვიტა ნაყოფი და შეჭამა."
და სწორედ ქალი აღმოჩნდა ის გზა, რომლითაც გველის შხამი მივიდა კაცამდის:
მისცა თავის კაცს და კაცმაც შეჭამა.
დაბადების 3 თავის 13 მუხლში ვკითხულობთ ერთადერთ პასუხს, რაც ევამ უფალს გასცა, ამის შემდეგ და მანამდის სულ ადამი საუბრობს, და ეს პასუხი ევასი ასეთია, რატომ ჩაიდენე ეს საქციელიო, ეკითხება უფალი:
"თქვა დედაკაცმა: გველმა შემაცდინა და მეც შევჭამე. "
ეს პასუხიც ქალურია, მოკლე, დარცხვენილი, იგი ადამივით პირდაპირ არ ეუბნება უფალს "შენ რომ დედაკაცი მომიყვანე" , მაგრამ არც სინანულს ამჟღავნებს... და მისი სასჯელი მტკივნეული შობაა, თუმცა მანამ "დედაკაცის თესლი" ეწოდება მას ვინც გველს დაამარცხებს, და დაცემის შემდეგ შეიძენს
სახელს "ევა" სიცოცხლე, რადგან სწორედ მისგან უნდა გავრცელებულიყო სიცოცხლე "20. უწოდა ადამმა თავის დედაკაცს ევა, რადგან იგი გახდა ყოველი ცოცხალის დედა. "
ევას შემდეგიგამოჩენა რაც გვხდება ბიბლიაში არის შვილთა შობა, კაენის, აბელის და შეთის, შესაბამისად არაა მოხსნებული ქალთა შობა.
მაგრამ როგორც კი ირღვევა უფლის მიერ დაწესებული მონოგამია, ანუ ერთცოლიანობა, მაშინვე მოიხსენება მათი სახელებიც:
"მოიყვანა ლამექმა ორი ცოლი; ერთს სახელად ერქვა ყადა, მეორეს - ცილა."
და პირველად ჩნდება დიალოგი ქმარსა და ცოლს ( აქ ცოლებს ) შორის:
"23. უთხრა ლამექმა თავის ცოლებს, ყადას და ცილას: ისმინეთ ჩემი, ლამექის ცოლებო, ყურად იღეთ ჩემი ნათქვამი ... "
სამწუხაროდ შემდეგი ხსენება ქალებისა, ისევ ცუდ მოვლენას უკავშირდება, როცა შეთის შთამომავლობა ქალების გარეგნული სილამაზის გამო აერევა კაენის ტომს და საბოლოოდ წარღვანმდე მიდის მსოფლიო
"2. დაინახეს ღვთისშვილებმა, რომ მშვენიერნი იყვნენ ადამიანთა ასულები და მოჰყავდათ ცოლად, ვისაც ვინ მოეწონებოდა. "(დაბ.6 თავი)
შემდეგ ქალების სახელები დიდხანს არ მოიხსენება, მეტიც როდესაც მოსე (ხუთწიგნეულის ავტორი) შთამომავლობას ჩამოთვლის პირდაპირ კაცზე ამბობს "შვაო" "ქუშმა შვა ნებროთი"...
ასე მივდივართ დაბადების მე-11 თავამდე, სადაც მსგავსადაა დაწერილი:
" თერახმა შვა აბრამი, ნახორი და ჰარანი; ჰარანმა შვა ლოტი. " მაგრამ აქ უკვე შემოდიან ქალები თხრობაში და შემდეგში გავაგრძელებ...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ochokochi
პოსტი Mar 28 2009, 02:25 PM
პოსტი #8


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 26-March 09
წევრი № 6,729



ციტატა(KAIROS @ Mar 28 2009, 05:30 AM) *



დაბადების 3 თავის 13 მუხლში ვკითხულობთ ერთადერთ პასუხს, რაც ევამ უფალს გასცა, ამის შემდეგ და მანამდის სულ ადამი საუბრობს, და ეს პასუხი ევასი ასეთია, რატომ ჩაიდენე ეს საქციელიო, ეკითხება უფალი:
"თქვა დედაკაცმა: გველმა შემაცდინა და მეც შევჭამე. "
ეს პასუხიც ქალურია, მოკლე, დარცხვენილი, იგი ადამივით პირდაპირ არ ეუბნება უფალს "შენ რომ დედაკაცი მომიყვანე" , მაგრამ არც სინანულს ამჟღავნებს... და მისი სასჯელი მტკივნეული შობაა, თუმცა მანამ "დედაკაცის თესლი" ეწოდება მას ვინც გველს დაამარცხებს, და დაცემის შემდეგ შეიძენს
სახელს "ევა" სიცოცხლე, რადგან სწორედ მისგან უნდა გავრცელებულიყო სიცოცხლე "20. უწოდა ადამმა თავის დედაკაცს ევა, რადგან იგი გახდა ყოველი ცოცხალის დედა. "




ჩვეული კაცური პასუხი, უფალს გადააბრალა - შენ რომ დედაკაცი მომიყვანე, ზუსტად იმავე ლოგიკით, ტაძარში რომ გონება ეფანტებათ და ცუდ რამეებზე ფიქრობენ, ქალების ჩაცმულობას აბრალებენ.
მაგარი ლოგიკაა- რა ჩემი ბრალია, რომ ფიქრით ვიმრუშე, შენი ბრალია, იმიტომ რომ ლამაზი ხარ biggrin.gif

ისე, ფორუმზე ვეძებე და ვერ ვიპოვნე თემა აპოკრიფული ლიტერატურის შესახებ, რაც ლიტერატურული კუთხით ძალიან საინტერესოა, რომელიღაც მეთორმეტე საუკუნეში, ტიპი იჯდა და იმავეს აკეთებდა რასაც მეოცეში ლაგერსკვისტი ან თუნდაც ხორხე ლუის ბორხესი, ანუ რელიგიურ სიუჟეტებზე ლიტერატურას ქმნიდა რა.
ევაზე გამახსენდა, ერთი აპოკრიფი " ადამის ცხოვრება", სადაც ევა რომ მშობიარობს, სადღაც ცხრა მთას იქით მყოფი ადამი განიცდის ამ მშობიარობის ტკივილებს, მაგარი ლიტერატურული პასაჟია, ისევე როგორც მცხეთაში სტკივათ უფლის სამჭვალები, ანუ " აბიბოს ნეკრესელის მარტვილობის " ავტორის სიტყვებით რომ ვთქვათ, " იხილვების შორიელი ვითარცა მახლობელი".

ქალებს რაც შეეხებათ, ძველ აღთქმაში ივდითი, ახალში კი მარიამი, მართას და - ძალიან მიყვარს.


--------------------
"მიწიერი სამოთხე დიდ ტერიტორიაზე განლაგდა - ნილოსიდან რიონამდე " :D :D
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Mar 28 2009, 04:32 PM
პოსტი #9


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
ძველ აღთქმაში ივდითი

ოო, ეგ საინტერესო ფიგურაა smile.gif


არმოწონებით მასე სარა, რებეკა და მისი და, მგონი ლეა ერქვა, არ მომწონს sad.gif
გული შემიწუხდა მაგათი საქციელით, მაოცებს სარას სიკაპასე, იმ ორ დას შორის შუღლი იაკობის გამო შვილოსნობაზე და მოკლედ რა ... ასევე მიუღებელია ჩემთვის შვილების გამორჩევა რომ იციან ძველ აღთქმაში.... :| მაგრამ ეს ცალკე საკითხია და იქნებ როდისმე ასევე ცალკე თემა გაიხსნას...

უპს, კაიროს laugh.gif ჯერ ევაზე არ მორჩენილხარ საუბარს და მე უკვე წინ-წინ გავრბივარ sad.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 29 2009, 05:39 AM
პოსტი #10


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
არმოწონებით მასე სარა, რებეკა და მისი და, მგონი ლეა ერქვა, არ მომწონს

ვინც დაასახელე არიან არაჩვეულებრივი პერსონაჟები, არ იცნობ უბრალოდ smile.gif
დავუბრუნდები მათ მალევე smile.gif
ციტატა
ერთი აპოკრიფი " ადამის ცხოვრება", სადაც ევა რომ მშობიარობს, სადღაც ცხრა მთას იქით მყოფი ადამი განიცდის ამ მშობიარობის ტკივილებს, მაგარი ლიტერატურული პასაჟია, ისევე როგორც მცხეთაში სტკივათ უფლის სამჭვალები, ანუ " აბიბოს ნეკრესელის მარტვილობის " ავტორის სიტყვებით რომ ვთქვათ, " იხილვების შორიელი ვითარცა მახლობელი

ლამაზია smile.gif
ივდითზე კი შემდეგ გვექნება საუბარი, დიდი თემაა ქალები ბიბლიაში, დიდი და ლამაზი smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.:Lela:.
პოსტი Mar 29 2009, 07:59 PM
პოსტი #11


.:Sheecie urcmunoebasa chemsa:.
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,825
რეგისტრ.: 7-January 08
წევრი № 3,568



ძაან მომწონს ძველი აღთქმის ქალები,რაღაც განსაკუთრებულები არიან,ისეთ დროს ისეთ რამეს იტყოდნენ რომ პირდაპირ გასაოცარია .


--------------------
შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.


მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D

Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :)

Kings Of Convenience - Cayman Islands
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 29 2009, 11:16 PM
პოსტი #12


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
რამეს იტყოდნენ

მეტიც გააკეთებდნენ, გაიფიქრებდნენ და ა.შ. უფაქიზესი თემაა smile.gif დიდი სიამოვნებით დავწერ ბევრ რამეს smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 1 2009, 04:43 AM
პოსტი #13


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



სარაი

ძალიან უცნაური ქალია სარაი, ძალიან ისე უცნაურად იწყება მისი ისტორია ბიბლიაში და ისევე უცნაურად გრძელდება, დაბადების 12 თავის ბოლო აბრამის ( მაშინ აბრამი იყო) ეგვიპტეში ჩასვლას ეძღვნება, და ქალი
თავისი სილამაზით საფარველად გაუხდება აბრამს, უცნაური სახით, ცოლი დად გაასაღა, რომ ამით თავად
სიკვდილს გადარჩენოდა, არა, აქ გადარჩენაში მხოლოდ საკუთარი გადარჩენა არ იგულისხმება, აქედან და შემდეგ ჩვენ უნდა მივეჩვიოთ მესიანისტურ აზროვნებას, რომელიც წითელ ხაზად გასდევს მთელს ძველ აღთქმას, ყველაფერს სჩადიან დიდი პატრიარქები, ჩვენთვის მიუღებელსაც მიმართავენ, დაწყებული ხარჭებთან დაქორწინებით, რძლებთან დაწოლით, ხოცვით და ჟღლეტით, ცოლის დად გამოცხადებით და ა.შ. ოღონდ მესიანისტური სისხლი უნდა გადარჩეს, აღთქმა უფლისა უნდა შესრულდეს, რაგდან "კურთხეული იქნება ... მიწიერთა მთელი მოდგმა. "
სხვანაირად ვერ გავიგებთ ბევრ რამეს, სხვანაირად ვერ გავუგებთ სარაის, რომელიც აბრამის უცნაურ წინადადებას უსიტყვოდ დაეთანხმა, არსად არ წერია როგორ იტანჯებოდა სარაი ფარაონის ხარჭათა შორის ყოფნით, მაგრამ აშკარაა რომ იგი ისევე ლოცულობდა თავისუფლებისათვის, როგორც მოგვიანებით მისგან წარმოშობილ ერს გამოიყვანს მოსე ისევ ეგვიპტიდან




11. როცა მიუახლოვდა ეგვიპტეს, უთხრა სარაის, თავის ცოლს: ვიცი, ლამაზი შესახედავი ქალი ხარ.

12. დაგინახავენ ეგვიპტელები და იტყვიან, ამ კაცის ცოლიაო; მე მომკლავენ, შენ კი ცოცხალს დაგტოვებენ.

13. თქვი, რომ და ხარ ჩემი, რათა კარგად მომეპყრან შენი გულისთვის და გადავრჩე შენი წყალობით.

14. როცა ჩავიდა აბრამი ეგვიპტეში, დაინახეს ეგვიპტელებმა, რომ ძალიან ლამაზი იყო მისი ცოლი.

15. დაინახეს იგი ფარაონის დიდებულებმა და შეუქეს ფარაონს, და წაიყვანეს ქალი ფარაონის სახლში.

16. ხოლო აბრამს კარგად მოეპყრნენ მისი გულისთვის, ჰყავდა აბრამს ცხვარ-ძროხა, სახედრები, ყმები და ყმაქალები და ჯორ-აქლემები.

17. დიდად შეაჭირვა უფალმა ფარაონი და მისი სახლი აბრამის ცოლის სარაის გამო.

18. მაშინ დაიბარა ფარაონმა აბრამი და უთხრა: ეს რა მიყავი, რატომ არ გამიმხილე, შენი ცოლი თუ იყო ეს ქალი?

19. რატომ თქვი და არისო ჩემი? მე კი მის ცოლად შერთვას ვაპირებდი. აჰა, შენი ცოლი, წაიყვანე და წადი!

20. მიუჩინა ფარაონმა ხალხი და მათაც გაამგზავრეს იგი მისი ცოლითა და მთელი მისი საბადებლითურთ.


და ასე ავდივართ ვიდრე მეთექვსმეტე თავამდე, იქ საერთოდ უცნაური ამბავი ხდება, იქ ცოლს თავად მოყავს ხარჭა ქმრისათვის, იცის შესანიშნავად სარაიმ, შვილი თუ არ ყავს, ეს უფლით არის, და ისიც იცის რომ აბრამისგან უნდა გამრავლდეს რჩეული ერი, ჰოდა ზრუნავს, "ვინძლო შვილიერი შეიქმნე მისგანო" კი არა ეუბნება "შევიქმნეო" ანუ მე გავხდე დედა მისითო... შემდეგ ადამიანური მომენტი შემოდის და შუღლი ჩამოვარდება ორ ქალს შორის, ანგელოზით შეირიგებს სარაი აგარს, და სამაგიეროდ იგი სარა გახდება და აბრამი-აბრაამი ანუ მამა მრავალთა.

კიდევ ერთი უცნაური ისტორია აქვს სარრას, მისი კარვის უკანა ქალური ჩაცინება, იქცა სიმბოლოდ იმისა, რასაც მოგვიანებით დიდი თეოლოგი ტერტულიანე იტყვის
"კრედო ქუა აბსურდუმ ესტ"
CREDO QUIA ABSURDUM EST
ანუ მწამს, რადგან აბსურდია,
რადგან ნამდვილი რწმენა გონების იქით იწყება,გონზე მაღლა, რწმენის სფერში...
აქ პირიქით მოხდა, ჯერ ის გამოჩნდა რომ " ABSURDUM EST " და მერე "CREDO" ,
ჯერ "გაეცინა გულში სარას: რა სიამე უნდა განვიცადო, როცა დავბერდი? ჩემი პატრონი მოხუცებულია. "
სიამის განცდაში იგულისხმება ორსულობა, იცის რომ აბსურდია, მაგრამ ნახეთ მერე თავადვე უარყოფს თავის სიტყვებს, ჯერ ერთი ქალური სიმორცხვით , მერე შიშით, რადგან სიცილის, ჩაცინების, გულის ფიქრის უფალი იდგა მის წინ, და აი შემოვიდა CREDO



9. უთხრეს: სად არის სარა, შენი ცოლი? უთხრა: აქ არის, კარავში.

10. თქვა ერთმა: კიდევ მოვალ შენთან გაის ამ დროს, და, ნახავ, ვაჟი ეყოლება სარას, შენს ცოლს. სარა კარვის კარს უკან იდგა. ყველაფერი ესმოდა.

11. მოხუცებულნი იყვნენ აბრაამი და სარა, ხანში შესულნი; დედათა წესი შეწყვეტილი ჰქონდა სარას.

12. გაეცინა გულში სარას: რა სიამე უნდა განვიცადო, როცა დავბერდი? ჩემი პატრონი მოხუცებულია.

13. უთხრა უფალმა აბრაამს: რა იყო, რომ გაეცინა სარას და თქვა: ნუთუ მართლა ვშობ სიბერეშიო?

14. რა არის უფლისთვის შეუძლებელი? დათქმულ ჟამს, გაის ამ დროოს ისევ მოვალ შენთან და, ნახავ, ვაჟი ეყოლება სარას.

15. გადათქვა სარამ: არ გამიცინიაო, რადგან შეეშინდა. უთხრა: არა, გაიცინე.


მაგარი უცნაურია სარა, როგორც ადრე ეგვიპტეში, ახლაც ისევე უწევს დად გასაღება გერარის მეფესთან, უფალის ისევ ხელშეუხებელად დაიცავს მას, მეტიც აქ პირველად ჩანს ტექსტში, რომ სარამაც იგივე თქვა აბრაამზე, ძმააო ჩემი, ამდენი დათმენის, მორჩილების და რწმენის გამო, ნახეთ რა ლამაზად წერია, რომ დაორსულდა სარა აბრაამისაგან:

"1. უფალმა იზრუნა სარაზე, როგორც ნათქვამი ჰქონდა; ის გაუკეთა უფალმა სარას, რასაც ამბობდა.

2. დაორსულდა სარა და უშვა აბრაამს მისი სიბერის ძე დანიშნულ დროზე, რომელიც დათქმული ჰქონდა მისთვის ღმერთს.

3. უწოდა აბრაამმა სახელად ისაკი თავის ძეს, შეძენილს, რომელიც უშვა მას სარამ"

აქ არ დამთავრებულა სარას განსაცდელები, მეტიც ახლა შვილის გამო მოუწევს ბრძოლა, ნამდვილი ქალური ბრძოლაა, ჯერ ქალური ბრძოლა, მერე დედური... ახლაც აგარის შვილი ამცირებდა მის შვილს, ისევ დააცვევინა შვილი აბრაამს, ძლიერი ქალი იყო ძალიან სარა, 127 წლისა გარდაიცვლა სარა, და საფლავშიც არ გასცილებია მას აბრაამი "19. ამის შემდეგ დამარხა აბრაამმა სარა, თავისი ცოლი მახფელას მინდვრის მღვიმეში, მამრეს გასწვრივ. ეს არის ხებრონი ქანაანის ქვეყნად."
8. აღესრულა და მოკვდა აბრაამი ტკბილ სიბერეში, მოხუცებული და ხანსრული, და შეერთო თავის ხალხს.

9. დამარხეს იგი ისაკმა და ისმაელმა, მისმა შვილებმა, მახფელას გამოქვაბულში, ხეთელი ყეფრონ ცონარის ძისეულ მინდორზე, მამრეს გასწვრივ,

10. იმ მინდორზე, რომელიც აბრაამმა შეისყიდა ხეთელებისგან. იქ მარხიან აბრაამი და მისი ცოლი სარა.


შესანიშნავი ქალი იყო სარა smile.gif

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Apr 1 2009, 11:44 AM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



KAIROS
ძალიან ლამაზად გაქვს განხილული, მადლობთ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Apr 1 2009, 12:13 PM
პოსტი #15


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
აქ პირიქით მოხდა, ჯერ ის გამოჩნდა რომ " ABSURDUM EST " და მერე "CREDO" ,

და თუკი ლოტის ცოლი დაისაჯა ურწმუნოებისა და ურჩობისთვის, სარა რატომ გადარჩა? :|

უცნაურ არიან ძველი აღთქმის გმირები.. ზოგჯერ ჩემი მორალისათვის მიუღებელნი... მაგრამ ვიცი რომ ადამიანები იყვნენ და მეც ადამიანურად, ან მომწონს ან არა smile.gif

ციტატა
მეტიც ახლა შვილის გამო მოუწევს ბრძოლა, ნამდვილი ქალური ბრძოლაა, ჯერ ქალური ბრძოლა, მერე დედური... ახლაც აგარის შვილი ამცირებდა მის შვილს, ისევ დააცვევინა შვილი აბრაამს, ძლიერი ქალი იყო ძალიან სარა, 127 წლისა გარდაიცვლა სარა, და საფლავშიც არ გასცილებია მას აბრაამი "19. ამის შემდეგ დამარხა აბრაამმა სარა, თავისი ცოლი მახფელას

ან აგარა რას მიაჩეჩა ქმარს, ან მერე რას..
სად წერია რომ ჩაგრავდა?

აი სპეციალურად მოვნახე ეხლა sad.gif
http://www.orthodoxy.ge/tserili/mtskheturi/dab21-25.htm
9. და იხილა სარრა ძე აგარისი მეგჳპტელისა. რომელ-იგი ესვა აბრაჰამს, იმღერდა ისაკის თანა, ძისა მისისა.

10. მიუგო და ჰრქუა აბრაჰამს: განაძე მჴევალი ეგე და ძე მისი, რამეთუ არა დაიმკჳდროს ძემან მჴევლისამან ძისა ჩემისა ისაკის თანა.

11. ხოლო ფიცხელ იყო სიტყუაჲ ესე ფრიად წინაშე აბრაჰამისა ძისა მისისათჳს.

12. და ჰრქუა ღმერთმან აბრაჰამს: ნუ ფიცხელ გიჩნს წინაშე შენსა ყრმისა მაგისთჳს და მჴევლისა, ყოველივე, რაჲცა გრქუას შენ სარრა. ისმინე ჴმისა მისისაჲ, რამეთუ ისაკისგან გეწოდოს შენ ნათესავად.

13. ხოლო ძე-ცა ეგე მჴევლისა მაგის ვყო ნათესავად დიდად, რამეთუ თესლი შენი არს.


ეს კიდევ ლიტერატურილი ქართულით:
9. და დაინახა სარრამ ეგვიპტელი აგარის ძე, რომელიც ეყოლა აბრაამს, რომ ლაღობდა ისააკთან, მის ძესთან,

10. და უთხრა აბრაამს: გააგდე ეგ მხევალი და მისი ძე, რათა არ დამკვიდრდეს მაგ მხევლის ძე ჩემს ძესთან, ისააკთან.

11. და სასტიკი ეჩვენა ეს სიტყვა ძლიერ აბრაამს მისი ძის შესახებ.

12. და უთხრა ღმერთმა აბრაამს: სასტიკი ნუ იქნება ეს სიტყვა შენთვის ყრმისა და მხევლის შესახებ; ყველაფერი, რასაც გეტყვის შენ სარრა, ისმინე მისი ხმისა, რადგან ისააკისგან გეწოდება შენ მოდგმა.

13. ხოლო მაგ მხევლის ძეს, დიდ ხალხად ვაქცევ მას, რადგან შენი თესლია.


აქ ნახსენებია სიტყვა "ლაღობდა".. და რამე ცუდს ნიშნავს? :ბლინკ:


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 1 2009, 11:51 PM
პოსტი #16


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ჩემი მორალისათვის მიუღებელნი

ქევან smile.gif
რა კარგია რომ აქტიურობ, ჩვენი გოგონებისაგან ველი ასევე მეტ აქტიურობას,
ფორუმის ლამაზმანებო სადა ხართ?smile.gif
ოღონდ...
როდესაც ვსაუბრობთ სარაზე, რებეკაზე , თამარზე არ უნდა დავუშვათ ორი შეცდომა
1) არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ისინი არიან ძველი აღთქმის ქალები, და ჩვენი მორალით მათი განსჯა არ შეიძლება
2) უმრავლესი ვისზეც საუბარი მექნება არის წმიდანი ჰოდა ცოტა ფრთხილად შეფასებებებისაგაა smile.gif
იხარე;
კაიროსი!

ახლა კითხვები:
ციტატა
ან აგარა რას მიაჩეჩა ქმარს, ან მერე რას..

აგარი ( და არა აგარა biggrin.gif ეგ სოფელია მაქ biggrin.gif) იყო მხევალი,მაგრამ შვილიერებამ გაამპარტავნა; იმდენად რომ პირდაპირ წერია:
"4. შევიდა აბრამი აგართან და დაორსულდა აგარი. როცა შეიტყო, რომ ორსულად იყო, დამცირდა მის თვალში მისი ქალბატონი."
ანგელოზიც კი ეუბნება, დაბრუნდი და დაემორჩილეო, ე.ი. როცა იქ იყო აღარც კი ემორჩილებოდა:
"9. უთხრა მას უფლის ანგელოზმა: გაბრუნდი შენს ქალბატონთან და დაემორჩილე."
ასე რომ აგარი დამნაშავე იყო სარასთან...
ასევე ისმაილი დამნაშავე იყო ისააკთან, რაგან ისააკი იყო გვარის უმთავრესი წარმომადგენელი და არა ისმაილი მხევალის შვილი:
დაბ. 21 : 9
" დაინახა სარამ, რომ დასცინოდა მის შვილს შვილი ეგვიპტელი აგარისა, რომელმაც უშვა იგი აბრაამს. "
ანუ სანამ დასკვნებს გამოვიტანდეთ მთელი ტექსტი უნდა წავიკიტხოთ smile.gif
აუცილებლად იაქტიურეთ;
კაიროსი!

ციტატა
იმღერდა

παιζοντα ითარგმნება როგორც
ციტატა
დასცინოდა

და არა როგორც მღეროდა ( რამტარიროოო biggrin.gif)
ვნახოთ თარგმანები, ინგლისურად არის "mocking" ,რომლის უპირველესი განმარტება ასეთია "To treat with ridicule or contempt; deride." ანუ დამცირება, საცინრად აგდება... ასევეა რუსულ თარგმანში "насмехается "
ებრაულში კი ასეა და იქვე ინგლისური განმარტება:
"mocking
tsachaq (tsaw-khak')
to laugh outright (in merriment or scorn); by implication..."

ციტატა
scorn


scorn - 1) noun ზიზღი, უპატივცემულობა, უყურადღებობა; დაცინვა, აბუჩად, მასხრად აგდება; ზიზღის ობიექტი, საგანი; to think score of - აბუჩად აგდება; he is a scorn to, he is the scorn of - ის ეზიზღებათ, მას დასცინიან; 2) verb აბუჩად აგდება; უგულვებელყოფა; to scorn to do something - თავის არ დამცირება, აბუჩად, მასხარად აგდება (at).
scornful - adjective აგდებული, დამცინავი, ზიზღიანი, აბუჩად ამგდები.
ludentem
ლათინურში ასეა რაც მოდის ზმნა "lūdo"
რაც თარგმანით იგივეა რაც თამაში ხუმრობით, აშკარაა რომ აქ დაცინვით ხუმრობაზეა საუბარი, დავძებნი მერე განმარტებებს,
აბა იაქტიურეთ!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
inaina
პოსტი Apr 1 2009, 11:52 PM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,525
რეგისტრ.: 22-October 08
წევრი № 5,839



KAIROS
აგარის შვილისგან(შემახსენე სახელი,არ მახსოვს)იშვა ერი თუ არ ვცდები
არაბები?
უფლის საფლავზე დღემდე მიდიან დიდი ხმაურით და სიხარულით გამოხატავენ უფლის აღდგომას smile.gif

ისმაილი,გავიხსენე smile.gif


--------------------
16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Apr 1 2009, 11:57 PM
პოსტი #18


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



KAIROS
ციტატა
აუცილებლად იაქტიურეთ;

ჯერ-ჯერობით ვკითხულობ და ვკმაყოფილდები,
საკმაოდ საინტერესოდ არჩევ, ასე გააგრძელე, თუ რამე კითხვები გამიჩნდება
ჩავერთვები აუცილებლად. მადლობააა smile.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 2 2009, 12:04 AM
პოსტი #19


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
აგარის შვილისგან

კი, მოდიან მომთაბარე ტომები, უდაბნოს ხალხი, მათ შორის არაბები, ამიტომაც ქართველები მათ სადაც გავრცელდა მუსულმანობა, აგარიანთ უწოდებდნენ
და ასევე ისმაილიტელნთ smile.gif


12. კანჯარივით იქნება იგი ადამიანთა შორის. მისი ხელი ყველას წინააღმდეგ და ყველას ხელი მის წინააღმდეგ! თავის ძმათა პირისპირ იცხოვრებს იგი.
ხო ეს ისმაილზეა ნათქვამი, როგორ გავს დღევანდელ მისი ხალხის ისტორიას... ფილისტიმელები, პალესტინელები, არაბები და ა.შ.
ესეც
თავი 21
18. ადექი, აიყვანე ყმაწვილი ხელში, რადგან დიდ ხალხად ვაქცევ მას.

19. აუხილა მას თვალი ღმერთმა და დაინახა ქალმა წყლიანი ჭა; წავიდა, წყლით აავსო მათარა და ყმაწვილს დაალევინა.

20. ღმერთი იყო ყმაწვილთან; გაიზარდა და უდაბნოში დამკვიდრდა, და მშვილდოსანი შეიქნა.
და ესეც ნახეთ ტავად უფალი ამართლებს სარას საქციელს, ერთადერთი მიზნის გამო, რაც დავწერე "მესია" !!!
12. უთხრა ღმერთმა აბრაამს: ნუ სწუხარ ყმაწვილზე და შენს ყმა ქალზე; ყველაფერი გაუგონე სარას, რასაც გეტყვის; რადგან ისაკით დაგეწყება შთამომავლობა.
არ გაიგოთ ახლა აქ "შთამომავლობა"-ში მარტო ფიზიკური თესლის გამაგრძელებებლი, არამედ ის რაც ზემოთ დავწერე, იმ შთამომავლობიდან უნდა გამოვიდეს ის ვისგანაც "
ციტატა
"კურთხეული იქნება ... მიწიერთა მთელი მოდგმა. "
"


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Apr 2 2009, 12:11 AM
პოსტი #20


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



ციტატა
mocking

დაცინვის, დამცირების ობიექტზეა საუბარი, ანუ არაპირდაპირი გაგებით შეიძლება ჩაითვალოს ხუმრობად, მაგრამ რახან ნაწარმოებია ზმნისგან ,,mock'' რაც ნიშნავს გაღიზიანებას, ესე იგი გამოდის რომ დასცინოდა და არა უბრალოდ ხუმრობდნენ და მხიარულობდნენ.


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

15 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 12:25 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი