IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

15 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> ქალები წმ. წერილში, დედათა სახე ბიბლიაში
ქევანა
პოსტი Apr 2 2009, 10:36 AM
პოსტი #21


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



KAIROS
ციტატა
) უმრავლესი ვისზეც საუბარი მექნება არის წმიდანი ჰოდა ცოტა ფრთხილად შეფასებებებისაგაა

ეს დამავიწყდა კაიროს, sad.gif ამიტომ ვეღარ ვიაქტიურებ... კიდე რაღაცა შემეშლება და მერე კიდე უნდა ვიდარდო..

ისე საინტერესო იყო, ქართულში ის სიტყვა სხვანაირად თარგმნეს smile.gif

და ლოტის ცოლი? ქალიშვილები? unsure.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 2 2009, 01:54 PM
პოსტი #22


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ამიტომ ვეღარ ვიაქტიურებ.

რატო ადამიანო biggrin.gif იაქტიურე, დასვი კითხვები, ოღონდ სანამ გაიგებდე რა ხდება, მანამ წინასწარ ცუდად ნუ განეწყობი, იკითხე და დავძებნოთ ერთად პასუხები
ციტატა
ისე საინტერესო იყო, ქართულში ის სიტყვა სხვანაირად თარგმნეს
არ თარგმნილა სხვანაირად, უბრალოდ "იმღერდა"-მ დღეს დაკარგა ის მნიშვნელობა რაც ქონდა ადრე...
ლოტიზე დავწერ, თუმცა წერილში აშკარად ჩანს ორი რამე
ა. წერილი (ბიბლია ანუ) მათ არ ამართლებს
ბ. მათ ინცესტი ინცესტისათვის კი არ ჩაიდენეს, არამედ ადამიანთა გამო, მარტო ისინიღა დარჩნენ ეგონათ და გამრავლებისათვის მოხდა, თუმცა დავწერ მაგაზე smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mari-mari15
პოსტი Apr 2 2009, 10:35 PM
პოსტი #23


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,149
რეგისტრ.: 11-March 09
წევრი № 6,625



თემა გავაგრძელოთ საინტერესოა ძალიან, საერთოდ ძველი აღთქმის ქალები ყველასგან განსხვავებულები იყვნენ, მათ განსაკუთრებული თვისებები ჰქონდათ, შვილის სწორად აღზრდის სტილი, ისააკი, იოსები იყვნენ ისეთი დიდი ქალების შვილები, როგორებიც სარა და რებეკა იყვნენ, მათი დამსახურებაა ასეთ ადამიანებად რო ჩამოყალიბდნენ ისინი


--------------------
ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 4 2009, 04:10 AM
პოსტი #24


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



უცნაური ისტორიაა ლოტის ქალიშვილების ისტორია, თუმცა რა ისტორია, როგორც დავწერე
ციტატა
წერილში აშკარად ჩანს ორი რამე
ა. წერილი (ბიბლია ანუ) მათ არ ამართლებს
ბ. მათ ინცესტი ინცესტისათვის კი არ ჩაიდენეს, არამედ ადამიანთა გამო, მარტო ისინიღა დარჩნენ ეგონათ და გამრავლებისათვის მოხდა,

ასე წერია ბიბლიაში
"30. აიყარა ლოტი ცოღარიდან და მთაში დასახლდა თავის ორ ქალიშვილთან ერთად, რადან ცოღარში ცხოვრების ეშინოდა. ერთ გამოქვაბულში დასახლდა თავის ორ ქალიშვილთან ერთად.

31. უთხრა უფროსმა უმცროსს: მოხუცია მამაჩვენი და კაცი არ არის ამ ქვეყანაში, რომ შემოვიდეს ჩვენთან როგორც ქვეყნის წესი და რიგია.

32. მოდი, დავალევინოთ ღვინო მამაჩვენს და მივუწვეთ, შთამომავლობა აღვუდგინოთ მამაჩვენს.

33. შეასვეს ღვინო მამას იმ ღამით; მივიდა უფროსი და მიუწვა მამას, ხოლო მამამ ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა.

34. მეორე დღეს უფროსი ეუბნება უმცროსს: აჰა, ვიწექი წუხელ მამაჩემთან, შევასვათ ღვინო ამაღამაც, მიდი და მიუწექი. შთამომავლობა აღვუდგინოთ მამაჩვენს.

35. შეასვეს ღვინო იმ ღამითაც მამას; ადგა უმცროსი და მიუწვა, ხოლო მან ვერც დაწოლა გაიგო მისი და ვერც ადგომა.

36. დაორსულდა ლოტის ორი ასული მამისაგან.

37. შვა ძე უფროსმა და უწოდა სახელად მოაბი. იგი არის მოაბელთა მამა დღევანდლამდე.

38. უმცროსმაც შვა ძე და უწოდა სახელად ბენ-ყამი. იგი არის ყამონიანთა მამა დღევანდლამდე"
აშკარაა რომ ორივენი შეცდნენ, თუმცა ორივემ საქციელი ჩაიდინა შთამომავლობის აღდგენის მიზნით მოხდა, თუმცა უცნაური ძველი აღთქმის შვილად ჩავთვალოთ ეს და გავაგრძელოთ საუბარი.

მაშ, მივედით ისააკზე, მის ცოლზე, ძალიან საყვარელი ისტორიაა ისააკისათვის ცოლის ნახვის ისტორია, არავინ თქვას ძველ აღთქმას რომანტიკა აკლიაო smile.gif ნამდვილ რომანტიკაზე (კარგი გაგებით რათქმაუნდა) იაკობის და რაქელის შემთხვევაში ვისაუბრებთ, მანამ კი აქ ვნახოთ რა ხდება.

კიდევ ერთი უცნაური ფაქტი ხდება ისააკის ცოლის მოსაძებნად, მოხუცებული აბრაამი თავის მორჩილს ელეაზარს, საზარდულქვეშ ამოადებინებს ხელს და ისე დააფიცებინებს, როგორც ამბობენ ეს შთამომავლობაზე დაფიცებს ძველი მეთოდი იყოო ( რას გაიგებ biggrin.gif ) , და ერთ პირობას წაუყენებს, ქალი უნდა წამოიყვანონ და არა პირიქით, ანუ ისააკის ჩასიძება არ უნდა მოხდეს, იმიტომ კი არა რომ არ შეიძლება, უბრალოდ იმიტომ რომ ისააკი უკვე გამოყვანილია იმ "სხვა" მიწიდან და უკვე არის თავის მიწაზე, და შესაბამისად ამ მიწის დაკარგვა არ უნდა მოხდეს.


დაბადება 24 თავი

7. უფალი, ცის ღმერთი, რომელმაც წამომიყვანა მამაპაპის სახლიდან, ჩემი სამშობლო ქვეყნიდან, რომელიც მეუბნებოდა და მეფიცებოდა, შენს შთამომავლობას მივცემო ამ ქვეყანას, სწორედ ის წაგიმძღვარებს თავის ანგელოზს და წამოიყვან იქიდან ქალს ჩემი ძისათვის.

8. თუ არ წამოგყვა ქალი, თავისუფალი ხარ ამ ჩემი ფიცისგან, ოღონდ იქ არ დააბრუნო ჩემი შვილი.


დაეთანხმა და დაემორჩილა მორჩილი და აქედან შემოდის უკვე თხრობაში "ჭის ფაქტორი", რამოდენიმე ფაქტი მოხდა ჭის ირგვლის ბიბლიაში, ორჯერ ულამაზესი წყვილი შეერთდა და ერთხელ მრუში ქალი მოექცა უფლის მიერ,
პირველი შეხვედრა ახლა აქ ხდება, ეს საოცარი კაცი უფალს პირდაპირ ესაუბრება, იმდენადაა დარწმუნებული უფლის ძლიერებაში რომ დეტალებში თხოვს რაც უნდა და დამთავრებულიც კი არა აქვს ეს თხოვნა , რომ ზუსტად ისე დეტალებში უხდება თხოვნა!


12. თქვა: უფალო, ჩემი პატრონის აბრაამის ღმერთო, ხელი მომიმართე დღევანდელ დღეს, მადლი უყავი ჩემს პატრონს, აბრაამს!

13. აჰა, ვდგავარ ჭასთან და ამ ქალაქის მკვიდრთა ასულნი სადაცაა გამოვლენ წყლის ამოსაღებად.

14. თუ მოხდა და ყმაწვილქალმა, რომელსაც ვეტყვი, პირი წაუქციე შენს კოკას, წყალს დავლევ-მეთქი, მითხრა, შენც დალიე და აქლემებსაც დაგირწყულებო,სწორედ ის იქნება შენი მორჩილისთვის, ისაკისთვის რომ გყავს დანიშნული. მივხვდები, რომ მადლი უყავი ჩემს პატრონს.

15. ვიდრე ამის თქმას მოასწრებდა, აჰა, გამოვიდა მხარზე კოკაშედგმული რებეკა, რომელიც შესძენოდა ბათუელს, მილქასა და აბრაამის ძმის, ნახორის ვაჟიშვილს.

16. ყმაწვილი ქალი ძალზე კარგი იყო შესახედავად, ქალწული იყო, მამაკაცი არ გაჰკარებოდა. ჩავიდა წყაროზე, კოკა აავსო და ამოვიდა.

17. გაიქცა მისკენ მორჩილი და უთხრა: ცოტა წყალი დამალევინე შენი კოკიდან.

18. უთხრა ქალმა: დალიე ბატონო. ჩამოიღო კოკა და თავისი ხელით შეასვა წყალი.

19. შეასვა თუ არა, უთხრა: შენს აქლემებსაც ამოვუზიდავ წყალს, ვიდრე არ დარწყულდებიან.

20. უმავლე ჩამოსცალა გეჯაში კოკა და ისევ გაიქცა ჭისკენ წყლის ამოსაღებად. აქლემებსაც ამოუტანა წყალი.

21. კაცი აკვირდებოდა ქალს, ხმას არ იღებდა, სურდა გაეგო, სასიკეთოდ წარუმართა თუ არა უფალმა გზა.

ეს არაა რაიმე ახირება, შინაგან სილამაზესაც ეძებდა ელეაზარი, გარდა იმისა, რომ ქალი ლამაზია და ქალწულია, მას აინტერესებს რამდენად ფაქიზია იგი სულით, რამდენად აღზრდილია, ცხოველებიც თუ შეეცოდება და ასეც მოხდა, ბოლოს მეტიც კი მოხდა რაც არ უთხოვია ელეაზარს და უფალმა მეტი მისცა რაც ითხოვა, ანუ მშვენიერმა რებეკამ, არათუ ის და მისი აქლემები დაარწყულა, არამედ მას და მის აქლემებს, დაპურებაც და დასვენებაც შესთავაზა, ეს იყო და დაიჩოქა ელეაზარმა და მადლი შესწირა უფალს

25. კვლავ უთხრა: ბზეცა და თივაც მრავლადა გვაქვს და ღამის გასათევი ადგილიც.

26. მუხლი მოიყარა კაცმა და თაყვანი სცა უფალს.

27. თქვა: კურთხეულ იყოს უფალი, ჩემი პატრონის, აბრაამის ღმერთი, რომელმაც არ მოაკლო წყალობა და სიყვარული ჩემს პატრონს. პირდაპირ მომაყენა უფალმა ჩემი პატრონის ნათესავების სახლს.


რა კარგია არა ეს "პირდაპირ მომაყენა უფალმა " smile.gif ყველა ჩვენგანიც ( დასაოჯახებლები ) სწორედ ამას ველოდებით შინაგანად რომ უფალი მოულოდნელად პირდაპირ დაგაყენებს "მის" წინ და გეტყვის ესააო smile.gif ჰო, წავედი ახლა მე რომანტიკაში biggrin.gif დავუბრუნდეთ ისევ რებეკას...

ახლა როგორ ხდება ხელის თხოვა და ცოლად გაყოლა; იმდენად გაოცდნენ რებეკას ძმა და მამა , რომ გულით თქვეს
50. მიუგეს ლაბანმა და ბეთუელმა: უფლისგან არის ეს საქმე. ვერც ცუდს გეტყვით, ვერც კარგს.
და არც რებეკას გარეშე გადაწყვეტილა ეგ საქმე,

57. თქვეს: დავუძახოთ ყმაწვილ ქალს და ვკითხოთ, რას იტყვის.

58. დაუძახეს რებეკას და ჰკითხეს: თუ წახვალ ამ კაცთან ერთად? უთხრა: წავალ.

შეხვედრაც ძალიან ძუნწად და ამავდროულად ძალიან ლამაზად არის გადმოცემული, როგორც ახასიათებს ბიბლიას და საერთოდ მისტიურ აღმოსავლეთს,
ისააკი მინდორში მოწყენილია ( დედის სიკვდილის გამო, როგორც ქვემოთ გამოჩნდება) და ალბათ მზის ჩასვლას უყურებს
63. გავიდა ისაკი მინდორში სასეირნოდ საღამოხანს. გაიხედა და ხედავს, აჰა, აქლემები მოდიან.
და რებეკაც შეამჩნევს შორიდან
64.გაიხედა რებეკამ, დაინახა ისაკი და ჩამოვიდა აქლემიდან.

65. უთხრა მორჩილს: ვინ არის ის კაცი, მინდორში რომ მოდის ჩვენს შესახვედრად? თქვა მორჩილმა; ჩემი პატრონია. აიღო ქალმა რიდე და ჩამოიფარა.

smile.gif როგორი სინაზეა არა smile.gif

და დაბოლოებაც შესაფერისია, დედის კარავში შეყავს და დედის ტკივილს უქარვებს, როგორც ადრევე თქვა უფალმა
დაბ.2 თავი მუხლი 24. ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ.
და ასეც მოხდა.
67. შეიყვანა ისაკმა ქალი თავისი დედის, სარას კარავში და შეირთო ცოლად. შეუყვარდა იგი ისაკს და დედის გამო მწუხარება გაუქარვდა.

გავაგრძელებ მალე ;

კაიროსი!

პ.ს.

რებეკაზეც მეწერა, მაგრამ დაიკარგა, მერე დავწერ smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Apr 4 2009, 12:02 PM
პოსტი #25


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
იაკობის და რაქელის შემთხვევაში ვისაუბრებთ

რაქელი რაქელი.. ღმერთო რამ დამავიწყა ეს სახელი და ნაღდი მოგიჟო სულელი ვარ, რებეკა სხვაა, რაქელი სხვა user.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.:Lela:.
პოსტი Apr 4 2009, 08:19 PM
პოსტი #26


.:Sheecie urcmunoebasa chemsa:.
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,825
რეგისტრ.: 7-January 08
წევრი № 3,568



ციტატა(KAIROS @ Apr 4 2009, 04:10 AM) *

67. შეიყვანა ისაკმა ქალი თავისი დედის, სარას კარავში და შეირთო ცოლად. შეუყვარდა იგი ისაკს და დედის გამო მწუხარება გაუქარვდა.

ეს სიყვარული ვერ შეედრება რახელისადმი იაკობის სიყვარულს''აკოცა იაკობმა რახელს და ატირდა''- ეს ერთადერთი შემთხვევაა სიყვარულის გრძნობის გადმოცემისა ბიბლიაში,ასევე უნიკალურია სიყვარულის ნიშნად ტირილი,რომელიც ბიბლიაში მწუხარების და გლოვის ნიშანია smile.gif





--------------------
შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.


მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D

Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :)

Kings Of Convenience - Cayman Islands
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Apr 5 2009, 12:17 AM
პოსტი #27


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ციტატა
ოღონდ მესიანისტური სისხლი უნდა გადარჩეს, აღთქმა უფლისა უნდა შესრულდეს, რაგდან "



ვისი სისხლი, თავად იმათი ვინც ასეთ მსხვერპლზე მიდიოდა (ანუ თუნდაც აბრაამისთვის, წარმომიდგენია როგორც კაცისთვის როგორი მძიმე იქნებოდა ცოლის ვიღაცის ხარჭად დასმა) თუ ერის? რა აღთქმა, აღთქმულ მიწაზე მიყვანა თუ აღთქმა მესიაზე?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 5 2009, 04:13 AM
პოსტი #28


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ეს სიყვარული ვერ შეედრება

ლელუშ, კარგი მაგალითი მოიყვანე, გვექნება მაგაზე საუბარი, ოღონდ ერთი რამ...
ბუნებაში არსებობს ზოგიერთი ღირებულება, რომელთა შედარება არ ხდება, ესაა კულტურა, ხელოვნება, და ესაა ადამიანური გრძნობები, აქ, სიყვარული smile.gif
არ შეიძლება ვინმემ თქვას ამის სიყვარული ცოტაა და იმის დიდიო, ამისი არაა და იმისი კიო, სიყვარული ინდივიდუალურია და ინდივიდუალური გამოვლინებაც აქვს, ზოგან ის მწველია, ცრემლიანია, პოეტურია და ზოგან ჩუმია, ნაზია, წყნარია, ღრმა და ნამდვილი ორივე შეიძლება იყოს.
მოკლედ პირადად შედარებებს არ ვემხრობი, ვინ რა იცის ადამიანის გულისა უფლის გარდა?

ციტატა
რა აღთქმა, აღთქმულ მიწაზე მიყვანა თუ აღთქმა მესიაზე?

მესიის ნინო, მესიის... მიწა და ნაცარი, მიწაა და მტვერი, მესია იყო და დღესაც რჩება ებრაელი ერის აზროვნების ამოსავალ წერტილად, ჰოდა იმ ერის, ნაციის, გვარის გადასარჩენად ხდებოდა ყველაფერი, საიდანაც ეს მესია უნდა გამოსულიყო.

ჩვენ გავაგრძელოთ:

"67. შეიყვანა ისაკმა ქალი თავისი დედის, სარას კარავში და შეირთო ცოლად. შეუყვარდა იგი ისაკს და დედის გამო მწუხარება გაუქარვდა"

ახლა ყურადღება გადავიტანოთ არა "შეუყვარდა"-ზე ( რაც უკვე გასაგებია ) , არამედ სხვა რამეზე, კერძოდ ამ "შეიყვანა ისაკმა ქალი თავისი დედის, სარას კარავში " კარავში შეყვანაზე, წესით რა უნდა იყოს იმაში, კაცმა თავისი ცოლი შეიყვანა კარავში biggrin.gif , სინამდვილეში არის...

სარრა და რებეკა, დედამთილი და რძალი, მათ ერთმანეთი არასოდეს უნახავთ, მაგრამ მათი სიცოცხლე ძალიან გავდა ერთმანეთისას, რძალი რომელიც რძალი გახდა დედამთილის კარავში თითქოსდა რაღაც უხილავი ძაფებით დაემსგავსა საკუთარ დედამთილს, მივყვეთ ფაქტებს:

1. რებეკა თავისი დედამთლივით ბერწი აღმოჩნდება:
დაბ.25:21. ევედრებოდა ისაკი უფალს თავისი ცოლისთვის, რადგან ბერწი იყო იგი. უსმინა მას უფალმა და დაორსულდა რებეკა, მისი ცოლი.

2. რძალი, როგორც დედამთლი გახდა ღირსი ღმერთთან პირისპირი ლაპარაკისა, სარრამ სამი სტუმრის სახით გამოცხადებულ ღმერთს ესაუბრა და მისგან შეიტყო რომ შვილი ეყოლება და შეიტყო მისი შვილის მომავალი (გამრავლება, გაძლიერება), უცნაურად იგივე მოხდა რებეკასთან, ღვთის წყალობით დაორსულებულ რებეკას მუცელში უცნაური რაღაც ხდება, მსგავსი რამ ბიბლიას არც აქამდის და არც ამის შემდეგ არ ახსენებს, ორი ტყუპი ერთმანეთს "ებრძვის" და ეს არაა ჩვეულებრივი ფეხუკუნების ტყაპუნი მუცელში rolleyes.gif , არამედ რაღაც სხვა და უცნაური, და ეს არ მოწონს რებეკას და ბიბლია წერს:

21. ევედრებოდა ისაკი უფალს თავისი ცოლისთვის, რადგან ბერწი იყო იგი. უსმინა მას უფალმა და დაორსულდა რებეკა, მისი ცოლი.

22. ეჯაჯგურებოდნენ ერთმანეთს შვილები მის საშოში და თქვა ქალმა: თუ ასეა, რიღასთვის ჩამესახნენ? და წავიდა უფლისათვის შესაკითხად.

23. უთხრა უფალმა: ორი ხალხია შენს მუცელში, ორი ტომი გამოვა შენი საშოდან; ერთი ტომი მეორეზე ძლიერი იქნება, უფროსი უმცროსს დაემორჩილება.

24. მოაწია მშობიარობის ჟამმა და, აჰა, ტყუპები არიან მის მუცელში


ასე დადიოდნენ უფალთან ძველი აღთქმის ქალები შესაკითხად...

3. რძალი დედამთილს დაემსგავსა სხვა უცნაურობაშიც, ლამის ზუსტად იგივე ისტორია გადახდა თავს, რაც დიდი ხნის უკან მის დედამთილს ( სარრას ეს ორჯერ მოუვიდა), შიმშილობის გამო ისააკი დროებით გადავიდა მეზობელ ქვეყანაში

დაბ.26 6. დაიწყო ცხოვრება ისაკმა გერარში.

7. გამოკითხეს იქაურმა კაცებმა მისი ცოლის, რებეკას ვინაობა. მან უთხრა: და არის ჩემი. რადგან შეეშინდა ეთქვა, ცოლი არისო, ვაითუ მოეკლათ იქაურ კაცებს რებეკას გამო, რადგან მშვენიერი შესახედავი იყო.

8. კარგა ხნის ნაცხოვრები იყო ისაკი იმ ქვეყანაში, როცა გამოიხედა აბიმელექმა, ფილისტიმელთა მეფემ, სარკმელში და ხედავს, ელაღობება ისაკი რებეკას, თავის ცოლს.

9. დაიბარა აბიმელექმა ისაკი და უთხრა: ნამდვილად შენი ცოლია ეს ქალი; რამ გათქმევინა ჩემი და არისო? უთხრა ისაკმა: ვიფიქრე, მისი გულისთვის არ მომკლან-მეთქი.

10. უთხრა აბიმელექმა: ეს რა გვიყავი? კინაღამ დაწვა შენს ცოლთან ერთი ჩვენებური, და კიდევ გაგვრევდი ცოდვაში.

11. უბრძანა აბიმელექმა მთელს ხალხს: ვინც ხელს ახლებს ამ კაცს და მის ცოლს, სიკვდილი არ ასცდება.


და ისევ დაიცავს აბიმელექი და აბიმელექით უფალი, უცოდველად ისააკს და რებეკას, როგორც ადრე აბრაამი და სარრა დაიცვა...

აქ თხრობაში შემოდის ისევ მრავალცოლიანობა, და ერთდროულად ორის ქმარი ხდება კუნთებიანი და ბაჯგვლებიანი ესავი დაბ.26 34. ორმოცი წლისა იყო ესავი, როცა მოიყვანა ცოლად ივდითი, ბეერ ხეთელის ასული, და ბასმათი, ელონ ხეთელის ასული.
რაც ესავი ( დაუდევარი კაცი, პირმშოება რაღაც საჭამადზე გაცვალა, ზედაპირულად უყურებდა ყველაფერს და მათ შორის ქალებსაც), ის მისი ცოლებიც და პირდაპირ წერია ბიბლიაში:
"35. ამ ქალებმა სული შეუწუხეს ისაკს და რებეკას."

მდააა, ცუდი რძალი საშინელებაა და ცუდი რძლები ხო საერთოდ biggrin.gif ( კიდე კაი ორი სიდედრი არ არსებობს biggrin.gif )

გავაგრძელებ ამ დღეებში;
იხარეთ;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Apr 5 2009, 04:35 AM
პოსტი #29


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



KAIROS
ციტატა
( კიდე კაი ორი სიდედრი არ არსებობს biggrin.gif)

ეგ ვინ გითხრა? რამდენ ცოლსაც მოიყვანს კაცი, სიდედრიც იმდენი ეყოლება. biggrin.gif



--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 5 2009, 04:38 AM
პოსტი #30


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ეგ ვინ გითხრა? რამდენ ცოლსაც მოიყვანს კაცი, სიდედრიც იმდენი ეყოლება.

biggrin.gif
ნუ მე ვსაუბრობ ქრისტიანულ მონოგამიის შემთხვევაში ერთდროულად ორი სიდედრის არ არსებობის შესახებ biggrin.gif
არ გავაოფოთ smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.:Lela:.
პოსტი Apr 5 2009, 08:00 PM
პოსტი #31


.:Sheecie urcmunoebasa chemsa:.
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,825
რეგისტრ.: 7-January 08
წევრი № 3,568



ციტატა(KAIROS @ Apr 5 2009, 04:13 AM) *

ლელუშ, კარგი მაგალითი მოიყვანე, გვექნება მაგაზე საუბარი, ოღონდ ერთი რამ...
ბუნებაში არსებობს ზოგიერთი ღირებულება, რომელთა შედარება არ ხდება, ესაა კულტურა, ხელოვნება, და ესაა ადამიანური გრძნობები, აქ, სიყვარული smile.gif
არ შეიძლება ვინმემ თქვას ამის სიყვარული ცოტაა და იმის დიდიო, ამისი არაა და იმისი კიო, სიყვარული ინდივიდუალურია და ინდივიდუალური გამოვლინებაც აქვს, ზოგან ის მწველია, ცრემლიანია, პოეტურია და ზოგან ჩუმია, ნაზია, წყნარია, ღრმა და ნამდვილი ორივე შეიძლება იყოს.
მოკლედ პირადად შედარებებს არ ვემხრობი, ვინ რა იცის ადამიანის გულისა უფლის გარდა?

მაგაში გეთანხმები smile.gif სასხვათასორისოდ ვთქვი ,უბრალოდ ეს რომ არის აღნიშნული თავად წიგნში მეც გამოვყავი smile.gif





--------------------
შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.


მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D

Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :)

Kings Of Convenience - Cayman Islands
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 10 2009, 04:12 AM
პოსტი #32


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
არცერთი მამამთავართაგანი არ იყო კარგი მამა

არაა სწორი ჩემი აზრით, რადგაბ ვინ არ იყო კარგი მამა აბრაამი ისააკზე რომ ამოდიოდა მზე და მთვარე? თუ დავითი მოღალატე შვილს რომ გულდამდუღრებული ტიროდა? თუ იაკობი იოსების გამო კინაღამ რომ გაგიჟდა?
წავიდა ფემინიზმი, არ გამაბრაზოთ და მამებზე თემა არ გამახსნევინოთ ახლა biggrin.gif
მოკლედ გავაგრძელებ ცოტათი


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 10 2009, 04:31 AM
პოსტი #33


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



მოკლედ ვსაუბრობდით რებეკაზე...

წინა პოსტებში მის აწგარდაცვლილ უნახავ დედამთილ სარასთან უცნაურ მსგავსებაზე ვისაუბრეთ, ახლა მის მტკიცე ხასიათსაც შევეხოთ.

ეს არის ძალიან ძლიერი ქალი, ნათელი აზროვნების და მკვეთრი საქციელების მქონე, მტკიცე ხასიათის და გაბედული გადაწყვეტილებების მატარებელი, ეს იყო "წავალ" რომ თქვა იქ მამის სახლში და მალევე შედის ბიბლიისეულ ისტორიაში; როგორ რევოლუციით ( biggrin.gif აქაც რევოლუცია კაცო biggrin.gif ), დიახ, რევოლუციით, გადატრიალებით უმცროსის უფროსად გახდომის წაქეზებით და ხელშეწყობით; ახლა გთხოვთ, ნუ ვიფიქრებთ აქ ძალიან მიწიერად, არ დაგვავიწყდეს ამ ოჯახებში არავის შემთხვევით თმის ღერიც კი არ უვარდება თვალიდან, არათუ ასეთი უმნიშვნელოვანესი ცვლილები ხდება ღვთის ნების გარეშე.

ჰოდა ასე, როგორც კი დაინახა რებეკამ ხასიათის სისუსტე მის პირველ ძე, ესავში, მისი განსაკუთრებული სიყვარული იაკობისადმი გადაიზარდა მტკიცე გადაწყვეტილებაში, რომ იგი უნდა გახდეს პირველი და მიიღოს მთავარი კურთხევა ისააკისაგან, ეს მოხდება "გამოტყუებით", აქაც ღვთის ნება აღსრულდა, უცნაურად, თითქოსდა უსამართლოდ და მაინც ღვთის ნებით, იმიტომ რომ მართლაც იაკობი იყო რჩეული, ის ბაჯგვლიანი, უხეში, მონადირე და პირმშოების ცერცვზე გამყიდველი კაცი ვერ გახდებოდა უფლის ხალხის შთამომავალი, იგრძნო ეს რებეკამ, საკუთარ ქმარსაც შეეწინააღმდეგა მისი საქციელით ( ეს პირველად ხდება საერთოდ) და დაავალი მამის გაცურება იაკობს, რომელიც გაოცდა კიდეც;

12. ხომ მატყუარა გამოვჩნდები მის (მამის) თვალში; კურთხევას კი არა, წყევლას დავითევ თავზე.

13. უთხრა დედამისმა: ჩემზე იყოს ის წყევლა, შვილო, ოღონდ დამიჯერე

არანაირი წყევლა რებეკაზე არ მოსულა, რადგან მან აღასრულა ღვთის ნება; და ასე გაისხმა ხმა კურთხევისა (ერთადერთი იყო კურთხევა, მხოლოდ ერთისათვის) :"წყეულიმც იყოს მაწყევარი შენი, კურთხეულ იყოს მაკურთხეველი შენი!", ესავის გასაგები გაბრაზების გამო ( რომელიც ცრუობს კიდეც, როცა ამბობს "პირმშოება გამომტყუაო", როცა თავად მისცა პირმშოება ცერცვის საჭამადის გამო) იაკობს დედა გაქცევას ურჩევს და ისევ შემოდის მტკიცე და დროული გადაწყვეტილებით რებეკა:

42. ემცნო რებეკას ესავის, თავისი უფროსი შვილის ნათქვამი; მოაყვანინა იაკობი, თავისი უმცროსი შვილი და უთხრა: აჰა, მოსაკლავად გემუქრება შენი ძმა ესავი.

43. ახლა მომისმინე, შვილო. ადექი და ჩემს ძმასთან, ლაბანთან, გაიქეცი ხარანში.

44. ერთხანს იცხოვრე მასთან, სანამ ბრაზი არ გაუვლის შენს ძმას.

45. სანამ არ გაუვლის შენი მტრობა და დაავიწყდება, რაც უყავი, შეგატყობინებ და წამოგიყვან იქიდან. რატომ დაგკარგოთ ორთავენი ერთ დღეს?


და ქმარსაც ითანხმებს რომ გაუშვას იაკობი, აქ ცოტა არ იყოს ეშმაკობითაც ( რომლებია ამ სიტყვის სინონიმები?) , კი არ ეტყვის მის ძმას განვარიდოთო, კამათი რომ არ გამოიწვიოს, არამედ ვითომ ცოლის მოყვანის გამო უშვებს:
"46. უთხრა რებეკამ ისაკს: შემაძულეს სიცოცხლე ხეთელმა ქალებმა; თუ იაკობმაც ხეთელებისგან მოიყვანა ცოლი, ამ ქვეყნის ქალები რომ არიან, ისეთი, რაღად მინდა მაშინ თავი ცოცხალი? "
და გააშვებინებს იაკობს, რომ მისი ტომიდან აირჩიოს საცოლე.

აქ წყდება რებეკაზე საუბარი კარგა ხნით, ოდნავ გაიელვებს ესავის სხვა დაოჯახება, როცა უბრალოდ მამის გულის მოსაგებად მოიყვანა მათეული ქალი:
9. წავიდა ესავი ისმაელთან და მოიყვანა ცოლად მახალათი, აბრაამის ძის, ისმაელის ასული, ნებაიოთის დაი, სხვა ცოლების გვერდით.
მაგრამ უკვე გვიანი იყო მისთვის...

იაკობი გზაშია, რომ მალე გაიცნოს ისევ ჭასთან მისი უძლიერესი სიყვარული - რაქელი...

ეგ შემდეგ;

კაიროსი!



--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Apr 10 2009, 04:22 PM
პოსტი #34


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



კაიროსუ

ეს ამდენი ინფორმაცია რომელ წყაროზე დაყრდნობით დაწერე? ასეთი დეტალური განმარტება ბიბლიის ქალებისა თუ იყო არც მეგონა


იხარე (შენივე საყვარელი სიტყვა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 10 2009, 10:06 PM
პოსტი #35


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ეს ამდენი ინფორმაცია რომელ წყაროზე დაყრდნობით დაწერე? ასეთი დეტალური განმარტება ბიბლიის ქალებისა თუ იყო არც მეგონა

უი, სამწუხაროდ აქ სადაც ვარ, არა მაქვს თან ლიტერატურა და არც დროს ვპოულობ ინტერნეტში რომ დავძებნო, და რაც მახსოვს და ვიცი იმას ვწერ უცებ 5-10 წუთის განმავლობაში smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.:Lela:.
პოსტი Apr 12 2009, 05:07 PM
პოსტი #36


.:Sheecie urcmunoebasa chemsa:.
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,825
რეგისტრ.: 7-January 08
წევრი № 3,568



.


--------------------
შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.


მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D

Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :)

Kings Of Convenience - Cayman Islands
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ligia
პოსტი Apr 12 2009, 07:25 PM
პოსტი #37


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,990
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,411



ციტატა(.:Lela:. @ Apr 12 2009, 06:07 PM) *

KAIROS
კერძო აზრია ეგ შენი a075.gif უბრალოდ დრო არ მაქვს ჩამოვწერო ის რის გამოც ისინი როგორც მამები არ ვარგოდნენ smile.gifკაი ამ თემაში არ გვინდა ამაზე smile.gif


ისა და ვინები არ ვარგოდნენ როგორც მამები
და რატომ არის კაიროსის პოსტები მისი კერძო აზრი? როგორც წესი ეს ადამიანი იშვიათათ საკუთარ აზრებს წერდეს ღვთისმეტყველების თემაში

მართლა მაინტერესებს რაც ძველი აღთქმის ქალებზე დაწერა ეთანხმები თუ არ ეთანხმები და შენი შეხედულებაც დაწერო, მაინტერესებს სხვისი აზრიც biggrin.gif
მე კიდე ავდგები და წავიკითხავ
თუ სხვა რამეს გულისხმობ და ამ თემას არ ეხება მაშინ ოოოკკკკ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 12 2009, 10:31 PM
პოსტი #38


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ისინი როგორც მამები არ ვარგოდნენ

ვააა, რასა წერ? აბრაამი მამა მამათა როგორც მამა არ ვარგოდა? და ჩემი აზრს სანამ კერძოს დაარქმევდი ლელუკას სიცოცხლე, ნახე იქნებ სწორედ შენია კერძო? smile.gif
ნუ უყურებთ ნურც მამებს და ნურც დედებს XXI ს.ის ქრისტიანული თვალით...
თუმცა შეგიძლია არ დამეთანხმო, მე შევეცდები დავძებნო მამების სწავლება, რომ ვიღაცას მართლა არ ეგონოს რომ მე აქ ხალხს ვაბოლებ ჩემი კერძო აზრებით...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Apr 12 2009, 10:57 PM
პოსტი #39


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



.:Lela:.
KAIROS
რას ქვია არ გინდათ? biggrin.gif ჩამოწერეთ თქვენ-თქვენი წყაროები smile.gif

მე მაინტერესებს smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Apr 12 2009, 11:14 PM
პოსტი #40


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



მოკლედ დავიწყოთ აბრაამის შესახებ:

Свящ. Александр Мень
Исагогика

http://www.bible-center.ru/book/isagogika/001/003/001


3. Личность Авраама. Народных героев в легендах обычно изображают в идеализированном виде. Библия, напротив, рисует Авраама реалистично, со всеми его слабостями. Он не сверхчеловек. На первый взгляд, он — обычный сын своего времени. Ему не чужды сомнения и уныние (15:2), порой он проявляет малодушие (12,10–20, 20,1–8 ), не может воспротивиться злым настояниям жены (16,1-6). Однако тем рельефней выступают на фоне этих слабостей человеческие достоинства Авраама. Он дружелюбен и стремится избегать ссор (13,8-10), но, если нужно, готов с оружием в руках защитить сродника (14). Гостеприимство для него — священный закон (18,1-8, ср. Мф 25:35) Он не желает породняться с распутными и нечестивыми хананеями и посылает за невестой для сына в родной Арам (24). Как пророк (20,7) он отвергает их мерзости. Недаром великий борец против ханаанских Ваалов Илия будет взывать к «Богу Авраама, Исаака и Иакова» (3 Цар 18:36). Тем не менее Авраам не испытывает никакой вражды к жителям Ханаана и охотно заключает с ними союзы (21,22-34). Более того, он даже молит Бога, вступаясь за грешных содомлян (18,22-33) и за Авимелеха Гегарского (20,7,17).


ციტატა
Он дружелюбен и стремится избегать ссор (13,8-10), но, если нужно, готов с оружием в руках защитить сродника (14

აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ აბრაამზე სიტყვა არ ეთქმის არავის, რადგან იგი უპირველესად ღვთის ნებას ასრულებს, როცა მთელი მზრუნველობა გადააქვს ისაკზე, რადგან იქიდან უნდა გამრავლდეს რჩეული ერი და მოვიდეს უფალი, თან ჩვენ იცის უნდა ვიცოდეთ, რომ ესენი როგორც მამა ალექსანდრე მენი წერს , იყვნენ ადამიანები, თავისი სუსტი წერტილებით, მაგრამ ცუდი მამობის ბრალდება ძალიან უადგილოდ მეჩვენება, არ შეიძლება ცუდი მამა იყოს ის ვისაც მორწმუნეთა მამად იწოდება პავლე მოციქულის მიერ...
ანუ როცა საჭირო გახდა მისი მამობრივი ინსტიქტიც არის მასში, აი რას ეუბნება მას უფალი, მართალია ისააკია რჩეული, მაგრამ ისმაელიც ხომ მისი შვილია და მთელი გულით ულოცია მასზე და უფალმაც ისმინა მისი:

დაბადება 17 :20 . ისმაელის გამო გისმინე და, აჰა, ვაკურთხებ მასაც, ნაყოფიერს გავხდი და დიდად, დიდად გავამთავლებ. თორმეტ ბელადს წარმოშობს და დიდ ხალხად ვაქცევ.

მოკლედ მე აბრაამში ცუდ მამას ვერ ვხედავ და ველოდები საპირისპირო არგუმენტებს, თუმცა თემას გადავუხვიეთ მგონი...

პ.ს.

გვასალიაზე ხუმრობა თუ გეწყინა, ჩავასწორე, ბოდიში smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

15 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 02:26 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი