IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> ებრაელები წარმართთა გამო გაიწირნენ?!
sergi_glaxa
პოსტი Apr 29 2009, 09:00 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



როგორც საღვთო წერილიდან ვიცით, მესია ებრაელთა სახსნელად უნდა მოსულიყო. მაგრამ მესია მოვიდა, იგი თავისიანებმა არ მიიღეს (ებრაელებმა0, და რადგანაც არ მიიღეს, ჩვენ წარმარტებს მოგვეცა საშუალება მიგვეღო იგი..ეს ნაწინასწარმეტყველებიც იყო ძველ აღთქმაში.. (ცოტახანში მუხლებსაც დავდებ ბიბლიიდან).

აქედან გამომდინარე ებრაელთა ხსნა (ყოველ შემთხვევაში სულ ცოტა 40 წლიდან იმდ დრომდე სანამ იესო მოვა მეორედ) ვერ შედგა, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ზოგი ებრაელი გაქრისტიანდა კიდეც...
რა გამოდის? გადარჩენის ნაცვლად ებრაელთა მოდგმა მინიმუმ 40 წლიდან იესოს მეორედ მოსვლამდე, გარდაცვალების სემდეგ ჯოჯოხეთის კერძი გახდა?

ანუ მათ უარყვეს იესო...და დღეს როცა საქრისტიანო უფლის მეორედ მოსვლას ელის, ისინი ჯერ პირველ მოსვლას ელიან....

მამა ღმერთმა არ იცოდა რომ ებრაელები უარყოფდნენ იესოს?
მაშ რატომ პირდაპირ წარმართებთან არ გამოგზავნა მაცხოვარი?

იმიტომ რომ მერე ებრაელებისთვის ეტქვა, თქვენი ბრალია, მე გამოგიგზავნეთ და თქვენ არ მიიღეთო?

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Apr 29 2009, 02:18 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



sergi_glaxa
ციტატა
იმიტომ რომ მერე ებრაელებისთვის ეტქვა, თქვენი ბრალია, მე გამოგიგზავნეთ და თქვენ არ მიიღეთო?

გლახა, განა ყველამ უარყო? ბევრმა მიიღო, თვით აპოსტოლები რა ებრაელები არ იყვნენ? ან თავისუფალი ნება სადღაა ? ეს ხომ მუდამ "დაუტოვა" ღმერთმა ხალხს.

პ.ს. ამ საკითხზე ძალიან საინტერესო ახსნა აქვს წმ. ნიკოლოზ სერბს , მოვიძევ და გადათარგმნილს დავწერ მერე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Apr 30 2009, 01:35 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



staywhite
ციტატა
გლახა, განა ყველამ უარყო? ბევრმა მიიღო, თვით აპოსტოლები რა ებრაელები არ იყვნენ?

ხოდა რა ყველა წარმართმა მიიღო?


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მოყვასი
პოსტი May 6 2009, 07:55 PM
პოსტი #4


הַלְלוּ-יָהּ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 572
რეგისტრ.: 14-January 09
წევრი № 6,288



ებრაელები წარმართთა გამო გაიწირნენ?!


ჩემი აზრით, ღმერთს თავისი რჩეული ერი ებრაელები, სხვა რომელიმე ერთი ერის (ან ერების), წარმართების გამო ან რომელიმე რასის გამო არც გაუწირია და არც მიუტოვებია.


თუმცა ყოვლის შემძლე ღმერთის, უზენაესი უფლის გამოგზავნილი ძე, იესო ქრისტე ძირითადად ებრაელებთან ქადაგებდა, თუმცა იმასაც ამბობდა, რომ ამ სახარების ანუ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებდნენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლადო (მათე 24:14). სასიხარულო ცნობას , ანუ სახარებას, ყველა ერი მოისმენდა. აქედან ჩანს, რომ ღმერთი ყველას სამართლიანად ეპყრობა, და არცერთ ერს არ აყენებს რომელიმეზე მაღლა. რითაც სიყვარულის, გაწმონასწორებულობის და თანაბარი პატივისცემის სრულყოფილ მაგალითს იძლევა.

ამას კი, მოციქულიც ადასტურებს:

"ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის" (საქმეები 10:34, 35).

ჩემი აზრით, ბიბლიიდან ნათლად ჩანს რომ, წარმართების, ანუ სხვა ერების გულისთვის ღმერთს არ გაუწირია ერთ დროს თავისი რჩეული ერი. ებრაელებმა, (როგორც ერმა) თავად გაიწირეს თავისი თავი იესო ქრისტეს, ანუ, ღვთის ცხებული მესიის უარყოფით. მიუხედავად ამისა, როგორც მოციქული ამბობს:
"ყოველ ხალხში [ებრაელი ეროვნების ადამიანების ჩათვლით] მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია" ღვთისთვისო. smile.gif


--------------------
"კანონები: 'არ იმრუშო, არ მოკლა, არ მოიპარო, სხვისი არაფერი ისურვო და ნებისმიერი სხვა მცნება ამ ერთ მცნებაშია შეჯამებული: 'მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს' " - რომაელების მიმართ 13:9.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 01:35 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი