თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ჩვენი პატრიარქი _ ილია მეორე

პოსტის ავტორი: როძიონოვა თარიღი: Dec 3 2015, 11:49 PM

არის თუ არა ილია მეორე წმინდანი და რატომ ითვლება ასე?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 4 2015, 12:24 PM

ციტატა(როძიონოვა @ Dec 4 2015, 12:49 AM) *

არის თუ არა ილია მეორე წმინდანი და რატომ ითვლება ასე?


ჩვენი რელიგიის ისტორიაში მრავლად არიან ისეთი ადამიანები, სიცოცხლეში რომ ითვლებოდნენ წმინდანებად და ასეთად მიიჩნევა ჩვენი პატრიარქიც და თუ რატომ და რისთვის ამაზე ყველას აქვს პასუხი smile.gif თუ თქვენ რამეში ეჭვობთ, გაეცანით მის ცხოვრებას, მის ეპისტოლეებს, ქადაგებებს... smile.gif პატრიარქზე, მის კოლოსალურ ღვაწლზე ერისა და ეკლესიის წინაშე, მრავალი ტომი დაწერილა და კვლავ დაიწერება, რადგან ამოუწურავია smile.gif

პარალელი შეგვიძლია გავავლოთ წმინდა იოანე კრონშტადტელთან, რომელიც სიცოცხლეშივე წმინდანად მიიჩნეოდა და მისი ფოტო თითქმის ყველა რუსის ოჯახში იყო smile.gif

აქვე სიხარულს გამოვხატავ რომ ფორუმზე შემოგვიერთდით და იმედს ვიტოვებ, რომ ბევრი კარგი პოსტით გაგვამდიდრებთ smile.gif mpua.gif wub.gif გთხოვთ, გაგვეცანით rolleyes.gif

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Jan 9 2016, 02:45 AM

ციტატა
ჩვენი რელიგიის ისტორიაში მრავლად არიან ისეთი ადამიანები, სიცოცხლეში რომ ითვლებოდნენ წმინდანებად და ასეთად მიიჩნევა ჩვენი პატრიარქიც

მარინე, არ ვეთანხმები ამ აზრს.
სიცოცხლეშივე წმინდანის ფენომენი მართლმადიდებელ ეკლესიაში არ არსებობს.
კი ბატონო, არსებობს მიმართვა "წმინდაო მამაო", "თქვენო უწმინდესობავ", მაგრამ ეს მხოლოდ ის ხარისხებია, რომელსაც ესა თუ ის ადამიანი ატარებს, ვგულისხმობ პატრიარქობის ან პაპობის ტიტულს.
ადამიანის წმინდანობას ეკლესია განსაზღვრავს მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ხდება კონკრეტული ადამიანის ცხოვრების შესწავლა და სხვა უამრავი საკითხის გათვალისწინება. ამ ყველაფრის მერე ეკლესია ადგენს ოფიციალურად, რომ ადამიანი არის წმინდანი.
სიცოცხლეშივე ადამიანის წმინდანად მიჩნევა არ არის სწორი.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2016, 12:45 PM

ციტატა(George Leluashvili @ Jan 9 2016, 03:45 AM) *

მარინე, არ ვეთანხმები ამ აზრს.
სიცოცხლეშივე წმინდანის ფენომენი მართლმადიდებელ ეკლესიაში არ არსებობს.
კი ბატონო, არსებობს მიმართვა "წმინდაო მამაო", "თქვენო უწმინდესობავ", მაგრამ ეს მხოლოდ ის ხარისხებია, რომელსაც ესა თუ ის ადამიანი ატარებს, ვგულისხმობ პატრიარქობის ან პაპობის ტიტულს.
ადამიანის წმინდანობას ეკლესია განსაზღვრავს მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ხდება კონკრეტული ადამიანის ცხოვრების შესწავლა და სხვა უამრავი საკითხის გათვალისწინება. ამ ყველაფრის მერე ეკლესია ადგენს ოფიციალურად, რომ ადამიანი არის წმინდანი.
სიცოცხლეშივე ადამიანის წმინდანად მიჩნევა არ არის სწორი.


mpua.gif გეთანხმები, გიო, სიცოცხლეში წმინდანად შერაცხვა არ ხდება, მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას, როცა ხალხი, საზოგადოება წმინდანად თვლის, მიიჩნევს კონკრეტულ პიროვნებას smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2019, 05:04 PM

"საერთოდ, ვიჩენთ სისასტიკეს, როცა ვეძებთ ადამიანში ნაკლს. ბოლოს, პატრიარქსაც გდავწვდით და იმის ნაცვლად, რომ მის მიმართ მეტი მადლიერება გამოგვეჩინა, პირიქით, გული ვატკინეთ!

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რომ უდიდესი პიროვნებაა, ამას არა მხოლოდ მართლმადიდებლები, არამედ ასევე კათოლიკეები, მუსლიმანები და იუდეველებიც აღიარებენ.

ღვთის კაცი ვიპოვეო, - გაოცება ვერ დამალა რომის პაპმა ილია მეორესთან შეხვედრისას, ღვთის კაცი - ნიშნავს წმინდანს და ამას იგი იმეორებდა ყველგან. უპრეცედენტო შემთხვევა იყო ისიც, რომ ირანში ყოფნის დროს, სასულიერო პირების დაახლოებით 500-კაციან სუფრაზე მუსლიმანებმა ჩვენს პატრიარქს სთხოვეს ლოცვის წარმოთქმა. სუფრის კურთხევისას ჯვარი უნდა გამოვსახოო, - უთხრა. გამოსახეთო!

დაუჯერებელია, რომ ეს მოხდა მკაცრ მუსლიმანურ ქვეყანაში, ირანში, სადაც დღემდე შარიათი მოქმედებ. კავკასიელ მუსლიმანთა მეთაურმა, შეიხმა ფაშა ზადემ განაცხადა, - პატრიარქი ილი ჩემი მასწავლებელი და მოძღვარიც არისო. კავკასიელმა მუსლიმანებმა კი უთხრეს, - თქვენ მარტო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კი არა, კავკასიის პატრიარქიც ხართო!"

/მეუფე დანიელი (დათუაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2019, 05:27 PM

"უწმინდესის 42-წლიანი ღვაწლი რომ არა, წარმოუდგენელი ქაოსი დაისადგურებდა ქვეყნად"

/მეუფე დანიელი (დათუაშვილი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 14 2019, 05:48 PM

"თქვენგან ვისწავლეთ, ჩვენო უწმინდესო და თქვენი მაგალითით ვსწავლობთ, რომ სიცოცხლე თავისი ტკივილებითა და სიხარულებით მოწამეობაა, რადგან სიკვდილის გზით შევდივართ მარადისობაში".

/იღუმენია მარიამი (ჯაფარიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2019, 07:48 PM

"გული უზომოდ გატკინეთ, ჩვენო უწმინდესო..."

/იღუმენია მარიამი (ჯაფარიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 26 2019, 05:07 PM

"შეკითხვაზე, პატრიარქი უფრო დიდია თუ მეფე? გაბრიელ ბერი მპასუხობდა:

- პატრიარქი სცხებს მირონს და აკურთხებს მეფედ, რომელია უფრო დიდი, შენ თვითონ მითხარი".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2019, 07:15 PM

"ისეთი პატრიარქი, როგორიც ჩვენია, არავის არ ჰყავს"

/წმ. გაბრიელ ბერი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2019, 02:25 PM

"იყო ასეთი შემთხვევა: ერისკაცი უდიერად იხსენიებდა პატრიარქს, იგი რწმენისგან შორს იყო, ბუნებით კი - ძალიან კეთილი.

ერთხელ მან, კელიაში ყოფნისას შენიშნა, რომ მაგიდის შუაგულში მამა გაბრიელს პატრიარქის სურათი დაედო.

- ერთი ის ქრისტეს ხატი მომაწოდე, - მიმართა გაბრიელ ბერმა სტუმარს და როცა მან ხატი მიაწოდა დაამატა: - ჰო, ძალიან კარგი, იმ მაგიდაზე დაასვენე, სადაც პატრიარქის სურათია. ქრისტეს ხატი პატრიარქის სურათის გვერდზე დაასვენებინა. ყველაფერი ცხადი გახდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2019, 04:53 PM

"როცა პატრიარქიც კი განიკითხეს ცოდვით, განრისხებულმა მამა გაბრიელმა განმკითხველს მიმართა:

როგორ ბედავ! შეხედე ჩემს მუხლებს! ხედავ, როგორ მაქვს გადაყვლეფილი დღედაღამ მასზე ლოცვით? ამას რომ ამბობ, შენ გაქვს კი, მისი სიყვარული?! მე მაქვს უფლება, და თუ საჭიროა, მე ვეტყვი!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2019, 09:50 PM

"თქვენო უწმინდესობავ, მადლობას გიხდით მრავალწლიანი პატრიარქობისათვის... მადლობა უფალს იმ ბუმბერაზი ძღვენისათვის, საჩუქრისათვის, თქვენ რომ ჰყავხართ სრულიად საქართველოს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2019, 09:12 PM

"ეკლესიის დასუსტება და დაშლა უნდათ, პატრიარქის ავტორიტეტის შელახვა უნდათ და ვერ ახერხებენ. ვერ ინელებენ, რომ ამდენი წელია პატრიარქი ყველაზე სანდო და საიმედო ადამიანია ჩვენი საზოგადოებისთვის, ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს და შესაბამისად, ეკლესიაც ყველაზე რეიტინგული და ხალხისთვის სანდო ინსტიტუტია"

/ლაშა ამირეჯიბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2019, 09:34 PM

"მის უწმინდესობას განვლილი აქვს არაერთი ძალიან მძიმე დღე ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლაში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2019, 04:13 PM

"ქართველ ერს დავლოცავ და მოვუწოდებ, რომ უწმინდესის თითოეულ სიტყვას გულისყურით მოუსმინონ და შეეწევათ მისი ლოცვა"

/დეკ. ბესარიონ ბულაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 2 2020, 09:30 PM

--------

"ჩვენი მზიანი პატრიარქი"

"ეკლესიის მტრები შეეხნენ ყველაზე ძვირფასს და სათუთს, იმას, რაც დღეს აძლიერებს საქართველოს"

"ჩვენ საქართველოს პატრიარქის წინამძღოლობით უნდა დავუბრუნდეთ დედაეკლესიის წიაღს. დღეს ეს არის ღვთისგან მთავარი მოწოდება!"

"ჩვენ ეკლესიაში უნდა დავბრუნდეთ და დავადგეთ იმ სამეუფეო გზას, რომელზეც ჩვენი პატრიარქი დგას"

"მხნე, სულიერად ძალიან ძლიერი პატრიარქი გვყავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 2 2020, 10:14 PM

"ვმადლობდეთ უფალს და ვიყოთ ერთად დედაეკლესიის წიაღში, ჩვენი საყვარელი პატრიარქის დღეგრძელობით, წინამძღოლობითა და ლოცვით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2020, 06:04 PM

"არ იტირო, პატრიარქო, გთხოვ"

"თქვენო უწმინდესობავ, თქვენი მორალური ავტორიტეტით დაამსხვრიეთ ბოროტების ჭურჭელი, რაც საფრთხეს უქმნიდა თქვენს ერს".

/საბერძნეთის ელჩი, ბ-ნი დიმიტრიუს კარაბალისი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2020, 07:20 PM

ჩვენი პატრიარქი წმინდანია wub.gif wub.gif 100 წელიც მიგველოცოს მისთვის!!!!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2020, 06:25 PM

"მხნე, სულიერად ძალიან ძლიერი პატრიარქი გვყავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2020, 09:54 PM

"წლების განმავლობაში საქართველოს ეკლესიისა და უპირველესად, მისი მწყემსმთავრის დისკრედიტაციის მიზნით მიმდინარე კამპანიამ ბოლო პერიოდში ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა და არაჯანსაღი ხასიათი მიიღო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2020, 10:28 PM

"ჩვენ სინანული უნდა გამოვხატოთ ჩვენი პატრიარქის მიმართ, მასაც ისე სწამებენ ცილს, როგორც თავის დროზე წმინდა იოანე ოქროპირს"

/მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი)/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)