IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> კითხვა
ulvashi
პოსტი Jan 25 2007, 05:08 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 439
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: guria, ozurgeti
წევრი № 688



დამლოცე, მამაო
ახლახანს იყო ნათლისღების დღესასწაული და მაქვს ერთი შეკითხვა მაგასთან დაკავშირებით
აქამდე რამდენიმე წლის განმავლობაში სისტემატურად, ყოველ ნათლისღება ღამეს ჩავდიოდი მდინარეში. მღვდელი ლოცვას კითხულობდა და მრევლი 12 საათზე ჩავდიოდით და სამჯერ ვყვინთავდით და ამოვდიოდით.
წელს აღარ წავსულვარ, რადგანაც ერთ-ერთმა მღდელმა თქვა, რომ ეს არის რუსული ტრადიცია და სხვა არცერთ ქრისტიანულ ქვეყანაში მსგავსი არ ხდება
მაინტერესებს: ეს წესია, ტრადიციაა თუ რაა. თუ ტრადიციაა, მაშინ საეკლესიო ტრადიციაა თუ რომელიმე ერის ტრადიცია?
გმადლობთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Feb 13 2007, 09:18 PM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



სადაურიც არ უნდა იყოს წესი – რუსული, ბერძნული, ეთიოპური, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ის, რაც კეთილია და უკუვაგდოთ ის, რაც მიუღებელია. რაღაცის უკუგდება იმის გამო, რომ ის რუსულია, საკმაოდ საშიში და მართლმადიდებლობისათვის უცხო მიდგომაა. ასეთი საკითხები უნდა შევათანხმოთ სულიერ მოძღვართან.

სასწაულთმოქმედი ხატების გამოჩინების ან სხვა სასწაულის აღსრულების ადგილას არაერთხელ აღმოცენებულა წყაროები, რომლებშიც განბანვით კურნებები აღსრულებულა. აქედან იღებს დასაბამს წმიდა წყაროებში განბანვის ან მათი წყის სხურების და დალევის წესი. ამ მხრივ ჩვენში ყველაზე ცნობილი არის წმიდანი ნინოს წყარო. სასწაულები აღესრულებოდა კომანშიც, წმიდა ბასილისკოს აღსრულების ადგილას (ამის მოწმე მე თავად ვარ). სამწუხაროდ დღეს ეს წმიდა ადგილი ჩვენთვის მიუღწეველია, რადგან აბხაზეთში მდებარეობს. განბანვა არ არის მხოლოდ რუსული ტრადიცია, თუმცა რუსებში ყველაზე მეტია მსგავსი წყაროები. ახლადნაკურთხ წყალში შესვლაც იმავე რწმენის გამოვლინებაა. ვფიქრობ, აჯობებს ვენდოთ პატრიარქს, იერარქებს, მოძღვრების უმრავლესობას, რომელთაც არასდროს გამოუთქვამთ უარყოფითი დამოკიდებულება მსგავსი მოქმედებების მიმართ.


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 06:39 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი