თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ სად იყო სამოთხე?

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Nov 30 2009, 01:44 AM

სალამი

მოკლედ ასეთი კითხვა დამებადა. ბიბლიაში აღწერილია შესაქმეში როგორ შეიქმნა სამყარო. როგორ შეიქმნენ ცხოველები, ნათელი ბნელი, წყალში თევზები და ასე შემდეგ. და ნათქვამია რომ ბოლოს ღმერთმა შექმნა ადამიანი.... და ადამიანი შეცოდებამდე ცხოვრობდა ედემის ბაღში ანუ სამოთხეში... რა გამოდის სად იყო სამოთხე? დედამიწაზე?

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Nov 30 2009, 01:48 AM

ციტატა(თათარაშვილი @ Nov 30 2009, 01:44 AM) *

სალამი

მოკლედ ასეთი კითხვა დამებადა. ბიბლიაში აღწერილია შესაქმეში როგორ შეიქმნა სამყარო. როგორ შეიქმნენ ცხოველები, ნათელი ბნელი, წყალში თევზები და ასე შემდეგ. და ნათქვამია რომ ბოლოს ღმერთმა შექმნა ადამიანი.... და ადამიანი შეცოდებამდე ცხოვრობდა ედემის ბაღში ანუ სამოთხეში... რა გამოდის სად იყო სამოთხე? დედამიწაზე?

smile.gif მგონი კი დედამიწაზე

პოსტის ავტორი: ოიგიუს მინიმუს თარიღი: Nov 30 2009, 01:56 AM

დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე... biggrin.gif

პოსტის ავტორი: protestanti თარიღი: Nov 30 2009, 02:44 AM

ციტატა(ოიგიუს მინიმუს @ Nov 30 2009, 01:56 AM) *

დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე... biggrin.gif

მგონი სადღაც მესოპოტამიისკენ smile.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Nov 30 2009, 03:13 AM

protestanti

ციტატა
მგონი სადღაც მესოპოტამიისკენ


ყოველ შემთხვევაში ცივილიზაციის პირველ სერიოზულ კვალს მანდ ვხვდებით.

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Nov 30 2009, 08:13 PM

უპ

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 30 2009, 08:44 PM

იყო რა, ახლა აღარ არის თუ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Nov 30 2009, 08:44 PM

იყო რა, ახლა აღარ არის თუ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Nov 30 2009, 08:52 PM

ციტატა
იყო რა, ახლა აღარ არის თუ?


მაშინ სად იყო თქო

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Dec 1 2009, 10:25 AM

ჩემი აზრით მთელი დედამიწა სამოთხე იყო მაშინ. უბრალოდ ადამიანი ერთი ადგილიდან მეორეზე კი არ განიდევნა, არამედ მთელმა სამყარომ იცვალა სახე ადამიანის ცოდვის გამო...


პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Dec 2 2009, 11:43 PM

შუამდინარეთში biggrin.gif

პოსტის ავტორი: sable თარიღი: Dec 3 2009, 12:04 AM

იქნებ ირანში ან იქნებ მდინარე ინდის სანაპიროზე ან ნილოსის ან სულაც სადღაც ღრმად აფრიკაში?! მე გმონი იმის ძიება რაც აღარ არის იდეაშიც კი უაზრობა და არც ღირს smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Dec 3 2009, 12:12 AM

მე მგონი მცირე აღწერა გვაქვს (მდინარეები) .... აუჰ, მეზარება ამ ღამეს წიგნების მოქექვა sad.gif

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Dec 3 2009, 12:18 AM

ციტატა
მე გმონი იმის ძიება რაც აღარ არის იდეაშიც კი უაზრობა და არც ღირს


ალბათ კითხვის შინაარსი ბოლომდე ვერ გაიგე. მე არ მითქვამს დედამიწაზე სად იყო თქო მე ვიკითხე დედამიწაზე იყო თქო სამოთხე?

პოსტის ავტორი: b-a-r-b-a-r-e თარიღი: Dec 3 2009, 01:03 AM

ციტატა(ქევანა @ Dec 2 2009, 11:43 PM) *

შუამდინარეთში biggrin.gif

მესოპოტამია ამოტივტივდა გონებაში
რა შუაშია? wacko.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Dec 3 2009, 09:25 PM

ჰმ, აი ეხლა დავგუგლესავით და სამოთხე სხვაა არისო, ედემი სხვა, ვუაბშე დავიბენი.. კაიროსი გვინდა :) ჯერ კაიროსი და მერე წიგნები :D

არადა მე ვიცოდი რომ, სამოთხე დედამიწაზე იყო, ეს აღწერიდანაც ჩანსო, მდინარეები, რომლებიც სამოთხეში მიედინებიან, ბიბლიის მიხედვით, ეს ტიგროსი და ევრფრატია...

ანდა აგერ:
9. და კვლავ აღმოაცენა ღმერთმა მიწიდან ყველა ხე, მშვენიერი სახილველად და კარგი საჭმელად, და ხე ცხოვრებისა - სამოთხის შუაში, და ხე ცნობადი - კეთილისა და ბოროტის გასაგებად.

10. და მდინარე გამოდის ედემიდან სამოთხის მოსარწყავად; იქიდან იყოფა ოთხ სათავედ.

11. სახელი ერთისა - ფისონი; ეს გარს უვლის ევილატის მთელს ქვეყანას, იქ, სადაც არის ოქრო;

12. ხოლო იმ ქვეყნის ოქრო კარგია; და იქ არის ანთრაკი და მწვანე ქვა.

13. და სახელი მეორე მდინარისა - გეონი; ეს გარს უვლის ეთიოპიის მთელს ქვეყანას.

14. და მესამე მდინარე - ტიგროსი. ეს მიედინება ასურეთის პირდაპირ. ხოლო მეოთხე მდინარე - ეს არის ევფრატი.

15. და აიყვანა უფალმა ღმერთმა კაცი, რომელიც გამოსახა, და დაადგინა იგი განცხრომის სამოთხეში "

აგერ წყარო: http://www.orthodoxy.ge/tserili/dzveli_agtqma/sheqmnisa1-5.htm

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Dec 6 2009, 03:48 PM

თანამედროვე ტექნოლოგიებით ქერუბიმებს ვერ მოვერევით ხო ? აი სამოთხეს რომ მივაგნოთ და შევცვივდეთ შიგნით ? არ შეიძლება ?

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Dec 13 2009, 04:35 PM

ჰო შუამდინარეთში იყო, მეც ასე ვიცი.

პოსტის ავტორი: mr.satadarigo თარიღი: Dec 13 2009, 04:59 PM

ხალხო,ცეცხლს ეთამაშებით

რაებს წერთ

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Dec 13 2009, 05:18 PM

ცეცხლს ვეთამაშებით არა... biggrin.gif biggrin.gif რა არი, გუდრონში მოვიხარშებით??

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Dec 13 2009, 05:52 PM

biggrin.gif

ანგელოზებსაც ექნებათ იუმორის გრძნობა. ვხუმრობთ კაცო რა იყო smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2016, 09:43 PM

"საჭიროა სამოთხის შესახებ საუბრის დროს უარი ვთქვათ მუსულმანებისათვის დამახასიათებელ ვულგარულ-ყოფით თვალსაზრისებზე. წმინდა მოციქულმა პავლემ ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა: "რაც არ უხილავს თვალს, არ სმენია ყურს და არც კაცს გაუვლია გულში, ის განუმზადა ღმერთმა თავის მოყვარეთ" (1 კორ. 2:9).

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2021, 10:28 PM

"ვინ იცის, რა არის სამოთხე? ვის სულშიც სული წმიდა მყოფობს, შეუძლია ნაწილობრივ ჩასწვდეს ამას, რადგან სამოთხე სული წმიდის სამეფოა, სული წმიდა კი ერთი და იგივეა ცასა და ქვეყანაზე".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2021, 09:30 PM

"რა თქმა უნდა, ადვილი იქნებოდა, მაძღარი მუცლით თბილი საბნის ქვეშ გადავბრუნებულიყავით და პირდაპირ ყოვლადნათელ სამოთხეში ამოგვეყო თავი, მაგრამ გზა იქით ჯვარზე გადის, რამეთუ ცათა სასუფეველი მიიღწევა არა ერთი და ორი, არამედ მრავალი ჭირის დათმენით (საქ. 14,22)!"

/ღირსი ანტონ ოპტინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2021, 05:30 PM

"ო, ნეტავ თქვენ, ვინც სამოთხის ნუგეშზე მიამბობთ, - ამბობდა ერთი ფილოსოფოსი, - არ ვეძებ სამოთხეს, არამედ მას, ვინც სამოთხე შექმნა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2021, 08:29 PM

"შეიტანეთ კაცობრიობის ცხოვრებაში ყველა ქრისტიანული საწყისი, განდევნეთ მისგან ყოველივე ის, რასაც კრძალავს ქრისტიანობა და მაშინ დედამიწაზე სამოთხე განიღება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2021, 08:22 PM

"ზოგი ფიქრობდა, რომ ედემი აფრიკაში იყო (ეთიოპიასა ან აბისინიაში), ზოგის ვარაუდით - სომხეთში და კავკასიაში, ან სირიასა და პალესტინაში, მესოპოტამიასა და ბაბილონში. მას ეძებდნენ ინდოეთშიც და ჰიმალაის ხეობებში, ასევე ცეილონზე. თუმცა ეს ყველაფერი ვარაუდია. სინამდვილეში მხოლოდ ის არის, რომ ედემის ქვეყანა და სამოთხე მდებარეობდა მდინარეების - ტიგროსისა და ევფრატის მახლობლად".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2021, 09:34 PM

"ჩვენ გვებოძა ამქვეყნად ყოფნა, რომ ბედნიერად გვეცხოვრა; და ბედნიერადაც ვცხოვრობდით მას შემდეგ, რაც ამქვეყნად ყოფნა გვებოძა. ჩვენ მოგვანდეს სამოთხე, რომ მისით დავმტკბარიყავით. ჩვენ მოგვეცა მცნება, რომ მისი დაცვით დიდება დაგვემსახურებინა".

/წმ. გრიგოლ ღმრთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2022, 07:40 PM

"გარნა რით იყო შესანიშნი და კაცის გულის მიმზიდველი ედემი? ნუთუ მხოლოდ გარეგანი მოხდენილობა, მარტო საამური შეხედულება და საოცნებო განწყობილება შეადგენდნენ ედემის უმაღლეს მშვენებას? - არა, ედემი ძვირფასი და სანატრელი იყო პირველი კაცისთვის იმითი, რომ იქ ეცხადებოდა მას ცისა და ქვეყნის გამჩენ-დამბადებელი ღმერთი და პირისპირ, გულშემატკივარი მამის მსგავსად ასწავლიდა, სწრთვნიდა მას სიკეთეში. აი, უმაღლესი მშვენიერება სამოთხისა, აი, უთავრესი ღირსება მისი".

/ეპისკოპოსი ლეონიდე ოქროპირიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2022, 08:53 PM

"თუ უფალთან იქნები, ჯოჯოხეთიც სამოთხედ გექცევა, ღვთის გარეშე კი - ზეცაში ყოფნაც წამებაა"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2022, 09:09 PM

"უფალთან ერთად ყველგან სამოთხეა, მის გარეშე კი ყველგან ჯოჯოხეთია და სულის უნუგეშო მსხვრევა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2022, 02:16 PM

"პავლე მოციქული გვეუბნება: სამი უმთავრესი სათნოება არის: რწმენა, იმედი და სიყვარულიო, ამათგან კი სიყვარულია უმთავრესი, რადგან სამოთხეში რწმენა და იმედი განქარდება და სიყვარული კი იქაც საჭირო და აუცილებელიაო. ეს ხდება იმიტომ, რომ რწმენა უხილავის დაჯერებაა და თუკი მოვხვდებით სამოთხეში, უხილავ ღმერთს ვიხილავთ, ე.ი. სამოთხეში რწმენა აღარ იქნება საჭირო, რადგან ვიხილეთ ის, ვინც გვწამდა ანუ რწმენა განქარდება.
იმედი ღმერთზე მინდობაა. ჩვენ გვაქვს იმედი იმისა, რომ თუ ქრისტეს მცნებებს დავიცავთ, თუ გვეყვარება ღმერთი, მოყვასი და მტერიც კი, მაშინ უფლის მოწყალებით სამოთხის მშვენიერებას და თვით უფლის დიდებულებასაც ვიხილავთ. და თუ მართლაც გვეღირსა სამოთხეში მოხვედრა, რა თქმა უნდა, იმედიც განქარდება, სიყვარული კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სამოთხეშიც საჭირო და აუცილებელია, რამეთუ იოანე ღმრთისმეტყველის სწავლების მიხედვით ღმერთი სიყვარულია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2022, 06:14 PM

"წმ. გრიგოლ ნაზიანზელიც სამოთხის შუაგულში დანერგულ ცხოვრებისა და ცნობადის ხეებს ცხოველსმყოფელი ჯვრისა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წინასახეებად მიიჩნევს და დაადგინა რა საბაოთმა ადამი სამოთხის მცველად და უბრძანა რა მისი მოვლა, ამით, სულიერად თუ გავიაზრებთ, ღვთაებრივი აზრების განჭვრეტაზე აკურთხა იგი... თვითონ პირველი ადამიანის სახელიც "ადამ", რომელიც ღმერთმა უწოდა მას, წმ. იოანე ოქროპირის მიხედვით შესდგება ოთხი ბრძნული სიტყვის ანაგრამებისაგან: აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი, სამხრეთი, ანუ ეს ღვთისმიერი სახელდება თავის თავში შეიცავდა წინასწარმეტყველებას, რაც უფალმა ხმამაღლაც წარმოთქვა ორჯერ სამოთხეში; ადამის ცოდვით დაცემამდე და ცოდვით დაცემის შემდეგ, რაც იმაში მდგომარეობდა რომ ადამი და ევა აღორძინებულიყვნენ და გამრავლებულიყვნენ და დაეპყრათ ქვეყნის ოთხივე კუთხე: აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი. იმავე დროს ეს წინასწარმეტყველებაა იმის შესახენაც, რომ ქრისტე იესუ, მეორე ადამად წოდებული, მოევლინებოდა ამ ქვეყანას, სწორედ ჯვარზე გამოგვიხსნიდა წყევისაგან სიკვდილისა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 4 2022, 08:36 PM

"სამოთხე როგორი მიმზიდველია, თუმცა ადამიანს იაფი უჯდება.
სათნომყოფელი ადამიანები, სამოთხის მომავალი მფლობელები აქვე ბედნიერები არიან. ისინი გამარჯვებულები არიან. ყოველი გამარჯვებული კი სიხარულს და აღტაცებას განიცდის. ამგვარად, მათ სამოთხე იაფი უჯდებათ. აიღეთ ყველაზე ჩვეულებრივი, სამოთხეში მიმყვანებელი სათნოება. ის უკვე მიწაზევე აბედნიერებს ადამიანს. საკუთარი თავის ფლობა სიხარულს ანიჭებს; ასე საკუთარ სიძლიერეს შეიგრძნობენ, მბრძანებლობენ თავის თავზე, მბრძანებლობა კი სასიამოვნოა, თავშეკავება არანაკლები მბრძანებლობაა; იგი ამსუბუქებს ღვთისკენ სწრაფვას, საკუთარი მოწოდების ერთგულება და დაუცხრომელი მოღვაწეობა ჯილდოვდება იმით, რომ საჭმელ-სასმელი უფრო გემრიელი გეჩვენება, დღის შრომის ჯილდო სიხარულით აღვსილი კმაყოფილებაა. კეთილმოსურნეობა და ქველმოქმედება დიდი სიხარულის მიმნიჭებელია; გაცემა უფრო სასიამოვნოა, ვიდრე - მიღება. ლოცვა ზეცად ამყვანებელია, უფალი კი უსაზღვრო ნეტარებაა. ასეა ყველა სათნოება, სამოთხეში მიმყვანებელი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2023, 06:53 PM

"თუკი ლოცვის დაძალებით დაღუპე შენი გული, შენ სული გადაირჩინე, სამოთხის მოპოვებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2023, 07:59 PM

"ღმერთმა ადამიანი გონებით იმიტომ კი არ დააჯიილდოვა, რომ მუდამ იმაზე ფიქრობდეს, ერთი წერტილი დან მეორემდე უკეთ როგორ გადაადგილდეს, არამედ, უპირველესად, ფიქრობდეს უმთავრესზე: როგორ მიაღწიოს საბოლოო მიზნამდე, ღმერთამდე, როგორ მიაღწიოს ჭეშმარიტ ქვეყანას, სამოთხეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2023, 08:39 PM

"ღვთისადმი მსახურებით სამოთხეში ცხოვრობ. თუ ქრისტეს შეიცნობ და შეიყვარებ, სამოხეში იცხოვრებ. ქრისტე - ეს სამოთხეა. სამოთხე აქედანვე იწყება. ეკლესია არის მიწიერი სამოთხე, მსგავსი ზეციურისა. სამოთხე, რომელიც ზეცაშია, იგივეა აქ, დედამიწაზეც. იქ, სამოთხეში ყველა სული ერთია, ისე როგორც წმინდა სამება არის სამი პირი, მაგრამ არიან რა შეერთებულნი, წარმოადგენენ ერთს"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 10 2023, 08:27 PM

"შვილებო, ქრისტე - ეს სამოთხეა. რა არის სამოთხე? ეს არის ქრისტე. სამოთხე აქედან იწყება. ვინც ამ ქვეყანაზე ქრისტეში ცხოვრობს, ის სამოთხეში ცხოვრობს"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2023, 07:47 PM

"იმისათვის, რომ სამოთხეში ვიცხოვროთ, უნდა მოვკვდეთ, ყველაფრისთვის უნდა მოვკვდეთ, გავხდეთ, როგორც მკვდარი. სწორედ მაშინ ვიცხოვრებთ ნამდვილი ცხოვრებით, რადგან ვიცხოვრებთ სამოთხეში"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 26 2024, 09:21 PM

"სამოთხე - ეს ღმერთთან მყოფობაა, შინაგანი სამოთხე - ეს ღვთაებრივი ნათელია ადამიანის გულში"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 2 2024, 06:37 PM

" - მამაო, მართებული იქნება, ღმერთს სამოთხეში მოხვედრა რომ ვევედროთ?

- მე არ ვევედრები ღმერთს სამოთხეში მოხვედრას. მხოლოდ შეწევნას ვთხოვ, რომ ჩემი საქციელით იგი არ დავამწუხრო. თუმცა, თუ ჯოჯოხეთში წავალ, განა ამით ღმერთს არ დავამწუხრებ? ასე რომ, არც ეს მოხდება, რაკი ღმერთს შეწევნას ვთხოვ, რომ არ დავამწუხრო"

/ღირსი პაისი ათონელი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)