თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ აპოლოგეტიკა _ წმინდანის შესაძლებლობები

პოსტის ავტორი: guest1 თარიღი: Dec 8 2010, 10:59 AM

ამ პოსტის პირველ ნაწილს (წმინდანთა შესაძლებლობაზე) ფორუმ.ჯე-ზეც დავდებ, რადგანაც იქაც იქნა ბევრი არასწორი აზრი გამოთქმული წმინდანთა შესაძლებლობებზე.

მოკლედ, ასეთუ ისე, მომიხდა თვალი გადამევლო კაიროსის მიერ გაკეთებულ კრიტიკას, რომელიც მამა გიორგის აზრებს აცხადებს ერესად. მე იმდენ ამპარტავნებასა და უგუნურებას არ გამოვიჩენ, რომ ეგ წმინდა კაცი დავიცვა - მაგ ადამიანი თვით უფლისაგან არის დაცული. მე უბრალოდ მინდა მივუთითე წმინდანების შესაძლებლობებს და იმას, რომ კაიროსის მიერ ჩამოთვლილი "ერესები" სავსებით არ არის ერესები. მიყვეთ ნელ-ნელა და ვნახოთ თეორიულად მაინც რა შესაძლებლობები უნდა ქონდეს წმინდანებს.

1) უფლის შესაძლებლობები რომ უსასრულოა, დამეთანხმებით ალბათ. ვინმე არ უარყოფს ხომ ამას?

2) სულიწმიდა რომ იგივე ღმერთია, ამაშიც არ გვეპარება ეჭვი.

3) არც იმაში არ გვეპარება ეჭვი, რომ უფალმა, განხორციელებულმა სიტყვამ, დაპირდა მოწაფეებს სულიწმიდის გამოგზავნას, რომელიც მოწაფეებში ისაუბრებდა და აღასრულებდა დიდ სასწაულებს (უფრო მეტსაც, ვიდრე თვით უფალმა აღასრულა დედამიწაზე - ასეთი იყო მისი დაპირება).

4) ისიც ხომ შეპირდა უფალმა მოწაფეებს, რომ ეს სულიწმიდა ბოლო ჟამამდე იქნებოდა ეკლესიაში.

ახლა ამ 4 წინამძღვიდან გავეკოთოთ დასკვნები: A) სულიწმიდას შეუძლია ადამიანის სხეულში "დასახლდეს" და იქიდან აკეთოს სასწაულები. B ) დღესაც უნდა აღასრულებდეს სულიწმიდა სასწაულებს ადამიანთა საშუალებით, იმ ჭურჭლებით, რომელთაც სულიწმიდის ჭურჭელი ეწოდებათ ხოლმე. C) ასე აღსრულებული სასწაულები შეუზღუდავია და ნებისმიერ სასწაულს შეიძლება წარმოადგენდეს.

ის სასწაულები, რომლებიც ნახსენებია მოციქულთა საქმეებში: A) ავი სულების განდევნა; B ) მკვდრეთით აღდგინება; C) წინასწაწარმეტყველება; D) ტელეპორტაცია (მოციქული ფილიპესი, რომელიც ღაზადან იაფოში აღმოჩნდება წამებში); E) წმინდა პავლე მოციქულის სასწაულებრივი გადარჩენა, როცა იგი სასიკვდილოთ ჩაქოლეს - რაც აშკარად მოითხოვს სხეულის განსაკუთრებულ თვისებებს, თვითაღდგინების სასწაულ ძალას; F) კიდევ მრავალი სასწაული, რომელიც არ არის დეტალურად აღწერილი, მაგრამ ნახსენებია მოციქულთა კრებებზე. ყველა ასეთი სასწაულის აღსრულებისას, მოციქულები თავის თავს არ აბრალედნენ სასწაულების აღსრულებას, არამედ უფალს აქებდნენ ამისათვის. რა თქმა უნდა, უფლის მიერ იყო შესრულებული ეს სასწაულები და, რა თქმა უნდა, უფლის მიერ ნებისმიერი სასწაულის აღსრულება შესაძლებელია.

ასე და ამგვარად, ვისაც ეჭვი შეაქვს იმაში, რომ წმინდანს შეუძლია სულიწმიდის საშუალებით ნებისმიერი სასწაული აღასრულოს (ადამიანის სხეულებში შესვლა სულით და მათ "დაქოქვა" ღმრთისადმი, წმინდანის მიერ სხეულის კონტროლი, სახის ცვლილება, ტელეპორტაცია, რამოდენიმე ადგილას ერთდორულად ყოფნა, ნებისმიერ საგნის მატერიალიზაცია, ან ნებისმიერ საგნად გარდაქცევა და ა.შ.), იგი ღვთისმგმობია. ადამიანმა შეიძლება შეიტანოს ეჭვი მოცემული პიროვნების სიწმიდეში (იმაში, რომ მოცემულ ადამიანში მოქმედებს სულიწმიდა), მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ითქვას, რომ წმინდანს არ შეუძლია ესადაეს გააკეთოს. წმინდანში მოქმედებს სულიწმიდა და მას ყველაფერი შეუძლია.

ან, რა უნდა დავიჯერო, ის რომ წმინდანს არ შეუძლია ავად არ გახდეს, მაშინ როცა სხვისი მკვდრის აღდგინება შეუძლია? ან მაშინ როცა ჩაქოლვის შემდეგ საღ-სალამთი გაივლის? როგორ დავიჯერო წმინდა გიორგის ან სხვა დიდმოწამეებიც ცხოვრება არ გაქვთ წაკითხული? ამდენი წამების შემდეგ ისევ რომ საღ-სალამათები იყვნენ, სანამ უფლის ნებით არ აღსრულდებოდნენ? ამას ეძახით თქვენ ერესს? ეს ერესია კი არ არის, მართლმადიდებლური სწავლებაა!

ან რა უნდა დამაჯეროთ, ეშმაკ სულს (თან რამოდენიმეს ერთად) შეუძლია შევიდეს ადამიანში ადამიანის დასაღუპად და წმინდანის სულს არ შეუძლია ადამიანის გადასარჩენად ადამიანის სულში შევიდეს? რა გინდათ თქვათ, რომ ბოროტ სულს უფრო მეტი ძალაა აქვს, ვიდრე წმინდანის სულს? ამას ეძახით ერესს? ეს ერესი არ არის.

კიდევ ერთი ქვე-არგუმენტი იმისა, რომ წმინდანს ყველაფერი ეს შეუძლია. სხვა რელიგიებში შესაძლებელია ყველაფერი ეს. ჩვენი მოძღვრები იმას კი არ უარყოფენ, რომ სხვა რელიგიებში სასწაული არ სრულდება, არამედ იმას, რომ მათ მიერ აღსრულებული სასწაულები ბოროტისაგან მოდის (მე პირადად ამ აზრს, მარტო ბორიტის მიერ აღსრულებულ სასწაულებს, არ ვიზიარებ). მოდი შევხედოთ რადარა სახის სასწუალები აღსრულებულა http://en.wikipedia.org/wiki/Siddhis:

ციტატა
* anūrmi-mattvam: Being undisturbed by hunger, thirst, and other bodily disturbances
* dūra-śravaṇa: Hearing things far away
* dūra-darśanam: Seeing things far away
* manaḥ-javah: Moving the body wherever thought goes (teleportation)
* kāma-rūpam: Assuming any form desired
* para-kāya praveśanam: Entering the bodies of others
* sva-chanda mṛtyuh: Dying when one desires
* devānām saha krīḍā anudarśanam: Witnessing and participating in the pastimes of the Apsaras
* yathā sańkalpa saḿsiddhiḥ: Perfect accomplishment of one's determination
* ājñā apratihatā gatiḥ: Orders or Commands being unimpeded[8]


აგერ კიდევ რას ამბობს კონსტანტინოპოლის პატრიარქი კალისტო (მე-14 საუკუნისა) ფილოკალიაში:
ციტატა
ციტატა
“Thus, light springs forth for them, as from the sun’s disc, and enables them spiritually to reason, judge, see, foresee and the like. In general, through Him all showing and revelation of unknown mysteries shines forth for them; and they become filled with supernatural and Divine power in the Holy Spirit. This supernatural power renders their flesh lighter or rather finer and makes them soar on high like a meteor. By this power of light in the Holy Spirit some of the holy fathers, while still in their bodies, traversed wide rivers and deep seas dry-footed, as though immaterial and incorporeal. They covered in a moment great distances, requiring many days of travel and performed many other marvellous deeds in heaven, on earth, in the sun, on the seas, in deserts, in cities, in every place and country, in beasts, in reptiles and generally in every creature and every element–and they were glorified. When they stood at prayer, their holy and precious bodies were lifted off the ground as though on wings; after death they remained uncorrupted and performed signs and miracles…”
"ამრიგად ნათელი გამოსჭვივის მათგან, ისე როგორც მზის დისკოდან და ეს ნათელი საშუალებას აძლევს მათ სულიერად იაზროვნონ, განსაჯონ, წინასწარგანჭვრიტონ და ა.შ. ზოგადად მისით (ანუ ღმერთით, უფლით) მათ ეძლევათ ყოველგვარი საიდუმლოს ხედვა და ისინი ივსებიან ზებუნებრივი და ღვთაებრივი ძალით, რომელიც სულიწმიდაშია. ეს ზებუნებრივი ძალა მათ ხორცს გადააქცევს უფრო მსუბუქად, ან უფრო ნატიფად, და მათ შეუძლიათ მეტეორივით გადაადგილება. ამ ნათლის ძალით, რომელიც სულიწმიდისაა, წმიდა მამებს შეუძლიათ გადალახონ მდინარეები და ზღვები ფეხით, როცა სხეულში იმყოფებიან, ისე თითქოს არამატერიალური და უსხეულონი ყოფილიყვნენ. მათ შეუძლიათ თვალის დახამხამებაში გადალახონ დიდი მანძილები, რომლის გავლასაც მრავალი დღე სჭირდება. მათ შეუძლიათ მრავალი სასწაულის მოხდენა ცაში და მიწაზე, მზეზე და ზღვაზე, უდაბნოში, ქალაქში, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ ქვეყანაში, მცეხში, ქვეწარმავალში და ნებისმიერ ქმნილებაში - და ისინი განდიდებულნი არიან. როცა ისინი ლოცულობენ, მათი სხეული ცაში იწევა, თითქოს ფრთები ქონოდეთ; სიკვდილის შემდეგ მათი სხეული უხრწნელი რჩება და მრავალ სასწაულს ახდენს ..."


ეს მართლმადიდებლური სწავლებაა! ზუსტად იგივეს ამბობს მამა გიორგიც. პატრიარქს უწერია, არამარტო ადამიანის, არამედ ცხოველთა სხეულებშიც და ციურ სხეულებშიც შეუძლია წმინდანს იმოქმედოს - რა თქმა უნდა, ამას სულიწმიდით ახდენს, სულიწმინდა ახდენს ამ ყველაფერს წმინდანში. ამას ამბობს მამა გიორგიც, რომ წმინდანს სტიქიაზე ზემოქმედება შეუძლია. ეს ძალა გადმოცემულია დიდი წმინდანის სერაფიმ საროველის ცხოვრებაშიც, ჩემი ორი თვალით მაქვს წაკითხული.

მოკლედ, რაც შეეხება წმინდანის ძალას, ყველაფერი შეუძლია წმინდანს და არაფერია იქ შეუძლებელი. უბრალოდ, ადამიანი ვინც ასეთ რამეებს დასცინის, მოიკოჭლებს განათლებაში. წმინდანთა ცხოვრებიდან შეიძლება ბევრი მაგალითის მოვყანაც ასეთი შესაძლებლობების შეუზღუდავობაზე. შორს რომ არ წავიდეთ, მე-20 საუკუნის უდიდესი წმინდანი მამა გაბრიელი აღასრულებდა ყველანაირ სასწაულს. მასზე წიგნებში გადმოცემულია ეს ყველაფერი აშკარად და თვალნათლივ.

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Dec 8 2010, 11:04 AM

ციტატა(guest1 @ Dec 8 2010, 10:59 AM) *

შორს რომ არ წავიდეთ, მე-20 საუკუნის უდიდესი წმინდანი მამა გაბრიელი აღასრულებდა ყველანაირ სასწაულს. მასზე წიგნებში გადმოცემულია ეს ყველაფერი აშკარად და თვალნათლივ.


მე მისგან გაცოცხლებულ ადამიანზე არ მსმენია... არ მსმენია როგორ გაუმთელა ამპუტირებული კიდური ვინმეს... უამრავი რამეა რაც მამა გაბრიელს არ ჩაუდენია...

ეს სიტყვა "ყველანაირ" - რას ნიშნავს? იესოს არ აუსრულებია ყველანაირი სასწაული და მამა გაბრიელმა აასრულა?

პოსტის ავტორი: guest1 თარიღი: Dec 8 2010, 11:38 AM

Otherguy

ციტატა
მე მისგან გაცოცხლებულ ადამიანზე არ მსმენია... არ მსმენია როგორ გაუმთელა ამპუტირებული კიდური ვინმეს... უამრავი რამეა რაც მამა გაბრიელს არ ჩაუდენია...

ეს სიტყვა "ყველანაირ" - რას ნიშნავს? იესოს არ აუსრულებია ყველანაირი სასწაული და მამა გაბრიელმა აასრულა?
სიტყვაზე გამოკიდებას არ იყოს. კითხვა უფრო არსებითი უნდა დასვა. შეიძლება გაუცოცხლებია კიდეც - არ აქვს ამის პრობელმა წმინდანს. ბოლო-ბოლო მკვდრის აღდგენას ერესად არავინ თვლის, იმიტომ რომ ასეთი სასწაულები უამრავია აღწერილი და წმინდა წერილშიც გააჩნია საფუძველი. სხვა სასწაულები მე რაც წამიკითხია: 1) ტელეპორტაცია; 2) რამოდენიმე ადგილას ერთდროულად ყოფნა; 3) ადამიანის სულის ჭვრეტა - რაშიც შედის მთელი მისი ცხოვრების ცოდნა და აზრების კითხვა; 4) მძიმე ავადმყოფების განკურნება (სიკვდილის შემდეგაც); 5) სხეულის წონის შეცვლა; 6) მძიმედ დაზიანებული თავისი სხეულის უცებ აღდგენა; 7) სხეულის ნათება; 8) სხვის სხეულზე ზემოქმედება, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ადამიანს არ ენება ეს (კერძოდ, დააჩოქა ადამიანი, კურთხევა მისცა ამდგარიყო, მაგრამ ის პიროვნება ვერანაირად ვერ ადგა თავისივე ნების წინააღმდეგ); ეს რაც მახსენდება და რაც ამოკითხული მაქვს მხოლოდ გამოსული წიგნების მხოლოდ მცირე ნაწილში.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Dec 8 2010, 01:55 PM

guest1

ბევრი რამ ცოტა გაურკვეველია ჩემთვის, მაგრამა რ დავიწყებ ამა თუ იმ ციტატაზე გამოკიდებას. ამ ნაწერით წმინდანი უფრო "სუპერმენი" გეგონება ადამიანს და არა ჩვენი შემწე მეგობარი.

სხვებთან ერთად ჩემთვის ცოტა გაურკვეველია ფრაზა, რომ წმინდანს შეუძლია

ციტატა
რამოდენიმე ადგილას ერთდორულად ყოფნა


ესეც:

ციტატა
ან რა უნდა დამაჯეროთ, ეშმაკ სულს (თან რამოდენიმეს ერთად) შეუძლია შევიდეს ადამიანში ადამიანის დასაღუპად და წმინდანის სულს არ შეუძლია ადამიანის გადასარჩენად ადამიანის სულში შევიდეს? რა გინდათ თქვათ, რომ ბოროტ სულს უფრო მეტი ძალაა აქვს, ვიდრე წმინდანის სულს? ამას ეძახით ერესს? ეს ერესი არ არის.


სულში შესვლა ან ბოროტისა ან წმინდანისა იქნებ განმარტო.

სხვებ აღარ შევეხები.

უფრო ერთი კითხვა მიჩნდება წმინდანთა შემოუსაზღვრელ შესაძლებლობებთან დაკავშირებით და ზოგადად წმინდანობაზე. გასაგებია, რომ შემოზღუდულ ადმაიანს არაფერი ძალუძს საკუთარი ქმედებით, მაგრამ ხომ უნდა ვიცოდეთ წმინდანობის არსი.

კითხვა კი ამგვარია (სხვათაშორის ეს შეკითხვა ერთ-ერთ ლექციაზე რუსეთში პროფესორმა დაუსვა ერთ-ერთ სდუდენტს და მისგან ვიცი):

ვთქვათ არის ერთი მოღვაწე, რომელიც ფლობს უფლისმიერი მადლმოსილებით მჭვრეტელობას, უნრას წინასწარმეტყველებისა და ა.შ. ერთ დღეს ეს მოღვაწე თავისი კელიიდან გამოვიდა, კარი დაკეტა და სადღაც წავიდა. როდესაც უკან დაბრუნდა აღმოაჩინა, რომ გასაღები დაკარგვოდა.

შეკითხვა იცის თუ არა ამ ადმაიანმა სად დაეკარგა გასაღები მას?

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Dec 8 2010, 04:58 PM

afxazi

ციტატა
სხვებ აღარ შევეხები.



შეეხე რადათო,მართლა ოღონდ, არა მამა გიორგის საწინააღმდეგოდ, უბარლოდ, როგორც არასწორ წარმოდგენას.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Dec 8 2010, 09:59 PM

ციტატა
ასე და ამგვარად, ვისაც ეჭვი შეაქვს იმაში, რომ წმინდანს შეუძლია სულიწმიდის საშუალებით ნებისმიერი სასწაული აღასრულოს (ადამიანის სხეულებში შესვლა სულით და მათ "დაქოქვა" ღმრთისადმი, წმინდანის მიერ სხეულის კონტროლი, სახის ცვლილება, ტელეპორტაცია, რამოდენიმე ადგილას ერთდორულად ყოფნა, ნებისმიერ საგნის მატერიალიზაცია, ან ნებისმიერ საგნად გარდაქცევა და ა.შ.), იგი ღვთისმგმობია. ადამიანმა შეიძლება შეიტანოს ეჭვი მოცემული პიროვნების სიწმიდეში (იმაში, რომ მოცემულ ადამიანში მოქმედებს სულიწმიდა), მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ითქვას, რომ წმინდანს არ შეუძლია ესადაეს გააკეთოს. წმინდანში მოქმედებს სულიწმიდა და მას ყველაფერი შეუძლია.

ჩემი აზრით
1) თქვენ ალბათ არ იცით ვინ არიან წმინდანები
2) თქვენ არ იცით რა დანიშნულება აქვს სასწაულს
3) თქვენ არ იცით სულიწმინდის მადლის შესახებ



პოსტის ავტორი: starscream თარიღი: Dec 8 2010, 11:40 PM

მე ერთი სიტყვით ვიტყვი.. მათ ეძლევათ ძალა მატერიაზე... უფრო სწორედ უფლება რომ მატერიაზე მოახდინოს ზეგავლენა რისი შედეგიც არის ეს ყველაფერი რასაც აკეთებენ..
ეხლა სულიწმინდაზე ჩემი აზრი მაქვს მე.. ეს არის ენერგია ამაღლებული ენერგია როცა ის ადამიანში შედის ადამიანის ვიბრაციის სიხშირე იმატებს.. მამა გიორგის ეწერა თუ არ ვცდები რომ ადამიანში შევლის შემდეგ ადამიანის ორგანიზმში 10 ჯერ სწრაფდება ყველა მისი ფუნქცია..
ხოლო ოკულტურ სწავლებებშიც არის ესეთი რაღაც როცა ადამიანი იღებს ენერგიას მისი ნივთიერებათა გაცვლა სწრაფდებდა რაც იწვევს თმის ხშირად ამოსვლას
ფრჩხილების Xსირად ამოსვლას.
სმენის ყნოსვის და სხვა და სხვა ორგანოების გაძლიერებას და ასე შემდეგ..

პოსტის ავტორი: guest1 თარიღი: Dec 9 2010, 02:45 AM

afxazi

ციტატა
ბევრი რამ ცოტა გაურკვეველია ჩემთვის, მაგრამა რ დავიწყებ ამა თუ იმ ციტატაზე გამოკიდებას. ამ ნაწერით წმინდანი უფრო "სუპერმენი" გეგონება ადამიანს და არა ჩვენი შემწე მეგობარი.
მე მგონი ასეთი დასკვნის საფუძველი არ მომიცია. წმინდანი ადამიანის სულის ხსნას ემსახურება ზუსტად. მამა გიორგის ძალიან კარგად აქვს აღწერილი ეს, როცა ამბობს, ყველაზე დიდი სასწაული, რომელსაც წმინდანი აღასრულებს, არის უხილავი სასწაული, რასაც ადამიანის სულში ახდენს. მასზე კარგად მე ვერ ვიტყვი და დაინტერესებულს შეუძლია წაიკითხოს. ამ თემაში მე გარკვევით დავწერე, რისთვის განვხსენი თემა. თემა ეხება წმინდანების იმ შესაძლებლობებს, რომელიც კაიროსმა ერესად მიიჩნია. ის, რომ ეს შესაძლებლობები რაიმეს არ წარმოადგენს წმინდანის მხრიდან და წმინდანს უფრო დიდი მნიშნველობა აქვს ადამიანის სულის ხსნაში, ამაზე არ ვკამათობთ ჩვენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ წმინდანების მიერ აღსრულებულ სასწაულებს ბევრი მოუქცევია ქრისტიანობისაკენ. ამას ვერავინ უარყოფს და ასეთი ფაქტები თვით წმინდა წერილშიც არის მოყვანილი. ასე რომ, წმინდანის მიერ შესრულებულმა გარეგანმა სასწაულმა დაფარული სასწაულიც შეიძლება მოახდინოს.

ციტატა
ციტატა
სხვებთან ერთად ჩემთვის ცოტა გაურკვეველია ფრაზა, რომ წმინდანს შეუძლია
რამოდენიმე ადგილას ერთდორულად ყოფნა
ეს ნიშნავს იმას, რომ წმინდანს შეუძლია ერთიდაიმავე დროს შენც გესაუბროს და წარმოგიდგეს წინ და ასევე სხვა ვინმესაც სხვა კონტინენტზე და თუგინდაც სხვა სამყაროში. http://en.wikipedia.org/wiki/Bilocation ნახე.

მსგავსი რამ მამა გაბრიელის ცხოვრებიდანა აქვს აღწერილი ერთერთ მონაზონს, რომელსაც მამა გაბრიელმა უთხრა 'ახლა მე შავნაბადაზე მივდივარ'. მერე უთრა რომ იყო უკვე შავნაბადაზე, რისი შინაარსიც მონაზონმა ვერ გაიგო იმ დროს და გაუკვირდა, როგორ უნდა ყოფილიყო შავნაბადაზე, როცა მის თვალწინ იმყოფებოდა. შემდეგ მონაზონმა დანამდვილებით დაადგინა, რომ იმ დღეს, იმ დროს მამა გაბრიელი შავნაბადაზეც იმყოფებოდა. იმიტომაც ამბობს მამა გიორგი, "თქვენ მამა გაბრიელს არ იცნობდითო. მამა გაბრიელი აქ რომ გელაპარაკებოდათ, თქვენს გარდა ამერიკაში ასწავლიდა კიდევ ხალხსო" - დაახლოებით ასეთი შინაარსის ნათქვამი. მოკლედ, ესენი ჩვენთვის, ქართველებისთვის, არის რატომღაც სიახლე და არაფერი ახალი ამაში არ არის. მაშინ როცა, ქართველებს ეს ცოდნა და ძალა, წმინდანთა გადმოცემით, ყველაზე უფრო ქონდათ მინიჭებული.

ციტატა
ესეც:
ციტატა
ან რა უნდა დამაჯეროთ, ეშმაკ სულს (თან რამოდენიმეს ერთად) შეუძლია შევიდეს ადამიანში ადამიანის დასაღუპად და წმინდანის სულს არ შეუძლია ადამიანის გადასარჩენად ადამიანის სულში შევიდეს? რა გინდათ თქვათ, რომ ბოროტ სულს უფრო მეტი ძალაა აქვს, ვიდრე წმინდანის სულს? ამას ეძახით ერესს? ეს ერესი არ არის.
სულში შესვლა ან ბოროტისა ან წმინდანისა იქნებ განმარტო.
შეიძლება სულში შესვლა არასწორი სიტყვაა. მე ამას ახლა ისე ვერ განვსაზღვრავ, თითქოს ეს ყველაფერი ფიზიკური მოვლენა იყოს და რაიმე თეორიის ფარგლებში შეიძლებოდეს მისი ფორმალიზება. ჩემი აზრით, ასე შეიძლება გავიგოთ ეგ: წმინდანს შეუძლია ადამიანის სულზეც და სხეულზეც მოახდინოს გავლენა. რას ნიშნავს, როცა წმინდა წერილში ნახსენებია "ესა თუ ის ადამიანი შეპყრობილი იყო ავი სულებით? - მაგალითისათვის ლეგიონის მაგალითი აიღე". როგორც გაიგებ ამ ფენომენს, ისევე განავრცე წმინდანზე ეს ყველაფერი.

ციტატა
სხვებ აღარ შევეხები.
აღარ შეეხები იმიტომ, რომ გაუგებრად წერია, თუ აღარ შეეხები იმიტომ, რომ სისულელეა ეს ყველაფერი? a075.gif

ციტატა
ვთქვათ არის ერთი მოღვაწე, რომელიც ფლობს უფლისმიერი მადლმოსილებით მჭვრეტელობას, უნრას წინასწარმეტყველებისა და ა.შ. ერთ დღეს ეს მოღვაწე თავისი კელიიდან გამოვიდა, კარი დაკეტა და სადღაც წავიდა. როდესაც უკან დაბრუნდა აღმოაჩინა, რომ გასაღები დაკარგვოდა.

შეკითხვა იცის თუ არა ამ ადმაიანმა სად დაეკარგა გასაღები მას?
პირველ რიგში, საერთოდ შესაძლებელია თუ არა იმის თქმა, რომ მადლმოსილებით მჭვრეტელს დაეკარგა რაღაც? როგორც მამა გიორგი აღწერს, წმინდანი ასევე ხანდახან გადის "გათიშულ" მდგომარეობაში ცხოვრებას. ასეთ ადამიანურ მდგომარეობაში აზრი აქვს ვისაუბროთ გასაღების დაკარგვაზე. ხოლო სულიწმიდით სავსე მდგომარეობაში საერთოდ აზრი არა აქვს ალბათ მსგავს შეკითხვას. მაგ კითხვაზე პასუხი წესით მე კი არ უნდა გავცე, არამედ წმინდანმა და წმინდანს უნდა კითხო ეგ კითხვა.

ქევანა
ციტატა
ჩემი აზრით
1) თქვენ ალბათ არ იცით ვინ არიან წმინდანები
2) თქვენ არ იცით რა დანიშნულება აქვს სასწაულს
3) თქვენ არ იცით სულიწმინდის მადლის შესახებ
ამ ნათქვამში არის რაღაც ჭეშმარიტების ნაყოფი. მე რომ ვთქვა ვიცი რა არის სულიწმიდათქო, ტყუილი იქნება. ღმერთი მე არ მინახავს და სულიწმიდას ჩემში არ უმოქმედია ხილულად. მაგრამ, გადმოცემით და წმინდანების ნაწერებზე დაყრდნობით, გასაგები უნდა იყოს გარკვეული რამ ამის შესახებ. თანაც, არა მგონია მაგას საერთოდ რაიმე მნიშვნელობა ქონდეს ამ თემაში. თემის არსია, წმინდანების შესაძლებლობები. შენც, უნდა უპასუხო არა იმას თუ რა არის წმინდანობის არსი, არამედ შეუძლიათ თუ არა წმინდანებს ყველა იმ სასწაულის აღსრულება, რაც ჩამოვთვალე (იმათი ჩათვლით, რაც კაიროსმა ერესად აღიარა). ისე, წმინდანი ნიშნავს ადამიანს, რომელშიც სულიწმიდა მოქმედებს, მოკლედ რომ ვთქვათ. სხვა საქმეა ის, მოქმედებდა თუ არა სულიწმიდა ყველა იმ წმინდანში, რომელიც კანონიზებულია - ამაზე ჩემთვის ცალსახა პასუხია "არა".

მოდი კიდევ გავიმეოროთ რას ამბობს კონსტანტინოპოლის პატრიარქი კალისტო (მე-14 საუკუნეში):
ციტატა
ამრიგად ნათელი გამოსჭვივის მათგან, ისე როგორც მზის დისკოდან და ეს ნათელი საშუალებას აძლევს მათ სულიერად იაზროვნონ, განსაჯონ, წინასწარგანჭვრიტონ და ა.შ. ზოგადად მისით (ანუ ღმერთით, უფლით) მათ ეძლევათ ყოველგვარი საიდუმლოს ხედვა და ისინი ივსებიან ზებუნებრივი და ღვთაებრივი ძალით, რომელიც სულიწმიდაშია. ეს ზებუნებრივი ძალა მათ ხორცს გადააქცევს უფრო მსუბუქად, ან უფრო ნატიფად, და მათ შეუძლიათ მეტეორივით გადაადგილება. ამ ნათლის ძალით, რომელიც სულიწმიდისაა, წმიდა მამებს შეუძლიათ გადალახონ მდინარეები და ზღვები ფეხით, როცა სხეულში იმყოფებიან, ისე თითქოს არამატერიალური და უსხეულონი ყოფილიყვნენ. მათ შეუძლიათ თვალის დახამხამებაში გადალახონ დიდი მანძილები, რომლის გავლასაც მრავალი დღე სჭირდება. მათ შეუძლიათ მრავალი სასწაულის მოხდენა ცაში და მიწაზე, მზეზე და ზღვაზე, უდაბნოში, ქალაქში, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ ქვეყანაში, მცეხში, ქვეწარმავალში და ნებისმიერ ქმნილებაში - და ისინი განდიდებულნი არიან. როცა ისინი ლოცულობენ, მათი სხეული ცაში იწევა, თითქოს ფრთები ქონოდეთ; სიკვდილის შემდეგ მათი სხეული უხრწნელი რჩება და მრავალ სასწაულს ახდენს ...
ეს ციტატა მოყვანილია ფილოკალიაში, რომელიც წმინდა წერილის შემდეგ უდიდეს სახელმძღვანელოდ ითვლება და რომლითაც ათონის ბერები ხელმძღვანელობენ. თუ გადამოწმება გინდა ჩემი ნათქვამის, მაშინ ნახე ეს წიგნი: "Writings from the Philokalia on Prayer of the Heart". Trans. E. Kadloubovshy and G.E.H. Palmer. London, Boston: Faber and Faber 1992, თავი Directions to Hesychasts და მუხლი 95.

აქ აშკარად ჩანს, რომ წმინდანებს სულიწმიდის წყალობით ეძლევათ უსაზღვო შესაძლებლობები მატერიაზე ნებისმიერი სახის მოქმედებისა.

პოსტის ავტორი: guest1 თარიღი: Dec 9 2010, 08:49 AM

afxazi
http://www.orthodoxchristianity.net/forum/index.php?topic=810.0 არის მართლმადიდებელთა ფორუმი. აქ არის მოყვანილი რამოდენიმე მაგალითი bilocation-ის, ანუ ერთიდაიმავე დროს სხვადასხვა ადგილას ყოფნისა და საინტერესო ის არის, რომ ზოგჯერ ეს ხდება ისე, რომ ადამიანმა არ იცის, ამის შესაძლებლობა გააჩნია თვითონვე მას.

მე-20 საუკუნის დიდ წმინდანს ჰქონდა ეს ნიჭი მიცემული, რაც მის ბიოგრაფიაში არის (ფორუმის ერთ-ერთი მართლმადიდებელი წევრი ამბობს ამას):

ციტატა
of course God can do whatever He wills, even allowing instances of bi-location, if that is what He desires. I believe that there are instances of the miracle of bi-location attributed to St. John [Maximovitch] the Wonderworker and Fool-for-Christ, Archbishop of Shanghai and San Francisco, in his "Vita," for example. But must we believe in bi-location as an article of Faith? No. And neither do Roman Catholics. But it can be a matter of personal piety to subscribe to such a belief in the lives of certain of God's Saints.
ანუ, წმინდა იოანე მაქსიმოვიჩს (შანხაისა) ქონდა ეს უნარი.

ესე ცძალიან საინტერესოა:
ციტატა
I'm currently reading "The Ascetic of Love", a book about sister Gavrilla. Last night I read a short description of what could possibly have been bilocation. She was staying at a monastery in Bethany I think (I don't have the book in front of me) and while she was praying she had a vision of the monastery of St Catherine in Sinai, seeing much detail though she had never been there. One year later at Pascha, she went to the monastery and the Igoumenos welcomed her as though she was already known to him and as they talked he related to her things they had said to each other the last time they had seen each other a year before. Finally, he asked her how she had come the last time, by bus? When she explained that this was her first visit to the monastery he immediately understood. From that time on there was a great spiritual bond between them.


ვინც ინგლისური იცის, http://www.ocf.org/OrthodoxPage/reading/3fathers.html შეუძლია წაიკითხოს, სადაცერთი ბერძენი თეოლოგი ნიკოლას სოტიროპულოსი მართლმადიდებლურ რადიოგადაცემაში საუბრობს სამ ათონელ მამაზე (სამივე თითქმის ერთდროულად გარდაიცვალა), მამა გერასიმეზე, მამა პორფირიზე და მამა იაკობზე. აქ არის აღნიშნული სხვადასხვა სასწაულები, მათ შორის ისინიც, რომელიც თეოლოგმა საკუთარი თვალით იხილა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: წმინდანის მიერ (უფრო სწორად სულიწმიდის მიერ) აღსრულებულ სასწაულებს კი არ ვარეკლამებ, არამედ მივუთითებ იმ შეცდომებზე, რაზეც კაიროსმა, როგორც ერესზე, ისე ისაუბრო. და საერთოდ კაიროსმა კიდევ ბევრი შეცდომა დაუშვა (მაგალითად, ის რომ ცოცხალი წმინდანები არ არსებობსო და მართლმადიდებლობა ამას არ ასწავლისო, ან "წმიდანებს თავისი წმიდანობის აღიარება არ ეშინიათ.." ამაზე არასწორი შეხედულება) თავის ერთერთ პოსტში.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Dec 9 2010, 12:14 PM

guest1

ციტატა
მსგავსი რამ მამა გაბრიელის ცხოვრებიდანა აქვს აღწერილი ერთერთ მონაზონს, რომელსაც მამა გაბრიელმა უთხრა 'ახლა მე შავნაბადაზე მივდივარ'. მერე უთრა რომ იყო უკვე შავნაბადაზე, რისი შინაარსიც მონაზონმა ვერ გაიგო იმ დროს და გაუკვირდა, როგორ უნდა ყოფილიყო შავნაბადაზე, როცა მის თვალწინ იმყოფებოდა. შემდეგ მონაზონმა დანამდვილებით დაადგინა, რომ იმ დღეს, იმ დროს მამა გაბრიელი შავნაბადაზეც იმყოფებოდა.


იოანე დამასკელის ციტატა "გარდამოცემის" მე-17 თავიდან ანგელოზების შესახებ:

"ანგელოზები გარეშეწერილნი არიან, რადგან როდესაც ცაში არიან, არ არიან მიწაზე, ხოლო ღვთის მიერ მიწაზე მოვლენილნი არ იმყოფებიან ცაში".

მითუმეტეს ეს ითქმის ადამიანებზე.

შესაძლოა უფლისმიერი მადლმოსილებით მხოლოდ შემწეობას ქონდეს ადგილი, რაც ადამიანს პიროვნების მასთან მყოფობად წარმოუდგება, მაგრამ არანაირად ისე, რომ ერთი ადამიანი ერთბაშად ორ ადგილას იმყოფებოდეს. ეს ყოვლად შეუძლებელია. მიპასხუებთ ადამიანისთვის შეუძლებელი უფლისთვის შესაძლებელიაო. კი ბატონო, მაგრამ ეს შესაძლებლობანი არ ცდება ადამიანური ბუნების დამტევნელობის საზღვრებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანური ბუნება დაირღვევოდა.

შეკითხვა არ დამისვამს ტყუილად, რომელზეც არაორაზროვანი პასუხი მივიღე და უარესიც, როგორ შეიძლება წმინდანს რაიმე დაეკარგოს. სამწუხაროა ამგვარი შეხედულება და ზოგადად ამგვარი დამოკიდებულება წმინდანისადმი. ასეთ შემთხვევაში რომელიმე წმინდანი, ვიმეორებ, ჩვენს წინაშე წარმოდგება არა როგორც ჩვენნაირი ადამიანი, რომელიც განიღმრთო და ჩვენი საუკეთესო მეგობარია, არამედ ასე ვთქვათ "სუპერმენი", სხვა პლანეტიდან მოსული რაღაც არსება. ეს არ არის სწორი და ამგვარი დამოკიდებულებით ვერანაირ შემწეობას ვერ მივიღებთ.

იქნებ გადაგეხედათ ბასილი დიდის და გრიგოლ ღვთისმეტყველის პირადი წერილებისათვის, ერთმანეთს რომ უგზავნიდნენ ისინი ამ წერილებს. როგორ მოენატრა ბასილი დიდს ერთხელ მონასტერში მყოფი გრიგოლ ღვთისმეტყველი და ვერანაირი გზით რომ ვერ გამოიყვანდა მას მონასტრიდან როგორ მოატყუა და შეუთვალა ავად ვარო, როგორ წამოვიდა შეშფოთებული გრიგოლი მონასტიდან და ქალაქში შესულმა როგორ კითხა ერთ-ერთ იქაურ მცხოვრებს ბასილი დიდის შესახებ როგორ არისო, რაზეც მან უპასუხა რომ ის (ბასილი) მშვენივრად იმყოფებოდა. როგორ გაბრაზდა ამაზე გრიგოლი და უკანვე გაბრუნდა ბასილის სანახავად....

ჩვენ უდიდეს მოღვაწეთა შრომებში შეიძლება ვნახოთ ისეთი შემთხვევები, რომ არასწორად იყოს დამოწმებული ამა თუ იმ ბიბლიური პერსონაჟის სახელი, მითითებული მუხლი და ა.შ.

შეგიძლია გამცე რატომ ხდება ეს ყველაფერი?

მე ის შეკითხვა შემთხვევით არ დამისვამს. შეიძლება თუ არა იცოდეს მჭვრეტელმა ბერმა სად დაეკარგა გასაღები (თუმცა შენ ისეთ დონეზე აყენებ საკითხს, რომ არც კი შეიძლება დაეკარგოს მას გასაღები)? ჩვენ ვერ ვიფიქრებთ, რომ მას ამისთვის მიეცა მადლმოსილება, რაღაც ყოფითი ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარებისთვის.

ჩვენ უნდა გვესმოდეს რას ნიშნავს მადლმოსილება, წმინდანობა, განღმრთობა, სასწაულმოქმედება... თითოეულ სასწაულთმოქმედებით გამოვილინებას თუ ამა თუ იმ ქმედებას კონკრეტული მიზანდასახულობა აქვს და არაფერი არ ხდება შემთხვევით. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ წმინდანს, რომელიც უდიდეს სიმაღლეებამდეა ასული, რაც მოესურვება ყველაფერი შეუძლია. როცა საჭირო არ იყო უფლისგან სასწაულებრივი ქმედების გამოვლინება მან არ აღასრულა ეს სასწაულები და კი იცით რა პასუხი გასცა ამ სასწაულის მომთხოვნთ. წმინდანს შეუძლია აღსრულოს ის, რასაც უფალი უბოძებს და რასაც ის დაიტევს.

მაგრამ ყველაფრის არსი მაინც იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ჩვენი მეგობრები არიან და იმაშიც, რომ თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია ამგვარ სიმაღლეებს მიაღწიოს.

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Dec 9 2010, 07:11 PM

afxazi

მშვენივრად გიწერია... რატომღაც ხალხი უფრო წმინდანებში სასწაულებს აფასებს ვიდრე მათ მადლმოსილებას, განათლებას სარწმუნოებრივ საკითხში და ასე შემდეგ...

სასწაულები კი ჩაუდენიათ მწვალებლებსაც, პირდაპირ ან ირიბად...

და ეს სუპერმენობა, რომ - "ერთდროულად რამოდენიმე ადგილას შეუძლიათ ყოფნა", რომ "მკვდრეთით აღდგენა შეუძლიათ ვინმესი" და ასე შემდეგ - ეს სიგიჟეა... თანაც არაა ესენი წმინდანის მოვალეობა ან მიზანი...

არც ერთი დოკუმენტირებული ფაქტი არ არსებობს, როცა ვინმემ ვინმეს ამპუტირებული კიდური გაუმთელა... ესეგი წმინდანი არაა ყოვლისშემძლე...

პოსტის ავტორი: guest1 თარიღი: Dec 10 2010, 09:15 AM

afxazi

ციტატა
ჩვენ უნდა გვესმოდეს რას ნიშნავს მადლმოსილება, წმინდანობა, განღმრთობა, სასწაულმოქმედება... თითოეულ სასწაულთმოქმედებით გამოვილინებას თუ ამა თუ იმ ქმედებას კონკრეტული მიზანდასახულობა აქვს და არაფერი არ ხდება შემთხვევით. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ, რომ წმინდანს, რომელიც უდიდეს სიმაღლეებამდეა ასული, რაც მოესურვება ყველაფერი შეუძლია. როცა საჭირო არ იყო უფლისგან სასწაულებრივი ქმედების გამოვლინება მან არ აღასრულა ეს სასწაულები და კი იცით რა პასუხი გასცა ამ სასწაულის მომთხოვნთ. წმინდანს შეუძლია აღსრულოს ის, რასაც უფალი უბოძებს და რასაც ის დაიტევს.

მაგრამ ყველაფრის არსი მაინც იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ჩვენი მეგობრები არიან და იმაშიც, რომ თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია ამგვარ სიმაღლეებს მიაღწიოს.
რაშიც ერთმანეთს ვეთანხმებით და რისიც მეც მწამს, იმის განხილვის საფუძველს ვერ ვხედავ და ერთიდაიგივეს ვიმეორებთ. ნამდვილად, წმინდანი ჩვენი მეგობარია, დამხარე, რომელმაც უნდა დაგვეხმაროს ხსნაში; მას გავლილი აქვს ბევრი რამ და დიდი გამოცდილება აქვს. ნამდვილად, წმინდანი მოქმედებს მხოლოდ ღვთის ნებით, აღასრულებს ღვთის ნებას. ნმადვილად, წმინდანის მიერ ჩადენილი სასწაულები თვითონ წმინდანის დამხსახურება კი არ არის, არამედ სულიწმიდისა, რომელიც მასში სულდგმულებს. ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება, ნუღარ გავაგრძელებთ ამაზე საუბარს. არ ვეწინააღმდეგებით აქ ერთმანეთს. მეორე რამ, რაც არასწორად იქნა კიდევ გაგებული (და რაზეც გამეორებით მიხდება მითითება) არის ის, რომ აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ წმინდანობა სასწაულებით განისაზღვრება. არსად მსგავსი რამ არ მითქვამს და თუ ვთქვი, მიუთითეთ კიდეც. სისულელეა ეს და ამას არ ვამტკიცებ. ვამბობ იმას, რომ წმინდანს გააჩნია სულიწმიდის მადლით სასწაულების აღსრულების უნარი და ამ სასწაულს გამოიყენებს კიდეც, თუ საჭიროა (და საჭიროებასაც ღმერთიდან ხედავს და არა თავისი ნებით აღასრულებს).

მაგრამ, როგორ გამორიცხავს ეს ყველაფერი იმას, რომ წმიდანს არ შეუძლია სხვადასხვა ადგილას ერთიდაიმავე დროს ყოფნა? რას ქვია ამას წმინდანი ვერ დაიტევს? ჰაერში ატაცებას და ერთ წამში 100-ბით კილომეტრის გავლას დაიტევს, მკვდირს გაცოცხლებას დაიტევს და ამ სასწაულეს ვერ დაიტევს? რატომ? ან რა ვიცით რამდენს დაიტევს ესათუის წმინდანი?

გარდა ამისა, შენს მოყვანილ ციტატებში არსად ეწინააღმდეგებიან წმინდანები იმას, რაც მე მოვიყვანე.

ციტატა
იოანე დამასკელის ციტატა "გარდამოცემის" მე-17 თავიდან ანგელოზების შესახებ:

"ანგელოზები გარეშეწერილნი არიან, რადგან როდესაც ცაში არიან, არ არიან მიწაზე, ხოლო ღვთის მიერ მიწაზე მოვლენილნი არ იმყოფებიან ცაში".

მითუმეტეს ეს ითქმის ადამიანებზე.
რატო აკეთებ დასკვნას იმისას, რაც იოანე დამასკელს არ უთქვამს? თქვა სადმე, რომ ის რაც ანგელოზს არ ხელეწიფება, წმინდანს ნამდვილად არ ხელეწიფებაო? მეორეც, სადმე წერია, რომ როცა მიწაზე არიან, მათ (ანგელოზებს) არ შეუძლიათ ერთიდაიმავე დროს სხვადასხვა ადგილას (მიწაზე) ყოფნა? აქ წმინდანი ამბობს მარტო იმას, რომ ანგელოზი ერთიდაიმავე დროს ცაშიც და მიწაზეც ვერ იმყოფებაო. დანარჩენი შენი დასკვნაა, რაც არანაირად არ გამომდინარეობს ამ ნათქვამიდან და ძალიან ბევრ დაშვებას მოითხოვს.

ციტატა
შესაძლოა უფლისმიერი მადლმოსილებით მხოლოდ შემწეობას ქონდეს ადგილი, რაც ადამიანს პიროვნების მასთან მყოფობად წარმოუდგება, მაგრამ არანაირად ისე, რომ ერთი ადამიანი ერთბაშად ორ ადგილას იმყოფებოდეს. ეს ყოვლად შეუძლებელია. მიპასხუებთ ადამიანისთვის შეუძლებელი უფლისთვის შესაძლებელიაო. კი ბატონო, მაგრამ ეს შესაძლებლობანი არ ცდება ადამიანური ბუნების დამტევნელობის საზღვრებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანური ბუნება დაირღვევოდა.
გეტყვით ნამდვილად, რომ ადამიანისთვის შეუძლებელი უფლისთვის შესაძლებელია და ყველაფერს რასაც წმინდანი აკეთებს, სულიწმიდის უნარია და არა წმინდანის. აი ეს ადამიანური ბუნებისთვის დამტევებლობა შენ სხვანაირად გესმის და მე სხვანაირად. მე ვერ ვხედავ შეზღუდვას, რომ ადამიანის ბუნებას არ გააჩნია უნარი დაიტიოს მსგავსი რამ. ბოლო-ბოლო ადამიანი ღვთის ხატად შეიქმნა და როგორ არ უნდა შეეძლოს აღდგენილ (და არა დაცემულ) ღვთის ხატს ასეთი რაიმეს გაკეთება? ან თუ უფლისათვის ყველაფერია შესაძლებელი, რატომ არ არის შესაძლებელი, რომ ადამიანს ამის დატევის უნარიც მიანიჭოს?

ციტატა
შეკითხვა არ დამისვამს ტყუილად, რომელზეც არაორაზროვანი პასუხი მივიღე და უარესიც, როგორ შეიძლება წმინდანს რაიმე დაეკარგოს. სამწუხაროა ამგვარი შეხედულება და ზოგადად ამგვარი დამოკიდებულება წმინდანისადმი. ასეთ შემთხვევაში რომელიმე წმინდანი, ვიმეორებ, ჩვენს წინაშე წარმოდგება არა როგორც ჩვენნაირი ადამიანი, რომელიც განიღმრთო და ჩვენი საუკეთესო მეგობარია, არამედ ასე ვთქვათ "სუპერმენი", სხვა პლანეტიდან მოსული რაღაც არსება. ეს არ არის სწორი და ამგვარი დამოკიდებულებით ვერანაირ შემწეობას ვერ მივიღებთ.
შენს სიტყვებს მომაწერ ისევ მე, თორემ მე არ ვთვლი საერთოდ, რომ წმინდანის ეს უნარები მას სუპერმენად ხდის. რაში ჭირდებოდა ფილიპე მოციქულს ჰაერში ატაცება და ღაზადან იაფოში გაჩენა უცებ? სუპერმენობას ამტკიცებდა ამით? ადამიანი თუ სასწაულის გარეშე ირწმუნებს, ამას რა ჯობია. მაგრამ, თუ სასწაულის გარეშე არ შეუძლია ირწმუნოს, მაგრამ სულიწმიდა ხედავს რომ ადამიანს სასწაული გადაარჩენს, სასწაულის ჩადენა წმინდანის ხელით და სხეულით სუპერმენობაა? ასეთი სასწაული თუ ადამიანს გადაარჩენს და რწმენას ჩაუნერგავს, ან გაუძლიერებს, არ უნდა აღსრულდეს? თქვენ შემახსენეთ ის, რომ უფალმა, როცა საჭირო არ იყო სასწაულის აღსრულება მან არ აღასრულა იგი. მაგრამ, ასევ სწორია, როცა საჭირო იყო, მან აღასრულა სასწაული - თუნდაც თომა მოციქულისათვის.

ციტატა
იქნებ გადაგეხედათ ბასილი დიდის და გრიგოლ ღვთისმეტყველის პირადი წერილებისათვის, ერთმანეთს რომ უგზავნიდნენ ისინი ამ წერილებს. როგორ მოენატრა ბასილი დიდს ერთხელ მონასტერში მყოფი გრიგოლ ღვთისმეტყველი და ვერანაირი გზით რომ ვერ გამოიყვანდა მას მონასტრიდან როგორ მოატყუა და შეუთვალა ავად ვარო, როგორ წამოვიდა შეშფოთებული გრიგოლი მონასტიდან და ქალაქში შესულმა როგორ კითხა ერთ-ერთ იქაურ მცხოვრებს ბასილი დიდის შესახებ როგორ არისო, რაზეც მან უპასუხა რომ ის (ბასილი) მშვენივრად იმყოფებოდა. როგორ გაბრაზდა ამაზე გრიგოლი და უკანვე გაბრუნდა ბასილის სანახავად....

ჩვენ უდიდეს მოღვაწეთა შრომებში შეიძლება ვნახოთ ისეთი შემთხვევები, რომ არასწორად იყოს დამოწმებული ამა თუ იმ ბიბლიური პერსონაჟის სახელი, მითითებული მუხლი და ა.შ.

შეგიძლია გამცე რატომ ხდება ეს ყველაფერი?
ამაზე მე შემიძლია მხოლოდ ჩემი აზრი შემოგთავაზო, რომელიც ახსნის ამ ყველაფერს. თუმცა, ჩემი აზრი ჩემი აზრია და თუ სინამდვილის გაგება გინდა, მხოლოდ სულიწმიდისაგან უნდა მიიღო პასუხი. სულიწმიდა კიდევ წმინდანებში საუბრობს აქ დედამიწაზე. ჩემი პასუხი ასეთია (რაც ჩემი კი არ არის, არამედ ისევ მამა გიორგის წიგნებში ან სხვაგან ამოკითხული პასუხებია): 1) წმინდანები სხვადასხვა "დონეზე" იმყოფებიან და ზოგჯერ "გათიშულ" (ანუ სულიმიდა არაშემოსილ მდგომარეობაში) არიან. ამ დროს მათი საქციელი და უნარი არ უნდა იყოს განსხვავებული ჩვეულებრივი მოკვდავისაგან. სწორედ ასეთ შემთხვევებზე შეიძლება გვქონდეს საუბარი მაგ დროს; 2) წმინდანი უფრო ხშირად ადამიანს თავს აჩვენებს საბრალოდ, შესაცოდავად, რომ იგიც ბევრ შეცდომებს უშვებს (რათა ადამინმში გააჩინოს სიბრალული მეორე ადამიანის მიმართ) და შენი მოყვანილი შემთხვევები ამის გამოვლინება შეიძლება იყოს; 3) ადამიანი განწმენდა ხდება რაღაც დროს (თუმცა, მე მწამს, რომ ზოგჯერ წმინდანად იბადება ადამიანი) და მათი ნაწერები მოიცავს ორივე პერიოდს: "განწმენდამდე" და "განწმენდის" შემდეგ. ესეც ახსნის იმ შემთხვევებს, რაზეც შენ საუბრობ.

მოკლედ რომ ვთქვათ, მაგის რაციონალურ ახსნა შესაძლებელია. აი რასაც ვერ ახსნი გონებით და შეიძლება ღვთისგმობაშიც ან სხვის განსჯაში ჩავარდე არის იმ შემთხვევების უარყოფა, რაც მე მოვიყვანე: რატომ არის აღწერილი წმინდა იოანე მაქსიმოვიჩის ცხოვრებაში ასეთი სასწაული? რატომ არის მამა გაბრიელის შემთხვევაში აღწერილი ასეთი სასწაული? (მამა გაბრიელი იტყუებოდა ან ცდებოდა, თუ მონაზონმა მოიტყუა? თუ არცერთი და არც მეორე, რარაც სხვა?) რას უპასსუხებ ამ კითხვებს? ან რატომ თქვა პატრიარქმა კალისტომ და რატომ არის მისი ნაწერი ფილოკალიაში? შეგახსენებ პატრიარქის ნათქვამს:
ციტატა
ამრიგად ნათელი გამოსჭვივის მათგან, ისე როგორც მზის დისკოდან და ეს ნათელი საშუალებას აძლევს მათ სულიერად იაზროვნონ, განსაჯონ, წინასწარგანჭვრიტონ და ა.შ. ზოგადად მისით (ანუ ღმერთით, უფლით) მათ ეძლევათ ყოველგვარი საიდუმლოს ხედვა და ისინი ივსებიან ზებუნებრივი და ღვთაებრივი ძალით, რომელიც სულიწმიდაშია. ეს ზებუნებრივი ძალა მათ ხორცს გადააქცევს უფრო მსუბუქად, ან უფრო ნატიფად, და მათ შეუძლიათ მეტეორივით გადაადგილება. ამ ნათლის ძალით, რომელიც სულიწმიდისაა, წმიდა მამებს შეუძლიათ გადალახონ მდინარეები და ზღვები ფეხით, როცა სხეულში იმყოფებიან, ისე თითქოს არამატერიალური და უსხეულონი ყოფილიყვნენ. მათ შეუძლიათ თვალის დახამხამებაში გადალახონ დიდი მანძილები, რომლის გავლასაც მრავალი დღე სჭირდება. მათ შეუძლიათ მრავალი სასწაულის მოხდენა ცაში და მიწაზე, მზეზე და ზღვაზე, უდაბნოში, ქალაქში, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ ქვეყანაში, მცეხში, ქვეწარმავალში და ნებისმიერ ქმნილებაში - და ისინი განდიდებულნი არიან. როცა ისინი ლოცულობენ, მათი სხეული ცაში იწევა, თითქოს ფრთები ქონოდეთ; სიკვდილის შემდეგ მათი სხეული უხრწნელი რჩება და მრავალ სასწაულს ახდენს ...


Otherguy
ციტატა
მშვენივრად გიწერია... რატომღაც ხალხი უფრო წმინდანებში სასწაულებს აფასებს ვიდრე მათ მადლმოსილებას, განათლებას სარწმუნოებრივ საკითხში და ასე შემდეგ...
წმინდანს განათლება ზეციდან ეძლევა - ეგ არის ჭეშმარიტი განათლება. დანარჩენები "განათლებულები" ვართ.

ციტატა
არც ერთი დოკუმენტირებული ფაქტი არ არსებობს, როცა ვინმემ ვინმეს ამპუტირებული კიდური გაუმთელა... ესეგი წმინდანი არაა ყოვლისშემძლე...
ამას ეწოდება http://en.wikipedia.org/wiki/Argument_from_ignorance: absence of evidence is not the evidence of absence, ანუ, მონაცემის არარსებობა არ წარმოადგენს არარსებობის მონაცემს.

მეორეც, წმინდანი კი არ ჩადის სასწაულს, არამედ მასში მოქმედი სულიწმიდა და ამის უარყოფა, რომ წმინდანს არ შეუძლია კიდურის განმრთელება, ნიშნავს, რომ ღმერთია არაყოვლისშემძლე.

მესამეც, მატერიალიზაციის მათალითები არსებობს. ცნობილია, რომ წმინდა სერაფიმ საროველმა ლოცვით ბეღელი აავსო ხორბალით, მაშინ როცა შიმშილის პირას იყვნენ ბერები და ხორბალი თითქმის მთლიანად გაუთავდათ. რითია განსხვავებული მატერიალიზაციის ეს მაგალითი ამპუტირებული კიდურის რეგენერაციისაგან?

და მეოთხე და მთავარი: არის აღწერილი ასეთი შემთხვევა ისტორიულად. შენ დოკუმენტს თუ მაინცდამაინც ვიდეომასალას ეძახი, ამაზე თავს ვერ დავდებ. http://en.wikipedia.org/wiki/Miracle_of_Calanda - აქ არის შემთხვევა განხილული კიდურის განმრთელებისა. კიდური არ იქნდა განმრთელებული წმინდანის მიერ, მაგარმ თვით ავადმყოფის ლოცვით მოხდა ასე. დიდი გნასხვავება არ არის.

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Dec 10 2010, 10:04 AM

guest1

კარგი ვთქვათ შედის სულიწმინდა წმინდანში და აღასრულებინებს სასწაულებს... ერთი მითხარი ეს სასწაულები რაში სჭირდება წმინდანს თუ რამეს არ ემსახურება? ეს ხომ გართობა არაა, ერთდროულად ორ ადგილას იყვე?

ან საიდან ირჩევს სულიწმინდა ვის დაეხმაროს წმინდანის ხელით? ყოველ თვე მილიონობით ადამიანი იღუპება შიმშილით და მათთვის ხელი არ გაუნძრევია... მაგრამ ვიღაცას ფეხი ატკივდება და მოურჩენს ხოლმე და იქ ზოგ წმინდანს აფრენს ჰაერში და აკატავებს...

დედამიწაზე უამრავი გაჭირვებულია და რჩება ასეც, მე ნამდვილად ვერ ჩავთვლი მხოლოდ რამოდენიმეს მორჩენას სასწაულად, კარგ საქციელადაც კი...

რაღაცა ძალიან სუპერმორწმუნის რანგში აგყავს წმინდანები, როგორც პროტესტანტები იტყვიან ხოლმე...

წმინდანი არის ადამიანი ვინც ცხონდა, ვისგანაც მართლმადიდებლები იღებენ მაგალითს და ცოდნას და არა რაღაცა სუპერმენი...

როგორც იესომ თქვა: "უკეთური მოდგმა ეძებს სასწაულს"... ასე რომ ნუ ჩაიციკლებით ამაზე...


პ.ს. სასწაული მწვალებლებსაც ჩაუდენიათ, მაგრამ მათზე ჩუმათ რატომ ხართ?

ეგ მაგალითი კალანდის ამპუტირებული კიდურის გამთელება მართლმადიდებელმა ჩაიდინა გგონიათ? smile.gif

პოსტის ავტორი: guest1 თარიღი: Dec 10 2010, 10:53 AM

Otherguy

ციტატა
როგორც იესომ თქვა: "უკეთური მოდგმა ეძებს სასწაულს"... ასე რომ ნუ ჩაიციკლებით ამაზე...
ამას დემაგოგია ქვია უკვე. მესამედ იმეორებ ერთიდაიმავეს და იმიტომ გპასუხობ. ამ შენს უადგილო ნათქვამზე სულ მცირე 3-ჯერ გავეცი პასუხი და აღარ გავმეორდები. და თემას გადახედე თავიდან ბოლომდე, თემის არსში რომ გაერკვე. მერე ასეთ რამეებს აღარ იტყვი (იმედია).

ციტატა
კარგი ვთქვათ შედის სულიწმინდა წმინდანში და აღასრულებინებს სასწაულებს... ერთი მითხარი ეს სასწაულები რაში სჭირდება წმინდანს თუ რამეს არ ემსახურება? ეს ხომ გართობა არაა, ერთდროულად ორ ადგილას იყვე?
ძაან დიდ პასუხისმგებლობა მაკისრებ. მე ერთი ცოდვილი ადამიანი ვარ. თუ კითხვაზე პასუხი გაინტერესებს, მიმართე წმინდანს. ისე მაინც გაგცემ პასუხს. მამა პაისი ათონელთან მივიდა ერთი მეცნიერი პრეტენზიებით, რომ თურმე ღმერთი არ წამდა და შეეძლო თანაც, ზოგიერთი უგუნურივით, "დაემტკიცებინა" მისი არარსებობა. წმინდანმა უთხრა ამ მეცნიერს, რომ შენ ხვლიკზე უგუნური ხარო. მეცნიერს ეწყინა თურმე ასეთი ნათქვამი. მამა პაისიმ იქვე მძვრომიალე ხვლიკი ნახა და დაუძახა, ხვლიკო ღმერთი არსებობსო? ხვლიკი ფეხზე წამოდგა და თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. ამ მომენტში ეს კაცი გარდაიქმნა, წმინდანს ფეხებში ჩაუვარდა და პატიება თხოვა, თავისი უგუნურება აღიარა და სარწმუნოებრივი ცხოვრება დაიწყო. რატომ ჩაიდინია ასეთი სასწაული წმინდანმა? ხომ შეიძლება ამ მეცნიერს დაეწყო ეს დღეს მოდაში არსებული სკეპტიკური მიდგომა და რაღაც რაციონალური ხრიკებით აეხსნა ყველაფერი ეს და კიდევ უფრო გაერთულებინა სიტუაცია? ე.ი. სასწაულში რაღაც არსებობს. ვიცი შენ წაკუთხული გაქვს წმინდა წერილი ბევრჯერ (სამწუხაროდ მხოლოდ გასართობად და მუსქულების საკაჩაოდ) და იქ არ შეგხვედრია სასწაულები, რომლითაც რწმენა ჩამოუყალიბდა ხალხს, ან ჩამოყალიბებული რწმენა გაუძლიერდა?


ციტატა
პ.ს. სასწაული მწვალებლებსაც ჩაუდენიათ, მაგრამ მათზე ჩუმათ რატომ ხართ?
რა ვქნა, დამკვრელები მოვიყვანო? biggrin.gif თემას გადახედე და ნახავ სხვა რელიგიებიდან მოტანილ მაგალითსაც.

ციტატა
ეგ მაგალითი კალანდის ამპუტირებული კიდურის გამთელება მართლმადიდებელმა ჩაიდინა გგონიათ? smile.gif
სენ გგონია ინგლისული ალ ვიჩი? ვიჩი, ვიჩი biggrin.gif ვიმეორებ პასუხს შენს კითხვაზე:
ციტატა
და მეოთხე და მთავარი: არის აღწერილი ასეთი შემთხვევა ისტორიულად. შენ დოკუმენტს თუ მაინცდამაინც ვიდეომასალას ეძახი, ამაზე თავს ვერ დავდებ. Miracle_of_Calanda - აქ არის შემთხვევა განხილული კიდურის განმრთელებისა. კიდური არ იქნდა განმრთელებული წმინდანის მიერ, მაგარმ თვით ავადმყოფის ლოცვით მოხდა ასე. დიდი გნასხვავება არ არის.
მოკლედ, დოკუმენტირებული სასწაული მოითხოვე და მეც მოგიძებნე. მადლობის მაგივრად ასე მპასუხობ? smile.gif


ციტატა
ან საიდან ირჩევს სულიწმინდა ვის დაეხმაროს წმინდანის ხელით? ყოველ თვე მილიონობით ადამიანი იღუპება შიმშილით და მათთვის ხელი არ გაუნძრევია... მაგრამ ვიღაცას ფეხი ატკივდება და მოურჩენს ხოლმე და იქ ზოგ წმინდანს აფრენს ჰაერში და აკატავებს...
ამ კითხვაზე ახლა შენ ჩემს პასუხს მიიღებ საერთოდ, როცა ორი უკიდურესად განსხვავებული პოზიციიდან მოვდივართ?

ციტატა
დედამიწაზე უამრავი გაჭირვებულია და რჩება ასეც, მე ნამდვილად ვერ ჩავთვლი მხოლოდ რამოდენიმეს მორჩენას სასწაულად, კარგ საქციელადაც კი...
ან ამაზე?

ციტატა
რაღაცა ძალიან სუპერმორწმუნის რანგში აგყავს წმინდანები, როგორც პროტესტანტები იტყვიან ხოლმე...
პროტესტანტიზმი რას იტყვის ამასთან დაკავშირებით, ნაკლებად აინტერესებს მართლმადიდებლობას.

ციტატა
წმინდანი არის ადამიანი ვინც ცხონდა, ვისგანაც მართლმადიდებლები იღებენ მაგალითს და ცოდნას და არა რაღაცა სუპერმენი...
ვის დავუჯეროთ ახლა, პროტესტანტებს თუ მართლმადიდებლებს ამაში? აბა პატრიარქი კალისტო გვატყუებს, როცა ამბობს:
ციტატა
ამრიგად ნათელი გამოსჭვივის მათგან, ისე როგორც მზის დისკოდან და ეს ნათელი საშუალებას აძლევს მათ სულიერად იაზროვნონ, განსაჯონ, წინასწარგანჭვრიტონ და ა.შ. ზოგადად მისით (ანუ ღმერთით, უფლით) მათ ეძლევათ ყოველგვარი საიდუმლოს ხედვა და ისინი ივსებიან ზებუნებრივი და ღვთაებრივი ძალით, რომელიც სულიწმიდაშია. ეს ზებუნებრივი ძალა მათ ხორცს გადააქცევს უფრო მსუბუქად, ან უფრო ნატიფად, და მათ შეუძლიათ მეტეორივით გადაადგილება. ამ ნათლის ძალით, რომელიც სულიწმიდისაა, წმიდა მამებს შეუძლიათ გადალახონ მდინარეები და ზღვები ფეხით, როცა სხეულში იმყოფებიან, ისე თითქოს არამატერიალური და უსხეულონი ყოფილიყვნენ. მათ შეუძლიათ თვალის დახამხამებაში გადალახონ დიდი მანძილები, რომლის გავლასაც მრავალი დღე სჭირდება. მათ შეუძლიათ მრავალი სასწაულის მოხდენა ცაში და მიწაზე, მზეზე და ზღვაზე, უდაბნოში, ქალაქში, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ ქვეყანაში, მცეხში, ქვეწარმავალში და ნებისმიერ ქმნილებაში - და ისინი განდიდებულნი არიან. როცა ისინი ლოცულობენ, მათი სხეული ცაში იწევა, თითქოს ფრთები ქონოდეთ; სიკვდილის შემდეგ მათი სხეული უხრწნელი რჩება და მრავალ სასწაულს ახდენს ...


ანდაც, მამა გაბრიელის მიერ აღსრულებული სასწაულები ტყუილია? გვატყუებენ თვითმხილვენნი?

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Dec 10 2010, 11:18 AM

guest1

ისე, მამა პაისი და მამა გაბრიელი რომ კარგად იცი, თუ გაცნობილხარ ეკლესიის დოქტორებს? მნიშვნელოვან ღვთისმეტყველ წმინდანებს? თუ მამა პაისით და მამა გაბრიელით დაიწყე? (ნახევარი საქართველო ამეებშია ჩარჩენილი, ფილეტიზმის მქადაგებელ მამებზე გიჟდებიან biggrin.gif)

მამა პაისის ბევრი აზრი არის მწვალებლური, თუნდაც ფილეტისტური გაგება საქართველოს მიმათ... იგი წმინდანი ნამდვილად არაა...

თუ ვამბობთ რომ სასწაული ყველას შეუძლია ჩაიდინოს, და ამავე დროს ღმერთი დაელაპარაკოს მწვალებელს(მოხდა ასეთი IV საუკუნეში) და რჩევა მისცეს თუ როგორ გადაარჩინოს ქრისტიანები, ან თუ შეიძლება ნესტორიანელი მწვალებლის თავის ქალას მირონი სდიოდეს, მაშინ სადაა განსხვავება წმინდანსა და არაწმინდანს შორის?

მე ის იმიტომ გითხარი, რომ ფაქტია წმინდანი 1-2 ადამიანს ეხმარება როცა მილიონობითაა დასახმარებელი... ჰოდა თუ მას ტელეპორტაცია შეუძლია, რატომ არ ეხმარება ყველას დედამიწის ირგვლივ?

მამა გაბრიელის სასწაული გამახსენე საქართველოშიც, ირანშიც, ამერიკაშიც და ჩინეთშიც... არა, ამას ნიშნისმოგებIთ არ გეუბნები, უბრალოდ წმინდანთა ერთდროულად რამოდენიმე ადგილას ყოფნა და ტელეპორტაცია არის სრული სიგიჟე...

დაველოდოთ აფხაზს, მან მეტი იცის მართლმადიდებლობაზე და საჭირო პასუხსაც გაგცემს... smile.gif

პოსტის ავტორი: guest1 თარიღი: Dec 10 2010, 11:53 AM

Otherguy

ციტატა
მამა პაისის ბევრი აზრი არის მწვალებლური, თუნდაც ფილეტისტური გაგება საქართველოს მიმათ... იგი წმინდანი ნამდვილად არაა...
არ მიყვარს ადამიანის დამცირება და ცინიზმი, მაგრამ თავს ვერ ვიკავებ შენნაირი "პროფესორები" რომ "ღვთისმეტყველებენ". ადამიანი, რომელიც ამას იტყვის მამა გაბრიელზე და პაისი ათონელზე, გაგებაში არ არის არც ქრისტიანობის და არც ქრისტიანული დოგმის. ამას დაგიმტკიცებ შენ სხვა თემებში, აქ უადგილოა ამაზე საუბარი. და ამას დაგიმტკიცებ იმ დიდი ღვთისმეტყველების ნაშრომებით, რომელიც შენ რომ გგონია წაიკითხე (იოანე ოქროპირი, გრეგორი ნოსელი, დიონისე არეოპაგელი). მე ღვთისმეტყველებაზე არც ვდებ თავს და არც არასდროს დავდებ. მხოლოდ მათ ნაშორმებს დავეყრდნობი. ანდაც, რომელმა ნამუსიანმა ქრისტიანმა შეიძლება თქვას რომ ღვთისმეტყველია, როცა ევაგრე პონტოელი (უდიდესი განდეგილი და მლოცველი ბერი, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიამ ანათემა გამოუცხადა მის აზრებს - თუმცა წმინდა ნიკოდემოსმა საჭიროდ ჩათვალა მნიშვნელოვანი მიზეზის გამო მისი ნაშრომები შეეტანა ფილოკალიაში) ამბობს: ჭეშმარიტი ღვთისმეტყველი დიდი მლოცველიცაა და დიდი მლოცველი ჭეშმარიტი ღვთისმეტყველიცაა. ამის შემდეგ, მე ნამუსზე ხელს ვერ ავიღებ. მხოლოდ უგუნურს შეუძლია დიდ მლოცველს მწვალებლობა დასწამოს. მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც წარმოდგენა არა აქვს რა არის ლოცვა. თუ ხვდები საერთოდ რა თქვა ევაგრე განდეგილმა?

ციტატა
ისე, მამა პაისი და მამა გაბრიელი რომ კარგად იცი, თუ გაცნობილხარ ეკლესიის დოქტორებს? მნიშვნელოვან ღვთისმეტყველ წმინდანებს? თუ მამა პაისით და მამა გაბრიელით დაიწყე? (ნახევარი საქართველო ამეებშია ჩარჩენილი, ფილეტიზმის მქადაგებელ მამებზე გიჟდებიან biggrin.gif)
ეს კითხვა შენ არ გეკუთვნის, არამედ მართლმადიდებელ ქრისტიანს: საიდან უნდა დაიწყოს ქრისტიანმა კაცმა, მამა გაბრიელიდან და მამა პაისიდიან თუ დოგმატური ღვთისმეტყველებიდან?

ციტატა
თუ ვამბობთ რომ სასწაული ყველას შეუძლია ჩაიდინოს, და ამავე დროს ღმერთი დაელაპარაკოს მწვალებელს(მოხდა ასეთი IV საუკუნეში) და რჩევა მისცეს თუ როგორ გადაარჩინოს ქრისტიანები, ან თუ შეიძლება ნესტორიანელი მწვალებლის თავის ქალას მირონი სდიოდეს, მაშინ სადაა განსხვავება წმინდანსა და არაწმინდანს შორის?
უადგილო კითხვაა: თუ აღიარებ საერთოდ იმას, რომ ბოროტის მიერ ხდება სასწაული, მაშინ როგორ უარყოფ, რომ წმინდანის მიერ ვერ გამოვლინდება იგივე სასწაული? ამ თემაში საუბარი წმინდანის სასწაულებრივ შესაძლებლობებზეა - გადახედე თემას. წმინდანსა და არაწმინდანს შორის განსხვავების გაკეთებას არ ეხება თემა.

ციტატა
მე ის იმიტომ გითხარი, რომ ფაქტია წმინდანი 1-2 ადამიანს ეხმარება როცა მილიონობითაა დასახმარებელი... ჰოდა თუ მას ტელეპორტაცია შეუძლია, რატომ არ ეხმარება ყველას დედამიწის ირგვლივ?
აბა ეს ბავშვური კითხვა არ არის? როგორ გიპასუხო ამ კითხვაზე? წმინდანი სანტაკლაუსად არ წარმომიდგენია არც ამ თემაში და არც სხვაგან. ან შენ რა იცი ვის ეხმარება წმინდანი და როგორ? ღვთისმეტყველების წიგნებში ნახე დახმარების გზებზე რაიმე? biggrin.gif

ციტატა
მამა გაბრიელის სასწაული გამახსენე საქართველოშიც, ირანშიც, ამერიკაშიც და ჩინეთშიც... არა, ამას ნიშნისმოგებIთ არ გეუბნები, უბრალოდ წმინდანთა ერთდროულად რამოდენიმე ადგილას ყოფნა და ტელეპორტაცია არის სრული სიგიჟე...
biggrin.gif ჯერ შენ გამახსენე რამდენი სასწაული იცი, მამა გაბრიელის ჩადენილი და მერე მე გაგახსენებ რა ადგილს გადაახტი, როცა მამა გაბრიელზე დაწერილ წიგნებს ხარბად ისრუტავდი biggrin.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Dec 11 2010, 11:57 AM

guest1

ციტატა
რატო აკეთებ დასკვნას იმისას, რაც იოანე დამასკელს არ უთქვამს? თქვა სადმე, რომ ის რაც ანგელოზს არ ხელეწიფება, წმინდანს ნამდვილად არ ხელეწიფებაო? მეორეც, სადმე წერია, რომ როცა მიწაზე არიან, მათ (ანგელოზებს) არ შეუძლიათ ერთიდაიმავე დროს სხვადასხვა ადგილას (მიწაზე) ყოფნა? აქ წმინდანი ამბობს მარტო იმას, რომ ანგელოზი ერთიდაიმავე დროს ცაშიც და მიწაზეც ვერ იმყოფებაო. დანარჩენი შენი დასკვნაა, რაც არანაირად არ გამომდინარეობს ამ ნათქვამიდან და ძალიან ბევრ დაშვებას მოითხოვს.


მე დავარქმევდი ამას გულუბრყვილობას. მე მოვიტან იოანე დამასკელის ციტატას მთლიანად და შემდგომ განვავრცობ მსჯელობას:


"ანგელოზები გარეშეწერილნი არიან, რადგან როდესაც ცაში არიან, არ არიან მიწაზე, ხოლო ღვთის მიერ მიწაზე მოვლენილნი არ იმყოფებიან ცაში; თუმცა არ იზღუდებიან ისინი კედლებითა და კარიბჭეებით ანთუ კლიტეებითა და ბეჭდებით, რადგან შემოუზღუდავნი არიან. შემოუზღუდავს ვამბობ ანგელოზებს, რადგან როგორებიც არიან, იმგვარები როდი წარმოუჩნდებიან მას, ვინც ღირსია და ვისთვისაც ინება ღმერთმა მათი ცხადჩენა, არამედ - გარდასახულად, ისე როგორც ძალუძთ მხილველებს მათი ხილვა. მართლაც, ბუნებითად და საკუთრივად შეუზღუდავი მხოლოდ ისაა, რაც შეუქმნელია, რადგან ყოველი შენაქმნი თავისი შემქმნელი ღვთისგან არის შემოზღუდული".


ცხადად ამბობს წმინდა იოანე, რომ ყველა ქმნილება შემოზღუდულია და მას არ ძალუძს ერთდროულად ორ ადგილზე ყოფნა, ეს მხოლოდ შეუქმნელი არსის თვისებაა. მე ვფიქრობ ამაზე არც ღირს დავა და იმაზე მანიპულირება, რომ თურმე იოანე დამასკელის სიტყვები, რომ ანგელოზები როდესაც იმყოფებიან მიწაზე არ იმყოფებიან ცაში, არ გამორიცხავს მიწაზე ანგელოზთა ყოველგან მყოფობას, რბილად რომ ვთქვა სასაცილოა. კიდევ ერთელ ვამბობ, რომ ქმნილება შემოზღუდული არსებაა და როგორი განღმრთობილიც არ უნდა იყოს ის, შეუძლებელია პირდაპირი გაგებით ერთდროულად ორ ადგილზე იმყოფებოდეს, რომ აქაც ესაუბრებოდეს ის ადამაინებს და სხვაგანაც ერთსა და იმავე დროს, თან ისე რომ ერთ შემთხვევაშიც იყოს შენარჩუნებული სრულად პიროვნება და მეორე შემთხვევაშიც. ეს უკვე ორი პიროვნება იქნება და არა ერთი. შესაძოა ჩვენ ვისაუბროთ მადლისმიერ შემწეობაზე, რომ ადამიანს ესა თუ ის პიროვნება მისი სხვაგან მყოფობის დროს თვალწინ წარმოუდგება, ეჩვენება და ა.შ. მაგრამ არანაირად ერთი იროვნების ერთბაშად ორ ადგილას მყოფობაზე.


ციტატა
1) წმინდანები სხვადასხვა "დონეზე" იმყოფებიან და ზოგჯერ "გათიშულ" (ანუ სულიმიდა არაშემოსილ მდგომარეობაში) არიან. ამ დროს მათი საქციელი და უნარი არ უნდა იყოს განსხვავებული ჩვეულებრივი მოკვდავისაგან. სწორედ ასეთ შემთხვევებზე შეიძლება გვქონდეს საუბარი მაგ დროს; 2) წმინდანი უფრო ხშირად ადამიანს თავს აჩვენებს საბრალოდ, შესაცოდავად, რომ იგიც ბევრ შეცდომებს უშვებს (რათა ადამინმში გააჩინოს სიბრალული მეორე ადამიანის მიმართ) და შენი მოყვანილი შემთხვევები ამის გამოვლინება შეიძლება იყოს;


თუ შეიძლება ეს ცოტა განავრცე, ან გაურკვევლად გიწერია ან მე ვერ ვხვდები.

ერთიც, აქ ხშჳრად გაისმის მამა გაბრიელის, მამა პაისის, ეხლა კიდევ მამა გიორგის სახელები, მე, ცხადია, მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ სამწუხაროა, რომ მივიწყებულია მართლმადიდებლური ეკლესიის ოცსაუკუნოვანი ტრადიცია (ვგულისხმობ საეკლესიო ცხოვრებას) და მხოლოდ თანამედროვე, ეკლესიისგან ჯერჯერობით არასანქცირებული მოღვაწეებისა თუ მოვლენების მიხედვით ხდება დასკვნების გამოტანა. ეს არასწორია


პოსტის ავტორი: guest1 თარიღი: Dec 11 2010, 03:34 PM

afxazi

ციტატა
მე დავარქმევდი ამას გულუბრყვილობას. მე მოვიტან იოანე დამასკელის ციტატას მთლიანად და შემდგომ განვავრცობ მსჯელობას:
"ანგელოზები გარეშეწერილნი არიან, რადგან როდესაც ცაში არიან, არ არიან მიწაზე, ხოლო ღვთის მიერ მიწაზე მოვლენილნი არ იმყოფებიან ცაში; თუმცა არ იზღუდებიან ისინი კედლებითა და კარიბჭეებით ანთუ კლიტეებითა და ბეჭდებით, რადგან შემოუზღუდავნი არიან. შემოუზღუდავს ვამბობ ანგელოზებს, რადგან როგორებიც არიან, იმგვარები როდი წარმოუჩნდებიან მას, ვინც ღირსია და ვისთვისაც ინება ღმერთმა მათი ცხადჩენა, არამედ - გარდასახულად, ისე როგორც ძალუძთ მხილველებს მათი ხილვა. მართლაც, ბუნებითად და საკუთრივად შეუზღუდავი მხოლოდ ისაა, რაც შეუქმნელია, რადგან ყოველი შენაქმნი თავისი შემქმნელი ღვთისგან არის შემოზღუდული".
ცხადად ამბობს წმინდა იოანე, რომ ყველა ქმნილება შემოზღუდულია და მას არ ძალუძს ერთდროულად ორ ადგილზე ყოფნა, ეს მხოლოდ შეუქმნელი არსის თვისებაა. მე ვფიქრობ ამაზე არც ღირს დავა და იმაზე მანიპულირება, რომ თურმე იოანე დამასკელის სიტყვები, რომ ანგელოზები როდესაც იმყოფებიან მიწაზე არ იმყოფებიან ცაში, არ გამორიცხავს მიწაზე ანგელოზთა ყოველგან მყოფობას, რბილად რომ ვთქვა სასაცილოა. კიდევ ერთელ ვამბობ, რომ ქმნილება შემოზღუდული არსებაა და როგორი განღმრთობილიც არ უნდა იყოს ის, შეუძლებელია პირდაპირი გაგებით ერთდროულად ორ ადგილზე იმყოფებოდეს, რომ აქაც ესაუბრებოდეს ის ადამაინებს და სხვაგანაც ერთსა და იმავე დროს, თან ისე რომ ერთ შემთხვევაშიც იყოს შენარჩუნებული სრულად პიროვნება და მეორე შემთხვევაშიც. ეს უკვე ორი პიროვნება იქნება და არა ერთი. შესაძოა ჩვენ ვისაუბროთ მადლისმიერ შემწეობაზე, რომ ადამიანს ესა თუ ის პიროვნება მისი სხვაგან მყოფობის დროს თვალწინ წარმოუდგება, ეჩვენება და ა.შ. მაგრამ არანაირად ერთი იროვნების ერთბაშად ორ ადგილას მყოფობაზე.
შეიძლება სასაცილოა, შეიძლება გულუბრყვილოა, მაგრამ, ფაქტია, შენ ისეთ დასკვანას აკეთებ, რაც საერთოდ არ გამომდინარებოს მაგ ტექსტიდან. მითუმეტეს, საერთდ არ არის პირდაპირ ამაზე მითითებული. მეორეს მხრივ, მე ფაქტები მოვიყვანე და შენ არ პასუხობ ამაზე. გავიმეორებ კითხვებს:
ციტატა
რატომ არის აღწერილი წმინდა იოანე მაქსიმოვიჩის ცხოვრებაში ასეთი სასწაული? რატომ არის მამა გაბრიელის შემთხვევაში აღწერილი ასეთი სასწაული? მამა გაბრიელი იტყუებოდა ან ცდებოდა, თუ მონაზონმა მოიტყუა? თუ არცერთი და არც მეორე, რარაც სხვა? რას უპასსუხებ ამ კითხვებს?


და თუ შეიძლება შენი აზრი გამოთქვი პატრიარქ კალისტოს სწავლებაზე:
ციტატა
ამრიგად ნათელი გამოსჭვივის მათგან, ისე როგორც მზის დისკოდან და ეს ნათელი საშუალებას აძლევს მათ სულიერად იაზროვნონ, განსაჯონ, წინასწარგანჭვრიტონ და ა.შ. ზოგადად მისით (ანუ ღმერთით, უფლით) მათ ეძლევათ ყოველგვარი საიდუმლოს ხედვა და ისინი ივსებიან ზებუნებრივი და ღვთაებრივი ძალით, რომელიც სულიწმიდაშია. ეს ზებუნებრივი ძალა მათ ხორცს გადააქცევს უფრო მსუბუქად, ან უფრო ნატიფად, და მათ შეუძლიათ მეტეორივით გადაადგილება. ამ ნათლის ძალით, რომელიც სულიწმიდისაა, წმიდა მამებს შეუძლიათ გადალახონ მდინარეები და ზღვები ფეხით, როცა სხეულში იმყოფებიან, ისე თითქოს არამატერიალური და უსხეულონი ყოფილიყვნენ. მათ შეუძლიათ თვალის დახამხამებაში გადალახონ დიდი მანძილები, რომლის გავლასაც მრავალი დღე სჭირდება. მათ შეუძლიათ მრავალი სასწაულის მოხდენა ცაში და მიწაზე, მზეზე და ზღვაზე, უდაბნოში, ქალაქში, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ ქვეყანაში, მცეხში, ქვეწარმავალში და ნებისმიერ ქმნილებაში - და ისინი განდიდებულნი არიან. როცა ისინი ლოცულობენ, მათი სხეული ცაში იწევა, თითქოს ფრთები ქონოდეთ; სიკვდილის შემდეგ მათი სხეული უხრწნელი რჩება და მრავალ სასწაულს ახდენს ...


ციტატა
ციტატა
1) წმინდანები სხვადასხვა "დონეზე" იმყოფებიან და ზოგჯერ "გათიშულ" (ანუ სულიმიდა არაშემოსილ მდგომარეობაში) არიან. ამ დროს მათი საქციელი და უნარი არ უნდა იყოს განსხვავებული ჩვეულებრივი მოკვდავისაგან. სწორედ ასეთ შემთხვევებზე შეიძლება გვქონდეს საუბარი მაგ დროს; 2) წმინდანი უფრო ხშირად ადამიანს თავს აჩვენებს საბრალოდ, შესაცოდავად, რომ იგიც ბევრ შეცდომებს უშვებს (რათა ადამინმში გააჩინოს სიბრალული მეორე ადამიანის მიმართ) და შენი მოყვანილი შემთხვევები ამის გამოვლინება შეიძლება იყოს;

თუ შეიძლება ეს ცოტა განავრცე, ან გაურკვევლად გიწერია ან მე ვერ ვხვდები.
შენი მაგალითი (წმინდა ბასიალი დიდისა და წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველისა) ისე გავიგე, რომ წმინდანები ადამიანებისაგან არაფრით განსხვავდებიან (გარეგნულად მაინც). მე კიდევ მოვიყვანე იმის შესაძლო ახსნები.

ციტატა
ერთიც, აქ ხშჳრად გაისმის მამა გაბრიელის, მამა პაისის, ეხლა კიდევ მამა გიორგის სახელები, მე, ცხადია, მათი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ სამწუხაროა, რომ მივიწყებულია მართლმადიდებლური ეკლესიის ოცსაუკუნოვანი ტრადიცია (ვგულისხმობ საეკლესიო ცხოვრებას) და მხოლოდ თანამედროვე, ეკლესიისგან ჯერჯერობით არასანქცირებული მოღვაწეებისა თუ მოვლენების მიხედვით ხდება დასკვნების გამოტანა. ეს არასწორია
ყველაფერი სწორია და ისე უნდა იყოს როგორც არის. ცოცხალი წმინდანი უნდა დღეს მრევლს. წმინდანები გადაარჩენს დაღუპვის გზაზე მდგარ სულებს. ისევ იქ რომ არ დავბრუნდეთ, თითქოს წმინდანებს ვანიჭებდე იმას რაც ღმერთს ეკუთვნის მხოლოდ, დავამატებ (რომ გაუგებარი არაფერი იყოს): წმინდანში მოქმედი ღმერთი გადაარჩენს მათ სულებს, ვისშიც კიდევ ყვირის ცოტათი სინდისის ხმა, და წმინდანები მხოლოდ ღვთის ნებას აღასრულებენ! ისე, ცოცხალ წმინდანებს ვერ ვუგებთ და იმათ რას გავუგებთ, რომელნიც ჩვენთან ფიზიკურად არ არიან? რაც შეეხება საეკლესიო ცხოვრებას, რომელი წმინდანი (ადრე თუ ახლა) მოუწოდებდა ხალხს არაეკლესიური ცხოვრებისაკენ: მამა გაბრიელი, თუ მამა გიორგი, თუ წმინდა ბერი მამ პაისი ათონელი?

და დროა უკვე გავიგოთ (საბედნიეროდ ბევრმა იცის ეს ყველაფერი), რომ ცოცხალი წმინდანები არათუ არსებობს, არამედ მათ გარეშე შეუძლებელია ჩვენი ხსნა. http://www.orthodoxy.ge/tserili/didaqe.htm (IV, 2) ამბობს:
ციტატა
2. დღითიდღე ეძიე პირნი წმიდათანი8, რომ შვება მოგცეს მათმა სიტყვებმა.


http://www.annunciationmuskegon.mi.goarch.org/vsItemDisplay.dsp&objectID=A8120AAE-E986-4C76-92590A7B6B807D2A&method=display
ციტატა
The saints are saints thanks to the grace of God, and they do not need official ecclesiastical recognition.
ანუ, წმინდანი არის წმინდანი ღვთის მადლის წყალობით და არ საჭიროებს ეკლესიის მიერ ოფიციალურ კანონიზაციას, რათა მას წმინდანი დაერქვას. ეს არის common knowledge (საზოგადო ცოდნა) სხვა ქვეყნებში, ჩვენთან არის მხოლოდ გავრცელებული ყბადაღებული "ცოცხალი წმინდანი არ არსებობს" ტიპის ფრაზები და ამას აცხადებენ ისინი, ვინ თეოლოგობაზე დებენ თავს.

პოსტის ავტორი: guest1 თარიღი: Dec 12 2010, 08:17 AM

afxazi

ციტატა
იოანე დამასკელის ციტატა "გარდამოცემის" მე-17 თავიდან ანგელოზების შესახებ:

"ანგელოზები გარეშეწერილნი არიან, რადგან როდესაც ცაში არიან, არ არიან მიწაზე, ხოლო ღვთის მიერ მიწაზე მოვლენილნი არ იმყოფებიან ცაში".

მითუმეტეს ეს ითქმის ადამიანებზე.
ის, რომ ადამიანი შეიძლება გაცილებით მაღლა იდგეს ანგელოზზე, ჩანს აქედან: ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელისადმი მიმართულ ლოცვაში ვამბობთ, "უპატიოსნესსა ქერუბინთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა". ასევე ჩანს ეს მაშინ, როცა პავლე მოციქული თავის ერთ-ერთ წერილში ამბობს, რომ წმინდანებს არათუ ადამიანთა, არამედ ანგელოზთა განსჯაც შეუძლიათ.

პოსტის ავტორი: guest1 თარიღი: Dec 12 2010, 11:28 AM

მუხლები ახალი აღთქმიდან:

საქმე 2:18-19

ციტატა
18. ჩემს მონებსა და ჩემს მხევლებს იმ დღეებში მივაფენ ჩემი სულისაგან და იწინასწარმეტყველებენ.
19. მოვავლენ სასწაულებს მაღლა ცაში და ნიშებს - დაბლა მიწაზე, ცეცხლსა და სისხლს, და კვამლის ალმურს.


კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, თვით მაცხოვრის სიტყვები, იოანე 14:12:
ციტატა
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც მე ვწამვარ, საქმეს, რომელსაც მე ვაკეთებ, თვითონაც გააკეთებს, და მეტსაც გააკეთებს, ვინაიდან მე მამასთან მივალ.
აქედან გამომდინარე, თქმა იმისა რომ წმინდანი შეზღუდულია რაიმე სასწაულის გამოვლინებაში, აშკარად მიუთითებს, რომ თვით უფალი უნდა იყოს შეზღუდული სასწაულების გამოვლინებაში. ისიც უნდა ითქვას, რომ "სასწაული" მოკვდავთა ტერმინია, თორემ წმინდანისათვის სასწაული ვერ იქნება სასწაული.

პოსტის ავტორი: mociquli qristesi თარიღი: Mar 3 2011, 05:49 PM

ციტატა(Otherguy @ Dec 8 2010, 11:04 AM) *

მე მისგან გაცოცხლებულ ადამიანზე არ მსმენია... არ მსმენია როგორ გაუმთელა ამპუტირებული კიდური ვინმეს... უამრავი რამეა რაც მამა გაბრიელს არ ჩაუდენია...

ეს სიტყვა "ყველანაირ" - რას ნიშნავს? იესოს არ აუსრულებია ყველანაირი სასწაული და მამა გაბრიელმა აასრულა?

შენ ბევრის უფლებას აძლე საკუთარ თავს და უკვე ალბათ შენდა გაუცნობიერებლად ბევრჯერ მიაყენე შეურაცხყოფა წმინდანებსა დაუფალს!

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 24 2014, 01:02 PM

ძალიან გთხოვთ მიაპასუხოთ, უნდა ვეძებოთ თუ არა ცოცხალი წმინდანები ჩვენ ცხოვრებაში? არსებობენ ისინი?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 24 2014, 10:11 PM

sanfol
ალბათ არსებობენ , მაგრამ რატომ უნდა ეძებო ?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 25 2014, 10:22 AM

A.V.M

ციტატა
ალბათ არსებობენ , მაგრამ რატომ უნდა ეძებო ?

არ ვიცი მათგან ალბათ დადებით ენერგიას მიიღებ ის ხომ სიყვარულს ასხივებს ასე არაა? ამასთანავე გვერდით რომ ცოცხალი წმინდანი გეყოლება ის ხომ ბევრ ცოდნას შეგძენს ღმერთის შესახებ

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 25 2014, 09:37 PM

sanfol

ციტატა
არ ვიცი მათგან ალბათ დადებით ენერგიას მიიღებ ის ხომ სიყვარულს ასხივებს ასე არაა?

სიყვარულის გამოსხივება ყველა წმიდანიდან და.ა.შ. კეთილ ზღაპრებში და პანეგირიკებშია .
ციტატა
გვერდით რომ ცოცხალი წმინდანი გეყოლება ის ხომ ბევრ ცოდნას შეგძენს ღმერთის შესახებ

აქაც ,,კეთილ ზღაპრებში'' გადადიხარ .
პირადად ჩემთვის მაგალითად , წარმართ სოკრატეს ან სულაც მარკუს ავურელიუსს , ბევრ წმიდანზე მეტი ცოდნა მოუცია ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ .
ანუ ეგ არგუმენტიც არ ვარგა ,,წიდანის საძებრად.''

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 26 2014, 12:14 PM

A.V.M
აბა რისთვის გვჭირდებიან ისინი?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 26 2014, 01:19 PM

sanfol
,,ცოცხალი წმიდანების ძებნა'' ? - საერთოდ არაფერში გვჭირდება .
მიწაზე ყოფნისას რაც გვჭირდება , ეს არის ლოცვა , მარხვა, ზიარება , სინანული,კეთილისაქმე და.ა.შ.
რაც შეეხება კანონიზებულნ წმიდანს , იგი გვეხმარება უფალთან შუამდგომლობაში , იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ჩვენზე ,,ახლოა'' მასთან .

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 26 2014, 02:44 PM

A.V.M
ანალოგიურად რწმენაში ძლიერი ადამიანი ხომ დაგვეხმარება უკეთესად გავიცნოთ ღმერთი? წმინდანი თუ არა მინიმუმ კარგი ადამიანები ხომ უნდა ვეძებოთ რომ გარშემო კეთილმორწმუნეები გვყავდეს, რაც უფრო მეტი მეგობარი ეყოლება ადამიანს მით უფრო კარგი არ იქნება მისთვისვე? და თუ ეს მეგობრები სათნოყოფილნი არიან ღმერთის წინაშე ჩემთვის მით უკეთესი არა მასთან მეგობრობა?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 26 2014, 02:56 PM

sanfol

ციტატა
ანალოგიურად რწმენაში ძლიერი ადამიანი ხომ დაგვეხმარება უკეთესად გავიცნოთ ღმერთი? წმინდანი თუ არა მინიმუმ კარგი ადამიანები ხომ უნდა ვეძებოთ რომ გარშემო კეთილმორწმუნეები გვყავდეს, რაც უფრო მეტი მეგობარი ეყოლება ადამიანს მით უფრო კარგი არ იქნება მისთვისვე? და თუ ეს მეგობრები სათნოყოფილნი არიან ღმერთის წინაშე ჩემთვის მით უკეთესი არა მასთან მეგობრობა?

ყველაზე მეტად რაც დაგეხმაება ეს ბიბლიაა, რჩევას კი მოძღვრისგან მიიღებ. არ არის აუცილებე რაღაც სასწაულები ვეძებოთ ჩვენს გარშემო. მთავარი ამ ცხოვრებაში სულის ცხონებაა რაშიც ახალი აღთქმა და წმინდა მამატა ცხოვრება დაგეხმარება. დანარჩენი უმნიშვნელოა.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 26 2014, 03:06 PM

G_saxva
სამწუხაროდ მოძღვარმა ისეთი რაღაც მითხრა უფრო ცუდ განწყობაზე დავდექი რამდენი ადამიანიც მოგეწონება ყველასთან კი არ უნდა მიხვიდეო და თავი დაანებეო არ ვიცი იმ გოგოს რო თავი დავანებო მერე რა მეშველება, ერთადერთი ადამიანია ვისგანაც ბედნიერების გრძნობის აფეთქებას ვღებულობ, ის სიხარულის წყაროა ამჟამად ჩემთვის ადამიანებს ვგულისხმობ თორემ ღმერთი რომ მახალისებს მაგაზე აღარაფერს ვამბობ. სამწუხაროდ ასე მარტივად არ ხდება თუ არ გავიცანი ადამიანი არც მეგობარს ჩამომიგდებს ღმერთი ციდან და არც შეყვარებულს და არც არავის

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 26 2014, 04:24 PM

sanfol

ციტატა
სამწუხაროდ მოძღვარმა ისეთი რაღაც მითხრა უფრო ცუდ განწყობაზე დავდექი რამდენი ადამიანიც მოგეწონება ყველასთან კი არ უნდა მიხვიდეო და თავი დაანებეო არ ვიცი იმ გოგოს რო თავი დავანებო მერე რა მეშველება, ერთადერთი ადამიანია ვისგანაც ბედნიერების გრძნობის აფეთქებას ვღებულობ, ის სიხარულის წყაროა ამჟამად ჩემთვის ადამიანებს ვგულისხმობ თორემ ღმერთი რომ მახალისებს მაგაზე აღარაფერს ვამბობ. სამწუხაროდ ასე მარტივად არ ხდება თუ არ გავიცანი ადამიანი არც მეგობარს ჩამომიგდებს ღმერთი ციდან და არც შეყვარებულს და არც არავის


ამ თემას ნუ გავაოფებთ და სხვა თემაში გენცვა გოგოებზე კი არა თუ გინდ მოტაცებაზეც ვისაუბროთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 26 2014, 05:03 PM

ციტატა(G_saxva @ Dec 26 2014, 04:24 PM) *

sanfol

ამ თემას ნუ გავაოფებთ და სხვა თემაში გენცვა გოგოებზე კი არა თუ გინდ მოტაცებაზეც ვისაუბროთ biggrin.gif

იქნება წმინდანია ის გოგო და მე არ ვიცი, წმინდანი შეყვარებული რა მაგარია წარმოგიდგენია? biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 26 2014, 05:20 PM

ციტატა(sanfol @ Dec 26 2014, 05:03 PM) *

იქნება წმინდანია ის გოგო და მე არ ვიცი, წმინდანი შეყვარებული რა მაგარია წარმოგიდგენია? biggrin.gif

laugh.gif laugh.gif laugh.gif ლევიტაცია თუ შეუძლია ზნაჩიტ ეგაა biggrin.gif

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 26 2014, 05:54 PM

G_saxva
biggrin.gif ლევიტაცია არ ვიცი, მაგრამ რაღაც ენერგიას კი ვღებულობ მისგან ისე რო იღიმის ეგ მაბედნიერებს და მე რო გამიღიმოს დავდნები ალბათ biggrin.gif ერთადერთხელ აქვს ნათქვამი ჩემთვის რაღაცა ესაა კი და იმდღეს ასე მეგონა ყველაფერს შევძლებდი და ყველა და ყველაფერი მიყვარდა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2014, 09:58 PM

"სიწმინდეთმკრეხელი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2014, 05:05 PM

"თუმცა არ შეიძლება იმის თქმა, რომ სიწმინდის აუცილებელი ნიშანია უხრწნელობა, ისევე, როგორც გვამის უხრწნელობა არაა წმინდანობის მომასწავლებელი".

/მღვდელი ილია ჭიღლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2014, 09:35 PM

"წმინდანი როდესაც ბრაზდება, ეს იმას ნიშნავს, რომ მასში ღმერთი განრისხდება".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 16 2015, 06:42 PM

[წმ. პეტრე იბერი] სამეფო სამოსელის ქვეშ ფლასს ატარებდა და ხორციელ სურვილებს მარხვითა და ლოცვით თრგუნავდა. ამიტომაც იგი უფალმა სიჭაბუკეშივე გამოარჩია და სასწაულთა ქმნის მადლი უბოძა".

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Sep 16 2015, 09:56 PM

marine
ფლასი რას ნიშნავს?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 16 2015, 09:59 PM

ციტატა(sanfol @ Sep 16 2015, 09:56 PM) *

marine
ფლასი რას ნიშნავს?


ინტერნეტში ასეთი განმარტებაა: "ბალნის ძაძა, ბალანთაგან სხვილად ქსოვილი "

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Sep 17 2015, 11:49 PM

მეგობრებო ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ რაც უფრო გინდა რაღაცა უფრო ვერ აღწევ და რაც უფრო არა უფრო აღწევ, მოსეც ხომ ასე იყო და ვეღარ გავიგე წმინდანობა და ზეციური შესაძლებლობები უნდა ვისურვო თუ არა?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2015, 06:49 PM

"რაღაც სასწაულის ძალით, როგორც კი რომელიმე ტყვე წმინდანის [სვიმეონ მესვეტე (უმცროსი)] სახელს ახსენებდა, მაშინვე ბორკილებისგან თავისუფლდებოდა, შემდეგ ბარბაროსებს გვერდით ისე ჩაუვიდნენ, ისინი ვერც კი ამჩნევდნენ და სამშობლოში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე ბრუნდებოდნენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2015, 10:54 PM


“კუბოს მტვირთველები ამბობდნენ, რომ მიცვალებულის სხეული უჩვეულოდ მსუბუქი იყო, თითქოს თავისით მიაბიჯებდა ჰაერშიო“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2015, 09:04 PM

"ერთმანეთს მხოლოდ სულით სჭვრეტდნენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2015, 11:06 PM

„ის მწოლიარე არავის უნახავს“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 11 2015, 11:11 PM

"მისთვის არაფერი იყო დაფარული არც მიწის ქვეშ, არც მიწის ზევით და არც ზეცაში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 18 2015, 08:14 PM

"თავისი გამომეტყველებითაც კი ღვთაებრივი საგნების შემყვარებლებს გახდიდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2015, 09:08 PM

"ღვთისმოსავებმა ბევრი მრავალი კიბე მოიფიქრეს ზეცაში ასავლელად"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2015, 08:12 PM

"მასთან საუბრით დიდ სარგებელს ნახავ, რადგან სრულყოფილებას ეწია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2015, 10:00 PM

"როდესაც რომელიმე ბერი დაავადდებოდა, წმინდანი [ღირსი პახომი დიდი] გრძნობდა, სახეზე ფერი ეცვლებოდა და ხუთვა ეწყებოდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2015, 04:04 PM

„მისი წმინდა ნაწილები და სასწაულმოქმედი ხატი გაგრძნობინებს წმინდა ანას უხილავად აქ ყოფნას“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 10 2015, 09:11 PM

"უხმო ქადაგება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 12 2015, 12:43 PM

"ისეც ხდებოდა, რომ ათ დღეში ერთხელ სვამდა ცოტა წყალს, თუ ამას წყალი შეიძლება ეწოდოს, სვამდა შეკავებული მადით და ბუნებრივი ზომიერებით, რომელიც მეორე ბუნებად ექცა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2015, 08:19 PM

"იოანემ, ვიდრემდე აღესრულებოდა, შეძლო შეენარჩუნებინა სულის, ხორცის, გონების, გრძნობის სიქალწულე. სხეულებრივი სიქალწულე ყველა მოკვდავს ძალუძს დაიცვას უბიწოდ, თუკი მოიწადინებს, მაგრამ უაღმატებულესი სულიერი სიქალწულის შენარჩუენება, ანუ გულსთქმებისა და მისწრაფებებში უზაკველობა და შეურყვნელობა მხოლოდ იოანე ქალწულ-მახარებელს ხვდა წილად. ესე იგი ქალწულ-მახარებლად სახელდება იმის დამადასტურებელია, რომ იოანემ უცოდველის მდგომარეობას მიაღწია და ბუნებით უცოდველი "ქრისტეს საყუარელი" მოწაფე გახდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 18 2015, 08:47 PM

„ტანთ ეცვა ძენძის სამოსი და უხეში ტილოს პალტო. ამბობდნენ, რომ მეუდაბნოეს ეს სამოსი არასოდეს უძველდებოდა“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2015, 12:01 PM

"ჯერ კიდევ ყრმას, მონასტერში ცხოვრებისას, როცა დასჭირდებოდათ, მეზობელი მონასტრიდან მხურვალე ნაკერცხალი მოჰქონდა კალთით ისე, რომ სამოსს არაფერი ევნებოდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 24 2015, 10:31 PM

"სიცოცხლის ბოლოს მამა ფილარეტი ისე წარემატა სულიერად, რომ ხედავდა არა მარტო ადამიანთა სულებს და გულისთქმებს, არამედ იმასაც კი, ჯიბეში რა ჰქონდათ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 25 2015, 06:00 PM

"მამა ავგუსტინესაც ალბათ შეეძლო უფრო მეტის დანახვა - მას ხომ სულიერი ტელევიზორი (მადლი დაფარულმცოდნეობისა) ჰქონდა, რომელიც თავისი თავმდაბლობით, სიყვარულით და სულის სიწმინდით შეეძინა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2015, 11:37 AM

"წმინდანები ანდა ღირსი მამები ისე კი არ ლოცულობდნენ, როგორც ჩვენ, მათი ლოცვა სიყვარულის ცეცხლი იყო"

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 23 2015, 09:54 PM

„დღისითაც კი ვარსკვლავებს ხედავს“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2015, 01:09 PM

"ამდენი სიარულის მიუხედავად, ჩექმები ახლებივით ჰქონდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2016, 12:34 PM

"მან ამოასვენა კუბოდან წმინდანის სხეული, რომელიც ცოცხალივით დამყოლი იყო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 12 2016, 12:54 PM

"წმინდანი მხოლოდ ერთ ქვეყანას არ ეკუთვნის. იგი მთელი სამყაროს კუთვნილებაა და ყველას თანაბრად უნაწილებს თავის სიყვარულსა და სითბოს. მის მეოხებასა და მფარველობას ვერნაირი საზღვარი და მანძილი ვერ დააბრკოლებს - იგი ყოველთვის იქ არის, სადაც მისგან შველასა და დახმარებას ელიან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 30 2016, 06:08 PM

"სრული უხრწნელობა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2016, 06:31 PM

"რა უნდა იყოს იმაზე დიდი სასწაული, ვიდრე წმინდანების სიყვარულია ჩვენ ცოდვილთა მიმართ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 3 2016, 11:05 PM

"წმინდანის [იოანე ღვთისმეტყველი] ხსენების დღეს მისი განსასვენებლიდან ამოდიოდა მაკურნებელი თვისების მტვერი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 15 2016, 10:59 PM

"საკვირველია უფალი თავის წმინდანებში!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2016, 12:53 PM

"ბოლო დრომდე ჩვენ ბევრი მირონმდინარე წმინდანის ამბავი შევიტყვეთ, რომლებიც განისვენებენ ათონის კურთხეულ მიწაში და აკეთილსურნელებენ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ბაღის ჰაერს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2016, 12:34 PM

"დილეგში დიმიტრი [თესალონიკელი] უფლის ანგელოზის გამოცხადების ღირსი შეიქნა: - ნათლით მოსილმა ზეციურმა მაცნემ, რომელსაც ხელთ არაამქვეყნიური გვირგვინი ეპყრა, ნეტარი ამ სიტყვით განამტკიცა:
-მშვიდობა შენდა, მარტვილო ქრისტესო, განმხნევდი და განძლიერდი!
-ღვთით განიხარებს გული ჩემი! - მიუგო ნეტარმა და უფრო მეტად აღენთო, საკუთარი სისხლით დაებეჭდა ღვთისადმი თავისი ფიცხელი სიყვარული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2016, 01:04 PM

"მწუხარებას ისე უყურებდა, როგორც კურთხევას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2016, 05:11 PM

„-წყეულიმც იყავ, უსჯულო ჯალათო! ჩემი შიშველი სხეული ჩვილობის შემდგომ არავის უხილავს, დაე, თვალისჩინი წაგერთვას, რომ ჩემი სიშიშვლე ვერ იხილოო!
ეს თქვა და ირგვლივ ყველა დაბრმავდა“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2016, 08:09 PM

"- ნუ სტირთ ჩემ გამო და ნურც იმას ცდილობთ, საკუთარ რწმენაზე უარი ვთქვა, რამეთუ მაცხოვრისთვის ერთხელ კი არა, მრავალგზის ძალმიძს სიცოცხლის გაღება. ენა, რომელიც უფალმა მომცა, მას ვერასოდეს უარყოფს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 24 2016, 09:03 PM

"წმინდა სიმონპეტრას მონასტრის სიწმინდეთსაცავში ერთი განსაკუთრებული სიწმინდეა, - ჰყვება ერთი რუსი პილიგრიმი, - წმინდა მარიამ მაგდალინელის ნაწილები, მისი მარჯვენა. გვეუბნებოდნენ, თბილიაო, ბოლოს ჩვენც ვემთხვიეთ... ერთმანეთს გადავხედეთ - ეს იყო ცოცხალი, მხურვალე ხელის ტემპერატურა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2016, 08:05 PM

"შემდეგ ღმერთს უხმო [წმ. ამბერკი იეროპოლელი], ტყავის ჭურჭელში ოთხი სითხე - ღვინო, წყალი, ზეთი და ძმარი ერთად ისე ჩაასხა, რომ ერთურთში არ არეულან და "მარადიული ქალაქისკენ" მიმავალ გზად დაადგა...

მგზავრობისას თუ წყალი დასჭირდებოდა, ჭურჭლიდან სუფთა წყალი გადმოედინებოდა, თუ ზეთი - ზეთი და ასე შემდეგ..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2016, 07:30 PM

"მამა ვასილი [ფირცხელავა] სოფლის გზაზე რამდენიმე თანასოფლელთან ერთად მიდიოდა და მათ ღვთის სიტყვას უქადაგებდა, ცდილობდა, ისინი ღვთის არსებობაში დაერწმუნებინა. სიტყვით ვერაფერს გახდა. გზაზე სწრაფად მომავალი მანქანა გამოჩნდა. უეცრად ბერი მისკენ გაემართა და ბორბლებში შეუვარდა, მაგრამ არაფერი ვნებია. ფეხზე წამომდგარმა სამოსიდან მხოლოდ მტვერი ჩამოიბერტყა. გაფითრებული მძღოლი პირჯვრის წერით გადმოვიდა კაბინიდან. როდესაც მამა ვასილს ჰკითხეს, რატომ გააკეთე ესო, უპასუხა: ხალხისთვის მინდოდა ღმერთის ძალა დამენახვებინაო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 18 2016, 02:22 PM

"ერთხელ მორწმუნემ, სახელად თამარმა, მეუდაბნოე მამებთან ნობათი და მოსახსენებელი გაატანა [ მამა იოაკიმე შენგელაიას (+1954)]. მიაწოდა ბერებს მოსახსენებელი, მათაც ლოცვებში მოიხსენიეს. უკან რომ დაუბრუნეს, თამარი ცოცხლების სიიდან ამოეშალათ და მიცვალებულებში ჩაეწერათ. ილორში დაბრუნებულ მოძღვარს თამარი გარდაცვლილი დახვდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 29 2016, 02:44 PM

"მოსაგრის [წმ. სერაფიმე ვირიცელი] ქვეყნიური ცხოვრების გზა დასასრულს უახლოვდებოდა. მოძღვარ ბერს უფალმა მისი მარადისობაში გადასვლის ჟამი გაუმხილა. ერთი დღით ადრე თავის აღსრულებამდე მან წმიდა სერაფიმე საროველის პატარა ხატებით აკურთხა ნათესავები და ახლობლები, ხოლო თავის მესენაკე დედას სერაფიმას უთხრა: "ჩემი დაკრძალვის დღეს გაუფრთხილდი ნეკნუკებს!.." ეს გაფრთხილება წინასწარმეტყველური აღმოჩნდა, რადგან ღვთის სათნო-მყოფელის დაკრძალვის დღეს, დიდძალი ხალხის მოზღვავების გამო დედაო სერაფიმამ ორი ნეკნის მოტეხილობა მიიღო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2016, 12:27 PM

"ხალხის წარმოდგენით, ილორის წმინდა გიორგი მომრიგებელი იყო ყოველგვარი დავისა და გაუგებრობისა კაცთა შორის. ეს ჩანს ამ წმინდანის სახელთან დაკავშირებულ სასწაულშიც - დიდმოწამე ეხებოდა ოქროს სასწაულმოქმედ მართლმსაჯულების სასწორს, რომელიც ეკლესიის თაღიდან შუა ტაძარში ეშვებოდა. მორიგება ამ სასწორის მეშვეობით ხდებოდა. მოდავე მხარეები მის ქვეშ დგებოდნენ და ილორის ხატთან ლოცულობდნენ. მართალი ის იყო, ვის მხარესაც გადაიხრებოდა სასწორი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2016, 08:59 PM

"მსაჯულის ბრძანებით, მისი [წმ. ბიკენტი დიაკონი] ცხედარი მინდორში გადააგდეს ყვავ-ყორნებისთვის შესაჭმელად, მაგრამ ღმერთმა სწორედ ყვავი დაუდგინა მცველად - ახლოს არ უშვებდა სხეულის საკენკად მოფრენილ ჩიტებს და ისე ეცა შესაჭმელად მოსულ მგელს, რომ გააქცია. დატიანებს ბრძანებით, წმინდანის სხეული ზღვაში გადააგდეს. როცა უკან გამოსცურეს, წმინდანის სხეული ნაპირზე დახვდათ. ჯარისკაცები შეშინებულნი გაიქცნენ. ხოლო ქრისტიანებმა წინდანის ნეშტი აიღეს და დიდი პატივით დაკრძალეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2016, 09:12 PM

"ქსენიას [პეტერბურგელი] ყველგან საოცარი მადლი, სიხარული და რაღაცნაირი ბედნიერება შეჰქონდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2016, 09:25 PM

"უფალმა ბოლოს სასწაულების ნიჭი მიმადლა. მას შეეძლო ბოროტის განდევნა, სნეულების განკურნება. ერთხელ ნეტარ მაკედონთან მიიყვანეს ქალი, რომელიც ძალიან ცუდად იყო - თურმე ერთ დღეში ოცდაათი ქათამი შეეჭამა. მეუდაბნოე მამის ლოცვით ქალმა შეძლო მოენელებინა საკვები, თუმცა იმ დღის შემდეგ ქათამს აღარ გაკარებია."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2016, 09:55 PM

"რწმენაში განმტკიცებულმა მღვდელმა [ანანია ხუცესი] სულის შებერვით დაამსხვრია წარმართთა მთელი ტაძარი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2016, 10:29 AM

"თხრილში მჯდომი კაცისთვის საკვები ლომს მიჰქონდა ყოველდღე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 31 2016, 11:06 PM

"წმინდა გრიგოლ საკვირველმოქმედის ცხოვრებაში ვკითხულობთ: "ნეტარის მიცვალების დროს (დაახლ. 266-27O) ნეოკესარიაში 17 წარმართიღა დარჩა, მაშინ როცა სამღვდელმთავრო ტახტზე მისი აღსაყდრების დროს ქალაქში მხოლოდ 17 ქრისტიანი იყო. ეს ყოველივე წმინდა მამამ თავისი ღვთივსათნო ცხოვრებით, შთაგონებული ქადაგებებით, სასწაულებით და სამწყსოს ბრძნული მართვით მოახერხა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2016, 11:12 AM

"გადმოცემის თანახმად, წმინდა ბრინძიას [მფარველი ირლანდიისა] ერთხელ კოკისპირულ წვიმაში უშრომია, დაღალულს მზის სხივი ხის ტოტად მოხჩვენებია და მთლად სველს სამოსი ზედ გასაშრობად გადაუკიდია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2016, 10:21 PM

"გავიდა ორი წელიწადი და დიდმა მთავარმა, იაროსლავ ვსევოლოდის ძემ მისი [წმ. გიორგი, მთავარი ვლადიმირისა] წმინდა ნაწილნი მშობლიურ ვლადიმირს გადააბრძანა. პროცესიისას ყველამ იხილა, თუ როგორ შეუერთდა გარდაცვლილის თავი სხეულს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 29 2016, 10:56 AM

"თუნდაც ხმა არ ამოეღო, მისი შემხედვარე გამოსწორდებოდი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2016, 12:24 PM

"მან [წმ. ტელესფორე რომის პაპი (+138)] რომის ეკლესიის საჭეთმპყორბლის ტახტი დაიკავა თერთმეტი წლისამ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 6 2016, 12:38 PM

„ყველას აოცებდა ის სიხარულიანი ნათელი, რომელსაც დედა მატრონას არსება გამოსცემდა“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2017, 05:05 PM

"როცა წმინდანი [წმ. ექვთიმე, ნოვგოროდის მთავარეპისკოპოსი] გარდაიცვალა, მის სხეულს კეთილსურნელება აუვიდა. წმინდანს გაპატიოსნებისას სხეულზე შემოკრული ჯაჭვი უპოვეს, რომლის შესახებაც არავინ იცოდა. წმინდანის სხეული არ გაიხრწნა და შემდეგ საუკუნეებში მრავალი სასწაული მოახდინა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2017, 05:19 PM

“მას [ღირსი ენგუს კლონენახელი, ეპისკოპოსი] იმხელა რწმენა ჰქონდა, რომ ერთხელ შეშის ჭრისას, მოჭრილი თითი მიიდო თავის ადგილას და დალოცვის შემდეგ გაუმრთელდა“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2017, 01:23 PM

"ერთ საღამოს ისააკმა მოწაფეებს უბრძანა, მონასტრის ბაღში რამდენიმე ბარი დატოვეთო. იმავე ღამეს, ლოცვის შემდეგ ძმებს დაავალა: - ჩვენს მუშებს შეჭამანდი მოუხარშეთ. ცისკრისთვის ყველაფერი მზად უნდა იყოსო. დილით ბაღში ძმებს იმდენი მომუშავე დახვდათ, რამდენი ბარიც ჰქონდათ დატოვებული. ქურდები იყვნენ. ბაღში შესვლისთანავე მათი სურვილები ღვთის მოქმედებით შეიცვალა: ბარები იპოვეს, აიღეს და ბაღი მთლიანად დაამუშავეს.

"გამარჯვება, ძმებო! მეტად გაისარჯეთ და დასვენების დროა", - მიმართა მათ ისააკმა და საჭმელი შესთავაზა. როცა მუშები დანაყრდნენ, წმინდანმა მათ უთხრა: "ბოროტებას ნუ ჩაიდენთ, ნუ იქურდებთ. როცა რაიმე მოგინდებათ, ბაღის კართან მოდით, მშვიდად ითხოვეთ და კურთხევით მიიღეთო". შემდეგ კი ბრძანა, მათთვის რაც შეიძლება მეტი ხილი მიეცათ. ამგვარად, ბაღში სავნოდ მოსულები უვნებლადაც დაბრუნდნენ და უხვადაც დაჯილდოვდნენ გაწეული შრომისთვის.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2017, 02:50 PM

"ისააკთან მოწყალებისთვის ვიღაც ჩამოძონძილი უცხოქვეყნელები მოვიდნენ და წმინდანს ევედრნენ, სამოსი მოგვეციო, ის მდუმარედ უსმენდა მათ. მერე ერთ-ერთი მოწაფე იხმო და საიდუმლოდ უბრძანა: "წადი ამა და ამ ტყეში. ამა და ამ ადგილას, მუხის ფუღუროში ტანსაცმელს იპოვი და მოიტანეო". მოწაფე ასეც მოიქცა. ღვთის კაცმა ეს ტანსაცმელი მათხოვრებს გადასცა. შეხედეს და იცნეს - ტყეში დატოვებული მათი სამოსი იყო. შერცხვათ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2017, 08:13 PM

"როცა წმინდა ქალწულები მოიყვანეს, მმართველმა ბრძანა, გააშიშვლეთო, რათა მათი სხეული ენახა, მაგრამ როგორც კი ტანსაცმლის გახდა დააპირეს, ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლეს, რამეთუ ღვთის ნებით, წმინდანებს სამოსი ტანზე ტყავივით მიეკრათ. ყველა გააოცა ამ სასაწაულმა. თუმცა მსახურები დიდხანს ცდილობდნენ წმინდანებისთვის ტანსაცმლის გახდას, მაგრამ ვერ შეძლეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2017, 06:24 PM

"ვერაფერს დაუმალავდით, - თითოეულის ცოდვა თითქოს ხელისგულზე ედო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 4 2017, 11:25 AM

თავი V. ამბავი
საბინისა, კანუზის ეპისკოპოსისა
მთელი აპულიის მხარის ცნობილი ღვთისმოშიში კაცები მოგვითხრობენ, რომ კანუზის ეპისკოპოსმა საბინმა ღრმა სიბერის გამო მხედველობა დაკარგა. გუთების მეფე ტოტილამ გაიგო, საბინს წინასწარმეტყველების ნიჭი აქვსო. არ დაიჯერა და გადაწყვიტა, შეემოწმებინა. ერთხელ, იმ მხარეში ყოფნისას ღვთის მონა საბინმა მეფე ტრაპეზზე მიიწვია. სუფრასთან მეფე, ჩვეულებისამებრ, მხართეძოზე არ წამოწოლილა, დაჯდა პატივცემული საბინის მარჯვნივ. როცა საბინის მსახურმა ჭიქით ღვინო მოართვა, მეფემ ჩუმად გამოართვა ჭიქა და მის მაგივრად თვითონ მიართვა ეპისკოპოსს. ამით სურდა გაეგო, მიხვდებოდა თუ არა ეპისკოპოსი წინასწარმეტყველების მადლით, ვინ მიაწოდა ჭიქა. "გაუმარჯოს ამ მარჯვენას!" - თქვა ღვთის მონამ, გამოართვა ჭიქა, თუმც ვერ ხედავდა, ვინ მიაწოდა იგი. წმინდანის სიტყვებმა შეარცხვინა და იმავდროულად გაახარა მეფე, რამეთუ ნახა თავისი თვალით კაცი ღვთისა.

ღვთისმოშიშმა საბინმა ღრმა სიბერემდე იცოცხლა. მის პატივმოყვარე და გულისთქმით წაქეზებულ ერთ-ერთ არქიდიაკონს მოუნდა საბინის შემდეგ მისი კათედრის დაპყრობა და განიზრახა ეპისკოპოსის მოწამვლა. მოისყიდა მეღვინე და ღვინოში შხამის გარევა დაავალა. სადილობის ჟამს მოსყიდულმა მსახურმა საბინს მოწამლული ღვინო მიართვა. "თვითონ დალიე, რაც ჩემთვის მოამზადე", - უთხრა მას ღვთისმოშიშმა ეპისკოპოსმა. მხილებული მსახური შიშით აკანკალდა, მაგრამ გადაწყვიტა, დაელია საწამლავი, ერჩივნა, მომკვდარიყო, ვიდრე განზრახ მკვლელობისთვის დაესაჯათ. როგორც კი ჭიქა პირთან მიიტანა, ღვთის კაცმა გააჩერა: "ნუ დალევ, მომეცი, მე დავლევ. შენ კი წადი და საწამლავის მომცემს უთხარი, რომ მე გესლიანი ღვინო დავლიე, ის კი ეპისკოპოსი არ იქნება". ჯვრის ნიში გამოისახა და მშვიდად შესვა სასმისი. იმავე საათს მოკვდა არქიდიაკონი, რომელიც ამ დროს სხვაგან იმყოფებოდა, თითქოსდა ეპისკოპოსის ბაგეებით შესმული ღვინო დამნაშავის წიაღში ჩაისხაო. ის საკუთარმა ბოროტებამ განგმირა საუკუნო მსაჯულის თვალთა წინაშე.

/წმ. გრიგოლ დიოლოღოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 5 2017, 10:13 AM

პატრიარქი ეფრემი (სიდამონიძე) ეპისკოპოსობის ჟამს წმინდა ბარბარეს ეკლესიაში წირავდა. მაშინ ტაძარში ცოტა თუ დაიარებოდა. ერთხელ, მზის ჩასვლის ჟამს, მღვდელმთავარი ტაძარში სკამზე იჯდა, იქ მის გარდა არავინ იყო. ამ დროს შემოვიდა ქალი პატარა გოგონათი. მივიდა წმინდა ბარბარეს ხატთან, ბავშვი ზედ მიახეთქა და უთხრა: - აჰა, მოგიყვანე, თუ შეგიძლია, მოარჩინე, თუ არადა მე მაგის ყურების თავი არა მაქვს, შენც ხომ ქალი ხარ, მოკალი და გაათავეო. მეუფე ეფრემი მივიდა ქალთან და ასე უდიერად მოქცევის მიზეზი ჰკითხა. ჩემს შვილს თვალები სტკივა და ვერავინ უშველა. ახლა კი აქ მოვიყვანე თუ ღმერთი მას მოარჩენს, მისი მსახური ვიქნებიო. გოგონას თვალები არც კი უჩანდა.

მეუფე მოეფერა მას, დაამშვიდა, მერე წმინდა ბარბარეს პარაკლისი გადაიხადა, წყალი აკურთხა, მისით განბანა წმინდა ბარბარეს ხატი და ნაბანით ბავშვს თვალები მოსწმინდა, დარჩენილი წყალი კი დედამისს გაატანა და ურჩია, ყოველ დილით დაებანა ბავშვისთვის თვალები. ერთხელ მეუფე ეფრემს კაბის კალთა პატარა გოგონამ მოჰქაჩა. ეს სწორედ ის თვალმტკივანი გოგონა იყო, რომელიც წმინდა ბარბარეს ლოცვით სრულიად განკურნებულიყო. დედამისმა აღთქმა აასრულა, წმინდა ბარბარეს ეკლესიის მრევლი გახდა და სიცოცხლის ბოლომდე ემსახურებოდა ტაძარს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2017, 09:43 AM

"ეს ამბავი კი მაშინ მოხდა, როცა წმინდა საბამ თავისი ძმა, სერბეთის მთავარი სტეფანე, მეფედ აკურთხა. ამან შური აღძრა უნგრეთის მთავრის გულში და სერბეთზე გალაშქრება გადაწყვიტა. სტეფანე ომისთვის მზად არ იყო, ამიტომ ძმას, წმინდა საბას სთხოვა, უნგრეთში წასულიყო და მტერი დაემშვიდებინა. უნგრელებს დიდი ჯარი შეეყარათ. წმინდა საბა სათანადო პატივისცემით მიიღეს, მაგრამ მის სიტყვებს ყურად არ იღებდა უნგრეთის მეფე. ძალზე ცხელოდა, წმინდა საბამ ცივი წყალი მოითხოვა. მეფემ მსახური ყინულისთვის გაგზავნა, მაგრამ პაპანაქებამ ყინული დაადნო.

შეწუხდა მეფე. მაშინ წმინდა საბამ ხელები ზეცად აღაპყრო და ღმერთს გულგაქვავებულ კაცთა სამხილებლად ციდან სეტყვის მოვლინება შესთხოვა. უეცრად გაიელვა, დაიგრუხუნა, მსხვილმა სეტყვამ წამოუშინა, რომელიც მხოლოდ ამ ქალაქს დაატყდა თავს და ასევე მალევე შეწყდა. შეშინებული მეფე, "უფალო, შეგვიწყალეო", გაიძახოდა. წმინდა საბამ კი ჭურჭელში სეტყვის მარცვლები მოაგროვებინა და როგორც ღვთის კურთხევა, ისე იგემა.

"რადგან შენს სამთავროში არ იყო ყინული, მე ის შევთხოვე ჟამთა მეუფეს და უფალმაც, თავისი დაუშრეტელი საგანძურიდან, ყინული მიბოძა, რათა შენთვის, როგორც ღვთის კურთხევა, ისე მომეცაო". მეფემ მოწიწებით მიიღო ყინული. მისი მტრობა სერბეთის სიყვარულით შეიცვალა. ამას გარდა უარყო ლათინური მრწამსი და სიცოცხლის ბოლომდე მართლმადიდებელი დარჩა. როცა ნეტარი ვლადისლავი გარდაიცვალა (ასე ერქვა უნგრეთის მეფეს), ღმერთმა ის სასწაულებით განადიდა. ასე აქცია იგი წმინდანად წმინდა საბას მშვიდობისმყოფელობამ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 20 2017, 12:02 PM

"გაყოფილი წვიმის სასწაული სხვა ღვთისმოშიშმა ეპისკოპოსმაც მოახდინა. ეს მომითხრო ერთმა მოხუცებულმა ღვთისმსახურმა (ის ჯერაც ცოცხალია), რომელიც ამ სასწაულის თვითმხილველი გამხდარა. მძვინვარე მეფე ტოტილა განრისხებული იყო უტრიკულელ ეპისკოპოს ფულგენციზე. როცა ის ჯარით ამ ქვეყანას მიუახლოვდა, ეპისკოპოსმა, ღვთისმსახურთა ხელით, ძღვენი გაუგზავნა, რომ საჩუქრებით მაინც დაეცხრო მისი უგუნური გაშმაგება. ტოტილამ იუკადრისა ძღვენი და გაცეცხლებულმა უბრძანა მეომრებს, უპატიოდ შეეპყროთ ეპისკოპოსი და მის წინაშე სამსჯავროზე წარედგინათ. გუთებმა შეასრულეს ბატონის ბრძანება, შეიპყრეს ეპისკოპოსი, შემოხაზეს მიწაზე წრე, ჩააყენეს შიგ ფულგენცი და წრიდან გადასვლა აუკრძალეს. ეპისკოპოსს გუთები სდარაჯობდნენ. ფულგენცის მზე წვავდა. უეცრად იელვა და ქუხილთან ერთად ისეთი კოკისპირული წვიმა წამოვიდა, რომ მცველებმა ვეღარ გაუძლეს. წვიმის ერთი წვეთიც არ დასცემია იმ წრეს, რომელშიც წმინდანი იდგა. ეს ამბავი სასტიკ მეფეს უამბეს. მის გოროზ გულში გაიღვიძა ეპისკოპოსისადმი ღრმა პატივისცემამ. ყოვლისშემძლე ღმერთი თავისი ძალის მდაბალ მონებში სასწაულებრივი გამოვლინებით ამდაბლებს ამაყსა და ხორციელ გონებას! თავმდაბალ ადამიანებში მოქმედი ჭეშარიტება ამგვარად იმორჩილებს მათ, ვინც ამაყად წინაღუდგება მის მცნებებს."

/წმ. გრიგოლ დიალოღოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 21 2017, 05:37 PM

"1992 წლის 28 სექტემბერს კაფსალის ერთ-ერთ კელიაში წმინდა ისააკ ასურის პატივად ღამისთევის ლოცვა ჩატარდა. კელიაში შეკრებილ ბერთა შორის იყო მამა პაისიც, რომელსაც განსაკუთრებით უყვარდა ეს წმინდანი. ამ მსახურებას ორი მართლმადიდებელი ლიბანელიც ესწრებოდა: მღვდელი და მისი ახალგაზრდა მორჩილი. "დიდებიანის" გალობისას მღვდელმა მოხედა ახალგაზრდას, რაღაც უნდოდა ეთქვა. ამ დროს თვალი მოჰკრა მამა პაისის - იატაკიდან 30 სმ სიმაღლეზე ჰაერში იდგა და ბრწყინვალე ნათელი ეფინა. მისი სახე და ხელები განსაკუთრებით ასხივებდნენ ნათელს. მღვდელს გაოცებისგან ყვირილი მოუნდა, მაგრამ ხმა არ დაემორჩილა. ახალგაზრდამ მოძღვრის გაკვირვებულ მზერას გააყოლა თვალი და მანაც იგივე დაინახა. ჰაერში მდგომი მამა პაისი საკურთხევლიდან კიდევ ერთმა მღვდელმა იხილა, ისიც უცხოელი იყო. კელიაში ოცი კაცი იდგა, მამა პაისის ფერისცვალება კი მხოლოდ სამმა იხილა. შესაძლოა, ეს ადამიანები ღირსნი იყვნენ ამ ხილვისა. ერთ-ერთმა მოწმემ, რომელიც სამშობლოში პატარა მონასტერს აშენებდა, მშენებლობის პროექტი მამა პაისის მოუტანა სანახავად. გულში ამბობდა, - რა უნდა გითხრას ამ მამა პაისიმ? ან კი ვინ არის, განა წინასწარმეტყველია? ჰოდა, სახიერმა ღმერთმა აჩვენა მას, ვინ იყო მამა პაისი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2017, 12:13 PM

"როცა მღვიმის მამათა სენაკში ცხოვრობდა [მღვდელმონაზონი ილარიონი], იქვე იყო რუსი ბერი მამა თეონა, ის დურგალიც იყო და მნათეც. ერთ ღამეს მასთან დემონი მივიდა ადამიანის სახით და ჰკითხა, - რისთვის ინახავ ღვინოს სენაკშიო. ბერმა მიუგო, საეკლესიო საჭიროებისთვის მაქვს და არა ჩემთვისო. დემონმა ღვინო მოსთხოვა და ის იყო, უნდა აეღო, რომ მამა თეონამ ჭურჭელს ხელი ჩასჭიდა და ატყდა ერთი ამბავი - მომეცი-არ მოგცემო.
ყვირილზე მამებს გაეღვიძათ, მივიდნენ თეონასთან, კელიის კარზე უკაკუნეს, მაგრამ მას არაფერი ესმოდა და გაჰყვიროდა, - ღვინოს არ მოგცემო. ბოლოს გონს მოეგო და კარი გააღო. აღელვებული ბერი მამა ილარიონმა თავისთან წაიყვანა. ეშმაკმა შენი დიდი მორჩილების გამო შურით მოიმოქმედა ეს საქმეო, - დიდხანს ესაუბრა და დამშვიდებული გამოისტუმრა. მხოლოდ დილას მიხვდა, რომ რუსულად საუბრობდნენ.
წირვის შემდეგ თეონა მამა ილარიონთან მივიდა, მაგრამ მან მტკიცე უარი განაცხადა, - არაფერი მესმისო. აკი ღამით დიდხანს ვსაუბრობდითო? ამაზე ბერმა საბას დახმარებით უთხრა: - არ ვიცი, როგორ ვლაპარაკობდით. მაგრამ ღმერთმა დაინახა საჭიროება და ისე მოგაწოდა ჩემი საუბარი, გეგონა, რუსულად ვლაპარაკობდი, სინამდვილეში კი რუსულისა არაფერი გამეგებაო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2017, 10:48 AM

წმინდა ნონა "სხეულით იყო დედაკაცი, ზნით კი მამაკაცებს სჯობნიდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2017, 08:10 PM

"კრონშტადტელ მათხოვრებს მამა იოანე უხვად აძლევდა ფულს. მასთან მხოლოდ ისინი კი არა, ფაბრიკის ღატაკი მუშების ცოლებიც მიდიოდნენ. დილაობით შინიდან ისე არ გავიდოდა, მოზრდილ ქისაში წვრილი მონეტები არ ჩაეყარა. იმ სახლის მეზობლად, სადაც ცხოვრობდა, ვინმე პეტროვის წვრილი საქონლის დუქანი მდგარა. მოძღვარი ყოველდღიურად სწორედ იქ ახურდავებდა ხოლმე ფულს. მედუქნე პეტროვს თურმე ფულის ყოველდღიური დახურდავება უძნელდებოდა და იმითაც უკმაყოფილო იყო, რომ მისი დუქნის გარშემო მამა იოანეს მომლოდინე უამრავი უპოვარი იყრიდა თავს. მათხოვრები ნამდვილ მყიდველებს ხელს უშლიდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად პეტროვს საქმე მშვენივრად მისდიოდა, თუმცა ამ გარემოებას სასტუმროს სიახლოვეს მიაწერდა.
თურმე ერთ დილით მამა იოანე ჩვეულებისამებრ პეტროვის დუქანში შევიდა და 20-მანეთიანის დახურდავება ითხოვა. ამ დროს იქ უამრავი მყიდველი იმყოფებოდა. მედუქნეს ხურდა თვითონაც სჭირდებოდა და გულში მამა იოანეზე ბრაზობდა, ნახევარი საათის მანძილზე ხუთკაპიკიანებისა და კაპიკიანების თვლას რომ აიძულებდა და გაიფიქრა: "წადი რა სხვაგან შენს ხურდებთან ერთადო..."
მოძღვარმა მედუქნის აზრები ზუსტად ამოიცნო და საყვედურით შეხედა, თუმცა სიტყვაც კი არ უთქვამს.
მეორე დღეს პეტროვს ხურდისათვის აღარ ესტუმრა და შემდეგშიც აღარ მიუკითხავს. გავიდა თვე და პეტროვმა შეამჩნია, რომ ვაჭრობა ჩაუვარდა. ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, დუქანი უნდა დაეხურა.
პეტროვი დადარდიანდა და თავისი გასაჭირი მეგობარს შესჩივლა, რომელიც მოულოდნელად დაეკითხა:
- მამა იოანე ხურდისათვის ისევ შენთან მოდის?
- არა, რაღაც შეწყვიტა სიარული, დიდი ხანია, ჩემთან აღარ გამოჩენილაო.
მეგობარი ჩაფიქრდა: - რამე ხომ არ აწყენინე მოძღვარს, რატომ შეწყვიტა შენთან სიარულიო?
მედუქნემ მოძღვრის უკანასკნელი სტუმრობა და საკუთარი უსაქციელობა გაიხსენა და მაშინვე მისკენ გაემართა, ფეხებში ჩაუვარდა და ცრემლმორეულმა აღმოთქვა:
"მამაო, მომიტევეთ!"
მამა იოანემ იგი წამოაყენა და დაამშვიდა: - მე შენზე არ ვბრაზობ, თუმცა დავინახე, რაც მაშინ გაიფიქრე, ამით მე კი არა, ღატაკებს და მათხოვრებს აწყენინე, მათთან კი ღმერთიაო...
იმ დღიდან მოძღვარმა ისევ იწყო პეტროვთან ფულის დასახურდავებლად სიარული, ამ უკანასკნელის საქმეც გამოსწორდა..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2017, 08:40 PM

"წმინდა იოანეს [კრონშტადტელი] ლოცვები აიწია ზეცამდე და უფალიც, თავისი სათნომყოფლის ლოცვით, სნეულებს კურნავდა, მათაც კი, რომელთა მკურნალობაზე ექიმები უარს ამბობდნენ".

"ერთ ოთახში სამი სტუდენტი ცხოვრობდა. დიდმა ურწმუნოებამ მათ მკრეხელური ჩაადენინა. ერთმა მათგანმა თავი მოიავადმყოფა და დანარჩენმა ორმა კი წმინდა იოანეს [კრონშტადტელი] სთხოვა, მათთან მისულიყო და "ავადმყოფისთვის" ელოცა.

იოანე მივიდა და "ავადმყოფს" უთხრა:

- ახლა მე შენ არ გჭირდები, მაგრამ მალე დაგჭირდებიო.

შემდეგ ილოცა, ფული არ გამოართვა და წავიდა.

"ავადმყოფს" წამოდგომა სურდა, მაგრამ ვეღარ შეძლო. მეგობრებმა დაიცადეს სამი დღე, მაგრამ სნეული ფეხზე ვეღარ წამდოგა. შეშინებულები მივიდნენ წმინდა იოანესთან და ატირებულებმა შენდობა სთხოვეს. წმინდა იოანემ აპატია მათ და ამ სიტყვებით ანუგეშა:

- თქვენი მეგობარი უკვე გამოჯანმრთელდაო!

მართლაც, შინ მობრუნებულებს "სნეული" გამოჯანმრთელებული დახვდათ. ამ ამბავმა ისინი მოაქცია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 1 2017, 09:29 PM

"ერთხელ, ყრმობისას, წმინდა გრიგოლი [ღვთისმეტყველი] თურმე გვირგვინს ამზადებდა. წამახვილებული ბოლო გაეშვა და წარბი გაეჭრა. შემდგომში, როცა წმინდანის საფლავი გახსნეს, მამამისის ნეშტისგან იმითღა გაარჩიეს, რომ თავის ქალაზე განუხრწნელი დარჩენოდა გაპობილი წარბი. წმინდა გრიგოლის პატიოსანი თავი ახლა ვათოპედის მონასტერშია დაბრძანებული და მომლოცველნი ეთაყვანებიან."

"გასაოცარი იყო მისი [წმ. იოანე კრონშტადტელის] დაფარულმცოდნელობის მადლიც. ერთხელ ცენტრალური რუსეთიდან წმინდა იოანესთან კრონშტადტში ვაჭარი ჩამოვიდა და წმინდა ანდრიას ტაძარში მის ლიტურგიას დაესწრო. წირვის ბოლოს, ჯვარზე მთხვევისას, წმინდა იოანეს გვერდით იდგნენ მორჩილები, რომლებსაც ხელთ სინები ეჭირათ, სადაც შეწირულობას ტოვებდნენ.

ნეტარმა მთელი თანხა ამ ვაჭარს გადასცა. ვაჭარმა უთხრა, რომ მდიდარი იყო და აქეთ სხვებს აძლევდა ფულს. წმინდა იოანემ გაუმეორა:

- აიღე, აიღე, გამოგადგება.

მართლაც, შინ დაბრუნებულ ვაჭარს საქონლით სავსე საწყობები დამწვარი დახვდა და წმინდა იოანეს მიცემული ფულიღა იყო მისი ერთადერთი საარსებო წყარო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 1 2017, 09:42 PM

"ღვთის ნებით, წმინდა ლუკიანე წამოდგა, მოკვეთილი თავი აიღო, მდინარე გადალახა, იმ ადგილას მიადგა, სადაც სურდა, რომ დაკრძალულიყო და მშვიდად მიიძინა საუკუნო ძილით".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 5 2017, 09:50 PM

როგორ გახსნა ტაძარი წმ. გიორგიმ
ეს გასაოცარი ამბავი ხრუშჩოვის დროს სამარყანდში მოხდა, არქიმანდრიტ სერაფიმეს (სატუროვი) მსახურებისას. ეს მღვდელი პერმიდან იყო, რეპრესირებული, ათი წელი იჯდა ციხეში, ბევრი ცუდი რამ ნახა ცხოვრებაში, მოხუცი გახლდათ, სნეული, ძლივსღა დადიოდა. თავისი სითბოთი ბევრი ახალგაზრდა იზიდა ტაძარში. ბევრი ინათლებოდა.
სუკში დაინახეს, რომ ახალგაზრდობამ ტაძარში იწყო სიარული და მიზეზი გამონახეს ტაძრის დასაკეტად...
ერთხელ მასთან ცოლ-ქმარი მივიდა და მონათვლა სთხოვეს, ოღონდ წიგნში არ გაატაროთ, სამსახურიდან მოგვხსნიანო. მაშინ საეკლესიო წიგნში ნათლულების და ნათლიების საპასპორტო მონაცემებს წერდნენ. ყველაფერ ამას კი რელიგიის რწმუნებული ათვალიერებდა... მოძღვარი დათანხმდა. კარებს იქით კი ორგანოს წარმომადგენლები იდგნენ
_ აბა, ახალგაზრდებო, რისთვის იყავით ეკლესიაშიო.
თურმე ისინი სუკთან შეკრულნი იყვნენ. მოხელემ ოქმი შეადგინა და ჩაწერა, რომ მღვდელმა ხალხი მონათლა, ჟურნალში კი არ ჩაწერა. ესე იგი სამოქალაქო კანონს არ ემორჩილება. ამის გამო მას ღვთისმსახურება აუკრძალეს. ორი წელი ტაძარში ღვთისმსახურება არ ყოფილა. ორი-სამი ადამიანი იკრიბებოდი და ღამღამობით ღვთისმსახურებდნენ.
გავიდა ორი წელი. მოახლოვდა დღესასწაული _ წმინდა გიორგის ხსენების დღე. მთელი მრევლი სწუხდა, რომ ღვთისმსახურება არ იქნებოდა. ხელისუფლებას თავისი გეგმები ჰქონდა: აქ კარგი საბავშვო ბაღი გაიმართება. შვიდი ბინაც გამოვა, ტაძარი ვრცელია, აბანოც, ფურნეც, სასადილოც დაეტევა, მოედანი ფართოა, ჭაცაა, ორი მუხაც.
მაგრამ 6 მაისის წინა საღამოს, ზეაღმატებული რამ მოხდა. ტაძრის გვერდით არქიმანდრიტ სერაფიმესთან ერთად ორი მესენაკეც ცხოვრობდა _ მონაზონი იულია (კარგ ხატებს სწერდა) და მორჩილი ევდოკია, მამა სერაფიმესავით ორივე გადმოსახლებული. მამა სერაფიმე ამ დროს თავის კელიაში დღესაწაულისთვის ემზადებოდა, კანონებს კითხულობდა, დედა იულია კი ეკლესიის ეზოს ჰგვიდა. უეცრად დაინახეს, ეკლესიის გალავნის კარები გაიღო და ორი ოფიცერი შემოვიდა, ძველებური უბრალო სამოსი ეცვათ, თეთრ ცხენებზე ისხდნენ. ერთი ასაკოვანი იყო, მეორე _ შედარებით ახალგაზრდა. პირველი დიდებული იყო, ლამაზი, მარჯვე. გადმოხტა ცხენიდან და მონაზონს სახელით მიმართა: _ დედაო იულია, ცხენის აღვირი დაიკავე, მე კი მამა სერაფიმესთან წავალო.
აკანკალებული დედა იულია მუხლებზე დაეცა: _ ეჰ, საყვარელო, ამ ღონიერ ცხენს ვერ მოვერევიო. მაშინ ოფიცერმა აღვირი მხლებელს გადასცა და უკითხავად მამა სერაფიმესთან შევიდა. როცა ბერი ხატების წინ მუხლმოყრილი დაინახა, ბრძანების კილოთი უთხრა:
_ მამაო სერაფიმე, მოემზადე ღვთისმსახურებისთვის, დღეს ტაძარი გაიხსნება!
მოძღვარი დაიბნა: ვინ არის ეს ოფიცერი, საიდან მოვიდა? როგორი ძალა იგრძნობა მის სიტყვებში. ხმა კი ლამაზი აქვს, ძლიერი, წმინდა ბარიტონი! უეცრად მიხვდა მღვდელი, რომ ეს თვით წმინდა დიდმოწამე გიორგი იყო. სარკმლიდან გაიხედა _ ორივე მხედარი მსუბუქად მოახტა ცხენებს და ისე გააჭენეს, რომ ფლოქვებს ნაპერწკლები გასცვივდა. მამა სერაფიმესგან ისინი სამარყანდის აღმასკომში მივიდნენ.
დიდმოწამე გიორგიმ გვერდი აუარა მილიციელებს, მათ მხოლოდ შეხედეს და სიტყვა ვერ შეჰბედეს. ძლევაშემოსილი გიორგი პირდაპირ მეორე სართულზე ავიდა, გვერდი აურა სხვებივით უეცრად დამუნჯებულ მდივანს, შევიდა აღმასკომის თავმჯდომარის კაბინეტში, სახელით მიმართა და უთხრა: _ დღესვე გახსენით წმინდა დიდმოწამე გიორგის ტაძარი, თორემ სასტიკად დაისჯებითო.
თავმჯდოარე შეაშინა უცნობი ოფიცრის გამოჩენამ და მისმა ნათქვამმა. ოფიცერი მიბრუნდა და წავიდა. თავმჯდომარეს სურდა ეკითხა, _ ვინ ხართო, მაგრამ ენა ვერ მოაბრუნა. ვერ შესძლო გონს მოსვლა, უცნობის მიერ გაცემული ბრძანების ძალით შეკრულმა ფანჯრიდან გადახედა: ის უნაგირს მსუბუქად მოახტა და გაქუსლა.
შეშინებულმა მოხელემ რელიგიის საქმეთა რწმუნებულს დაურეკა.
_ სასწრაფოდ გამოგზავნეთ წარმომადგენელი დიდმოწამე გიორგის ტაძარში, რათა დღესვე გაიხსნას! ბრძანებას მოგვიანებით დაწერთ.
დაწერის დრო სადღა ჰქონდა _ ისე იყო შეშინებული.
რელიგიის საქმეთა რწმუნებულის თანაშემწე თხუთმეტ წუთში მამა სერაფიმესთან იყო:
_ გახსენით ტაძარი, იმსახურეთ თავისუფლად.
მეორე დღეს აღმასკომის თავმჯდომარე მანქანით მიადგა მამა სერაფიმეს:
_ ხელმძღვანელი თუ გყავთ?
_ კი, როგორ არა, გვყავს.
_ თუ შეიძლება მისი ფოტოსურათი მაჩვენეთ.
მამა სერაფიმემ მას ტაშკენტის ეპისკოპოსის სურათი გამოუტანა.
_ არა, ეს არ არის! უფრო მაღლა მდგომი თუ გყავთ? გუშინ ჩემთან თქვენი უფროსი იყო. ოფიცერი გახლდათ. ხელმწიფებით მიბრძანა, _ სასწრფოდ გახსენით ტაძარი, თორემ სასტიკად დაისჯებითო!
მამა სერაფიმეს ცრემლები წამოუვიდა, სიტყვის თქმა ვეღარ შესძლო... მხოლოდ თეთრ ცხენზე მჯდარი დიდმოწამე გიორგის ძველი ხატიღა გამოუტანა.
აღმასკომის თავმჯდომარემ შეხედა თუ არა თქვა:
_ ისაა!!! ის იყო გუშინ ჩემთან!
თავმჯდომარეც ატირდა.
ბევრი იყო ამ გააოცარი ამბის მოწმე: თუ როგორ გახსნა დიდმოწამე გიორგიმ ტაძარი. დიდება ღმერთს ყველაფრისთვის!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2017, 06:02 PM

"წმინდა დედას [ღირს სოფია თრაკელს] ერთი ჭურჭელი ჰქონდა, რომლითაც შეჭირვებულთ ღვინოს შეასმევდა ხოლმე და ღვინო მანამ არ ილეოდა, სანამ ეს საიდუმლო ერთ ნათესავს არ გაანდო.
ამის გამოსასყიდად თავს იმგვარი მარხვა განუჩინა, სხეული მთლად გამოეფიტა და სუნთქვაც კი უჭირდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 17 2017, 11:55 AM

"წმინდა თეოდორემ უსისხლო მსხვერპლის შესაწირი ვერცხლის ფეშხუმის შესაძენად მორჩილი გაგზავნა კონსტანტინოპოლში. მაგრამ როცა მოუტანეს, წმინდა თეოდორემ არ მიიღო და არაწმიდება უკან დააბრუნა. ოსტატი ჩაფიქრდა, გაიხსენა, რომ ოდესღაც ეს ჭურჭელი მეძავს ეპყრა ხელთ. გაოცდა ოსტატი წმინდა კაცის დაფარულთმცოდნეობით და სხვა ჭურჭელი გაუგზავნა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2017, 08:19 PM

რამდენჯერმე ვიყავი [მჯდომარე] ანასტასიასთან და როგორ ვნანობ, რომ უფრო ხშირად არ მივდიოდი! ერთხელ დედა მძიმედ ავად გამიხდა, მივედი ანასტასიასთან, ჩემი სატკივარი მოვუყევი და ვთხოვე, დედაჩემისთვის ელოცა. ანასტასიამ ვაშლი მომცა - ეს აჭამეო. ვაშლი შინ წამოვიღე, როგორი შვება ვიგრძენი სულში! სასწაულს ველოდი და მოხდა! დედამ ვაშლი შეჭამა და იმავე დღეს გამოჯანმრთელდა."

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2017, 08:48 PM

"სხვა საღვთო ნიჭებთან ერთად წმინდა კაცმა წინასწარმეტყველების სულიც მიიღო. მომავალს წინასწარ ამცნობდა ან იქვე მყოფთ ეუბნებოდა, მოშორებით რა ხდებოდა. მონასტერში წესად ჰქონდათ - როცა რაიმე საქმეს აკეთებდნენ, ძმებს თავიანთი სენაკის გარეთ არც საჭმელი უნდა ეჭამათ და არც სასმელი დაელიათ. მაგრამ ერთხელ მონასტრიდან სამორჩილო საქმეზე გასულმა ძმებმა დიდი ხნით დაიგვიანეს. შეიტყვეს, მახლობლად ერთი ღვთისმოშიში ქალი ცხოვრობდა. შევიდნენ მასთან სახლში, იტრაპეზეს, მონასტერში დაბრუნდნენ და ჩვეულებისამებრ კურთხევა სთხოვეს მოძღვარს. მან მაშინვე გამოსცადა ისინი - სად იტრაპეზეთო. არსადო, - უპასუხეს. წმინდა მამამ ჰკითხა: "რატომ ცრუობთ? განა ამა და ამ ქალის სახლში არ შეხვედით? განა ესა და ეს არ ჭამეთ? განა ამდენი თასი არ დალიეთ?" ამის შემდეგ მიხვდნენ ყველანი, თუ რა ჩაიდინეს, ათრთოლებულნი დაეცნენ მის ფერხთა წინაშე და აღიარეს ცოდვები. მოძღვარმა აპატია მათ ბრალი და დაარიგა, რომ მისი არყოფნისასაც ისე მოქცეულიყვნენ, როგორც მასთან ყოფნისას, უნდა სცოდნოდათ - იგი სულით ყოველთვის მათთან იმყოფებოდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2017, 02:31 PM

"როდესაც მეუფის [წმ. ნექტარიოს პენტაპოლელის] ნეშტი გადაასვენეს, ყველამ იხილა მისი უხრწნელი სხეული. წლების შემდეგ მეუფე ნექტარიოსის სხეული გაიხრწნა. შესაძლოა იმიტომ, რომ მისი მადლმოსილი შეწევნა საბერძნეთის სხვა მხარეებშიც გავრცელდეს, სადაც წმინდა ნექტარიოსის თაყვანსაცემად ტაძრებია აღმართული და მისი წმინდა ნაწილები განისვენებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 28 2017, 01:13 PM

"1981 წელს მამა პაისი სულიერმა შვილმა, მთაწმინდელმა ბერმა მოინახულა და ღამე მასთან გაათია. დილით მამა პაისიმ თქვა, რომ ღამით გრძნობდა, ათონის ერთ-ერთი მონასტრის ძმობა როგორ ევედრებოდა რაღაცას. ამბობდა, ამ მონასტერს დიდი განსაცდელი ელისო. მალე მთელ ათონზე ცნობილი გახდა, რა შეემთხვათ სწორედ იმ ღამეს ამ მონასტრის ბერებს. მართლაც, შემდგომში ამ მონასტრის ბერებმა თქვეს, რომ იმ ღამეს თავიანთ ლოცვებში ისინი შეწევნას ევედრებოდნენ მამა პაისის.
სალონიკელი სახელმწიფო მოხელე, ვინმე ხარილაოსი მოწმობდა: "ერთხელ მამა პაისიმ ერთ-ერთ მომლოცველს უთხრა: "როცა შენს ქალაქში დაბრუნდები, ამა და ამ მისამართზე მიდი და კურთხევა და ხატები გადაეცი კაცს, რომელსაც იქ მაღაზია აქვსო". კაცი ძალზე დააბნია ამანათმა - ის პირადად არ იცნობდა ბერს. თურმე კაცი ყოველ ღამით სკვნილზე ევედრებოდა მამა პაისის. ბერი შორიდან გრძნობდა ამ ლოცვას და დაამტკიცა კიდეც ეს გაგზავნილი ხატებით.
ერთი ქალბატონი მოჰყვა: "1993 წელს მე და ჩემი ქმარი სუროტის მონასტერში წავედით ღირსი არსენ კაპადუკიელის დღესასწაულზე. მამა პაისისთან შეხვედრა გვსურდა. სამი ათას კაცამდე იყო შეკრებილი, დილის 9 საათიდან საღამოს 5 საათამდე მოძღვართან შეხვედრის მსურველთა რიგში ვიდექით. ჩემს ქმარს ოფლმა დაასხა, ფერი დაკარგა. შემეშინდა - გულის ოპერაცია ჰქონდა გადატანილი. მისთვის საჭმელი და წამალი მქონდა წამოღებული. ლოცვა დავიწყე.
უეცრად მამა პაისის ქოხიდან მონაზონი გამოვიდა და იკითხა: "რომელია აქ ბატონი არისტადისი, რომელსაც სნეული გული აქვს? ბატონო არისტადის, ჩალისფერქურთუკიანო, მოძღვარი გეძახით". მივხვდი, რომ მამა პაისიმ შეისმინა ჩემი ვედრება და ურიგოდ შევედით..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 3 2017, 08:54 PM

"ერთხელ, თათარ-მონღოლთა თავდასხმისას მის [ღირსი ალექსი კუშტის იღუმენი] უდაბნოს ხუთი მძარცველი შეესია. ღირსი მამა მათ შესახვედრად მშვიდად გამოვიდა და ჯვარი გამოსახა, რის შედეგადაც ხუთივე უსულოდ დაეცა. შემდეგ ყოვლადწმინდა სამების სახელით მკვდრეთით აღადგინა და მშვიდობით გაუშვა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2017, 12:10 PM

"ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის პროფესორი, პროტოპრესვიტერი კონსტანტინე პაპადოპულოსი ჰყვებოდა: 1981 წლის ზაფხულში ხომალდით დაფნაში ჩავედით. ხელთ ჩემი ექვსი წლის ვაჟი მეჭირა. გემბანზე უცნობმა ერისკაცმა მითხრა, - დღეს ნუ წახვალთ მამა პაისისთან, ხვალ ეწვიეთო. გავოცდი, - საიდან იცის ჩემი გეგმები-მეთქი. ვკითხე კიდეც. მითხრა, - დღეს ვიყავი მამა პაისისთან, მან დაფნაში გამომგზავნა, რათა გემიდან ჩამოსული მღვდლისთვის, რომელსაც ხელში ბავშვი ეჭირებოდა, ეს სიტყვები გადამეცაო. იმ დღეს მამა პაისის ვიღაც უნდა მოენახულებინა და იზრუნა, რომ ტყუილად არ გავრჯილიყავით."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2017, 09:22 AM

"ათონიადელი მოწაფე ეწვია ბერს. მამა პაისიმ ჰკითხა: "რამდენი და-ძმა გყავს?" "რვა", - უპასუხა ბიჭმა. "ცდები, - შეეპასუხა ბერი, - ცხრა" - ბიჭმა არ იცოდა, რომ დედამისი ფეხმძიმედ იყო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2017, 09:40 AM

"ერთი კაცი, რომელმაც სახელის გამხელა არ ინება, ჰყვებოდა: "გერმანიაში, რესტორანში ვმუშაობდი და დროდადრო ჩემს უფროსს ფულს ვპარავდი. მაგრამ სინდისი მაწუხებდა. მამა პაისის შესახებ შევიტყვე და ათონზე წავედი, რათა მისთვის ჩემს ვნებაზე მომეთხრო და რჩევა მეთხოვა.
"პანაღუდაში" მასთან უამრავი ხალხი დამხვდა. როგორც კი ბერმა შემამჩნია, განზე გამიყვანა, ხელისგულზე ჯვარი გამომსახა და მითხრა: "ამიერიდან ნუღარ გააკეთებ იმას, რასაც აქამდე აკეთებდი. წადი, მოძღვარს აღსარება უთხარი". შემძრა მისმა ნათქვამმა. აღსარება ვთქვი და ღვთის შეწევნით, მეტად აღარ მიქურდია."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2017, 12:12 PM

"ბატონი პ.ი. სასოწარკვეთილი იყო - მისი ახალშობილი ვაჟი ძლივს სუნთქავდა, ექიმები კარგს არაფერს ჰპირდებოდნენ. ერთმა ნაცნობმა ურჩია, მამა პაისის სთხოვე დახმარებაო. შეშინებული და იმავე დროს დაიმედებული მივიდა "პანაღუდაში". დაინახა, ავადმყოფი მამა პაისი მავთულის ღობეს დაყრდნობოდა და ელოდებოდა. დაინახა და დაუძახა: "ყმაწვილო, ახლა შენი მიღება არ შემიძლია, თავს ცუდად ვგრძნობ. წადი საავადმყოფოში და შვილი წამოიყვანე. მას არაფერი სჭირს".
კაცი დაიბნა, მადლობის გადახდაც კი დაავიწყდა, კარიესში გავარდა და მეუღლეს დაურეკა. მანაც დაუმოწმა, - ყრმა სასწაულებრივად გამოკეთდაო. ეს 1993 წელს მოხდა. მას მერე პატარა ათანასე თითქმის არასოდეს გამხდარა ავად."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2017, 10:12 PM

"სხვა თქმულება ლომისის სალოცავის კარის შესახებაა, რომელიც მუხის ხისგან არის დამზადებული და რკინა აქვს გადაკრული. ერთხელ მთაზე მეფის ჯარს შეუსვენებია. მოშიებულ მოლაშქრეებს კერძის მოსახარშად შეშა ვერ უპოვიათ, მეთაურის ბრძანებით ლომისის კარის ჩამოუხსნიათ, დაუპიათ და ცეცხლი იმით დაუნთიათ. უჭამიათ თუ არა, ყველა დაბრმავებულა. მეთაური ლომისას შევედრებია, თვალის ჩინი დაგვიბრუნე და ტაძარს რკინის კარს შევაბამო. ჯარს თვალი ახელია და სარდალს მადლობის ნიშნად ეს კარი შეუბამს".

/"საპატრიარქოს უწყებანი" N20, 2017, გვ.10/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2017, 03:17 PM

"როცა წმინდა ბენედიქტემ სწავლას თავი დაანება და უდაბნოში დასახლდა, თან მხოლოდ ძიძა გაჰყვა, რომელსაც ის ძალიან უყვარდა. მან საცხოვრებლად აირჩია ენფიდე. მასთან ერთად წმინდა პეტრეს ეკლესიის მახლობლად ცხოვრების მოსურნე მრავალი ცნობილი კაცი დასახლდა.
ერთხელ ზემოხსენებულმა ძიძამ მეზობლის ქალისგან საწური ითხოვა. გაუფრთხილებლად დადო მაგიდაზე, გადმოვარდა და გატყდა. ძიძა ხმამაღლა აქვითინდა. ღვთისმოსავ ბენედიქტეს შეებრალა ძიძა, საწურის ნატეხები შეაერთა და აცრემლებულმა ლოცვა დაიწყო. ლოცვის დასასრულს საწური გამთელდა, ნაწიბურიც არ ეტყობოდა, ალერსიანად ანუგეშა ძიძა და გამრთელებული საწური გადასცა. ეს ამბავი იმ მხარეში ყველამ შეიტყო და ისე განცვიფრდნენ, რომ საწური ეკლესიის კარიბჭეში ჩამოკიდეს, რათა ტაძარში შესულს და გამოსულს, ყველას სცოდნოდა, რამდენად დიდი მადლი მიიღო მონასტრის მკვიდრმა, ყრმა ბენედიქტემ. ეს საწური ლონგობარდების შემოსევისასაც კი ეკლესიის კარიბჭეში ეკიდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 14 2017, 09:56 AM

"რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო და წმინდანად შერაცხა რუსული ემიგრანტული ეკლესიის წმინდანები. ახლა უკვე ჩვენც, ქართველ მართლმადიდებლებს, შეგვიძლია თამამად ვუწოდოთ მღვდელმთავარ იოანეს (მაქსიმოვიჩი) - წმინდა მღვდელმთავარი.
ეს ამბავი მისი შანხაიში მსახურობისას მოხდა. ჰონკონგში მორწმუნეებთან ერთად ტაძარში პარაკლისს იხდიდა. შემდეგ კი ანალოგიასთან დადგა და ქადაგებდა. ამ დროს მორწმუნეებმა იგი ნათლით მოსილი იხილეს. "ერთი ფუტის სისქის სინათლე" აკრავდა გარს და ანალოგიის დაბლა ეშვებოდა. ეს ხილვა დიდხანს გაგრძელდა. მრავალი მორწმუნე შეესწრო ამას. ერთხელ, შვეიცარიაში წირვისას, როცა წმინდა იოანე პროსკომიდიას აღასრულებდა, ერთმა ერისკაცმა, რომელიც მღვდლობისთვის ემზადებოდა, შეიხედა საკურთხეველში და გაქვავდა: წმინდა იოანე ხელთუქმნელი ნათლით იყო მოსილი და მიწის ზევით ერთი ფუტის სიმაღლეზე ჰაერში იდგა. ერისკაცს რაღაცის შეკითხვა უნდოდა, მაგრამ რაღას ეტყოდა, გადგა გვერდზე, წმინდა იოანე კი წირვას აგრძელებდა, თითქოს არაფერი მომხდარაო."

"1967 წელს მამა ფილოთეოზმა (ზერვაკოსი) მაკედონიაში, თავის სულიერ შვილთან, სახელმწიფო მოსამსახურესთან ერთად იდღესასწაულა წმინდა ნექტარიოსის (პენტაპოლელი) ხსენება. მოძღვარს ცალკე ოთახი გამოუყვეს, სადაც აღსარებებსაც იღებდა და ეძინა კიდეც. როცა მამა ფილოთეოზი გაემგზავრა, მის სულიერ შვილს სტუმრად ოჯახის მეგობარი ეწვია. ის იმ ოთახში მოათავსეს, სადაც ადრე მამა ფილოთეოზი ცხოვრობდა. მეორე დილით სტუმარი მასპინძელთან მივიდა და მისალმების მაგიერ ჰკითხა: "რა ხდებოდა თქვენთან წუხელ? მთელი ღამე საეკლესიო საგალობლები მესმოდა. მართლაც მშვენიერი იყო მოსასმენად. გამიკვირდა, როდის შეისწავლეს საეკლესიო გალობა-მეთქი. მინდოდა მეკითხა, მაგრამ უტკბესმა გალობამ ლოგინიდან წამოდგომის ნება არ მომცა. სიხარულით ვუსმენდი ამ მშვენიერ მუსიკას, ვიდრე არ მიმეძინაო".
გაუკვირდა ოჯახის პატრონს, დაფიქრდა და მეგობარს უთხრა: "ჩვენ საღამოს არ გვიგალობია. ჩვენ არც ბიზანტიურ მუსიკას ვიცნობთ და არც სიმღერა შეგვიძლია. შენ კი ამბობ, მშვენიერი გალობა იყოო. შენ ხომ იმ ოთახში და იმ საწოლში გეძინა, სადაც წინა სამი ღამე წმინდა მამა ფილოთეოზმა გაათია, უფლის ერთგულ მონას თავს მფარველი ანგელოზი ადგა და იცავდა. იმ ოთახში ის მონანულ სულთაგან აღსარებებს იღებდა, რომელთა გამო ზეცაში დიდი სიხარულია".
ამ შემთხვევამ უფრო განუმტკიცა რწმენა სტუმარსა და მასპინძელს ღირსი ფილოთეოზის მიმართ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 20 2017, 12:08 PM

"ვინმე სულით მდაბალი გუთი მოვიდა მონასტერში საცხოვრებლად. ბენედიქტემ ის სიყვარულით მიიღო. ერთხელ ბრძანა, გუთისთვის რკინის ცელი მიეცათ ტბის ნაპირას ეკალბარდის გასათიბად, რათა იქ ბაღი გაეშენებინათ. გუთმა ეკალს ღონივრად მოუქნია ცელი. ხის ტარი ხელთ შერჩა, ხოლო ცელი უძირო ტბაში ჩავარდა. აკანკალებულმა გუთმა ბერ მავრს შესჩივლა ეს უბედურება, თან მწარედ ინანიებდა. მავრმა ეს მაშინვე უთხრა ღვთის კაც ბენედიქტეს. ბენედიქტე ტბასთან მივიდა, გამოართვა გუთს ცელის ტარი და წყალში გადაადგო. ცელი ამოტივტივდა ფსკერიდან და ტარს წამოეგო. ბენედიქტემ ცელი გუთს გადასცა და უთხრა: "აიღე, იმუშავე და ნუღარ იწუხებო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2017, 11:16 AM

"ერთ დღეს ბენედიქტე კელიაში იმყოფებოდა. ყრმა პლაციდი ტბაზე წყლისთვის წავიდა. ჭურჭელი წყალში გაუფრთხილებლად ჩაუშვა და თვითონაც გადაჰყვა. მაშინვე ტალღამ ნაპირიდან გატყორცნა და ისრის მანძილზე გაიტაცა. კელიაში მყოფმა ბენედიქტემ შეიტყო ეს ამბავი, მოუხმო მავრს და უთხრა: "ძმაო მავრ, გაიქეცი, ყრმა ტბაში ჩავარდა და ტალღამ გაიტაცაო". მოხდა ისეთი საკვირველი ამბავი, მოციქულ პეტრეს მერე რომ არ მომხდარა! მავრმა გამოითხოვა კურთხევა წინამძღვრისგან, გაიქცა იმ ადგილას, სადაც ყრმა ჩავარდა, წარმოიდგინა, თითქოს ხმელეთზე მიდიოდა და არა წყალზე. ამოიყვანა ბავშვი და უკანვე სირბილით დაბრუნდა. როგორც კი მიწას შეეხო, მაშინღა მოეგო გონს, მიხვდა, რომ წყალზე დადიოდა და ამ ამბავმა შეაძრწუნა. მომხდარი ბენედიქტეს მოუყვა. წმინდანმა ეს ამბავი თავის დამსახურებად კი არ მიითვალა, არამედ მავრის მორჩილებას მიაწერა. ამ სასიყვარულო შეკამათებისას, რომლის დროსაც ორივე ღრმა სიმდაბლით იყო აღვსილი, მივიდა მათთან მშვიდობის ჩამოსაგდებად წყლიდან ამოყვანილი ყრმა და თქვა: "როცა წყლიდან ამომიყვანეს, ჯერ წინამძღვრის ხალენი დავინახე, მერე თვით წინამძღვარი, რომელმაც თვითონ ამომიყვანა წყლიდანო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 22 2017, 10:49 AM

"გრიგოლი: - ვინ არის ამ წუთისოფელში პავლეზე აღმატებული, რომელიც სამჯერ შეევედრა ღმერთს, უძლურ ხორცს განმაშორეო, მაგრამ სათხოვრის აღსრულებას ვერ ეწია? ამ ამბის გამო საჭიროდ ვთვლი მოგიყვე დიდად პატივცემულ ბენედიქტეზე, რადგან იყო ისეთი შემთხვევაც, რომ მან ვერ გააკეთა ის, რისი ქმნაც სურდა.

წმინდა ბენედიქტეს და, სქოლასტიკა, სიყრმიდანვე ყოვლისშემძლე ღვთისთვის იყო შეწირული. ის წმინდა ბენედიქტეს სანახავად წელიწადში ერთხელ მიდიოდა ხოლმე. ბენედიქტე დასთან შესახვედრად მონასტრის შორიახლოს მდებარე სახლში გადიოდა. ერთხელ სქოლასტიკა ჩვეულებისამებრ მივიდა ძმასთან, ღირსი ბენედიქტეც, მოწაფეებთან ერთად, გამოვიდა მის შესახვედრად. მთელი დღე ღვთის დიდებასა და წმინდა საუბარში გაატარეს. მოსაღამოვდა, ერთად დასხდნენ სატრაპეზოდ. წმინდა საუბარში დრო თითქოს ნელა გადიოდა. მაშინ წმინდა დამ ძმას სთხოვა: - ნუ მიმატოვებ ამ ღამეს, დილამდე ვისაუბროთ ზეციური სიცოცხლის სიხარულზეო. მე არ შემიძლია მონასტრის გარეთ დარჩენაო, - მიუგო ძმამ. გარეთ, მოწმენდილ ცაზე ღრუბლის ფთილაც კი არ ჩანდა. ღვთისმოშიშმა ქალმა ძმის უარი რომ მოისმინა, ხელები მაგიდაზე დააწყო, ზედ თავი დააყრდნო და ყოვლისშემძლე ღმერთის წინაშე ლოცვას შეუდგა. როცა თავი ასწია, რამდენჯერმე გაიელვა, ატყდა ქუხილი და ისეთი კოკისპირული წვიმა წამოვიდა, რომ ვერც დიდად პატივცემულმა ბენედიქტემ, ვერც მისმა სულიერმა ძმებმა ადგილიდან ფეხი ვერ მოიცვალეს. თავდახრილმა ღვთისმოშიშმა ქალმა ასე დაღვარა ცრემლთა ჩქერები, რომლითაც მოწმენდილი ცა საწვიმრად გაამზადა. ისე კი არ ყოფილა, რომ ეს წყალდიდობა ლოცვას გარკვეული დროის შემდეგ მოჰყოლოდა. არა, ლოცვა და კოკისპირული წვიმა თანადროულად მოხდა.

წმინდანმა დაინახა, რომ ჭექა-ქუხილისა და ძლიერი წვიმის გამო მონასტერში დაბრუნება შეუძლებელი გახდა. დამწუხრებული წამოდგა და დას შესჩივლა: "შეგიწყალოს ყოვლისშემძლე ღმერთმა. ეს რა ქენი, დაო?" მან უპასუხა: "შენ გთხოვე და ყურად არ იღე. შევთხოვე ჩემს უფალს და მან შეისმინა ჩემი. აბა, თუ შეგიძლია, ახლა მეც გამისტუმრე და შენც დაბრუნდი უკან, მონასტერში". მაგრამ ვერ შეძლო გარეთ გასვლა და იქვე დარჩა. ამგვარად, მთელი ღამე მღვიძარებაში გაატარეს, სულიერ ცხოვრებაში წმინდა საუბრებით განაძღებდნენ ერთმანეთს. ამიტომაც ვთქვი, რომ იყო რაღაც, რისი ქმნაც სურდა წმინდა ბენედიქტეს, მაგრამ ვერ შეძლო, რამეთუ თუ განვიხილავთ დიდად პატივცემული კაცის ფიქრებს, უეჭველია, რომ დასთან შესახვედრად მოწმენდილი ცა სჭირდებოდა. მაგრამ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ, ყოვლისშემძლე ღმერთის ძალით, ქალმა სასწაული მოახდინა. არ არის გასაკვირი, რომ იმ დროს უფრო მეტის გაკეთება შეძლო ქალმა, რომელსაც დიდი ხანია ძმის ნახვა სურდა? წმინდა იოანეს სიტყვისაებრ, ღმერთი სიყვარულია (1 იოანე 4,16). ამიტომაც სამართლიანი სამსჯავროთი უფრო მეტის გაკეთება შეძლო იმან, ვისაც მეტი სიყვარული ჰქონდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 25 2017, 11:29 AM

"პეტროგრადის სასულიერო აკადემიის მეორე კურსის სტუდენტმა იოანე ფედჩენკოვმა (შემდგომში მიტროპოლიტი ბენიამინი) მეგობართან ერთად ბალაამელი ბერი, მამა ნიკიტა მოინახულა. საუბრისას მამა ნიკიტა შეჩერდა, მარცხენა ხელი მოჰკიდა იოანეს და მტკიცე ხმით უთხრა: "მეუფე იოანე, წამოდით, გაგიმასპინძლდებით". თითქოს ცეცხლი დაეცა ამ სიტყვებთან ერთად იოანეს გულს. მას და მის მეგობარს, საშას შავი კაბები ეცვათ. "სამოსის გამო შეიძლება მამა ნიკიტა ფიქრობს, რომ ბერი გავხდები და ეპისკოპოსობას მივაღწევ, მაგრამ საშასაც ხომ ასე აცვია? ბერობაზე სიტყვაც არ დაგვიძრავს, არც ვფიქრობთ და თუ მიფიქრია, ისიც გულში დამიმარხავს". იოანე, გამასპინძლების შემდეგ, მამა ნიკიტას ცალკე გაესაუბრა.
- მამაო, მეშინია! ერში მონაზვნობის ტვირთვა გამიჭირდება.
- თქვენ სოფელს სჭირდებით. ნუ აღელდებით: ღმერთი მოგცემთ ძალას!
- ერთმა კაცმა მიმანიშნა, რომ მე მონაზვნად არ უნდა წავიდე, - იუარა ახალგაზრდამ. უეცრად ამ მდაბალსა და მშვიდ მამას სახე შეეცვალა და განრისხებულმა თქვა:
- ვინ თქვა ეს? როგორ ბედავს? ვინ არის ასეთი, რომ ღვთის ნების საწინააღმდეგოდ ლაპარაკობს?
ახალგაზრდები მამა ნიკიტას დაემშვიდობნენ. ხუთი წლის შემდეგ იოანე უკვე მღვდელმონაზონი იყო, თოთხმეტი წლის მერე კი ეპისკოპოსად ხელი დაასხეს და აღსრულდა მასზე ღვთის ნება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2017, 10:12 PM

"საკმარისი იყო სნეულისთვის, წმინდანისგან [ფრანკების დედოფალი რედეგუნდა] ნაკურთხი (ჯვარდასახული) ფურცელი, ან სანთელი მიეცათ, რომ ის იმწამსვე იკურნებოდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2017, 10:55 PM

მღვდელ-მონაზონი მათე (გელაშვილი)

მამა მათე 1849 წელს დაიბადა, ქართლში, გლეხის ოჯახში. თავიდან ვარძიაში ყოფილა მორჩილად, ბერად გარეჯის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში აღუკვეციათ ბერად. 1897 წელს ის კვლავ ვარძიაში გადაიყვანეს და ერთი წლის მერე მღვდლად ხელი დაასხეს.

აი, რას ჰყვებოდა მასზე ბაგრატ (დევნოსაძე): "თუ რომელიმე სოფელში რაიმე სენი მძვინვარებდა, იგი არ უშინდებოდა და თვითონ კურნავდა ხალხს. მათე ბერს თხის ტყავი ემოსა. ძალიან უყვარდა ხალხს. ხშირად დაგვიანებია მონასტერში მისვლა და კარიც დაუკეტავთ, დილით კი, ყველას გასაკვირად, თავისი სენაკიდან გამოსულა. გაკვირვებულებს ასე პასუხობდა: - კარი ღიად დამხვდა და ასე შემოვედიო.

1917 წლის რევოლუციამდე ცოტა ხნით ადრე იგი ხალხში ქადაგებდა უღმერთო ადამიანების გამოჩენის შესახებ, რომლებიც დაანგრევდნენ ტაძრებს, აცდუნებდნენ და აწამებდნენ ადამიანებს და მოუწოდებდა ყველას, მტკიცედ მდგარიყვნენ სარწმუნოებაზე".

რევოლუციის შემდეგ წასულა ამ მონასტრიდან და მას შემდეგ არც არაფერი გაუგიათ მის შესახებ.

/"თვენი", წიგნი 23, გვ. 120/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 18 2017, 11:16 AM

"მკაცრი იყო მამა ბარსანოფი, მაგრამ სამართლიანი და პირდაპირი, არ უყვარდა ორპირი, ამპარტავანი და სინანულის არმქონე ადამიანები. დაფარულთმცოდნეობის მადლით ხედავდა და განკურნავდა ადამიანთა სულს. ებრალებოდა ხალხი, პირადი მაგალითით ამხნევებდა, ეშმაკი ჩვენც, ღვთისმსახურებსაც გვებრძვისო, ეუბნებოდა... ღვთისაგან ეშმაკთა განდევნის მადლიც ებოძა და მისი ლოცვით ბევრი ფიზიკური სნეულებისგანაც იკურნებოდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2017, 08:26 PM

"ვინმე ერისკაცი ღირს მამა სისოსთან მიდიოდა. თან თავისი პატარა ვაჟი მიჰყავდა. გზაზე ბიჭი მოულოდნელად გარდაიცვალა. მამამისმა სასო არ წარიკვეთა. მას სწამდა ღირსი სისოს სიწმინდისა და სჯეროდა, შვილს მკვდრეთით აღუდგენდა, თუმცა იცოდა, მამა სისოსთვის რომ ეთქვა ბიჭის სიკვდილი, ის სიმდაბლის გამო სასწაულს არ მოახდენდა. აიკიდა ძე თვისი, როცა ღირს მამასთან მივიდა, დაემხო მის წინაშე და სთხოვა: მამაო, გვაკურთხე მე და ჩემი ძეო. თვითონ გარეთ გავიდა, თავისი გარდაცვლილი ძე კი ღირსი მამის ფერხთა წინ დატოვა. ბერმა იფიქრა, რომ ბიჭი თაყვანს სცემდა და უთხრა: "ადექ, შვილო, და წადი მამაშენთან". ყმაწვილიც მეყსეულად წამოდგა და გარეთ გავიდა. მამამისმა საღ-სალამათი შვილი რომ დაინახა, მუხლებზე დაეცა. მადლობდა ღმერთს და წმინდანს მისას - მამა სისოს. როცა ყოველივე შეიტყო, ღირსი მამა ძალზე შეწუხდა და ევედრა ერისკაცს, მის გარდაცვალებამდე არავისთვის ეთქვა ეს ამბავი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 29 2017, 11:17 AM

"ენებით ლაპარაკის" მადლი ქართველ ბერებსაც ჰქონდათ. მთაწმინდაზე, ივერონის ახლოს, ქართველების დახმარებით აშენებულ მონასტერში ცხოვრობდნენ რომაელი ბერები. წმინდა გაბრიელ ქართველს და დიდ ბერს, ლეონ რომაელს "ფრიადი სიყვარული აქვნდათ სულიერი". მათ მშობლიური ენის გარდა სხვა ენა არ იცოდნენ. როცა შებნელდებოდა, გამოვიდოდნენ სენაკებიდან, ილოცებდნენ და ვიდრე ცისკრის ზარებამდე საუბრობდნენ საღმრთო საგნებზე. მათი სიწმინდისაგან კი ყველაფერი შესაძლებელი იყოო, - ამბობდნენ მამები. "

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2017, 10:16 AM

"დიდი ძალა ჰქონდა მამა გაბრიელის (ურგებაძე) ნათქვამ სიტყვას. ერთხელ ერთმა მღვდელმა უთხრა: მაპატიე, მაგრამ შენი სასწაულთმოქმედებისა არა მჯერაო. აბა, დაიჩოქეო, - უთხრა მამა გაბრიელმა. მღვდელმა - ამდენი ხნის ბერი იყო და მორჩილებით დავიჩოქეო. მერე გაბრიელმა უთხრა: გაკურთხებ, რომ არ ადგე და თუ ბიჭი ხარ, ადექიო. ვერ ავდექიო, - თქვა მღვდელმა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2017, 12:56 PM

"დაფარულმცნობელი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 1 2017, 09:10 AM

"სარკინოზთა თავადს ბევრი რამ სმენოდა წმინდანის [ღირსი სვიმეონ მესვეტე უფროსის] შესახებ და მასთან მივიდა, ბევრი ესაუბრა, მრავალი დარიგება მიიღო და ქრისტე იწამა. რა იხილა, ნეტარი მამის ჭრილობიდან ერთი მატლი მიწაზე დავარდა, ჩუმად აიღო და წასვლა დააპირა. წმინდანმა უხმო:
- რატომ აიღე მატლი, რომელიც ჩემი დაჩირქებული სხეულიდან ჩამოვარდა?
თავადმა ხელს დახედა, ძვირფასი მარგალიტი დაინახა და უპასუხა:
- ეს მატლი კი არა, მარგალიტია!
- შენი რწმენისამებრ მიიღე, - უპასუხა ღირსმა მამამ.
თავამდმა მისი კურთხევა მიიღო და შინ დაბრუნდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2017, 10:49 PM

"ქალაქ კორინთოს მკვიდრი გიორგი გვიყვება: "1979 წლის თებერვალში ვესტუმრე მამა პაისის [ათონელი] პატიოსანი ჯვრის კალივაში. ეზოს კუტიკარი ღია იყო. ვყვიროდი, ვეძახდი, მაგრამ არ მაგონებდა. დილის რვა საათი იყო და დაცდა გადავწყვიტე. უეცრად მამა პაისი ჩემს წინ გაჩნდა. დავიბენი. "მე აქ ვიყავი, გიორგი", - ჩუმად მითხრა. ორ მოძღვარს მოვუყევი ეს. ასე ამიხსნეს: "ის შენ წინ იდგა და მაშინ გამოჩნდა, როცა თვითონ მოისურვაო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2017, 10:28 AM

დაძლეული ბუნების კანონები

გიამბობთ, თუ როგორ იხევდნენ უკან მამა პაისის წინაშე ბუნების კანონები.
როგორც ყველა კაცი, მამა პაისიც წვიმისას თავს ქოლგასა და ლაბადას აფარებდა. ის "წვიმაგაუმტარი" არ ყოფილა. პირიქით, ხშირად ცივდებოდა სინესტისა და სიცივისგან. მაგრამ, ღმერთმა იცის, რა მიზეზით, იგი წვიმაში ყოფნისას მშრალიც რჩებოდა - მის გარშემო კოკისპირულად წვიმდა, მას კი წვეთიც არ ხვდებოდა.
"ერთხელ, - ჰყვება კონსტანტინე კუელიანისი, - მამა პაისი მანქანით წავიყვანე სუროტის მონასტერში. ისე წვიმდა, გეგონებოდა, ცამ პირი მოიხსნაო. სუროტის შესასვლელთან დედები გველოდნენ ქოლგებით და ლაბადებით, რათა მანქანიდან გადმოსული ბერი წვიმისაგან დაეფარათ. მანიშნეს, რაც შეიძლება ახლოს მივსულიყავით. მაგრამ იმ მომენტში, როცა ბერი მანქანიდან გადმოვიდა, ორი მეტრის რადიუსში წვიმა შეწყდა. თუმცა ამ საზღვრებს იქით ნიაღვარი მოედინებოდა. ბერი გადმოვიდა მანქანიდან, დამემშვიდობა და შენობაში შევიდა. ავტომანქანა წვიმამ ლამის წაიღო..."

ამგვარ შემთხვევაზე მოწმობს პანაღუდის მეზობელი კელიის მცხოვრები ორი ბერი: "ეს ამბავი ზამთარში მოხდა. ორი დღე და ღამე გადაუღებლად წვიმდა. პანაღუდისა და ჩვენი კელიის გამყოფი ჩანჩქერი ისე გამძვინვარდა, მასზე გადასვლა შეუძლებელი გახდა. ადიდებულმა წყალმა ორი ხიდი წაიღო. იმავე დღეს მამა პაისი ჩვენთან კელიაში მოვიდა. ამ ღვართქაფში, ყურადღება მივაქციეთ, რომ ბერს ფეხსაცმელები სრულიად მშრალი და სუფთა ჰქონდა. რა თქმა უნდა, ქოლგით მოვიდა, მაგრამ ქოლგითაც ნაბიჯს ვერ გაივლიდი, რომ არ დასველებულიყავი. ჩვენ იმან გაგვაოცა, რომ იგი მშრალი იყო, გაგვიკვირდა, როგორ გადალახა ეს ჩანჩქერიო. წასვლა რომ დააპირა, ცნობისმოყვარეობის გამო გაყოლა მოვინდომეთ. ნება არ მოგვცა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2017, 11:33 AM

"კონიცის ერთ-ერთი ტაძრის მოძღვარი მამა ხარლამპე ანასტასისი ჰყვება: "ერთხელ ათონზე, წმინდა ათანასეს ლავრაში, ტაძრის დღესასწაულზე მივედი. წირვის შემდეგ პანაღუდაში წავედი მამა პაისის სანახავად - ოცდახუთი წელი არ მენახა. კალივიდან მოშორებით ტყეში შევხვდი. მაშინვე მიცნო. ზუსტად გაიხსენა ჩემი დიაკვნად და მღვდლად კურთხევის თარიღები. "მამაო, ქენი სიკეთე და ვიტრაპეზოთ". "ვიტრაპეზოთ. მაქვს რაღაც, რაც შემიძლია შემოგთავაზო". მან პოლიეთილენის ტომარა მიჩვენა, სადაც სამი ცალი ძალზე პატარა პომიდორი და ერთნახევარი ორცხობილა იდო. თავი ვეღარ შევიკავე: "მამაო, აქ რაა შესაჭმელი? გუშინდლიდან არაფერი მიჭამია. ოცი ასეთი პომიდორიც არ მეყოფა". მიპასუხა: "მამა ხარლამპე, ჩვენ ვილოცოთ, შენ ეს პომიდვრები აკურთხე და კიდევაც მოგვრჩებაო".
მერე ტომარა გახსნა, ისე ჩაჭრა, რომ მისგან ჯვარი გამოვიდა და სუფრასავით გაშალა. ზედ ორი პომიდორი და ერთი ორცხობილა დადო. თვითონ კი ნახევარი და ერთი პომიდორი დაიტოვა. ვილოცეთ ისე, როგორც საჭირო იყო. ბერმა მთხოვა: "მამაო წმინდაო, გვაკურთხე". ვაკურთხე და სატრაპეზოდ დავსხედით. სად გაქრა ჩემი შიმშილი! სრულიად გამაძღარი ვიყავი, თითქოს ვიღაცამ ყელი ჩამიკეტაო, ჭამა აღარ მინდოდა, ორცხობილა ვერ შევჭამე და ნახევარი დავტოვე. მარტო მწყუროდა. მამა პაისი კი საჭმელს მთავაზობდა: "მიირთვი, მამა ხარლამპე, მიირთვი!" "რაღას შევჭამ, მამაო, იცით, როგორ გავძეხი?"
მერე მთელი დღე სხვადასხვა კელიაში, მონასტრებში შევდიოდი, მაგრამ ვერაფერს ვჭამდი, რასაც იქ მთავაზობდნენ, მხოლოდ წყალს ვთხოვდი ბერებს.
განცვიფრებული წამოვედი მამა პაისისგან. როცა მთაწმინდის ერთ-ერთ ბილიკს შევუდექი, წამოვიძახე: "მაინც რა კურთხევა იყო ეს? მსგავსი იმ კურთხევისა, როცა ქრისტემ აკურთხა ხუთი პური და ორი თევზი და ხუთი ათასი კაცი გააძღო ქალებისა და ბავშვების გარდა. დიახ, ეს უფლის კურთხევა იყო!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2017, 06:04 PM

"ნეტარის [მღვდელმოწამე ანთიმოზი] აღსრულების შემდგომ მის თავზე (იგი დღემდე ათონზე, წმინდა პანტელეიმონის მონასტერში განისვენებს) თმამ ზრდა განაგრძო, მის სამარიდან გამუდმებით აღმოდის კეთილსურნელება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2017, 11:43 AM

"წმინდანთა ნაწილები მადლს უმეტესად მაშინ გასცემენ, თუ მათ კაცი დიდი სასოებით ეამბორება. მე-18 საუკუნეში გარეჯის მონასტერში რაღაც სენი გავრცელდა. მრავალი ბერი დასნეულდა. ერთი პატიოსანი მამა მიიცვალა კიდეც. შეშინდნენ ბერები და საღმრთო ღონე იხმიეს. მოიტანეს გარეჯელ მოწამეთა ორი ნაწილი: ერთი იყო მახვილცემული მკლავი და მეორეც სხვა, - შეკრეს ჯვრის სახით და დაასვენეს ეკლესიაში. დიდი ლმობიერებით გადაიხადეს პარაკლისი, აკურთხეს წყალი და მასში განბანეს წმინდა ნაწილები. ნაბანი წყალი ყველამ შესვა. მოასხურეს სენაკებში და მონასტრის მიდამოებში. მეყსეულად, ღვთის მადლით და წმინდანთა ლოცვით, სნეული ძმები განიკურნენ და მონასტერშიც გაქრა ეს ბოროტი სენი. წმინდანთა ნაწილები კი დიდი პატივით დააბრუნეს ძველ ადგილას."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2017, 11:30 AM

"ერთმა ღვთისმოშიშმა ქალბატონმა მამა პაისის [ათონელი] ჰკითხა: - მამაო, მთაწმინდაზე თუ გესმით, როცა მე აქედან გეძახითო. მიუგო: "შენი აზრით, ყრუ ვარ?"
მართლაც, თავისი სულიერი სმენით ესმოდა, როცა ასეულობით კილომეტრით დაშორებული ქრისტიანები მას ახსენებდნენ და მოუწოდებდნენ. ის უხილავად შეეწეოდა მათ თავისი ლოცვით და რაღაცნაირად პასუხობდა მათ შეკითხვებს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2017, 01:14 PM

"1451 წელს მოსკოვს თათრები დაესხნენ თავს. მიტროპოლიტმა წმინდა იონამ ჩუდოს მონასტრის ღვთისმოშიშ ბერს, მამა ანტონს სთხოვა: "ილოცე, ძმაო, რათა ღმერთმა გვიხსნას თათრების ხელთაგანო". ანტონმა უპასუხა: "დიდი ხარ, მღვდელმთავარო ღვთისაო, ღვთისმშობელი მოხედავს შენს ლოცვებს. აგარიანნი განიდევნებიან და მხოლოდ მე მომკლავენო". ამ სიტყვის წარმოთქმისთანავე მტრის ნასროლმა ისარმა განგმირა იგი. აღსრულდა მისი ნათქვამი: ღამით მტრები გაიქცნენ მოსკოვიდან - მათ დიდი ხმაური მოესმათ და იფიქრეს, დიდი მთავარი მოვიდა ჯარითო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2017, 09:35 PM

"მთაწმინდელი მღვდელმონაზონი ა. ჰყვებოდა: "ბერი [ღირსი პაისი ათონელი] ერთ დილით თავის კელიაში მელოდა - რაღაც საქმეში უნდა მივხმარებოდი. მივედი. ხელზე ვეამბორე და უცბად ძლიერი კეთილსურნელება ვიგრძენი. არა მარტო მისი ხელი კეთილსურნელებდა, არამედ მთელი ეზო და კალივა აღსავსე იყო ამ კეთილსურნელებით". ამგვარ ამბავს ჰყვებოდა სხვა ბერიც: "ერთხელ მამა პაისისთან საუბრისას ვიგრძენი, რომ ის კეთილსურნელებდა. ვუთხარი ამის შესახებ. მითხრა, ამას მხოლოდ იმიტომ გრძნობ, რომ კარგი ბერი ხარო. ერთხელ პატარა ხის ჯვარი მაჩუქა, რომელიც ხანდახან კეთილსურნელებდა. როცა მას ამის შესახებ ვუთხარი, მითხრა: "ჯვარი კეთილსურნელებს მაშინ, როცა კარგ სულიერ მდგომარეობაში ხარო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2017, 04:36 PM

სივრცეში უცნაური გადაადგილება

„მთაწმინდაზე, თავის კელიაში, მამა პაისის შეეძლო, შორ მანძილზე გადაადგილებულიყო, რათა ვინმე საფრთხისაგან დაეხსნა, ანდა სულ სხვა მიზეზით. შორს მყოფი ადამიანები რეალურად ხედავდნენ მას და ესმოდათ მისი ნათქვამი.

როცა მამა პაისი მოსალოცად იყო წასული იერუსალიმში, მის კელიაში მასთან შეხვედრის მოსურნე ახალგაზრდათა ჯგუფი მივიდა. ბერი წმინდა მიწაზე იყო წასული, თუმცა ახალგაზრდებმა ის თავის კელიაში... იხილეს! ბერმა მათ კარი გაუღო, ლუკუმით გაუმასპინძლდა, გაესაუბრა და დიდად გახარებულნი გაუშვა. ის ღამე ახალგაზრდებმა ფილოთეის მონასტერში გაატარეს, სადაც ბერებს მამა პაისისთან შეხვედრის ამბავი მოუთხრეს. გაუკვირდათ ბერებს, - მამა პაისი წმინდა მიწაზეა მოსალოცად წასულიო. მეორე დღეს ერთი მონაზონი საგანგებოდ წავიდა "პანაღუდაში". რა თქმა უნდა, ბერი კელიაში ვერ ნახა. მეზობელი კელიის ბერებმა დაუდასტურეს, - მამა პაისი რამდენიმე დღის წინ იერუსალიმში წავიდაო.

ამ შემთხვევის სინამდვილეს ადასტურებენ ვათოპედის ახლანდელი იღუმენი არქიმანდრიტი ეფრემი, რომელიც მაშინ ყუთლუმუშის მონასტრის მეკარე იყო და სხვა მამები. ეს ამბავი ცნობილია მთელი ათონისთვის.“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2017, 09:44 AM

"ყოფილა შემთხვევები, როცა მამა პაისი ხალხს სიზმარში ეცხადებოდა. რა თქმა უნდა, ეს სულაც არ არის გასაკვირი. საოცარი ის არის, რომ მამა პაისიმ იცოდა, ვისაც ეცხადებოდა და ამ ადამიანებთან შეხვედრისას ახსენებდა მათ თავის გამოცხადებას, ეკითხებოდა, შეასრულეს თუ არა სიზმარში ნაბრძანები."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2017, 08:25 PM

"ოთხი თვე გაგრძელდა საშინელი გვალვა. შეწუხდა ხალხი. ივერონის მონასტრის ზემოთ, მთაზე, არის წმინდა ილია წინასწარმეტყველის ეკლესია. როცა მოიწია ილია წინასწარმეტყველის დღესასწაული, წმინდა იოანემ უთხრა თავის შვილს, ექვთიმეს, - წაიყვანეთ ძმები და წადით იმ ეკლესიაში, ღამე ათიეთ და ჟამისწირვა აღასრულეთო. მერე ბერებს მიუბრუნდა: საწვიმრები წაიღეთ, რადგან ვესავ ღმერთს და ამაო არ იქნება ჩვენი ლოცვაო.
წავიდნენ ბერები... სახარების წაკითხვის წინ გამოჩნდა მცირე ღრუბელი. მალევე ცა ღრუბლებით დაიხუნძლა. ვიდრე ზიარება დაიწყებოდა, დაიწყო ძლიერი წვიმა..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2017, 10:31 AM

"ღამით ფსალმუნთა გალობისას წმინდანი [ღირსი მარკიანე] არასოდეს ანთებდა სანთელს, რადგან მისი სენაკი ღვთაებრივი შუქით იყო განათებული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2017, 11:00 AM

"მამა ავგუსტინეს მეზობელმა, ბერდიაკონმა ბენიამინმა, თავის კელიაში, როგორც ტელევიზორში, ისე იხილა რუსეთის სამეფო ოჯახის ამოწყვეტა. გარკვეული ხნის შემდეგ მან შეიტყო, რომ იმ დღეს კომუნისტებს მართლაც დაუხვრეტიათ მეფის ოჯახი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 18 2017, 10:50 PM

"არ უნდა უღალატო ღირს მამათა გარდამოცემებს, ანდერძებს, სურვილებს.
ოპტის უდაბნოში საუკუნოვანი ფიჭვების მოჭრა მოისურვეს. წმინდა ნექტარიოს ოპტელმა ბრძანა: "ეს არ უნდა მოხდეს. ჩვენი მამები ტოტის მოტეხას გვიკრძალავდნენ, არათუ ხის მოჭრას".

მერე კი ასეთი რამ უამბო: "სიკვდილის წინ მამა ლევმა (წმინდანად შერაცხული) სკიტს ანდერძად დაუბარა, მისი გარდაცვალების დღე ძმათა "ნუგეშინისცემით" აღენიშნათ და ოლადები გამოეცხოთ. მისი სიკვდილის შემდეგ მამებმა - მოსემ და მაკარიმ დაადგინეს, რომ იმავე დღეს მისთვის ტაძარში საზეიმოდ დიდი პანაშვიდი გადაეხადათ.

იცავდნენ კიდეც დიდი ხნის მანძილზე ამ მცნებას იღუმენ ისააკისა და სკიტის თავის, ილარიონის მმართველობისას. ამ დროს გაჩნდა ეს საცთურიც: მამა ლევის ხსენების წინა დღეს იღუმენს მნათე თეოდოსიმ უთხრა: ხვალ არ შეიძლება მოძღვრის საზეიმოდ მოხსენიებაო. იღუმენი კი ამბობდა, - წირვა უნდა ჩატარდესო.
იმ ღამეს მამა თეოდოსის ძილში მამა ლევმა თმაზე ხელი ჩასჭიდა, აიყვანა სამრეკლოზე და დაემუქრა: "გინდა ჩაგაგდო?" ქვევით საშინელი უფსკრული ჩანდა. გაიღვიძა თეოდოსიმ, ზურგზე ტკივილი იგრძნო, სადაც მერე ძირმაგარა გაუჩნდა, მთელი თვე ავადმყოფობდა. ამ ამბავმა ცოტა შეანჯღრია ხალხი, თორემ საზეიმო მოხსენიებას აღარ აპირებდნენ.

იმავე დღეს სკიტში მამა ილარიონის მესენაკემ, ნილოსმა მოძღვარს დაუწყო დარწმუნება, - ოლადები აღარ გამოეცხოთ: მუშების სამზარეულოში გვიწევს გამოცხობა და მუშებს საქმეს ვწყვეტთ. თან მათაც უნდა გავუმასპინძლდეთ. ამდენი ფქვილიც აღარ გვაქვსო.

დაითანხმა სკიტის თავი. იმავე დღეს ავად გახდა მამა ილარიონი და სიცოცხლის ბოლომდე საღმრთო ლიტურგიის ჩატარება ვეღარ შეძლო; ნილოსს კი კეთრი დაემართა. ისე მოუძლურდა, რომ მუშებს სავარძლით მიჰყავდათ ღვთის ტაძარში.
ამის გარდა, იმავე ღამეს, როცა ბოროტგანზრახულად შეწყვიტეს "ნუგეშინისცემა", სკიტის მუშათა სამზარეულოში მუშა დაიწვა და მოკვდა. ღვთისმოშიშმა ხალხმა გამტკიცული ფქვილის შეწირვაც შეწყვიტა... ნახე, რა ხდება როცა ეურჩებიან და ღალატობენ მამათა გარდამოცემებს?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2017, 09:17 AM

"მამა არისტოკლესთან (+1918) ხშირად მიჰყავდათ ეშმაკეულნი. ღირსი მამა ზეთს სცხებდა, ლოცულობდა მათთვის და ეშმაკიც ტოვებდა სნეულს.
ერთხელ ღირს მამასთან ვიღაც ეშმაკეული გათოკილი დედაკაცი მოიყვანეს, რომელსაც ორი ბრგე ვაჟკაცი ძლივს აკავებდა. მამა არისტოკლემ მკაცრად შეხედა და ჰკითხა: "ვინ მოგცა მასში შესვლის უფლება, ჰა?" მან კი წვრილი, გამყინავი ხმით უპასუხა: "ჩემი ნებით არ შევსულვარ, მან თვითონ შემიყვანა! მაგან მჭედელთან იმრუშა, მაშინ როცა კანონიერი ქმარი ჰყავს... ამან მომცა უფლება მასში შესვლისაო".
მამა არისტოკლეს ლოცვით ეს ქალი ყველას თვალწინ განიკურნა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2017, 10:35 PM

"ჩაუქრობელ შუქურებად ანათებენ ცოდვის წყვდიადით მოცულ წუთისოფელში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2017, 03:35 PM

"განჭვრიტა მისი შინაგანი კაცი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2017, 10:19 AM

"კალამბაკის რაიონის სოფელ აბრას მკვიდრნი ასეთი ისტორიას ჰყვებიან: "როდესაც მამა კოზმა [ეტოლიელი] სოფელში მოვიდა, ყველა შეკრიბა და ქადაგება დაიწყო. ვიღაცამ მსხალი მიაწოდა, მაგრამ წმინდანმა არ აიღო, რადგან ეს მსხალი მოპარული იყო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2017, 07:37 PM

„ერთხელ მას [წმ. არსენ კაბადოკიელს] ერთი თურქი მოუყვანეს, რომელმაც წმინდა იოანეს წყარო შებილწა და ამის გამო კისერი მოეგრიხა. მამა არსენმა ერთი კვირა დაიტოვა და არ განკურნა. რას აჩერებ, მამაო, თურქს ამდენ ხანსო, - ჰკითხეს. სინანული რომ იგრძნოსო, - უპასუხა. ერთი კვირის შემდეგ ლოცვა წაუკითხა და კაცს თავი თავის ადგილას დაუდგა. მამა არსენმა უთხრა: შემდეგში, როცა დაინახავ რაიმე ქრისტიანულს, შორიდან თავი მოუდრიკე, წადი შენს გზაზე და არ მიეკაროო.“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2018, 03:27 PM

ამ ღვთისმოშიშმა კაცმა [მარტინი, მარსის მთის ბერი], თავისი დაყუდებულობის დასაწყისში, წესად დაიდო, არ ენახა მეტად სახე დედაკაცისა - ეშინოდა, დედაკაცთა ცქერით განსაცდელი არ შემთხვეოდა. ერთმა დედაკაცმა შეიტყო ეს და ურცხვად გადაწყვიტა, ასულიყო მთაზე, ამ მღვიმეში შეეღწია. მაგრამ წმინდანმა შორიდანვე ტანსაცმლით იცნო დედაკაცი. პირქვედამხობილმა დაიწყო ლოცვა. ასე დარჩა მანამდე, ვიდრე ეს ურცხვი ქალი, ლოდინისგან დაღლილი, არ მოშორდა მისი კელიის სარკმელს. დედაკაცი მთიდან ჩამოსვლისთანავე მოკვდა და ამ სიკვდილით აჩვენა, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი საშინლად განარისხდა სათნო კაცის შეურაცხყოფით.

ბევრი მოდიოდა წმინდანთან ღვთისმოშიში აღთქმებით. მის კელიამდე ბილიკი ძალზე ვიწრო იყო. ერთხელ მცირეწლოვან ყრმას ფეხი დაუსხლტა და ღრმა ხევში ჩავარდა. ეს ადგილი იმდენად მაღალი იყო, რომ იქიდან უზარმაზარი ხეები ბუჩქებივით მოჩანდა. მგზავრები შეძრწუნდნენ. დაიწყეს ყრმის ძებნა. ფიქრობდნენ, ბავშვი ქვევითამდე სულს ვერ ჩაიტანდაო, მაგრამ ყრმა საღ-სალამათი იპოვეს. ყველა მიხვდა, რომ იგი უვნებლად მარტინის აღვლენილმა ლოცვებმა გადაარჩინა.

წმინდანის მღვიმის თავზე წამომართული უზარმაზარი კლდე სიკვდილით ემუქრებოდა წმინდანს - შეიძლება ყოველწამს მომწყდარიყო. ერთხელ სახელგანთქმული არმეტრაპის შვილიშვილმა მერკატორმა და ახალდაბელებმა სთხოვეს წმინდა კაცს, მღვიმიდან გამოსულიყო, რათა სახიფათო კლდე ჩამოეშალათ. წმინდანი არ დათანხმდა მღვიმის დატოვებას. მერკატორს კი ნება მისცა, რაც გინდა, ის გააკეთეო.

ხალხმა ფრთხილად დაიწყო კლდის მონგრევა, რომ წმინდანს არაფერი მოსვლოდა. ამ დროს ყველას თვალწინ საკვირველი ამბავი მოხდა. კლდე უეცრად თავისთავად მღვიმეს თავზე გადაახტა, ღვთის კაცი უვნებელი დატოვა და ქვემოთ ჩავარდა. ყველა მიხვდება, რომ ეს, უფლის ბრძანებით, ანგელოზებმა ჩაიდინეს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2018, 05:27 PM

"მრავალი დევნა, ცილისწამება დაითმინა წმინდა მღვდელმთავარმა ნექტარიოს პენტაპოლელმა. ღმერთმა სიცოცხლეშივე სასწაულმოქმედად გამოაჩინა, ხოლო როცა გარდაიცვალა, მრავალი ნიშ-სასწაულით განადიდა.

წმინდა ნექტარიოსი საავადმყოფოში აღესრულა. პალატაში მის გვერდით ერთი დამბლადაცემული იწვა. გარდაცვლილ მღვდელმთავარს პერანგი გახადეს და მის საწოლზე გადადეს. კაცი მეყსეულად განკურნებული წამოდგა და ადიდა უფალი.

ამ პალატაში ექვსი თვე სხვა ავადმყოფი აღარ დაუწვენიათ, რადგან საოცარი კეთილსურნელება ტრიალებდა.

განსვენებული წმინდანის სხეული მირონით იყო დაცვარული. მის სამღვდელო შესამოსელს დღესაც კი აქვს შემორჩენილი ეს კეთილსურნელება.

წმინდანი მრავალს შეეწეოდა და შეეწევა. მისი სხეული 1922 წელს გაქრა აკლდამიდან და სამი დღის შემდეგ დაბრუნდა. ამ წელს ომი იყო მცირე აზიაში, რასაც ბერძენთა საბერძნეთში გადასახლება მოჰყვა. უეჭველია, მღვდელმთავარი შეეწეოდა თავის ხალხს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 8 2018, 07:15 PM

"მიწიერ ანგელოზს მიმსგავსებულ მამას [ღირს დავით თესალონიკელს] სასწაულებრივი უნარი მიემადლა - რაც არ უნდა დამართნოდა, არაფერი უშავდებოდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2018, 07:16 PM

"როცა ვინმე ქრისტესთვის კვდება, მისი სხეული წმინდაა... და დღესაც, თუ ვინმე მიეახლება წმინდა მოწამეთა ძვლებს, განწმენდის ძალას მიიღებს", - ბრძანებს ბასილი დიდი. წმინდა ნაწილებს კურნების გარდა განსაცდელთა ჟამს შეწევნის - ადამიანთა განსაცდელისგან დახსნის, ცოდვათაგან განწმენდის და რწმენაში განმტკიცების ძალაც შესწევთ."

/მამა გიორგი რაზმაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2018, 07:38 PM

"რუსეთში, სოლოცკის უდაბნოში, წმინდა სერგისა და წმინდა საბას წმინდა ნაწილებია დაბრძანებული. ერთხელ მათ მოსალოცად ერთ-ერთი წმინდა მამა იყო ჩასული. საღამოს მსახურების შემდეგ, როდესაც მომლოცველები წმინდანთა ნაწილების თაყვანსაცემად მიდიოდნენ, მან ლუსკუმაზე მსხდომი წმინდა საბა და სერგი იხილა, რომლებიც მხოლოდ იმ ადამიანებს აძლევდნენ კურთხევას, რომლებიც მათ წმინდა ძვლებს რწმენით ემთხვეოდნენ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2018, 02:43 PM

"- წმინდა ნაწილებს ძირითადად ლუსკუმაში ათავსებენ, ამიტომ მათთან მიახლებისას მორწმუნენი ეხებიან მხოლოდ ლუსკუმას. რა დანიშნულება აქვს მათ ლუსკუმაში ჩაბრძანებას და მასთან მიახლებისას იმავე ძალით მიიღება თუ არა მადლი?

- ლუსკუმასთან მიახლების შემთხვევაშიც ისევე მივიღებთ მადლს, კურნებას, როგორც უშუალოდ წმინდა ნაწილებთან მიახლებისას, რადგან მასში მოთავსებული სიწმინდის ძალით ლუსკუმაც განიწმინდება და იკურთხება.

წმინდა და ღვთივსათნო ადამიანთაგან მომდინარე მადლი მათ ხელშენახებ ნივთებზე, მათ სამოსზეც კი გადმოდის. წმინდა წერილიდან ვიცით, რომ პავლე მოციქულის სარტყლის შეხებით, პეტრე მოციქულის ჩრდილითაც კი იკურნებოდნენ.

ჭეშმარიტად წმინდად მცხოვრებთა მადლითა და ძალით აღსრულებული არაერთი სასწაული შეიძლება გავიხსენოთ. მაგალითად, წმინდა იოანე ოქროპირის ხელის შეხებაც კი კურნავდა სნეულთ.

გავიხსენებ ერთ პატერიკს: ერთ-ერთ მონასტერში, სადაც წმინდა და ღვთივსათნო ცხოვრებით გამორჩეული ბერი მოღვაწეობდა, ავაზაკი შეიჭრა - მონასტერი გაძარცვა, ბერიც მოკლა და მისი სამოსი ჩაიცვა. ღამის გასათევად სხვა მონასტერში მივიდა, სადაც წმინდა მამად მიიჩნიეს და უდიდესი პატივით მიიღეს, ფეხიც კი დაბანეს. მისი ფეხნაბანი სნეულ ბერს აპკურეს და ბერი გამოჯანმრთელდა.

ესოდენ დიდი ძალა და მადლი ავაზაკზე სწორედ წმინდა ბერის სამოსიდან გადმოვიდა და იმდენად განწმინდა, რომ გულწრფელად მოინანია ცოდვები, იმავე მონასტერში დარჩა და მონაზვნად აღიკვეცა.

წმინდა ნაწილებს ლუსკუმაში იმის გამო ათავსებენ, რომ სიწმინდეები უკეთ იყოს დაცული."

/მამა გიორგი რაზმაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 13 2018, 06:12 PM

"ერთი ღვთისმოშიში მღვდელი ჰყვებოდა: "ერთმა ახალგაზრდამ მითხრა: - მამაო, გუშინ სიკვდილს ღმერთმა გადამარჩინა. მოტოციკლეტით დიდი სიჩქარით მივქროდი, მანქანას დავეჯახე. ვიღაც ბერიკაცმა მარჯვენაზე ხელი ჩამჭიდა და გადამარჩინაო.

ზოგიერთი წმინდანისა და თანამედროვე მამების ფოტოები ვაჩვენე. მამა პაისის დანახვისას აღელვებულმა დაიყვირა: "ეს ის არისო". რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ მოვიდა და მომიყვა, რომ იმ ქურთუკის მარჯვენა ჯიბეში, რომელიც ავარიის დროს ეცვა, მაცხოვრის ხატი და მამა პაისის სურათი აღმოაჩინა. ჯიბე სწორედ იმ ადგილას იყო, სადაც მამა პაისიმ ავარიისას ხელი ჩასჭიდა. სურათი და ხატი კი დედამისს ჩაედო ჩუმად ჯიბეში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2018, 02:56 PM

მაკარი მეგვიპტელი და უფროსი მაკარი

"მხცოვანი მამები გვიყვებოდნენ, ორ სხვა მაკარიზე, რომლებსაც ადრე აქ უცხოვრიათ. ერთი მათგანი ეგვიპტის მკვიდრი იყო, მეორე - ალექსანდრიელი. პირველი გახლდათ მოწაფე ნეტარი ანტონისა. მათ მართლაც ორ ზეციურ სანთელად გაიბრწყინეს. ერთნაირი სახელი ერქვათ, ერთმანეთს ჰგავდნენ სულიერი სრულყოფილებითა და უდიდესი მადლმოსილი ნიჭებით.

ორივე მკაცრი მოღვაწე, ერთნაირად სრულყოფილნი... ერთმანეთს მხოლოდ იმაში წარემატებოდნენ, თუ რა მადლმოსილი ძალები და სულიერი სრულყოფილება მიიღეს მემკვიდრეობით ნეტარი ანტონისგან.

აი რა გვიამბეს: ერთხელ, მეზობლად კაცი მოკლეს და ეს ბოროტმოქმედება ერთ უდანაშაულო ადამიანს დააბრალეს. ბრალდებულმა კი მფარველობისთვის მაკარს მიმართა, აქვე მოვიდნენ სამხილით ბრალმდებლებიც, - დიდ საფრთხეში ჩავვარდებით, თუ დამნაშავეს თავისუფლად დავტოვებთ და კანონით მკაცრად არ დავსჯითო, - ამბობდნენ.

ამ დროს კი ბრალდებული ფიცით ამტკიცებდა, რომ მის კისერზე მოკლულის სისხლი არ იდო. ატყდა კამათი, ბრალმდებლებსა და ბრალდებულს შორის.

- მოკლული სად არის დაკრძალული? - იკითხა მაკარიმ.

ბრალმდებლებმა საფლავზე მიიყვანეს. მან მოიდრიკა მუხლნი, მოუხმო უფალ იესო ქრისტეს სახელს, მერე ხალხს მიუბრუნდა: - ახლა უფალი გაჩვენებთ, სამართლიანია თუ არა თქვენი ბრალდება ამ კაცის მიმართო. აღიმაღლა ხმა, მოუხმო სახელით გარდაცვლილს. ის მაშინვე გამოეხმაურა საფლავიდან.

- გაფიცებ შენ, ქრისტესადმი რწმენით მითხარი, მართლა ამ კაცმა მოგკლა, რომელსაც მკვლელობას აბრალებენ? - ჰკითხა მაკარიმ.

საფლავიდან ცხადად გაისმა პასუხი:

- არა! მე ამ კაცს არ მოვუკლავარ.

სასწაულით შეძრული ყველა მიწაზე დაემხო, ბრალმდებლები მაკარის ჩაუვარდნენ მუხლებში და შეევედრნენ, - ჰკითხე, ვინ არის მკვლელიო.

- არა, - იუარა მაკარიმ, - ჩემთვის საკმარისია, უდანაშაულო გავათავისუფლო, მაგრამ ჩემი საქმე არ არის დამნაშავის გაცემა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2018, 08:01 PM

"მამა ანდრონიკეს (ლუკაში, +1974) წესად ჰქონდა წირვის აღსრულების წინა საღამოს ტაძარში დარჩენა და დილამდე ლოცვა.

ერთ საღამოს თბილისის წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძრის დარაჯმა სიბნელეში დაინახა, რომ განათებული ტაძარი სავსე იყო მლოცველებით. საათს დახედა. ღამის ორი საათი იყო. მოსინჯა გასაღები და შეშინდა: - ეტყობა, როცა მეძინა, მაშინ შემეპარნენ ტაძარშიო. მაგრამ როგორ უნდა შესულიყვნენ და საერთოდ ვინ იყვნენ ეს მლოცველნი - ვერ ხვდებოდა.

ძლივს გააღო კარები. შევიდა ტაძარში და შედგა განცვიფრებული - ხატის წინ მარტოდმარტო დამხობილიყო მამა ანდრონიკე და ლოცულობდა. მაგრამ ვინ იყვნენ ის მლოცველნი? ალბათ ზეციური სამყაროს მკვიდრნი ბრძანდებოდნენ, რომელნიც თანამსახურებდნენ "მიწის ანგელოზთან" ერთად."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 23 2018, 09:55 PM

"მირონმდინარე წმინდანებმა მირონის დენის ნიჭი თავიანთი სიწმინდის გამო მიიღეს. რამეთუ ეს ნიჭი ნებისმიერს არ მიეცემა, თუნდაც ის წმინდანი იყოს. ის მიეცემა მხოლოდ ქალწულებს, დამთმენებს და წმინდანებს და ხორცით შეურყვნელებს".


/მამა იოსები, ყუთლუმუშის სკიტიდან (+1992)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2018, 06:48 PM

ღირსი აკაკი კავსოკალიველის მღვიმე

"კავსოკალივის სკიტში, კალივიდან ოდნავ ქვემოთ მდებარეობს მღვიმე, სადაც ღირსი აკაკი ცხოვრობდა. დღეს იქ მოსალოცად პილიგრიმები დადიან. მათ ამ მღვიმეში ანახებენ ღირსი მამის ხის საწოლს.

მრავალი ავადმყოფი, რომლებიც სხვადასხვა სნეულებით იტანჯებიან, მათ შორის თირკმელების დაავადებით და რადიკულიტით, მოდიან მღვიმეში, მცირე ხნით წამოწვებიან საწოლზე და იკურნებიან.

ერთი ასეთი ამბავი შეემთხვა ერთ ერისკაცს, მამა ესაიას ძმას. ერთხელ ის თავის ძმასთან მოვიდა წმინდა სვიმეონ ღვთისმეტყველის კალივაში. ზოგიერთი ნივთის გადმოსატანად ნავსადგურიდან კალივამდე რამდენჯერმე ბარგმოკიდებული ავიდა. წელი გაუკავდა. მაშინვე ღირსი აკაკის კალივაში წავიდა, ტახტზე მცირე ხნით წამოწვა. მალე ჯანმრთელი წამოდგა და ადიდებდა ღმერთს და მადლობდა წმინდანს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 23 2018, 09:27 PM

"მისი [წმინდა გერასიმეს] გარდაცვალების შემდეგ სასწაულები არ შეწყვეტილა. ყველაზე საკვირველი იყო განკურნება დემონური ძალით შეპყრობილი ქალისა, რომელიც წირვაზე მოიყვანეს. ქალი ღამით ეკლესიიდან გავიდა და ჭაში ჩავარდა. იღუმენმა და მონაზვნებმა დაუწყეს ძებნა. ამ დროს წმინდა გერასიმეს ხმა მოესმათ - იჩქარეთ, ქალი საფრთხეშიაო.

ჭასთან დაინახეს წყლის თავზე დაკიდებული ქალი. ამოიყვანეს და შენიშნეს, რომ გამოჯანმრთელებულიყო. მან უამბო ხალხს, როგორ უბიძგა დემონმა ჭაში ჩასავარდნად, მაგრამ წმინდანმა დაიჭირა. ამან და სხვა სასწაულებმა მიახვედრეს მონაზვნები, რომ უნდა ამოესვენებინათ წმინდა გერასიმეს ნეშტი.

1581 წლის 20 ოქტომბერს, ორი საუკუნისა და ორი თვის შემდეგ, გახსნეს საფლავი. მონაზვნებისა და მთელი საქრისტიანოს გასახარად იხილეს წმინდანის უხრწნელი სხეული. განიკურნა მრავალი სნეული. ეკლესიაში დღემდე არ წყდება მომლოცველთა ნაკადი მის წმინდა სხეულთან მისაახლებლად.

მეც გახლდით ერთი სასწაულის მომსწრე, - მიამბობს ესმა, - ეკლესიაში მოსალოცად მისულმა მრევლმა მოვინდომეთ წმინდანის მღვიმის ნახვა. დარბაზიდან მიწისქვეშ ჩასულები ხვრელითღა მოვხვდებოდით მღვიმეში. ამ ვიწრო გასასვლელში ურწმუნო ნამდვილად ვერ გავა. რამდენიმე უკან გამობრუნდა. მე 64 კილო ვარ და გავძვერი, მაგრამ რწმენით გავიდა ერთი თითქმის 100-კილოიანი ადამიანი. რწმენას ნამდვილად დიდი ძალა აქვს. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2018, 10:47 PM

"რწმენით მოუწოდეთ და ევედრეთ ღმრთისმშობელს და წმინდანებს. მათ ესმით ჩვენი ლოცვები და ჩვენს ფიქრსაც კი იგებენ. არ გაგიკვირდეთ ეს. მთელი ზეცა და წმინდანები სულიწმინდით ცხოვრობენ, ხოლო სულიწმინდისათვის არაფერია დაფარული მთელ ქვეყნიერებაზე. ადრე არ მესმოდა, როგორ შეუძლიათ ზეცაში მცხოვრებ წმინდანებს ჩვენი ცხოვრების დანახვა, მაგრამ როცა ღმრთისმშობელმა ცოდვებში მამხილა, მაშინ გავიგე, რომ ისინი სულიწმინდაში გვხედავენ და მთელ ჩვენს ცხოვრებას იცნობენ".

/წმ. სილოვანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 8 2019, 06:32 PM

"მაშინ 23 წლისა ვიყავი, - ჰყვება ერთი ხელოსანი, - ადრე დავქორწინდი, დავწვრილშვილდი, მაგრამ როცა ჩემი ოჯახი შიმშილობდა, მე ვლოთობდი. ერთხელ შინ გალეშილი მივედი... ვხედავ, ვიღაც ახალგაზრდა მღვდელი ზის და ჩემს შვილს ალერსით რაღაცას უყვება. ბავშვიც ყურადღებით უსმენს. გავბრაზდი, გალანძღვა დავაპირე. წავედი მისკენ, მან ამ დროს ისე ალერსიანად, სერიოზულად შემომხედა, რომ შევჩერდი. შემრცხვა. თვალები დავხარე, ის კი თითქოს სულში მიყურებდა.

საუბარი დაიწყო: შინ სამოთხე გაქვს. იქ, სადაც ბავშვები არიან - თბილა და კარგია. ეს სამოთხე არაფერზე არ უნდა გავცვალოთო. არ მადანაშაულებდა, სულ მამართლებდა, თუმცა არ ვიყავი გასამართლებელი. წავიდა და მდუმარედ დამტოვა. არ ვტიროდი, თუმცა სული ცრემლით მქონდა სავსე. ცოლი მიცქერდა... მას მერე ადამიანად ვიქეცი". ეს მამა კი წმინდა იოანე კრონშტადტელი გახლდათ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2019, 07:30 PM

"მამა ლევი ერთხელ საქმეების გამო პეტერბურგში იმყოფებოდა. აქ ერთი სულიერი შვილი, გოგონა, ხიბლისგან იხსნა. ერთხელ მამა ლევმა ქალიშვილს კატეგორიულად მოსთხოვა, სასწრაფოდ გადასულიყო ახალ ბინაში, რომელსაც სთავაზობდნენ. ქალს მართალია არ უნდოდა გადასვლა, მაგრამ მოძღვარს უარი ვეღარ შეჰკადრა და დათანხმდა. იმავე ღამეს მის ძველ ბინაში შეიპარა ყოფილი მსახური - მისი გაძარცვა და მოკვლა უნდოდა. ქალიშვილი მადლობდა ღმერთსა და მამა ლევს, რომელმაც თავისი დაფარულმცოდნეობით უცილობელ სიკვდილს გადაარჩინა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2019, 02:46 PM

დაფარულმცოდნეობის მადლი

"მამა ანტონი აღმსარებლებს ხშირად დაფარულ ცოდვებს ახსენებდა. ერთმა ქალბატონმა ვეღარ გაუძლო მის გამჭოლ მზერას და უთხრა: - მეშინია, როცა მიცქერით, რადგან ჩემს ცოდვებს ხედავთო. მოძღვარმა უპასუხა: - ტყუილად ფიქრობთ ასე. რაზეც ვლოცულობ და რასაც ღმერთი განმიმხელს, ის ვიცი და თუ არ მეტყვის უფალი, მაშინ რა მეცოდინებაო.

ერთხელ ერთმა გოგონამ დამშვიდობებისას ხუმრობით ლოცვა სთხოვა, - იქნებ ღმერთი გათხოვებაში დამეხმაროსო. "თქვენ ხომ გათხოვება არ გინდათ", - უთხრა მოძღვარმა. "მინდა", - დაიჟინა გოგონამ. გამოხდა ხანი. ეს ქალიშვილი კიდევ ეწვია მამა ანტონს. მან შეხვედრისთანავე უთხრა: - რატომ მომატყუეთ? მინდოდა, ამაზე მომეწერა კიდეცო. გოგონას აღარც ახსოვდა თავისი ხუმრობა. მოძღვარმა შეახსენა თხოვნა, დამშვიდობებისას რომ უთხრა: "თქვენი სიტყვისაებრ სამჯერ შევუდექი ლოცვას, მაგრამ სამჯერვე მომესმა ხმად - "მას ეს არ უნდა!" რატომ მომატყუეთ?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2019, 07:09 PM

"- ალბათ, დამეთანხმებით, რომ მამადავითი თბილისელების უსაყვარლესი ადგილია, ბევრი აქ წირვა-ლოცვაზე დასასწრებად ამოდის, ბევრიც დავითის მადლის წყაროს მისაღებად და წასაღებად, რადგან გამიგონია, ამ წყალს საკვირველმოქმედებისა და კურნების ძალა აქვს. რას გვეტყვით ამ წყაროსთან დაკავშირებით?

- წყარო აქ ორ ადგილას გადმოედინება: ტაძრის უკან და იქ, სადაც დავითის ქვაბული მდებარეობს, ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მახლობლად. ეს ტაძარი პირველად IXს-ში აუგიათ, შემდეგ XVIს-ში, მესამედ XIX ს-ში, ბოლოს კი XX ს-ში ამ ადგილას აუგიათ სამრეკლო, რომლის ქვედა ნაწილში ფერისცვალების პატარა ტაძარია. ვარაუდობენ, რომ ამ ტაძრის მახლობელ კელიაში ცხოვრობდა თავიდან წმინდა დავითი, სწორედ აქ გამოუთხოვია მას ღვთისგან წყალი, რომელიც მიეცა.

წყაროს სასწაულმოქმედებისა და კურნების ძალა აქვს და ყველა ავადმყოფს შველის, ვინც კი რწმენით შესვამს მას, განსაკუთრებით უშვილოებს სწყალობს. ამ წყაროს მაშინ აკითხავენ, როცა ექიმები ყოველგვარ იმედს გადაუწურავენ პაციენტებს.

ამას წინათ ერთი მიყვებოდა, თუ როგორ გაუჩნდა შვილი მრავალი წლის უშვილო ოჯახს მას შემდეგ, რაც ამ წყლის მიღება დაიწყო. როგორც მოგახსენებდით, იმ ადგილას, სადაც მამა დავითის პირველი სამყოფელი იყო, ქვაბული წყლით არის ავსებული, გამდინარე წყალში ჩვენც ხშირად ავდივართ განსაბანად და მსურველებსაც ვაძლევთ ამის საშუალებას, რათა კურნება მიიღონ.

ამ წყალს ვინც კი შესვამს, ყველა ხვდება, რომ არ არის უბრალო წყალი, გემოზეც შეატყობთ, რომ მისი შემადგენლობა განსხვავებულია. მიღების წინ შეიძლება წარმოითქვას წმინდა დავით გარეჯელის ტროპარი, ან "მამაო, ჩვენო", ან უბრალოდ ითქვას: "უფალო, შეგვიწყალენ". ორივე წყარო, მართალია, სხვადასხვა ადგილას გადმოდინდება, მაგრამ ერთი და იგივეა."

/მამა სამოელი (ზედგენიძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2020, 06:44 PM

"ღვთის დიდი რწმენისა და მოშურნეობის გამო მეუფე [ზინობი (მაჟუგა)] ღირსი გახდა დიდი წყალობისა - მისი კელია თვით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მოიხილა. ჰქონდა მადლი წინასწარმცნობელობისა. გასული საუკუნის 50-იან წლებში საქართველოს ალექსანდრიის ეკლესიის წარმომადგენელი ეწვია. ლიტურგიის შემდეგ თბილისის ერთ-ერთ ტაძარში ურთიერთმისალმება მოხდა. შეკრებაზე იყო მეუფე ზინობიც, მაშინ - არქიმანდრიტი. უეცრად ალექსანდრიის ეკლესიის წარმომადგენელთან მივიდა და სთხოვა, გაიწიეთ და ადგილი დამითმეთო.

ყველას გაუკვირდა მისი საქციელი, აღშფოთდნენ კიდეც, მაგრამ გარემოებათა გამო ალექსანდრიელი დამორჩილდა. მცირე ხნის შემდეგ უეცრად კანკელის ზედა მხრიდან ხატი ჩამოვარდა და მამა ზინობის თავში დაეცა. დარტყმა ისეთი ძლიერი იყო, რომ დაზარალებულს ბარტყული გადახადა. სტუმართა აღშფოთება გაკვირვებით შეიცვალა. ყველა მიხვდა, რომ არქიმანდრიტის წყალობით დიდ უსიამოვნებას გადაურჩნენ. მეუფე ზინობი კი ბრძანებდა: ღვთის განგებამ და მფარველმა ანგელოზმა ჩემი საშუალებით დაიფარეს სიცოცხლე ალექსანდრიის ეკლესიის თავისაო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2020, 08:50 PM

"წმინდანები მხოლოდ წმინდანების მიერ შეიცნობიან, რადგან ისინი ერთმანეთის მსგავსი ცხოვრების წესით ცხოვრობენ, საერთო გამოცდილება გააჩნიათ, გამოხატვის საერთო მეთოდებს ფლობენ"

/არქიმანდრიტი ეროთეოსი (ვლახოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2021, 08:09 PM

"ბევრს ჰგონია, თითქოს წმინდანები შორს არიან ჩვენგან, მაგრამ ისინი შორს არიან იმ ადამიანებისგან, ვინც თვითონ განეშორა მათ; ხოლო მათთან, ვინც ქრისტეს მცნებებს იმარხავს და სული წმიდის მადლი მიიღო, ძალიან ახლოს არიან".

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 13 2021, 08:33 PM

"სხვაც ბევრი შემთხვევა ვიცით, როცა, როგორც კი მოვუხმობთ, წმინდანები მყისვე მოდიან ჩვენს შესაწევნად. აქედან ჩანს, რომ ჩვენი ლოცვები მთელ ზეცას ესმის"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 25 2021, 08:46 PM

"წმინდანები იყვნენ როგორც ღვთისმოყვარენი, ასევე - ყველა ადამიანზე მეტად კაცთმოყვარენი!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2023, 06:11 PM

"როდესაც შენ, ადამიანო, განსაკუთრებით გიყვარს წმინდანი და პატივს მიაგებ მას, მაშინ წმინდანსაც ყოველთვის ახსოვხარ და უხილავად ისე არის შენთან, რომ შენ ვერც ხვდები ამას. ის გაცილებით ახლოს არის შენთან, როდესაც იდღესასწაულება მისი ხსენება და შენ გამოხატავ უთბეს მოშურნეობას მის მიმართ".

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)