IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

31 გვერდი V « < 29 30 31  
Reply to this topicStart new topic
> საზვერეები-მითი თუ რეალობა?
marine
პოსტი Aug 3 2023, 11:19 AM
პოსტი #601


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,862
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმინდა მამები ამბობენ, რომ ჩვენ უნდა გავიაროთ ბოროტი სულების საგუშაგოები, ანუ ეგრეთ წოდებული "ჰაერის მცველთა საზვერეები". იქ, ყოველ საზვერეზე, მოგვიწევს ანგარიშის ჩაბარება გარკვეულ ცოდვებზე.

და თუ აღმოჩნდება, რომ სიცოცხლის განმავლობაში მოვინანიეთ და ვაღიარეთ ყველა ცოდვა, გამოვისყიდეთ მათთვის შესაბამისი სათნოებებით, მაშინ ყველა საზვერის ერთმანეთის მიყოლებით გავლით, მივაღწევთ თვით ღვთის საყდრამდე.

იქ თაყვანს ვცემთ ქრისტე უფალს და მოვისმენთ მის განაჩენს ჩვენ - ცოდვილებზე, ანუ ღვთის გადაწყვეტილებას იმაზე, თუ სამუდამოდ სად იცხოვრებს ჩვენი სული.

არსებობს მრავალრიცხოვანი გარდამოცემა იმის შესახებ, თუ როგორ ხდება საზვერეების გავლა და ყველა ამბობს, რომ ეს საქმე ძალზე ძნელია. დიდი შიში იპყრობს მიცვალებულის სულს,რადგან დემონები სასტიკად ესხმიან თავს და ანგელოზთა ხელიდან მის გამოტაცებას ლამობენ. სული კანკალებს, ეკვრის ანგელოზებს, ეშინია, რომ დემონებმა ანგელოზებს არ გამოგლიჯონ და ჯოჯოხეთში ჩააგდონ.

მაგრამ იმ საშინელ ჟამს ადამიანს ეხმარებიან არა ანგელოზები, არამედ მის მიერვე სიცოცხლის გამავლობაში აღსრულებული კეთილი საქმეები. თუ ანგელოზებს შეუძლიათ "გამოსასყიდის" მიცემა, რომელიც მოწმობს გარდაცვლილის კეთილ საქმეებზე, მაშინ ისინი ამარცხებენ მოწინააღმდეგე ძალებს და სულს მიუძღვებიან მის წინაშე აღმართულ ყველა დაბრკოლების გადალახვისას. მაგრამ თუ სული დამნაშავეა მოუნანიებელ სასიკვდინე ცოდვაში, მათ მოუწევთ დემონების კლანჭებში მისი დატოვება, რომელთაც იგი საშინელი ხმაურით ჩაჰყავთ ჯოჯოხეთში, თან ზეიმობენ, რადგან მათ გაიმარჯვეს, დაღუპეს ღვთის ქმნილება და ამით დაამწუხრეს ყოვლისშემძლე ღმერთი".

/ბერდიდი ეფრემი არიზონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 13 2023, 02:07 PM
პოსტი #602


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,862
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"არ მინდა სატანჯველზე, საზვერეებზე მეფიქრა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ცოდვა მქონდა, არ მინდოდა მათზე ფიქრი, გვერდზე გადავდე ისინი. მხოლოდ და მხოლოდ ღვთის სიყვარულზე ვფიქრობდი და მიხაროდა. ღმერთს ვევედრებოდი: "ღმერთო ჩემო, შენი სიყვარულისთვის, და, მეც იმ ვარსკვლავზე ვიყო. ხოლო თუ ჩემი ცოდვების გამო სატანჯველში უნდა წავიდე, შენმა სიყვარულმა, დაე, იქ განმაწესოს, სადაც სურს. მთავარია, რომ შენთან ერთად ვიყო". ამდენი წლები ქრისტეს სიყვარულით ვცხოვრობდი წმინდა მთის უდაბნოში. ვეუბნებოდი საკუთარ თავს: "თუ ზეცაში წახვალ და ღმერთი გეტყვის: "მოყუასო, ვითარ შემოხუედ აქ, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე? (მთ. 22,12), რა გინდა აქ?" მე ვუპასუხებ: "რასაც შენს სიყვარულს სურს, დაე, იქ განმაწესოს. შენს სიყვარულს ვბარდები. თუ გინდა, რომ სატანჯველში გამიშვა, გამიშვი; მთავარია, რომ შენი სიყვარული არ დავკარგო!"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 24 2024, 07:27 PM
პოსტი #603


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,862
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როდესაც სული ჩვენი სხეულს გაეყრება, მადლისა ამის ნათელი გააცისკროვნებს დემონებს, საზვერეებში მოგვაგერიებინებს დემონებს, ქრისტეს საშინელ სამსჯავროზე დაგვიფარავს და მით, როგორც საქორწინე სამოსელით შევალთ ქრისტეს ზეციურ ნადიმზე, რათა საუკუნოდ დავტკბეთ განუწყვეტელი სიხარულითა და დაუსრულებელი სამოთხისეული ნეტარებით, რისი ღირსიც გაგვხადოს უფალმა თავისი გამოუთქმელი მოწყალებით"

/მთავარეპისკოპოსი სერაფიმე სობოლევი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

31 გვერდი V « < 29 30 31
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 09:09 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი