IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V < 1 2 3 4 >  
Reply to this topicStart new topic
> "პირველითგან იყო სიტყვა............", იოანეს სახარების სიღრმეები..........
Iona
პოსტი Sep 23 2008, 03:56 PM
პოსტი #41


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



ციტატა
''14. სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე''
ანუ გამოდის, რომ ღმერთი შეიცვალა?



მემგონი აქ ორბუნებრიანობის ამბავი უნდა გავიხსენოთ რომ არ დავიბნეთ

განკაცებული უფალი - სრული კაცი და სრული ღმერთი
100% ადამიანი და 100% ღმერთი. როგორც ღმერთი ის არ იცვლება ხოლო როგორც ადამიანი კი იცვლება.
პ.ს
დიდი ხანია არ მინახავს შენი პოსტები ამსტერ. გამეხარდა შენი გამოჩენა.


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Sep 23 2008, 04:42 PM
პოსტი #42


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



"madide mamao didebiTa miT , romeli maqunda uwinares soflis dabadebisa...."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზურა
პოსტი Sep 23 2008, 05:57 PM
პოსტი #43


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 72
რეგისტრ.: 3-January 07
წევრი № 783




ციტატა(afxazi @ Sep 23 2008, 01:36 PM) *
ციტატა
იუდეველთა ჭეშმარიტი მამა: დასაბამითვე კაცის მკვლელი, თავად ცრუ და სიცრუის მამა ანუ იგივე ეშმაკია?

ცხადია.

ძალიან კარგი; მართალია რომ უზუსტობა გაიპარა, ''ჭეშმარიტი მამა'' მართლაც ღმერთია;
ამ შემთხვევაში მე მსურდა მეთქვა, რომ მათი (იუდეველთა) აზრით ემსახურებიან ჭეშმარიტ მამას ანუ ღმერთს,
თუმცა სინამდვილეში ემსახურებიან/ემსახურებოდნენ ეშმაკს ანუ ''ეშმაკია მათი მამა''.

აქედან გამომდინარე, მაინტერესებს:
- საერთოდ ემსახურებოდნენ კი როდისმე იუდეველნი ჭეშმარიტ ღმერთს?
თუ კი, როდის და როდემდე?
ვისგან მოდიოდა ისეთი ბრძანებები, როგორიცაა ხალხის ხოცვა, ჟლეტა და ა.შ.
ეშმაკისაგან?

საქმე იმაშია, რომ თუ აქ ჩავღრმავდებით, მე მგონია, რომ ჩვენში გავრცელებული შეხედულებები რომლითაც
ძვ. აღთქმაში აღწერილ სისასტიკეს ვხსნით - შესაძლებელია ბევრგან მცდარი იყოს.
ჩვენ ხომ ღვთის ბრძანებებს/ქმედებებს ვხსნით?!
არადა საქმე გვაქვს ეშმაკის ქმედებასთან.
(ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი საკითხია)

ნახეთ რას წერს ოქროპირი:
ციტატა
Конечно (иудеи) скажут, что и они покланяются Богу.
Но этого сказать нельзя;
никто из иудеев не покланяются Богу.
Кто говорит это? Сын Божий. “если бы вы знали Отца Моего, - говорит Он, - то знали бы и Меня"
Какое еще можно привести мне свидетельство достовернее этого?
Итак, если они не знают Отца, распяли Сына, отвергли помощь Духа;
то кто не может смело сказать, что место то (синагога) есть жилище демонов?
Там не покланяются Богу, нет; там место идолослужения.


http://www.ispovednik.ru/zlatoust/Z01_2/Z01_2_21.htm

საკმაოდ მკაცრი წერილია.
დღეს რომ ეთქვა ვინმეს მსგავსი, ალბათ ეკლესიიდან გარიცხავდნენ...
(თუმცა წმინდა ოქროპირიც გარიცხეს და გადაასახლეს თავის დროზე)

''ისინი (იუდეველნი) არ იცნობენ მამას'' - ?!?!?!?!?!?!

















--------------------
The God became the person, that the person became the god.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზურა
პოსტი Sep 23 2008, 06:16 PM
პოსტი #44


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 72
რეგისტრ.: 3-January 07
წევრი № 783



ციტატა(კანუდოსელი @ Sep 23 2008, 01:52 PM) *
ციტატა
კონკრეტულად არც არავისი - იტყვის ოპონენტი - ღმერთი ღმერთია და იგი ერთია,

ჰოდა მორჩა- თუ არავისი, ე.ი. ის არ იყო მამა და გახდა იგი...ანუ: შეიცვალა

''არ იყო და არც არის მამა'' - მიპასუხებს მუსულმანი და ამ სურასაც დამიდებს biggrin.gif
''სურა 72:3. ჩვენი ღმერთის დიდება და ყოვლის შემძლეობა უპირველესია! - არც მეუღლე მოუყვანია და არც შვილი ყოლია ''
ანუ ''სიტყვა გახდა.... '' ეს არ ნიშნავს რომ ღმერთი გახდა... ღმერთი არ იცვლება.
თუმცა ამ საკითხზე უკვე ვისაუბრეთ ზევით და აღარ შევჩერდები





ციტატა
რაც შეეხება კონკრეტულად ისლამს, მე მათ დავუსვამდი შემდეგ კითხვებს:

1. სიყვარულის მაგალითს გვაძლევს თუ არა ღმერთი?
(იმედია მივიღებ პასუხს: "დიახ")
2. ორი ადამიანის ღმერთისადმი სიყვარულის ყველაზე დიდი გამოვლენა რომელია, როდესაც ა) ერთი, სიკვდილის ფასადაც არ თმობს რწმენას, თუ ბ) უყვარს იქამდე სანამ მის სიკვდილს საფრთხე არ ემუქრება?
(აქაც იმედია მივიღებ პასუხს: "პირველი")
3. ადამიანის სიყვარული ღმერთისადმი უფრო დიდია თუ ღმერთისა ადამიანისადმი?
(იმედია მივიღებ პასუხს: "ღმერთისა ადამიანისადმი")
და ბოლო:
4. ღმერთს უყვარს ადამიანი იმდენად ძლიერად, რომ ადამიანისთვის იტანჯოს?
თუ პასუხი არის არა - ეს თავისთავად მიანიშნებს 1-2-3-ე პუნქტებზე, სადაც აღნიშნულია, რომ 4-ეზე პასუხი "არა" - ალოგიკურია, რადგან გამოვა რომ ადამიანს აქვს უფრო დიდი სიყვარული, რომ შეძლოს იტანჯოს ღმერთისთვის, ვიდრე ღმერთს, რომელსაც ადამიანი არ უყვარს იქამდე რომ იტანჯოს მისთვის

ეს ცოტა რთული საქმეა და გასარჩევადაც დიდია.
ისლამის აზრით ღმერთი უფრო სამართლიანი და მოწყალეა, ვიდრე სიყვარული...
კაცობრიობაც მისთვის შექმნა რომ მას ემსახუროს...
აქედან გამომდინარე 1-3ე პუნქტებზე პასუხები კითხვის ქვეშაა. მე-4ს რომ საერთოდ შევეშვათ.



ციტატა
მსგავსი შოკისმომგვრელი კითხვაა: რამდენი წლის იყო აიშა როდესაც ის შეიცნო მუჰამედმა? (აიშა მუჰამედის უმცროსი ცოლი) მიიღებთ პასუხს - 9 biggrin.gif და უბრალოდ ჰკითხეთ: "რა ჰქვია 9 წლის ბავშვთან სექსუალურ კონტაქტს 40 წლის მუტრუკი ადამიანისა" biggrin.gif
თუ გეყოფათ გამბედაობა უთხარით, რომ ეს პედოფილიაა biggrin.gif

აიშასთან (აბუ-ბაკრის ქალიშვილი) დაკლავშირებით გაცილებით უფრო ბევრი საინტერესო მომენტებია, რომლებიც წყალს უყენებენ მთლიანად ყურანს (დაკარგული აიათები) ასევე მთლიანად ისლამს (უდაბნოში ღამის გათევება; ალის სიკვდილი, რომელსაც დღესაც ვერ მოინელეს შიიტებმა) და ა.შ..

ციტატა(Iona @ Sep 23 2008, 03:56 PM) *
დიდი ხანია არ მინახავს შენი პოსტები ამსტერ. გამეხარდა შენი გამოჩენა.

მეც მოხარული ვარ აქ შემოსვლით smile.gif
და თქვენი (ყველას) ხილვით.
შევეცდები მეტი დრო გამოვნახო... თუმცა ''კაცი ბჭობდა...''

შეფეწიოს სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთის, ჩვენი უფლის ქრისტეს მადლი! smile.gif


--------------------
The God became the person, that the person became the god.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Sep 23 2008, 06:39 PM
პოსტი #45


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



ციტატა

''ისინი (იუდეველნი) არ იცნობენ მამას'' - ?!?!?!?!?!?!



ეშმაკის შვილები - ეს ფრაზა ხშირად არის ნახსენები მაგრამ წესიერად რას ნიშნავს არ ვიცი.

ციტატა
შეფეწიოს სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთის, ჩვენი უფლის ქრისტეს მადლი!


smile.gif გაიხარე!


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Sep 23 2008, 07:14 PM
პოსტი #46


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



რ შემიძლია დავმალო ჩემი აღფრთოვანება და სიხარული აქ გამართული დიალოგის გამო. ეს ისე... smile.gif


რაც შეეხება იოანეს სახარების სიღრმეებს...
თუ გამოგადგებათ, მინდა გაგაცნოთ იოანეს სახარების მე17 თავის მაცხოვრის (სამღვდელმთავრო) ლოცვის შესახებ დაწერილი მცირე "ნაშრომი".
შეაფასეთ და თუ რამეში გამოგადგებათ ძალიან გამიხარდება smile.gif
http://library.church.ge/?p=387
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Sep 23 2008, 08:42 PM
პოსტი #47


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



კანუდოსელ, პედოფილიას რომ უყურებ, ამას რეიზა არ უყურებ? biggrin.gif

[ლევიანელები 20:27]
"მამაკაცი ან დედაკაცი, თუ აღმოჩნდეს მესულთანე ან ჯადოქარი, სიკვდილით მოკვდეს: ქვებით ჩაიქოლონ ისინი და მათზე იქნება მათი სისხლი'"


[ლევიანელები 24:10]
გამოვიდა ძე ისრაელიანი ქალისა, და იყო იგი ძე ეგვიპტელი კაცისა, ისრაელის ძეთა შორის, და წაეჩხუბა ბანაკში ისრაელიანი ქალის ძე ისრაელიან კაცს.
11 და დაწყევლა ისრაელიანი ქალის ძემ უფლის სახელი და მიიყვანეს იგი მოსესთან. (და სახელი მისი დედისა იყო შელომითი, ასული დიბრისა, დანის ტომიდან)
12 და ჩასვეს ის საპყრობილეში, რომ განეკითხათ იგი უფლის ბრძანებისამებრ.
13 და უთხრა უფალმა მოსეს:
14 "გაიყვანე დამაწყევარი ბანაკს გარეთ, და ყველამ, ვინც კი ისმინა, დაადოს თავისი ხელი მას თავზე, და ჩაქოლოს იგი მთელმა თემმა.
15 ისრაელის ძეთ უთხარი ასე: 'ყოველი, რომელიც დაწყევლის თავის ღმერთს, იტვირთებს თავის ცოდვას.
16 და ვინც დაგმობს უფლის სახელს, სიკვდილით მოკვდეს. ქვის ჩაქოლვით ჩაქოლოს ის მთელმა თემმა. როგორც ხიზანი, ასევე მკვიდრი, უფლის სახელის გმობისათვის მოკვდეს!
17 "თუ ვინმე სცემს კაცს სასიკვდილოდ, სიკვდილით მოკვდეს იგი.
18 სასიკვდილოდ მცემელმა პირუტყვისა, უნდა ზღოს იგი: პირუტყვი პირუტყვის წილ.
19 ვინმე თუ დაასახიჩრებს თავის მოყვასს, როგორც მან გააკეთა, ეგრევე გაუკეთონ მას.
20 მოტეხილობა მოტეხილობის წილ, კბილი კბილის წილ. როგორც დაასახიჩრებს იგი ადამიანს, ეგრევე გაუკეთეთ მას.
21 პირუტყვის მკვლელმა უნდა ზღოს იგი, ხოლო ადამიანის მკვლელი უნდა მოკვდეს.
22 ერთი სამართალი გქონდეთ თქვენ, როგორც ხიზნისთვის, ასევე მკვიდრისათვიშ, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი თქვენი.'"
23 ეს უთხრა მოსემ ისრაელის ძეთ. და გაიყვანეს დამაწყევარი, ბანაკის გარეთ და ჩაქოლეს ქვით. და გააკეთეს ისრაელის ძეთ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.


[რიცხვნი 15:32]
და როცა ისრაელის ძენი უდაბნოში იყვნენ, იპოვეს კაცი, რომელიც აგროვებდა შეშას შაბათ დღეს.
33 და მათ, ვინც შეშის შეგროვებისას ჰპოვეს იგი, მიიყვანეს მოსესთან, აარონთან და მთელ თემთან.
34 და ჩასვეს ის საპატიმროში, რადგან არ იყო გარკვეული, როგორ მოქცეოდნენ.
35 და უთხრა უფალმა მოსეს: "სიკვდილით მოკვეს ეს კაცი. ქვებით ჩაქოლოს იგი მთელმა თემმა ბანაკის გარეთ."
36 და გაიყვანა იგი მთელმა თემმა ბანაკის გარეთ და ჩაქოლა იგი ქვებით, და მოკვდა იგი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.


[რიცხვნი 35:19]
მესისხლეს თავად შეუძლია მოკლას მკვლელი. როცა შეხვდება მას, თვით შეუძლია მისი მოკვლა.
....
21 ან თუ მტრობით დაარტყამს ხელს, და იგი მოკვდება, სიკვდილით უნდა მოკვდეს ის, რომელმაც დაარტყა მას, რადგან მკვლელია იგი; მესისხლეს შეუძლია მოკლას ეს მკვლელი, როცა შეხვდება მას.


[მეორე რჯული 13:7]
იმ ხალხთა ღმერთებს, რომლებიც თქვენს გარშემოა, შენთან ახლოს თუ შენგან შორს, ქვეყნის კიდიდან ქვეყნის კიდემდე, არ დათანხმდე და არ უსმინო მას. არ დაინდოს იგი შენმა თვალმა, არ შეიბრალო იგი და არ დაფარო იგი,
9 არამედ მოკალი. პირველად შენი ხელი უნდა აღიმართოს მასზე მოსაკლავად და მერე მთელი ერის ხელი.
10 და ჩაქოლე იგი ქვებით, და მოკვეს. რადგან განზრახული ჰქონდა, ჩამოეცილებინე უფლისაგან, შენი ღმერთისაგან, რომელმაც გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან, მონობის სახლიდან.
11 მთელი ისრაელი მოისმენს ამას და შეშინდება, და შემდგომ აღარ ჩაიდენენ ასეთ ბოროტებას შენს წიაღში.


[მეორე რჯული 17:2]
თუ აღმოჩნდება შენს წიაღში, შენს ერთ-ერთ კარიბჭეში, რომელსაც უფალი, შენი ღმერთი გაძლევს, კაცი ან დედაკაცი, რომელიც ბოროტებას ჩაიდენს უფლის, შენი ღმერთის, თვალში და თაყვანს სცემს მათ, ან მზეს, ან მთვარეს, ან მთელ ციურ მხედრობას, რაც მე არ მიბრძანებია,
4 და გეუწყება და მოისმენ, კარგად გამოიძიე; და აჰა, თუ ეს მართალია, სრული ჭეშმარიტებაა, და ეს სისაძაგლე მომხდარა ისრაელში,
5 მაშინ გაიყვანე შენს კარიბჭეებთან ის კაცი ან დედაკაცი, რომელმაც ეს ბოროტება ჩაიდინა და ჩაქოლე ის ქვებით, და მოკვდეს.
6 ორი მოწმის ან სამი მოწმის სიტყვის მიხედვით უნდა მოკვდეს მოსაკლავი. და არ უნდა მოკვდეს ერთი მოწმის სიტყვის მიხედვით.
7 პირველად მოწმეთა ხელი უნდა იყოს მასზე, მის მოსაკლავად, და მერე მთელი ხალხის ხელი. და აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან.


[მეორე რჯული 21:18[
თუ კაცს ეყოლება ჯიუტი და ურჩი შვილი, რომელიც არ უსმენს თავისი მამის ხმას, და დატუქსავენ მას, მაგრამ ის არ გაუგონებს მათ,
19 დაიჭირონ მამამისმა და დედამისმა და მიიყვანონ ქალაქის უხუცესებთან და თავისი ადგილის კარიბჭესთან
20 და უთხრან მისი ქალაქის უხუცესებს: "ეს ჩვენი შვილი ჯიუტია და ურჩი, არ უსმენს ჩვენს ხმას, მსუნაგია და ლოთი."
21 და ჩაქოლოს იგი მისი ქალაქის ყველა კაცმა ქვებით, და მოკვდეს. და აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან, და მთელი ისრაელი გაიგებს და შეშინდება.
22 თუ ეს კაცი სასიკვდილო ცოდვას ჩაიდენს და მოკლავენ, ძელზე ჩამოკიდე.


[მეორე რჯული 22:13]
თუ შეირთავს ვინმე ცოლს და შევა მასთან, და შემდეგ მოიძულებს მას იგი,
14 ცილს დასწამებს და სახელს გაუტეხავს და იტყვის: "ეს ქალი შევირთე და მივედი მასთან, და ვერ ვპოვე მასში ქალწულობის ნიშნები",
15 მაშინ ყმაწვილი ქალის მამამ და დედამ გაიტანონ ნიშნები ყმაწვილი ქალის ქალწულობისა ქალაქის უხუცესებთან, კარიბჭესთან,
16 და თქვას ყმაწვილი ქალის მამამ უხუცესებთან: "ჩემი ასული მივეცი მე ამ კაცს ცოლად და მან მოიძულა იგი,
17 და ცილი დასწამა მას და თქვა: ქალწულად ვერ ვპოეო შენი ასული. და აჰა ნიშნები ჩემი ასულის ქალწულობისა". და გაშალონ სამოსელი ქალაქის უხუცესთან წინაშე.
18 და აიყვანონ იმ ქალაქის უხუცესებმა ქმარი და დასაჯონ იგი,
19 და დააჯარიმონ ასი ვერცხლით და მისცენ ყმაწვილი ქალის მამას, რადგან სახელი გაუტეხა ისრაელიან ქალწულს. და დარჩება ქალი მის ცოლად: ვერ გაუშვებს მას თავისდღეში.
20 და თუ მართალი გამოდგა ეს სიტყვა და არ აღმოაჩნდა ქალწულობა ყმაწვილ ქალს,
21 გამოიყვანონ ყმაწვილი ქალი თავისი მამის სახლის კართან და ჩაქოლონ ის მისი ქალაქის ხალხმა ქვებით, და მოკვდეს, რადგან სამარცხინო საქმე ჩაიდინა ისრაელში: იმრუშა თავისი მამის სახლში. და აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან.
22 თუ კაცს ქმრიან ქალთან მწოლარეს წაუსწრეს, ორივე მოიკლას - ამ ქალთან მწოლარე კაცი და ეს ქალი. და აღმოფხვრი ბოროტებას ისრაელიდან.
23 თუ კაცზე დანიშნულ ყმაწვილ ქალს, ქალწულს, ვინმე შეხვდება ქალაქში და დაწვება მასთან,
24 გამოიყვანეთ ორივე იმ ქალაქის კარიბჭესთან და ჩაქოლეთ ქვებით, და მოკვდებიან - ყმაწვილი ქალი იმისათვის, რომ არ იყვირა ქალაქში, და კაცი იმისათვის, რომ ნამუსი ახადა თავისი მოყვასის ცოლს. და აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან.
25 თუ მინდორში ნახავს კაცი დანიშნულ ყმაწვილ ქალს და ძალით დაიჭერს მას და დაწვება მასთან, მოიკლას კაცი, რომელიც ქალთან დაწვა.




--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Sep 23 2008, 11:42 PM
პოსტი #48


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



ციტატა
მსგავსი შოკისმომგვრელი კითხვაა: რამდენი წლის იყო აიშა როდესაც ის შეიცნო მუჰამედმა? (აიშა მუჰამედის უმცროსი ცოლი) მიიღებთ პასუხს - 9


მართლა ასე წერია ყურანში?

მნათე

მაშინ მადლი არ იყო რომ ადამიანდი გამოცვლილიყო ..... ბოროტების განადგურება ამიტომ ხდებოდა ასეთი რადიკალური ფორმებით. ამ ცხოვრებაში დასჯილები კი იმ ცხოვრებაში ან შემსუბუქებულად იტანჯებიან ანაც საერთოდ თAვისუფლდებიან სასჯელისაგან, ამიტომაც არსებობს მოსაზრება რომ სოდომ გომორელები აღდგომის შემდეგ სამოთხეში წავიდენ რადგანაც თAვიანდ ცოდვითვის ისინი უკვე დედამიწაზე დაისაჯნენ.
.......მარა ეგ რა შუაში იყო მუჰამედის ცოლის ასაკთან. ?



--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Sep 24 2008, 12:14 AM
პოსტი #49


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



Iona

მოიცა ახლა, რაო, სოდომელები სამოთხეშიო? ჰმ... მეგეონა კარგი საზოგადოება იქ მაინც მეღირსებოდა laugh.gif laugh.gif laugh.gif

არ არის ეგ ახსნები გასაგები იონა ჩემო, ადამიანის შხვლეპა ისეთი თემაა... ყველასთვის საერთო... სადაც სოკრატე იყო ჰუმანისტი, იქ ძველი აღთქმის ღმერთი რატომ აწყობდა ხოცვა ჟლეტას?

მე ვფიქრობ რომ ძველი ეონის ზოგიერთი წიგნი ზედმეტად.. ხო კაი.. არაფერი smile.gif

რა შუაში იყო და პედოფილიაო, ასეო, ისეო.. და აქ აშკარა მიზანთროპიას ვერავინ ხედავს smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Sep 24 2008, 10:39 AM
პოსტი #50


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



ციტატა
არ არის ეგ ახსნები გასაგები იონა ჩემო, ადამიანის შხვლეპა ისეთი თემაა


გასაგებია რატომაც არა, ?!
მაშინ მაშინ ამა ქვეყნის მთავარი, დამარცხებული არ იყო, რასაც უნდა იმას აკეთEბდა, ვირუსივით იყო
თუ გინდა რომ სხვას არ გადაედოს ვირუსი ანუ ცოდვა ანუ დემონი საჭირო ხდებოდა ასეთი მეთოდების გამოყენება.

ამას სხვათA ჭკუის სასწავლებელი ხასიათიც ქონდა,

ანუ მე როგორ ვიცი ბოროტს შეეძლო ადამიანში შესვლა, მისი ნების და მიუხედავად, ანუ მარტივად რომ ვთქვათ თავში რომ ცუდი აზრები გდის ახლა და იოლად იგერიებ, იმიტომ რომ არ გნებავს ისინი , მაშინ ვერ მოიგერიებდი და შეიძლება გამხდარიყავი იარაღი ბოროტის ხელში.



გამოსწორება და ვნებების დამარცხება დღემდე ურთულესი საქმეა მაშინ ქრისტემდე კი......

ჰუმანიზმს რაც შეეხება - ჰუმანზმს ღმერთი სულ არ აინტერესებს ადამიანია მისთვის მთავარი. ასე რომ მიუხედავად იმ დადებითი განწყობისა რომელიც ახლავს სიტყვა ჰუმანიზმს რეალურად ღმერთის საწინაააღმდებო რამაა იგი.


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზურა
პოსტი Sep 24 2008, 11:29 AM
პოსტი #51


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 72
რეგისტრ.: 3-January 07
წევრი № 783



ციტატა(მნათე @ Sep 23 2008, 08:42 PM) *
ამას რეიზა არ უყურებ? biggrin.gif

ხო... რთული თემაა.
თუმცა არაფერია აქ ისეთი, რომ ჩვენ მოგვერიდოს და მით უმეტესი - დავდუმდეთ smile.gif
ახალი აღთქმიდან ყველაფერს ნათელი ეფინება.
... მე ის უფრო მადარდებს, რომ პირადად მე (ჩვენ, ქრისტეს მიმდევრები, იშვიათი გამონაკლისის გარდა)
კვლავინდებურად ძვ.აღთქმაში ვარ sad.gif
''არ შემეხოთ (უხეშად) და არ შეგეხებით; ისე კი, ყველანი მიყვარხართ''
უმეტესად/ხშირად, მთელი ძალისხმევა ამ წუთისოფელში არსებულ სასუფეველზე მაქვს მიმართული,
აქაურ კარგსა და ცუდზე ვდავიდარობ... ღვთის სასუფევერში შესასვლელ პირზე თუ ვფიქრობ საერთოდ?!

+++++++++++++

ციტატა(Iona @ Sep 23 2008, 06:39 PM) *

ეშმაკის შვილები - ეს ფრაზა ხშირად არის ნახსენები მაგრამ წესიერად რას ნიშნავს არ ვიცი.

რას ნიშნავს? და რაც წერია იმას biggrin.gif
წმ.იოანე ოქროპირის ზევით დადებული წერილი (ბმული) რომ წავიკითხე,
თავის დროზე თმები ყალყზე დამიდგა (ეხლა დამცვივდა)

ერთი სიტყვით, (მოკლედ): - უნდა გამოვყოთ ძვ.აღთქმის წმინდანები, რომლებსაც
ჭეშმარიტი ღვთის სიტყვა მიქონდათ იუდეველებთან და დანარჩენი კი
ეშმაკის შვილებად/მსახურებად უნდა ვაღიაროთ.
თუმცა არავითარი სიძულვილი და მსგავსი რამ! სიყვარულის ღმერთი ჩვენთანაა!



ციტატა(Iona @ Sep 23 2008, 11:42 PM) *
მართლა ასე წერია ყურანში?

წერილში არა, გადმოცემაშია ბევრი საინტერესო რამ. ე.წ. ხადისები,
სადაც მოთხრობილია მუჰამედის ცხოვრება და მსგავსი.

ზუსტად არც კი ვიცი რატომ, მაგრამ აიშასადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს rolleyes.gif
ამ თემაში არ ივარგებს, თორემ ბევრ საინტერესოს დავწერდი.
ძააააალიან საინტერესო და იდუმალებით მოცული პიროვნებაა,
რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ისლამის ჩამოყალიბებაში.

(აქ მიკლედ)

48 წლის კაცმა იქორწილა 6 წლის ბავშვზე. თუმცა სარეცელი მხოლოდ 3 წლის მერე გაიყვეს, როცა აიშა 9 წლის გახდა (ზოგიერთ წყაროში მითითებულია 10 წელი)
როგორც ისლამოლოგები აღნიშნავენ: მუჰამედის ქორწინების მიზეზი არ ყოფილა ვნება ან გამორჩენა. ის უფალის ბრძანებას ასრულებდა. როგორც ნათქვამია, სიზმარში მას აიშას პორტრეტი ანახეს აბრეშუმის ნაჭერზე ამოქარგული და უთხრეს ''ეს ცოლია შენი''.

''ალაჰის გზავნილმა ჩემზე იქორწილა, როდესაც ექვსი წლის ვიყავი. შემდეგ მან სამი წელი იცადა, ხოლო როდესაც მედინაში მივედით, ალ-ჰარის იბნ ალ-ჰაზრაჯის სახლში დავსახლდით,მაშინ ცხრა შემისრულდა.''

''ერთხელ ჩვენთან სახლში მოვიდა ალაჰის გზავნილი. ქალები და კაცები გარს შემოერტყნენ. დედაჩემი ჩემს წასაყვანად მოვიდა, ამ დროს საქანელაზე ვთამაშობდი. დედამ მიწაზე დამსვა, თმა დამვარცხნა და გათხუპნული პირი მომწმინდა. ხელჩაკიდულმა კარებთან მიმიყვანა და დამელოდა რომ სული მომეთქვა, შემდეგ კი სახლში შემიყვანა. ალაჰის გზავნილი საწოლზე იჯდა... მან მის გვერდით დამსვა და მითხრა: ეს შენი ოჯახია, დაგლოცოს ალაჰმა და დაგილოცოს ოჯახის კერა.
ცხვარი ან სხვა საქონელი არ დაკლულა. სად იბნ ყბადა ალ-ანსარიმ რაღაც ულუფა გამოაგზავნა, კათხა რძესთან ერთად. მუსულმანი ქალები მეგებებოდნენ: სიკეთესა და ბედნიერებას გისურვებთ!''
იბნ ისჰაკმა მოყვა, რომ აიშას საქორწილო ძღვენი ოთხას დირჰამს შეადგენდა.

აბუ ჰატიბმა გადმოგვცა, რომ ალაჰის გზავნილმა აიშას უთხრა: ''შენ - მეუღლე ხარ ჩემი ამ ცხოვრებაში და შემდეგშიც.''




--------------------
The God became the person, that the person became the god.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Iona
პოსტი Sep 24 2008, 11:55 AM
პოსტი #52


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 943
რეგისტრ.: 6-February 07
წევრი № 1,025



ციტატა
მე ის უფრო მადარდებს, რომ პირადად მე (ჩვენ, ქრისტეს მიმდევრები, იშვიათი გამონაკლისის გარდა)
კვლავინდებურად ძვ.აღთქმაში ვარ


ძველ აღთქმაში არანაირად არ ხარ, smile.gif შენ ისევე როგორც უმრავლესობას ალბათ ,ჯერ არ დაგვიმარცხებია ვნებები, ეგ კი ადვილი საქმე არაა

ციტატა
ერთი სიტყვით, (მოკლედ): - უნდა გამოვყოთ ძვ.აღთქმის წმინდანები, რომლებსაც
ჭეშმარიტი ღვთის სიტყვა მიქონდათ იუდეველებთან და დანარჩენი კი
ეშმაკის შვილებად/მსახურებად უნდა ვაღიაროთ.


დანარჩენი ყველა?
პ.ს
ადრეული ქორწილები კი შეიძლებოდა დიდი ხნის წინ ......მარა 9 ნამეტანია


--------------------
ვაჲ ჩუენდა შენ მიერ, ჵ სიკუდილო, რამეთუ თანა-მდები ხარ უწყალოჲ, რომელი არავის მიუტევებ, და მოსესხე ხარ სასტიკი, რომელი არა გარდაიჴადები. და მტაცებელი ხარ ძლიერი, რომელი არა დააცადებ; და მპარავი ხარ მღჳძარე, რომელსა არა გრცხუენის; და ჴელმწიფე ხარ მბრძანებელი, რომელსა არა გეშინის...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Sep 25 2008, 08:54 PM
პოსტი #53


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



"უფალო ვისა მივიდეთ, სიტყვანი ცხოვრებისანი გქონან შენ........."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Sep 25 2008, 09:18 PM
პოსტი #54


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა

ხო... რთული თემაა.
თუმცა არაფერია აქ ისეთი, რომ ჩვენ მოგვერიდოს და მით უმეტესი - დავდუმდეთ
ახალი აღთქმიდან ყველაფერს ნათელი ეფინება.
... მე ის უფრო მადარდებს, რომ პირადად მე (ჩვენ, ქრისტეს მიმდევრები, იშვიათი გამონაკლისის გარდა)
კვლავინდებურად ძვ.აღთქმაში ვარ
''არ შემეხოთ (უხეშად) და არ შეგეხებით; ისე კი, ყველანი მიყვარხართ''
უმეტესად/ხშირად, მთელი ძალისხმევა ამ წუთისოფელში არსებულ სასუფეველზე მაქვს მიმართული,
აქაურ კარგსა და ცუდზე ვდავიდარობ... ღვთის სასუფევერში შესასვლელ პირზე თუ ვფიქრობ საერთოდ?!


პაციფიზმზე მინდა გესაუბრო შემდეგ 2kiss.gif
თუ არ დაგვწვეს biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
loen
პოსტი Sep 26 2008, 05:37 AM
პოსტი #55


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 102
რეგისტრ.: 25-September 08
წევრი № 5,722



თავდაპირველად იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთთან, და სიტყვა იყო ღმერთი.
სიტყვა თუ იყო ღმერთი, ე.ი. სიტყვას როგორც ღმერთს არა აქვს დასაწყისი და არც დასასრული.
სიტყვა რომ მოვიდა ადამიანად -იესო,არ ნიშნავს იმას ,რომ მან დაკარგა თავისი ღმერთობა, არამედ მან როგორც ღმერთი თავი დაიმდაბლა ჩვენი გულისთვის და უფრო მეტიც თავისი დიდებისათვის.
და სანამ იესო იყო ამ ქვეყანაზე ის იყო 100% ღმერთი და 100% ადამიანი,
მაგრამ მიუხედავად იმისა , რომ ის იყო 100% ღმერთი ,სანამ იყო ჩვენთან,არ გამოუყენებია თავისი,როგორც ღმერთის, ძალაუფლება თავის ,როგორც ადამიანის,სასარგებლოდ.
იაღოველებს კი არა,ვინც არ უნდ აიყოს,თუ ვინმესთვის გვინდა რამის ახსნა , ხატები და სანთლები კი არ უნდა ავუხსნათ,არამედ- ღმერთის წყალობა,მადლი და ცოდვების პატიება ჩვენს უფალ იესო ქრისტეში.
რაც შეეხება სამებას, მე მჯერა და მწამს ,რომ თითოეული წევრი არის თანასწორუფლებიანი ღმერთი, ე.ი. მამა ღმერთი,ძე ღმერთი და სულიწმინდა ღმერთი, რომელიც წარმოადგენს ერთ ღმერთს.
მათემატიკურად შედარება რომ მოვიყვანო-უსასრულობა რომ სამზე გაყო,უსასრულობას მიიღებ და პირიქით. და ასევე ოჯახი-ერთი კაცი და ერთი ქალი ქმნის ერთ სხეულს(დაბადება 2-24).
ეს ცოტა უხეში შედარებებია,მაგრამ ცოტათი მაინც გვახვედრებს თუ როგორ შეიძლება ,სამი იყოს ერთში.
ასევე მწამს , რომ სამება გაუყოფელია. არცერთი სამების წევრი არ არსებობდა , არ არსებობს და არ იარსებებს დანარჩენი ორის გარეშე.
არ არსებობს ძალა რომელიც გაყოფს, თორემ მსურველი კი ვიცით ეშმაკია,რომელმაც სცადა კიდეც იესოს გამოცდისას.

უფლის მადლი და წყალობა ყოფილიყოს ყოველ ჩვენთაგანის ყოველდღიურ ცხოვრებაში.


--------------------
"... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
loen
პოსტი Sep 26 2008, 06:33 AM
პოსტი #56


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 102
რეგისტრ.: 25-September 08
წევრი № 5,722



ციტატა(ზურა @ Sep 23 2008, 08:57 AM) *

ცხადია.
ძალიან კარგი; მართალია რომ უზუსტობა გაიპარა, ''ჭეშმარიტი მამა'' მართლაც ღმერთია;
ამ შემთხვევაში მე მსურდა მეთქვა, რომ მათი (იუდეველთა) აზრით ემსახურებიან ჭეშმარიტ მამას ანუ ღმერთს,
თუმცა სინამდვილეში ემსახურებიან/ემსახურებოდნენ ეშმაკს ანუ ''ეშმაკია მათი მამა''.

აქედან გამომდინარე, მაინტერესებს:
- საერთოდ ემსახურებოდნენ კი როდისმე იუდეველნი ჭეშმარიტ ღმერთს?
თუ კი, როდის და როდემდე?
ვისგან მოდიოდა ისეთი ბრძანებები, როგორიცაა ხალხის ხოცვა, ჟლეტა და ა.შ.
ეშმაკისაგან?

საქმე იმაშია, რომ თუ აქ ჩავღრმავდებით, მე მგონია, რომ ჩვენში გავრცელებული შეხედულებები რომლითაც
ძვ. აღთქმაში აღწერილ სისასტიკეს ვხსნით - შესაძლებელია ბევრგან მცდარი იყოს.
ჩვენ ხომ ღვთის ბრძანებებს/ქმედებებს ვხსნით?!
არადა საქმე გვაქვს ეშმაკის ქმედებასთან.
(ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი საკითხია)

ნახეთ რას წერს ოქროპირი:

საკმაოდ მკაცრი წერილია.
დღეს რომ ეთქვა ვინმეს მსგავსი, ალბათ ეკლესიიდან გარიცხავდნენ...
(თუმცა წმინდა ოქროპირიც გარიცხეს და გადაასახლეს თავის დროზე)

''ისინი (იუდეველნი) არ იცნობენ მამას'' - ?!?!?!?!?!?!




Zura ძმაო სანამ იუდეველებს განვკიცხავთ ან გნვსჯით, ჯობია წავიკითხოთ რომაელთა 11.
გთხოვ გაამახვილო ყურადღება თავებზე 5-6 და 17-21 და 23-24.
თუ რამეს ვერ გაიგებ,შევეცდები აგიხსნა შემდეგში.


--------------------
"... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Sep 26 2008, 09:56 AM
პოსტი #57


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ღმერთი არ შეიძლება იყოს ცვალებადი, რადგან ის მყოფობს ყველა დროსა და სივრცეში ერთდროულად...

ანუ მისთვის არ არსებობს წარსული და მომავალი, ცვლილება კი მხოლოდ დროშია შესაძლებელი...

რაც შეეხება სიტყვასა და საწყის, მგონია რომ იოანემ მარტივი მოდელი დახატა, რაც ჩვენთვის აღქმადი იქნებოდა...


პირველითგან იყო სიყტყვაი, სიტყვაი იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი ჩემი აზრით მარტივი აღსაქმელია...


ამი მაგალითად ცვენ ენაზე ასე:

პირველიტგან იყოს იდეა (სიყვარულის იდეა), და ეს იდეა იყო ღმერთისგან ანუ მამისაგან ანუ გონისაგან საიდანაც ეს იდეა იშვა, და ეს იდეა იყო ღმერთი...


აზრი თავისი მნიშვნელობით გონის თანასწორია რადგან გონი იმიტომ არის გონი რომ აზრის შობა შეუძლია...



--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზურა
პოსტი Sep 26 2008, 08:39 PM
პოსტი #58


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 72
რეგისტრ.: 3-January 07
წევრი № 783



აქა მშვიდობა,
ციტატა(loen @ Sep 26 2008, 06:33 AM) *
Zura ძმაო სანამ იუდეველებს განვკიცხავთ ან გნვსჯით

უფალო შეგვიწყალე!
ნამდვილად არ განვკიცხავ და მითუმეტეს არც გავნსჯი ძმაო.
მე მხოლოდ მაინტერესესებდა მაცხოვარის ეს სიტყვები.
''თქვენი მამა არის ეშმაკი''[იოანე8:44]
რაზეც წმინდა იოანე ოქროპირმა შემდეგი რამ თქვა:
''იუდეველნი ამბობენ, რომ ღმერთს ეთაყვანებიან,
მაგრამ ეს ასე არ არის.
არც ერთი იუდეველი არ მიაგებს პატივს ღმერთს.
ვინ ამბობს ამას? ღვთის ძე.
ისინი არ იცნობენ მამას, ჯვართ აცვეს ძე, უარყვეს წმიდა სული.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი სალოცავები დემონების ბუდეა.''

ციტატა
Конечно (иудеи) скажут, что и они покланяются Богу.
Но этого сказать нельзя;
никто из иудеев не покланяются Богу.
Кто говорит это? Сын Божий. “если бы вы знали Отца Моего, - говорит Он, - то знали бы и Меня"
Какое еще можно привести мне свидетельство достовернее этого?
Итак, если они не знают Отца, распяли Сына, отвергли помощь Духа;
то кто не может смело сказать, что место то (синагога) есть жилище демонов?
Там не покланяются Богу, нет; там место идолослужения.

http://www.ispovednik.ru/zlatoust/Z01_2/Z01_2_21.htm

აქ განსაკუთრებით დამაინტერესა წმინდა მამის ეს გამონათქვამი:
''Итак, если они не знают Отца'' - ''ისინი არ იცნობენ მამას''

(საკითხის სირთულის გამო) კითხვა დაახლოებით ასე ჭღერს:
- თუ ''ისინი მამას არ იცნობენ'', ''ეშმაკის შვილები არიან'' და ''ეშმაკის გულისთქმის შესრულება წადიათ''
ვის გულისთმას ასრულკებდნენ ძვ.აღთქმაში აღწერილ მოვლენებში
?

(როგორც წინა უსტარში ავღნიშნე, ძვ.აღთქმის წმინდანები გამოვყავი)

ციტატა
ჯობია წავიკითხოთ რომაელთა 11.
გთხოვ გაამახვილო ყურადღება თავებზე 5-6 და 17-21 და 23-24.
თუ რამეს ვერ გაიგებ,შევეცდები აგიხსნა შემდეგში.

კიდევ ერთხელ, ღმერთმა დამიფაროს სიამაყისა და ამპარტავნობისაგან.
ნამდვილად არ დავყურებ ზევიდან გზააცდენილთ და არც განვსჯი.
14: 4. ''შენ ვინა ხარ, რომ განსჯი სხვის მონას?
დგას თუ ეცემა, ეს მისი ბატონის საქმეა,
მაგრამ მაინც მოახერხებს ფეხზე დადგომას,
რადგანაც უფალს შეუძლია წამოაყენოს იგი. ''


+++++++++++++

რაც შეეხება რომაელთა 11ე თავს.
ერთი რამ მაინტერესებს (ძალიან მოკლედ):
- ''11:26 მთელი ისრაელი გადარჩება'' - რას?/ვის? გულისხმობს მოციქული აქ ისრაელად?


უფალო შეგვიწყალე!



--------------------
The God became the person, that the person became the god.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
loen
პოსტი Sep 27 2008, 08:02 AM
პოსტი #59


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 102
რეგისტრ.: 25-September 08
წევრი № 5,722



ციტატა(ზურა @ Sep 26 2008, 11:39 AM) *

აქა მშვიდობა,

უფალო შეგვიწყალე!
ნამდვილად არ განვკიცხავ და მითუმეტეს არც გავნსჯი ძმაო.
მე მხოლოდ მაინტერესესებდა მაცხოვარის ეს სიტყვები.
''თქვენი მამა არის ეშმაკი''[იოანე8:44]
რაზეც წმინდა იოანე ოქროპირმა შემდეგი რამ თქვა:
''იუდეველნი ამბობენ, რომ ღმერთს ეთაყვანებიან,
მაგრამ ეს ასე არ არის.
არც ერთი იუდეველი არ მიაგებს პატივს ღმერთს.
ვინ ამბობს ამას? ღვთის ძე.
ისინი არ იცნობენ მამას, ჯვართ აცვეს ძე, უარყვეს წმიდა სული.
თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი სალოცავები დემონების ბუდეა.''


აქ განსაკუთრებით დამაინტერესა წმინდა მამის ეს გამონათქვამი:
''Итак, если они не знают Отца'' - ''ისინი არ იცნობენ მამას''

(საკითხის სირთულის გამო) კითხვა დაახლოებით ასე ჭღერს:
- თუ ''ისინი მამას არ იცნობენ'', ''ეშმაკის შვილები არიან'' და ''ეშმაკის გულისთქმის შესრულება წადიათ''
ვის გულისთმას ასრულკებდნენ ძვ.აღთქმაში აღწერილ მოვლენებში
?

(როგორც წინა უსტარში ავღნიშნე, ძვ.აღთქმის წმინდანები გამოვყავი)


კიდევ ერთხელ, ღმერთმა დამიფაროს სიამაყისა და ამპარტავნობისაგან.
ნამდვილად არ დავყურებ ზევიდან გზააცდენილთ და არც განვსჯი.
14: 4. ''შენ ვინა ხარ, რომ განსჯი სხვის მონას?
დგას თუ ეცემა, ეს მისი ბატონის საქმეა,
მაგრამ მაინც მოახერხებს ფეხზე დადგომას,
რადგანაც უფალს შეუძლია წამოაყენოს იგი. ''


+++++++++++++

რაც შეეხება რომაელთა 11ე თავს.
ერთი რამ მაინტერესებს (ძალიან მოკლედ):
- ''11:26 მთელი ისრაელი გადარჩება'' - რას?/ვის? გულისხმობს მოციქული აქ ისრაელად?
უფალო შეგვიწყალე!




Zura ძმაო საწყენად არ მითქვამს,რაც გითხარი. უბრალოდ ხანდახან ადვილად ავყვებით ხოლმე სხვის აზრებს და არ ვამოწმებთ ბიბილიაში რა წერია ამ აზრის შესახებ (მეც მომსვლია ასე) და შეიძლება ვთქვათ ან გავაკეთოთ ისეთი რამ რაც ღმერთისთვის მიუღებელია ,არა და გვგონია რომ ვამბობთ და ვაკეთებთ ამას ღმერთის საამებლად.


შენს შეკითხვას რაც შეეხება:
მე ვფიქრობ პავლე გულისხმობს(რომაელთა 9:6-13) ისრაელს, ეს ისრაელი - ღმერთის რჩეული ერი გადარჩება. როგორ ან როდის არ ვიცი ,მაგრამ რაკი ბიბილიაში წერია მჯერა ,რომ ასე იქნება.
რატომ თავიდანვე არ მიიღო ქრისტე ისრაელმა(ნაწილმა),ამას პავლე განმარტავს იგივე თავში.
კერძოდ რომაელთა11:11 ასევე 12-14 და 28-32.
33 ში კი ვხედავთ რატომ ვერ გვესმის ბევრი რამ.

ეს მოკლედ.

ახლა თუ ნებას მომცემ ცოტას კიდევ დავამატებ.

32-ში რომ წერს, "ვინაიდან ყველანი ურჩობაში ჩაკეტა ღმერთმა,რათა ყველანი შეიწყალოს."

იმიტომ,ჩაკეტა ურჩობაში, რომ დასაკვეხი არავის ჰქონდეს ღმერთის წინაშე არც მათ და არც ჩვენ.არამედ მხოლოდ და მხოლოდ მისი წყალობით გადავრჩეთ. წყალობა კიდე რას ნიშნავს- ჩვენს სასჯელს,რაც გვეკუთვნის ჩვენი ცოდვებისათვის (სიკვდილი), ღმერთი გვიუქმებს იესო ქრისტეში.
ამიტო ჩვენც არა საქმეებით არამედ რწმენით გადავრჩებით.
ებრაელები ცდილობდნენ რჯულის საქმეებით გამართლებას და მაგიტომაც დაუბნელა ღმერთმა თვალები((დროებით )-"მანამდე ახლავს ნაწილობრივ სიბრმავე ისრაელს,ვიდრე მთელი წარმართობა (ე.ი. ჩვენ და ჩვენისთანები) არ მივა ღმერთთან". ) ,რომ როცა დრო მოვა, აუხილოს მათ თვალი და ისინიც რწმენით(და არა საქმეებით) გადარჩნენ.
რწმენაზე და საქმეებზეც მინდა ცოტა ვილაპარაკო(ისევ და ისევ ბიბილიიდან).
თვით ქრისტიანებშიც კი ბევრი ცდილობს საქმეებით გაიწმინდოს თავი და ღვთის მადლი "დაიმსახუროს".
არა და ღვთის მადლი ნიშნავს იმას,რომ ღმერთი გვაძლევს იმას , რასაც არ ვიმსახურებთ.
ე.ი. თუ ვიმსახურებთ მადლი აღარ არის. დამსახურებით კი სიკვდილის გარდა არაფერს ვიმსახურებთ ჩვენი ცოდვების გამო.მაშ ჩვენ რაღა დაგვრჩენია თუ არა, მივიღოთ ეს მადლი ღმერთისაგან,თავი დავიმდაბლოთ-ვაღიაროთ ,რომ არ შეგვიძლია ჩვენი ძალებით ჩვენი თავის გადარჩენა და მივიღოთ ქრისტე ჩვენს(არა ზოგადად,არამედ ჩვენს პირად) მხსნელათ და უფლად. (რომაელთა 6:23, 10:9).

საქმე კი ნაყოფი იქნება ჩვენი რწმენის. ე.ი. იქიდან გავიგებთ რომ რწმენა გვაქვს,რომ ჩვენს საქმეებს შეეტყობა.
ე.ი. რაც არუნდა ბევრი კარგი საქმე ვაკეთოთ, ჩვენ ხსნას ვერ დავიმსახურებთ ღმერთისგან,მაგრამ ღმერთი გვიხსნის უსასყიდლოდ რწმენით იესო ქრისტეში,რომ ვაკეთოთ იგივე კარგი საქმეები ახლა უკვე მის სადიდებლად და არა ჩვენს გადასარჩენად.(ეფესელთა 2:8-10 და რომაელთა 3:20 , 3:28)
ასე რომ: წყალობა - ღმერთი არ გვაძლევს იმას რასაც ვიმსახურებთ (არ გვსჯის სიკვდილით)
მადლი - ღმერთი გვაძლევს იმას რასაც არ ვიმსახურებთ (საუკუნო სიცოცხლეს რწმენით უფალ იესო ქრისტეში) მას დიდება იესო ქრისტეში უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

შენ და ჩვენ ყველას იესო ქრისტეს მადლი და მშვიდობა გვქონოდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

smile.gif


--------------------
"... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზურა
პოსტი Sep 29 2008, 02:43 PM
პოსტი #60


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 72
რეგისტრ.: 3-January 07
წევრი № 783



კაი გამარჯობა ძმაო ქრისტეში,

ციტატა(loen @ Sep 27 2008, 08:02 AM) *
მე ვფიქრობ პავლე გულისხმობს(რომაელთა 9:6-13) ისრაელს,
ეს ისრაელი - ღმერთის რჩეული ერი გადარჩება.

მეც მაგ აზრზე ვარ.
მხოლოდ დავკონკრეტდები (სხვებისათვისაც) განმარტება/სიტყვა - ''რჩეული ერი'':
- რადგანაც არა გენოტიპით ანუ ხორციელად განისაზღვრებიან ღვთის შვილები,
არამედ ''აღთქმის შვილები ითვლებიან თესლად'';
ვინმეს მიერ არ უნდა იქნას ეს განმარტებული,
როგორც ერთი კონკრეტული ეროვნების მატარებელი ერი.

++++++++++++++++++++


რაც შეეხება ქვევით მოყვანილ მოსაზრებებს, შენს მიერ ჩამოყალიბებულ მსჯელობის ირგვლივ:
- რადგანაც ეს საკმაოდ დიდი და რთული საკითხია - (სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიის ხედვაში სხვაობა)
და ეს თემაც სხვა რამეს ეხება;
თქვენი ნებართვით, აქ (ამ თემაში) მხოლოდ ამით შემოვიფარგლები.



ციტატა
ებრაელები ცდილობდნენ რჯულის საქმეებით გამართლებას და მაგიტომაც დაუბნელა ღმერთმა თვალები

მართალია.
რაც შეეხება ჩემს მიერ მონიშნულ ორ სიტყვას, (იმის დაკონკრეტებას თუ რა სახის საქმეებზეა საუბარი)
ამის საჭიროება დავინახე ქვევით გადმოცემული აზრის გაცნობისას.

ციტატა
რწმენაზე და საქმეებზეც მინდა ცოტა ვილაპარაკო(ისევ და ისევ ბიბილიიდან).

რწმენა გასაგებია,
აი, საქმეებს რაც შეეხება კი, დავკონკრეტდეთ;

ა) ე.წ. ''რჯულის საქმე'' ანუ საქმიანობა რომელიც ხმარდება რჯულის აღმსრულებლობას.
მაგ: მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი - ეკლესიაში სიარული, საიდუმლოებებში მონაწილეობა,
რიტუალები, მარხვა, ლოცვა, სანთელი... და ა.შ.
ბ) საქმეები რომელსაც მე ვაკეთებ ყოველდღიურობაში ანუ ცხოვრებაში.
აქვე ავღნიშნავ ჩემ შეხედულობას (გლეხურად):
- რადგანაც ყოველღიურობაში/ცხოვრებაში (ბ)-ს კეთებაში მე ვარ ავადმყოფი
ამიტომ მას ესაჭიროება მკურნალი (ა),
შესაბამისად მსურს შევასრულო ამ მკურნალის სამედიცინო დაწესებულების მითითებები/პროცედურები.
ანუ თუ ჩემთვის მთავარი ''ბ''-ა, მისთვის მთავარი ''ა''-არის.

მაგრამ ის, ვინც ფიქრობს რომ მთავარია ''ა'' ანუ მთავარია- დიდი და ბევრი სანთელი დაანთოს,
ბევრჯერ იაროს ეკლესიასი, ხშირად მიიღოს ეკლესიის საიდუმლოებებში მონაწილეობა, მარხვა ზუსტად იცვას და ა.შ. - ცდება.


ციტატა
თვით ქრისტიანებშიც კი ბევრი ცდილობს საქმეებით გაიწმინდოს თავი და ღვთის მადლი "დაიმსახუროს".

''მადლის დამსახურებაზე'' ვერაფერს ვიტყვი, სხვაზე კი:

- ''და როდესაც მოვა ძე კაცისა თავისი დიდებით და ყველა წმიდა ანგელოზი მასთან ერთად'' და როცა
'' შეიყრება მის წინაშე ყველა ხალხი და გაარჩევს მათ ერთმანეთისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ცხვრებს თხებისაგან'',
მსურს რომ მარჯვნივ დამაყენოს ცხვრებთან ერთად და მითხრას:
''რადგან მშიოდა და მომეცით საჭმელი; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ;
შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; სნეული ვიყავი და მომხედეთ; საპყრობილეში ვიყავი და მინახულეთ.
მაშინ მართალნი პასუხად ეტყვიან მას: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი და დაგაპურეთ?
ანდა მწყურვალი და გასვით შენ? როდის გიხილეთ შენ უცხოდ და შეგიწყნარეთ?
ანდა შიშველი და შეგმოსეთ შენ? როდის გიხილეთ შენ სნეული, ან საპყრობილეში, და გინახულეთ?
მიუგებს მეუფე და ეტყვის მათ: ჭეშმარიგად გეუბნებით თქვენ:
რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ. ''

ციტატა
არა და ღვთის მადლი ნიშნავს იმას,რომ ღმერთი გვაძლევს იმას , რასაც არ ვიმსახურებთ.
ე.ი. თუ ვიმსახურებთ მადლი აღარ არის. დამსახურებით კი სიკვდილის გარდა არაფერს ვიმსახურებთ ჩვენი ცოდვების გამო.მაშ

ამიტომ, უფალს ვთქვოვ არა სამართლიანობას, არამედ შემწყალებლობას.


ციტატა
საქმე კი ნაყოფი იქნება ჩვენი რწმენის. ე.ი. იქიდან გავიგებთ რომ რწმენა გვაქვს, რომ ჩვენს საქმეებს შეეტყობა
ე.ი. რაც არუნდა ბევრი კარგი საქმე ვაკეთოთ, ჩვენ ხსნას ვერ დავიმსახურებთ ღმერთისგან,
მაგრამ ღმერთი გვიხსნის უსასყიდლოდ რწმენით იესო ქრისტეში,
რომ ვაკეთოთ იგივე კარგი საქმეები ახლა უკვე მის სადიდებლად და არა ჩვენს გადასარჩენად.

''ე.ი'' - სამწუხაროდ დასკვნის არს ვერ ჩავწვდი.
ამიტომ მოკლედ ჩამოვაყალიბებ საკუთარ (მართლმადიდებლურ) ხედვას:


- საქმეებსა და რწმენის მნიშვნელობათა შორის ტოლობის ნიშანს ვსვავ,
რადგან როგორც (თუნდაც) ზევით აღნიშნა loen-მა: საქმეებს ეტყობა რომ ჭეშმარიტი რწმენა გვაქვს
ანუ ჩვენ რწმენის ჭეშმარიტობაზე მეტყველობენ ჩვენი საქმეები.
თორემ რა? განა ეშმაკებს არ წამთ რომ განკაცებული უფალი იესო ქრისტეა?
ანუ როგორც მოციქული ასე ნათლად გვასწავლის

ეპისტოლე იაკობისა, თავი მეორე

''რას გამოელის, ძმანო ჩემნო, ვინც ამბობს, რწმენა მაქვსო, მაგრამ არა აქვს საქმე?
შესძლებს კია ეს რწმენა, რომ იხსნას იგი?

თუკი ძმა ან და შიშველია და ლუკმა პური არ გააჩნია,
ხოლო რომელიმე თქვენგანი ეტყვის: მშვიდობით იარე, გათბი და გაძეხი,
მაგრამ იმას კა არ მისცემს, რაც ხორცს სჭირდება, რას გამოელის?

ასევე რწმენაც, საქმის გარეშე, თავისთავად მკვდარია.

მაგრამ მავანი იტყვის: „შენა გაქვს რწმენა, მე კი მაქვს საქმე“.
მიჩვენე შენი რწმენა საქმის გარეშე და მე ჩემს საქმეთაგან გიჩვენებ ჩემს რწმენას.

შენ გწამს, რომ ღმერთი ერთია? კეთილი და პატიოსანი. ეშმაკებსაც სწამთ და ძრწიან კიდეც.

შენ კი, ამაო კაცო, გნებავს იცოდე, რომ საქმის გარეშე რწმენა მკვდარია?

განა საქმით არ გამართლდა მამაჩვენი აბრაამი, როცა თავის ძეს ისააკს მსხვერპლად სწირავდა?

ხომ ხედავ, რომ რწმენა შეეწია მის საქმეს, საქმემ კი სრულყო რწმენა.

და აღსრულდა წერილი, რომელიც ამბობს: „ერწმუნა აბრაამი ღმერთს, რაც სიმართლედ შეერაცხა“ და ღვთის მეგობრად იწოდა იგი.

როგორც ხედავთ, კაცი საქმით მართლდება და არა მხოლოდ რწმენით.

განა საქმითვე არ გამართლდა მეძავი რახაბიც, როცა მიიღო მსტოვარი და სხვა გზით წარავლინა შინ?

26. ვინაიდან როგორც სხეული მკვდარია სულის გარეშე, ასევე რწმენაც მკვდარია საქმის გარეშე ''



უფალო შეგვიწყალე.


--------------------
The God became the person, that the person became the god.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th May 2024 - 03:32 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი