თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საქართველოს ისტორია _ ისტორიული კავშირი სხვა ქვეყნებთან

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 18 2008, 11:54 AM

ფორუმელებო, მინდა თქვენი დახმარებით ყველანაირი მასალას მოვუყარო თავი ამ თემაში, თუ როგორი ისტორიული ურთიერთობა ჰქონდა და აქვს საქართველოსა და ქართველებს სხვა ქვეყნებთან.


ამჯერად მოგაწვდით ჩვენი პატრიარქის, ილია II-ის სიტყვას, რომელიც მან წარმოთქვა ინდოეთში ვიზიტის დროს:

„ინდოელი და ქართველი ერების ურთიერთობა ძალიან ნათლად და მხატვრულად აისახა ჩვენს მწერლობაში. ქართველები მწერლები და პოლიტიკური მოღვაწენი შესანიშნავად იცნობდნენ ინდოეთის ფილოსოფიასა და პოეზიას.

„სიბძნე ბალავარისა“, რომლის ორიგინალი მხოლოდ ქართულ ენაზე მოიპოვება, ასახავს ინდოეთის მეფის აბენესისა (აბენირი) და მისი შვილის იოდასაფის ქრისტიანობაზე მოქცევის ისტორიას.

ეს ნაწარმოები XI ს-ში ქართველი ბერის ექვთიმე მთაწმინდელის მიერ ითარგმნა ქართულიდან ბერძნულად.

ამას გარდა, ისეთ ქართულ კლასიკურ ნაწარმოებებში, როგორიცაა „ვეფხისტყაოსანი“, „ამირანდარეჯანიანი“, „თამარიანი“, არა ერთი საინტერესო ცნობაა ინდოეთის შესახებ.

თუ რა მჭიდრო პოლიტიკური და კულტურული კავშირი იყო საქართველოსა და ინდოეთს შორის, იქიდანაც ჩანს, რომ XVII ს-ში ქართველი ქალი ყოფილა ინდოეთის დედოფალი და იმდენად დიდი გავლენა ჰქონია თავის მეუღლე შაჰ დარუზე, რომ იგი გაუქრისტიანებია. ასე, რომ ჩვენი ერების ურთიერთობას მრავალსაუკუნოვანი და დიდი ისტორია აქვს.“



ვფიქრობ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში რაკი ინდოეთი ვახსენეთ, ეს საიტი დაგაინტერესებთ: http://www.india.iatp.ge/

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 31 2014, 08:51 PM

რუსები – პირუტყვების ხროვა და ველურთა ურდო, ანუ ცნობილი რუსების გამონათქვამები რუსებზე
Jun 13, 2014

რუსები – პირუტყვების ხროვა და ველურთა ურდო, ანუ ცნობილი რუსების გამონათქვამები რუსებზე
მეფე ალექსანდრე მეორე: “სცენაზე არ მოისაქმოთ

და საჭიროებისთვის ბაღის ბუჩქებში გადით. უკანალი თითებით კი არა, ფოთლებით გაიწმინდეთ“!

10432399_761921603839004_1097780191_nაკადემიკოსი პავლოვი (1932 წელი): “უნდა გამოვხატო ჩემი სევდიანი შეხედულება რუს ადამიანზე, მას აქვს ისეთი სუსტი გონებრივი სისტემა, რომ არ შეუ

ძლია როგორც ასეთი, რეალობის აღქმა, მისთვის მხოლოდ სიტყვა არსებობს. მისი პირობითი რეფლექსები ქმედებებთან კი არ არის კოორდინებული, არამედ სიტყვებთან.“
თეოდორ დოსტოევსკი: ,,ეს არის ხალხი, რომელიც ევროპაში დაძრწის და იმას ეძებს, გართობის მიზნით თუ რა გაანადგუროს და მოსპოს“.



მიხეილ ბულგაკოვი: ,,რუსები ხალხი კი არა, პირუტყვის ხროვაა, სულთამხუთავებისა და ბოროტი სულების ველური ურდო.“
მაქსიმ გორკი: “რუსი ხალხის იღბლის უმთავრესი გამოხატულება მისი სადისტური სისატიკეა“.
ივანე აქსაკოვი: “ოჰ, რა ძნელია რუსეთში ცხოვრება ამ ფიზიკური და მორალური გახრწნილობის, ბოროტებისა და სიცრუის ცენტრში”.



ივან ტურგენევი: “რუსი ყველაზე დიდი თავხედი და მატყუარაა მთელს მსოფლიოში!“
ივან შმელიოვი: “ხალხი, რომელსაც სძულს თავისუფლება, მონობას ეთაყვანება და უყვარს ბორკილები ხელებსა და ფეხებზე, ხალხი, რომელიც ჭუჭყიანია და ფიზიკურად და მორალურად მზადაა ნებისმიერ წუთს დაჩაგროს ყველა და ყველაფერი“.
ალექსანდრე პუშკინი: „ხალხი, რომელიც ინდიფერენტულია მინიმალური პასუხისმგებლობის მიმართაც, გულგრილია და უსამართლო, ესაა ხალხი, რომელიც ადამიანურ ღირსებას, თავისუფალ ადამიანს და თავისუფალ აზროვნებას არ ცნობს“.



და ბოლოს, ამონაწერი რუსეთის სახელმწიფოს ისტორიიდან:

- 1863 წელს, როცა მოსკოვის ურდომ პოლონური ამბოხი ჩაახშო და რუსმა ტვინგაყინულმა სამხედროებმა ვარშავა ალყაში მოაქციეს, მეფე ალექსანდრე მეორე ოფიცრებს ასე მოძღვრავდა: შეგახსენებთ, რომ ევროპა რუსეთი არ არის, კასტრომა კი ვარშავა, ამიტომ გიბრძანებთ, რომ ვარშავულ ბალ – მასკარადებზე, საცეკვაო დარბაზის კუთხეებსა და სცენაზე არ მოისაქმოთ და საჭიროებისთვის ბაღის ბუჩქებში გადით. უკანალი თითებით კი არა, ფოთლებით გაიწმინდეთ, ეს დედა-რუსეთი არ არის და ევროპაში ჩვენი რუსული ჩვევები შეიძლება ვერც გაიგონ. ცეკვის დროს ქალბატონებს კორსეტებში არ ჩაუხტეთ. გახოვდეთ, რომ თქვენ ტვერში არ ხართ და „დურაკას“ არ თამაშობთ. თავადის გათხოვილ ქალებზე მათი ქმრების თანდასწრებით არ იძალადოთ. ეს ჩვენი გლეხის ქალები კი არა, ევროპელი ქალბატონები არიან და იქ ამას ვერ გაიგებენ.“

თეონა გოგნიაშვილი
http://kvira.ge/?p=52647

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2015, 10:49 PM

"როცა ებრაელი ქართველს ლოცავს, ეს ღვთის დალოცვაა"

/ილია II/

/"კარიბჭე" N12, 2015, გვ. 66/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2015, 07:37 PM

"თავად პატრიარქს არაერთხელ აღუნიშნავს თავის ქადაგებებში, რომ ებრაელობა არის ის ხალხი, რომელმაც პირველმა გაიგონა ერთი ღმერთის ხმა და სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოსაც ერთღმერთიანობა მოუტანა"

/"კარიბჭე" N12, 2015, გვ. 65/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2015, 09:47 PM

"არავითარი აზერბაიჯანის სახელმწიფო 1918 წლამდე არ არსებობდა.

აზერბაიჯანი გამოცხადდა სახელმწიფოდ ამიერკავკასიის თათრებისა, კავკასიელი თურქების, შუა აზიიდან კავკასიაში მოხეტიალე (მომთაბარე თურქული ტომების შთამომავლების), რომლებსაც მოგვიანებით, 1930-იან წლებში, სტალინმა "აზერბაიჯანელები" უწოდა .

მოდესტ კოლეროვი (რუსი ისტორიკოსი)

მეზობელ ქვეყანაში - თათარისტანში (ადერბეიჯანში) - თურქები შეადგენენ მთელი მოსახლეობის 61%-ს"

პავლე ინგოროყვა, 1918 წ.

/"კრიალოსანი" N1, 2015, გვ.22/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2015, 03:24 PM

"2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის აგრესიამ, თურქეთის დიპლომატიურმა აქტიურობამ, მისი ლიდერის მოსკოვურმა ვიზიტებმა და როგორც ამბობენ, კრემლში განხილულმა აჭარის საკითხმა (თურქეთი ბათუმში ჯარების შეყვანას გეგმავდაო) კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ პრობლემა არსებობს"

/"კრიალოსანი" N1, 2015, გვ.18/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2015, 08:32 PM

"საქართველო მსოფლიოში ლამის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც არც ერთ მეზობელთან ორმხრივ აღიარებული საზღვრები არა აქვს... თურქეთიდან ჩამომიტანეს თურქეთში მე-11 კლასის ისტორიის სახელმძღვანელო, სადაც მთელი აჭარა მოიხსენიება როგორც დროებით ოკუპირებული ბათუმის სინჯაყი".

/სოსო ცინცაძე
"საპატრიარქოს უწყებანი" N36, 2015, გვ. 16/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2015, 03:50 PM

"[თურქეთში ქართული კულტურის] "ძეგლებთან აბრებზე წარწერა სამენოვანი გახდა - ინგლისური, თურქული და ქართული, რაც თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. ეს გახლავთ აღიარება იმისა, რომ ესენი ქართული ისტორიული ძეგლებია, რაც აქამდე არ ხდებოდა. ათეული წლის წინ ვერსად შეხვდებოდით აბრას, სადაც საქართველო ან ქართული ტერმინები შეგხდებოდათ".

/"რეზონანსი" N256
"საპატრიარქოს უწყებანი" N41, 2015, გვ.16/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2018, 10:32 AM

"ათენსა და კოლხეთის ურთიერთობების თვალსაზრისით დიდ ინტერესს იწვევს ათენში აღმოჩენილი და ამჟამად ბერლინის მუზეუმში დაცული ჰიდრია (სითხის სამყურა ჭურჭელი), რომელზეც შემორჩენილია ბერძნული წარწერა "კოლხმა გამაკეთა მე". ათენში აღმოჩენილია ასევე თიხის ჭურჭელი, რომელსაც ახლავს წარწერა: "ევსითეოსმა გამაკეთა, კოლხმა მომხატა". ათენში აღმოჩენილ წარწერებში იხსენიებიან კოლხი მონებიც, რომლებიც შეფასებული არიან 153 დრაქმად."

/"კარიბჭე" N2,2010, გვ.45/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2019, 08:37 PM

"აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველების უფლებები საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების უფლებებს უნდა გაუთანაბრდეს როგორც განათლების, ასევე სხვა სერვისებზე".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N10, 2019, გვ.16/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2019, 01:23 PM

"როგორც ვიცით, რომის იმპერიის პალესტინაში შემოსვლა და აღთქმულ მიწაზე გაბატონება მოხდა რომის იმპერიის სარდლის - პომპეუსის ხანაში. მაკაბელებმა სწორედ მას მიმართეს დახმარებისთვის. ამდენად, რომმა უბრძოლველად დაიმორჩილა ისრაელი.

რომის იმპერია ყველაზე მეტად სწორედ ამ პერიოდში - ქრისტეშობამდე I საუკუნეში გაფართოვდა. იმ დროს რომაელები ებრძოდნენ მითრიდატე პონტოელს, რომლის წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგ პომპეუსი საქართველოშიც გადმოვიდა თავისი არმიით. დასავლეთ საქართველო მაშინ შედიოდა რომის იმპერიის შემადგენლობაში, მაგრამ აღმოსავლეთ საქართველო ყოველთვის ახდენდა ზეგავლენას დასავლეთ საქართველოზე.

თავად იბერიის სამეფოს მინიჭებული ჰქონდა რომის იმპერიის მეგობარი ქვეყნის სტატუსი. პომპეუსის ლაშქრობის შემდეგ ხელი მოეწერა რომის იმპერიისა და იბერიის სამეფოს მეგობრობის აქტს. საქართველოს დაევალა რომის იმპერიის ჩრდილოეთ საზღვრების დაცვა დარიალის ხეობიდან, რათა ბარბაროსები არ დასხმოდნენ თავს რომის იმპერიას. რომთან ამგვარი ურთიერთობა საქართველოს ხელს აძლევდა, რადგან რომის მეზობლობის გამო საქართველოს უკვე სამხრეთიდანაც აღარ ელოდა საფრთხე...

პომპეუსის საქართველოში ლაშქრობის შემდეგ რომის იმპერიამ იერიში მიიტანა ალექსანდრიაზე და ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე, მაცხოვრის შობამდე ცოტა ხნით ადრე ეგვიპტის დამორჩილებაც მოახერხა... დასავლეთით კი თავის მაქსიმალურ საზღვრებს რომის იმპერია უკვე ახალი წელთაღრიცხვის II საუკუნეში, იმპერატორ ადრიანეს დროს აღწევს."

/"კარიბჭე" N8, 2011, გვ.44/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2019, 01:41 PM

"ა.წ. 23 მაისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბ-ნი პატრიკ ფრანცენი მიიღო... ელჩმა მის უწმინდესობას საჩუქრად გადასცა წიგნი, რომელიც სხვადასხვა კუთხით წარმოაჩენს საქართველოსა და შვეიცარიის მსგავსებებს".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N20, 2019, გვ.5/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2019, 09:40 PM

"მონასტერში რომ შედიხარ, იქ არის უკრაინა. ქუჩაშიც შეიმჩნევა, მორწმუნე ვინ არის. მორწმუნე გოგონები თავსაფრით და გრძელი კაბებით დადიან ქალაქში...

მე ვერ ვნახე უკრაინაში მორწმუნე, ვისაც ქართველი არ უყვარს"

/"კრიალოსანი" N4, 2008, გვ.27/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2022, 06:21 PM

"საინტერესოა, რომ აზრი ქართველთა ესპანეთის იბერებთან მონათესაობის შესახებ შუასაუკუნეების საქართველოშიც იყო გავრცელებული, განსაკუთრებით - X - XI სს-ში. ჯერ კიდევ X ს-ის დასასრულს ქართული კულტურის გამოჩენილი მოღვაწე იოანე მთაწმინდელი (ათონელი) აპირებდა თავის მოწაფეებთან ერთად ესპანეთში გამგზავრებას, რომ გასცნობოდა "დასავლეთის ქართველთა ცხოვრებას". ისიც უნდა აღინიშნოს, რომ X-XI სს-ში ბერძნულიდან ქართულ ენაზე თარგმნილ თხზულებებში ხშირადაა გამოთქმა "ესპანეთის ქართველნი".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ძველი ქართული ცივილიზაციის სათავეებთან", გვ. 427/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 31 2022, 10:03 PM

"დღევანდელი საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ეთნიკურ ერთეულს ქურთები შეადგენენ, რომლებიც ძირითადად თბილისში მკვიდრობენ. 1886 წელს თბილისში მხოლოდ ორი ქურთი ცხოვრობდა. თბილისში ქურთები პირველი მსოფლიო ომის დროს არიან მოსული თურქეთიდან. თუმცა ქურთები საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ (ლაპარაკია სამხრეთ საქართველოზე) 1886 წელს ახალქალაქისა და ახალციხის მაზრებში ერთად 1388 სული ქურთი მკვიდრობდა. გურჯისტანის ვილაიეთის დავთრის მიხედვით, ქურთები XVI საუკუნის სამცხე-ჯავახეთში მომთაბარობდნენ. როგორც გარკვეულია, ისინი ყარს-ერევნის ტერიტორიიდან იყვნენ შემოსული, XIX საუკუნის 80-იან წლებში სამცხე-ჯავახეთში ქურთები შვიდ სოფელში ცხოვრობდნენ".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 215/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 9 2022, 02:12 PM

"XVII საუკუნეში პოლონეთის მეფეს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა გურიისა და ოდიშის სამთავროებთან და, 1626 წლის ერთი ცნობის მიხედვით, "ხომალდები ხშირად დაცურავდნენ ერთი ქვეყნიდან მეორეში".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 216/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2022, 12:02 PM

"ინდოელი მწერალი ბონკინჩონდრო ჩოტოპადხაი (1838-1894 წწ.) თავის რომანში "რაჯ-სინგხ" აღწერს იმპერატორ აურანგზების (1658-1707 წწ.) ცოლის უდიპურის ბიოგრაფიას. იგი, სამეგრელოდან ჯერ კიდევ პატარაობაში წამოყვანილი, უყიდია აურანგზების უფროს ძმას დარას. როდესაც ბავშვი გაიზარდა, დარას შეუყარდა ის, გაქრისტიანდა და ცოლადაც მოიყვანა. აურანგზებმა ძმას მამა-პაპისეული რელიგიის ღალატში დასდო ბრალი და ამ მოტივით მოკლა. შემდეგ თვითონ გახდა იმპერატორი და უდიპურიც ცოლად მოიყვანა"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 274/


უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)