4 დღიანი ტური - ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი, 8,9,10,11 აპრილი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
4 დღიანი ტური - ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი, 8,9,10,11 აპრილი |
ეკატო |
Mar 9 2010, 11:09 PM
პოსტი
#1
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
ამ ტურის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას სულ მალე გაიგებთ
-------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
ika-bebo |
Mar 9 2010, 11:21 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 35 რეგისტრ.: 29-August 09 მდებარ.: *ტაო-კლარჯეთი* წევრი № 7,430 |
პირველ რიგში მოგესალმებით ზოგი უკვე მიცნობთ ზოგი კი ჯერ არ გამიცნია.... მარა ეს დიდ პრობელმას არ შექმნის იმედს ვიტოვებ....
"ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" აპირლში 8-9-10-11 ეს რიცხვები შეირჩა რამოდენიმე მიზეზის გამო: 1. ყველაზე მნიშვნელოვანი ის რომ 9 აპრილი დასვენების დღეა ხოლო 10 და 11 შაბათ-კვირა, ამიტომაც სამსახურიდან თავის დაღწევა ერთი დღით ადვილია, მხოლოდ 8 აპრილის შვებულებაა საჭირო, რაც ადვილად მისაღწევია. (გამონაკლისი სამუშაოების გარდა). 2. 5 აპრილს ორშაბათს "მადლმოსილი ცეცხლი" უკვე თბილისში იქნება ჩვენ ამ ცეცხლს ტაო-კლარჯეთში ჩავიტანთ და მიტოვებულ ეკლესიებში მოვატარებთ (იგეგმება ასევე მამოს წამოყვანა, როგორც ხანძთელობას ოქტომბერში) 3. და ა.შ. ფოტოები გამოყენებულია ჩემს მიერ მოწყობილი 2009 წლის ტურებიდან. ეს ტური შევეცდები აგიღწეროთ ვირტუალურადაც ტურის ფასია 200$ (350 ლარი) ასევე მხოლოდ მათთვის ვისაც დიდი სურვილი აქვს ამ ტურში მონაწილეობის, მაგრამ არ აქვს საშუალება ეს ტური TBC ბანკის ერთ წლიანი განვადებით თვეში 36,16 ლარად. ფასში შედის: კომფორტული მგზავრობა; გიდის მომსახურება; სასტუმრო ორჯერადი კვებით; სამოგზაურო დაზღვევა; (ალდაგი ბი-სი-აი) ადგილობრივი მოსაკრებელი; (ტრაპიზონში (აია სოფია; სუმელა....)) ამ ტურის მოკლე გეგმა: 1 დღე გასვლა დილის 6 საათზე საზღვრის გადაკვეთა 10:00 ქაჯთა ციხე (შაითან კალე) & პიკნიკი 12:00 ბანა იშხანი იუსუფელში გასეირნება სასტუმრო "აგარა" & ვახშამი 2 დღე საუზმე 9:00 პარხალი ოთხთა ხახული ოშკი ჩანჩქერი სურვილის შემთხვევაში იუსუფლში გაჩერება სასტუმრო & ვახშამი 3 დღე დილით ბარგის ჩალაგება & საუზმე 9:00 არტანუჯი ჯოჯოხეთის კანიონი ტბეთი ხაძთა ოპიზა დოლისყანა ართვინი "კარაჰანი" & ვახშამი 4 დღე საუზმე 9:00 უზუნგულის ტბა სანტა ჰარაბელერი სუმელა აია სოფია ტრაბზონის ცნობილი სავაჭრო ცენტრი "Forum Trabzon" ქემელ-ფაშა სარფი ბათუმში აჭარული ხაჭაპურები ეხლა კი ვირტუალური. 1 დღე თბილისიდან გავალთ 6 საათზე. დაახლოებით 10 საათზე ვალეს საბაჟოს გადაკვეთა. 12 საათზე ქაჯთა ციხე იგივე შაითან კალე. იქვე პიკნიკი და გეზის აღება ბანასკენ.... გზა.... გზა სოფლებს შორის.... გზა..... კლდეებს შორის რამოდენიმე კილომეტრი და რამოდენიმე საათის შემდეგ როგორც იქნება გზიდან გამოჩნდება ბანა, რომლის დანახვაზე არა მარტო ქართველს ვისაც ნანახი აქვს თუ როგორი იყო ცრემლი მოადგება და ქართველს კი გულზე დააწვება თუ რა დავკარგეთ და რა გადავეცით თურქებს...... ბანა ახლოდან ბანა შიგნიდან შემდგომ გეზს ავიღებთ იშხნისკენ რომელიც იქვე მდებარეობს. იშხნის გზა რომელსაც ავივლით იშხნის უდაბნო იშხანი იშხნის პირველი წარწერა იშხნის მეორე წარწერა იშხნის მესამე წარწერა შემდგომ გამომგზავრება ქალაქ იუსუფელში, გასეირნება და პატარა შოპინგი დოლარების თურქულ ლირაზე გადაცვლა. ყველაფრის დასრულების შემდეგ გავემართებით პარხალის ხეობაში სადაც ჩვენი სასტუმრო მდებარეობს "აგარა აპართ" ვახშამი და სურვილის შემთხვევაში ოთახში დასვენება ან საკალმახეებისა და იქაურობის დათვალიერება. და ესე ტკბილად დამთავრდა ჩვენი პირველი დღე ვიძინებთ და ვთანხმდებით დილით 9 საათზე, რომ ყველა მზად იყოს საუზმისთვის. 2 დღე დილით 9 საათზე საუზმე და გავემართებით პარხლისკენ. რადგანაც სასტუმრო პარხალის ხეობაში მდებარეობს პარხალში მალევე მივალთ. შემდგომ გეზს ავიღებთ ოთხთასკენ გზათ ვნახავთ კავკასიძეების ციხეს ოთხთა ოთხთის შემდგომ ჩვენი გზა ხახულისკენ გაგრძელდება ხახული ხახულიდან ოშკში ოშკი ოშკიდან თორთუმის ჩანჩქერში შევივლით ამითი დასრულდება ჩვენი 2 დღე, ჩვენთვის ნაცნობ იუსუფელში სურვილის შემთხვევაში შევჩერდებით და სასტუმროში დავბრუნდებით დაბრუნების შემდგომ ვახშამი და 2 დღის შეჯამება. 3 დღე დილით ბარგის ჩალაგება, 9 სთ-ზე საუზმე და კლარჯეთისკენ გამომგზავრება როგორც ჩვენთვის ცნობილია კაშხლის მშენებლობის გამო ართვინის გზა ორ-ორი საათით იკეტება და 30 წუთით იღება, ამიტომაც მეტი კომუნიკაბელურობა გვამრთებს ამ დღეს. პირველი რასაც ვნახავთ ეს არის არტანუჯი არტანუჯისკენ მიმავალი გზა ქალაქი არტანუჯი არტანუჯზე ასასვლელი გზა არტანუჯი პეტრე-პავლეს ეკელსიის ნანგრევები არტანუჯის გალავანი არტანუჯელი კალია ჩვენი გზა შემდგომ "ჯოჯოხეთის კანიონში" მიდის აქედან ტბეთში ტბეთი სოფელი ჯევიზლი ტბეთიდან დიდებულ ხანძთაში ხანძთის წყარო [URL=http://www.radikal.ru][/URL |
mariami-k |
Mar 9 2010, 11:22 PM
პოსტი
#3
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
მართლა კარგი ტურია. წარმატებას გისურვებთ ყველას ვინც წასვლას აპირებთ. მე ჩემს მეგობრებთან ერთად მივდივარ. 285 ლარამდე გვიჯდება.
-------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
ika-bebo |
Mar 9 2010, 11:26 PM
პოსტი
#4
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 35 რეგისტრ.: 29-August 09 მდებარ.: *ტაო-კლარჯეთი* წევრი № 7,430 |
ხანძთის სამრეკლო
2009 ხანძთელობას მოწყობილი მოლოცვა, მამაომ პარაკლისი გადაიხადა....... ხანძთიდან მეზობელ ოპიზას ვესტუმრებით ოპიზიდან ართვინისკენ გავემართებით და მოსწრების შემთხვევაში დოლისყანასაც მოვილოცავთ. (თუ არ დაგვაღამდა) დოლისყანა ჩვენი მესამე დღის გეგმაც დამთავრდა ართვინისკენ სასტუმრო "კარაჰან"-ში მივემართებით სასტუმრო "კარაჰანი" ყველას გასაღებებიი დაგირიგდებათ და 1 საათში სავაღშმოდ შევიკრიბებით ესეც ჩვენი მოგზაურობა ტაო-კლარჯეთში ამით დასრულდა ხვალ გავემგზავრებით დილიდანვე ტრაპიზონში 4 დღე დილით 9 საათზე საუზმე და მივემართებით ტრაბზონისკენ. ჩავდივართ ქალაქ რიზეში და არმისული ტრაბზონამდე გადავუხვევთ სანტა ჰარაბელერის სამონასტრო კომპლექსისკენ გზად გავივლით და შევჩერდებით უზუნგულის ტბასთან და მივალთ სანტა ჰარაბელერში აქედან ვეწვევით სუმელას სუმელადან აია სოფიაში აქედან კი ექსკურსიით კმაყოფილები გავემართებით ტრაბზონის ცნობილ სავაჭრო ცენტრში "Forum Trabzon" შემდგომ სარფის სასაზღვრო გამშვები პუნკტი და ბოლოს ბათუმში აჭარული ხაჭაპურები ნასიამოვნები გამოვემგზავრებით თბილისში. პატივისცემით მუდამ თქვენი იკა-ბებო ველი თქვენს რჩევებსა და შენიშვნებს |
ეკატო |
Mar 9 2010, 11:32 PM
პოსტი
#5
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
აუუუ, ბოლო სურათის დანახვაზე მომშივდა
მშვენიერი ტურია, მე ალბათ წამოვალ -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
ანანო |
Mar 9 2010, 11:55 PM
პოსტი
#6
|
დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 |
აუუ მინდაააააააააააააააა
ვნახოთ აბაა, ჯერ ვერ დავწერ ზუსტ პასუხს -------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
.ნინო |
Mar 10 2010, 01:44 PM
პოსტი
#7
|
ნინო ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 |
აუუ, კიდევ რომ ვერ წამოვიდე, შეიძლება გავგიჟდე ;(
სხვა ვინ მოდიხართ ფორუმელებიდან? -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
ალექსანდრე |
Mar 11 2010, 01:33 AM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
ვაუ მაგარია, მაგ დროისათვის ფული თუ მექნა უეჭველი წამოვალ მაგრამ მანამდე მაცოცხლეთ
ika-bebo ციტატა პირველ რიგში მოგესალმებით ზოგი უკვე მიცნობთ ზოგი კი ჯერ არ გამიცნია.... მარა ეს დიდ პრობელმას არ შექმნის იმედს ვიტოვებ...."ტაო-კლარჯეთი & ტრაპიზონი" აპირლში 8-9-10-11ეს რიცხვები შეირჩა რამოდენიმე მიზეზის გამო:1. ყველაზე მნიშვნელოვანი ის რომ 9 აპრილი დასვენების დღეა ხოლო 10 და 11 შაბათ-კვირა, ამიტომაც სამსახურიდან თავის დაღწევა ერთი დღით ადვილია, მხოლოდ 8 აპრილის შვებულებაა საჭირო, რაც ადვილად მისაღწევია. (გამონაკლისი სამუშაოების გარდა).2. 5 აპრილს ორშაბათს "მადლმოსილი ცეცხლი" უკვე თბილისში იქნება ჩვენ ამ ცეცხლს ტაო-კლარჯეთში ჩავიტანთ და მიტოვებულ ეკლესიებში მოვატარებთ (იგეგმება ასევე მამოს წამოყვანა, როგორც ხანძთელობას ოქტომბერში)3. და ა.შ. ტური ზალიან მომეწონა მაგ დროისათვის კაკარაზ დასვენება მაქვს -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
უჩა |
Mar 11 2010, 01:39 AM
პოსტი
#9
|
ღმერთო სამშობლო მიცოცხლე ჯგუფი: Members პოსტები: 5,655 რეგისტრ.: 31-December 06 მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა... წევრი № 771 |
აუ მართლა ძალიან მაგარი ტურია.
რამდენი რამეა... ეჰ მე თეორიული შანშიც კი არ მაქ სამწუხაროდ წამოსვლის. -------------------- და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35 |
tamuna m |
Mar 11 2010, 01:49 AM
პოსტი
#10
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
მე ვიყავი ირაკლისთან ერთად ტაო-კლარჯეთში ხანძთელობას და ძლიან კმაყოფილი ვარ!
უბრალოდ ამდენ რამეს მაოსწრებთ 4 დღეში? მახსოვს არანორმალური რეჟიმით დავდიოდით და ძლივს ჩავეტიეთ ამას დამატებულია ტრაპზონი -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
ეკატო |
Mar 11 2010, 01:54 AM
პოსტი
#11
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
მე ვიყავი ირაკლისთან ერთად ტაო-კლარჯეთში ხანძთელობას და ძლიან კმაყოფილი ვარ! უბრალოდ ამდენ რამეს მაოსწრებთ 4 დღეში? მახსოვს არანორმალური რეჟიმით დავდიოდით და ძლივს ჩავეტიეთ ამას დამატებულია ტრაპზონი მზად ვარ უფრო არანორმალური რეჟიმით ვიარო, ოღონდ ყველაფერი ვნახო აუ როდის მოვა აპრილიიიიიიიიიიი -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
tamuna m |
Mar 11 2010, 02:13 AM
პოსტი
#12
|
კატეგორია: მოკვდავი ჯგუფი: Senators პოსტები: 4,790 რეგისტრ.: 4-February 08 მდებარ.: არც იქით და არც აქეთ წევრი № 3,842 |
ეკატო
ფიზიკუარდ თუ მოასწრებთ კი. მეც მასე ვიყავი, ოღონდ ვნახო და საერთოდ არ დავიძნებ-თქო -------------------- ..................... ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს ..................... სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D ................... პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს |
kolxis qaluka |
Mar 11 2010, 08:22 PM
პოსტი
#13
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 186 რეგისტრ.: 30-May 09 წევრი № 7,056 |
მე ვესაუბრე უკვე ჩემ მამიკოს და დამთანხმდა.. მისი მთელი ცხოვრების ოცნებაა ამ ადგილების მოლოცვა და შესაბამისად არც მე მითხრა უარიი.. მგონი მოვდივარ და სიხარულით აღარ ვიცი რა ვქნა ალბათ საზღვარგარეთის პასპორტიც დამჭირდება ხოო? ანუ სასწრაფოდ უნდა გავაკეთო..
-------------------- [color=#000099][size=7][i][b]ნცაშა ეხდით[/b][/i][/size][/color] |
ეკატო |
Mar 11 2010, 08:25 PM
პოსტი
#14
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
kolxis qaluka
ციტატა სიხარულით აღარ ვიცი რა ვქნა მეც შენ დღეში ვარ და მოდი ერთად ვიხტუნაოთ სიხარულისგან მართალია ერთხელ უკვე ნამყოფი ვარ ტაოში, მარა მაშინ ისე მოულოდნელად და დაუგეგმავად წავედი, წინასწარ გახარება ვერ მოვასწარი ციტატა ალბათ საზღვარგარეთის პასპორტიც დამჭირდება ხოო? აუცილებლად, ხვალვე შეიტანე განცხადება -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
kolxis qaluka |
Mar 12 2010, 12:43 AM
პოსტი
#15
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 186 რეგისტრ.: 30-May 09 წევრი № 7,056 |
ეკატო
ხო ხვალვე მივდივარ ყველაზე მეტად ის მახარებს რომ შენც მოდიხარ მამიკო გიცნობს და ისე არ გამომიშვებდა მოკლედ ავტორიტეტი ხარ რაა -------------------- [color=#000099][size=7][i][b]ნცაშა ეხდით[/b][/i][/size][/color] |
ეკატო |
Mar 12 2010, 12:52 AM
პოსტი
#16
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
kolxis qaluka
ციტატა მამიკო გიცნობს და ისე არ გამომიშვებდა მოკლედ ავტორიტეტი ხარ რაა ერთხელ ნახვით ამხელა ავტორიტეტი რით დავიმსახურე? იმედია ჩვენი ფორუმიდან კიდევ იქნებიან მსურველები, მგონი კარგი მოლოცვა გველის წინ -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
neo |
Mar 12 2010, 10:19 AM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
მოკლედ საინტერესო ტურია ძალიან. ვნახოთ იქნებ წამოვიდე.
-------------------- www.cordesign.ge
|
ნანინა |
Mar 12 2010, 07:34 PM
პოსტი
#18
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
მე მინდა ძალიან, მაგრამ ჩემი შუალედური გამოცდების პერიოდს ემთხვევა ეგ დღეები ასე რომ არა მგონია
ტაოში კი ვარ ნამყოფი, მაგრამ სულ 6 ტაძარი მაქვს ნანახი, არც ტრაპიზონში ვარ ნამყოფი -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
ეკატო |
Mar 13 2010, 12:19 AM
პოსტი
#19
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
ნანინა
ციტატა შუალედური გამოცდების პერიოდს ემთხვევა ეგ დღეები თუ ზუსტად 8-ში არ დაემთხვევა გამოცდა, მაშინ პრობლემაც არ გექნება, 9, 10 და 11 დასვენების დღეებია -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
კანონისტი |
Mar 13 2010, 01:52 PM
პოსტი
#20
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
Türkiye'de ben ücretsiz tercüman olsam, fıyati ben de mi ödemeliyim??
Allah, Allah!... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 10:08 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი