IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> სასულიერო პირების დაკავება ათონზე
ზებედე
პოსტი Jan 31 2007, 12:50 AM
პოსტი #1


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ათონზე ესფიგმენის სავანის ორი ბერი ქონების განიავებისათვის დააპატიმრეს



ათონის პოლიციამ მონასტრის ქონების უკანონოდ განიავების ბრალდებით საძმოს ორი წევრი დააპატიმრა.

ბერებს ბრალი ედებათ მონასტრის საკუთრებაში არსებული რამდენიმე ობიექტის გაყიდვაში, მათ შორის მიწის ნაკვეთისა, რომლის საერთო ღირებულება 15 ათასად ევროდაა შეფასებული, - იუწყება "Интерфакс-религия" ბერძნულ გაზეთ "კატიმერინი"-ზე დაყრდნობით.

ესფიგმენიის მონასტერი 40 წელზე მეტია ოპოზიციაშია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან, რომელსაც მოდერნიზმსა და ჭეშმარიტი მართლმადიდებლობიდან გადახრაში ადანაშაულებს. 1964 წელს, პატრიარქ ათინაგორას რომის პაპ პავლე VI-თან შეხვედრის შემდეგ, სავანის საძმომ გაწყვიტა კანონიკური ურთიერთობა კონსტანტინოპოლთან.

ბოლო წლების განმავლობაში კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ და სავანის საძმომ არაერთხელ გადადგეს ნაბიჯი შერიგებისაკენ, რომელიც შეჯახებებითა და კონფლიქტებით დაუბრუნდათ უკან.

პატრიარქ ბართოლომეოსის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ბოლო შეჯახება მოხდა ათონში 2006 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში. ესფიგმენის საძმოსა და მონასტრის ახლად ჩამოყალიბებული “ალტერნატიული” სამრევლოს (რომელსაც პრეტენზია გააჩნია სავანის წარმომადგენლობაზე ათონის ადმინისტრაციულ დედაქალაქად წოდებულ კარიასზე) შორის ჩხუბის შედეგად ესფიგმენიის სავანის შვიდი ბერი საავადმყოფოში მოათავსეს.



--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 12:33 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი