არამართლმადიდებლურ გარემოში მოხვედრა, რა არის გამოსავალი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
არამართლმადიდებლურ გარემოში მოხვედრა, რა არის გამოსავალი |
აბე |
Jan 10 2010, 04:48 PM
პოსტი
#41
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
xokaido
ყოველთვის ჩემს ცოდვილობაზე მიმითითებ. მე განა წმინდანი მგონია ჩემი თავი, მაგრამ მე ისიც ვიცი, რომ ნათელი უნდა ვიყო ამა სოფლისა და მინდა რაც შეიძლება უკეთესად შევძლო ეს, თუმცა საერთოდ ვერ ვახერხებ. ხოდა იმისათვის, რომ შევასრულო ეს კურთხევა უფლისა, იყავით ნათელი ამა სოფლისაო, მინდა, რომ ჩემი მწირი ცოდნა გადავცე სხვა ადამიანებს, რომ არ შესცოდონ. დიდი საღვთისმეტყველო ცოდნა არ სჭირდება იმას, რომ მიხვდე უწმაწური სიტყვებით საუბარი ცოდვაა. ხოდა მინდა ეს გავაგებინო ადამიანს, მაგრამ მრავალი მიზეზის გამო ვბრკოლდები. აი ახლაც საფერფლე მივუტანე ჩემს სტუმარს, რომ სიგარეტი მოეწია... -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
lingvo |
Jan 10 2010, 07:08 PM
პოსტი
#42
|
ვახტანგი ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,095 რეგისტრ.: 13-July 07 მდებარ.: თბილისი წევრი № 2,456 |
ალბათ, ცოტა არ იყოს, არააქტუალურია ასეთი თემებზე საუბარი ამჟამად, მაგრამ მიუხედავად ამისა ვხსნი თემას, რომელშიც მინდა ვისაუბროთ ადამიანის პირადი სულიერი ცხოვრების ზოგიერთ საკითხებზე. ალბათ, თითოეული ჩვენგანი აღმოვჩენილვართ ისეთ გარემოში, სადაც თავი უხერხულად გვიგრძვნია ჩვენი სარწმუნოების გამო. ერთ მაგალითს მოგიყვანთ. წასული ვიყავი საპარიკმახეროში. როცა შიგნით შევედი პარიკმახერი ყავას ისხამდა ჭიქაში და დასალევად ემზადებოდა. მე რომ პირდაპირ დავმჯდარიყავი სავარძელში, მას ყავა გვერდზე უნდა გადაედო, ჩემთვის შეეჭრა თმა და ყავის ჭიქა სულ თმებით გაივსებოდა. ამიტომ ვუთხარი, დალიე, დაგელოდები მეთქი. ამის შედეგად კი ის მივიღე, რომ ისიც გამიშინაურდა. ამაში ცუდი არაფერია, პირიქით. მაგრამ ამის მერე მოხდა ის, რაც მართლმადიდებელი ადამიანისთვის აუტანელია. მან დაიწყო უწმაწური ანეგდოტებისა და მისთ. რაღაცეების მოყოლა. როგორ უნდა მოიქცეს მართლმადიდებელი ადამიანი ასეთ შემთხვევებში? უნდა დაუწყოს ქადაგება და შეეცადოს მიახვედროს, რომ ასეთი საქციელი არასწორია, თუ უნდა გაჩერდეს და თვითონაც გაიცინოს ცოტათი, რომ ისე არ გამოუვიდეს "ავს არ გიყადრებო"? მემგონი ასეთ შემთხვევაში მდუმარება ჯობს. როდესაც ასეთ ანეკდოტზე არ გაიცინებ, ის ადამიანი დაფიქრდება და მიხვდება, რომ ასეთი ხუმრობა შენთვის მიუღებელია და შეწყვეტს ანეკდოტებს -------------------- ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია. (ინ.1,5)
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 11:12 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი