IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> მსხვერპლის არსი, რისი შეწირვა შეგვიძლია რეალურად?
Atman
პოსტი Jul 13 2010, 07:39 PM
პოსტი #1


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



რა გააჩნია ადამიანს რომ ღმერთს შესწიროს? ღმერთისგან გვაქვს ყველაფერი: ძალაუფლება, ფული, სახლი, ცოლი, ქმარი, შვილი... ის გაძლევს ათასს, შენ სწირავ ერთს, ათს, ასს და იდეალურ შემთხვევაში ათასს... და სადაა აქ მსხვერპლი? რა გაგვაჩნია ისეთი, რომელიც მართლა ჩვენ გვეკუთვნის და მართლა შეგვიძლია გავიღოთ მსხვერპლად?

ჩემი აზრით ეს არის ნების თავისუფლება. ეს არის ერთადერთი რამ, რაც ჩვენ გაგვაჩნია და ვერაფერი წაგვართმევს, თუ მართლა მსხვერპოლად არ გავიღეთ. და სწორედ ამას გულისხმობს "იყავნ ნება შენი!"

ეს არის მსხვერპლის უმაღლესი დონე და სხვა დანარჩენი მსხვერპლი მხოლოდ მცდელობაა აქამდე მისვლისა და რეალურად მხოლოდ ილუზიაა. (იმიტომ რომ რაც ღმერთისაა ისედაც, ვერ მისცემ, უბრალოდ გააცნობიერებ რომ მისია და დაუბრუნებ).

ჭეშმარიტი ღვთისმსახურება კი სწორედ ისაა, რომ ემსახურები მას არა ისე, როგორც შენ გინდა, შენ მოგწონს და შენთვისაა სასიამოვნო, არამედ ისე, როგორც ღმერთის ნებაა.

ვფიქრტობ საინტერესო საკითხია. ვიმსჯელოთ a075.gif

პ.ს. იმის გარკვევა, თუ როგორ უნდა გავარჩიოთ რა არის ღმერთის ნება და რა არის ჩვენი სურვილის საფუძველზე გაკეთებული ჭკუის "დოვოდი" ეს ცალკე თემაა და მაგაზე აქ არ გვინდა კამათი. ან თუ გინდა ვიკამათოთ არც ეგაა პრობლემა smile.gif


ჰა გააქტიურდით ცოტა, თორე მართლა ჩურჩხელა.გე გახდება ეს ფორუმი და მთავარი თემა "გავუზიაროთ..." იქნება biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები(1 - 3)
terra
პოსტი Jul 13 2010, 09:00 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398



Atman

მსგავსი თემა არსებობს უკვე.



--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Jul 13 2010, 09:02 PM
პოსტი #3


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



terra
ციტატა
მსგავსი თემა არსებობს უკვე.


სორი მაშინ. მიაერთონ იმ თემას.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.v.B
პოსტი Jul 13 2010, 09:05 PM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 427
რეგისტრ.: 8-March 10
წევრი № 8,338



ფსალმუნი 50

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უჰსჯულოებაი ჩემი. 2. უფროის განმბანე მე უჰსჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 3. რამეთუ უჰსჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვჰყავ; რაითა განჰმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. 5. რამეთუ ესერა უჰსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უჰსჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ. 10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 13. ვასწავლნე უჰსჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.


16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.


18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd May 2024 - 02:43 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი