IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> თბილისის სასულიერო სემინარია და აკადემია, თსას
A.V.M
პოსტი Jul 16 2012, 12:33 PM
პოსტი #1


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



თბილისის სასულიერო სემინარია და აკადემია
სასულიერო განათლება საქართველოში IV საუკუნიდან მკვიდრდება. ეკლესია-მონასტრები მნიშვნელოვან საგანმანათლებლო კერებსაც წარმოადგენდა. შუა საუკუნეებში განსაკუთრებით განთქმული იყო ტაო-კლარჯეთის, გელათის, იყალთოს, გრემისა და შიომღვიმის საგანმანათლებლო კერები. ძნელბედობისა და ეკონომიკური გაჭირვების მიუხედავად, XIX საუკუნის დასაწყისამდე არსებობდა თბილისისა და თელავის სასულიერო სასწავლებლები.
1817 წელს თბილისში გაიხსნა რუსული სასულიერო სემინარია, რომელმაც იარსება 1917 წლამდე.



საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, კათოლიკოს-პატრიარქების კირიონ II-ისა და ლეონიდეს დროს, სერიოზული მუშაობა მიმდინარეობდა სასულიერო სემინარიის დაარსებისათვის, მაგრამ 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ახალი აგრესიისა და ოკუპაციის პირობებში, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია კანონგარეშე ორგანიზაციად გამოცხადდა, სასულიერო სასწავლებლის გახსნაზე ფიქრიც კი არ შეიძლებოდა.

მხოლოდ 1963 წლის 14 ოქტომბერს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ II-ის ლოცვა-კურთხევით მცხეთაში გაიხსნა სამოძღვრო კურსები, რომელიც 1965 წელს სასულიერო სემინარიად გადაკეთდა. მისი რექტორი 1972 წლამდე იყო ჯერ შემოქმედელი ეპისკოპოსი, ხოლო შემდეგ ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია (შიოლაშვილი). პირველ კურსზე ჩაირიცხა 4 მსმენელი, შემდეგ სტუდენტთა რაოდენობა თითო კურსზე გახდა 10 (სულ იყო სამი კურსი).

1972 წელს რამდენიმე თვის მანძილზე სემინარიის რექტორი იყო კათოლიკოს-პატრიარქი დავით V (დევდარიანი), 1972–1977 წლებში – წილკნელი მიტროპოლიტი გაიოზი (კერატიშვილი), 1978–1979 წლებში – დეკანოზი (ამჟამად მიტროპოლიტი) გიორგი (შალამბერიძე), 1979–1980 წლებში – მთავარეპისკოპოსი თადეოზი, 1980–1983 წლებში – მიტროპოლიტი დავითი (ჭკადუა), 1984–1988 წლებში – წილკნელი ეპისკოპოსი ზოსიმე (შიოშვილი).

1988 წელს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაარსდა თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია. აკადემიაში ჩაირიცხა 14 სტუდენტი. მცხეთიდან მას შეუერთდა სასულიერო სემინარია 30 სტუდენტით. აკადემიისა და სემინარიის პირველი რექტორი იყო წილკნელი ეპისკოპოსი - ამჟამად მიტროპოლიტი ზოსიმე (შიოშვილი). 1989-1993 წლებში რექტორის მოვალეობას ასრულებდა პროტოპრესვიტერი გიორგი -ამჟამად მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), 1993-2003 წლებში – მიტროპოლიტი აბრაამი (გარმელია), 2004- 2005 წლებში – მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), 2005-2009 წლებში რექტორი იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, ხოლო 2009 წლის 23 ოქტომბერს სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორად დაინიშნა პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.

1993 წლიდან სასულიერო აკადემიასთან გაიხსნა საღვთისმეტყველო ინსტიტუტი ქრისტიანული ანთროპოლოგიისა და ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტებით.
2005 წელს გაიხსნა ხატწერის, რესტავრაციისა და გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი, 2006 წელს – დეკორატიული მებაღეობისა და ეკოლოგიის ინსტიტუტი და საეკლესიო გალობისა და სიმღერის უმაღლესი სასწავლებელი.
ამჟამად საღვთისმეტყველო ინსტიტუტს გააჩნია შემდეგი ფაკულტეტები:ფსიქოლოგიისა და რელიგიათმცოდნეობის; ხელოვნებათმცოდნეობისა და რელიგიათმცოდნეობის ; ხატწერის,რესტავრაციისა და გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი.

საღვთისმეტყველო ფაკულტეტი-დეკანი- გრიგოლ ხაჭაპურიძე
სასულიერო სემინარია- დეკანი- დეკანოზი თეიმურაზ მჟავანაძე
სასულიერო სემინარია- პრორექტორი- დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე
სასულიერო აკადემია- დეკანი- მღვდელი ირაკლი ახალაძე





საკონტაქტო ინფორმაცია:სიონის ქ. N13/40
თბილისი, 0105, საქართველო
info@tsas.ge
www.tsas.ge
+995 32 2 98 91 16


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
3 გვერდი V < 1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(20 - 39)
qetevano
პოსტი Nov 24 2012, 09:33 PM
პოსტი #21


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



ციტატა(A.V.M @ Nov 24 2012, 09:15 PM) *

ახლა ვიწყებ ფორუმზე იმ პირების სიის შედგენაც ვინც იუზერები არიან და ან სწავლობენ (ანაც ასწავლიან სემინარიაში)
თქვენც შემეშველეთ ცოტა...
biggrin.gif

რომ მოაგროვებ რა მოხდება მერე? dry.gif


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 25 2012, 01:52 AM
პოსტი #22


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
რომ მოაგროვებ რა მოხდება მერე?

არც არაფერი...
უბრალოდ რაღაც მხრივ საინტერესოა...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 16 2012, 02:47 AM
პოსტი #23


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მცირე ხნის წინ უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ , თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიაში სტუმრობისას სასწავლებლის შემდეგი პედაგოგები დააჯილდოვა უმაღლესი ჯილდოთი-(წმ.გიორგის ორდენით)

რექტორი-პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე

პროფესორი-ზურაბ ჭუმბურიძე

პროფესორი-გრივერ ფარულავა

პროფესორი სერგო ვარდოსანიძე

ვულოცავთ პროფესორ-მასწავლებლებს ამ ჯილდოს და ვუსურვებთ კიდევმრავალი თაობის სასიკეთოდ აღზრდას.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jan 14 2013, 05:40 PM
პოსტი #24


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



კიდევ ერთი ძალიან გასახარელი ამბის ,,მაცნე'' ვხდები ამ ფორუმზე.
დღეს ( 14.01.13) სმოფლიოს მართლმადიდებელ სასულიერო პირთა და ღვთისმეტყველთა საბჭომ შესაძლებელი გახადა , რომ თბილისის სასულიერო სემინარიაში დაფუძნდეს სადისერტაციო სანჭო , რომელიც პიროვნებებს თავიანთი დამსახურებისამებისამებრ მიანიჭებს ღვთისმეტყველების დოქტორის ხარისხს. პირველები კი ვინც ეს ჯილდო მიიღეს გახლდნენ შემდეგი პიროვნებები:

1-თსასის რექტორი-პროტოპრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე
2-მეუფე იოანე გამრეკელი
3-დეკანოზი ბიზინა გუნია
4-დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი
5-დეკანოზი მიქაელ გალდავა
6-დეკანოზი გიორგი გუგუშვილი
7-არქიდიაკონი დემეტრე დავითაშვილი
8-ედიშერ ჭელიძე
9-გიორგი ანდრიაძე
10-სერგო ვარდოსანიძე


ვულოცავ აღნიშნულ მეცნიერებს და მთლიანად თბილისის სასულიერო სემინარიას ამ ღირსშესანიშნავ დღეს.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Feb 3 2013, 02:36 PM
პოსტი #25


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ახლახან გამოვიდა თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის , წმ.ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტის , და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის-წმ.წერილის , ფილოსოფიის , მსოფლიო კულტურის და კიდევ რამდენიმე საგნის პედაგოგის - დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილის (უიარაღო) ახალი წიგნი- ,,იესო ქრისტეს სახე მსოფლიო ლიტერატურაში.''
IPB-ს სურათი

წიგნის შეძენა შეგიძლიათ თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის ბიბლიოთეკაში.
ფასი-7 ლარი.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Mar 14 2013, 02:49 AM
პოსტი #26


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ყველასათვის კარგადაა ცობილი თუ როგორ რთულად და ნელი ტემპი მიმდინარეობს საქართველოში თეოლოგიური , მთარგმნელობითი მოღვაწეობა . ამ ფონზე ორმაგად სასიამოვნოა როდესაც თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის , ახალი გამოცემის შესახებ მიხდება საუბარი.

1- პირველი გამოცემა , რომლის შესახებაც გაუწყებთ , გახლავთ ბატონი რომან ბლიაძის ლიტურგიკული თარგმანი - ,,ათორმეტი საუფლო და ღვთსმშობლის დღესასწაულის ღვთისმსახურება.'' სახელმძღვანელო ძალიან სასარგებლოა მედავითნეებისათვის.
(თარგმანი შესრულებულია ე.წ.- ,,ბოგასლუჟებნიე უკაზანიიდან.''
IPB-ს სურათი

2-მეორე გამოცემა გახლავთ , ქალბატონი მაია ახვლედიანის თარგმანი ინგლისურ ენაზე , რომელიც მოგვითხრობს ცხრა კოლაელი ყრმის მარტვილობის შესახებ.
IPB-ს სურათი

3-მესამე და ამ ეტაპზე ბოლო გამოცემა რომლის შესახებაც მოგაწვდით ინფორმაციას , გახლავთ წმ. ნინოს -,,ქადაგებები.'' სამწუხაროდ , დიდი ხნის განმავლობაში უცნობი იყო მათი მდგომარეობა . ტექსტი გამოსაცემად მოამზადა მღვდელმა-ვლადიმერ ვახტანგაძემ.
IPB-ს სურათი

p.s.(სამივე გამოცემის ავტორი ჩემი ლექტორია...)biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Mar 17 2013, 06:18 PM
პოსტი #27


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



რაღაც ფოტოები გადამაღებინა დეკანატმა და ძველი ფოტოებიც მიმატანინა, სემინარია აპირებს ალბომის გამოცემასო და რა ალბომია, რა სახით იქნება არავინ იცით? გაიყიდება, 1 იქნება მარტო, ბევრი თუ რა?


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Mar 17 2013, 06:52 PM
პოსტი #28


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



qetevano
არ ვიცი არაფერი...
გავიგებ თუ არა დავწერ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Mar 25 2013, 01:59 AM
პოსტი #29


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ტელეარხ-ერთსულოვნების დოკუმენტური ფილმი თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიის შესახებ.


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Mar 27 2013, 12:44 AM
პოსტი #30


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



სემინარია-აკადემიის ლექტორთა ვიდეო-ლექციების დადებას ვიწყებ ფორუმზე:
ამ ,,ციკლს'' თვალსაჩინო პიროვნებით , ძვ.აღთქმის პედაგოგით , ბატონ გიორგი გვასალიათი დავიწყებ:




(დიდმარხვაა ახლა და ვფიქრობ აღდგომამდე ყველამ უნდა ვნახოთ ანიშნული ვიდეო .)


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Apr 26 2013, 01:35 AM
პოსტი #31


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



შემდეგი ლექტორი , რომლის ლექციებსაც დავდებ , არის ბატონი ზურაბ ეკალაძე . ძალიან განათლებული , მცოდნე , გულისხმიერი და გამგები პირობნება :




ღვთის არსებობის შესახებ


მეცნიერებისა და რელიგიის ურთიერთდამოკიდებულებაზე


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი May 26 2013, 08:34 PM
პოსტი #32


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



წინა კვირაში , თბილისის სასულიერო სემინარიაში მობრძანდა გერმანიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში , ბატონი – ორთვინ ჰენიგი და შეხვდა სასწავლებლის პროფესორ–მასწავლებლებს და სტუდენტებს . შეხვედრა ძალიან ნაყოფიერი გამოდგა და სასიამოვნო ვითარებაში წარიმართა .
პირადად მე , როგორც შეხვედრის ერთ–ერთ მონაწილეს , რამდენიმე მნიშვნელოვანი ფრაზა დამამახსოვრდა :
,, რუსეთი ოკუპანტია , რუსეთი ოკუპანტია ... ამის ძახილით არ უნდა გეგონოთ რომ ნატოში ინტეგრაცია გაგიადვილდებათ . პირიქით , რაც უფრო ახლო ურთიერთობა გექნებათ ჩრდილოელ მეზობელთან , უფრო მეტად გაგიადვილდებათ დასავლურ ორგაიზაციებში ინტეგრაცია . ''


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
აკაკი
პოსტი May 26 2013, 09:38 PM
პოსტი #33


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,626
რეგისტრ.: 21-May 09
წევრი № 7,018



A.V.M

დავამატებ. "ერთი მეორეს მოითხოვს".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Jun 22 2013, 12:47 PM
პოსტი #34


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



თბისისის სასულიერო აკადემია და სემინარია აცხადებს მიღებას დოქტორანტურაში ორი საგანმანათლებლო პროგრამის მიმართულებით:

1-პატროლოგია - პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი ედიშერ ჭელიძე ;

1-ეკლესიის ისტორია

მოდული ა)ზოგადი ელესიის ისტორია-პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი , დეკანოზი მაქსიმე ჭანტურია ;

მოდული ბ) საქართველოს ეკლესიის ისტორია - პროგრამის ხელმძღვანელი პროფესორი სერგო ვარდოსანიძე .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Sep 8 2013, 10:39 PM
პოსტი #35


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



A.V.M
მშვენიერი სუფრა კი გაგიშლიათ biggrin.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 17 2013, 02:45 AM
პოსტი #36


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



16 სექტემბერს , თბილისის სასულიერო სემინარიასა და აკადემიაში სწავა დაიწყო . სწავლის დაწყებამდე სასწავლებელში მობრძანდა მისი უნეტარესობა - ილია II , რომელმაც სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა და სასწავლებელში მყოფი საზგადოება დალოცა !


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Sep 17 2013, 09:30 AM
პოსტი #37


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



A.V.M
წარმატებულ წელს გისურვებთ smile.gif
პ.ს ლელუაშვილმაც აიწყო სწავლა ?


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Sep 18 2013, 12:40 AM
პოსტი #38


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



G_saxva
ლელუაშვილზე რაღაცა მოულოდნელობა მოხდა და რომ გავარკვევთ დავწერ...biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Nov 27 2013, 09:17 AM
პოსტი #39


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ამ სურათს გურამ კომენტარი უნდა გაუკეთო: აი ასე იგება ეკლესიები.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Nov 28 2013, 12:32 AM
პოსტი #40


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



რატომ არ ჩანს სურათი?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th May 2024 - 08:12 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი