IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Closed TopicStart new topic
> ლოცვა ცხოველთათვის, მცენარეთათვის და ა.შ
მნათე
პოსტი Mar 21 2007, 05:49 PM
პოსტი #21


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
სიტყვა "შეგნებულად" გამოგრჩა....


დიაღთ! laugh.gif

ციტატა
ჩემი ძირითადი არგუმენტი (რის გამოც გარდა საჭიროებისა შეიძლება უფალს ცხოველს განკურნება ვთხოვოთ) უპასუხოდ, უფრო სწორედ გაურკვეველი პასუხით დატოვე


სიყვარული თავგანწირვის გარეშეი არ არსებობს, ცხოველთათვის თავგანწირვა-თვითმკვლელობაა, თვითმკვლელობა კი დამღუპველი wink.gif ცხოველთა მოწონება შეიძლება....

ციტატა
გააჩნია რის გამო არის სამოთხეში. აკიო და წმინდა მამების პრიმატს არ ვცნობთო და პატერიკებიდან არ მინდა მაგალითები ცხოველთა განკურნებაზეო და ახლა გახდა უცდომელი ავგუსტინე?? სამოთხეში დემეტრე თავდადებულიცაა და მიდი და მოიყვანე მერე სამი ცოლი....

ლევან, რამდენჯერ გითხარი, რომ მეტს უნდა უსმინო და ცოტა ილაპარაკო


ეს საერთოდ რა შუაში იყო? მე ვთქვი, რომ ავგუსტინეს ქონდა ცდომილებები, ისევე როგორც იოანე ოქროპირს და შენ მიერ მოყვანილ თავდადებულს, ამიტომ შეიძლება მაკარი დიდსაც შეშლოდა-თქო blink.gif საღვთო კრებად რომ გამოგყავდათ, პატერიკიდან ბუნდოვანი ადგილი.....

ისე ჯერ თუ კონტექსტს კარგად გაიაზრებ და მერე დაპოსტავ მენტორის გარეშე დამავალებ laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Mar 21 2007, 05:58 PM
პოსტი #22


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE
სიყვარული თავგანწირვის გარეშეი არ არსებობს, ცხოველთათვის თავგანწირვა-თვითმკვლელობაა, თვითმკვლელობა კი დამღუპველი

შენს ლოგიკაში სოფიზმის სუნი მცემს tongue.gif
ზემოთ ჩამოთვლილი წმინდანები: ვლასი სებასტიელი, წმ. კოზმა და დამიანე, საბა განწმენდილი სასიკვდინე ცოდვაში იყვნენ?

QUOTE
შეიძლება მაკარი დიდსაც შეშლოდა-თქო

თუ ეგ შეცდომა იყო (თან არაერთი წმიდანის) ღმერთი რატომ ისმენდა ასეთ "მცდარ" ლოცვას?


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Mar 21 2007, 06:00 PM
პოსტი #23


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ანუ, ზემოთ ჩამოთვლილი წმინდანები: ვლასი სებასტიელი, წმ. კოზმა და დამიანე, საბა განწმენდილი სასიკვდინე ცოდვაში იყვნენ?


მგონი I-სა და II-ს კუთვნილება ბუნდოვანი დავტოვეთ biggrin.gif თან, მაკარს რამდენადაც მახსოვს, მათთვის თავგანწირვა არც უფიქრიათ...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Mar 21 2007, 06:00 PM
პოსტი #24


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE(მნათე @ Mar 21 2007, 06:00 PM) *

მგონი I-სა და II-ს კუთვნილება ბუნდოვანი დავტოვეთ biggrin.gif თან, მაკარს რამდენადაც მახსოვს, მათთვის თავგანწირვა არც უფიქრიათ...

მერე ვინ თქვა? თავგანწირვა შენ ახსენე პირველად tongue.gif
ჩემი მეორე კითხვა რატომ დატოვე უპასუხოდ?


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Mar 21 2007, 06:02 PM
პოსტი #25


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მერე ვინ თქვა? თავგანწირვა შენ ახსენე პირველად


მე სიყვარულთან ვახსენე tongue.gif

ციტატა

თუ ეგ შეცდომა იყო (თან არაერთი წმიდანის) ღმერთი რატომ ისმენდა ასეთ "მცდარ" ლოცვას?


აი ამაზე, უკვე კაიროსი მჭირდება biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Mar 21 2007, 06:02 PM
პოსტი #26


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE(მნათე @ Mar 21 2007, 06:01 PM) *

მე სიყვარულთან ვახსენე tongue.gif

სრულიად უკონტექსტოდ tongue.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Mar 21 2007, 06:02 PM
პოსტი #27


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
სრულიად უკონტექსტოდ


სახარებისეულად tongue.gif გიყვარს მაშინ, როცა თავგანწირვა შეგიძლია tongue.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Mar 21 2007, 06:07 PM
პოსტი #28


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE(მნათე @ Mar 21 2007, 06:02 PM) *

აი ამაზე, უკვე კაიროსი მჭირდება biggrin.gif

კაიროსი წმინდანებზე მეტი ავტორიტეტია? tongue.gif

QUOTE(მნათე @ Mar 21 2007, 06:02 PM) *

სახარებისეულად tongue.gif გიყვარს მაშინ, როცა თავგანწირვა შეგიძლია tongue.gif

ცხოველის სიყვარული არაა ისეთი, რომელზეც შენ საუბრობ. თუ გინდა მაგას შებრალება, გულისაჩუყება ან რაც გინდა დაარქვი. არა მგონია იმ წმინდანებს, ცხოველებს რომ კურნავდნენ, მათთვის თავი გაეწირათ.
მაგ სიტყვაზე გამოკიდება აქ უადგილოა და თემას არ ეხება.

პ.ს. კოკა-კოლა მიყვარსო, რომ ამბობ, ეგ როგორ? თავს გასწირავ მისთვის? laugh.gif სხვათაშორის, მამა გაბრიელი ამბობდა, რომ სიტყვა "სიყვარული" არ უნდა გამოვიყენოთ ასეთ დროს და ალბათ, მართალია. უბრალოდ ძალიან დამკვიდრდა ჩვემს სინამდვილეში ყველაფრის "სიყვარულად" წოდება.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
LEBU
პოსტი Mar 21 2007, 06:27 PM
პოსტი #29


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 10
რეგისტრ.: 15-November 06
წევრი № 480



# გაუ! პირველად ვპოსტავ ამ განყოფილებაში და თუ რამე შემეშალოს მომიტევეთ wink.gif

# მოგახსენებთ ჩემს სუბიექტურ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით:

# საუფლო ლოცვაში ვითხოვთ: "პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს..."

# აქ "პურში" იგულისხმება ყოველივე ის მატერიალური კეთილდღეობანი, რაც საჭიროა ადამიანის არსებობისათვის (და არა ფუფუნებისათვის)
# "პურში" შედიან ასევე ის ცხოველები და ფრინველები, რასაც ჩვენ საკვებად (თუ სხვა დანიშნულებისათვის) მოვიხმართ.

# ასე რომ მიზანი, ამ ლოცვისა არის მიმართული ჩვენი კეთილდღეობისაკენ. ჩვენ ვითხოვთ "პურს ჩვენი არსობისას."
# და არა - პური ჩვენი არსობისა კარგად იყოსო biggrin.gif

# მე არამართებულად მიმაჩნია შემდეგი სახის ლოცვა: "ღმერთო კარგად ამყოფე ეს ქათამი, H5N1 არ შეახვედრო, რომ მერე მე სააღდგომოდ დავკლა და შევჭამოო" biggrin.gif
# განა ღმერთმა არ იცის რაა უმჯობესი ჩვენთვის (და იმ ქათმისთვისაც) ?!?!

# ამიტომ ასეთი მრავალსიტყვაობა ლოცვისას (განსაკუთრებით ცხოველების კეთილდღეობისათვის ლოცვისას) ზედმეტად მიმაჩნია პირადად ჩემთვის_ერისკაცისათვის wink.gif

#უბრალოდ ითხოვე: "პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს..."

P.S. ბოდიშს გიხდით თუ უაზროდ ვიბოდიალე sad.gif wink.gif


--------------------
კი არ შევიმეცნებ და ვიწამებ, არამედ მწამს და შევიმეცნებ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Mar 21 2007, 06:33 PM
პოსტი #30


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ხალხო იცით რა მაინტერესებს ის ცხოველიც ხომ სულიერია და უფლის მიერაა გაჩენილი და რატო არ შეიძლება ვითხოვოთ ლოცვაში ჩვენი საყვარელი ცხოველის კარგად ყოფნა? smile.gif smile.gif smile.gif





--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Mar 21 2007, 06:51 PM
პოსტი #31


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ვაიმე მნათე, მაპატიე მაგრამ , კარგი ამინდია და ცოტა ტვინი გაამზეურე blink.gif
რას ბჟუტურობ ბიჭო?
ტელეგონიისა არ იყოს, რა არის ეს?


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ცოტნე
პოსტი Mar 21 2007, 07:03 PM
პოსტი #32


ცოტნე
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 320
რეგისტრ.: 1-September 06
წევრი № 132



QUOTE
ტყუილია ცოტნე, სტერეოტიპის მსხვერპლი ხარ შენც, ვატიკანს დაგმობილი აქვს მსგავსი ქმედება საკარდინალო დონეზე.... ვისაც ლათინური მიტრა ახურავს, ყველა კათოლიკე არაა

QUOTE
ამ ზღაპრის კიდევ გჯერათ????


რომის პაპს რამდენად ემორჩილებოდა ის სასულიერო პირი არ ვიცი, მაგრამ თავად "ზიარების" ფაქტი ჩემი თვალით ვნახე, ტელევიზიით გადმოსცეს.


--------------------
[size=3][color=#000099]გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა[/color][/size]
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 21 2007, 08:04 PM
პოსტი #33


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



მნათე
ციტატა
სიყვარული თავგანწირვის გარეშეი არ არსებობს, ცხოველთათვის თავგანწირვა-თვითმკვლელობაა


დასკვნა:
ა) ან უფალს არ უყვარს თავისი ქმნილებები, კერძოდ, ცხოველები და ფრინველები, აგრეთვე ამფიბიები unsure.gif
ბ) თუკი უყვარს აუცილებლად თავსაც გასწირავს მათთვის (??) blink.gif
გ) მნათე ცდება მწარედ tongue.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Mar 21 2007, 08:29 PM
პოსტი #34


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ციტატა(LEBU @ Mar 21 2007, 05:27 PM) *

# გაუ! პირველად ვპოსტავ ამ განყოფილებაში და თუ რამე შემეშალოს მომიტევეთ wink.gif

# მოგახსენებთ ჩემს სუბიექტურ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით:

# საუფლო ლოცვაში ვითხოვთ: "პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს..."

# აქ "პურში" იგულისხმება ყოველივე ის მატერიალური კეთილდღეობანი, რაც საჭიროა ადამიანის არსებობისათვის (და არა ფუფუნებისათვის)
# "პურში" შედიან ასევე ის ცხოველები და ფრინველები, რასაც ჩვენ საკვებად (თუ სხვა დანიშნულებისათვის) მოვიხმართ.



მცირე შენიშვნა, "პურში" ის არ იგულისხმება რაც აქ ჩამოთვალე, ანუ ხორციელი საკვები, არამედ უმთავრესად და ძირითადში სულიერი, რითაც ყოველი ქრისტიანი არსებობს.
უნდა გაეცნო "მამაო ჩვენოს" განმარტებას მამათა მიერ.
სამწუხაროდ ლინქი ან ტექსტი ხელთ არ მაქვს.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი Mar 21 2007, 09:32 PM
პოსტი #35


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



ციტატა(მნათე @ Mar 21 2007, 02:02 PM) *


I. როდესაც შენ ლოცულობ, მაგ; ვენახისთვის, ან მანქანისთვის, ან საქონლისთვის, რათა მათი დაუზიანებლობით ადამიანს მიენიჭოს ნაყოფიერება, ისევე როგორც მაცხოვარმა თევზთა და პურთა სიუხვე აკურთხა-რათა ხალხი 'განეძღო'.

და

II. როცა შენ, მისი კურნების მიზნით ლოცულობ, ზეთს ცხებ, ნაკურთხ წყალს ასხურებ და ა.შ - საინტერესოა, ამ კუთხით ცხოველებზე მადლმოქმედება blink.gif რამდენად შეიძლება, საღვთო მადლი გამოვითხოვოთ ფრინველზე, რომელთანაც ერთადერთი ინტერესი, მისი კარგად ყოფნაა? მითუმეტეს, შეიძლება თუ არა მას ზეთი ვცხოთ?




--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 21 2007, 11:52 PM
პოსტი #36


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ჰმ, საინტერესოა, ასეთ თემას არ ველოდი...

მაკვირვებთ ხანდახან, მაგრამ თქვენ რას გერჩით, როცა ასეთი კურიოზები, თვითონ ეკლესიაშიც ხდება... ვფიქრობ, ჩემი ბრალიცაა, უფრო სწორედ ჩემი დაკავებულობის, რომ ისე საჭირო თემა, როგორიცაა "საეკლესიო საიდუმლოებანი" არ განვავრცე და ცოტა არ იყოს, უყურადღებოდაა, მივხედავ აუცილებლად...

ახლა ამ თემაზე ვფიქროთ...

მოდით დალაგებულად მივყვეთ, პირველი კითხვა, რა არის ეკლესიის საიდუმლო? რაა მისი ბუნება და რითი განსხვავდება ის სხვა რელიგიური ქმედებებისაგან?

უპირველესად უნდა ითქვას, რომ საიდუმლო უნდა განსხვავდეს ლოცვისაგან,
მოდით ვნახოთ რას წერს პომაზანსკი ( ამ პოსტში მხოლოდ ქართულად არსებულ წყაროებს მოვიყვან,ახლა ისინიც საკმარისია): " ძველ ქრისტიანულ ლიტერატურაში ზეთის კურთხევის საიდუმლოზე შეიძლება არაპირდაპირი მოწმობების მოძიება წმ. ირინეოს ლიონელსა და ორიგენესთან. მოგვიანებით უფრო გარკვეული მონაცემები მოჰყავთ წმ. ბასილი დიდსა და წმ. იოანე ოქროპირს, რომლებმაც დაგვიტოვეს სნეულის განკურნების ლოცვები (მოგვიანებით ისინი ზეთის კურთხევის ტიპიკონში შეიტანეს) და, აგრეთვე, წმ. კირილე ალექსანდრიელს. პაპი ინოკენტი I (V ს.) ზეთის კურთხევის საიდუმლოსთან დაკავშირებულ შეკითხვებზე პასუხში მიუთითებდა:

ა. იგი უნდა შესრულდეს „მორწმუნე სნეულზე"

მოდით ამ "ა" პუნქტზე შევჩერდეთ, რას ნიშნავს ეს? ნიშნავს, იმას რომ საიდუმლოს ბუნება და დანიშნულება არის
ციტატა
არის მღვდელმოქმედება, რომლის დროსაც მორწმუნის სულს ხილული სახით გადაეცემა უხილავი საღვთო მადლი

ასე რომ ობიექტი ყოფილა ადამიანი, და არა მარტო, არამედ ნათლისღებული, და არა მხოლოდ ასევე მორწმუნეც, ისე პომაზანსკი
"...საიდუმლო სრულდება ავადმყოფებზე (შეიძლება ბავშვებზეც), რომლებსაც შეუძლიათ შეგნებულად მიიღონ იგი და მონაწილეობდნენ მათთვის ლოცვაში. ეს მღვდელმოქმედება შეიძლება შესრულდეს ტაძარში ან შენობაში, სადაც ავადმყოფი იმყოფება. ზეთისცხების საიდუმლოს ჩვეულებრივ წინ უსწრებს აღსარება და იგი მთავრდება ზიარების საიდუმლოთი. "

ახლა მეორე საკითხი მაშ რა არის ის რომ წმიდა გიორგიმ ხარი გაუცოცხლა ქვრივს? ან ვინმემ ილოცა ფრინველზე? ან ცხოველზე? აქ რათქმაუნდა მაშინვე უნდა ითქვას, რომ მხოლოდდამხოლოდ საჭიროების შემთხვევაში (ქვრივისათვის ხარი არსებობის აუცილებელი წყარო იყო) შეიძლება ადამიანი გაკადნიერდეს რომელიმე წმიდანს სთხოვს ცხოველის ( ფრინველის) განკურნება... მაგრამ მაშინვე დიდი ყურადღება სჭირდება რომ ეს ლოცვა და ღვთის ნებაზე მინდობა მკრეხელობაში არ გადავიდეს, და ცხოველ-ფრინველ არ მიაკარონ ის წმ. ზეთი, რომლის უპირველეს დანიშნულებათა შორის ითქმის:"

ციტატა
ზეთის ცხება იმ ზეთითვე სრულდება, რომლითაც იცხეს მეფეებმა, მღვდლებმა, წინასწარმეტყველებმა. ქრისტემაც, როგორც მეუფემ და მღვდელმა, ხორცშესხმის საცხებლით მიიღო ცხება. იგი აბრკოლებს ეშმაკს,


და კიდევ

ციტატა
წმინდა ზეთიც გადმოცემულია, როგორც სამღვდელო საიდუმლო და საღვთო წყალობის სახე, რაც ებოძებათ ცოდვისგან მოქცეულთ გამოსახსნელად და განსაწმენდად. ამიტომაა, რომ ცოდვათაგან გათავისუფლებასაც გვანიჭებს იგი, უძლურებათაგანაც აღვგმართებს და სიწმინდითაც გვავსებს


მაშ რა ესაქმება თუთიყუშთან ( ohmy.gif ) ძაღლთან, კატასთან, ცხენთან, ძროხასთან და რავი ზაზუნასთან ( biggrin.gif ) , ზეთს რომელიც ეცხება " ცოდვისგან მოქცეულთ გამოსახსნელად და განსაწმენდად"? ან რა ესაქმება იმ ზეთს ცხოველთან, რომელიც ის ზეთია : " რომლითაც იცხეს მეფეებმა, მღვდლებმა, წინასწარმეტყველებმა. ქრისტემაც" ?

მაშ ასე ზეთისცხებას (ზოგადად) რწმენის შემთხვევაში მოაქვსსხვა დანარჩენებთან ერთად კურნება, სხეულისა, ქვემოთ ნახავთ, რომ წმ. სვიმონ თესალონიკელი აზუსტებს კიდევ ვის სხეულზეა და რის განწმედაზეა საუბარი:"წმინდაეყო ჩვენი სხეულები " აქ ასე ითქმის : " უ კ ო მ ე ნ ტ ა რ ო დ " biggrin.gif

მაშ ლოცვა და არა მღვდელმსახურება, ვფიქრობ გაუნათლებლობამ შეიძლება ხანდახან კურიოზებმადის მიგვიყვანოს, მახსოვს თუშეთში ერთმა "მორწმუნე ცხვარი" ორზე დააყენა და პირჯვარი გადააწერინა biggrin.gif

ნუ მაცინებთ მეგობრებო! smile.gif

შეიძლება ვინმემ თქვას კარგი არ ვაცხოთ თუთიყუშ "მარჩელოს" ( wink.gif ) ზეთისცხების ზეთი და რაიმე კანდელის ზეთი იქნებ შეიძლებოდესო, სამწუხაროდ აქაც მკრეხელობასთან გვაქვს საქმე და აი რატომ, ზეთის ცხება ყოველთვის ხდება ორი მიზნით , სულიერი და ხორციელი უძლურებების საერთო კურნებისათვის, და აქ რაიმე ცხოველ-ფრინველი უკიდურესადაა გამორიცხული, რადგან კარგად უნდა გავიაზროთ, რა ხდება ამ დროს? ზეთის წასმას თავისთავად არ მოაქვს კურნება, ეს არ არის კოლხური მალამო, ამისათვის მღვდელი და წმ. მატრონა სულაც არაა საჭირო, ვეტექიმი და მისი ჯანი! smile.gif , აქ გვაქვს შიგა, დაფარულ ქმედებაზე, როცა ზეთის წასმით ადამიანი ( და მხოლოდ ადამიანი) იკურნება "სულიერი და ხორციელი უძლურებებისაგან" და ეგ ვიმეორებ უნდა იყოს:

ა. ადამიანი

ბ. ნათელღებული

გ. მორწმუნე



სამწუხაროდ თუთიყუში "მარჩელო" არცერთ ამ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს, ამიტომ ვეტექიმი შესანიშნავი გამოსავალია...

აი თქვენ მცირე ამონარიდი "ზეთის ცხების" შესახებ ( აქ ზოგადად ზეთის ცხების შესახებ შეგიძლიათ იფიქროთ, რადგან აქ შიგა ქმედებებზეა საუბარი ცოდვათა მიტევება, განკურნება...)




პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი

დოგმატური ღვთისმეტყველება

8. ეკლესიის საიდუმლონი. ეკლესიის ცხოვრება სულიწმიდაში

საიდუმლოებებში ლოცვანი ამა თუ იმ ფორმით გაერთიანებული არიან კურთხევებთან და განსაკუთრებულ ქმედებებთან. კურთხევანის სიტყვები, წარმოთქმული სამღვდელო გარეგნულ ქმედებათა თანხლებით, თითქოს სულიერი ჭურჭლებია, რომლებითაც იღებენ სულიწმიდის მადლს და მას შეუორგულებელ მორწმუნეებს - ეკლესიის წევრებს, ურიგებენ.

ამრიგად, საიდუმლო არის მღვდელმოქმედება, რომლის დროსაც მორწმუნის სულს ხილული სახით გადაეცემა უხილავი საღვთო მადლი



წმ. გერმანე კონსტანტინეპოლელი

საეკლესიო თხრობა და საიდუმლო ჭვრეტა

ნათელღებულისათვის ზეთის ცხება იმ ზეთითვე სრულდება, რომლითაც იცხეს მეფეებმა, მღვდლებმა, წინასწარმეტყველებმა. ქრისტემაც, როგორც მეუფემ და მღვდელმა, ხორცშესხმის საცხებლით მიიღო ცხება. იგი აბრკოლებს ეშმაკს, რომელიც ვეღარ დაგვძლევს მომაკვდინებელი ცოდვის ძალით! ადამის ურჩობამ რომ მოაწია ჩვენზე.


წმ. სვიმეონ თესალონიკელი

წმინდა ზეთის შესახებ:

წმინდა ზეთიც გადმოცემულია, როგორც სამღვდელო საიდუმლო და საღვთო წყალობის სახე, რაც ებოძებათ ცოდვისგან მოქცეულთ გამოსახსნელად და განსაწმენდად. ამიტომაა, რომ ცოდვათაგან გათავისუფლებასაც გვანიჭებს იგი, უძლურებათაგანაც აღვგმართებს და სიწმინდითაც გვავსებს. ყოველივე ეს გადმოგვცა იესო ქრისტემ, ჩვენმა ღმერთმა, და მის მიერ მისმა საღვთო მოწაფეებმა, რადგან ვართ რა ორმაგნი, სულისაგან და სხეულისა, ესეც ორმაგადვე გვებოძა ჩვენ, ისევე როგორც ჭეშმარიტად ორმაგი გახდა იგი ჩვენს გამო , იყო რა ჭეშმარიტად ღმერთი და შეირაცხა რა ჭეშმარიტ კაცად, რომ, ერთი მხრივ, სულიწმინდის მადლით გონისეულად განეწმინდა მას ჩვენი სულები, მეორე მხრივ კი გრძნობადთა მიერ, კერძოდ წყლით, ზეთით, პურით, სასმისითა და სხვა დანარჩენთ, რაც განწმენდილია სულიწმინდისგან, - წმინდაეყო ჩვენი სხეულები და მოენიჭებინა მთელსრული ცხონება.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Mar 21 2007, 11:58 PM
პოსტი #37


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



გაიხარე კაიროს ამ სიტყვებისთვის:

ციტატა

ახლა მეორე საკითხი მაშ რა არის ის რომ წმიდა გიორგიმ ხარი გაუცოცხლა ქვრივს? ან ვინმემ ილოცა ფრინველზე? ან ცხოველზე? აქ რათქმაუნდა მაშინვე უნდა ითქვას, რომ მხოლოდდამხოლოდ საჭიროების შემთხვევაში (ქვრივისათვის ხარი არსებობის აუცილებელი წყარო იყო) შეიძლება ადამიანი გაკადნიერდეს რომელიმე წმიდანს სთხოვს ცხოველის ( ფრინველის) განკურნება... მაგრამ მაშინვე დიდი ყურადღება სჭირდება რომ ეს ლოცვა და ღვთის ნებაზე მინდობა მკრეხელობაში არ გადავიდეს, და წმ. ზეთი, რომლის უპირველეს დანიშნულებათა შორის ითქმის:"


გინდოდათ თეოლოგია? მიიღეთ თეოლოგია laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Mar 22 2007, 12:26 AM
პოსტი #38


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE
მხოლოდდამხოლოდ საჭიროების შემთხვევაში (ქვრივისათვის ხარი არსებობის აუცილებელი წყარო იყო) შეიძლება ადამიანი გაკადნიერდეს რომელიმე წმიდანს სთხოვს ცხოველის ( ფრინველის) განკურნება...

ამ თემის პირველ გვერდზე წერია ამონარიდები წმინდანთა ცხოვრებებიდან, როცა ისინი განკურნებდნენ ცხოველებს არა ადამიანების საჭიროებისათვის, არამედ თვითონ მათი - ცხოველების სიბრალულისთვის.
აქ როგორი ლოგიკაა? თუ წმინდანთა ქმედება ეწინააღმდეგება ჩემს მოსაზრებას, ცდებიან წმინდანები? rolleyes.gif

QUOTE
წმ. მღვდელმოწამე ვლასი სებასტიელის ცხოვრებიდან (IV ს.): დასნეულებულ მხეცებს მღვდელმთავარი ხელის დადებით კურნავდა

QUOTE
Страждущие люди и животные выздоравливали, как скоро возлагали на них руки святые врачи

არ მითხრათ ახლა, ეს ხელდასხმააო biggrin.gif და არ მომიყვანოთ ციტატები, რომ ხელდასხმა მარტო ადამიანებზე სრულდება.
როგორც ესაა ხელდასხმა, ისე წმ. მატრონას ზეთის წასმაა ზეთისცხება. კაიროსის მოყვანილ ყველა ციტატაში ზეთისკურთხევის საიდუმლოზე იყო საუბარი. ეს ღვთისმსახურება თუთიყუშზე არავის ჩაუტარებია.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Mar 22 2007, 12:36 AM
პოსტი #39


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ხალხო მაპატიეთ მაგრამ ჩემ კითხვაზე პასუხი ვერ ვიპოვე smile.gif
ნუთუ უფლის მიერ გაჩენილი სულიერისთვის ლოცვა არ შეიძლება???
არის რამე ამაში არაქრისტეანული და მიუღებელი?


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Mar 22 2007, 12:50 AM
პოსტი #40


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE
ნუთუ უფლის მიერ გაჩენილი სულიერისთვის ლოცვა არ შეიძლება???

წმინდანები თუ ჩვენთვის ავტორიტეტები არიან, მაშინ კი smile.gif

ძალიან მომწონს ეს პატერიკული მოთხრობა:

ალექსანდრიის ერთ უდაბნოში ცხოვრობდა ერთი წმინდა მამა, სახელად მაკარი. მას ბინა ერთ მიგდებულ გამოქვაბულში ჰქონდა და მთელ დღეებს ლოცვაში, მარხვასა და შრომაში ატარებდა. მისი გამოქვაბულის შორიახლოს სორო გაეკეთებინა ერთ აფთარს. ერთხელ, მაკარი ლოცვად იდგა. ამ დროს მას აფთარი მოუახლოვდა, კბილები კაბაში ჩაავლო და გასასვლელისაკენ ექაჩებოდა. მაკარის გაუკვირდა და გონებაში თქვა: ნეტავი რა უნდა ჩემგან ამ მცეხსო? და გაჰყვა. აფთარმა თავის სოროსთან მიიყვანა, შიგ შევიდა, იქიდან სამი უსინათლო ლეკვი გამოიყვანა და წმინდა მამას ფეხებთან დაუსვა. მაკარი კიდევ უფრო გაკვირდა, შემდეგ ხელები ზეცად აღაპყრო და ღმერთს ამ ლეკვებისათვის თვალის ჩინის მიცემას შეევედრა. ღმერთმა ისმინა თავისი სათნომყოველი ბერის ლოცვა და აფთრის ლეკვებს თვალები აეხილათ. მაკარიმ ლეკვები დედას მისცა და თავის გამოქვაბულში დაბრუნდა. საღამოხანს აფთარი კვლავ გამოჩნდა, პირით ვერძის ტყავს მოათრევდა. შევიდა გამოქვაბულში, მაკარის ფეხებთან მოწიწებით დააფინა ვერძის ტყავი, თავი დაუხარა და უკან გაბრუნდა. წმინდა მამას გაეცინა: როგორი მალიერება გამოხატა ამ მხეცმაო.

smile.gif

და კიდევ ერთი: ნუ უყურებთ ყველაფერს ასე რთულად. ღმერთმა ჩინებულად დაამტკიცა ცხოველების მადლისმიერი საშუალებით (ლოცვით, ხელის დადებით) განკურნების შესაძლებლობა, როცა განკურნა ის ცხოველები, რომლებისთვისაც წმინდანები ევედრებოდნენ. და უფალი ისმენდა არა მარტო მაშინ, როცა ცხოველის სიცოცხლე ადამიანებისთვის იყო საჭირო.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th May 2024 - 02:36 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი