ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა |
L E Q S O |
Mar 1 2007, 10:17 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 32 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,225 |
ვილაპარაკოთ ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობასა და შემოქმედებაზე. გავუზიაროთ ერთმანეთს აზრები მისი პიროვნების, შემოქმედებისა და მოღვაწეობის შესახებ. შეგიძლიათ დაწეროთ თქვენთვის საყვარელი ილიას ფრაზები ან ლექსები.
-------------------- არასოდეს თქვა არასოდეს!!!!!!!!!!!!!!!!!!!
|
Tatushkebi |
Mar 1 2007, 10:40 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 24 რეგისტრ.: 15-December 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 691 |
...............ოთხი წელიწადი იყო,რაც მე რუსეთში ვიმყოფებოდი და ჩემი ქვეყანა არ მენახა. ოთხი წელიწადი!... იცი, მკითხველო, ეს ოთხი წელიწადი რა ოთხი წელიწადია! პირველი, რომ მთელი საუკუნეა მისთვის ვინც თავის ქვეყანას მოშორებია. მეორე, ეგ ოთხი წელიწადი ცხოვრების საძირკველია, ცხოვრების წყაროს სათავეა, ბეწვის ხიდია, სიბნელისა და სინათლის შუა ბედისაგან გადებული. მაგრამ ყველასათვის კი არა, მარტო იმათთვის ვინც რუსეთში წასულა,რათა ჭკუა ავარჯიშოს, ტვინსა და გულს მოძრაობა მისცეს,- ფეხი აადგმევინოს. ეს ის ოთხი წელიწადია, რომელიც ჭაბუკის ტვინსა და გულსი გამოჰკვანძავს ხოლმა ცხოვრების კვირტსა. ეს კვირტი კი ის კვირტია, რომელიდამაც მშვენიერი და ბრწყინვალე მტევანიც გამოვა და ძაღლ-ყურძენაცა........ოო, ძვირფასო ოთხო წელიწადო! ნეტავი იმას, ვისაც შენგან გადებული ბეწვის ხიდი ფეხთა-ქვეშ არ ჩასწყდომია, ნეტავი იმას, ვინც შენ რიგიანად მოგხმარა......................
ნაწყვეტი "მგზავრის წერილებიდან" |
L E Q S O |
Mar 1 2007, 10:50 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 32 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,225 |
ლოცვა
მამაო ჩვენო, რომელიც ხარ ცათა შინა! მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგევარ შენ წინა: არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა, არ მინდა, ამით შეურაცხ-ვჰყო მე ლოცვა წმინდა...... არამედ მწყურს მე განმინათლდეს ცით ჩემი სული, შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული, რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე:"შეუნდე,-არ იციან, ღმერთო, რას იქმან!" ილია ჭავჭავაძე 17 ივლისი, 1858 წ. -------------------- არასოდეს თქვა არასოდეს!!!!!!!!!!!!!!!!!!!
|
ქავთარაძე |
Mar 1 2007, 11:25 PM
პოსტი
#4
|
დაურეგისტრირებელი |
მადლობთ პოსტის წაშლისათვის
ბოდიშით ოფტოპიკისათვის. ილია მართალს რაც შეეხება, ის იყო მართლაც ქართველი ერის დიდი მამა. გენიოსი, სამწუხაროა რომ ქართველებმა ვერ დავუფასეთ მას ყოველივე. ილიას გასვენების დღეს აკაკი წერეთელმა ასეთი სიტყვები წარმოსთქვა: "ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველოვ..." |
mogzaura |
Mar 1 2007, 11:31 PM
პოსტი
#5
|
ნანა ჯგუფი: Members პოსტები: 2,805 რეგისტრ.: 26-October 06 მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:) წევრი № 332 |
კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე ყოველ დღესა შენსთავს კითხო, აბა დღეს მე ვის რა ვარგე?! -------------------- ''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი |
Tatushkebi |
Mar 2 2007, 01:00 AM
პოსტი
#6
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 24 რეგისტრ.: 15-December 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 691 |
" სულ ძილი, ძილი როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება"
|
marine |
Mar 2 2007, 03:11 PM
პოსტი
#7
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
* * *
გებრალებოდეს, ნუ ჰრისხავ კაცს შენზედ შურით მწდომსაო!.. კეთილი ფარად უფარე შენთვის ბოროტის მდომსაო, მადლისა წყაროს ასმევდე ცოდვის გუბეში მდგომსაო. წმიდა ილია მართალი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მამფალი |
Mar 3 2007, 01:14 AM
პოსტი
#8
|
შეფიცული ჯგუფი: Members პოსტები: 1,279 რეგისტრ.: 13-February 07 მდებარ.: apsni axeintkarra წევრი № 1,066 |
XIX საუკუნეში სამი დიდი კაცი ცხოვრობდა თითქმის ერთ დროს: გარიბალდი იტალიაში, ოტო ბისმარკი გერმანიაში და ილია საქართველოში. პირველი ორი ქვეყანა მათი შექმნილია. ილია კი დავივიწყეთ და მარტო მისი ლექსები და მოთხრობები მოგვწონს. არავის მოსდის აზრად მისი აზრები რეალობად აქციოს. ჩვენ ისტორიაში მას ალბათ ყველაზე მეტად გრიგოლ ხანძთელი გავს თავისი მოღვაწეობითადა მისიით.
...მოვიკლათ წარსულ დროებზე დარდი, ჩვენ უნდა ვსდიოთ ახლა სხვა ვარსკვლავს, ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი, ჩვენ უნდა მივცეთ მომავალი ხალხს... -------------------- არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
|
უჩა |
Mar 3 2007, 02:49 AM
პოსტი
#9
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
აუ ილია ჭავჭავაძე იყო ჩემთვის სამაგალითო, სამშობლოსათვის თავდადებული ადამიანი. უზომოდ დიდ პატივს ვცემ როგორც პიროვნებას.
ხოლო როგორც წმინდანს ხომ საერთოდ. რომ ვაბარებდი ინსტიტუტში იმედი არ მქონდა, თან პირველი ეროვნული გამოცდები მომიწია. იმდენად არაფერი არ ვიცოდი, მთელი გამოცდებამდე და გამოცდების შემდეგაც წმიდა ილია მართალს ვთხოვდი დახმარებას და შეწევნას, და მოხდა სასწაული საერთოდ რომ არ ველოდი მოვხვდი უფასოზე. მე დარწმუნებული ვარ რომ ეს წმიდანი რომ არ დამხმარებოდა მე ვერ მოვხვდებოდი. ამიტომ ძალიან დიდ პატივს ვცემ და გულით მიყვარს წმიდა ილია მართალი. ახლა კი ნახეთ ეს საუცხოო ამბავი, მართლაც ძალიან დიდი ადამიანი იყო წმიდა ილია: უცნობი დეტალები წმიდა ილია მართლის ცხოვრებიდან -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
ninca |
Mar 9 2007, 12:45 AM
პოსტი
#10
|
ninca ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 |
როგორ ფიქრობთ, ილიას განდეგილი სინანულის განცდით გარდაიცვალა თუ სასოწარკვეთილებაში?
|
ქავთარაძე |
Mar 9 2007, 12:55 AM
პოსტი
#11
|
დაურეგისტრირებელი |
ninca
ვიღაცამ მითხრა იმიტომ გაგიჟდა რომ მორჩილებაში არ ყოფილაო |
მამფალი |
Mar 9 2007, 01:02 AM
პოსტი
#12
|
შეფიცული ჯგუფი: Members პოსტები: 1,279 რეგისტრ.: 13-February 07 მდებარ.: apsni axeintkarra წევრი № 1,066 |
ციტატა როგორ ფიქრობთ, ილიას განდეგილი სინანულის განცდით გარდაიცვალა თუ სასოწარკვეთილებაში? ასეთი ჩამჭრელი კითხვა ჯერ არ დაუსვამთ. ალბათ სასოწარკვეთა. მას ის იდეალი დაემსხვრა, რაც აცოცხლებდა. და როცა ხვდები რატო მოგდის ის რისი გამოსწორების იმედი აღარ გაქ სასოწარკვეთაში ვარდები. ასეთ დროს ადამიანმა შეიძლება თავიც მოიკლას. -------------------- არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
|
tatia24 |
Mar 9 2007, 06:02 PM
პოსტი
#13
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 77 რეგისტრ.: 6-March 07 წევრი № 1,274 |
ეს დიდი ლამპარი იყო,ლამპარი დანთებული ჩვენი სულის საუკეთესო ეთერისაგან.უმშვენიერეს ჩვენ გრძნობათაგან აციმციმებული. და ჩააქრეს იგი ტლანქად,მხეცურად,მაგრამ ჩააქრეს მხოლოდ ხილული ნათელი,უხილავი კი მუდამ ჟამს ჩვენს გრძნობას და გონებას უცხო შუქად ჩაამდინარეებს.
შალვა დადიანის მიერ ნათქვამი სიტყვა ილია ჭავჭავაძის მიმართ. -------------------- უფალი სუფევს შვენიერება შეიმოსა
|
შევრდომილი |
Apr 10 2007, 10:15 PM
პოსტი
#14
|
მ ა გ დ ა ჯგუფი: Members პოსტები: 459 რეგისტრ.: 1-February 07 წევრი № 987 |
ვაჟკაცს ცრემლსა რად უზრახვენ!
რკინაც სტყდება, რომ სცემს გრდემლი... კაცთ და პირუტყვთ გასარჩევად ღმერთმა შექმნა მარტო ცრემლი რაც უფრო მეტია სიტყვა, მით უფრო ნაკლებია გრძნობა, ანდა, პირიქით, რაც უფრო ნაკლებია სიტყვა, მით უფრო მეტია გრძნობა -------------------- "ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას, რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს, შენთან მომიყვანს." |
მარიამი |
Apr 11 2007, 11:40 AM
პოსტი
#15
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
სიკეთით სძლიე შენს მტერსა,
ერიდე სისხლით ზღვევასა: სულგრძელებითა ძლევა სჯობს ვაჟკაცობითა ძლევასა. * * * ამოწვდილს ხმალსა მტრისასა წინ მიაგებე ფარიო; დროზედ ნახმარი ფარიცა იგივე ხმალი არიო. * * * გებრალებოდეს, ნუ ჰრისხავ კაცს შენზედ შურით მწდომსაო!.. კეთილი ფარად უფარე შენთვის ბოროტის მდომსაო, მადლისა წყაროს ასმევდე ცოდვის გუბეში მდგომსაო. ძალიან მიყვარს ილია... -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
ცოტნე |
Apr 11 2007, 12:59 PM
პოსტი
#16
|
ცოტნე ჯგუფი: Members პოსტები: 320 რეგისტრ.: 1-September 06 წევრი № 132 |
მურმან ლებანიძეს აქვს ასეთი ლექსი
მკითხე და გეტყვი: რისი თამარი! ქართლის ცხოვრების რა ვიცი მეტი! დავითი იყო ჩვენთვის მთავარი! დავითი იყო ... პირველი სვეტი! მკითხე და გეტყვი, რის ვაჟა, მენდე, ერის მეობით და თვისი "მეთი", არც თვითონ შოთა! დავითის შემდეგ ილია იყო... მეორე სვეტი! გაზნექილია ქარში ალვის ხე, აწეწილია სამშობლოს ხედი... ღმერთო გვაღირსე, ღმერთო გვაღირსე, ღმერთო გვაღირსე მესამე სვეტი! ამაზე კარგად ილია მართლის ღვაწლის გადმოცემა ალბათ შეუძლებელია -------------------- [size=3][color=#000099]გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა[/color][/size]
|
marine |
Apr 13 2007, 05:00 PM
პოსტი
#17
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
Cotne
შენ შემოგევლე, ცოტნე, ეს ლექსი აღარ მახსოვდა.. დიდი მადლობა რომ დადე აქ თან ასეთი კარგი კომენტარით -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
Irakly |
Apr 14 2007, 12:17 AM
პოსტი
#18
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 8-April 07 წევრი № 1,602 |
ოდესმე ვინმეს გიფიქრიათ ილიას რომ ენახა დღევანდელი საქართველო, როგორი რეაქცია ექნებოდა? ჩემი აზრით გულში გაივლებდა: - "ეჰჰ რა უცებ დაივიწყეს ჩემი ანდერძიო"
-------------------- მოექეცი სხვებს ისე, როგორც შენ გინდა გექცეოდნენ!
|
მამფალი |
Apr 14 2007, 12:20 AM
პოსტი
#19
|
შეფიცული ჯგუფი: Members პოსტები: 1,279 რეგისტრ.: 13-February 07 მდებარ.: apsni axeintkarra წევრი № 1,066 |
ციტატა ოდესმე ვინმეს გიფიქრიათ ილიას რომ ენახა დღევანდელი საქართველო, როგორი რეაქცია ექნებოდა? ჩემი აზრით გულში გაივლებდა: - "ეჰჰ რა უცებ დაივიწყეს ჩემი ანდერძიო" ეხლა ილია არავინ ვართ რომ ილიას ნაირად ვიფიქროთ და ეს ვარაუდები წარმოაჩენს მხოლოდ ჩვენს დამოკიდებულებას დღევანდღელობისადმი. ისე იყოდა: რა უნდათ ამ შალვასგანო. -------------------- არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
|
Irakly |
Apr 14 2007, 12:22 AM
პოსტი
#20
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 163 რეგისტრ.: 8-April 07 წევრი № 1,602 |
ილია შეიძლება არ ვარ, მაგრამ მისი ნაწარმოებები და მოღვაწეობა თუ კარგად იცი, ძნელი არაა მიხვდე როგორი იქნება ილიას რეაქცია დღევანდელი რეალობის მიმართ
-------------------- მოექეცი სხვებს ისე, როგორც შენ გინდა გექცეოდნენ!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 06:52 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი