IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

8 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> ლოცვა, საუბარი ღმერთთან
tat-ia
პოსტი Jan 4 2007, 10:00 PM
პოსტი #21


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 37
რეგისტრ.: 2-November 06
წევრი № 378



რა გითხრათ აბა, ლოცვის ძალაში ძალიან ბევრჯერ დავრწმუნებულვარ, რაზეც გულით მილოცია თითქმის ყველაფერი ამსრულებია, ყოველი ასეთი შემთხვევის შემდეგ უფრო და უფრო ვრწმუნდები თუ რამდენად ვუყვარვართ უფალს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Jan 4 2007, 11:58 PM
პოსტი #22


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



ყოველთვის მახსენდება მამა პაისის სიტყვები
""თუ მხოლოდ თქვენ ადამიანურ მცდელობას არ დაეყრდნობით , არამედ - ილოცებთ და მოქმედების საშუალებას მისცემთ ღმერთს "


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S a l l y
პოსტი Jan 5 2007, 01:07 AM
პოსტი #23


infinity...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 9,631
რეგისტრ.: 11-September 06
მდებარ.: Sallylandia
წევრი № 182



QUOTE(დავით ივერიელი @ Dec 29 2006, 11:49 AM) *

mona nino
გინდ დამიჯერეთ გინდ არა, როცა რამე პრობლემა იჩენს ხოლმე თავსა და ფსალმუნებს ვკითხულობ აუსტად ის მხვდება რაც მეხმარება ამ პრობლემის გადაწყვეტაში.

იგივე ფსალმუნების კითხვას გამოვყავარ, მხოლოდ დეპრესიიდანა.... biggrin.gif

ვაიმე,დავიტ,მეც ეგრე ვარ....

ფსალმუნი სასწაულებრივად მოქმედებს...
ძალიან ემოციური ვარ და ეს ზოგჯერ ცუდ დღეში მაგდებ,მაგრამ ფსალმუნის წაკითხვის შემდეგ სასწაულად ვნშვიდდები.....


--------------------
Я хочу безумно жить:

Всё сущее - увековечить,

Безличное - вочеловечить,

Несбывшееся - воплотить!



I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ხათუნა
პოსტი Jan 5 2007, 05:25 AM
პოსტი #24


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 365
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 412



რა თქმა უნდა მეც გეთანხმებით ყველას, ლოცვას მართლაც სასწაული შეუძლია. რწმენით ლოცვას. პირადად მე მამაო ჩვენო ყოველთვის მშველის, თუ რაღაცის შემეშინდება, თუ უცებ მჭირდება ძალა (ან გაძლების ან თავშეკავებისთვის) და ა.შ.
მაგრამ ერთ ამბავს მოგიყვებით. ოღონდ ძალიან გთხოვთ თუ ან გამოთქმა ან შეფასება შემეშლება ნუ დამძრახავთ არც თუ დიდი გამოცდილება და ცოდნა მაქვს და ჩვეულებრივი მიწიერი ენით დავწერ.

რამდენიმე წლის წინ (5-6 ალბათ) ჩემი შვილის ნათლიამ მომიტანა სანთელი და მითხრა 12 სახარებისაა და გამოიზოგეო, ავადმყოფისთვის დაანთეო ან გასაჭირისთვისო, მოკლედ ნელ ნელა გამოიყენე ერთბაშად არ დაწვაო რომ დიდხანს გქონდესო. დავდე ეს სანთელი და აღარც გამხსენებია. ერთხელაც მოხდა ისე რომ ძალიან გამიჭირდა სასოწარკვეთილებამდე მივედი. არ არსებობდა საშველი და გამახსენდა ის სანთელი რომელიც უკვე დამტვერილი იდო სასწრაფოდ დავანთე და არც კი ვიცოდი რა ლოცვა უნდა მეთქვა , ჩემი სიტყვებით უბრალოდ ვთხოვდი ღმერთო მიშველე თქო. და გადამარჩინა. იმ წუთასვე ვიგრძენი რომ მარტო არ ვარ და უკვე ვიცოდი რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ამის მერე უკვე ამდენ იწელია ეს სანთელი მაქვს და თუ მართლა გამოუვალი მდგომარეობაა. როდესაც უფლის მეტი ვერაფერი გიშველის დამინთია მითხოვია და ყოველთვის დამხმარებია. ოღონდ თუ ერთი % მაინცაა რომ არსებობს რაიმე საშველი ანუ შემიძლია მე გავისარჯო და რაღაც გამოვასწორო ან თუ ავადმყოფია ვინმე შეუძლიათ ექიმებს შველა და იმედი არის ( რა თქმა უნდა ისევ ღვთის ნებით) მაშინ არ ვაწუხებ და არ ვთხოვ. ამ სანთელს ვანთებ მხოლოდ მაშინ როდესაც სხვა გამოსავალი აღარაა, როცა მართლა ღვის სასწაულია საშველი.
ვიც ისაქმე აქ სანთელში არაა და რა მნიშვნელობა აქვს რომელი სანთელია , მთავარია რა გულით ილოცებ ეს უბრალოდ კონკრეტული ფაქტი იყო და ასე მოხდა რომ ამ სანთელს დაემთხვა, მეც რაღაც ჩემი რიტუალივით მაქვს რომ ასეთ გასაჭირში ამ სანთელს ვანთებ.( მგონი არაფერს ვაშავებ არა?)
ერთი მოძღვარს უნდა ვკითხო არასდროს მისაუბრია ამაზე . unsure.gif


--------------------
აცხოვნე უფალო, და შეიწყალე სულიერი მამა მოძღვარი მასწავლელი ჩემი, რომელი მარადის იღვიძებს და იღწვის სულისა ჩემისათვის და ლოცვითა მისითა მომანიჭე შენდობა შეცოდებათა ჩემთა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Nanuci
პოსტი Jan 5 2007, 04:13 PM
პოსტი #25


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 5-January 07
წევრი № 795



გულმხურვალე ლოცვას დიდი ძალა აქვს.პირადად ჩემს ცხოვრებაში იყო ასეთი შემთხვევა,ოჯახში ძალიან მძიმე სიტუაცია მქონდა.დეპრესიაში ვიყავი ჩავარდნილი ამ მდგომარეობის გამო.ეკლესიაშიც ვერ მივდიოდი თითქოს რაღაც ძალა მეღობებოდა წინ. ბოლოს ახლობლის დახმარებით მოვახერხე და დავესწარი საღამოს ლოცვას.ქაშვეთის ეკლესიაში მამა სოკრატე ატარებდა ლოცვას.ლოცვის დროს სულ ვტიროდი და შევთხოვდი ღმერთს ამ მდგომარეობის გამოსწორებას.მოხდა სასწაული სახლში მისულს სიტუაცია დამხვდა 180 გრადუსით შებრუნებული. ზუსტად 1 საათში შესრულდა ის რასაც მე ლოცვით ვითხოვდი.მას მერე დავდივარ ეკლესიაში......
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tati87
პოსტი Jan 5 2007, 05:53 PM
პოსტი #26


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 10-December 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 666



ლოცვა ყველაზე დიდი მოწყალებაა უფლისა! მისი დახმარებით შეგვიძლია საკუთარი შეცდომებისათვის შენდობა ვთხოვოთ ღმერთს! როცა ვლოცულობ საოცარი სულიერი სიმშვიდე მეუფლება და მგონია, რომ ძალიან მსუბუქია ჩემი სული! ლოცვის შედეგს ყოველთვის ვხედავ ხოლმე! რაც მთავარია, ლოცვა უფალთან მაახლოებს და მაძლევს ძალას, ვიყო მიმტევებელი და ვაკეთო რაც შეიძლება მეტი სიკეთე!!!


--------------------
იცოცხლეთ! თუ შენ ცოცხლობ, ღმერთიც ცოცხლობს შენში !!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kaxa-beri
პოსტი Jan 6 2007, 11:32 AM
პოსტი #27


kaxa-beri
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 180
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 672



ლოცავ დიდი, ძალიან დიდი იარაღია .......... და უნდა ვეცადოთ, რომ ყოველთვის ამ იარაღით ვიყოთ აღჭურვილები ...... ყველაფერი ხომ ღმერთის ნებაა და ასე რომ ღვთის ნების გარეშე მგონი არ ღირს არაფერზე გარჯა ......
+++ უფალო იყავნ ნება შენი +++


--------------------
† † † !!! გახსოვდეს რომ ცოდვილი ხარ !!! † † †
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 24 2007, 02:48 PM
პოსტი #28


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,945
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს. უფალი წამოაყენებს მას და თუ რამ ცოდვები ჩაუდენია, მიეტევება.
აღიარეთ ცოდვები ერთმანეთის წინაშე და ილოცეთ ერთმანეთისათვის, რათა განიკურნოთ, რადგან ბევრი რამ შეუძლია მართლის ძლიერ ლოცვას.
ჩემო ძმებო, თუ ვინმე თქვენგანი გადაცდება ჭეშმარიტებას და ვინმე მოაქცევს მას, იცოდეს, რომ ცოდვილის მომქცევი მისი ცდომილების გზიდან სიკვდილისაგან იხსნის სულს და მრავალ ცოდვას დაფარავს."

იაკობი 5, 15:16, 19:20 გვ. 300-301


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შეხვეწილი
პოსტი Jan 24 2007, 05:44 PM
პოსტი #29


უსამართლობაა ქვეყნის ალაჰი და ძალმომრეობაა მისი მოციქული
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 555
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: გარდატეხის ასაკი
წევრი № 436



ერთხელ გამოცდა მქონდა და 25 ბილეთიდან ვიცოდი მარტო ერთი.

ვილოცე და ზუსტად ის შემხვდა.

ზოგმა 24 იცოდა და ზუსტად 25-ე შეხვდა.

მე 5 მივიღე, იმათ 3-ები.

საბოლოოდ, იმათ ის საგანი იციან და მე - არა.
biggrin.gif


--------------------
სამშობლოსათვის თავდადება კიდეც მინდოდეს... ვერ დავდებ!
რადგან გაყიდეს და... არ გამაჩნია!

არადა, რავჩივარ ერთი?..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Jan 24 2007, 05:58 PM
პოსტი #30


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ციტატა(შეხვეწილი @ Jan 24 2007, 04:44 PM) *

ერთხელ გამოცდა მქონდა და 25 ბილეთიდან ვიცოდი მარტო ერთი.

ვილოცე და ზუსტად ის შემხვდა.

ზოგმა 24 იცოდა და ზუსტად 25-ე შეხვდა.

მე 5 მივიღე, იმათ 3-ები.

საბოლოოდ, იმათ ის საგანი იციან და მე - არა.
biggrin.gif

ძაან მოხერხებული ჩანხარ. smile.gif
არა კაია ცუდად არ გამიგო.

ციტატა(Nanuci @ Jan 5 2007, 03:13 PM) *

გულმხურვალე ლოცვას დიდი ძალა აქვს.პირადად ჩემს ცხოვრებაში იყო ასეთი შემთხვევა,ოჯახში ძალიან მძიმე სიტუაცია მქონდა.დეპრესიაში ვიყავი ჩავარდნილი ამ მდგომარეობის გამო.ეკლესიაშიც ვერ მივდიოდი თითქოს რაღაც ძალა მეღობებოდა წინ. ბოლოს ახლობლის დახმარებით მოვახერხე და დავესწარი საღამოს ლოცვას.ქაშვეთის ეკლესიაში მამა სოკრატე ატარებდა ლოცვას.ლოცვის დროს სულ ვტიროდი და შევთხოვდი ღმერთს ამ მდგომარეობის გამოსწორებას.მოხდა სასწაული სახლში მისულს სიტუაცია დამხვდა 180 გრადუსით შებრუნებული. ზუსტად 1 საათში შესრულდა ის რასაც მე ლოცვით ვითხოვდი.მას მერე დავდივარ ეკლესიაში......

ღმერთმა დაგლოცოს ნანუც.



-------------------
www.tamarapaint.com


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Маиа
პოსტი Jan 24 2007, 06:25 PM
პოსტი #31


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 553
რეგისტრ.: 30-December 06
წევრი № 768



ეს ლოცვა ძალიან ბევრჯერ დამხმარებია ცხოვრებისეულ სიტუაციებში "Богородице дево, умягчи сердца злых человек! спаси души восстающих на мя!"



--------------------
"კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას."
(მათე 16. 18)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
adamis_nekni
პოსტი Jan 24 2007, 10:36 PM
პოსტი #32


adamis_nekni
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,396
რეგისტრ.: 4-January 07
წევრი № 789



ლოცვა აუცილებელია ის,როგორც ყოველდგე საჭმელია აუცილებელი არსებობისათვის ამაზე ხშირად დავრწმუნებულვარ.ერთ-ერთი ის იყო,რომ შობის ღამე მოდიოდა,დედამ მითხრა წადი ღამის ლოცვაზეო.მე ვუთხარი მეთქი მუსიკა მაქვს არ მცალიატქო.წავედი მუსიკაზე და წამოსვლისას მარშუტკიდან რომ ჩამოვდიოდი კარებში მომყვა დუბლიონკა და მარშუტკა წავიდა....წავიდა და მათრია...ერთი ის გავიფიქრე რომ ჩემი ცხოვრება დამთავრდა...აი დამეზარა ლოცვაზე წასვლა და იმ ღამეს ლამის მოვკვდი


--------------------
უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფამა ღმერთმა და ადამს მიუყვანა. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგან და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისგან არის გამოღებული.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Springchild
პოსტი Jan 25 2007, 12:55 PM
პოსტი #33


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 34
რეგისტრ.: 22-November 06
წევრი № 509



ციტატა
გინდ დამიჯერეთ გინდ არა, როცა რამე პრობლემა იჩენს ხოლმე თავსა და ფსალმუნებს ვკითხულობ აუსტად ის მხვდება რაც მეხმარება ამ პრობლემის გადაწყვეტაში.


zustad mec memarteba igive! sascauli ar aris?! im dges ra fiqri an rame azri rom momiva tavshi, fsalmunshi vkitxulob xolme pasuxs! ramdenjer davkvirvebivar amas! xandaxan, ai magalitad, rogorc axla, iseti periodi midgeba rom marto mokle locvebs vkitxulob. vici rom tavs unda vebrzolo..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mr_morrison
პოსტი Jan 25 2007, 06:36 PM
პოსტი #34


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 376
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 164



ციტატა
ერთი ჩემი ახლობელი, რომელიც ძალიან დიდი ხნის მრევლია და მორწმუნე მიყვებოდა, რომ მიწის ძვრის დროს აღარც ახსოვს საით გაიქნია ლოცვების წიგნი და გაიქცა, მე სწორედ ამას ვამბობდი, ჩვენი ლოცვა დამოკიდებულია რწმენის ხარისხზე თქო, თქვენ რას იზავდით, როგორ ფიქრობთ ტქვენი რწმენიდან გამომდინარე ასეთ შემთხვევაში, ან თქვენი დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ


იცი რა არის, ესე ძნელია თქვა და შეაფასო შენი რწმენა, შეიძლება გეგონოს რომ ღმერთი გწმას მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება მაშინ ჩანს შენი ნამდვილი რწმენა. მე რომ ვთქვა ლოცვას გავაგრძელებდი მეთქი ამპარტავნება გამომივა, რადგან ვიცი რომ მცირე რწმენა მაქვს და ალბათ მეც დავიბნეოდი.


--------------------
მიმცხე ძია მიმცხე მე ცუღლუტს :*
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 31 2007, 10:13 PM
პოსტი #35


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



მოდით ვისაუბროთ ლოცვის შესახებ, ვის როგორ ესმის, ვინ როგორ განიხილავს მას, როგორ ასრულებს, რა მიაჩნია ლოცვის სწორ (სუბიექტურად და ობიექტურად) ფორმად და საერთოდ, ვინაიდან ახლა არის დიდი მარხვის მადლით მოცული პერიოდი, გავუზიაროთ ერთმანეთს აზრები ამ მისტიკის შესახებ, რომლის სახელია საუბარი ღმერთთან, რომელმაც მოგცა უფლება მიმართო მას შენობით.

ვისაუბროთ ყველაფერზე, დილა-საღამოს ლოცვებზე,ზიარების ლოცვებზე, ფსალმუნებზე და სხვა, ანუ ყველაფერზე რაც ლოცვას შეეხება.

მე დღემდე მიჭირს ერთი ზღვარის გავლება:
ერთი მხრივ ლოცვას სწავლა უნდა და სწავლა ხდება სხვისი (წმინდანთა) ლოცვების გააზრებით, წაკითხვით, დაზეპირებითაც...მაგრამ მეორეს მხრივ ცოცხალი ლოცვისკენ სწრაფვა არის ჩვენი ვალი, რომელ ქალს მოეწონება სიყვარული რომ აუხსნან დაზეპირებული ტექსტით (პარალელი ქრისტესა და ეკლესიაზე)?
ანუ ასე ვაკეთებ ხოლმე: როდესაც ვკითხულობ და უცებ მომინდება ჩემით თქმა, გადავდებ ლოცვანს და ვამბობ იმას, რაც გულიდან ამოდის, მაგრამ აქ არის ძაღლის თავი დამარხული: ლოცვას, როგორც იესო ამბობს, ცოდნა უნდა და თუ არ იცი - რაღაცას ბლუყუნებ, არა მარტო უაზროს, არამედ შეიძლება დიდ სისულელესაც...მოკლედ ჩემი პირადი დილემა: სად არის ზღვარი: როდის იკითხო დაწერილი და როდის გადახვიდე შენსაზე (ერთი ლოცვის პერიოდში)?


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თამარი
პოსტი Jan 31 2007, 10:49 PM
პოსტი #36


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 706
რეგისტრ.: 7-September 06
წევრი № 166



ციტატა
სად არის ზღვარი: როდის იკითხო დაწერილი და როდის გადახვიდე შენსაზე


ამ კითხვაზე პასუხი მე ნიკოდიმოს მთაწმინდელის "უხილავ ბრძოლაში" ვნახე. ამაზე უკეთესად, რა თქმა უნდა, მე ვერაფერს ვიტყვი.

"უხილავი ბრძოლა"
თავი 49

საკუთარი ლოცვის შესახებ, რომელიც თავად მლოცველის მიერ ითხზვება

რაც აქამდე ვისაუბრეთ, სხვის მიერ შექმნილი მზა ლოცვის აღვლენას შეეხებოდა. მართალია გულისყურითა და გრძნობით აღსრულებულს, მაგრამ მაინც სხვის ლოცვას. მხოლოდ ამით უნდა შემოვიფარგლოთ თუ არა? ამაზე პასუხს თავად ლოცვა იძლევა. დადექი ლოცვად, აღასრულე, როგორც წესია, დასწავლილი ლოცვები. ის თავიდანვე დაემყნობა სულს და როგორი ძალითაც დაემყნობა, იმგვარადვე აღუძრავს მლოცველს სურვილს, თავადაც საკუთარი მოთხოვნილებისაებრ გულიდან ამოთქვას ლოცვა. და ისიც მუდმივად აღავლენს უფლისადმი ასეთ ვედრებას. ასე რომ, ლოცვით ღვაწლში თავისი წილი უდევს საკუთარ ლოცვასაც.
წინა თავში უკვე აღვნიშნეთ, რომ თუ ლოცვისას რომელიმე სიტყვა გულში ჩაგწვდება, უყურადღებოდ არ დატოვო, უნდა შეჩერდე და თავად ილოცო იმისდა კვალად, რამაც შენი სული დაიპყრო. ასეც მოიქეცი. ასევე ხდება საღვთო წერილისა და სულისთვის სასარგებლო წიგნების კითხვისას, ღვთაებრივ საგნებზე ფიქრისას, ღვთის დიდებულებისა და სრულყოფილების, მისი გასაოცარი შემოქმედებითი ძალის, ყოვლისმპყრობელობის, ჩვენს საცხოვნებლად განხორციელებული ღვთაებრივი განგებულების გააზრებისას, ცხოვრების შთამბეჭდავ და გამაოგნებელ მოვლენებზე ფიქრისას, როდესაც რაიმე საგანი განსაკუთრებულ კვალს ტოვებს სულზე, მის ყურადღებას იპყრობს და მოუწოდებს, ლოცვით ამაღლდეს უზენაესამდე. ყოველ ასეთ შემთხვევაში უყურადღებოდ ნუ დატოვებ წარმოშობილ სურვილს, დროებით შეწყვიტე საქმე, რასაც აკეთებ და ილოცე.
ეს უცაბედი მოწოდება - სურვილი იმას ნიშნავს, რომ ლოცვა გულში მკვიდრდება და ავსებს მას. ასეთი განწყობა თავიდანვე კი არა, ლოცვითი ჩვევის დაუფლებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ჩნდება. ეს მდგომარეობა მოწმობს, რომ ლოცვის საქმე წარმატებით მიდის წინ. რაც უფრო ხშირია ამგვარი შინაგანი სურვილი, მით მეტად ივსება ლოცვითი სულით ადამიანი. ამ დროს ყოველთვის საკუთარი ლოცვით უნდა ილოცო. მაგრამ საკუთარი მუდამ ზოგადი ლოცვისას წარმოიშობა. ორივე ერთმანეთის მსგავსი და თანაბარი ღირსებისაა...


--------------------
ყოველი სული აქებდით უფალსა!


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jan 31 2007, 10:58 PM
პოსტი #37


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



სადმე ხომ არ ამოგიკითხავთ მამათა აზრი ხმამაღლა და გულში ლოცვის შესახებ? მე პირადად ადრე სულ ხმამაღლა ვლოცულობდი, ასე უფრო შემოდიოდა თითქოს, ახლა პირიქით ვარ - სულ ჩუმად ვლოცულობ. ვიცი, რომ ორივე შეიძლება, მაგრამ იქნებ მაინც რამე კონკრეტული სწავლება არსებობს ამის შესახებ და მე არ ვიცი... unsure.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 31 2007, 11:06 PM
პოსტი #38


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(მარიამი @ Jan 31 2007, 11:58 PM) *

სადმე ხომ არ ამოგიკითხავთ მამათა აზრი ხმამაღლა და გულში ლოცვის შესახებ? მე პირადად ადრე სულ ხმამაღლა ვლოცულობდი, ასე უფრო შემოდიოდა თითქოს, ახლა პირიქით ვარ - სულ ჩუმად ვლოცულობ. ვიცი, რომ ორივე შეიძლება, მაგრამ იქნებ მაინც რამე კონკრეტული სწავლება არსებობს ამის შესახებ და მე არ ვიცი... unsure.gif


ისიქაზმი სწორედ ეგაა, უფრო სწორედ ისიქაზმის ერთი ტექნიკური მხარე - ლოცვები "თქვა" მდუმარედ

ამაზე პალამა წერს, მაგრამ ეგ მაინც ლოცვითი პრაქტიკის უმაღლესი მათემატიკაა....ანუ არა ჩვენთვის, თეოლოგიური განათლებისთვის მისწრებაა,მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით ....



--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკოლოზ_V
პოსტი Jan 31 2007, 11:08 PM
პოსტი #39


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



ლოცვა

ჭეშმარიტი ლოცვა ყოველთვის არის ბრძოლა სიკვდილთან და სიკვდილის უარყოფა. ჭეშმარიტი ლოცვა ყოველთვის სიცოცხლისთვის ბრძოლა და სიცოცხლის დამტკიცებაა.
როგორია ჭეშმარიტი ლოცვა? ის რომელიც შენ სიკვდილზე ძლიერს გაგხდის, რომელიც სიკვდილის შიშსა და საშინელებაზე გაიმარჯვებს. თუკი ლოცვის შემდგომ საკუთარ თავში ჩაიხედავ და კვლავ წინანდელ სიკვდილის შიშს დაინახავ, იცოდე: შენი ლოცვა ჭეშმარიტი არ იყო. და თუ ლოცვის შემდეგ საკუთარ სულში სიკვდილის მიმართ გულგრილობას შეამჩნევ, იცოდე: შენი ლოცვა ჭეშმარიტი იყო. როდესაც ლოცვის შემდგომ იგრძნობ სურვილს, რაც შეიძლება, სწრაფად შეუერთდე ჭეშმარიტ ცხოვრებას, იცოდე : შენი ლოცვა ძლევამოსილი იყო.
მაცხოვარმა ჯერ კიდევ ჯვარცმამდე დაამარცხა სიკვდილი, როდესაც გეთსიმანიის ბაღში ლოცულობდა
გეთსიმანიის ლოცვა სინამდვილეში ერთადერთი სახეა სრულყოფილი ლოცვისა, რომელიც ოდესმე აღსრულებულა ადამიანთა მოდგმაში.
ჩემი საყვარელი წმინდანი, ნიკოლოზ სერბი


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jan 31 2007, 11:12 PM
პოსტი #40


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE(კანუდოსელი @ Jan 31 2007, 11:06 PM) *

ისიქაზმი სწორედ ეგაა, უფრო სწორედ ისიქაზმის ერთი ტექნიკური მხარე - ლოცვები "თქვა" მდუმარედ

ამაზე პალამა წერს, მაგრამ ეგ მაინც ლოცვითი პრაქტიკის უმაღლესი მათემატიკაა....ანუ არა ჩვენთვის, თეოლოგიური განათლებისთვის მისწრებაა,მაგრამ პრაქტიკული თვალსაზრისით ....

ვაიმეეე, მე და ისიქაზმი laugh.gif რა გულიანად გამეცინააა laugh.gif
არა, მე სხვა რამე მაინტერესებს... ჩემნაირებისთვის ხმამაღლა და გულში ლოცვაზე თუ აქვს რომელიმე მამას რამე დაწერილი huh.gif მესმის, რომ მთავარი გულის მდგომარეობაა ლოცვის დროს და არა ხმოვანება, მაგრამ იქნებ რამე პრაქტიკული რჩევები არსებობს მაინც ამაზე... თუ ინდივიდუალურია ყველა ადამიანისთვის?


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

8 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th May 2024 - 10:33 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი