IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ლოცვის ძალა თუ ღვთის ნება
მხევალი ნინო
პოსტი Mar 2 2008, 11:05 AM
პოსტი #1


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ლოცვა სულის სუნთქვაა, ლოცვა უფალთან საუბარია. ლოცვას დიდი ძალა აქვს. ეს სიტყვები ვიცი, მაგრამ მწამს? უფრო სოწრედ რისი მწამს აღარ ვიცი.

ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ მომხდარა და ძალიან მნიშვნელოვანი. ან ბევრი რამ მინდოდა მომხდარიყო მნიშვნელოვანი. როცა რაღაც მნიშვნელოვანი მინდოდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში მივმართავდი უფალს, მაგრამ არ ხდებოდა... შემდეგ ჩემს თავს ვეუბნებოდი ეს ღვთის ნებაა, უფალმა ტავად იცის რა უნდა მომცეს და როდის. ამ წუთას ჩემი თხოვნის ასრულება ტავად ჩემთვის არ იქნებოდა კარგი, მაგრამ რწმენა იკარგებოდა. ლოცვის ძალის რწმენა, შესმენის რწმენა.

შემდეგ კითხვები გაჩნდა, თუ მაინც ისე მოხდება როგორც უფალს სურს, თუ ჩემს ლოცვას არა აქვს ძალა და ამით მაინც არაფერი იცვლება რაღა საჭიროა ლოცვა...

თუ ყველაფერი ნიშვნელოვანი მაინც ღმერთის გადასაწყვეტია მე რატომ ვილოცო. მერე განსაცდელის ჟამს, როგორც კი ლოცვას ვიწყებ გულში ეჭვი ჩნდება, მომისმენს კი? შეისმენს კი? იქნებ მას სხვანაირად სურს და ეს უკვე გადაწყვეტილია, მაშინ მე რატომღა ვტხოვ, რა საჭიროა, რა აზრი აქვს?

იყავ ნება შენი. ეტყობა ამ სიტყვებშია იმ შეკითხვის პასუხი, რაც მე დავწერე. ალბათ ამ სიტყვებიშია ყვლეაზე დიდი მორჩილება და მინდობა, მაგრამ მე ეს ბოლომდე არ მესმის.

მაგრამ მაშინ რა საჭიროა ლოცვა? თუ ყველაფერს მაინც უფალი წყვეტს, რომელმაც ჩვენზე უკეთესად იცის რა დროს რა გვჭირდება ყველაზე მეტად. რატომღა ვირწმუნო ლოცვის ზალის? მხოლოდ იმიტომ რომ შეიძლება იმ დროს ისეთი რამე ვთხოვო, რაც ჩემთვის მისაღებია და ამიტომ მივიღო?

ამ თემის გახნის სისწორეზეც ეჭვი მეპარება, მაგრამ რაღაც ჭკვანურის და კარგის მოსმენის იმედი მაქვს.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 2 2008, 12:22 PM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
თუ მაინც ისე მოხდება როგორც უფალს სურს, თუ ჩემს ლოცვას არა აქვს ძალა და ამით მაინც არაფერი იცვლება რაღა საჭიროა ლოცვა...

smile.gif ნინო, მაგ საკითხზე საუბარია "ბედისწერაში"
http://church.ge/index.php?showtopic=3773&st=40
და აქ
http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/damaskeli/45.htm
რას ქვია ისე მოხდება, როგორც უფალს უნდა,ამას ჩვენი ნებაც უნდა ერთვოდეს, დაძალებული არაფერია ხომ იცი... უფალს უნდა ახლა მე და შენ ამ გამომათაყვანებელ კომპიუტერს კი არ ვუყურებდეთ, არამედ ანგელოზებთან ერთად ვიყოთ, მაგრამ ეს ჩვენ არ გვინდა და ჩვენი ცოდვებით ვშორდებით ამ უფლის ნებას,"ბედისწერა"-ში საუბარია ასევე რაა უფლის ნება და უფლის განგებულება, იგივეს არ გავიმეორებ...
ციტატა
რა აზრი აქვს?

არსებობს ერთი ლამაზი ლოცვა ( აქც დევს საყვარელი ლოცვების თემაში), სადაც მთელი აქცენტი ამაზეა გადასული "არა ვუწყი უფალო რაი ვითხოვო შენგან" ასე იწყება, დაძებნე, ანუ იქ არის ყურადღება გამახვილებული "მამაო ჩვენოს" ერთერთ შემდაგენელ ნაწილზე "იყავნ ნება შენი" , ესაა სწორი დამოკიდებულება, ჩვენ ვითხოვთ რაიმეს, ვლოცულობთ რაიმეზე, მაგრამ ყოველტვის ვამატებთ, "მაგრამ არა ნებაი ჩემი, არამედ ნება შენი იყავნ", როგორც უფალმა გეთსიმანიის ბაღში გვასწავლა...
უფლის ნება კი ისაა, რომ ჩვენ მას ვესაუბროთ, სიტყვით ანუ ლოცვით და საქმით ანუ რწმენასა და სათნოებაში წარმატებით!

წარემატე-თი;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Mar 2 2008, 04:03 PM
პოსტი #3


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



KAIROS





fiqri.gif piqri.gif ვფიქრობ...


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 2 2008, 05:13 PM
პოსტი #4


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ლოცვას განსაკუთრებული ადგილი აქვს ქრისტიანის ცხოვრებაში.

რატომ და რისთვის უნდა ვილოცოთ?

უფალს უნდა ვთხოვოთ ერთადერთი - რომ იყოს მისი წმინდა ნება და განგებულება ჩვენ ზედა და ჩვენ ცხოვრებაზე. ცხადია, ადამიანი სუსტი არსებაა და შეიძლება მან ვერ გააცნობიეროს რა არის უფლის ნება, რა უნდა უფალს, რა იქნება მისთვის უკეთესი. დასაშვებია უფრო მძიმე შემთხვევაც - როდესაც ადამიანმა იცის, რომ რაღაც საზიანოა მისი სულისათვის, მაგრამ მაინც უნდა....

ხშირად ისმის კითხვა: რა ვქნათ, როგორ ვთხოვოთ უფალს, როცა რაღაც გვინდა? განა თავად უფალი არ ამბობს, რომ "იცის მამამან თქუენმან ზეცათამან, რაი გიხმის თქუენ". მაშ, რა ვთხოვოთ უფალს და როგორ? სახარებაში უფალი ყველაფერს გვასწავლის, მათ შორის ლოცვასაც. "უფალო, ამაცილე ეს სასმელი, მაგრამ იყოს არა ისე, როგორც მე მინდა, არამედ - შენ." აი, როგორ უნდა ვთხოვოთ უფალს. ღმერთო, მე ასე მინდა, მაგრამ იყოს ისე, როგორც შენ წმინდა ნებას სურდეს

ერთი მაგალითი გამახსენდა ამაზე. ერთი მნიშვნელოვანი რამ ხდებოდა ჩემ ცხოვრებაში, რომლის დადებითად გადაწყვეტა ძალიან ძალიან მინდოდა. უფალს ყოველდღე ვთხოვდი, რომ მართალია მე ეს მინდა, მაგრამ დაე იყოს ნებისაებრ შენისა-მეთქი. თუმცა, საკუთარ თავს ვატყობდი, რომ ისე მინდოდა, რომ რეალურად, უფალს არ/ვერ ვანდობდი ამ საქმის დასრულებას, თითქოს მინდოდა, რომ უფლის ნება მაინცდამაინც ჩემსას დამთხვეოდა (!) და არა ჩემი - მისას. ასე გაგრძელდა რამდენიმე თვე. საქმე კი, წარმოიდგინეთ, არც დადებითაც წყდებოდა და არც უარყოფითად.
ბოლოს დავიღალე.....
აღარ მინდოდა ასე დაუსრულებლად ყოფნა
და წმ. სამების საპატრიარქო ტაძარში ავედი და ამდენი ხნის შემდეგ პირველად მართლა გულით ვთხოვე უფალს "დაე იყოს ისე, როგორც შენ გსურს".
იმ კვირაში დადებითად გადაწყდა.... yes.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
makiki
პოსტი Mar 2 2008, 06:11 PM
პოსტი #5


makiki
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,779
რეგისტრ.: 29-January 08
მდებარ.: Tbilisiii
წევრი № 3,797



უფალი ადამიანის ლოცვას ყოველთვის ისმენს,როცა ის თავმდაბლობით და შემუსვრილი გულით იქნება ნათქვამი. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს,რომ უფალს ჩვენთვის ყოველივე საუკეთესო სურს და ეს განსაცდელებიც ჩვენს საკეთილდგეოდ გვქვს.ჩვენი ვალია ყველა განსაცდელს უფლის მადლიერებით შევხვდეთ smile.gif


--------------------
წიგნი,რომლის მეორედ და მესამედ წაკითხვა არ ღირს არ უნდა წაიკითხო არცერთხელ.

ლამაზი ცრემლები წამწამებს ეხება
პატარა ცრემლები ბაგეზე ეშვება
ღმერთო მოუსმინე მის ლამაზ ვედრებას
გოგონა ხატის წინ მუხლებზე ეცემა...

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Mar 2 2008, 07:33 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ძალიან მეშინია რამე ვთხოვო უფალს, იმიტომ რომ იქნებ ეს არ არის ჩემთვის კარგი და დაჟინებული თხოვნების შემდეგ მომეცეს ?.. ამიტომ ვცდილობ ჩემ თავზე არაფერი ვითხოვო გარდა ლოცვებში ასახული აზრებისა...

რაც შეეხება ლოცვის ძალას, - ლოცვით იწყება ქრისტიანი ცხოვრება, ლოცვა დიალოგია, ლოცვა კავშირია, რელიგიის არსი ლოცვაა, ლოცვა სიცოცხლის ხელოვნებაა, ლოცვა ორმხრივობას მოიაზრებს... და მისი ძალა სინერგიაა...

მე მგონი







--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Mar 2 2008, 09:26 PM
პოსტი #7


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ლოცვა არის უფალთან საუბარი, მასთან ყოფნის სურვილი

მთავარი ლოცვა არის როცა უფალს ვეუბნებით რომ მასთან ყოფნა გვინდა, როცა ვევედრებით ცხონებაზე, რადგან თუ ღვთის სასუფეველს დავუწყებთ პირველ რიგში ძიებას, სხვა ყველაფერიც მოგვეცემა.

საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით კი მრავალი მიზეზი შეიძლება იყოს, რომ უფალი სწრაფად არ შეისმენს ჩვენს ლოცვას.
შეიძლება ის ამით ჩვენ თავმდაბლობას გვასწავლის და მოთმინებას, ასევე გულმოდგინებასაც, უნდა ჩვენც ისევე ხანგრძლივად და დაუღალავად ვითხოვდეთ, როგორც სახარებისეული ქვრივი დედაკაცი ითხოვდა.
შეიძლება არ ვეძებთ უფალს მთელი გულით, არ ვეძებთ მის სასუფეველს და მისგან მარტო ამქვეყნიური ცხოვრების მოწყობა გვინდა.
შეიძლება არ არის სასარგებლო ჩვენი სულისთვის, რასაც ვითხოვთ,

შეიძლება მზად არ ვართ იმის მისაღებად რასაც ვითხოვთ, როგორც წერს ანტონი სუროჟელი:

Совершенно бессмысленно просить Бога о чем-то, на что мы не готовы сами
В какой-то момент мы должны сами взять свой крест и его нести. Каждый из нас должен взять свой крест, и когда мы о чем-нибудь просим в молитве, это подразумевает, что мы и сами беремся за дело со всей силой, всем разумом и всем вдохновением, какие только способны вложить в свое действие, со всем мужеством и всей энергией, которые у нас есть. Кроме того, мы исполняем дело и со всей той силой, какую нам подает Бог. Если мы этого не делаем, то наша молитва – пустая трата времени.

უფალს ჩვენი ყველას ცხონება უნდა. აქ აქვს ლოცვას ძალა და უდიდესი ძალა.

ციტატა
მაგრამ მაშინ რა საჭიროა ლოცვა? თუ ყველაფერს მაინც უფალი წყვეტს, რომელმაც ჩვენზე უკეთესად იცის რა დროს რა გვჭირდება ყველაზე მეტად. რატომღა ვირწმუნო ლოცვის ზალის? მხოლოდ იმიტომ რომ შეიძლება იმ დროს ისეთი რამე ვთხოვო, რაც ჩემთვის მისაღებია და ამიტომ მივიღო?

ასეთი აზრები მეც გამჩენია და ვფიქრობ როცა უფალი არ ისმენს ჩვენს ლოცვას, ლოცვა მაინც არ უნდა შევწყვიტოთ, უბრალოდ უნდა ვეცადოთ ვიფიქროთ რომ ყოველი კეთილი მოსაცემელი მისგანაა და საბოლოოდ ისე წარმართავს ჩვენს ცხოვრებას როგორც ჩვენთვის უკეთესია. უნდა ვისწავლოთ მისდამი მინდობა, რაც ხშირად არ გვაქვს სამწუხაროდ. უნდა ვისწავლოთ მოთმინება და ლოდინი. რადგან მას უფრო მეტად ვუყვარვართ, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია ჩვენი თავის სიყვარული smile.gif

რა თქმა უნდა დაწერა ადვილია, სინამდვილეში კი ყველაფერი უფრო ძნელად მისაღწევია





--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Mar 3 2008, 03:55 AM
პოსტი #8


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



მხევალი ნინო
http://church.ge/index.php?showtopic=599


ასეთი თემა არსებობს უკვე , გავაერთიანოთ?


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Mar 3 2008, 10:05 AM
პოსტი #9


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



მხევალი ნინო
შესანიშნავად მესმის შენი, მეც და ალბად ბევრ ჩვენგანსაც გასჩენია მსგავსი აზრი, ყოფილა შემთხვევა ზუსტად იგივე მიფიქრია, როცა რაღაც ძალიან მინდა, ვლოცულობ, მაგრამ რატომღაც არ მისრულდება.
ხანდახან მიფიქრია, იქნებ საკმარისად არ ვილოცე, იქნებ ვითხოვ მხოლოდ იმას რაც მე მინდა და სამაგიეროდ არაფერს გავცემ, ანუ ვლოცულობ ჩემი სურვილის ასრულებისთვის და არა უფლისთვის.
ასეთ დროს იესოს სიტყვები მახსენდება მისი შეპყრობის და ჯვარცმის წინ:
,,პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: მამაო ჩემო! თუკი შესაძლოა, ამცდეს ეს სასმისი; თუმცა არა როგორც მე მნებავს, არამედ როგორც შენ.

ღმერთი ხომ თავის შვილებს მოუვლენს მას, რაც მათთვის და მათი სულისთვის უკეთესია. smile.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Mar 3 2008, 01:05 PM
პოსტი #10


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



ქეთუ
ციტატა
ასეთი თემა არსებობს უკვე , გავაერთიანოთ?



ეს თემა ცოტა სხვა კუთხით არის ქეთი, სხვა პრობლემას ეხება.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
XAFRAN
პოსტი Mar 3 2008, 01:43 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 226
რეგისტრ.: 28-July 07
წევრი № 2,532



გააჩნია რას თხოულობ... პატარა ბავშვმა წრფელი გულით უფალს შეილება ველოსიპედი სთხოვოს, მარა სამყარო "ნინიას ბაღი" ხო არაა biggrin.gif

მაშ რა უნდა ვითხოვოთ? (ჩვენც ხომ ყველანი იმ ბავშვს ვგავართ) უნდა გავიხსენოთ რომ თუ რამე არ გაგვაჩნია ან რამე გვაწუხებს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ცოდვილი ბუნების გამო ასე რომ ვფიქრობ უნდა ვითხოვოთ ყველაზე მნიშვნელოვანი და უპირველესი - ადამის მოდგმის ცოდვისგან განთავისუფლება და სიყვარული კაცთა შორის.

მაგრამ ცოდვილნი ჩვენი ნებითვე გავხდით და დავშორდით მეუფეს ჩვენსას, ასე რომ ჩვენვე უნდა ამოვძირკვოთ ცოდვა საკუთარ თავში, უფალი ამას ჩვენ მაგივრათ ვერ და არ იზავს. ამიტომ უნდა ვითხოვოთ ერთადერთი - ძალა რომ მას მივუბრუნდეთ ისევ და ისევ და , რათა მივიღოთ ჭეშმარიტი ბედნიერება.

მომიტევეთ თუ რამეს ვუმეცრებ smile.gif


--------------------
ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tekle77
პოსტი Mar 4 2008, 11:36 AM
პოსტი #12


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 54
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,909



ციტატა(მხევალი ნინო @ Mar 2 2008, 11:05 AM) *

ლოცვა სულის სუნთქვაა, ლოცვა უფალთან საუბარია. ლოცვას დიდი ძალა აქვს. ეს სიტყვები ვიცი, მაგრამ მწამს? უფრო სოწრედ რისი მწამს აღარ ვიცი.

ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ მომხდარა და ძალიან მნიშვნელოვანი. ან ბევრი რამ მინდოდა მომხდარიყო მნიშვნელოვანი. როცა რაღაც მნიშვნელოვანი მინდოდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში მივმართავდი უფალს, მაგრამ არ ხდებოდა... შემდეგ ჩემს თავს ვეუბნებოდი ეს ღვთის ნებაა, უფალმა ტავად იცის რა უნდა მომცეს და როდის. ამ წუთას ჩემი თხოვნის ასრულება ტავად ჩემთვის არ იქნებოდა კარგი, მაგრამ რწმენა იკარგებოდა. ლოცვის ძალის რწმენა, შესმენის რწმენა.

შემდეგ კითხვები გაჩნდა, თუ მაინც ისე მოხდება როგორც უფალს სურს, თუ ჩემს ლოცვას არა აქვს ძალა და ამით მაინც არაფერი იცვლება რაღა საჭიროა ლოცვა...

თუ ყველაფერი ნიშვნელოვანი მაინც ღმერთის გადასაწყვეტია მე რატომ ვილოცო. მერე განსაცდელის ჟამს, როგორც კი ლოცვას ვიწყებ გულში ეჭვი ჩნდება, მომისმენს კი? შეისმენს კი? იქნებ მას სხვანაირად სურს და ეს უკვე გადაწყვეტილია, მაშინ მე რატომღა ვტხოვ, რა საჭიროა, რა აზრი აქვს?

იყავ ნება შენი. ეტყობა ამ სიტყვებშია იმ შეკითხვის პასუხი, რაც მე დავწერე. ალბათ ამ სიტყვებიშია ყვლეაზე დიდი მორჩილება და მინდობა, მაგრამ მე ეს ბოლომდე არ მესმის.

მაგრამ მაშინ რა საჭიროა ლოცვა? თუ ყველაფერს მაინც უფალი წყვეტს, რომელმაც ჩვენზე უკეთესად იცის რა დროს რა გვჭირდება ყველაზე მეტად. რატომღა ვირწმუნო ლოცვის ზალის? მხოლოდ იმიტომ რომ შეიძლება იმ დროს ისეთი რამე ვთხოვო, რაც ჩემთვის მისაღებია და ამიტომ მივიღო?

ამ თემის გახნის სისწორეზეც ეჭვი მეპარება, მაგრამ რაღაც ჭკვანურის და კარგის მოსმენის იმედი მაქვს.



საკმაოდ საინტერესოა ის, რაც დაწერე - მე მხოლოდ და მხოლოდ ჩემს აზრეს გწერ და მინდა, რომ შენც დაიჯერო -
ცხოვრებაში ბევრი რამ არის, რაც გვჭირდება, გვინდა - ძალიან გვინდა, მაგრამ...
მე ვფიქრობ და მჯერა სიყვარულით, სიკეთით ყოველთვის მიიღებ იმას, რაც გსურს - მაგრამ გულით აკეთე სიკეთე, გულით გიყვარდეს ყველა, არა მარტო შენი ახლობლები, არამედ უცხოც და ილოცე - გულით ილოცე - მერწმუნე აგისრულდება - "მარცვლისოდენა რწმენა რომ გქონდეს, მთასაც კი გადაადგილებ" და გულით ლოცა იცი როდის მოვა, როცა სიკეთეს გააკეთებ და სიყვარულს დანერგავ შენს გარშემო - ლოცვას ხომ ძალიან დიდი ძალა აქვს.

გეფერები

სიყვარულით თეკლა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
galateli
პოსტი Mar 20 2008, 06:40 PM
პოსტი #13


ugirsi shvili
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 90
რეგისტრ.: 27-February 08
წევრი № 4,039



ერთია ჩვენ რა გვსურს და მეორე რაა ჩვენთვის კარგი,აქედან გამომდინარე გვეძლევა ადამიანებს ის რასაც ვთხოულობთ ლოცვაში. ნუ ვიტყვიტ ეს რატომ არ მომეცა ლოცვაში ხომ ვითხოვეო?! იქნებ იგი ცუდი იქნებოდა შენთვის?უფალი ცდილობს მოგვცეს ის რაც ჩვენთვის უკეთესია.


--------------------
ხოლო ჩუენ, რამეთუ დღისანი ვართ ნაშობნი, განვიფრთხოთ, შევიმოსოთ ჯაჭჳ იგი სარწმუნოებისაჲ და სიყუარულისაჲ და ჩაფხუტი იგი სასოებისაჲ და ცხოვრებისაჲ. (თეს.I; თავი I;მუხლი8;)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ANELI
პოსტი Mar 20 2008, 08:11 PM
პოსტი #14


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 85
რეგისტრ.: 2-February 08
წევრი № 3,830



უფალმა უკეთესად იცის ჩვენ რა გვჭირდება და რა უნდა მოგვცეს. შესაძლოა ვლოცულობდეთ და ვითხოვდეთ მისგან შემწეობასა და დახმარებას, მაგრამ ის რაც ჩვენ გვგონია, რომ ჩვენთვის კარგი იქნება შესაძლოა არც ისე კარგი იყოს. მე ვფიქრობ უფალი გვაძლევს იმას რასაც ვიმსახურებთ. ამაში ცუდსაც ვგულისხმობ და კარგსაც. შესაძლოა არც ვიმსახურებდეთ იმ კარგს, მაგრამ სტიმული ყველას გვჭირდება.


--------------------
ადამიანი მონასტრის კედელზე გამოხატული ფრესკა არ არის ერთი კუთხიდან, რომ უმზირო. მას უნდა გარშემო შემოუარო და იმ კუთხიდან უმზირო, რომლიდანაც უკეთესად იმზირება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
*ნინო*
პოსტი Apr 3 2008, 02:03 PM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 836
რეგისტრ.: 16-November 07
წევრი № 3,193



ციტატა(ANELI @ Mar 20 2008, 08:11 PM) *

უფალმა უკეთესად იცის ჩვენ რა გვჭირდება და რა უნდა მოგვცეს. შესაძლოა ვლოცულობდეთ და ვითხოვდეთ მისგან შემწეობასა და დახმარებას, მაგრამ ის რაც ჩვენ გვგონია, რომ ჩვენთვის კარგი იქნება შესაძლოა არც ისე კარგი იყოს. მე ვფიქრობ უფალი გვაძლევს იმას რასაც ვიმსახურებთ. ამაში ცუდსაც ვგულისხმობ და კარგსაც. შესაძლოა არც ვიმსახურებდეთ იმ კარგს, მაგრამ სტიმული ყველას გვჭირდება.

+1 ki.gif
მიუხედავად იმისა ,ჩვენ მოგვწონს თუ არა,უფალს მადლობა უნდა ვუთხრათ იმისთვის რაც მოგვცა.უფალი ხომ ჩვენზე ბრძენია,ხოდა მან უკეთ იცის თუ რაა ჩვენთვის უკეთესი. smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sandro40
პოსტი Apr 3 2008, 04:23 PM
პოსტი #16


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 539
რეგისტრ.: 7-February 08
წევრი № 3,881



ციტატა(მხევალი ნინო @ Mar 2 2008, 11:05 AM) *

ლოცვა სულის სუნთქვაა, ლოცვა უფალთან საუბარია. ლოცვას დიდი ძალა აქვს. ეს სიტყვები ვიცი, მაგრამ მწამს? უფრო სოწრედ რისი მწამს აღარ ვიცი.

ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ მომხდარა და ძალიან მნიშვნელოვანი. ან ბევრი რამ მინდოდა მომხდარიყო მნიშვნელოვანი. როცა რაღაც მნიშვნელოვანი მინდოდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში მივმართავდი უფალს, მაგრამ არ ხდებოდა... შემდეგ ჩემს თავს ვეუბნებოდი ეს ღვთის ნებაა, უფალმა ტავად იცის რა უნდა მომცეს და როდის. ამ წუთას ჩემი თხოვნის ასრულება ტავად ჩემთვის არ იქნებოდა კარგი, მაგრამ რწმენა იკარგებოდა. ლოცვის ძალის რწმენა, შესმენის რწმენა.

შემდეგ კითხვები გაჩნდა, თუ მაინც ისე მოხდება როგორც უფალს სურს, თუ ჩემს ლოცვას არა აქვს ძალა და ამით მაინც არაფერი იცვლება რაღა საჭიროა ლოცვა...

თუ ყველაფერი ნიშვნელოვანი მაინც ღმერთის გადასაწყვეტია მე რატომ ვილოცო. მერე განსაცდელის ჟამს, როგორც კი ლოცვას ვიწყებ გულში ეჭვი ჩნდება, მომისმენს კი? შეისმენს კი? იქნებ მას სხვანაირად სურს და ეს უკვე გადაწყვეტილია, მაშინ მე რატომღა ვტხოვ, რა საჭიროა, რა აზრი აქვს?

იყავ ნება შენი. ეტყობა ამ სიტყვებშია იმ შეკითხვის პასუხი, რაც მე დავწერე. ალბათ ამ სიტყვებიშია ყვლეაზე დიდი მორჩილება და მინდობა, მაგრამ მე ეს ბოლომდე არ მესმის.

მაგრამ მაშინ რა საჭიროა ლოცვა? თუ ყველაფერს მაინც უფალი წყვეტს, რომელმაც ჩვენზე უკეთესად იცის რა დროს რა გვჭირდება ყველაზე მეტად. რატომღა ვირწმუნო ლოცვის ზალის? მხოლოდ იმიტომ რომ შეიძლება იმ დროს ისეთი რამე ვთხოვო, რაც ჩემთვის მისაღებია და ამიტომ მივიღო?

ამ თემის გახნის სისწორეზეც ეჭვი მეპარება, მაგრამ რაღაც ჭკვანურის და კარგის მოსმენის იმედი მაქვს.

მოდი სხვა კუთხით შევხედოთ საკითხს, რა მიზანი აქვს ჩვენს რწმენას და რა გვსურს?
თუკი გვინდა რომ ამ ცხოვრებაში წარმატებას მივაღწიოთ, ფაქტია რომ წარმატებას ათეისტებიც, ანდა სხვა კომფესიის მიმდევრებიც აღწევენ.
თუკი ღმერთს ჩვენ აღვიქვავთ როგორც ინსტრუმენტს რომლის საშუალებითაც ამ მიწიერ ცხოვრებაში კომფორტულად ვიგრძნობთ თავს, ასეთ შემთხვევაში ტყვილა გავირჯებით, ქრისტიანის უმთავრესი მიზანი საკუთარი სულის გადარჩენაა, აი ამას უნდა მივხვდეთ პირველ რიგში და როდესაც ადამიანს ეს გაცნობიერებული აქვს, ნაკლები ტკივილით აღიქვავს ამ სოფლის პრობლემებს, მას უფრო საკუთარი ცოდვებისგან განთავისუფლება ადარდებს და მისი ვედრება უფლისკენ იქითკენაა მიმართული რომ სწორედ ცოდვის ჩადენისაგან იქნას დაცული.
ქრისტიანებს დალხენილი ცხოვრება არასდროს არ ქონიათ და არც არის საჭირო, ეს იწვევს მატერიალური საგნებისადმი, კომფორტისადმი, თანამდებობისადმი მიჯაჭვულობას, რაც სრულიად არ ნიშნავს იმას რომ ადამიანმა გარკვეული ქმედებები არ გადადგეს საკუთარი ხორციელი ცხოვების გაუმჯობესებისაკენ,მაგრამ ეს მეორეხარისხოვანია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
soso5
პოსტი May 17 2008, 05:29 AM
პოსტი #17


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 264
რეგისტრ.: 31-March 08
წევრი № 4,381



ციტატა(მხევალი ნინო @ Mar 2 2008, 12:05 PM) *

.

მაგრამ მაშინ რა საჭიროა ლოცვა? თუ ყველაფერს მაინც უფალი წყვეტს, რომელმაც ჩვენზე უკეთესად იცის რა დროს რა გვჭირდება ყველაზე მეტად. რატომღა ვირწმუნო ლოცვის ზალის? მხოლოდ იმიტომ რომ შეიძლება იმ დროს ისეთი რამე ვთხოვო, რაც ჩემთვის მისაღებია და ამიტომ მივიღო?

ამ თემის გახნის სისწორეზეც ეჭვი მეპარება, მაგრამ რაღაც ჭკვანურის და კარგის მოსმენის იმედი მაქვს.

ლოცვა აუცილებელია ყველა ადამიანისთვის ჩემო კარგო და ეს აზრები მაცდურისგან გეწვია უფლის რწმენაში დასაპრკოლებლად.ასე რომ მასეთი აზრები აღარ მიიღო ბოროტისგან თორე შეიძლება ცდუნდე და რაც ყველაზე ცუდია სხვებიც აცდუნო.
მთავარია შენს ამ მცდარ მოსაზრებას არავინ დაუჯეროს და ცოდვაში არ ჩავარდეს!

მომიტევე თუ ძალიან მკაცრი ვარ შენი აზრის მიმართ,მაგრამ ასეთი ვარ, რას ვიზავთ.
,,სადაც არს ლოცვა და მადლობაი,მუნ მოვალს მადლი სულისა წმიდისა,მუნით ეშმაკნი განიდევნიან და ყოველნი ბოროტნი ძალნი უკუიქცევიან და სირცხვილეულნი ივლტიან.

,,დიდ არს ძალი ლოცვისა,ხოლო უკეთუ განშვენებულ არს იგი მარხვითა,მით უფროის განაძლიერებს სულსა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tetnuldi
პოსტი May 17 2008, 10:57 AM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 309
რეგისტრ.: 7-May 08
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4,758



ციტატა(soso5 @ May 17 2008, 05:29 AM) *

ლოცვა აუცილებელია ყველა ადამიანისთვის ჩემო კარგო და ეს აზრები მაცდურისგან გეწვია უფლის რწმენაში დასაპრკოლებლად.ასე რომ მასეთი აზრები აღარ მიიღო ბოროტისგან თორე შეიძლება ცდუნდე და რაც ყველაზე ცუდია სხვებიც აცდუნო.
მთავარია შენს ამ მცდარ მოსაზრებას არავინ დაუჯეროს და ცოდვაში არ ჩავარდეს!

მომიტევე თუ ძალიან მკაცრი ვარ შენი აზრის მიმართ,მაგრამ ასეთი ვარ, რას ვიზავთ.
,,სადაც არს ლოცვა და მადლობაი,მუნ მოვალს მადლი სულისა წმიდისა,მუნით ეშმაკნი განიდევნიან და ყოველნი ბოროტნი ძალნი უკუიქცევიან და სირცხვილეულნი ივლტიან.

,,დიდ არს ძალი ლოცვისა,ხოლო უკეთუ განშვენებულ არს იგი მარხვითა,მით უფროის განაძლიერებს სულსა.

შენ გაიხარე!!! smile.gif smile.gif


--------------------
www.axalgazrdoba.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 19 2008, 04:59 PM
პოსტი #19


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,568
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



როცა ადამიანი ლოცულობს და ითხოვს რაღაცას უფლისგან, მაგრამ არ უსრულდება, მაშინ უნდა მიხვდეს, რომ უფლის ნება სხვაა და არა ის, რაც მას სურს. ღმერთმა უკეთ იცის რა არის ჩვენთვის უკეთესი.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი May 19 2008, 06:14 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



მხევალი ნინო
ციტატა
შემდეგ კითხვები გაჩნდა, თუ მაინც ისე მოხდება როგორც უფალს სურს, თუ ჩემს ლოცვას არა აქვს ძალა და ამით მაინც არაფერი იცვლება რაღა საჭიროა ლოცვა...


არა მჯერა რომ ამას ნინო წერს.... yvavilebi.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 01:14 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი