თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები _ ფრანცისკო ასიზელი

პოსტის ავტორი: cinemamu თარიღი: Aug 31 2008, 05:19 PM

მაინტერესებს რა იცით ფრანცისკო ასიზელზე. აღიარებს თუ არა მას მართლმადიდებლობა წმინდანად და ა.შ.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Aug 31 2008, 05:36 PM

ციტატა
აღიარებს თუ არა მას მართლმადიდებლობა წმინდანად და ა.შ.


არ აღიარებს.

როგორც ამბობენ, ქრისტემდე ბევრი ქრისტიანი ყოფილა, ქრისტეს შემდეგ კი მხოლოდ ერთი - ფრანჩესკო ასიზელი biggrin.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Sep 1 2008, 10:52 PM

კარგი იქნება თუ ფრანცისკ ასიზელის ბიოგრაფია დაიწერება აქ. მე მასზე კინოებიდან და დოკუმენტერი ფილმებიდან თუ მაქვს ინფორმაცია მიღებული. ვფიქრობ საინტერესო პიროვნება იყო. სიამოვნებით გავიცნობდი მის პიროვნებას უფრო უკეთ.

პოსტის ავტორი: ეკატერინე თარიღი: Sep 1 2008, 11:40 PM

ფრანცისკ (ლათინურად) ან ფრანჩესკო (იტალიურად) ასიზელი (ასიზი პატარა ქალაქია პერუჯასთან ახლოს) იგივე ჯოვანი ბერნარდონე - დაიბადა 1181 (ან 1182) წელს. მამამისი იყო შეძლებული ვაჭარი პიეტრო ბერნარდონე. ახალგაზრდობაში ფრანცისკი საკმაოდ ხმაურიან ცხოვრებას ეწეოდა. მონაწილეობა მიიღო რამოდენიმე სამხედრო ლაშქრობაში.
ამის შემდეგ ფრანჩესკო შეიცვალა (ამ დროს იგი დაახლოებით 26 წლის იყო). მან დაიწყო დიდი რაოდენობით მოწყალების გაცემა, რითიც მამის რისხვა დაიმსახურა. მამამ უჩივლა ფრანჩესკოს მმართველთან, და ქონების განიავება დააბრალა. საჩივარის განხილვისას ფრანჩესკომ უარი თქვა მამაზე, მის სახლში დაბრუნებაზე, დაუბრუნა თავისი ტანსაცმელი მამას და დაიწყო გლახაკივით ცხოვრება.
გარკვეული პერიოდის შემდეგ მის ირგვლივ მიმდევრების ჯგუფი შეიკრიბა. ისინი დადიოდნენ ქალაქებსა და სოფლებში და ხალხს უქადაგებდნენ.
მისი ერთ-ერთი მიმდევარი იყო კიარა (კლარა) ასიზელი, რომლის სახელთანაცაა დაკავშირებული დედათა სამონაზვნო ორდენის - კლარისების ორდენის ჩამოყალიბება.

სიცოცხლის ბოლოს ფრანცისკმა მიიღო სტიგმატები.

მისი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია შემონახულია კრებულში "წმ ფრანცისკის ყვავილები"
იქ აღწერილია მაგალითად როგორ უქადაგებს ფრანჩესკო ქრისტიანობას ჩიტებს და თევზებს, ხოლო ისინი ყურადღებით უსმენენ.

საინტერესო წიგნია, საჯაროში ქონდათ. დიდი ხნის წინ მაქვს წაკითხული, კარგად აღარ მახსოვს.

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Sep 2 2008, 12:04 AM

ეკატერინე

ციტატა
სიცოცხლის ბოლოს ფრანცისკმა მიიღო სტიგმატები

აი აქ ფსიქოლოგების ჩარევა არ გვაწყენდა smile.gif

პოსტის ავტორი: cinemamu თარიღი: Oct 30 2008, 05:02 PM

ჩვენი ეკლესია არ აღიარებს როგორც ვიცი წმინდანად ხო? არადა კათოლიკეც არ იყო, მათ იერარქიაში არ შედიოდა, განდეგილად ცხოვრობდა და მიმდევრებიც ბევრი გაიჩინა, ისინი კი წესების კრებულის შედგენას სთხოვდნენ, რაზეც ყოველთვის უარს ამბობდა, ბოლოს კი ის წესები დაუწერა თუ არ ვცდები რაც სახარებაშიც წერია, 10 მცნება კიდევ დამატებებით ალბატ, ეგ ინფორმაცია არ ვიცი და თუ ვინმემ იცის დაწეროს.

პოსტის ავტორი: Lashab თარიღი: Feb 5 2009, 09:10 PM

ეგ ისაა - სიკვდილის წინ ვირს რომ გადაუხადა მადლობა გაწეული სამსახურისთვის? "ამდენი ხანი რომ მატარე ძმობილოო"... როგორც ვიცი სხვისთვის მადლობა არ გადაუხდია biggrin.gif


წმინდა ფრანცისკოს ცხოვრებაში არის ძალიან ლამაზი შემთხვევა. ფრანცისკო კვდება. იგი კი ყოველთვის მოგზაურობდა ერთი ადგილიდან მეორეზე ვირით, უზიარებდა ხალხს თავის გამოცდილებას. შეიკრიბნენ ყველა მისი მოსწავლეები, რათა მოესმინათ მისი უკანასკნელი სიტყვები. ადამიანის ბოლო სიტყვები ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მის მიერ ადრე წარმოთქმული, რადგანაც ისინი შეიცავენ მთელი ცხოვრების გამოცდილებას. მაგრამ რაც მოსწავლეებმა მოისმინეს - არ დაუჯერეს თავის ყურებს.

წმინდა ფრანცისკომ მათ არ მიმართა, არამედ თავის ვირს. მან თქვა: "ძმაო, მე გადაუხდელ ვალში ვარ შენს წინაშე. შენ მატარებდი ადგილიდან ადგილზე, არასდროს არ გწყინდა, არასდროს არ ჩიოდი. სანამ დავტოვებ ამ სამყაროს, მინდა მივიღო შენგან პატიება; მე შენ ცოტა სიკეთე გაგიკეთე."

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 5 2009, 11:00 PM

ციტატა
არადა კათოლიკეც არ იყო, მათ იერარქიაში არ შედიოდა, განდეგილად ცხოვრობდა


რბილად რომ ვთქვა, უზუსტობაა smile.gif


ციტატა
ეგ ისაა - სიკვდილის წინ ვირს რომ გადაუხადა მადლობა გაწეული სამსახურისთვის? "ამდენი ხანი რომ მატარე ძმობილოო"... როგორც ვიცი სხვისთვის მადლობა არ გადაუხდია


წმინდანის ცხოვრების არასიმბოლური ინტერპრეტაცია იძლევა უამრავ ლაფსუს smile.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 5 2009, 11:53 PM

გინდათ რაღაცეები მოგიყვეთ ხოლმე ფრანცისკოზე? :) ჩემთვის იგი ჩვენს სამყაროსთან ყველაზე ახლოს მყოფია კათოლიკე წმიდანია...


პოსტის ავტორი: ქეთინო თარიღი: Feb 5 2009, 11:59 PM

KAIROS
კი, მოყევი smile.gif მეც დამაინტერესა...

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 6 2009, 12:02 AM

ციტატა
გინდათ რაღაცეები მოგიყვეთ ხოლმე ფრანცისკოზე? smile.gif ჩემთვის იგი ჩვენს სამყაროსთან ყველაზე ახლოს მყოფია კათოლიკე წმიდანია...


კაიროს წმიდა ფრანჩესკო ცხონდა? tongue.gif tongue.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 6 2009, 04:22 AM

ციტატა
კაიროს წმიდა ფრანჩესკო ცხონდა?


biggrin.gif რავარც მივალ გავიკითხავ biggrin.gif

გაქრიიი biggrin.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 6 2009, 04:33 AM

ციტატა
რავარც მივალ გავიკითხავ

გაქრიიი



აბა წმიდას რატომ ეძახი, პოლიტკორექტული ხარ? tongue.gif tongue.gif tongue.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 6 2009, 04:48 AM

ციტატა
აბა წმიდას რატომ ეძახი, პოლიტკორექტული ხარ

არა, მე დავწერე "კათოლიკე წმიდანი" და არა წმიდანი... კაი ახლა ჯერ ერთი აოფებ, და მეორე პროვოკატორობ biggrin.gif

აი მისი უძველესი ფრესკა, რომელიც.... მის ცხოვრებაშივე იქნა დახატული...

IPB-ს სურათი

შეიძლება ითქვას ზედმეტი იდეალისტი იყო, იქამდის რომ სრულ უქონლობას ქადაგებდა, რომელის შემსრულებული მის ორდენში მხოლოდ თვითონ და რამოდენიმე მისი უახლოესი მიმდევარი აღმოჩნდა, საქადაგებლად ჩავიდა თავად მუსულმან ხალიფასთან, ის და შემდგომ ყველა მისი მიმდევარი ან მთლიანად და ნახევრად ფეხშიშველნი დადიან, ორდენი გაყოფილია და საკმაოდ დიდი როლს ასრულებს, როგორ მისიონერობაში ( საქართველოშიც იყვნენ, განსაკუთრებით კაპუცინელებიც, ასევე მინორები), ასევე კათოლიკურ მისტიკაში, იქამდის რომ მის დროინდელ პაპს ჩვენება ქონდა, რომ მან შეაკავა დანგრევას მისული კათოლიკური ეკლესია...

ისეც ძალიან საინტერესო პიროვნებაა, უცნაურია თავისი "სტიგმატებით" და ახლობელია თავისი უნაზესი მგრძნობებლობით სამყაროს მიმართ, შეიძლება ფრაჩესკო ( იტალიურად ასეა ) არც იცნობდა მეგრულ სიმღერას biggrin.gif "ბჟა დია ჩქიმი, = მზე დედაა ჩემი. თუთა მუმა ჩქიმი, = მთვარე მამა ჩემი" მაგრამ ზუსტად იგივეს იმეორებდა, ისაუბრებოდა მზეს, მთვარეს, ყვავილებს, ცხოველებს, ფრინველებს...



აი ფრინველებით დავიწყებ, იმის შემდეგ რაც მტრედები გაათავისუფლებინა მათ გამყიდველ ახალგაზრდა ბიჭს, შემდეგ ასე მიმართაო მათ ( თავი 17 ) "ჩემო პატარა დაიკო მტრედებო"... და ის მტრედებიც მოუშინაურდა, და ის ყრმაც ბერად აღიკვეცაო...

აი ერთი ამბავი მისი "ყვავილნარიდან"

Глава XXII

Как Святой Франциск приручил диких голубей

Один юноша как то раз поймал очень много голубей. И вот, когда он продавал их, его увидел Святой Франциск, который всегда очень сочувствовал таким кротким животным. С жалостью глядя на голубей, он сказал юноше: "О добрый человек, я молю тебя отдать мне этих безобидных птичек, в Писании олицетворяющих кротость, чистоту и души, исполненные верой, дабы не попали они в жестокие руки, и не постигла бы их смерть" И юноша, вдохновленный Богом, немедленно отдал птиц Святому Франциску, который, укрыв их на своей груди, нежно заговорил с ними: "О мой маленькие сестрички голубки, такие наивные, такие невинные и такие целомудренные, как же вы позволили себя поймать? Я спасу вас от смерти и сделаю вам гнезда, дабы вы плодились и размножались, как повелел Господь" Затем Святой Франциск сделал для всех них гнезда, и они стали откладывать свои яйца и высиживать их в присутствии братьев, и были доверчивы и послушны Святому Франциску и братьям, как куры. И не улетели прочь, пока Святой Франциск не дал им своего благословения. Тогда Святой Франциск сказал юноше, который дал ему этих голубей: "Сын мой, тебе надлежит стать братом этого Ордена и преданно и пылко служить Господу Иисусу Христу". Так и свершилось, ибо юноша стал братом миноритом, и жил в Ордене в великой праведности.
Во славу и восхваление Иисуса Христа и Его бедного слуги Франциска. Аминь

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 6 2009, 05:03 AM

ციტატა
აი მისი უძველესი ფრესკა, რომელიც.... მის ცხოვრებაშივე იქნა დახატული...


ნტნტნტნტნტ....

დახატულივო. განა დაწერილივო.

ქრისტემდე ბევრი ქრისტიანი ყოფილა, ქრისტეს შემდეგ კი მხოლოდ ერთი - ფრანჩესკო ასიზელი tongue.gif



პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 6 2009, 05:05 AM

მნათულიკოო, ხულიგნობ, აბა ახლა სირიოზნა , თორემ აღარ დავწერ მეტს smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 6 2009, 05:06 AM

ციტატა
მნათულიკოო, ხულიგნობ, აბა ახლა სირიოზნა , თორემ აღარ დავწერ მეტს


მე უბრალოდ არ მესმის რატომ არ ვცნობთ წმინდანად მსოფლიოში ყველაზე ქრისტიან ადამიანს.



პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 6 2009, 05:10 AM

ეგ კამათი სხვაგან ჩემო კარგო smile.gif
აქ უფრო მის შემოქმედებაზე ვისაუბროთ, ეგ ღვთისმეტყველებაა...
სტიგმატებსაც არ ვაღიარებთ და არც იმ დოგმატებსაც, რომელსაც ის აღიარებდა, ანუ კაი ახლა, ეგ სხვა თემაში..

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Feb 6 2009, 12:23 PM

მნათე

ციტატა
მე უბრალოდ არ მესმის რატომ არ ვცნობთ წმინდანად მსოფლიოში ყველაზე ქრისტიან ადამიანს.

რა ვიცი, ამბობენ ეპისკოპოსის მიმართ დაუმორჩილებელი იყოვო...

მისგან დაიწყო კათ. ეკლესიამ მაგარი უაზრობები....თუმცა, მატრონას კი ჯობია 1000-ჯერ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქეთინო თარიღი: Feb 6 2009, 05:38 PM

ციტატა
შეიძლება ითქვას ზედმეტი იდეალისტი იყო, იქამდის რომ სრულ უქონლობას ქადაგებდა

დიოგენეს მაგონებს biggrin.gif user.gif

ციტატა
"სტიგმატებით"

ეს განმიმარტეთ რა sad.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)