IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> ეკუმენიზმზე
ზებედე
პოსტი Nov 22 2006, 05:42 AM
პოსტი #1


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



დამლოცეთ მამაო...

რატომ უწოდებენ ეკუმენიზმს "ეკუმენიზმი ერესთა ერესი" გამოდის რომ იმ მართლმადიდებლური ეკლესიების სასულიერო პირები ვინც მონაწილეობენ ეკუმენისტურ საბჭოში ერეტიკოსები არიან, ასევე ჩვენი პატრიარქი მსოფლიო ეკლესიათა საბჭოს პრეზიდენტი იყო, მაგრამ ჩვენი ეკლესია არასოდეს ყოფილა ერესში (ღმერთმა დაგვიფაროს) თუმცა ვინც "ეკუმენისტი სასულიერო პირების" წინააღმდეგ გამოვიდნენ ისინი გახდნენ განხეთქილების მსხვერპლნი...
რას ნიშნავს "ერესთა-ერესი" და რატომ იღებენ მართლმადიდებლები ეკუმენიზმში მონაწილეობას თუ ის სჯულის კანონს ეწინააღმდეგება?


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დეკ. ანდრია
პოსტი Nov 24 2006, 05:45 PM
პოსტი #2


* * *
**

ჯგუფი: მოძღვარი
პოსტები: 500
რეგისტრ.: 20-October 06
მდებარ.: ზუგდიდ-ცაიშის ეპარქია
წევრი № 296



ეკუმენიზმე ბევრი დაიწერა და ითქვა. როცა საუბარია მის პრობლემურობაზე, იგულისხმება ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს (ემს) მოღვაწეობა და მასში მართლმადიდებელთა მონაწილეობა. ზოგიერთი მას მართლაც უწოდებს ერესთა ერესს, მრავალი კი სულ სხვა წარმოდგენისაა მასზე. ფორუმის თემის ფორმატში ამ პრობლემის დაწვრილებით განხილვა შეუძლებელია. მხოლოდ ზოგადად შევეხები.

ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს შექმნის იედეა ეკუთვნით პროტესტანტებს. მართლმადიდებელთა გაწევრიანება მასში მოგვიანებით მოხდა. ეს ორგანიზაცია შექმნისთანავე ატარებდა ეკლესიოლოგიურ ხასიათს. მისი მიზანი იყო არა უბრალოდ დიალოგი კონფესიებს შორის, არამედ ურთიერთდაახლოება შემდგომი გაერთიანებისათვის. ემს–ში მრავალი ერეტიკული სწავლების მქონე სექტაა გაერთიანებული, რის გამოც შეიძლებოდა მისთვის ერეტიკოსთა კრებული გვეწოდებინა, რომ არა ერთი გარემოება: მის წიაღში შეიქმნა ახალი ერესი – ე.წ. განშტოებათა თეორია. ამ სწავლების თანახმად ცალკეული კონფესიები წარმოადგენენ ერთი ჭეშმარიტი ეკლესიის განშტოებებს, მსგავასად იმისა, როგორც ხის ტოტები ეკუთვნიან ხეს. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ სულიწმიდის მადლი მოქმედებს ყველა ქრისტეანულ მიმდინარეობაში და შესაბამისად ერთმანეთის საიდუმლოებებში მონაწილეობა სულაც არ არის ცოდვა. ყოველივე ეს ლამაზ ფრაზებში შეფუთული მიეწოდება საზოგადოებას. სწორედ ერეტიკოსთა ამ ახალი ერესის გამო უწოდებენ ეკუმენისტურ იდეას ერესთა ერესს. სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ ჩვენი ეკლესიის ემს–დან გამოსვლის ერთ–ერთ მიზეზად იყო ნახსენები მის (ემს–ის) მიერ ეკლესიოლოგიური ხასიათის მიღება.

საუბარი უცხო სარწმუნოების წარმომადგენლებთან ეკლესიის სოციალური მსახურების უკეთ წარმართვაზე არ არის პრობლემური საკითხი. მაგრამ როცა დიალოგების მთავარი მამოძრავებელი იმპულსი არის არამართლმადიდებლურ საფუძველზე გაერთიანება, ემს–ში წევრობა ვერ იქნება ჩვენთვის მეორეხარისხოვანი საკითხი. მრავალი საერო თუ სასულიერო პირი ამტკიცებს, რომ ეკუმენიზმი ჩვენთვის არის ქადაგების საშუალება. მაგრამ მართლმადიდებელთა ხმა ემს–ში ძალიან უსუსურია მწვალებლურ შეხედულებებთან შედარებით, და არც იმისათვის მოუწვევივართ მწვალებლებს, რომ ჩვენგანგან გაეგოთ სიტყვა ჭეშმარიტებაზე. ამდენი წლის განმავლობაში არცერთი კონფესიის ან კონკრეტული ერეტიკოსის შეხედულება იოტისოდენადაც არ დაახლოებია მართლმადიდებლობას. სამაგიეროდ არის უამრავი მაგალითი ერთობლივი ლოცვისა არა მხოლოდ ქრისტეანული მიმდევრობის წარმომადგენელთა, არამედ აშკარა ოკულტური სწავლებების მიმდევრებთან. სამწუხაროდ არაერთი მართლმადიდებელი იერარქი გაისვარა ამ სიბილწეში.

რა მოგვცა ჩვენ ემს–ში მონაწილეობამ მართლმადიდებლობის ქადაგების და განმტკიცების მხრივ? არაფერი. ყოველშემთხვევაში დოკუმენტალურად არაფერი მსგავსი არ დაფიქსირებულა. მაშ რა აზრი აქვს ჩვენს მონაწილეობას კრებულში, რომლის მთავარი ორიენტირი არის ახალი ზეერესის შექმნა, რომელშიც მართლმადიდებელთა ხმას არ აქვს წონა ჩვენი პროცენტული სიმცირის გამო, რომელიც არაერთი იერარქის სულიერი წარწყმედის ადგილად იქცა?

მოხდა ისე, რომ ზოგიერთი რადიკალისათვის ეკუმენიზმში ჩვენი ეკლესიის მონაწილეობა გახდა საბაბი განხეთქილებისა. საბაბი, და არა მიზეზი. ის, რასაც უარყოფს სქიზმატი ყოველთვის როდია ჭეშმარიტება. როცა სქიზმატებმა დაიწყეს იერარქიის განკითხვა ემს–ში მონაწილეობის გამო, მრავალმა მიიღო ეს როგორც ნიშანი იმისა, რომ უნდა ემართლებინა ეკუმენიზმი თითქოსდა იერარქიის და ეკლესიის დაცვის მიზნით. ეს კიდევ ერთი მანქანებაა ბოროტისა. ძაღლების მიერ დევნილი ნადირიც ფიქრობს, რომ გაურბის საფრთხეს, მაგრამ ჩასაფრებული მონადირეს სამიზნეზე ჯდება. მსგავსად მოუვიდა მრავალ მორწმუნეს, რომელმაც სქიზმატებთან დასაპირისპირებლად ეკუმენიზმის გამართლება იწყო.

მწვალებელთან დიალოგი ჯერ კიდევ არ ნიშნავს მწვალებლობას. ჩვენი სასულიერო პირები, როგორც წესი არ იღებდნენ მონაწილეობას ერთობლივ მსახურებებში, რაც მართლაც იქნებობა დანაშაული სჯულისკანონის თვალსაზრისით. არც ეკუმენისტური სწავლება შემოუტანია ვინმეს ჩვენს ეკლესიაში, როგორც ჭეშმარიტების გამოვლინება. ამიტომ ლაპარაკი იმაზე, რომ ემს–ში მონაწილე იერარქი უკვე მწვალებელია, მხოლოდ სქიზმატთა ხრიკია. მეტსაც ვიტყვი: განდგომილთა მიერ ემს–ში მონაწილეობის გამო იერარქთა გინება უფრო გახდა მრევლის ნაწილის მიერ ეკუმენიზმის მიღების და გამართლების საბაბი.

ეუმენიზმის პრობლემას ამწვავებს ისიც, რომ ოფიციალურ საეკლესიო პრესაში თითქმის არაფერი იწერება ემს–ის მოღვაწეობაზე; დოკუმენტების გამოქვეყნება ხდება მხოლოდ მაშინ, როცა მათ ირგვლივ ძლიერი აჟიოტაჟი იწყება. მსგავსი მოვლენები რადიკალთა მიერ სპეკულაციების საგანი ხდება.

ბოლო წლებში ასპარეზზე გამოჩნდა ახალი ეკუმენისტური კრებული – "რელიგიათა გაერთიანებული ორგანიზაცია", რომელიც ჯერ–ჯერობით არ არის აქტიური და მასზე ლაპარაკი ნაადრევია, თუმცა მისი არსი ბევრად უფრო საშინელია, ვიდრე ემს–ის იდეა. (იხ. http://www.missionary.hramvidnoe.ru/htmls/...cumenizm_2.htm)

ამ თემაზე ბევრი რამ შეიძლება მოვიძიოთ ინტერნეტში. სამწუხაროდ თითქმის არაფერია ქართულად. ქვემოთ მხოლოდ სამიოდე წყაროს მოვიყვან:
http://www.radonezh.ru/audioarhiv01/osipov/statyi/?ID=3356 – ეს არის საზოგადოება "რადონეჟის" გვერდი.
http://www.christian-spirit.ru/v19/19.(8).htm
და კიდევ – http://www.orthodoxia.org/rus/pt/8/ ან http://www.portal-credo.ru/site/index.php?act=lib&id=261 – ღირსი მამა იუსტინე (პოპოვიჩის) წიგნი "Православная Церковь и экуменизм".


--------------------
პირადი შეტყობინებები უმჯობესია გამოაგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: dek.andria.kem@gmail.com
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 10:03 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი