თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საეკლესიო გალობა _ სტუდია "აღსავალი"

პოსტის ავტორი: yipiani gio თარიღი: Jun 20 2012, 11:43 PM

ქაშუეთის წმ. გიორგის სახელობის მგალობელთა გუნდ "აღსავლის" ბაზაზე ყალიბდება სტუდია, სადაც მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ შეისწავლონ ქართული ტრადიციული გალობა. მსურველები შეისწავლიან: სადა და ნამდვილ, გამშვენებულ კილოს, სადღესასწაულო და ზატიკი-დიდმარხვის საგალობლებს. ვაჟებისა და გოგონების ჯგუფები დაიყოფა რამოდენიმე კატეგორიად და შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ ქართული ნევმირების სისტემა. სალექციო კურსის გარკვეული ნაწილი დაეთმობა ქართული ტრადიციული გალობის ისტორიას. ასევე ჩატარდება მასტერკლასები სადაც მონაწილეობას მიიღებენ პროფესიონალი მგალობლები და წმ. გიორგი მთაწმინდელის სახელობის სიმღერისა და გალობის სასწავლებლის სტუდენტები და კურსდამთავრებულები. გასაუბრება მოხდება კვირას 24 ივნისს 14:00 საათზე, ქაშუეთის სამრევლო სკოლაში. ასაკი შეუზღუდავია. დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ : 568 081 938 გუჯა ნარიმანაშვილი, 551 51 53 53 გიორგი ყიფიანი.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2012, 11:25 AM

yipiani gio
კარგი საქმე წამოგიწყიათ smile.gif ღმერთი შეგეწიოთ rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Aug 26 2012, 12:23 AM

yipiani gio
ძალიან კარგი წამოწყებაა, წარმატებები smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)