მემკვიდრეობითი ცოდვა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მემკვიდრეობითი ცოდვა |
Iona |
Feb 6 2007, 07:33 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 943 რეგისტრ.: 6-February 07 წევრი № 1,025 |
გამარჯობათ მამაო, დამლოცეთ გულითადად.
რამდენიმე წუთის წინ აღმოვაჩინე ეს განყოფილება ამ საიზე, გამეხარდა და გადავწყვიტე რამდენიმე შეკითხვა დაგისვათ. 1) ძველ აღთქმაში ნათქვამია რომ მამის ცოდვის გულისთვის შვილი არ ისჯება----შესაბამისად გამიჩნადა შეკითხვა თუ როგორ უნდა გავიგოთ ადამის ცოდვა. 2) რა იგულისხმება სიტყვებში "ყოველმან ჩემმან მპოვნელმან მომკლას მე" ვის უნდა მოეკლა კაენი? 3) რა მნიშვნელობა აქვს ლოცვის ამ სიტყვებს "არცა მტერთა შენთა ვუთხრა საიდუმლო შენი" წინასწარ გიხდით მადლობას -------------------- ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
|
დეკ. ანდრია |
Feb 25 2007, 01:50 AM
პოსტი
#2
|
* * * ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 500 რეგისტრ.: 20-October 06 მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია წევრი № 296 |
1) ადამიას ცოდვა არ იყო უბრალოდ გარეგნული საქციელი. მისი შეცოდებით დაზიანდა კაცობრივი ბუნება, გახდა მიდრეკილი ცოდვისაკენ, ადამიანი გახდა მოკვდავი. ეს დაცემულობა მემკვიდრეობად ერგება ყოველ ადამიანს. ჩვენ ვისჯებით დაცემულობასთან თანხმობისა და უბრძოლველობისათვის. მითუფრო, როცა ჩვენი ხსნისათვის ქრისტე მაცხოვარი ჯვარსეცვა.
2) კაენის ეს სიტყვები გამოხატავენ შიშს, გამოწვეულს უფლის სიტყვებით: "წყეულ იყავ შენ ქუეყანისაგან, რომელმან განაღო პირი თჳსი შეწყნარებად სისხლისა ძმისა შენისასა ჴელისაგან შენისა. რამეთუ ჰშურებოდი ქუეყანასა და არა შესძინოს ძალი თჳსი მოცემად შენდა, იწროებით და ძრწოლით იყო ქუეყანასა ზედა" (დაბ.4,11-12). იცის კაენმა თავისი ცოდვის სიმძიმე; იცის ისიც, რომ ღმრთის წყალობას მოკლებული, მოუძლურდება და ნებისმიერს შეეძლება მისი მოკვლა, რომლის ღირსიც არის. მაგრამ უფალმა აღუთქვა, რომ ვინც გაბედავდა კაენის მოკვლას, შვიდგზის მიეგებოდა. როგორც წმიდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, "დასდვა უფალმან ღმერთმან სასწაული კაინს არა მოკლვად მისა ყოვლისაგან მპოვნელისა მისისა" (დაბ. 4,15), რათა ყველას წინაშე განცხადებულიყო მისი ცოდვა, რომელიც ფარულად ქმნა, და რათა ყველა მის მნახველს ენახა, რა შედეგი მოჰყვება ცოდვას. 3) ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი იოანეს სახარების მეექვსე თავის განმარტებისას ბრძანებს, რომ იუდა მიდიოდა ჰურიებთან, ცილსსწამებდა მაცხოვარს, უყვებოდა მათ უფლის მიერ მოწაფეთთვის საიდუმლოდ თქმულს. ქრისტეანულ სწავლებაში ჩვეულებრივი მიწიერი გაგებით არაფერია საიდუმლო. მაგრამ მისი მიღება საჭიროებს შინაგან მომზადებას. ის რასაც დაიტევდნენ მოციქულები, რომლებმაც ძალიან ბევრი რამ უარყვეს მიწიერი, გაუგებარი იყო სხვებისთვის, და ასეთ საგნებზე საუბარი ნიშნავდა ჰურიებში დაცინვის ან მკრეხელობის პროვოცირებას. სწორედ ამას აკეთებდა იუდა. ლოცვის სიტყვებით "არა მტერთა შენთა ვუთხრა საიდუმლოჲ შენი" ჩვენ აღუთქვამთ უფალს, რომ არ გავიმეორებთ იუდას ცოდვას, არ ვაქცევთ მაცხოვრის სიტყვებს დასაცინად და საგმობად, არ ვიქნებით მისი მოღალატეები. -------------------- პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th April 2024 - 10:28 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი