წიგნის ფესტივალი, ერთად ხომ არ წავიდეთ? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წიგნის ფესტივალი, ერთად ხომ არ წავიდეთ? |
.ნინო |
May 17 2010, 11:47 PM
პოსტი
#1
|
ნინო ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 |
საჩუქრები თბილისის წიგნის ფესტივალზე!
მოგეხსენებათ, რომ ხვალ, 18 მაისს ”თბილისის ივენთ ჰოლი” წიგნის ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალზე წარმოდგენილნი იქნებიან ქართული გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები. ვფიქრობ, რომ ხვალ მრავალ წიგნის მოყვარულს გიხილავთ. ამ პოსტის მიზანი არ არის თქვენთვის ამ მოვლენის შეხსენება, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ეს თითოეულ თქვენგანს ისედაც მშვენივრად ახსოვს. ამ პოსტის მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია, თუ რა გელით ”ივენთ ჰოლში” თბილისის წიგნის ფესტივალზე. ”ბიბლუსი” წიგნის მაღაზიათა ქსელი ”ივენთ ჰოლი”, მე-2 სართული ”ბიბლუსი” ქართულსა და უცხოურ ლიტერატურას წარადგენს. საჩუქარი - 10-დან 40 %-მდე ფასდაკლება ელვა.ჯი წიგნისა და პრესის გავრცელების სააგენტო ”ივენთ ჰოლი”, მე-3 სართული ელვა.ჯი გარდა ქართული წიგნებისა, დიდ აქცენტს გააკეთებს უცხოურ, როგორც მხატვრულ, აგრეთვე პროფესიულ ლიტერატურაზე. საჩუქარი - 10-დან 20%-მდე ფასდაკლება. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ელვა.გე-ს სექციაში 10 ლარის ღირებულების წიგნს შეიძენთ, თქვენ საჩუქრად მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას ინტერნეტ-მაღაზია ელვა.გე-საგან! ”პალიტრა L" გამომცემლობა ”ივენთ ჰოლი”, მე-3 სართული კარცერი - ლუქსი თბილისის წიგნის ფესტივალის მთავარი მოვლენა მე-3 სართულზე, პალიტრა L-ის სექციაში! წაიკითხე ნაწყვეტი თქვენი რჩეული ნაწარმოებიდან და მიიღეთ საჩუქარი! ალბათ ბევრ თქვენთაგან აქვს წაკითხული გურამ დოჩანაშვილის ”კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” და შესაბამისად, მშვენივრად მოგეხსენებათ კარცერი-ლუქსის არსი. ასე რომ, ამოდი მე-3 სართულზე, კარცერ-ლუქსში შემოდი ნებით და მიიღე საჩუქრად წიგნი! გარდა ამისა, ”პალიტრა L”- ის სექციაში თქვენ გელით: 10-დან 60%-მდე ფასდაკლება საუკეთესო წიგნებზე ფასდაკლება წიგნების სერიაზე ”დიდი მხატვრები” ... და გელით წიგნები 1 და 2 ლარად! ვფიქრობ, საკმარისი მოტივაცია გაქვთ საიმისოდ, რომ ხვალიდან 4 დღის მანძილზე ხშირად ესტუმროთ თბილისის წიგნის ფესტივალს ფილარმონიაში, ”თბილისის ივენთ ჰოლში” მგონი დამაინტრიგებელი წინადადებაა, იქნებ ერთად წავსულიყავით? -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
თამარი_ცქნაფო |
May 17 2010, 11:49 PM
პოსტი
#2
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ეს ფასდაკლებები მარტო ხვალ, თუ 21-მდე?
-------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
izi-bartki |
May 17 2010, 11:54 PM
პოსტი
#3
|
შეიყვარეთ სიყვარული ჯგუფი: Members პოსტები: 3,169 რეგისტრ.: 15-June 07 მდებარ.: გაღმა ნაპირი..:) წევრი № 2,203 |
აწავიდეთ რაა,რომელიმე დღეზე შევტანხმდეთ და წავიდეთ
-------------------- "რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)
"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი. |
მარიამი |
May 18 2010, 10:50 AM
პოსტი
#4
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ნერწყვი გადავყლაპე აუცილებლად წავალ!
-------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
თამარი_ცქნაფო |
May 18 2010, 12:38 PM
პოსტი
#5
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ნერწყვი გადავყლაპე აუცილებლად წავალ! შესვენების დროს თუ გახვალ, გამიყოლე რა -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
.ნინო |
May 20 2010, 01:34 PM
პოსტი
#6
|
ნინო ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 |
თამარი_ცქნაფო
21-მდე -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd April 2024 - 06:13 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი