IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> მირდადის წიგნი
Atm@n
პოსტი Nov 6 2013, 12:36 AM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 820
რეგისტრ.: 22-August 12
წევრი № 12,578



ძალიან მნიშვნელოვანი მონაკვეთი მიჰაილ ნაიმის წიგნიდან "მირდადის წიგნი"

(ჩემი მოკრძალებული თარგმანია და ასეთ პოეტურ წიგნს არ შეეფერება, მაგრამ არსი იგემეთ... და გაამოთ...)


"კანონიერია - კვებისთვის მოკვლა?"


როცა შამადამი და ყასაბი წავიდნენ, მაიკაიონმა ჰკითხა ოსტატს:

— და ცხოველთა მოკვლა, მათი ხორცის საჭმელად — კანონის საწინააღმდეგოა?

მირდადი: სიკვდილით კვებით — საკვები ხდები სიკვდილისათვის. და სხვისი ტანჯვის ხარჯზე ცხოვრებით — ნადავლი ხდები ტკივილისათვის. ასე განაგა მან ერთიანი ნებით. იცოდე ეს, და აირჩიე, რა გინდა ჭამო, მაიკაიონ.

მაიკაიონი: მე რომ არჩევანი მქონდეს, ფენიქსივით ვიცხოვრებდი, ცხოველთა და მცენარეთა სურნელებას შევაგროვებდი.

მირდადი: მშვენიერი არჩევანია. დამიჯერე მაიკაიონ, მოვა დღე, როცა შენც არომატით დაიწყებ კვებას, ანუ სულით, და არა ხორცით. შორს არაა ის დღე მათთვის, ვინც ეძებს, ვისაც უნდა - იცოდეს.

მაძიებლებმა ხომ იციან, რომ ხორცი — მხოლოდ ხიდია, უსხეულო ცხოვრებისკენ მიმავალი.
მაძიებლებმა ხომ იციან, რომ უხეში, მატყუარა გრძნობები — მხოლოდ პაწაწინა ფანჯრებია უსასრულოდ წმინდა და მართალი გრძნობების სამყაროში.
მაძიებლებმა ხომ იციან, რომ ხორცი, რომელსაც ნაწილებად გლეჯენ, საბოლოოდ მათი ხორცის ხარჯზე უნდა აღდგეს, და ყოველი დამტვრეული ძვალი მათი საკუთარი ძვლების ხარჯზე აღდგება, დაღვრილი სისხლისთვის კი კვლავაც სისხლით უნდა ვზღოთ. ეს ხომ ხორცის კანონებია.

განთავისუფლდებიან მაძიებელნი ამ კანონთა ტყვეობისგან. უფრო და უფრო ნაკლებ ყურადღებას მიაქცევენ ხორცის მოთხოვნებს, საერთოდ გააუქმებენ, რათა შეამცირონ ვალები ხორცის მიმართ, რომელნიც მათი ტკივილისა და სიკვდილის ვალებია.

თავად შეზღუდავს მაძიებელი საკუთარ თავს, მაშინ როცა ის, ვინც არ ეძებს, სინამდვილეში ელოდება, სხვები როდის აუკრძალავენ. უამრავ რამეს, რასაც ადამიანი კანონიერად თვლის, საკუთარი თავისთვის კანონგარეშედ გამოაცხადებს მაძიებელი.
მაშინ, როცა ზარმაცი რაც შეიძლება მეტს მიიტაცებს, რომ კუჭი და ჯიბეები აივსოს, მაძიებელი მსუბუქად გაივლის თავის გზას და არ დაიმძიმებს ჯიბეებს, და სუფთა იქნება მისი მუცელი ცხოველთა აგონიისა და სისხლისგან.

ის, რასაც არამაძიებელი ნადავლად თვლის, რისკენაც ასე შეგნებულად ისწრაფვის, მაძიებელი სულის სილაღით მოიპოვებს.

მე გეუბნებით თქვენ, თუ ორი უყურებს ყანას, და ერთი მათგანი აფასებს მოსავლის ღირებულებას, ითვლის მონაგარს და წარმოსახვაში ოქროს ხვეტს. ხოლო მეორე თვალებით ხარბად სვამს ყანის სიმწვანეს, ფიქრებში ყოველ ღეროს ჰკოცნის და ყოველ თავთავთან მეგობრობს, მაშინ გეუბნებით თქვენ - მეორეა ყანის კანონიერი პატრონი, პირველი კი მხოლოდ ფულის პატრონია.

მე გეუბნებით თქვენ, თუ ორია სახლში, ერთი მისი პატრონია, მეორე კი - მხოლოდ სტუმარი. და განიხილავს პირველი სახლის ღირებულებას, მის შემადგენლობას, რამდენი დაუჯდა ხალიჩები, ვერცხლის ჭურჭელი, ლამპარნი და სხვა მრავალი. მეორე კი გულით აკურთხებს იმ ხელებს, რომლებმაც ქვა ქვაზე დადეს ამ სახლში, ხალიჩები მოქსოვეს, ჭურჭელი მოჭედეს, ზეთი დაამზადეს, რომელშიც ლამპარში იწვის, და ამაღლდება სულით, ადიდებს რა ამ ყველაფრის შემქმნელ ხელებს. მაშინ გეუბნებით თქვენ, სტუმარი - სახლის პატრონია, პატრონი კი - ცხოველი, რომელიც ამ სახლს ზურგით ატარებს, თვითონ კი შიგნით არ ცხოვრობს.

და თუ ორი მიირთმევს რძეს და აკვირდებიან, როგორ წოვს დედის ჯიქნიდან ბოჩოლა, და ორივე ფიქრობს. ერთი - იმაზე, რომ ნაზი ხბოს ხორცი კარგად მოუხდება სადღესასწაულო მაგიდას შვილის დაბადების დღისთვის. მეორე - რომ ეს ბოჩოლა მისთვის - რძის ძმაა და სიახლოვეს გრძნობს ხბოსთან და მის დედასთან. მაშინ, გეუბნებით თქვენ, რომ ეს უკანასკნელი ჭეშმარიტად გაძღება მისი ხორცით, პირველი კი მოიწამლება.

ბევრი რამით მათგან, რითაც მუცელს ივსებთ, ჯობდა გული აგევსოთ.

ბევრი რამით, რითაც ჯიბეებს ისქელებთ, ჯობდა ცქერით და მოსმენით დამტკბარიყავით, სურნელი გეგრძნოთ.

და ბევრი, რასაც კბილებით ღეჭავთ, ჯობდა ჭკუით დაგეღეჭათ.

რა ცოტა უნდა სხეულს სიცოცხლისთვის. რაც უფრო ნაკლებს აძლევთ მას, მით უფრო მეტს გიბრუნებთ პასუხად.

ჭეშმარიტად, ის მრავალი, რაც საგანძურებსა და კუჭს მიღმაა, უფრო საიმედოდ დაგიცავთ, ვიდრე ის, რაც მათშია გადანახული.

სანამ ისწავლით სურნელით კვებას, აიღეთ ყველაფერი, რაც დაგჭირდებათ, დედა-მიწის გულიდან, მაგრამ ნუ აიღებთ მეტს. მიწა ხომ ასეთი გულიხვი და სტუმართმოყვარეა, თავისი შვილების მიმართ.

მაგრამ რა ქნას დედამიწამ? სად წავიდეს, რომ საკუთარი თავი გამოკვებოს? მიწა თავადაც უნდა იკვებოს. ის - სულაც არაა ღარიბი დიასახლისი. მისი კარი ყოველთვის ღიაა და მისი მაგიდა სანოვაგისგან იზნიქება.

და როგორც მიწა გეპატიჟებათ სტუმრად, და არ გიმალავთ არაფერს, თქვენც ასევე სტუმრად უხმობთ დედამიწას და სიყვარულსა და მადლიერებას გამოთქვამთ.

«ო, დედაო ენით აღუწერელო! როგორც შენ გამიხსენი გული, რათა წყურვილი დამეოკებინა, მეც ასევე გიხსნი გულს, აიღე, რაც გჭირდება!».

და თუ თქვენი სული, რომელსაც მწვერვალისკენ მიჰყავხართ, მიგითითებთ დედამიწის ძღვენით კვებაზე, მაშინ საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რისი ჭამა შეიძება თქვენთვის და რისი დალევა.

მაგრამ თუ სული მონაწილეობს გადაწყვეტილების მიღებაში, მაშინ გეყოფათ სიბრძნე და სიყვარული, რომ არ წაართვათ დედამიწას მისი შვილები - ყველა ის, ვინც ამ სამყაროში მოვიდა, რათა სიცოცხლის სიხარული, სიკვდილის ტკივილი და დუალობა შეიცნოს. ისინიც ხომ ერთიანობისკენ მიიწევენ, მართალია ნელა, მაგრამ საიმედოდ. და მათი გზა უფრო გრძელია, ვიდრე თქვენი. დააყოვნებთ მათ გზაზე - ისინიც დაგაყოვნებენ თქვენ.

აბიმარი: თუ ჩაფიქრებულია, რომ ადრე თუ გვიან ყველაფერი მთავრდება, რატომ უნდა ვიდარდო, რომ ვიღაცის სიკვდილის მიზეზი გავხდი?

მირდადი: დიახ, შენ მართალი ხარ. ყველა ცოცხალი კვდება, მაგრამ მაინც ვაი მას, ვინც ხელი ასწია ცოცხალზე.

თქვენ ხომ არა მთხოვთ ნარონდას მოკვლას, რადგან იცით, რომ მიყვარს იგი და სისხლის წვეთიც კი არ მწყურია მისი. ასევე არ გთხოვთ ერთიანი ნებაც სხვა ადამიანის ან ცხოველის მოკვლას, თუკი არ ჩაგთვლით მკვლელობისთვის გამოსადეგ იარაღად.

რადგანაც ადამიანი ისეთია, როგორიც გახლავთ, ამ ქვეყნად იქნებიან ყაჩაღებიც, და ქურდებიც, ტყულიც, და ჭორიც, ომებიც, და მკვლელობებიც, ყველანაირი შავბნელი ვნებანი.

მაგრამ ვაი მათ, ვინც იპარავს, კლავს, იტყუება ან ომობს. ვაი მათ, ვისი გულიც სიძულვილითაა სავსე. მათ ხომ ერთიანი ნება იყენებს ტანჯვის მეგზურად.

მაგრამ თქვენ, მეგობარნო, გული უნდა განიწმინდოთ ყოველგვარი ბოროტებისგან, რათა ერთიანმა ნებამ შესაფერისად ჩაგთვალოთ, განდოთ, რომ ბედკრულ ქვეყანას ტანჯვისაგან განთავისუფლების სიხარულის ამბავი ამცნოთ, ადამიანის გამარჯვების, სიყვარულით და ურთიერთგაგებით განთავისუფლების ამბავი.

ასე ვმოძღვრავდი ნოეს.

ასე გმოძღვრავთ თქვენ.


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

I Am Free, That Is Why I'm Lost
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 6 2013, 01:36 AM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



შეიძლებოდა ახალი თემა არ გაგეხსნა ამისთვის...

(ისე , საინტერესო კია)


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atm@n
პოსტი Nov 6 2013, 08:47 AM
პოსტი #3


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 820
რეგისტრ.: 22-August 12
წევრი № 12,578



არ ვიცოდი სხვაგან სად დამედო. გავუზიაროთშI არ ეკადრება და სხვაგან სადაც გინდა გადაიტანე.

ძალიან ძლიერი და ღრმა წიგნია. ვინც რუსული ან ინგლისური იცით გირჩევთ...


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

I Am Free, That Is Why I'm Lost
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 6 2013, 11:38 PM
პოსტი #4


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



Atm@n
გავუზიაროთის გარდა ბევრი თემაა


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atm@n
პოსტი Nov 7 2013, 08:14 AM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 820
რეგისტრ.: 22-August 12
წევრი № 12,578



A.V.M

მაგალითად?


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

I Am Free, That Is Why I'm Lost
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atm@n
პოსტი Nov 10 2013, 08:31 AM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 820
რეგისტრ.: 22-August 12
წევრი № 12,578



(ნაწყვეტი მეცხრე თავიდან)

მირდადი: ეს არის გზა ზრუნვისაგან და ტანჯვისაგან გასათავისუფლებლად:

ისე იფიქრეთ, თითქოს თქვენი ყოველი აზრი ცეცხლით გამოკვეთილი იყოს ცაზე, რათა ყველა და ყველაფერი ხედავდეს მას. ჭეშმარიტად, ის ასე არის.

ისე ისაუბრეთ, თითქოს მთელი მსოფლიო იყოს ერთი ყური, განმგონებელი თქვენის თქმულისა. ჭეშმარიტად, ის ასე არის.

ისე იღვაწეთ, თითქოს თქვენი ყოველი საქციელი თქვენსავე თავზე უკუქმედებდეს. და ჭეშმარიტად, ის ასე მოქმედებს.

ისე ისურვეთ, თითქოს თქვენვე იყოთ ეს სურვილი. და ჭეშმარიტად, ის თქვენ ხართ.

ისე იცხოვრეთ, თითქოს თქვენ ღმერთს თავად ესაჭიროებოდეთ თავისი სიცოცხლისათვის. და ჭეშმარიტად, მას ესაჭიროება.


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

I Am Free, That Is Why I'm Lost
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 10 2013, 01:13 PM
პოსტი #7


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



იმავე განყოფილებაში , რომელშიც გახსენი ეს თემა , ძველი თემებიდან არცერთი არ იყო საამისო?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atm@n
პოსტი Nov 10 2013, 07:44 PM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 820
რეგისტრ.: 22-August 12
წევრი № 12,578



A.V.M

მაგალითად?


--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

I Am Free, That Is Why I'm Lost
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Nov 10 2013, 09:55 PM
პოსტი #9


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



Atm@n
A.V.M
წრეზე ტრიალებთ biggrin.gif

საინტერესო რამე ჩანს მირდადის წიგნი. ატმან, კარგი თარგმანებია ასე მგონია, მთარგმნელი ხარ თუ? არ გავს ეს მთლად მოყვარულის ნათარგმნს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atm@n
პოსტი Nov 10 2013, 10:07 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 820
რეგისტრ.: 22-August 12
წევრი № 12,578



MIRDAT

პირველი პოსტი ჩემი თარგმნილია. მეორე ფეისბუქზე ვიპოვნე. ვისია არ ვიცი.



--------------------
Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!

I Am Free, That Is Why I'm Lost
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 10:16 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი