ველო-მომლოცველთა საძმო, წმინდა ადგილების მოლოცვა ველოსიპედით |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ველო-მომლოცველთა საძმო, წმინდა ადგილების მოლოცვა ველოსიპედით |
Dato-2 |
Aug 30 2009, 09:44 PM
პოსტი
#181
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 68 რეგისტრ.: 7-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 5,903 |
ავიარეთ პირველი 2 კილომეტრიანი აღმართი... და გამოჩნდა მონასტერიც...
პირველი შესვენება ჯვართან, გავიარეთ დაახლოებით 18 კმ., დიდება უფალს! სურათი გადაღებული ჯვრის აღმართვის ადგილიდან, ძალიან კარგად ჩანს მცხეთისკენ მიმავალი გზა... ვიწყებთ მსვლელობას დედათა მონასტრისაკენ... ერთი შეხედვით ახლოსაა მოასტერი, მაგრამ გზა არის ძალიან რთული რელიეფით, ქვიშიანი და ქვებიანი და მინდა ვთქა, რომ ეს არის ჩვენი მეორე მცდელობა მოვილოცოთ ეს მონასტერი, პირველი იყო უშედეგო, უფრო სწორად უფალმა არ ინება მაშინ... ნუგზარი დღეს ფორმაშია... ეს ადამიანი ბევრის მნახველია და ჩვენ გვაქვს მისი იმედი! მე და დათაც ვცთილობთ რა... დათა არის აქტიური სპორტის მოყვარული ადამიანი, ის ნებისმიერ სირთულეებს გადალახავს! მონასტერთან შორიახლოს არი ეს აღმართი... ნუგზარიმ მას უწოდა "ქრისტეს გზა", იმდენათ რთული იყო... ეს სურათები გადაღებული ციცაბო ადგილას მონასტერთა ახლოს... ... გამოჩნდა მონასტერიც, ეს მონასტერი გამოირჩევა მკაცრი ტიბიკონით... ცავედი მონასტრისაკენ იმ იმედით, რომ მოგვეცემა უფლება მოლოცვისა... |
Dato-2 |
Aug 31 2009, 11:14 AM
პოსტი
#182
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 68 რეგისტრ.: 7-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 5,903 |
|
Dato-2 |
Aug 31 2009, 12:00 PM
პოსტი
#183
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 68 რეგისტრ.: 7-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 5,903 |
ღვთის წყალობით აღსრულდა ჩვენი ოცნება და დაგვრთეს ნება მოლოცვისა, თუმცა ფოტო-ვიდეო გადაღებაზე უარი გვითხრეს, მონასტერში არის კომპაქტურად განლაგებული ეკლესიები და დამხმარე ნაგებობები, სენაკები... არის ორი პატარა ეკლესია წმ. იოანე ნათლისმცემლის და წმ. ნიკოლოზის სახელობის, ... ანალოღია ისევ მარჯვენა მხარეს აღმოვაჩინეთ (ბერძნული სტილი) პერიმეტრზე მაღალი სკამები, ... წავიკითხეთ ერთი კანონი, გავაკეთეს შესაწირი და მადლობა უფალს ამისათვის და ყველაფრისათვის! სურათი მოლოცვის შემდეგ...
მონასტრიდან გამოსვლისას... მონასტერს აუარეთ გვერდით და წავედით ზევით, ჩილის ტბის მიმართულებით, სურათზე მონასტერი ზემოდან, ეს მათი დამხმარე მეურნეობა, მიწა და ა.შ. ... პირველად ჩვენი ველომომლოცველობის ისტორიაში აგვებნა გზა!!!! ეს ჩემი დამსახურებაა... ... აქ თავი გამოიჩინა დათამ, მონახა ადგილობრივი მაცხოვრებლები (ისინი იქ მუშაობდნენ) და მალე გაარკვია ყველაფერი... ... ჩვენმა მარშრუტმა გადაკვეთა მუხათგვერდის სასაფლაოს ტერიტორია, ანუ ერთი მთიდან დავეშვით სასაფლაოსთან და შემდეგ ავედით ისევ ზევით... ... ეს არის 2008 წლის აგვისტოში, ბრძოლის ველზე დაღუპულ მეომართა მემორიალი.. უფალმა მოიხსენოს მათი სულები სასუფეველსა შინა! ამინ! ღვთის შეწევნით ჩვენ ვაგრძელებთ გზას ზევით... მეორე შესვენება 850 მეტრზე ზღვის დონიდან! დაღლილობა იგრძნობა... ლამაზი, ყვავილებიანი მდელოების იქეთ-აქეთ ჩანს ხშირი ტყე, გზა მიდის ზევით!!!! ... ნუგზარის ძალიან უყვარს ბუნება და ხშირად ჩამორჩება ხოლმე კარგი კადრის გამო... |
Dato-2 |
Aug 31 2009, 03:29 PM
პოსტი
#184
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 68 რეგისტრ.: 7-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 5,903 |
|
კანონისტი |
Aug 31 2009, 03:36 PM
პოსტი
#185
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
Dato-2
ძალიან ლამაზია ყველაფერი -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
Dato-2 |
Aug 31 2009, 03:44 PM
პოსტი
#186
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 68 რეგისტრ.: 7-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 5,903 |
|
Dato-2 |
Aug 31 2009, 04:12 PM
პოსტი
#187
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 68 რეგისტრ.: 7-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 5,903 |
... ეს კიდე დათა...
...ეს ის ადგილია, სადაც არსებული გზა უერთდება ტბაზე მიმავალ გზას და ასეთე შეერთებები რამდენიმეა, ამიტომ 10-ჯერ გადავამოწმეთ ჩვენი მონაცემები! ისევ ღვთის მადლით სწორ გზას დავადექით! ... აღმართში სიარული რთულია... ... ამ ახალგაზრდა კაცმა გაგვაკვირვა თავისი შემართებით და დაუღლელობით და კიდევ "რაღაცით", რასაც ვერ გეტყვით პატივცემულო საიტის მომხმარებლებო, დათა თითონ მიხვდება რას ვგულისხმობ! |
Dato-2 |
Aug 31 2009, 05:39 PM
პოსტი
#188
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 68 რეგისტრ.: 7-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 5,903 |
...სიმართლე რომ ვთქვათ ნუგზარი არ იყო მზად ამ მარშრუტისთვის (არ უვარჯიშია რამდენიმე ხანი), ამის მიუხედავად მან გვაჩვენა თავისი შეუპოვარი და მტკიცე ხასიათი!
... თითით ნაჩვენები ერთიანი ნიშნავს 1000 მეტრს ზღვის დონიდან!!!! ...ნუგზარის სახეზე შეიძლება ბევრი რამ ამოვიკითხოთ! ...დაგვრჩა რამდენიმე 100ეული მეტრი... აღმართი ...აღმართი ...აღმართი ... და იმედი იმისა რომ მალე ავალთ... ... ტბის მოლოდინში აღმოვჩნდით პატარა ვაკე ადგილზე, საიდანაც თითქმის ყველაფერი მოჩანდა.... ...სიმაღლე 1100 მეტრი ზღვის დონიდან! ...ტბა ჯერ არ ჩანს... ტბა! ტბა! ტბა! სიმაღლე 1140 მეტრი. ...სამწუხაროდ მზის გამო ის სილამაზე ვერ აისახა ფოტოებზე, სადაც ლამაზი ფონი იყო იმ მხარეზე მზე იყო და... ეს არის მაღალმთიანი ტბა, 200 მეტრი 100 მეტრზე (სიგრძე-სიგანე), ჩაფლული ტყეში... ...სხვათაშორის რამდენიმე მეთევზე ვნახეთ, ტბაში ყოფილა თევზი ეგრეთწოდებული "კარასი"... იმ არემარეში ეს ადგილი ყველაზე მაღალია, 1170 მეტრი ზღვის დონიდან... სამწუხაროდ სხვა მწვერვალები ვერ გადავიღეთ, მათ მხარეს იყო მზე... ...გახარებული და ბედნიერი დათა... ... ისე ძალაგამოცლილები ვიყავით, რომ უკანა გზაზე ერთი სურათიც არ გადაგვიღია, თანაც აპარატის აკუმულატორებიც დაჯდა... მადლობა და დიდება უფალს დღევადელი დღისთვის და ყველაფრისთვის. ამინ! ველომომლოცველობის უფრო დახვეწის და ეფექტიანობის მიზნით მივიღებთ ნებისმიერ რჩევა-დარიგებას... გაიხარეთ!!!!!!!!!!! |
maikusi |
Aug 31 2009, 09:51 PM
პოსტი
#189
|
maia ჯგუფი: Members პოსტები: 2,049 რეგისტრ.: 4-May 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,727 |
Dato-2
ციტატა ველომომლოცველობის უფრო დახვეწის და ეფექტიანობის მიზნით მივიღებთ ნებისმიერ რჩევა-დარიგებას... გაიხარეთ!!!!!!!!!!! იმდენად კარგად და ამომწურავად იყო ყველაფერი აღწერილი,თითქმის მეც თქვენთან ერთად ვიმოგზაურე და მოვილოცე მაგრამ ერთი რამ ვერ გავიგე და იქნებ მითხრათ მოლოცვაში ნახსენები დათა და Dato-2 ერთიდაიგივე პიროვნებაა? გაიხარეთ და შეგეწიოთ ყველა მოლოცვილი სიწმინდის მადლი -------------------- ,,როცა საცთური და განსაცდელი გეწვევა,ნუ ეძიებ,რის გამო და რისთვის მოიწია იგი,არამედ იმაზე იზრუნე,რომ მადლიერებით,დამწუხრებულად და ბოროტისუხსენებელად გადაიტანო იგი."
,,ნათესავი ნაწილია ჩვენი ხორცისა,ხოლო მეგობარი ნაწილია ჩვენი სულისა!" |
kenzobichi |
Sep 1 2009, 01:09 AM
პოსტი
#190
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 39 რეგისტრ.: 1-September 09 წევრი № 7,439 |
გამარჯობათ. ამ ტემას ვათვალიერებდი და ზალიან მომინდა თქვენთან ერთად მომლოცველობა და არამარტო მომლოცველობა - ვარჯიშიც, ამის გამო დავრეგისტრირდი კიდეც ფორუმზე, მაგრამ სამწუხაროდ თბილისში არ ვცხოვრობ და ამის გამო არც გამომივა.
ერთი შეკითხვა მაქვს დავითთან უკანა ამორტიზატორიანი ველოსიპედი უფრო უმჯობესია თუ ამორტიზატორის გარეშე მთიანი გზებისთვის? |
dat-100 |
Sep 1 2009, 11:34 PM
პოსტი
#191
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 40 რეგისტრ.: 8-June 09 წევრი № 7,091 |
maikusi
გამარჯობა ! ეგრეთ წოდებული დათა ვარ მე და dato2 არის ამ თემის დამაარსებელი ამ საიტზე |
Dato-2 |
Sep 3 2009, 11:48 AM
პოსტი
#192
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 68 რეგისტრ.: 7-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 5,903 |
გამარჯობათ. ამ ტემას ვათვალიერებდი და ზალიან მომინდა თქვენთან ერთად მომლოცველობა და არამარტო მომლოცველობა - ვარჯიშიც, ამის გამო დავრეგისტრირდი კიდეც ფორუმზე, მაგრამ სამწუხაროდ თბილისში არ ვცხოვრობ და ამის გამო არც გამომივა. ერთი შეკითხვა მაქვს დავითთან უკანა ამორტიზატორიანი ველოსიპედი უფრო უმჯობესია თუ ამორტიზატორის გარეშე მთიანი გზებისთვის? გაგიმარჯოს! ჩვენი მომლოცველობა არ შემოიფარგლება თბილისით და მიმდებარე ტერიტორიიტ! უახლოეს მომავალში გვინდა მოვილოცოთ: ასურელი მამების საფლავები, გავიაროთ წმ.ნინოს გზით, რომელიც მოიცავს ცენტრალურ და სამხრეთ საქართველოს ტერიტორიას, არის ასეთი მოსაზრებაც, ვთქვათ ჩაავედით გურიაში ტრანსპორტით და შემდეგ მოვილოცოთ ამ მხარის სიწმინდეები ველოსიპედით, შემდეგ სამეგრელოში, მთიულეთში, აჭარაში და ა. შ. ამას რა თქმა უნდა ორგანიზება სჭირდება... რწმენა და იმედი ღვთისა თუ გვექნება ყველაფერი შესაძლებელიც იქნება! ასე, რომ ვფიქრობ შენ გექნება საშუალება სადღაც შემოგვიერთდე! შენ რომელი კუთხის შვილი ხარ? ან სად ცხოვრობ? ახლა რაც შეეხება ველოსიპედს! მთიანი გზებისთვის უმჯობესია (აუცილებელიც) წინა ამორტიზატორიანი ველო, არასწორ გზაზე პირველი დარტყმა მოდის წინა ბორბალზე! უკანა არ არის უაცილებელი, მეტსაც გეტყვი ხშირ შემთხვევაში უკანა ამორტიზატორი ძალას გართმევს და სიჩქარე იკარგება, თანაც ის უფრო ძვირია... თუ დააპირებ ველოსიპედის ყიდვას ჩაგიდებ ამ საიტზე ბუკლეტს, სადაც იქნება აღწერილი როგორ შეარჩიო ველოსიპედი. გახსოვდეს, ყველა ის კონსტრუქცია, სადაც რკინაზე აცმულია ორი ბორბალი - არ არის ველოსიპედი! |
samepo mixaki |
Sep 9 2009, 08:58 PM
პოსტი
#193
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 28 რეგისტრ.: 25-January 09 წევრი № 6,377 |
გამარჯობათ კეთილო ხალხო. ველო მომლოცველობის სიახლეებს გავეცანი, ფოტოები დავათვალიერე, მომეწონა. დაე, კურთხევა უფლისა იყოს თქვენთან. დამენანა, რომ გამოვაკლდი იმ სიწმინდეების მოლოცვას.
|
dat-100 |
Sep 16 2009, 11:56 AM
პოსტი
#194
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 40 რეგისტრ.: 8-June 09 წევრი № 7,091 |
რა ცუდია რომ ხალხი არ აქტიურობს, მე ცოტახნით ოფიციალური შესვენება გამოვაცხადე....
|
Dato-2 |
Jan 10 2010, 08:59 PM
პოსტი
#195
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 68 რეგისტრ.: 7-November 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 5,903 |
.... ისეთი ამინდებია, რომ შეიძლება დავიწყოთ მომზადება ველო-მომლოცველობისთვის....
|
mtawmindeli |
Jan 29 2010, 06:32 PM
პოსტი
#196
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 52 რეგისტრ.: 12-January 10 წევრი № 7,945 |
მართლა მაგარი რამ არის ველომომლოცველობა, სამწუხაროდ ველოსიპედი არ მყავს, თორემ დიდი სიამოვნებით შემოგიერთდებოდით, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ!
|
salamura-tamta |
Feb 8 2010, 07:16 PM
პოსტი
#197
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 701 რეგისტრ.: 4-January 08 წევრი № 3,551 |
კარგია კარგი... ესე მგონია მეც ვიყავი თქვენთან ერთAდ ... მე კი მყავს ველოსიპედი მაგრამ არ ვიცი რამდენად გამოდგება ისიც და მეც ამ ამბისთვის... დასვენების დღეებში თუ დავჯდები და ვისეირნებ ხოლმე.. ესაა ჩემი ვარჯიში...ცოტა უკეთ მომზადებული რო ვიყო სიამოვნებით წამოვიდოდი...
-------------------- გაზაფხულდა ბუჩქის ძირას
ტაქსი დგას და შოფერს ძინავს! [url=http://smiles.33b.ru/smile.127320.html][img]http://s16.rimg.info/fdb94f042286817326dd849859e7bd47.gif[/img][/url] |
samepo mixaki |
Apr 20 2010, 01:41 PM
პოსტი
#198
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 28 რეგისტრ.: 25-January 09 წევრი № 6,377 |
ქრისტე აღსდგა!
გამარჯობათ ხალხო! ხომ მშვიდობაა? დიდი ხანია არ გამოჩენილხართ, რა გეგმები გაქვთ,გამოდარებას სულმოუთმენლად ველოდები დიდი სურვილი მაქვს ველო მომლოცველობაში მონაწილეობა მივიღო. |
თამარი_ცქნაფო |
Apr 20 2010, 02:26 PM
პოსტი
#199
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
გუშინ ტვ-ს ვუყურებდი რალიზე და უცებ ეს თემა გამახსენდა, მართლა სად დაიკარგა ეს ხალხი
-------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
datomanjgaladze |
Dec 4 2010, 02:19 PM
პოსტი
#200
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 2 რეგისტრ.: 4-December 10 წევრი № 10,024 |
აგარ აპირებტ კიდევ სადმე წასვლას ? |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:36 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი