IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

18 გვერდი V « < 15 16 17 18 >  
Reply to this topicStart new topic
> თამარს ვაქებდეთ მეფესა..., „გარნა ლომი ბრჭყალთან საცნაურ არს და თამარ საქმეთაგან.“
marine
პოსტი Jun 30 2022, 12:45 PM
პოსტი #321


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თამარის ისტორიკოსის მიხედვით, გიორგი III-ს ხარჭები ჰყოლია. სწორედ ამ "ხარჭთაგანის ნაშობი", თამარის ნახევარ-და მიათხოვეს სალდუხისძის ძეს მუტაფრადინს. ისტორიკოსის თხრობის კილოს ეტყობა, რომ ხარჭის ნაშობი უფლისწულად არ ითვლებოდა და ღირსებით მეფის კანონიერ შვილზე დაბლა იდგა. იგი იყო "რეცა სახელდებული შვილად მეფისა", თუმცა იმხელა ღირსება კი ჰქონდა, რომ "გარდაიხადეს ქორწილი სახლოვანი. შემოსასა თანა მრავალ-მრავალსა უბოძნეს ცხენნი და აკაზმულობანი სხუათა საქონელთა და სიმდიდრეთა თანა და ლართა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, „ქალები შუა საუკუნეების საქართველოში“, გვ.337/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 30 2022, 01:04 PM
პოსტი #322


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აღსანიშნავია, რომ მემატიანეები თამარ მეფის პირველ ქმართან განშორების მიზეზად ამ უკანასკნელის სოდომურ ცოდვაში მხილებას ასახელებენ. ამ შემთხვევაში ჩვენთვის საინტერესოა არა ის, თუ რამდენად სწორია ეს ცნობა, არამედ ფაქტი, რომ სოდომური ცოდვა შეიძლებოდა განქორწინების მიზეზი გამხდარიყო. მემატიანე ამბობს, რომ თამარ მეფე ორ წელიწადზე მეტ ხანს ითმენდა ქმრის ისეთ უწესობას, რომელიც არის "უცხო რამე და უმსგავსო საქმე, შეუმსგავსებელი და დაუჯერებელი კაცთა გონებისაგან". ისტორიკოსის სიტყვით თამარის პირველმა ქმარმა "ძლეული და ტაძარ-ქმნილი შვიდთა სულთა უბოროტესთა პირველისათა, სოდომურიცა მოიპოვა ქცევა დაქცევითა დაქცეულმან და წარწყმედითა წარწყმედულმან".

შემდეგ მემატიანე მოგვითხრობს, რომ ვეზირებმა და დიდებულებმა, რომლებმაც ეს ამბავი გაიგეს, აღშფოთებულებმა ერთხმად აღიარეს, რომ საჭიროა ამ ძველი მტრის - სოდომური ცოდვის აღმოკვეთაო. ეს ისეთი ცოდვაა, ამბობს ისტორიკოსი, "რომელმან მოაკულევინა ძმასა ძმა და მამასა შვილი".

სოდომური ცოდვისათვის, როგორც ამ ძეგლიდან ჩანს, სასჯელის უმაღლესი ზომა - სიკდილით დასჯა იყო დაწესებული. ქართველ მემატიანეს აღნიშნული აქვს, რომ თამარმა თავისი პირველი ქმარი ექსორიად ჰყო "აურაცხელითა ლარითა, სიმდიდრითა და საჭურჭლითა, ვინათგან რომელი სიკუდილსა ემართლებოდა და არავის მისცა სასიკუდინოდ".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, „ქალები შუა საუკუნეების საქართველოში“, გვ.333/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 17 2022, 09:47 PM
პოსტი #323


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ქისტები ადრიდან ქრისტიანები იყვნენ და ქართველებთან ძმობა ჰქონდათ, მაგრამ დაახლოებით მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეებში რწმენა შეიცვალეს და ამან მათი ურთიერთობა გაამწვავა ქრისტიანებთან. მათ კოშკებზე კი ახლაც ნახავთ ჯვრებს და მითხოს ხეობაში თამარ მეფის დროინდელ ეკლესიას, რომლის კედლებიც ვაზის რტოებითაა მოჩუქურთმებული"

/გოდერძი ჩოხელი, "ჩემი წიგნი", მოთხრობა "გაცოცხლებული მიცვალებული", გვ. 125/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 17 2022, 01:40 PM
პოსტი #324


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დამახასიათებელია კარის ისტორიკოსის სიტყვები: "მოთხრობად შეუძლებელ არს, თუ ვითარ ბედნიერებასა, სუიანობასა და დღე კეთილობასა" განიცდიდა საქართველო თამარ მეფის დროს".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული მედიცინის ისტორია", გვ. 117/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 7 2022, 09:15 PM
პოსტი #325


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სახელწოდება დედოფლისწყარო ისტორიულ წყაროებში XI ს-დან გვხვდება. ლეგენდა კი მის წარმომავლობას თამარ მეფის სახელს უკავშირებს. ხორნაბუჯის ციხეში მყოფ ქართველთა დედოფალს მოლაშქრეებმა მთის წვერიდან მორაკრაკე წყაროს წყალი მიართვეს. დედოფალს ოქროს თასით შეუსვამს წყალი და იმდენად მოსწონებია, წყლის ციხემდე მოყვანა განუზრახავს. თიხის მილებით მიუყვანიათ ციხემდე წყალი და დედოფლის წყარო უწოდებიათ"

/"კარიბჭე" N10, 2022, გვ.43/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 3 2022, 09:12 PM
პოსტი #326


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბრძენი მეფეთა შორის და მეფე ბრძენთა შორის

ეს მეფე თამარი იყო. ასე უწოდეს მას"

/"სულიერი ყვავილნარი"/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 4 2022, 09:39 PM
პოსტი #327


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბრძოლების წინ ლოცვაში ატარებდა მეფე დღეებს და ღამეებს თვითონაც და მთელი ქვეყანაც. ევედრებოდნენ უფალს შემწეობას და ისიც არ იშურებდა - როგორც ყოველთვის, უხვად ასაჩუქრებდა რწმენით და სიყვარულით მთხოვნელს. და იზრდებოდა და ძლიერდებოდა ქვეყანა. მარცხდებოდა მტერი.

"გარეთ რომ მტრებს ზარსა სცემდა, შინ, თავისიანებს მადლიანი დედოფალი თავს ევლებოდა, დიდსა და პატარას ყოველი საშუალებით, ყოველგვარი ღონისძიებით და ხელშეწყობით ეზიდებოდა ქონებრივი, გონებრივი და ზნეობრივი წინსვლა-განვითარება-აყვავებისკენ", - ამბობს ეპისკოპოსი ლეონიდე"

/"სულიერი ყვავილნარი"/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 7 2022, 08:29 PM
პოსტი #328


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



თამარ მეფის ორდენი (XX საუკუნის I ნახევარი)

"მართალია ქართული სახელმწიფო ჯილდოების დაწესების პირველი პროექტი - კონცეფცია ჯერ კიდევ 1799 წელს შეადგინა უფლისწულმა იოანე ბაგრატიონმა (1768-1830), რასაც მოჰყვა ალექსანდრე ორბელიანის (1802-1869) მიერ 1832 წელს შექმნილი პროექტი, მაგრამ ამის მიუხედავად, პირველი ქართული ორდენი მხოლოდ I მსოფლიო ომის დროს შექიმნა. ეს იყო ორდენი თამარ მეფის გამოსახულებით, რომლის დაწესებისა და არსებობის ისტორიაც მჭიდროდ არის დაკავშირებული I მსოფლიო ომში გერმანიის მხარეზე მებრძოლი საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტისა და ქართული ლეგიონის ისტორიასთან, ხოლო მისი აღდგენა II მსოფლიო ომის დროს, ასევე გერმანიის მხარეზე მებრძოლი ქართული ლეგიონის ისტორიასთან.

ცნობილია თამარის I, II და III ხარისხის ორდენები. სამივეზე, რვაქიმიანი ვერცხლის ვარსკვლავის ცენტში, მოთავსებულია მედალიონი, რომლის ცისფერი ან ლურჯი მინანქრის ფონზეც გამოსახულია თამარ მეფის მოოქრული ვერცხლის რელიეფური პორტრეტი, გადმოღებული ბეთანიის მონასტრის ფრესკიდან. მედალიონის ირგვლივ ოქროთი მოვარაყებული ზედწერილია: "ქართული ლეგიონი 1915".

I ხარისხის ორდენის დიამტრი 95, ხოლო ცენტრის მედალიონის ზომა - 27 მმ. მედალიონს გარს აკრავს წვრილი ბრილიანტების ორი წყება; II ხარისხის ორდენის დიამეტრი 78 მმ. მის მედალიონს, რომელიც ჰგავს I ხარისხის ორდენისას, გარს აკრავს წვრილი ბრილიანტების მხოლოდ ერთი წყება; III ხარისხის ორდენის დიამეტრი 71-64 მმ. იგი I და II ხარისხის ორდენებზე მომცროა, მისი მედალიონიც არაფრით განსხვავდება I და II ხარისხის ორდენთა მედალიონებისგან, თუმცა მას არ აკრავს ბრილიანტების წყება და ვარსკვლავის სხივებიც გლუვი ვერცხლით აქვს დათრთვილული. აქვე უნდა ითქვას, რომ თამარის III ხარისხის ორდენი მეტწილად ბრინჯაოსგან მზადდებოდა, ხოლო ვერცხლს ამ ჯილდოსთვის მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში იყენებდნენ.

თამარ მეფის სამივე ხარისხის ორდენი დაცულია აშშ-ს ნუმიზმატიკური საზოგადოების კოლექციაში. თამარ მეფის ერთი ორდენი ინახება ერმიტაჟის ფონდსაცავში.

თამარ მეფის ორდენს ჰქონდა თავისი შინდისფერი საორდენო ბაფთაც, თეთრი და შავი ვერტიკალური ზოლებით.

აშშ-ის ნუმიზმატიკური საზოგადოების კოლექციაში დაცული თამარის I და II ხარისხის ორდენები დამზადებულია გერმანიაში, რასაც ადასტურებს მათ ზურგზე ამოტვიფრული წარწერა - Berlin. III ხარისხის ზოგიერთ ორდენს ასეთი წარწერა არ აქვს, რის გამოც მათი დამზადების ადგილი უცნობია.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნუმიზმატიკის განყოფილებაში დაცულია ემიგრანტ შალვა ქარუმიძის კუთვნილი თამარ მეფის III ხარისხის ორდენი. იგი 1969 წლის 15 მარტს შეუწირავს მუზეუმისთვის თინათინ შალვას ასუ ქარუმიძეს.

ამ ორდენის დიამეტრისა და ცენტრის მედალიონის ზომები განსხვავდება დ. ლენგის მიერ აღწერილი თამარის იმავე ხარისხის ორდენისა და მისი მედალიონის ზომებისგან, რაც გვაფიქრებინებს, რომ ეს საორდენო ნიშნები სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას უნდა იყოს დამზადებული.

თამარ მეფის ორდენების პირველი პარტია დაამზადეს ბერლინში მდებარე ფირმებმა: "პაულ კუსტმა" და "იოგენ გოდემ". მოგვიანებით კი - "პაულ მეიბაუერმა" და სხვებმა. ეს ჯილდოები შემდგომ პარიზსა და ბრიუსელშიც დამზადდა. ამან თავისთავად წარმოშვა განსხვავებანი ხსენებული წარჩინების ნიშნის საორდენო ტიპებს შორის.

საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო საისტორიო არქივში დაცულია დოკუმენტი თამარის ორდენის მინიჭების წესისა და მისი ორი ხარისხის არსებობის შესახებ. ეს საბუთი გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ თავდაპირველად არსებობდა თამარ მეფის მხოლოდ I და II ხარისხის ორდენები, ხოლო III ხარისხის მათ მოგვიანებით შეემატა.

დოკუმენტში ორდენი მოიხსნიება, როგორც "ქართული ლეგიონის სამახსოვრო ნიშანი". ეს ფაქტი იმით აიხსნება, რომ თამარ მეფის ორდენის თავდაპირველი სახელი იყო "ქართული ლეგიონის სამახსოვრო ნიშანი". თუმცა, არაოფიციალურად, ამ ჯიილდოს დაწესების დღიდანვე თამარ მეფის ორდენად მოიხსენიებდნენ თამარის ორდენის შესახებ ცნობები გვხვდება უცხოელი ფალერისტების ნაშრომები. ასეთთა შორისაა: ჯ. რისკის სტატია "საქართველო: წმინდა თამარის ორდენი", ი. სპასკის ნაშორმი "უცხოური და რუსული ორდენები 1917 წლამდე", ი. ვსევოლოდოვის გამოკვლევა "საუბრები ფალერისტიკის შესახებ" და სხვ.

"თამარ დედოფლის ორდენს" პირველ ქართულ ჯილდოდ იხსენიებდა ჩეხი ფალერისტი ვაცლავ მერიჩკა.

ივან სპასკი თამარის ორდენს გარეგნულად პრუსიულ ჯილდოს - წითელი არწივის ორდენის ვარსკვლავს ადარებდა"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული გერბები, დროშები და ჯილდოები", გვ. 242/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 25 2022, 07:50 PM
პოსტი #329


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თამარ მეფე ვისაც ნანახი არ ჰყავდა, ერთი მისი თანამედროვის თქმით, დაბადებიდან ბრმად უნდა ჩათვლილიყო...

წყაროთა თანახმად, თამარს ლურჯი თვალების ჰქონდა, იყო "გრემანთუალითა", საბას დროს გრემანს ასეთი მნიშვნელობა ჰქონდა - "[თუალნი] არც შავნი და ცხოვართა ფერი". მაგრამ XII-XIII საუკუნეებში ის აღნიშნავდა "თუალსა ზღუებრ ლურჯსა". ალბათ ამიტომ წერს თამარის მეორე ისტორიკოსიც, რომ დედოფალს ჰქონდა "თუალნი ტბათაებრ მზისა შემცხრომელნი".

ის არცთუ ისე მაღალი ტანისა ყოფილა ("ტანი ზომიერი"), ჰქონია თეთრი პირისახე, მაგრამ ღაწვები ვარდისფრად შეფაკლული ("ღაწუთავარდებრივ ფეროვნება", "ღაწუნივარდოვანნი"), იმავეს წერს ჩახრუხაძეც ("ღაწვმწყაზარი"), თითქოს მორცხვი გამოხედვა ჰქონდა, თუმცა მხიარული პირისახე აღბეჭდილი იყო სილაღით (იმავეს წერს ჩახრუხაძე - "მზე მცინარი, საჩინარი"), მაგრამ მეფე ურყევი გადაწყვეტილებები და მწყობრი საუბარი სჩვეოდა ("ზრახვისა უჩუკნობა და სიტყვისა სინარნარე", დაახლოებით ამავეს წერს ჩახრუხაძეც), ეს სიმტკიცე გააფრთებადაც შეიძლება ქცეულიყო და "მოეწვა და მოეოხრებინა ურჩნი მეფობისა მისისა" საკუთრივ საქართველოშიც, როგორც ეს ფხოვში გააკეთა, რის გამოც ბოლო დრომდე ფხოვურ/ხევსურულ გადმოცემებში თამარი ლამის ეშმაკეულ, ავ დედაკაცად მიიჩნეოდა".

/ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი", N3, 2022, გვ.38/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 25 2022, 08:09 PM
პოსტი #330


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მეფექალისვე თანამედროვეებს მისი მომთენთავი სინაზის წინაშე მუხლები ეკვეთებოდათ, უმშვენიერესი დედოფალი იყო "მგუემელ კდემითა", მისი ნაკვთებისა და მანერების სინატიფე ორლესული მახვილივით წამახული იყოო".

/ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი", N3, 2022, გვ.38/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 27 2022, 10:14 PM
პოსტი #331


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თამარზე შეყვარებულმა შარვანშამ ლომის ბოკვერი გამოგზავნა. პატარა ბოკვერი დედოფლის კათაში გაიზარდა... დღესაც ბევრს ჰყავს მოშინაურებული ლომი, საერთოდ ისინი პატრონისადმი დიდი სიყვარულით გამოირჩევიან ხოლმე.

წყაროების გადმოცემით, ბოკვერი გაზრდის შემდეგ ისეთი თავზარდამცემი გახდა, რომ "შესახედადაც ზარია", დედოფალს ფესუედს (ფესვედი - ქალის გრძელი სამოსელი) ულოკავდა და როდესაც ჯაჭვით უკან გაზიდავდნენ, შემზარავად ღრიალებდა. თანამედროვეები ამ შთამბეჭდავ სანახაობაში მრავლისმეტყველ სახეს ხედავდნენ იმისას, თუ როგორ დნებოდა დედოფლის წინაშე უძრავი გულიც. იდრიკებოდა ამპარტავანი ქედი და მგლის მუხლიც იჩოქებდა.

თამარის ოთხი ფრესკული გამოსახულებიდან პორტრეტული არც ერთი არ არის, ქალის აქ გამოსახული სახე - პირმრგვალი, წარბებგადაბმული, პატარა ტუჩებით, ერთგვარი კლიშეა შუა საუკუნეების აღმოსავლელი ლამაზი ქალისა და მისი სხვადასხვა ვარიაციის ნახვა უამრავ ძველ ქართულ ხელნაწერშია შესაძლებელი"

/ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი", N3, 2022, გვ.39/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 28 2022, 12:25 PM
პოსტი #332


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თამარის სახარების მინაწერიდან ირკვევა, რომ დედოფლის კარის ეკლესიაში საბაწმინდის შავმთური ტიპიკონით ხელმძღვანელობდნენ".

"სპარსელი გეოგრაფის, ჰამდალლაჰ ყაზვინის ცნობით ირკვევა, რომ აბხაზის (საქართველოს) მეფის შემოსავალი მინიმუმ ორჯერ მეტი იყო თანადროული ინგლისისა და საფრანგეთის მეფის შემოსავალზე".

"როდესაც მუსლიმი მმართველი ამირ მირმანი საქართველოში ჩამოვიდა და თამარის შვიდივე სამეფოს "აბჯარკეთილი ლაშქარი", შემდეგ კი თავად დედოფალი იხილა ღვთაებრივ დიდებაში, დაზაფრულმა და დაბნედილმა ამოილუღლულა, რომ "აბხაზისა და თბილისის ფადაშაჰ" თამარის სწორი არც ძველ და არც ახალ წიგნებში არავინ ეწერა"


/ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი", N3, 2022, გვ.40-41/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 12 2023, 09:55 PM
პოსტი #333


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"1202 წელს, ბასიანის ბრძოლაში რუმის სულთან რუქნ ად-დინ სულეიმან-შაჰის დამარცხების შემდეგ, ქართველი მეომრები როდესაც "შემოიქცეს და დადგეს კარავთა შინ მათთა. ვითარ რიყე იდვა მუზარადი შაქრისა. და იყო იგი ადგილი წყაროთა სავსე; მოვიდის კაცი და მუზარადისა სადები ამოჰფრიწის, და შაქრითა გატენის, და წყლითა აღავსის, და სუმიდის". როგორც ვხედავთ, თამარის მეომრებს ალაფის სახით შაქარყინულის გორები ჩაუგდიათ ხელთ - "იდვა მუზარადი შაქრისა". ქართველებმა მუზარადებში ჩაფენილი ქსოვილი ამოფხრიწეს, შაქრითა და წყლით აავსეს და სმა დაიწყეს. ბრძოლისგან დაღლილებს, როგორც ჩანს, მეტად ეამათ ასეთი ტკბილი სასმელი. მთავარი მაინც ის არის, რომ ამ მოვლენის შესახებ, როგორც ჩანს, სამეფო კარზე შემდეგ საგანგებოდ ჰყვებოდნენ, საიდანაც მოხვდა კიდეც მემატიანის ფურცლებზე"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული გასტრონომიის ისტორია", გვ.114/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jan 13 2023, 02:39 PM
პოსტი #334


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თამარის ეპოქაში ქართველები სკამებზე ისხდნენ, რომლებიც, თავისი მოყვანილობიდან გამომდინარე, სხვადასხვაგვარად იხსნიებოდა. "ისტორიანი და აზმანი" ერთგან ახსენებს: "საყდრები და ტახტები და სკამები". თითოეული მათგანი ძვირფასი თვლებით იყო მორთულ-მოკაზმული. თამარის ხელის სათხოვნელად ჩამოსული არზრუმელი უფლისწული მეტაფრადინი "დასუა პატივითა ტახტსა თანა სელითა"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული გასტრონომიის ისტორია", გვ.304/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 24 2023, 08:45 PM
პოსტი #335


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სამშობლოს ცაზე თამარის მზე ამობრწყინდება!"

/ვალერიან წიკლაური, "წინ, წარსულისაკენ!" გვ.108/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 6 2023, 07:55 PM
პოსტი #336


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"XIII საუკუნის დომინიკანელ ბერს - ფრა თომას კანტიმპრესს, რომელიც იერუსალიმისადმი თამარის განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე საუბრისას, აცხადებს, რომ "მებრძოლ ქალთა უმამაცესი მოდგმის" ამ დედოფალმა, "მიანიჭა თავის თავს ტიტული ტამპლიერისა და უფლის საფლაველისა".

რა თქმა უნდა, ამ ცნობის პირდაპირ გაგება მისი ვულგარიზება და სამეცნიერო ღირებულებების შებღალვა იქნება. ცხადია შეუძლებელია, თამარი ტამპლიერთა ორდენში გაწევრიანებულიყო, მაგრამ მეორე მხრივ, ტამპლიერთა ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია წმინდა მიწისა და მისი ქრისტიანების დაცვა იყო და ფართო მნიშვნელობით, ტამპლიერებად შეიძლება მიჩნეულიყვნენ წმინდა მიწის გავლენიანი ქრისტიანი მფარველებიც. ამ აზრით კი თამარი მართლაც უპირველესი ტამპლიერი იყო. საინტერესოა ფრა თომასის მითითება, რომ თამარი ამავე დროს იყო "უფლის საფლაველიც". ამ ყველაზე საპატიო ქრისტიანული ტიტულის მფლობელები კი ხშირად სწორედ უფლის საფლავთან იკრძალებოდნენ. ჩანს, სწორედ ამ გარემოებას ეხმაურება ფრანგი რაინდის, ჟილბერ დე ბუას ნახევრად ლეგენდარული ცნობა თამარის უფლის საფლავთან დაკრძალვის გეგმის შესახებ"

/"ისტორიანი" N5, 2022, გვ.24/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 17 2023, 09:59 PM
პოსტი #337


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"1202 წლის 27 ივილსს ბასიანის სახელოვანი ომი გადაიხადა მეფემ. თამარმა ჯერ ვარძიის ღვთისმშობელს შეავედრა საქართველოს მფარველობა, შემდეგ ბასიანისკენ მიმავალ ლაშქარს ფეხშიშველი წარუძღვა წინ. როცა დაბანაკდნენ შემაღლებულ ადგილზე, განამრტოვდა და მუხლებზე დამხობილი დიდხანს ტიროდა წინაშე ღმრთისა. როდესაც აბრძანდა, ის ადგილი ცრემლით იყო დალტობილი"

/ნინო ტარყაშვილი, "საქართველოს წმინდა მეფენი", გვ.42/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 20 2023, 07:49 PM
პოსტი #338


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თამარ ქალო, ქვეყნის თვალოო", ასე უმღერენ მას დღესაც კახელი ვაჟკაცები. "ყველაზე კარგო თამარ დედოფალო (ჩიდმან ჩენე თაიამარაი) ესიყვარულებიან სვანები თამარ შვიდმნათობერს, საინტერესოა, რომ ხევსურებს, თამარის სახელზე ჰყავდათ ცხვრის ფარა, რომელსაც თამარის ცხვარს ეძახდნენ. მის სალოცავთან ახლოს საგანგებო ნიში იდგა. იქ კლავდნენ ბატკანს და თამარს შესთხოვდნენ, ცხვარი გამიმრავლე, დავლათს ნუ მომაკლებო. მთიულები კი თამარს პირიმზეს ეძახდნენ და მის მადლზე ლოცულობდნენ"

/ნინო ტარყაშვილი, "საქართველოს წმინდა მეფენი", გვ.45/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 26 2023, 03:52 PM
პოსტი #339


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მესხეთ-ჯავახეთში მოგზაურობისას აქაურებმა ერთი ლეგენდა მიამბეს: მომავალი დედოფალი ბიძასთან ერთად ასპინძა-ახალციხის მხარეს სწვევია. დამხვდურებს ცხენი ჩამოურთმევიათ და ძველი თოკით საბძელზე მიუბამთ. აუწყვეტია ცხენს ძველი თოკი, გაქცეულა და ერთ ალაგას იდუმალად დამალულა. თამარი კი თურმე თავის ცხენს ამაოდ დაეძებდა ვარძიაში. თამარის სტუმრობის აღსანიშნავად ასპინძიდან ახალციხისკენ მიმავალ გზაზე შეხვდებით სოფლებს ძველი, თოკი, აწყვიტა, ქუნცა (დაქუცმაცებული თოკი), იდუმალა და დამალულა. რაც სემანტიკურად გადმოგვცემს ამ ლეგენდას"

/ნინო ტარყაშვილი, "საქართველოს წმინდა მეფენი", გვ.46/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 16 2023, 07:43 PM
პოსტი #340


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,855
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"შამქორის ომში ქართველთა ლაშქრის მიერ მოპოვებული გამარჯვების აღსანიშნავად თამარ მეფეს შეუთხზავს იამბიკო "ცასა ცათასა", რომელიც ღვთის წინაშე აღვლენილ სამადლობელს წარმოადგენს. მასში შეფასებულია ამ გამარჯვების მნიშვნელობა და ხაზგასმულია ქართველი ბაგრატიონების რჩეულობა. აღსანიშნავია, რომ თამარის მეორე იამბიკო, "ქალწულებრივთაც" იმეორებს "ცასა ცასათაში" ასახულ სამეფო იდეოლოგიის ერთ-ერთ უმთავრეს დებულებას, რომ იგი დავითის ტომის ჩამომავალია:
"მე, თამარ, მჩენი ტომთაგან დავითებრთაით / თვისად შემამკევ, მადიდე, აღმამაღლე!"

/ნინო ტარყაშვილი, "ქართველ მეფეთა ცხოვრება", გვ.48/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

18 გვერდი V « < 15 16 17 18 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 01:25 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი