IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> VI მსოფლიო კრება. კანონი 11., გამარკვიეთ
მნათე
პოსტი Jan 17 2007, 09:16 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



დამოცეთ მამა ანდრია, მამა დავით smile.gif

VI მსოფლიო კრება. კანონი 11.

"ნუმცა ვინ სამღდელოთა დასთა თანა დაწესებული ანუ ერისკაცი ჭამს უცომოსა ჰურიათასა, ანუ საკუთრად მეგობრად იჩენს მათ და სნეულებასა შინა მიუწოდს და კურნებასა მიიღებს მათგან, ანუ აბანოსა შინა იბანების მათ თანა. ხილო უკუეთუ ვინმე ამათდა ქმნად ხელ-ყოს, უკუეთუ მოყუასი იყოს, განიკუეთოს, ხოლო უკუეთუ ერისკაცი _ უზიარებელ იქმნეს".

მეტისმეტად მკაცრი კანონია. ებრაელი მეგობრები მყავს, მათზე უარი ვთქვა? ან როდესაც ექიმთან მივალ, ჯერ ვკითხო "ჰურია" ხომ არ ხარო? მითხარით როგორ მოვიქცე smile.gif რამდენად აუცილებელია ამ კანონის დაცვა smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Feb 13 2007, 08:24 PM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



კანონები მართლაც შეიძლება ზოგჯერ ძალიან მკაცრად გვეჩვენებოდეს. მაგრამ , გავიხსენოთ, რომ როცა ღმრთივსულიერი მამები რამეს განაჩინებდნენ, მათ პირველყოვლისა მტკიცე და მართალი რწმენა, ღმრთისა და მოყვასის სიყვარული ამოძრავებდათ. უნდა ვეცადოთ გავიგოთ მათი არსი და დავინახოთ მამათა სიყვარული და მზრუნველობა.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში კანონის სიმკაცრის შეგრძნება გაქრება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სარწმუნოებრივი და ყოფითი ურთიერთობა ყოველთვის როდია ერთიდაიგივე. ხსენებული კანონი კრძალავს იუდეველებთან სარწმუნოებრივ უერთიერთობას ჰურიებთან და არ ყოფითს.

ჰურიათა "უცომო პური" არ არის უბრალოდ აუფუებელი პური. ეს არის საპასექო პური – "მაცა", რომელიც პასექის სადღესასწაულოდ მზადდება. მისი ჭამა გულისხმობს ჰურიებთან ერთად პასექის დღესასწაულობას. გარდა იმისა, რომ თანადღესასწაულობა ჰურიასთან, ისევე როგორც ნებისმიერ არამართმადიდებელთან არის მათი სარწმუნოებრივი შეხედულებების მიღება, ის დამაბრკოლებელიცაა სარწმუნოებაში გამოუცდელი მოყვასისათვის, რომელიც ხედავს ამას. იგივე შეიძლება ითქვას მეგობრობაზე, და აი რატომ: მეგობრობის სისრულე საჭიროებს მსოფლმხედველობით ერთობას. სრული მეგობრობა შეუძლებელია ადამიანთან, რომელიც გმობს და დასცინის ყველაზე ძვირფასს შენთვის, შენი მსოფლმხედველობის საფუძველს, რომელიც არის სარწმუნოება. ასეთი მეგობრობა, თუ ორივეში არა, ერთ–ერთ მეგობარში მაინც გულისხმობს სარწმუნოებრივ ინდიფერენტულობას. მოყვასი, რომელიც ხედავს ჩვენს მეგობრობას ქრისტეს მტერთან, შეიძლება დაბრკოლდეს ამით. გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ ძველად სხვა ცდუნებებთან ერთად ზოგიერთ ქრისტეანში იყო იმის ცდუნება, რომ აღესრულებინათ იუდეური რიტუალები.

როგორ მოვიქცეთ, ვიმეგობროთ თუ არა ჰურიებთან? როცა ადამიანი არა უბრალოდ უარყოფს შენს სარწმუნოებას, არამედ შენს მაცხოვარს უწოდებს მატყუარას, ცრუმესიას, მოღალატეს, თავისთავად ვერ შედგება მეგობრობა. მაგრამ თანამედროვე იუდეველთა დიდი ნაწილი ისეთივე ნომინალური იუდეველია, როგორც ჩვენს თანმემამულეთა უმეტესობა – მხოლოდ ნომინალური ქრისტეანი. ისინი, როგორც ჩვენები, მხოლოდ წოდებით, ფორმალურად ეკუთვნიათ რელიგიურ მიმდინარეობას, და არა რწმენით და რიტუალით. სწორედ ამიტომ გამოგვდის მეტ–ნაკლები მეგობრობა მათთან. თუმცა ასეთი მეგობრობა მაინც არ არის სრული. ჩვენ უნდა ვეცადოთ თბილი დამოკიდებულებით, ჭირსა თუ ლხინში თანადგომით ვაჩვენოთ ასეთ მეგობრებს ქრისტეანული სარწმუნოების ნაყოფები და ამით შევუწყოთ ხელი მათ გამოღვიძებას.

ჰურია ექიმთან ურთიერთობისაგან თავის შეკავებაც მოტივირებულია ნაწილობრივ იმავე მოსაზრებით, რითიც მეგობრობის აკრძალვა. ამასთან ერთად პაციენტი რაღაც ფორმით ყოველთვის დამოკიდებულია ექიმზე, რაც ექიმს მასზე ზემოქმედების საშუალებას აძლევს. მორწმუნე ექიმისათვის კი პაციენტი ლოცვითი ზემოქმედების სუბიექტიც ხდება და შეიძლება ჩათრეულ იქნას რიტუალურად. ჩვენთვის მკურნალ–პაციენტის ურთიერთობა მაშინ არის საზიანო მხოლოდ, როცა ის სარწმუნოებრივი ზემოქმედების საშუალებად იქცევა. კურნების ძალას კი წამალს ღმერთი აძლევს და არა მისი დამამზადებელი თუ მომწოდებელი.

აბანოში ბანაობაზე არა მხოლოდ ჰურიებთან, ზოგადად ჰქონდა ეკლესიას ძალიან ფხიზელი და მკაცრი დამოკიდებულება, რადგან გასაგები მიზეზების გამო ის შეიძლება ცდუნების საშუალებად ქცეულიყო.

სხვადასხვა სასჯელით ისჯება სასულიერო პირი და საერო. სასულიერო პირისათვის უმაღლესი სასჯელი არის განკვეთა, რომლის შემდეგ მას თუნდაც მეორე დღესვე შეუძლია ზიარება. საერო კი – ისჯება უზიარებლობით და განსაკუთრებულ (ძირითადად მწვალებლობის და განხეთქილების მოწყობის) შემთხვევებში ანათემით მოიკვეთება ეკლესიიდან.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 14th October 2019 - 12:18 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი