თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ფსიქოლოგია და მედიცინა _ რეიკი, იგივე "ღვთის მადლი"...

პოსტის ავტორი: ქეთევანი777 თარიღი: Jan 16 2013, 02:10 PM

ამ ბოლო დროს ბევრი დაინტერესდა რეიკით მკურნალობის მეთოდით.

რეიკი - ეს არის არატრადიციული მედიცინა, რომელშიც გამოიყენება ტექნიკა ე.წ. "ხელების შეხებით" ავადმყოფის განკურნება.

რეიკის მეთოდი დააფუძნა 1922 წელს იაპონელმა ბუდისტმა მიკაო უსუიმ.

რეიკი ნიშნავს:
რეი - სამყარო, სული
კი - ენერგია, აზრი, განწყობა.
--------------------------
ეს, ისე, მოკლედ წარმოგიდგინეთ რეიკის არსი...

მართლაც რა არის რეიკი?

ჩინელი ბუდისტი - მიკაო უსუი რეიკის გამომგონებლად გვევლინება?!:)

ჩვენთვის კი ის 2000 წელია ნაცნობია.

მართლმადიდებლობისთვის მიუღებელი, რამდენადაც მას ოკულტიზმად მიიჩნევს. ე.წ. "რეიკი" სხვა არაფერი არ არის თუ არა "ღვთის მადლი".

"ღვთის მადლი" იესოს დაბადებიდან დღემდე ქრისტიანული სამყაროსთვის კარგად არის ცნობილი...

მრავალი წმინდანი - მკურნალი (ეხლა აღარ ჩამოვთვლი) გაგვიგია და ვიცით, რომელნიც ლოცვითა და უშუალო კონტაქტით კურნავდნენ ადამიანებს მრავალი სნეულებებისაგან.

მე არ მესმის, რატომ უკეთებენ იგნორირებას სასულიერო პირები ამგვარ რამეს? რატომ თვლიან, რომ ღვთის მადლის გამოყენება ადამიანის გადარჩენისთვის აუცილებლად ოკულტიზმია? გამოდის, რომ
ქვემოთ ჩამოთვლილი წმინდანები ოკულტიზმით იყვნენ დაკავებულები... ამისი გაფიქრებაც კი მკრეხელობაა ყველა დამეთანხმებით...

წმინდა პანტელეიმონი
წმინდა ნიკოლოზ სასწაულმომქმედი
წმინდა ბარბარე
წმინდა გიორგი
წმინდა კვიპრიანე
წმინდა ირინე
წმინდა მამა გაბრიელი, რომლის საფლავთან ახლოს დგომაც კი კურნავს...
წმინდა მამა ვიტალი...

ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი იმ მორწმუნე - წმინდანებისა, რომელთაც შეეძლოთ ლოცვებითა თუ უშუალო კონტაქტებით ადამიანების განკურნება უმძიმესი სნეულებებისაგან...

მაშ, რაშია საიდუმლო?

საიდუმლო არის ღვთის სიყვარულში.

საქმე იმაშია, რომ ღვთის სიყვარულითა და გამუდმებული ლოცვებით ადამიანები სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებით ღვთის სამყაროს, შემომქმედს... უფრო მეტი და მეტი მადლი გადმოდის სამყაროდან ჩვენზე, გულმხურვალედ მლოცველებზე

ღვთისა და სხვა და სხვა წმინდანების ხატები სხვა არაფერი არ არის თუ არა ღვთის სამყაროში გაჭრილი სარკმელი.

იყავით მორწმუნენი ღვთისა. შეიცანით თქვენი თავი...

მოინანიეთ ცოდვები...

იესოს ათ მცნებას მისდიეთ...

შეიყვარეთ იესო...

P.S. „რეიკი“ – იგივე „ღვთის მადლი“ ჩვენშია და მისი გამოყენება ყველამ უნდა ვიცოდეთ, ეს აუცილებელიცაა...

ადამიანი შემომქმედია, რამდენადაც შემომქმედმა შეგვქმნა თავის ხატად...
------------------------------
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 16 2013, 07:21 PM

ქეთევანი777
საუბრის დაწყებამდე კარგი იქნებოდა შენი აღმსარებლობის შესახებ თუ მეტყვი , რომ უფრო გამიადვილდეს კონტაქტი.

ციტატა
ე.წ. "რეიკი" სხვა არაფერი არ არის თუ არა "ღვთის მადლი".

რა არის ,,ღვთის მადლი?''
ციტატა
ღვთის მადლი" იესოს დაბადებიდან დღემდე ქრისტიანული სამყაროსთვის კარგად არის ცნობილი...

და შენთვის როგორაა ცნობილი იქნებ გვითხრა?
ციტატა

მრავალი წმინდანი - მკურნალი (ეხლა აღარ ჩამოვთვლი) გაგვიგია და ვიცით, რომელნიც ლოცვითა და უშუალო კონტაქტით კურნავდნენ ადამიანებს მრავალი სნეულებებისაგან.

და ამ ლოცვის დროს ვის მიმართავდნენ და როგორ?
(ეს კი ნამდვილად უნდა ჩამოთვალო...)
ციტატა

მე არ მესმის, რატომ უკეთებენ იგნორირებას სასულიერო პირები ამგვარ რამეს?

სასულიერო პირები იგნორს უკეთებენ ეკუმენიზმს და არა მკურნალობას.
ციტატა
ქვემოთ ჩამოთვლილი წმინდანები ოკულტიზმით იყვნენ დაკავებულები... ამისი გაფიქრებაც კი მკრეხელობაა ყველა დამეთანხმებით...

ისინი ოკულტიზმით არ იყვნენ დაკავებულნი მარტივი მიზეზის გამო.
ისინი შემუსვრილი გულით , და დამდაბლებული მადლით მიმართავდნენ წმ.სამებას , ერთარსს და განუყოფელს , და მხოლოდშობილ ძეს რომელიც ,,ჩვენთვის კაცთათვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის'' მოევლინა ქვეყანას , იქმნა სრული კაცი და მოიკლა ჯვარზე.
ციტატა

ეს არის ძალიან მცირე ჩამონათვალი იმ მორწმუნე - წმინდანებისა, რომელთაც შეეძლოთ ლოცვებითა თუ უშუალო კონტაქტებით ადამიანების განკურნება უმძიმესი სნეულებებისაგან...

გითხარი ისინი როგორც ლოცულობდნენ.
ანალოგიურად ილოცოს ,,რეიკიავიკმა'':D და თუ დამჭირდა პირველი მე მივალ სამკურნალოდ...

ციტატა
მაშ, რაშია საიდუმლო?
საიდუმლო არის ღვთის სიყვარულში.

რომელი ღვთის?
ერთარსი და განუყოფელი წმ.სამების?
ციტატა
ღვთის სიყვარულითა და გამუდმებული ლოცვებით ადამიანები სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებით ღვთის სამყაროს, შემომქმედს... უფრო მეტი და მეტი მადლი გადმოდის სამყაროდან ჩვენზე, გულმხურვალედ მლოცველებზე

ეს კიდე საკითხავია ვის მივმართავთ და იქიდან ა გადმოდის...
ციტატა
იესოს ათ მცნებას მისდიეთ...

რომელი ათი მცნება მოგვცა იესო ქრისტემ იქნებ გამახსენო
?
ციტატა

შეიყვარეთ იესო...

ამაზე მერე ვისაუბროთ წინამდებარე კითხვებზე რომ პასუხს გამცემ.
ციტატა
„რეიკი“ – იგივე „ღვთის მადლი“ ჩვენშია და მისი გამოყენება ყველამ უნდა ვიცოდეთ, ეს აუცილებელიცაა..

დაკონკრეტულად ვინ მოგვცა ეგ და რით დავიმსახურეთ ან როდის?
ან მისი შენარჩუნება რითი ხდება?
ციტატა

ადამიანი შემომქმედია, რამდენადაც შემომქმედმა შეგვქმნა თავის ხატად...

ამაზეც რომ გამცემ პასუხს მერე დაგელაპარაკები...

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Jan 16 2013, 08:31 PM

ციტატა
რეიკის მეთოდი დააფუძნა 1922 წელს იაპონელმა ბუდისტმა მიკაო უსუიმ.

თუ ბუდისტმა დააფუძნა რაღაც თავისი რელიგიური მეთოდი მკურნალობის, ამას ქრისტიანობასთან რა საერთო აქვს.
ციტატა
მრავალი წმინდანი - მკურნალი (ეხლა აღარ ჩამოვთვლი) გაგვიგია და ვიცით, რომელნიც ლოცვითა და უშუალო კონტაქტით კურნავდნენ ადამიანებს მრავალი სნეულებებისაგან.

წმიდანები ლოცვით კურნავდნენ ღვთის მადლის მეშვეობით და ამიტომ იყვნენ ისინი წმიდანები. ჩვეულებრივი ადამიანი როგორ შეძლებს თავისი თავის ან სხვის განკურნებას, მას ხომ ღვთისგან კურნების ნიჭი არ მიუღია.
ციტატა
მე არ მესმის, რატომ უკეთებენ იგნორირებას სასულიერო პირები ამგვარ რამეს? რატომ თვლიან, რომ ღვთის მადლის გამოყენება ადამიანის გადარჩენისთვის აუცილებლად ოკულტიზმია?

ვისი ხელების შეხებით იკურნება ავადმყოფი. თვითმარქვიას ხელების შეხებით ავადმყოფის "განკურნება" ოკულტიზმია აბა რა არის. მას წმიდა მამების კურნების ნიჭთან საერთო არაფერი აქვს. წმიდა მამებს ხელის შეხება არ სჭირდებოდათ, რომ ავადმყოფი განეკურნათ. ისედაც იკურნებოდნენ ავადმყოფები.

პოსტის ავტორი: ქეთევანი777 თარიღი: Jan 16 2013, 10:44 PM

აქ ციტატებით რომ გაგიშიფრია ყოველი წინადადება და გამომძიებელივით მთხოვ პასუხს, მე კი არ ვამართლებ ოკულტიზმს?! თუ ყურადღებით წაიკითხე და თუ მომართული არ ხარ ჯიბრით, შეგიძლია დამჯდარი გონებით აღიქვა რაც დავწერე...

თითქმის ყველა წმინდანს ეძლევა ადამიანის განკურნების უნარი. ეს უკვე ფაქტია და მრავალი ფაქტი ამტკიცებს.
როგორც ზემოთ დავწერე, სისტემატიური ლოცვებით ხდება მადლის გადმოსვლა ადამიანზე. თუმცა ეს რაც არ უნდა აგიხსნა, როცა ადამიანი კამათისთვის არის მომართული, მის ცრუ, ვითომ მართლმადიდებლურ რწმენას ვერაფერი ვერ შეცვლის... ძალიან ბევრ თანამედროვე ადამიანს არ ესმის რა არის ღვთის წიაღში ყოფნა და ამისი შეგრძნების უნარი მითუმეტეს არ შეუძლიათ... დადიან ეკლესიაში როგორც ყველა, ანთებენ სანთლებს მოდას აყოლილები, იწერენ პირჯვარს და ეს ჰქონიათ ყველაფერი. გამოდიან ეკლესიიდან და აი შენსავით შეტევაზე გადადიან...

ორივე ვარიანტში, რეიკის შემთხვევაშიც და მორწმუნეების მიერ ადამიანების განკურნებაშიც მთავარი მნიშვნელობა ენიჭება ენერგიის გატარებას ანუ გადაცემას.... ენერგია, რომელიც მოდის სამყაროდან...

შენ გინდა თქვა და გინდა რომ მეც ვთქვა, რომ ოკუტისტი ვარ? არა, ჩემო კარგო. ოკულტიზმი დიდი ცოდვაა და სატანის მსახურებაა.

რაზე მალაპარაკებ... ლექცია ხომ არ ჩაგიტარო?smile.gif

ეხლა ნამდვილად მეზარება ვიღაცას რაღაც ავუხსნა.

მე ჩემი აზრი მაქვს შენ შენი... ფორუმი გაგიხსნიათ, შემოვედი და გესაუბრები და არ ვჩხუბობ მემგონი...

თუ მე ვცდები რამეში მომიტევე... შენ ნუ შეცდები...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 16 2013, 11:11 PM

ქეთევანი777

ციტატა
როგორც ზემოთ დავწერე, სისტემატიური ლოცვებით ხდება მადლის გადმოსვლა ადამიანზე.

და ვის მიმართაა მიმართული ეგ ლოცვები?
ამის თქმას გთხოვ ზუსტად...ა თუ მეტყვი და ჩემი ეჭვები არ გამართლდება ძალიან გამიხარდება...
ციტატა
. თუმცა ეს რაც არ უნდა აგიხსნა, როცა ადამიანი კამათისთვის არის მომართული, მის ცრუ, ვითომ მართლმადიდებლურ რწმენას ვერაფერი ვერ შეცვლის...

მოდი შენ თუ პოლემიკაში შემოსვლა არ გინდა პირდაპირ თქვი ხომ?
რა შუასია ჩხუბი და უბედურება. დაწერე პოსტი რომელზეც სიტყვა-სიტყვით დაგიწერე შეკითხვები. შენ თუ მასზე პასუხი არ გინდა ჩხუბის მიზეზით ნუ გაამართლებ...
ციტატა
გამოდიან ეკლესიიდან და აი შენსავით შეტევაზე გადადიან...

როდესაც ამგვარ რამეს წერ მართლმადიდებლურ ფორუმზე:
ციტატა
მე არ მესმის, რატომ უკეთებენ იგნორირებას სასულიერო პირები ამგვარ რამეს? რატომ თვლიან, რომ ღვთის მადლის გამოყენება ადამიანის გადარჩენისთვის აუცილებლად ოკულტიზმია?

ანუ სასულიერო პირებს უყენებ ბრალდებას რომ საღვთო მადლში ვერ ერკკვევიან თავადაც და სხვებსაც უკრძალავენ უნდა იყო მზად რომ არგუმენტირებული პასუხი გასცე ,,შეტევის'' მოსაგერიებლად.
მაგრამ მე შეტევაზე კი არ გადმოვდივარ თავს მართლმადიდებლურ მოძღვრებას და სასულიერო პირებს ვიცავ ცრუ და გაუმართლებელი ცილისწამებისაგან.
თუ ცრუ და გაუმართლებელი არაა შენი განცხადება შემოდი პოლემიკაში და ვისაუბროთ.
ციტატა
ორივე ვარიანტში, რეიკის შემთხვევაშიც და მორწმუნეების მიერ ადამიანების განკურნებაშიც მთავარი მნიშვნელობა ენიჭება ენერგიის გატარებას ანუ გადაცემას.... ენერგია, რომელიც მოდის სამყაროდან...

დემონური ძალაც რომ არსებპბს შეგახსენო?
ციტატა

შენ გინდა თქვა და გინდა რომ მეც ვთქვა, რომ ოკუტისტი ვარ?

პირდაპირ გეუბნევი რა. საერთოდ არ მაინტერესებს რა ხარ. იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ჩემი საქმე სულაც არაა.
მე სხვა რამ მაინტერესებს-რომ შემოდიხარ ფორუმზე და ბრალს გვდებ მათლმადიდებლებს და ჩვენს სასულიერო მოძღვრებს ეს ბრალი შესაბამისი არგუმენტების განამტკიცო.
ციტატა

რაზე მალაპარაკებ... ლექცია ხომ არ ჩაგიტარო?

საკმარისად ძლიერი ლექტორები მყავს სასწავლებელში და ახლა შენი ლექცია არ მჭირდება ჩემო კარგო.
ციტატა
მე ჩემი აზრი მაქვს შენ შენი... ფორუმი გაგიხსნიათ, შემოვედი და გესაუბრები და არ ვჩხუბობ მემგონი...

არც მე ვჩხუბობ. შენს მიერ წაყენებულ ბრალდებებს ვპასუხობ.
და ჩვენი აზრები როდესაც იკვეთება პოლემიკაში ორიემ უნდა შევძლოთ შესაბამისი პოზიციების დაცვა...

ციტატა
თუ მე ვცდები რამეში მომიტევე... შენ ნუ შეცდები...

აქ შეცდომებზე არ ვლაპარაკობ ჩემო კარგო...

მე უბრალოდ მინდა დისკუსიაში ჩავერთოთ მე და შენ , რომ უფრო ნათლად გამოვკვეთოთ საკუთარი პოზიციების ავკარგიანობა.

რომელ ჩხუბზე და დაპირისპირებაზე ლაპარაკობ კარგი რა...biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქეთევანი777 თარიღი: Jan 17 2013, 11:00 AM

აგრესიულ და უარყოფითად განწყოფილ ადამიანებთან პოლემიკაში არ შევდივარ...
აგრესია, თვითონ უკვე ცოდვაა და არაქრისტიანულია.
მე გითხარი და გიმეორებ. თუ ვცდები მომიტევე... შენ ნუ შეცდები!

P.S. შენი ეჭვი, რომ სხვა აღმსარებლობის ვარ, ცდები. ვარ ქრისტიანი,

ადამიანები ვვითარდებით... კი არ ვჩერდებით ერთ ადგილზე.
ამ განვითარებადი ხაზის გაჩერებას ვერავინ ვერ შეძლებს!

რაც შეეხება იმას, რომ საეკლესიო საიტზე ვარ შემოსული და ცოტა ამ გვერდის ინტერესებიდან გადავუხვიე, მე ვფიქრობ, რომ არ გადამიხვევია. დავპოსტე ფსიქოლოგიაში და მეცნიერების კატეგორიაში...

მეცნიერულად სწორედაც, რომ უნდა იქნეს ბოლომდე შესწავლილი ის მოვლენა, რასაც ლოცვა და ლოცვის ძალა ქვია.

რატომ არ უნდა ვეცადოთ და შევისწავლოთ, თუ რატომ ვლოცულობთ? რატომ აღვმსარებლობთ? რატომ ვმარხულობთ?

მეცნიერულად, ანუ თეორიულად ეს უკვე შესწავლილია და რაც უფრო მეტს გაიგებენ ამაზე ადამიანები, მით უფრო გაიზრდება სულიერებაზე მზრუნველთა რაოდენობა... და ეს ეცოდინებათ თეორიულად, ძირეულად და მტკიცედ... და არა ისე, როგორც ეკლესია გვასწავლიდა და გვიჩიჩინებს, რომ ჯოჯოხეთში ჩავვარდებით და დავიწვებით, თუ არ მოვინანიებთ ცოდვებს...

ცოდვების მონანიება ვიღაც, შავანაფორიან, ჯინსებიან, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფ ან ნასვამ მამაოსთან ამ საქმეს არ შველის!!! (მაპატიონ მართლაც გულმხურვალე ქრისტიანმა მამაოებმა).

მე აქ ვინმეს განკითხვისთვის არ ვარ შემოსული. არამედ განვიხილავ ძალიან საჭირბოროტო საკითხს, რაც ადამიანების სულიერების განვითარებას ეხება.

რაც დღეს საქართველოს სასულიერო სფეროში ხდება ფრიად არ არის მოსაწონი და ძირეულ შეცვლას მოითხოვს...

ყველაფერს დრო დაალაგებს...
----------------------------------

მიმაგრებული სურათ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი

პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Jan 17 2013, 01:57 PM

[quote name='ქეთევანი777' date='Jan 17 2013, 12:00 PM' post='725330']

[/quothttp://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=514%3A2012-05-30-16-43-48&catid=48%3A2010-12-12-19-54-08&Itemid=68&lang=ka ამ წიგნს გაეცანი, ნუ დაიზარებ ძალიან გთხოვ და ნახავ, მართლმადიდებლურ აზრს ლოცვაზე, გულისმიერ შინაგან ცხოვრებაზე და საღმრთო ენერგიაზე. მერე ვისაუბროთ საჭიროა თუ არა რეიკის ცნება.

პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Jan 17 2013, 02:09 PM

ციტატა(ქეთევანი777 @ Jan 17 2013, 12:00 PM) *

აგრესიულ და უარყოფითად განწყოფილ ადამიანებთან პოლემიკაში არ შევდივარ...
აგრესია, თვითონ უკვე ცოდვაა და არაქრისტიანულია.
მე გითხარი და გიმეორებ. თუ ვცდები მომიტევე... შენ ნუ შეცდები!

P.S. შენი ეჭვი, რომ სხვა აღმსარებლობის ვარ, ცდები. ვარ ქრისტიანი,

ადამიანები ვვითარდებით... კი არ ვჩერდებით ერთ ადგილზე.
ამ განვითარებადი ხაზის გაჩერებას ვერავინ ვერ შეძლებს!

რაც შეეხება იმას, რომ საეკლესიო საიტზე ვარ შემოსული და ცოტა ამ გვერდის ინტერესებიდან გადავუხვიე, მე ვფიქრობ, რომ არ გადამიხვევია. დავპოსტე ფსიქოლოგიაში და მეცნიერების კატეგორიაში...

მეცნიერულად სწორედაც, რომ უნდა იქნეს ბოლომდე შესწავლილი ის მოვლენა, რასაც ლოცვა და ლოცვის ძალა ქვია.

რატომ არ უნდა ვეცადოთ და შევისწავლოთ, თუ რატომ ვლოცულობთ? რატომ აღვმსარებლობთ? რატომ ვმარხულობთ?

მეცნიერულად, ანუ თეორიულად ეს უკვე შესწავლილია და რაც უფრო მეტს გაიგებენ ამაზე ადამიანები, მით უფრო გაიზრდება სულიერებაზე მზრუნველთა რაოდენობა... და ეს ეცოდინებათ თეორიულად, ძირეულად და მტკიცედ... და არა ისე, როგორც ეკლესია გვასწავლიდა და გვიჩიჩინებს, რომ ჯოჯოხეთში ჩავვარდებით და დავიწვებით, თუ არ მოვინანიებთ ცოდვებს...

ცოდვების მონანიება ვიღაც, შავანაფორიან, ჯინსებიან, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფ ან ნასვამ მამაოსთან ამ საქმეს არ შველის!!! (მაპატიონ მართლაც გულმხურვალე ქრისტიანმა მამაოებმა).

მე აქ ვინმეს განკითხვისთვის არ ვარ შემოსული. არამედ განვიხილავ ძალიან საჭირბოროტო საკითხს, რაც ადამიანების სულიერების განვითარებას ეხება.

რაც დღეს საქართველოს სასულიერო სფეროში ხდება ფრიად არ არის მოსაწონი და ძირეულ შეცვლას მოითხოვს...

ყველაფერს დრო დაალაგებს...
----------------------------------

მიტროპოლიტი იეროთეოზ ვლახოსი "მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია" ეს წიგნი წაიკითხე. ამ საიტზეც არის ბიბლიოთეკაში და მაღაზიებშიც იყიდება.ამას გაეცანი და სხვა ბევრი ნაშრომიც შემიძლია გითხრა სადაც ეს თემაა განხილული.თუ გაინტერესებს მართლმადიდებლური შეხედულება ამ ყველაფერთან ნახე ეს წიგნი, არ დაიზარო.მერე მიხვდები საჭიროა თუ არა რეიკი.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 17 2013, 08:04 PM

ქეთევანი777

ციტატა
აგრესიულ და უარყოფითად განწყოფილ ადამიანებთან პოლემიკაში არ შევდივარ...

ჩემზე უარყოფითად განწყობილი ადამიანი ნუ შეგახვედრა ღმერთმა ცხოვრებაში...biggrin.gif
ციტატა
რაც შეეხება იმას, რომ საეკლესიო საიტზე ვარ შემოსული და ცოტა ამ გვერდის ინტერესებიდან გადავუხვიე, მე ვფიქრობ, რომ არ გადამიხვევია. დავპოსტე ფსიქოლოგიაში და მეცნიერების კატეგორიაში...

,,გადახვევა'' მაშინ იყო როდესაც მოძღვრის განყოფილებაში პოსტავდი , თორემ აქ პირიქით...
მეც ჩავერთე ლაპარაკში და დიდი იმედი მქონდა რომ ამიბავდი მხარს...
ციტატა
მეცნიერულად სწორედაც, რომ უნდა იქნეს ბოლომდე შესწავლილი ის მოვლენა, რასაც ლოცვა და ლოცვის ძალა ქვია.

შესწავლილია ლოცვა კარგი ხანია. თუ გინდა მეცნიერებსაც ჩამოგითვლი:
ბასილი დიდი , გრიგოლი ღვთისმეტყველი , იოანე ოქროპირი , კირილე ალექსანდრიელი , რომანოზ მელოდოსისი და.ა.შ
ციტატა
რატომ არ უნდა ვეცადოთ და შევისწავლოთ, თუ რატომ ვლოცულობთ? რატომ აღვმსარებლობთ? რატომ ვმარხულობთ?

რატომ? ეკუმენიზმში რომ ჩავვარდეთ?
ციტატა
და არა ისე, როგორც ეკლესია გვასწავლიდა და გვიჩიჩინებს, რომ ჯოჯოხეთში ჩავვარდებით და დავიწვებით, თუ არ მოვინანიებთ ცოდვებს...

ეს უკვე საკმარისია!
ან შემოხვალ პოლემიკაში და ბოლომდე დაიცავ არგუმენტებით შენს მიერ წამოყენებულ ბრალდებებს , ან არადა მინიმუმ ამგვარი პოსტები წაიშლება...
ციტატა
ცოდვების მონანიება ვიღაც, შავანაფორიან, ჯინსებიან, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფ ან ნასვამ მამაოსთან ამ საქმეს არ შველის!!!

ამ პოსტში უკვე მეორედ გეუბნევი!
არ მაინტერესებს საერთოდ რა აღმსარებლობის ხარ , მაგრამ როგორც მოდერი მლვითხოვ თუ ფორუმზე გინდა ოფნა იმ აბსოლიტურ უმრავლესობა მომხმარებლების აზრებისა და დამოკიდებულებისა პატივი ეცი ვინც აქ იმყოფება.
ციტატა
მე აქ ვინმეს განკითხვისთვის არ ვარ შემოსული. არამედ განვიხილავ ძალიან საჭირბოროტო საკითხს, რაც ადამიანების სულიერების განვითარებას ეხება.

არ განიხილავ....
გვიყენებ ბრალდებებს და ჩერდები.ეგ განხილვა არაა , ეგ ცლისწამებაა. და თუ ცილისწამება არაა ავდგეთ და მართლა განვიხილოთ.
ციტატა
რაც დღეს საქართველოს სასულიერო სფეროში ხდება ფრიად არ არის მოსაწონი და ძირეულ შეცვლას მოითხოვს...

ვის მხრიდან არაა მოსაწონი?
ეკუმენისტების?არცაა და ვერც იქნება , რადგან ქართული მართლმადიდებლური ეკლსია არასდროს იყო და ვერც ვერასდროს იქნება ლოცვით ერთობაში სხვადასხვა რელიგიათა წარმომადგენლებთან.
ციტატა
ყველაფერს დრო დაალაგებს...

დასალაგებელი ბევრი არც არაფერია...
ყველაფერი ისეა როგორც უნდა იყოს...
და ქართული ეკლესიის პროგრესს ადასტურებს არაერთი საერთაშორისო კვლევა. და კვლევას რომ თავი დავანებოთ ის 35 წელი , რომლის მანძილზეც თითოეული ჩვენგანისთვის დაუცხრომელად იღწვის პატრიარქი...

ვლახოსის ფსიქოთერაპია ნამდვილად კარგი რჩევაა , თუ მათლა გინდა ეკუმენიზმსა და ლოცვას შორის გააკეთო აჩევანი.

პოსტის ავტორი: ქეთევანი777 თარიღი: Jan 18 2013, 08:56 PM

A.V.M

ციტატა
ქართული ეკლესიის პროგრესს ადასტურებს არაერთი საერთაშორისო კვლევა. და კვლევას რომ თავი დავანებოთ ის 35 წელი , რომლის მანძილზეც

ქართული ეკლესიის პროგრესი მარტო ეკლესიების მშენებლობით არ განისაზღვრება...

ციტატა
ქართული ეკლესიის პროგრესს ადასტურებს არაერთი საერთაშორისო კვლევა. და კვლევას რომ თავი დავანებოთ ის 35 წელი , რომლის მანძილზეც თითოეული ჩვენგანისთვის დაუცხრომელად იღწვის პატრიარქი...

არ გინდა ეხლა რა... რუსთავი 2ის ჟურნალისტი მგონიხარsmile.gif

პატრიარქმა რა თქმა უნდა გარკვეული წვლილი შეიტანა საქართველოს ეკლესიის ფუნქციის შენარჩუნებაში

ციტატა
თითოეული ჩვენგანისთვის დაუცხრომელად იღწვის პატრიარქი...

ძალიან ხმამაღალი ნათქვამია... მაგრამ მაინც ვერ გავიგე, თუ რას ნიშნავს "თითოეული ჩვენგანისთვის დაუცხრომლად იღწვის"...რაში მდგომარეობს? რაში ხედავ პატრიარქის გამუდმებულ ღვაწლს თითოეული ჩვენგანისთვის? როგორ გამოიხატება ეს? ეკლესიაში სანთელი 20 თეთრი რომ ღირს და ყველას არ შეუძლია ყიდვა?

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jan 18 2013, 09:38 PM

ციტატა(ქეთევანი777 @ Jan 18 2013, 08:56 PM) *

თითოეული ჩვენგანისთვის დაუცხრომლად იღწვის"...რაში მდგომარეობს?

დანარჩენზე გურამიც კარგად გიპასუხებს მაგრამ რაში გამოიხატება პატრიარქის ზრუნვა ჩვენზე? პირველ რიგში ის, რომ საქართველოში აღარ იდევნება მართლმადიდებლობა, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი აღმსარებლობა. შემდეგ, მისი საქველმოქმედო ფონდი, რომელიც ეხმარება არაერთ ისეთ ადამიანს რომელსაც იმ 20 თეთრიანი სანთლის ყიდვის საშუალება არ აქვს. შემდეგ, უწმინდესის დაარსებულია სასულიერო სასწავლებლები, უნივერსიტეტები სადაც სწავლა უფასოა და ხელს უწყობს ახალგაზრდებს განვითარებაში, ბევრი გადაარჩინა მაგ სასწავლებლებმა "ქუჩაში დარჩენას"და იქ რა ადამიანად ჩამოყალიბდებოდნენ მაგას ლაპარაკი აღარ უნდა. მერე მისი ინიციატივა მე3 ბავშვის ნათლობაზე, დემოგრაფიულ მდგომარეობას აუმჯობესებს, ბევრი ვიცი ვინც იმის გულისთვის აჩენს მე-3 ბავშვს. ეს ახლა რაც მე გამახსენდა და რაც არ გამახსენდა და არ ვიცი ეგ კიდევ სხვა არის. შენი აზრით ეს ღვაწლი და ზრუნვა არ არის ?

ეს მარტო გარკვეული წვლილი არაა როგორც შენ ამბობ, სწორედ ამას ქვია ზრუნვა

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Jan 18 2013, 09:51 PM

ქეთევანი777
შენ ეკლესიას განიკითხავ და სანაცვლოდ რეიკს გვთავაზობ?
შენ ალბათ ფიქრობ საკმარისია ცოტა ილოცო, ცოტა იმარხულო და სანაცვლოდ ადამიანი მიიღებს ისეთ მადლს, რომ ხელის შეხებით სხვა ადამიანებს განკურნავს. სხვებს რომ მოგვიწოდებ, შენ თავად მიიღე ლოცვით ისეთი მადლი, რომ შეგიძლია ხელის შეხებით განკურნო ავადმყოფები?
მადლისმიერი განკურნების უნარი ღვთის ნიჭია და მხოლოდ მცირერიცხოვან რჩეულებს ეძლევა. რიგითი მორწმუნე ამ ნიჭს თავისთავში ვერ გახსნის რამდენიც უნდა ილოცოს და იმარხულოს.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jan 18 2013, 10:09 PM

ზევით კი წერს დიდი ამბით არავის განვიკითხავო და... ჰმ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 18 2013, 10:18 PM

ქეთევანი777

ციტატა

ქართული ეკლესიის პროგრესი მარტო ეკლესიების მშენებლობით არ განისაზღვრება...

შენ ტერმინ ეკლესიის მნიშვნელობაც არ გესმის...biggrin.gif
იმდენად ფართო ცნებაა ეს რომ არც ღირს ახლა განვიხილო...აზრი არ აქვს...
(შენი ნაწერიდან კი ადამიანი იფიქრებს რომ ტაძარს და ეკლესიას ერთმანეთისგან ვერ არჩევ)
და ტაძარზეც რამდენად ობიექტურად საუბრობ ეს კიდევ სხვა საკითხია...
ციტატა

არ გინდა ეხლა რა... რუსთავი 2ის ჟურნალისტი მგონიხარ

შემოგევლე ლოგიკაში...biggrin.gif
ციტატა
პატრიარქმა რა თქმა უნდა გარკვეული წვლილი შეიტანა საქართველოს ეკლესიის ფუნქციის შენარჩუნებაში

ტერმინ-ეკლესიის მნიშვნელობა რომ არ გესმის ეს კიდევ დაგვიდასტურე , მაგრამ ავლენ რომ არა მარტო ცნებას ვერ ხვდები არამედ სიტუაციის რეალურად აღქმაც არ შეგიძლია...
რომელი ფუნქცია შეუნარჩუნა?-6 მღვდელთმთავარი რომ იყო 1977 წელს და ახლა 38-ია? ეს შენარჩუნებაა?
ამ ექვსიდან 3-ს რომ ეპარქიაში უფლება არ ჰქონდა მსახურება აღესრულებინა(და რომც ქონოდა ეკლესია არ იყო იქ) ეს შენარჩუნებაა?
არცერთი სასწავლებელი რომ არ იყო სასულიერო და ახლა 4 მარტო უნივერსიტეტი რომაა ეს შენარჩუნებაა?
მხოლოდ 5-6 კაცი რომ დადიოდა სიონის ტაძარში და ისიც მოხუცი და ახლა რომ ახალგაზრდებითაა სავსე ეს შენარჩუნებაა?
ნებისმიერ დროს როცა ესკალირებული იყო სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში და პატრიარქი ახერხებდა ერის ერთ მუშტად შეკვრას ეს შენარჩუნებაა?
ქართული ჭედურობა , ხატწერა , გალობა , მინანქარი და.ა.შ რომ მკვდრეთით აღადგინა ეს შენარჩუნებაა?

და აღარ გავაგრძელებ...საუბარი ამაზე დაუსრულებლად შეიძლება...
ქეთევანმა რაც გიპასუხა იმას არ გავიმეორებ . თუ ჩარევა გახდა ჩემი აჭირო მხოლოდ მაშIნ ვიტყვი სხვა რაღაცეებს მაგრამ ამაზე რომ ამბობ:

ციტატა
ეკლესიაში სანთელი 20 თეთრი რომ ღირს და ყველას არ შეუძლია ყიდვა?

ნებისმიერ დღეს შეგიძლია მოხვიდე სიონში , საღამოს 9-ის ნახევრისთვის და დაინახავ რამხელა რიგი იქნება გაჭირვებული ხალხის რომლებსაც სემინარიის სტუდენტები აძლევენ წვნიანებს , ცხელ ჩაის , პურს და.ა.შ

შეგიძლია მოხვიდე სიონში და დაინახო ყოველი შაბათის ლოცვის შემდეგ როგორ ეხმარება უშუალოდ მამა გიორგი ზვიადაძე ფულით გაჭირვებულებს.

შეგიძლია მოხვიდე ქაშვეთის ტაძარში და დაინახო თავად მამა მიქაელი როგორ აძლევს ფინანსურ დახმარებას 9 აპრილის ბაღში მყოფ უსახლკაროებს , როგორ აძლევს მათ თბილ ტანსაცმელს და.ა.შ
(მოკლედ აღარ გავაგრძელებ , სიკეთეს უჩუმრად აკეთებენ ადამიანები და იმისათვის რომ რაღაც დაგანახო ამის აფიშირებას ვახდენ.რაც ცუდია)

შენ გილაპარაკია პატრიარქთან? დაგინახავს როგორ ატირებულა როდესაც შვილმკვდარ დედას დახმარებისათვის მიუმართავს? დაგინახავს როგორ მიუცია მეფუტკრისთვის 20 სკა ფუტკარი , რომელსაც ყინვის გამო გაუწყვა მეურნეობა და ოჯახის რჩენა არ შეეძლო , დაგინახავს როგორ დაურიგა რაიონიდან ჩამსულ სტუდენტებს 100-100 დოლარი ყველას?

და.ა.შ
(ეს სხვაგვარი დახმარებაა , მე კიდევ სხვაგვარს ვგულისხმობდი)
ციტატა
ცოდვების მონანიება ვიღაც, შავანაფორიან, ჯინსებიან, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფ

რა გინდა?biggrin.gif
ანაფორა აცვია არ მოგწონს , ჯინსი აცვია არ მოგწონს , რა ქნას კაცმა? ღვთიური ნათლით განსპეტაკდეს და ანგელოზებრივი სამოსლით გეჩვენოს?biggrin.gif
და კიდევ რომელი მამაო დაინახე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ და როდის ?
zaz
ციტატა
შენ ეკლესიას განიკითხავ და სანაცვლოდ რეიკს გვთავაზობ?

კაი იყო...biggrin.gif

მაგრამ საქმე რაშია იცი?
დიდი რუდუნებით დაწერე პოსტი , (გეტყბა კაი-ხანი ემზადებოდი) , ,,არგუმენტეით გაამყარე'' , ფიქრობდი ქვას გახეთქავენ ესენიო.(ბოლო-ბოლო კვიპრიანე კართაგენელი და პანტელეიმონი ახსენე biggrin.gif) მაგრამ აღმოჩნდა რომ ძალიან უსუსური იყვნენ ისინი და არგუმენტს ვერც დავარქმევთ მას . ესაა ტაგედია...

პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Jan 18 2013, 11:40 PM

ქეთევანი777 ჩვენ რო გვამხელ და ეკლესიას განიკითხავ, როგორ გინდა რეიკი მიიღო? smile.gif კოსმოსიდან უარყოფით ველს მიმართავ შენი გულის ცენტრისაკენ და სადაც უარყოფითი ენერგიაა, იქ როგორ იარსებებს დადებითი ენერგია?

პოსტის ავტორი: ქეთევანი777 თარიღი: Jan 20 2013, 12:22 AM

ხახაბოელი

ციტატა
გვამხელ და ეკლესიას განიკითხავ,

მე რა უფლება მაქვს ვინმე ვამხილო და განვიკითხო. ყველა თავისი საქციელით ხდება მხილებული, ხოლო ღმერთის მიერ განკითხული...

და მე კი რაც არ მომწონს იმას ვამბობ და კი არ განვიკითხავ, არამედ ვმსჯელობ, რომ ასე არ შეიძლება და რომ უნდა შეიცვალოს რაღაც, რაღაცას წერტილი უნდა დაესვას... თქვენ თუ გნებავთ ამას განკითხვა დაარქვით...

ვინ ვარ მე რომ ვინმე განვიკითხო? არავინ...
განკითხვაც და გასამართლებაც ღვთის საქმეა...

ჩემთვის ნამდვილად არ არის სასიამოვნო ეკლესიის მინუსებზე მსჯელობა...
----------------------------------------------------------

ნამდვილი ამბავი სერბეთის პატრიარქი პავლეს შესახებ

არასოდეს ჰყოლია საკუთარი მანქანა, ამბობდა– „მაცხოვარი ფეხით დადიოდა და მე ცოდვილს რაღა მიჭირს საზოგადოებრივი ტრანსპორტით რომ ვიაროო“ .
ერთხელაც წირვაზე წასასვლელად მოემზადა
–თქვენო უწმინდესობავ, რითი წავიდეთ, მანქანით?– ფრთხილად იკითხა პასუხგაცემული კითხვით თანაშემწე დიაკვანმა
–არა ავტობუსით– უპასუხა პატრიარქმა მკაცრი ხმით. თბილი დილა დიდი სიცხით იმუქრებოდა, ამიტომ დიაკვანს საშინლად არ უნდოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა
–შორია, თან ავტობუსში დავიხუთებით, ჭყლეტაც იქნება– სცადა შეპასუხება დიაკვანმა
– წავედით– მოკლედ უპასუხა პატრიარქმა და წამოდგა
– მაგრამ....– დიაკვანმა ახალი, თავისი აზრით ძლიერი არგუმენტი წამოაყენა– ზაფხულია, მთელი ქალაქი სანაპიროზე საბანაოდ მიემგზავრება, ავტობუსი ნახევრადშიშველი ქალებით იქნება სავსე, ამიტომ ჩვენი იქ ყოფნა უხერხულია!
მისი უწმინდესობა წუთით შედგა, შუბლი შეიჭმუხნა, წამით ჩაფიქრდა და დიაკვანს გამჭოლი მზერით შეხედა– იცით რას გეტყვით მამაო, ყველა იმას ხედავს რაც მას სურს!

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jan 20 2013, 12:34 AM

ციტატა(ქეთევანი777 @ Jan 20 2013, 12:22 AM) *

ყველა იმას ხედავს რაც მას სურს!

ზუსტად შენზეა ნათქვამი, შენ მარტო ცუდის დანახვა გინდა თორე არ გადაახტებოდი იმდენ დადებითს, რაც ჩვენს უწმინდესზე და სხვა სასულიერო პირებზე ვთქვით ზევით პოსტებში

პოსტის ავტორი: ქეთევანი777 თარიღი: Jan 20 2013, 01:08 AM

რა უნდა ვთქვა იმის შემდეგ, როცა ერთმა ვითომ "მორწმუნე" ქალბატონმა საუბარში ესეთი რაღაც მითხრა, რომ თავის მოძღვარს, როგორც ღმერთს თურმე ისე უყურებს და ისე სცემს პატივს... რაზე უნდა ელაპარაკო ასეთ ადამიანს?
ამითი ვამთავრებ თქვენთან საუბარს ჩემო კარგებო, საუბარს რომელიც დაუსრულებლად შეიძლება და არგუმენტების მოყვანაც შეიძლებოდა უფრო მეტი, მაგრამ არ მეგონა, თუ აქ ყოველი სიტყვის "გამოძიებას" დაიწყებდით...
აშკარად დაგაინტერესდათ ჩემი აზრები, თორემ ასე არ დამესეოდითsmile.gif კონტრარგუმენტები დამახვედრეთ... მოძრაობაში მოვიდა თქვენი ტვინი და აზროვნება... ეს შესანიშნავია... რაც არ ვარჯიშდება ის კვდებაsmile.gif
ეს თქვენი დაინტერესება რა თქმა უნდა მსიამოვნებს, კიდევ იმიტომ, რომ როცა ადამიანს რაღაცა აინტერესებს, ის პიროვნება არის განვითარებადი და ეს თავისთავად მისასალმებელია...

და კიდევ ერთი რამ რომ არ ვთქვა არ შემიძლია, მაგრამ ვიცი ამასაც განკითხვაში ჩამითვლითsmile.gif

ციტატა
შეგიძლია მოხვიდე სიონში და დაინახო ყოველი შაბათის ლოცვის შემდეგ როგორ ეხმარება უშუალოდ მამა გიორგი ზვიადაძე ფულით გაჭირვებულებს.

შეგიძლია მოხვიდე ქაშვეთის ტაძარში და დაინახო თავად მამა მიქაელი როგორ აძლევს ფინანსურ დახმარებას 9 აპრილის ბაღში მყოფ უსახლკაროებს , როგორ აძლევს მათ თბილ ტანსაცმელს და.ა.შ
(მოკლედ აღარ გავაგრძელებ , სიკეთეს უჩუმრად აკეთებენ ადამიანები და იმისათვის რომ რაღაც დაგანახო ამის აფიშირებას ვახდენ.რაც ცუდია)

შენ გილაპარაკია პატრიარქთან? დაგინახავს როგორ ატირებულა როდესაც შვილმკვდარ დედას დახმარებისათვის მიუმართავს? დაგინახავს როგორ მიუცია მეფუტკრისთვის 20 სკა ფუტკარი , რომელსაც ყინვის გამო გაუწყვა მეურნეობა და ოჯახის რჩენა არ შეეძლო , დაგინახავს როგორ დაურიგა რაიონიდან ჩამსულ სტუდენტებს 100-100 დოლარი ყველას?

სახელმწიფოსგან და მრევლისგან რა თანხებიც შესდით ეკლესიებში, იმისი მერვედი, არც კი, რომ გაჭირვებულ ხალხს მისცენ ეს სალაპარაკოა? მრევლის მიერ გაღებული თანხები ეკლესიისთვის (ნაწილი) ისევ მრევლს უბრუნდება... და ეს ბუნებრივია ასეც უნდა იყოს...

წინა პოსტშიც ვახსენე, სანთელი დიდ სამებაში 20 თეთრი ღირს, ეს ყველაზე დაბალფასიანი სანთელია იქ... სანთლების გამყიდველს, რომელსაც მშვენივრად აქვს მოწყობილი ტაძარშივე მაღაზია, ვკითხე, თუ რატომ უფრო დაბალფასიანი სანთლები არ იყიდებათქო?- მიპასუხა, რომ დაბალფასიანი სანთელი გაყიდვაში არასოდეს არ ჰქონია...

მორწმუნე, რომელიც როგორც წესი 3 ცალ სანთელს უნდა ანთებდეს...
გაჭირვებული ადამიანი გამოცარიელებული ჯიბიდან 20 თეთრიანს იღებს და ყიდულობს ერთ ცალ სანთელს, იმიტომ, რომ სამი სანთელი რომ იყიდოს იმ დღეს მშიერი იქნება... (ერთი პური სულ ცოტა 60 თეთრი ღირს)...
აი, ასეთი ხალხიდან შესდით ფული ჩემო კარგებო ეკლესიის მსახურებს...
ეხლა იტყვით კიდევ ამხილეო...
ეს პასუხია, იმ აბსურდული არგუმენტებისა, რაც ჩამომითვალეთ ზემოთ, რომ თურმე სასულიერო პირები ისეთი კეთილები არიან, რომ საკუთარი ჯიბიდან იძლევიან დახმარებას... ეს როგორ მოგივიდათ აზრად?

მეტს აღარ გავაგრძელებ... მარტო რომ დარჩებით, დაფიქრდით და თქვენს თავს ჰკითხეთ...
კითხვა 1) პირნათლად ასრულებენ თუ არა დღევანდელი მამაოები (ყველაზე არ ვამბობ) თავიანთ მოვალეობას და
კითხვა 2) მოეწონებოდა თუ არა იესოს დღევანდელი ეკლესია თავისი სავაჭრო წერტილებით და ჯიპებზე ამხედრებული ღიპებიანი, კარგად ჩასუქებული მამაოები?...

ამ ეტაპზე ეს "შეგონება" საკმარისია...smile.gif

მე იესოს მხარეს ვარ... და ყოველთვის დავიცავ მას...

სხვა განყოფილებაში შეგხვდებითsmile.gif

დროებით...

მიმაგრებული სურათ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი

პოსტის ავტორი: ქეთევანი777 თარიღი: Jan 20 2013, 01:22 AM

qetevano

ციტატა
ზუსტად შენზეა ნათქვამი, შენ მარტო ცუდის დანახვა გინდა თორე არ გადაახტებოდი იმდენ დადებითს, რაც ჩვენს უწმინდესზე და სხვა სასულიერო პირებზე ვთქვით ზევით პოსტებში

ჩემო კარგო იცი, როგორ მინდა კარგი დავინახო? ვერ აგიწერ ისე მინდა!

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jan 20 2013, 01:42 AM

ციტატა(ქეთევანი777 @ Jan 20 2013, 01:22 AM) *

ქეთევანი777

მოძღვარს რომ ვიღაც ქალი ღმერთად აღიქვავს ეგ არ გაძლევს იმის უფლებას რომ მთელი მართლმადიდებელი მრევლი მისნაირად აღიქვა.
როცა ჩვენთვის ძვირფასს ეხება საქმე დიახაც რომ ყველაფერს გამოვიძიებთ.
აბა ჩვენ შენს ოჯახზე გველაპარაკა მასე, ვიღაც ჯინსიანი ასეო და ისეო... შენც გამოიძიებდი ყოველ სიტყვას ზუსტადაც.
ეგ მაინც უნდა იცოდე რომ ეკლესია სახელმწიფოსგან თავისუფალია და მისგან არ ფინანსდება, რაც შეეხება მრევლისგან შესულ თანხას, მაგაზე გასაგებად ვთქვით წინა პოსტებში სადაც მიდის ეგ ფული. იმ დაწესებულებებში, ზევით რომ ჩამოვთვალე უწმინდესის დროს ჩამოყალიბდათქო, დასაქმებულ ადამიანებს, და თან მინდა გითხრა რომ ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული მაგ დაწესბულებებში, შენი აზრით ხელფასი არ უნდა? და კიდევ,
თითქმის ყველა ტაძრებში იგივე მეორდება, რაც გურამმა თქვა. მეც ბევრჯერ მინახავს ჩემს მოძღვარს ლოცვის მერე პირადად მიეცა ფული გაჭირვებულებისთვის, წირვის მერე ტრაპეზზე დასწრება ყველას შეუძლია და ა.შ და ა.შ. აზრი არ აქვს შენთვის ამ ყველაფრის ჩამოთვლას. ჩახვეული გაქვს იმ 20 თეთრიან სანთელზე, რომელიც სულაც არაა აუცილებელი რომ 3 ცალი იყიდო, სხვათაშორის.
ისე ერთი რამე იცოდე მოძღვარიც ადამიანია და მას და მის ოჯახსაც უნდა საკვები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები.კარგად ვხედავ მოძღვრის შვილებს, რომლებსაც თავის უფროსი და ძმების გამონაცვალი ტანსაცმელები აცვიათ და ბევრი ისეთი რამ აკლიათ რაც მე და სხვა ჩვეულებრივ ადამიანებს გვაქვს. ცდები თუ გგონია რომ ისინი ფუფუნებაში ცხოვრობენ.
რაღაცას რომ ამტკიცებ უნდა გაეცნო ჯერ იქაურობას და მერე უნდა ამტკიცო.

ციტატა(ქეთევანი777 @ Jan 20 2013, 01:22 AM) *

qetevano
ჩემო კარგო იცი, როგორ მინდა კარგი დავინახო? ვერ აგიწერ ისე მინდა!

მოძღვარი გყავს? თუ კარგის დანახვა გინდა, მიდი ღირსეულ მამასთან, დაელაპარაკე, გაიცანი და დაინახავ კიდეც კარგს, მერწმუნე.

პოსტის ავტორი: ქეთევანი777 თარიღი: Jan 20 2013, 02:11 AM

ციტატა
აბა ჩვენ შენს ოჯახზე გველაპარაკა მასე, ვიღაც ჯინსიანი ასეო და ისეო... შენც გამოიძიებდი ყოველ სიტყვას ზუსტადაც.

smile.gif
ციტატა
ეგ მაინც უნდა იცოდე რომ ეკლესია სახელმწიფოსგან თავისუფალია და მისგან არ ფინანსდება

ბავშვი ყოფილხარ ჯერ, მიუხედავად იმისა, რომ ლაპარაკი კარგად შეგიძლიაsmile.gif
ციტატა
რაც შეეხება მრევლისგან შესულ თანხას, მაგაზე გასაგებად ვთქვით წინა პოსტებში სადაც მიდის ეგ ფული. იმ დაწესებულებებში, ზევით რომ ჩამოვთვალე უწმინდესის დროს ჩამოყალიბდათქო, დასაქმებულ ადამიანებს, და თან მინდა გითხრა რომ ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული მაგ დაწესბულებებში, შენი აზრით ხელფასი არ უნდა?

რას მეუბნები? დასაქმებული ყავს ხალხი? რა ვიცი, ჩემი მეგობრისთვის ვერ გამოინახა ვერაფერი მანდ, იმიტომ, რომ ნაცნობი არავინ არ ყავდაsmile.gif

ციტატა
ჩამოვთვალე უწმინდესის დროს ჩამოყალიბდათქო

რა იცი, რომ უწმინდესია? როგორ შეგიძლიათ ეს სიტყვა მიწიერ ადამიანზე ასე ადვილად წარმოთქვათ?, დღევანდელი მრევლის გონებრივი სიბნელე ზღვარს არის უკვე გადასული...

ციტატა
ჩახვეული გაქვს იმ 20 თეთრიან სანთელზე

ახ, თურმე "ჩახვეული" მაქვს, ესეთებიც იციან ამ საიტზე?

ციტატა
ისე ერთი რამე იცოდე მოძღვარიც ადამიანია და მას და მის ოჯახსაც უნდა საკვები და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები.კარგად ვხედავ მოძღვრის შვილებს, რომლებსაც თავის უფროსი და ძმების გამონაცვალი ტანსაცმელები აცვიათ და ბევრი ისეთი რამ აკლიათ რაც მე და სხვა ჩვეულებრივ ადამიანებს გვაქვს. ცდები თუ გგონია რომ ისინი ფუფუნებაში ცხოვრობენ.

ეხლა შენი სიტყვებით ისე შემაცოდე მაგათი თავი, რომ აი, არ ვიცი პირდაპირ... დალოცვილო ყცელაზე არ ვამბობთქო ვთქვი მე.
ისე, მართლაც შესაბრალისები არიან... როგორი ღვთის რისხვა ელით ზოგიერთებს...
ციტატა
მერწმუნე.

გერწმუნო? და ვინ ხარ შენ რომ გერწმუნო? შენ მასე გწამს, შენი აზრი გაქვს, მე ასე მწამს...

პოსტის ავტორი: ქეთევანი777 თარიღი: Jan 20 2013, 02:21 AM

ციტატა
მოძღვარი გყავს? თუ კარგის დანახვა გინდა, მიდი ღირსეულ მამასთან, დაელაპარაკე, გაიცანი და დაინახავ კიდეც კარგს, მერწმუნე.

და როგორ მივხვდე რომ ღირსეულია?

ვიყავი "ღირსეულთან" და რა მერე? არქიმანდრიტი მაინც არ ყოფილიყო...
ჩემი აღსარება გაასაჯაროვა იქვე...

ბავშვი ხართქო გეუბნები... და მიმტკიცებ აქ რაღაცას...
ეკლესიის მხარეს ხარ გასაგებია უკვე, მაგრამ მე ნუ მიმტკიცებ რაღაცეებს. არ მინდა მართლა მსჯელობა განკითხვაში და ვიღაცეების მხილებაში გადავიდეს... მერე მეც ცოდვაში უნდა ჩავვარდე!

ამიტომ, მე ვწყვეტ საბოლოოდ ამ თემაზე ლაპარაკს.
უჩემოდაც მოეფინება ყველაფერს ნათელი როცა საჭირო იქნება...
და როცა ხალხი ამისთვის მზად იქნება!

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 20 2013, 03:09 PM

ქეთევანი777

ციტატა

მორწმუნე, რომელიც როგორც წესი 3 ცალ სანთელს უნდა ანთებდეს...

რომელი წესით? გიპასუხე აბა...
ციტატა
გაჭირვებული ადამიანი გამოცარიელებული ჯიბიდან 20 თეთრიანს იღებს და ყიდულობს ერთ ცალ სანთელს, იმიტომ, რომ სამი სანთელი რომ იყიდოს იმ დღეს მშიერი იქნება... (ერთი პური სულ ცოტა 60 თეთრი ღირს)...

და საერთოდ რომ ა იყიდოს?

გეტყობა გაგნებაში არ ხარ საერთოდ მართლმადიდებლობისა...
ციტატა
აშკარად დაგაინტერესდათ ჩემი აზრები, თორემ ასე არ დამესეოდით

ჩაქრი შენ...biggrin.gif
ციტატა
კონტრარგუმენტები დამახვედრეთ... მოძრაობაში მოვიდა თქვენი ტვინი და აზროვნება...

რაზე ?biggrin.gif
რეიკზე?biggrin.gif
იმას ვერ მუბნევი ვის მიმართ უნდა ილოცოს ,,რეიკიავიკა'' რა კონტრარგუმენტი შენ გინდა?biggrin.gif
ციტატა
კითხვა 1) პირნათლად ასრულებენ თუ არა დღევანდელი მამაოები (ყველაზე არ ვამბობ) თავიანთ მოვალეობას და

პასუხი პირველი-პირნათლადასრულებდა იუდა თავის მოვალეობას? როცა ქრისტემ იცოდა რას გააკეთებდა მომავალში რატომ აირჩია მაინც მოციქულად? თან მით უმეტეს ქისა ჩააბარა და თორმეტეულში შერაცხა.
ციტატა
კითხვა 2) მოეწონებოდა თუ არა იესოს დღევანდელი ეკლესია თავისი სავაჭრო წერტილებით და ჯიპებზე ამხედრებული ღიპებიანი, კარგად ჩასუქებული მამაოები?...

პასუხი პირველი სავაჭრო წერტილებზე-თავად მოუწოდებდა იესო ადამიანებს რომ მღვდლებისათვის შეეწირათ შესაწირავი.
პასუხი მეორე-რა გაძლევს იმის საფუძველს რომ ქრისტე ჯიპით არ ივლიდა ახლა?
პასუხი მესამე-გარეგნული მდგომარეობით აფასებ ადამიანის სულეირებას?მსუწანია თუ სისტი ამით აფასებ?
(კი ან არა)

ქეთევანი777
ციტატა
რა ვიცი, ჩემი მეგობრისთვის ვერ გამოინახა ვერაფერი მანდ, იმიტომ, რომ ნაცნობი არავინ არ ყავდა

ნაცნობი კი არა შენი მეგობრისთვის ვფაქტია ,,დასასაქმებელ სტრუქტურად'' იყო აღქმული ეკლესია და ასეთისთვის ვერასდროს მოინახება ადგილი ეკლესიაში...
ციტატა
რა იცი, რომ უწმინდესია? როგორ შეგიძლიათ ეს სიტყვა მიწიერ ადამიანზე ასე ადვილად წარმოთქვათ?, დღევანდელი მრევლის გონებრივი სიბნელე ზღვარს არის უკვე გადასული...

მართლა ზღვარსაა გადასული შენი სიბნელე.biggrin.gif
ისიც არ იცი რომ უწმინდესი არა პიროვნებას არამედ მის მსახურებას მიემართება.
უწმინდესია ქრისტე , უწმინდესია ეკლესია , უწმინდესია ზეციური იერარქია.
ამას მიემართება და ამას ვამბობთ როდესაც უწმინდესს მივმართავთ ამ ტიტულატურით და არა იმას რომ პატრიარქს ცოდვა არ აქვს...
აზრზზე არ ხარ და მაინც ლაპარაკობ.
ციტატა
ვიყავი "ღირსეულთან" და რა მერე? არქიმანდრიტი მაინც არ ყოფილიყო...
ჩემი აღსარება გაასაჯაროვა იქვე...

შენ თვალწინ კაცი მოლლა კიდევ , იმრუშა და მოიპარა ხომ?
biggrin.gif
ციტატა
ამიტომ, მე ვწყვეტ საბოლოოდ ამ თემაზე ლაპარაკს.

როცა ლაპარაკობდი ხომ ნაცარტუტად აქციე შენი არგუმენტებით 21 საუკუნოვანი მართლმკვეთელური ეკლესია...biggrin.gif
ციტატა
უჩემოდაც მოეფინება ყველაფერს ნათელი როცა საჭირო იქნება...

მართალია...
შენ არაფერ შუასი ხარ ეკლესიის ნათელთან...
ციტატა
და როცა ხალხი ამისთვის მზად იქნება!

და როცა ყველა ვეზიარებით ,,უკვდავ რეიკს.''
ხომ?
biggrin.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jan 20 2013, 04:18 PM

ციტატა(ქეთევანი777 @ Jan 20 2013, 02:11 AM) *

smile.gif

ბავშვი ყოფილხარ ჯერ, მიუხედავად იმისა, რომ ლაპარაკი კარგად შეგიძლიაsmile.gif

რას მეუბნები? დასაქმებული ყავს ხალხი? რა ვიცი, ჩემი მეგობრისთვის ვერ გამოინახა ვერაფერი მანდ, იმიტომ, რომ ნაცნობი არავინ არ ყავდაsmile.gif
რა იცი, რომ უწმინდესია? როგორ შეგიძლიათ ეს სიტყვა მიწიერ ადამიანზე ასე ადვილად წარმოთქვათ?, დღევანდელი მრევლის გონებრივი სიბნელე ზღვარს არის უკვე გადასული...
ახ, თურმე "ჩახვეული" მაქვს, ესეთებიც იციან ამ საიტზე?
ეხლა შენი სიტყვებით ისე შემაცოდე მაგათი თავი, რომ აი, არ ვიცი პირდაპირ... დალოცვილო ყცელაზე არ ვამბობთქო ვთქვი მე.
ისე, მართლაც შესაბრალისები არიან... როგორი ღვთის რისხვა ელით ზოგიერთებს...
გერწმუნო? და ვინ ხარ შენ რომ გერწმუნო? შენ მასე გწამს, შენი აზრი გაქვს, მე ასე მწამს...

რაღაც მეცნო ეს ბავშვის თემა, უკვე იმდენჯერ მითხრეს პატარა ხარ ჯერ, აზრი არ გეთქმისო..
დანარჩენზე გურამმაც გითხრა...
და ვინ ვარ რომ მერწმუნო? შენი კეთილისმსურველი...

ციტატა(ქეთევანი777 @ Jan 20 2013, 02:21 AM) *

ამიტომ, მე ვწყვეტ საბოლოოდ ამ თემაზე ლაპარაკს.
!

კი ბატონო შეწყვიტე... ჯობდა კი რომ საერთოდ არ დაგეწყო!

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Jan 20 2013, 08:33 PM

A.V.M

ციტატა
პასუხი მეორე-რა გაძლევს იმის საფუძველს რომ ქრისტე ჯიპით არ ივლიდა ახლა?

ამაში ვერ დაგეთანხმები. მაცხოვარს თავის მისადრეკი ადგილიც არ ჰქონია ცხოვრებაში, სრულ უპოვარებაში ცხოვრობდა და დღეს ჯიპით როგორ ივლიდა?
P.S. ვირი და ჩოჩორი რომლებიც იერუსალიმში შესვლისას უფალს მიჰგვარეს უფლის არ ყოფილა, მხოლოდ ერთჯერადად, დროებით ისარგებლა და არ გამოდგება ჯიპის პარალელად.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 20 2013, 09:04 PM

zaz
იმ დროისთვის არსებული ყველა სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობდა მაცხოვარი და ამის არაერთი დამადასტურებელი საბუთი მოგვეპოვება....

პრობლემა საგანში კი არა მის გამოყენებაშია... ამას ვერ იგებს ეს ხალხი...

პოსტის ავტორი: ქეთევანი777 თარიღი: Jan 20 2013, 09:39 PM

qetevano

ციტატა
კი ბატონო შეწყვიტე... ჯობდა კი რომ საერთოდ არ დაგეწყო!

ვწყვეტ საუბარს ამ თემაზე მარტო იმიტომ, რომ აქ ზოგიერთ ადამიანში ჩემს მიმართ აგრესია და გაღიზიანება გამოვიწვიე და მე მიმაჩნია, რომ ეს ჩემი მხრიდან არ იყო კარგი საქციელი...

რაც შეეხება იმას, რომ უნდა დამეწყო თუ არა ამ თემაზე ლაპარაკი, ეს ჩემი უფლებაა, ჩემთვის და ხალხისთვის საჭირბოროტო თემაა და ვერავინ ვერ ამიკრძალავს მანკიერების სააშაკრაოზე გამოტანას არა განკითხვით, არამედ მსჯელობით, რომ თეორიულად ხალხის ყურამდე იქნას მიტანილი სასულიერო პირთა ზნეობრივობა...

მაპატიეთ, თუ გაგანერვიულეთ... თქვენი "მღვდელმოსავური" რწმენის გამო მზად ვარ ისევ მე მოგიხადოთ ბოდიში...

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jan 20 2013, 09:51 PM

ციტატა(ქეთევანი777 @ Jan 20 2013, 09:39 PM) *

qetevano
მაპატიეთ, თუ გაგანერვიულეთ... თქვენი მღვდელმოსავური რწმენის გამო

მღვდელ მოსავები რომ არ ვართ სწორედ მაგას გელაპარაკებით ამდენი ხანი. აი მაგალითს გეტყვი. შენთვის დიდი მნიშვნელობა ხომ არ აქვს ფარნიანი ნოკიით დარეკავ ვინმესთან თუ აიფონით. მაინც ხომ იგივენაირად დაელაპარაკები და გააგონებ სათქმელს. ხოდა მაგასაც არ აქვს ჩემი აზრით დიდი მნიშვნელობა როგორ მოძღვარს ჩააბარებ აღსარებას. უფლამდე მაინც იგივენაირად მივა. მღვდელთან კი არ მიდიხარ ტაძარში, მიდიხარ უფალთან და ეს უნდა გავიგოთ. აი ამის თქმა მინდოდა და ვსიო რა.

და თუ სასულიერო პირები დავიცავი ეგ იმას არ ნიშნავს რომ ღმერთად მიმაჩნია ისინი. რასაც ვხედავ იმას ვამბობ.

პოსტის ავტორი: ქეთევანი777 თარიღი: Jan 20 2013, 10:00 PM

qetevano

ციტატა
უფლამდე მაინც იგივენაირად მივა. მღვდელთან კი არ მიდიხარ ტაძარში, მიდიხარ უფალთან და ეს უნდა გავიგოთ. აი ამის თქმა მინდოდა და ვსიო რა.

კარგია, ამას არ მოველოდი ნამდვილად... ეს უკვე ძალიან კარგია, რომ ამბობ აღსარების ჩაბარების დროს მღვდლის როლი 0-ია... მით უმეტეს თუ მღვდელი უღირსია, ალბათ დამეთანხმები... მაშინ რა გამოდის?
აუცილებლად მღვდელს უნდა ჩავაბაროთ აღსარება? ისე რომ მოვინანიოთ? არა?smile.gif თუნდაც ტაძარში მისვლით... არ მივა უფალთან? ჰა? smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 20 2013, 10:08 PM

ქეთევანი777
უყურე12. მოხდა ისე, რომ ერთ-ერთ ქალაქში ყოფნისას, აჰა, მოვიდა ერთი კეთროვანი კაცი, იესოს დანახვისას პირქვე დაემხო და შეევედრა: უფალო, თუ გნებავს, შეგიძლია ჩემი განწმენდა.

13. გაიწოდა ხელი, შეეხო მას და უთხრა: მნებავს, განიწმინდე. და მყისვე გაეყარა მას კეთრი.

14. უბრძანა, არავისთვის ეთქვა, არამედ წასულიყო, სჩვენებოდა მღვდელს და შეეწირა შესაწირავი, რაც დააწესა მოსემ მათ სამოწმებლად. ამას...

ქრისტემ განკურნა მაგრამ მაინც მღვდელთან გაუშვა და შესაწირავი შეწირეო.
მღვდელს უნდა უთხრა აღსარება შემუსვრილი გულით და შემდეგ შენი საქმით მოინანიო და გამოასწორო...

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jan 20 2013, 10:10 PM

ციტატა(ქეთევანი777 @ Jan 20 2013, 10:00 PM) *

qetevano
კარგია, ამას არ მოველოდი ნამდვილად... ეს უკვე ძალიან კარგია, რომ ამბობ აღსარების ჩაბარების დროს მღვდლის როლი 0-ია... მით უმეტეს თუ მღვდელი უღირსია, ალბათ დამეთანხმები... მაშინ რა გამოდის?
აუცილებლად მღვდელს უნდა ჩავაბაროთ აღსარება? ისე რომ მოვინანიოთ? არა?smile.gif თუნდაც ტაძარში მისვლით... არ მივა უფალთან? ჰა? smile.gif

ადრე საჯაროდ ამბობდნენ აღსარებებს და შენ ერთ ადამიანის წინაშე ვერ გიღიარებია? ბარემ ჩვენი თავები ჩვენთჳითონ მოვნათლოთ და ა.შ?

ციტატა(A.V.M @ Jan 20 2013, 10:08 PM) *

'A.V.M

მეც მაგიტომ გამახსენდა ეგ ადგილი წეღან ზუსტად

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jan 21 2013, 01:49 AM

მივიდეთ მაშინ საავადმყოფოში. იქ ერთი ექიმია, სხვების განკურნებას კი ცდილობს, მაგრამ თვითონ ცოტა ბევრს სვამს, იქ სიგარეტს ეწევა. როგორ მოვიქცეთ, არადა ქირურგია, ფილტვების მკურნალი.

თუ მე განვიცდი და ცოდვას ვაღიარებ, სულ არ აქვს მნიშვნელობა მღვდელი უღირსია თუ არა (იმას ღმერთი ჰყავს, რა ჩვენი განსასჯელია). დამერწმუნებით და ასეთ დროს მართლა ჩნდება სურვილი ყველას წინაშე მთელი ხმით იყვირო, რომ ნაგავი ვარ და მეტი არაფერიო. მთავარია, რომ ღვთის წინაშე მოძღვარი, როგორც ქრისტე მაცხოვრის მღვდელი, მეოხებას გაგვიწევს და სამსჯავროზე საჯაროდ, ამქვეყნიურთაც და იმქვეყნიურთა წინაშეც დაამოწმებს იმ სიმართლეს, რომ ცოდვა მართლაც ვაღიარეთ და განვუდექით მას ღვთის სიყვარულისთვის. აქ არის ეკლესია და მისი ძალა, რომლითაც შემოსა უფალმა.

იაკობ მოციქული თავის ეპისტოლეში ამბობს: "აღუარებდით ურთიერთას ცოდვათა და ულოცევდით ერთი-ერთსა". უკვე დიდი ხანია ადამიანები ისე შევიცვალეთ, რომ რაღა გვეთქმის.. სხვისი საშინელი და სამარცხვინო საქმეები, ცოდვებიღა გვაკლია. განვიკითხავდით (თუკი პირით არ ვამბობ, გულსა და გონებაში), შეიძლება გაგვეპუტა ის ადამიანი. "აღუარებდით ურთიერთას ცოდვათა და ულოცევდით ერთი-ერთსა" - მერედა თუკი ასე ხდებოდა, როგორც "ქეთევანომაც" აღნიშნა - საჯაროდ, დღეს რაოდენ სასიკეთოა თუკი ერთ ადამიანს, ისიც თვით ქრისტე უფლის მსახურის, მისი მღვდლის წინაშე ვიტყვით აღსარებას. მისი სიმძიმის ნაწილს თვითონ იტყვითავს. მღვდლის ლოცვაც დაგვეხმარება.

ხშირად, მეგობრებო, "უღირსი მღვდელი" მხოლოდ საბაბია. ჯერ ერთი და ასეთ თემაზე თუ ვსაუბრობთ ე.ი რაღაც ვიცით უკვე, ჰოდა ისიც უნდა გვცოდნოდა, რომ თუ აღსარება მინდა ვთქვა და შინაგანი, სულიერი ცხოვრება დავიწყო ასე სპონტანურად, უცებ გამოჩენილ მღვდელმსახურთან (თანაც მათგან უმეტესი მაინცდამაინც "უღირსი" უნდა აღმოჩნდეს) ეს საქმე ხომ არ გამოვა.. ხომ უნდა ძიება, ბოლობოლო საუკუნოდ უნდა ჩაჰკიდოს ადამიანს მღვდელმა ხელი და ღმერთამდე მიიყვანოს, მცირედი რაიმე საქმე ხომ არაა.

შემინდეთ ჩემი ასეთი საუბრის ტონი. დაგვეხმაროს ღმერთი.

"დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი.
აძოვენ კრავნი ჩემნი".

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Jan 21 2013, 12:09 PM

ქეთევანი777

ციტატა
აუცილებლად მღვდელს უნდა ჩავაბაროთ აღსარება? ისე რომ მოვინანიოთ? არა? თუნდაც ტაძარში მისვლით... არ მივა უფალთან? ჰა?

აღსარების გარეშე ცოდვათა მიტევება არ არსებობს.
სხვათა შორის, აღსარების და ზიარების დროს ღებულობს ადამიანი ღვთის მადლს. შენ კიდე აქ თემა გახსენი ღვთის მადლი მივიღოთ და სხვა ადამიანები განვკურნოთო. მადლი როგორ უნდა მიიღო თუ საღვთო საიდუმლოებებში არ მონაწილეობ?
სხვის განკურნებაზე ფიქრს ჯობია საკუთარ თავს მივხედოთ. სხვისი მაზიარებელი თვითონ დარჩა უზიარებელიო.

პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Jan 21 2013, 01:33 PM

ქეთევანი777 ქრისტიანები ბევრნი ვართ და სადაც ბევრი ადამიანია,იქ ბევრი ცუდიც შეიძლება ნახო.სადაც ბევრი მღვდელია იქ ცუდიც ბევრი იქნება, თან ცუდი უფრო კარგად ჩანს ყოველთვის,თან თუ გამადიდებელი შუშით უყურებენ.ისეთი ადამიანი, ვინც ეკლესიას იმის გამო განიკითხავს, რომ ნაწილი მღვდლებისა არ მოსწონს და ეკლესიას ახლო არ ეკარება, 2000წლის წინ ქრისტე რომ ენახა და მის გარშემო ამდენი ცოდვილი, მერე 12 მოციქულიდან იუდა რომ გაეცნო, მერე თავად იესო რომ ენახა ტაძარში განრისხებული, ვაჭრებს როგორ ყრიდა, ვეღარ დაინახავდა ბრმას თვალებ ახელილს,ხეიბარს ფეხზე წამომდგარს, მკვდარს აღდგომილს და ომახიანად დაიწყებდა ყვირილს პილატეს სამსჯავროზე _ჯვარს აცვი! ჯვარს აცვი! ჯვარცმისას კი იტყოდა თუ ღვთის ძე ხარ გადმოდი მაქედან და იხსენი თავიო.ვის უნახია საავადმყოფო სნეულების გარეშე?სადაც მხოლოდ ჯანმრთელები არიან, ის საავადმყოფო არ ყოფილა, ან იტყუებიან ჯანმრთელები ვართო, გარეგნულად მხნეები ჩანან, შიგნიდან კი ულპებათ გული და თირკმელი,

პოსტის ავტორი: crazy_priest თარიღი: Jan 23 2013, 09:30 PM

აგეტირება ამ თემას რომ გადახედავ. ქეთევან777 ნუ უსმენ ამ ხალხს. თუ მაინც მოუსმენ მათსავით გაბოროტებული გახდები

პოსტის ავტორი: nino.nino123 თარიღი: Jan 23 2013, 09:41 PM

ეკლესიაზე და მღვდელზე სულ ცუდად რატო ლაპარაკობს ხალხი? სულ ერთი და იგივე მიზეზები მესმის თან: მღვდლები რო ჯიპებით და მაგარი მანქნებით დადიან, სანთელი 20 თეთრი ღირს და გაჭირვებულმა ადამიანმა როგორ იყიდოს და ა.შ. ვიცი და გასაგებია რო ყველა მღვდელი მღვდელი არ არის და არ იმსახურებს რო მამაო დაუძახო მაგრამ გულში ჩაიხედეთ რა ეკლესიაში რო მიდიხარ მამაოს ეძებ თუ ქრისტეს? და თუ გინდა სულ ნუ იყიდი სანთელს არაა საჭირო. ღმერთს არც შენი სანთელი ჭირდება. გული უნდა შენი მეტი არაფერი. მაგალითად ჩემს ეკლესიაში 3 მღვდელია იმათ ოჯახებს არ უნდათ რჩენა? სანთლის გაყიდვით რამდენი უნდა იშოვონ? მარა მაგაზე არარის მღვდელის გამტყუვნებით ადამიანი მარტო თავს იმართლებს საკუთარ სინდისთან უნდა იპოვოს მიზეზი რატომ არ მიდის ღმერთისკენ რატომ არ ცხოვრობს ქრისტიანულად და ა.შ. მაგრამ იცოდეთ რომ ეგ მიზეზები არ გაგამართლებთ მართო თავს მოიტყუებთ და სინდისს დაიდუმებთ. ცოტა მკვახედ ვლაპარაკობ და ბოდიში ამისთვის მარა დაფიქრდით აბა.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 23 2013, 11:39 PM

ციტატა
აგეტირება ამ თემას რომ გადახედავ. ქეთევან777 ნუ უსმენ ამ ხალხს. თუ მაინც მოუსმენ მათსავით გაბოროტებული გახდები

არ მოგვისმინო ქეთევან...
გუჯას უსმინე...
ბევრ საერთოს ნახავ მის სიტყვებში...

nino.nino123
სანთლის ფულთან მღვდელს არანაირი შეხება აქვს...
სანთლის ფული სხვა ,,ხაზინაშია'' მღვდელი სხვა ,,ხაზინიდან'' იღებს ფულს...

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)