კათოლიკური ნათლობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კათოლიკური ნათლობა |
noralu |
May 19 2010, 12:12 AM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 18-May 10 წევრი № 8,856 |
მოგესალმებით და წინასწარ მადლობას გიხდით გამოხმაურებისათვის.
ჩემი მეუღლე გერმანელი კათოლიკეა, ძალიან რელიგიური და ტრადიციული ოჯახიდან. რამოდენიმე თვის წინ შეგვეძინა ქალიშვილი. მე ძალიან მინდოდა რომ საქართველოში მოგვენათლა მართლმადიდებლად, მაგრამ ამით ძალიან დიდი განხეთქილება მოხდებოდა ჩემს ქმარეულებთან და ამიტომ დავთანხმდი კათოლიკურ ნათლობას. გარკვეულად იმ იმედითაც რომ როცა გაიზრდება თავად გადაწყვეტს კათოლიკედ დარჩება თუ მართლმადიდებლად მოინათლება. ჩემს ქართველ მეგობარს ვთხოვე ნათლიობა, რომელიც იმედი მქონდა ბავშვს საქართველოსთან და მართლმადიდებლობასთან უფრო დააკავშირებდა. და დღეს მწერს ჩემი მეგობარი რომ მისმა მოძღვარმა აუკრძლა. ძალიან გთხოვთ იქნება ამიხსნათ, რატომაა ამ პატარა არსების გაქრისტიანებაში მონაწილეობის მიღება აკრძალული? რა დააშავა ჩემმა შვილმა რომ კათოლიკურ ოჯახში დაიბადა და ნუთუ ამის გამო უნდა გავირიყოთ? სხვა მართლმადიდებლური ეკლესიები (ბერძნული, სერბული) კათოლიკეს და მარტლმადიდებლის ჯვრისცერას და ნათლობას უშვებენ. ნუთუ მარტო ჩვენ ვადგავართ ჭეშმარიტ გზას და დანარჩენი საქრისტიანო ცდება? დედისთვის ძალიან მძიმეა ასეთი უარყოფა და არა მგონია ამითი რაღაცა კარგი ხდებოდეს ვინმესთვის. და არა მგონია ან მოძღვარი ან ჩემი მეგობარი მიმხვდარიყვნენ რამდენად მტკივნეულია ეს საქართველოდან შორს მყოფი ადამიანისთვის რომელიც ცდილობს ქართული სული და ტრადიციები გარკვეულწილად მაინც შეინარჩუნოს. |
ნანინა |
May 19 2010, 12:21 AM
პოსტი
#2
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
მართლმადიდებელი ადამიანი ვერ გახდება კათოლიკეს ნათლია, მე როგორც ვიცი ასეა აქ ვფიქრობ საწყენი არაფერია
ნათლია ბუნებრივია იმ კონფესიის წარმომადგენელი უნდა იყოს, რომლისაც ნათლული -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
Funkenstein |
May 19 2010, 12:33 AM
პოსტი
#3
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 511 რეგისტრ.: 9-January 09 წევრი № 6,259 |
სულ რომ არ მონათლოთ არ შეიძლება, გაიზარდოს და მერე აირჩიოს საით უნდა წასვლა, თუ თქვენ გწამთ რომ მართლმადიდებლობა არის ჭეშმარიტი ქრისტიანული გზა მაშინ ბავშვის მონათვლა კათოლიკად რა აზრი აქვს და თანაც არა მგონი კათოლიკების მხრიდან მოხდეს იმაზე ზეწოლა რომ გინდა თუ არა ეხლავე ადრეულ ასაკში მოვნათლოთ ბავშვიო. მთავარია თქვენ მას ქრისტე შეაყვაროთ, აუხსნათ რაში მდგომარეობს მართლმადიდებლობის სიდიადე და როცა გადაწყვეტს მონათვლას დარწმუნებული ვარ ის სწორ არჩევანს გააკეთებს
|
Believer |
May 19 2010, 12:44 AM
პოსტი
#4
|
კეთილმორწმუნე ჯგუფი: Members პოსტები: 364 რეგისტრ.: 17-March 10 წევრი № 8,415 |
noralu
ციტატა სხვა მართლმადიდებლური ეკლესიები (ბერძნული, სერბული) კათოლიკეს და მარტლმადიდებლის ჯვრისცერას და ნათლობას უშვებენ. ნუთუ მარტო ჩვენ ვადგავართ ჭეშმარიტ გზას და დანარჩენი საქრისტიანო ცდება? ცხადია არ ცდებიან -------------------- მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II) |
terra |
May 19 2010, 01:53 AM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
noralu
ციტატა დედისთვის ძალიან მძიმეა ასეთი უარყოფა და არა მგონია ამითი რაღაცა კარგი ხდებოდეს ვინმესთვის. და არა მგონია ან მოძღვარი ან ჩემი მეგობარი მიმხვდარიყვნენ რამდენად მტკივნეულია ეს საქართველოდან შორს მყოფი ადამიანისთვის რომელიც ცდილობს ქართული სული და ტრადიციები გარკვეულწილად მაინც შეინარჩუნოს. ჩემო კარგო, მესმის შენი წუხილი და ვიზიარებ მას, მაგრამ დაფიქრდი, როგორც მართლმორწმუნე ქრისტიანი, ვინ უნდა აღასრულოს ნათლობა, კათოლიკე მღვდელმა, რომელსაც არ გააჩნია მოციქულებისგან მომდინარე უწყვეტი ჯაჭვი ქიროტონიისა?! რა თქმა უნდა, ნათლობის საიდუმლო, შეიძლება აღასრულოს ერისკაცმაც კი, წყლითაც და ქვიშითაც კი, მაგრამ, ეს ხდება მხოლოდ ფორსმაჟორულ ვითარებაში, განსაკუთრებულ შემთხვევაში. და კათოლიკური ეკლესია ფლობს სულიწმიდის მადლს? არის მათი აიაზმა - წმინდა? არის მათი ზიარება - ქრისტესთან ზიარება? არის მათი აღსარება - ცოდვათა რეალური შენდობა? ხელეწიფებათ, სახარებისეული ჭეშმარიტების შემრყვნელთ და დამმახინჯებელთ, ნათლობის საიდუმლოს აღსრულება, რომელიც ადამიანს სასუფევლის კარს გაუხსნის? ქართული სულის და ტრადიციების შენარჩუნება, თავად შეგეძლება შვილისთვის, როცა მოიზრდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს პრობლემა, ძალიან ხშირად დგას ხოლმე, რაც შენ გაწუხებს, მაშინ, როცა არამართლმადიდებელს ვუკავშირდებით ქორწინებით. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
მხევალი ნინო |
May 19 2010, 08:39 AM
პოსტი
#6
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
Believer
noralu ბელივერ, ორივე შენ ხარ თუ შენ უტხარი ჩვენს ფორუმზე და ამ საკიტხზე ? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
noralu |
May 19 2010, 12:38 PM
პოსტი
#7
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 6 რეგისტრ.: 18-May 10 წევრი № 8,856 |
Believer noralu ბელივერ, ორივე შენ ხარ თუ შენ უტხარი ჩვენს ფორუმზე და ამ საკიტხზე ? სასაცილოდ და გასართობად არ დამიწერია მე და არც არავის მოუთითებია... ყველას მადლობას გიხდით გამოხმაურებისათვის, მეც თანდათან ვმშვიდდები და იმედი მაქვს ჩემს შვილს უფლის მადლი არ მოაკლდება |
damiane80 |
May 19 2010, 04:08 PM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
|
kinoteli |
May 19 2010, 04:13 PM
პოსტი
#9
|
SHEFICULI ჯგუფი: Members პოსტები: 875 რეგისტრ.: 5-April 10 წევრი № 8,575 |
ციტატა სხვა მართლმადიდებლური ეკლესიები (ბერძნული, სერბული) კათოლიკეს და მარტლმადიდებლის ჯვრისცერას და ნათლობას უშვებენ. ნუთუ მარტო ჩვენ ვადგავართ ჭეშმარიტ გზას და დანარჩენი საქრისტიანო ცდება? οἰκουμένη -------------------- „არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".
"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II "რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შევეკვრი ზავითა; მცნებას ვერ შემაცვლეინებ მოზღვავებულის ავითა!" |
damiane80 |
May 19 2010, 04:15 PM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,022 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,599 |
|
terra |
May 19 2010, 04:16 PM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
ოიკუმენა
-------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
ikanosi |
May 19 2010, 04:17 PM
პოსტი
#12
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
kinoteli
ეკუმენიზმი? -------------------- ფარით ან ფარზე
|
kinoteli |
May 19 2010, 04:19 PM
პოსტი
#13
|
SHEFICULI ჯგუფი: Members პოსტები: 875 რეგისტრ.: 5-April 10 წევრი № 8,575 |
მოგესალმებით და წინასწარ მადლობას გიხდით გამოხმაურებისათვის. ჩემი მეუღლე გერმანელი კათოლიკეა, ძალიან რელიგიური და ტრადიციული ოჯახიდან. რამოდენიმე თვის წინ შეგვეძინა ქალიშვილი. მე ძალიან მინდოდა რომ საქართველოში მოგვენათლა მართლმადიდებლად, მაგრამ ამით ძალიან დიდი განხეთქილება მოხდებოდა ჩემს ქმარეულებთან და ამიტომ დავთანხმდი კათოლიკურ ნათლობას. გარკვეულად იმ იმედითაც რომ როცა გაიზრდება თავად გადაწყვეტს კათოლიკედ დარჩება თუ მართლმადიდებლად მოინათლება. ჩემს ქართველ მეგობარს ვთხოვე ნათლიობა, რომელიც იმედი მქონდა ბავშვს საქართველოსთან და მართლმადიდებლობასთან უფრო დააკავშირებდა. და დღეს მწერს ჩემი მეგობარი რომ მისმა მოძღვარმა აუკრძლა. ძალიან გთხოვთ იქნება ამიხსნათ, რატომაა ამ პატარა არსების გაქრისტიანებაში მონაწილეობის მიღება აკრძალული? რა დააშავა ჩემმა შვილმა რომ კათოლიკურ ოჯახში დაიბადა და ნუთუ ამის გამო უნდა გავირიყოთ? სხვა მართლმადიდებლური ეკლესიები (ბერძნული, სერბული) კათოლიკეს და მარტლმადიდებლის ჯვრისცერას და ნათლობას უშვებენ. ნუთუ მარტო ჩვენ ვადგავართ ჭეშმარიტ გზას და დანარჩენი საქრისტიანო ცდება? დედისთვის ძალიან მძიმეა ასეთი უარყოფა და არა მგონია ამითი რაღაცა კარგი ხდებოდეს ვინმესთვის. და არა მგონია ან მოძღვარი ან ჩემი მეგობარი მიმხვდარიყვნენ რამდენად მტკივნეულია ეს საქართველოდან შორს მყოფი ადამიანისთვის რომელიც ცდილობს ქართული სული და ტრადიციები გარკვეულწილად მაინც შეინარჩუნოს. წადი და ისე მონათლე ქმრის მხარემ არ გაიგოს,როგორც ვიცი არის გერმანიაში მართლმადიდებლური ეკლესიები,დედა ხარ და გაქვს ამის უფლება,ეს გმირობის ტოლფასი იქნება შენი მხრიდან თქვენ რას იტყვით მეგობრებო -------------------- „არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".
"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II "რაც უნდა ჭირი მომკერძო, ბილწთ არ შევეკვრი ზავითა; მცნებას ვერ შემაცვლეინებ მოზღვავებულის ავითა!" |
ikanosi |
May 19 2010, 04:20 PM
პოსტი
#14
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
თუ სამყარო?
-------------------- ფარით ან ფარზე
|
Believer |
May 19 2010, 09:48 PM
პოსტი
#15
|
კეთილმორწმუნე ჯგუფი: Members პოსტები: 364 რეგისტრ.: 17-March 10 წევრი № 8,415 |
terra
ციტატა კათოლიკე მღვდელმა, რომელსაც არ გააჩნია მოციქულებისგან მომდინარე უწყვეტი ჯაჭვი ქიროტონიისა?! კათოლიკე მღვდლები მოციქულთა უწყვეტი ჯაჭვის მემკვიდრეები არიან თუ არ არიან, დაწერე რატომ, თან არ დაგავიცყდეს ანათემა მოხსნილია ციტატა და კათოლიკური ეკლესია ფლობს სულიწმიდის მადლს? კი, თუ ფიქრობ რომ არ ფლობს ამის არგუმენტები უნდა გქონდეს ციტატა არის მათი აიაზმა - წმინდა? არის მათი ზიარება - ქრისტესთან ზიარება? არის მათი აღსარება - ცოდვათა რეალური შენდობა? ეჭვქვეშ რომ აყენებ კათოლიკურ მადლმოსილებას დღევანდელ ეპოქაში, ამის არგუმენტები უნდა გქონდეს ციტატა ხელეწიფებათ, სახარებისეული ჭეშმარიტების შემრყვნელთ და დამმახინჯებელთ, ნათლობის საიდუმლოს აღსრულება, რომელიც ადამიანს სასუფევლის კარს გაუხსნის? ფაქტები დადე, სად არის დამახინჯებული კათოლიკეების მიერ სახარება? როდის დაამახინჯეს და შერყვნეს? -------------------- მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II) |
მხევალი ნინო |
May 19 2010, 11:59 PM
პოსტი
#16
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
Believer
ციტატა კათოლიკე მღვდლები მოციქულთა უწყვეტი ჯაჭვის მემკვიდრეები არიან თუ არ არიან, დაწერე რატომ, თან არ დაგავიცყდეს ანათემა მოხსნილია გილოცავ, შენს სტიქიაში ხარ. თემის ავტორს რომ დარდი ჰქონდეს, ჩვენ არ გვკიტხვადა, უფრო კომპტენტურტან დასვავდაშეკიტხვას, ან მოძრვარის განყოფილებაში, როგორც იქცევა სხვა დანარცენი. ბელივერ კი არადა გუჯა, გეყოფა რა. ნუა იკვიატე ეს ერთი და იგივე თემები. დავიღალეთ! მონათლე შენი შვილი კათოლიკურ ეკლესიაში და იყავი ბედნიერი ვა! -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
Believer |
May 20 2010, 12:09 AM
პოსტი
#17
|
კეთილმორწმუნე ჯგუფი: Members პოსტები: 364 რეგისტრ.: 17-March 10 წევრი № 8,415 |
მხევალი ნინო
ციტატა ბელივერ კი არადა გუჯა, გეყოფა რა. მე ათასჯერ დავწერე და ფოტოც დავდე რომ არ ვარ ეგ პიროვნებათქო, რატომ ხარ ასე ჩაციკლული? არ ვარ გუჯა არაააააააააააააააააააააააა! ციტატა ნუა იკვიატე ეს ერთი და იგივე თემები. დავიღალეთ! პოსტის დაწერის უფლება არ მაქვს? ადამიანს ვუპასუხო, ამის უფლება არ მაქვს? მე გავხსენი თემა? ციტატა მონათლე შენი შვილი კათოლიკურ ეკლესიაში მართლმადიდებელი ვარ ციტატა ვა! მართლაც ვა! -------------------- მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II) |
A.v.B |
May 20 2010, 12:09 AM
პოსტი
#18
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 427 რეგისტრ.: 8-March 10 წევრი № 8,338 |
Believer
ჯერ შენ დადე ფაქტები აბა |
afxazi |
May 20 2010, 12:15 AM
პოსტი
#19
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
Believer
ციტატა ეჭვქვეშ რომ აყენებ კათოლიკურ მადლმოსილებას დღევანდელ ეპოქაში, ამის არგუმენტები უნდა გქონდეს smile.gif საინტერესოა. აბა მიპასუხე კათოლიკური ეკლესიის მიერ აღიარებული "ფილიოკვე" არის თუ არა სამოციქულო სწავლება? იქნა თუ არა შეტანილი კათოლიკური (რომის) ეკლესიის მიერ მრწამსში დანამატი ამ კუთხით? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
Believer |
May 20 2010, 12:29 AM
პოსტი
#20
|
კეთილმორწმუნე ჯგუფი: Members პოსტები: 364 რეგისტრ.: 17-March 10 წევრი № 8,415 |
afxazi
ციტატა აბა მიპასუხე კათოლიკური ეკლესიის მიერ აღიარებული "ფილიოკვე" არის თუ არა სამოციქულო სწავლება? ჯერ ერთი, მრწამსი სამოციქულო სწავლება კი არა ნიკეა-კონსტანტინეპოლის კრების სწავლებაა! აგერ ბატონო, რომის პაპი და მსოფლიო პატრიარქის ერთობლივი ლოცვა, რომის პაპი მართლმადიდებლურ მრწამსს ამბობს http://www.youtube.com/watch?v=2fgFfqqiyG0 ეპისტოლე სრულიად საქართველოის კათოლიკოზ-პატრიარქის კირიონ მეორისა ჰრომთა პაპის მიმართ უწმინდესო და უნეტარესო მამაო! უძველესსა საყდარსა საქართველოისა საკათალიკოზოისასა, რომელსა 1811 წლითგან ვიდრე მოაქომამდე განაგებდეს ექსარხოსნი რუსეთის ეკლესიისანი, ათშვიდმეტსა სეკტენბერსა მიმდინარის წლისასა, აღრჩევითა მორწმუნისა ერისა და სამოღვდელოისა დასისაითა, აღყვანილ იქმნა უღირსებაი ჩემი. აღსრული საყდარსა ამას ზედა "მოვიხსენებ დღეთა პირველთა და ვიწურთი ყოველთა მიმართ საქმეთა" (ფსალ. 14,25) უნეტარესთა მწყემსმთავართა ჰრომისათა. განგებამან ღმრთისამან არა უცხო ქმნა ეკლესიაი ჩვენი ჰრომისათვის დიდისა. პეტრე და ანდრია, პირველწოდებულთა მათ მოწაფეთა ქრისტესთა, რომელთა თესლი უბიწოი განაბნიეს მართლისა სარწმუნოებისაი ორნატთა ჰრომ-ქართველთა გულისათა, ძმობითა თვისითა წინაისწარ მოასწავეს სიყვარული და თვისობაი ორთა ამათ ეკლესიათაი. ჟამთა მოციქულთა სწორის ნინოისა და მეფისა მირიანისათა წიგნმან წმიდისა სილიბისტრო ჰრომისამან, ვითარცა ვარდი, აღაყვავილა ნაყოფი მართლმორწმუნოებისა ქვეყანასა ქართლისასა, ხოლო წვალებითა უშჯულოისა ნესტორისაითა შეიწრებულმან ახალნერგმან ამან ქრისტესმან ლხინებაი პოვა ეპისტოლესა შინა გრიგოლ დიალოღონისასა, რომელი მან ჰრომით წარმოუძღვანა უწმინდესს და უნეტარესსა სეხნასა ჩემსა, კირიონ მცხეთის კათალიკოსსა. შემდგომითი შემდგომად მოღვაწებამან წმიდისა ილარიონ ქართველისამან, რომელი წელ ორ სხემობდა ქალაქსა შინა შენისა უწმინდესობისასა, კვლავ აუწყა მკვიდრთა ჰრომისათა დიდებაი საქართველოს ეკლესიისა და განამტკიცა ერთობაი ჰრომთა და ქართველთაი. გარდახდეს წელნი მრავალნი და შურიტა ეშმაკისათა განიხეთა ძოწეული შვენიერი ერთმორწმუნოებისა, რომელი ემოსა უბიწოსა მას სძალსა ქრისტეისსა, ეკლესიასა აღმოსავლეთისა და დასავლისასა. გარნა საქმითა ამით არა გულარძნილ იქმნა ეკლესიაი ჩვენი: მოციქულნი და ქადაგნი ჰრომის საყდრისანი, რომელნი მეათსამმეტე საუკუნითგან მოევლინნეს ქვეყანასა ჩვენსა, შეუორგულებელად იღვწოდეს საფარველსა ქვეშე ქართველთა მეფეთასა, ვითარცა მწყემსნი კეთილნი, მკურნალნი ხორცთანი და მომფენელნი ჩვენდა სწავლა-განათლებისანი. მათ აღაშენეს ქვეყანასა ჩვენსა ეკლესიანი თვისნი და დაუმოწაფეს საყდარსა შენსა არა მცირედნი ქართველნი, რომელნი მოაქომამდე ადიდებენ ღმერთსა წესისაებრ ჰრომთა ეკლესიისა და პატივსა სცემენ სახელსა შენის უწმინდესობისასა. დღეს ამას აღდგენისა ქართველთა ეკლესიისა და სიხარულისა მათისასა, გულისხმისმყოფელი წარსულისა ჩვენისა, მოწლედ მოვიკითხავ უნეტარესობასა შენსა და აღთქმასა ვსდებ, ვითარმედ მიმდგომნი შენისა საყდრისანი "არა შეიწრებულ იქმნებიან გულსა შინა" ჩემსა და ქართველთა ერისასა. ვსასოებ, ვითარმედ უწმინდესობაი შენი არა უგულებელს ჰყოფს ქართველთა კათოლიკეთა და მრავალფერთა მათთა სარწმუნოებრივ-ეროვნულ სახმართა. "მადლი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, სიყვარული მამისაი და ზიარებაი სულისა წმიდისაი იყავნ ჩვენ შორის" უმდაბლესი და უღირსი კირიონ მეორე მთავარეპისკოპოსი მცხეთისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი თბილისი, 1918 წელი -------------------- მე შემიძლია გამოგიგზავნოთ ისეთი მღვდელი, რომელიც თანაბარი სიყვარულით ილოცებს თქვენთან ერთად, როგორც მართლმადიდებლურ, ასევე კათოლიკურ ტაძარში... (ილია II)
საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც მეგობრულად ცხოვრობენ ქართველი მართლმადიდებლები, კათოლიკეები, სომეხი გრიგორიანელები. სამივე სარწმუნოების აღმსარებლებს სწამთ ერთი მამა ღმერთი, ძე და სული წმიდა." (ილია II) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 04:34 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი