IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Closed TopicStart new topic
> ადამის ცოდვა, ნათლისღება, უნათლავი ჩვილების ხვედრი, მამათა სწავლებების მიმოხილვა
lado s
პოსტი May 10 2007, 02:48 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-December 06
წევრი № 738



ადამის ცოდვა, ნათლისღება, უნათლავი ჩვილების ხვედრი
ამ საკითხებზე უკვე არაერთგზის იყო საუბარი სხვადასხვა თემაში, მაგრამ, იმედია არ მიწყენთ, თუ აქ ერთად შევაჯამებ. ჩემი აზრით მამათა სწავლებები წარმოჩენილი იყო ცალმხრივად და ტენდენციური კომენტარებით; სამწუხაროდ, ნაწილობრივ იმისთვის, რომ ეს თემა გარკვეული სასულიერო პირების სალანძღავად და დასამცირებლად გამოეყენებინათ. მე არა მაქვს იმის სურვილი და ილუზია, რომ ამგვარად განწყობილ ადამიანებს რაიმე ვუმტკიცო, უბრალოდ ამ ფორუმის თემებს გულწრფელად დაინტერესებული ხალხიც კითხულობს, და იმედია, ისინი ქვემოთ მოყვანილი მამათა სწავლებებიდან სულიერ სარგებელსაც ჰპოვებენ და ჩვილების ხვედრთან დაკავშირებითაც უფრო სრულ ინფორმაციას მიიღებენ. უმიზნო და პოპულისტური კამათის სურვილი ნამდვილად არ მაქვს; თუ რაიმე საკითხი ან სწავლება გაუგებარი და საკამათოა, ვისაუბროთ მშვიდად, ემოციების და შეურაცხყოფების გარეშე.
სწავლებები, რომლებსაც ავტორის გვერდით ფრჩხილებში უწერიათ _ ედ. თარგმნილია ედიშერ ჭელიძის მიერ.
შევეცადე წარმომედგინა ყველაზე უფრო ავტორიტეტული და სანდო წყაროები, რომ საკამათო ნაკლები ყოფილიყო.

1). ადამის ცოდვა და მისი შედეგები


წმ. კირილე ალექსანდრიელი (ედ.)

“ბუნება დასნეულდა ცოდვით ერთის, ესე იგი ადამის, ურჩობის გამო. შესაბამისად, ყველა ადამიანი დავისაჯეთ სიკვდილით, რადგან ადამისეული ურჩობის შედეგად მთელმა ადამიანურმა ბუნებამ განიცადა ეს თავის თავში, რამეთუ ადამი იყო პირველდასაბამი მოდგმისა; მაგრამ ქრისტეს მიერ კვლავ გავიფოთლეთ ცხოვრებაში”.
პგ. 74,785.

წმ. ბასილი დიდი

როგორც შესცოდა ადამმა ცუდი სურვილის გამო, ისევე მოკვდა ცოდვით: „რამეთუ საგზალი ცოდვისაჲ სიკუდილი არს“ (რომ. 6,23); რამდენადაც განეშორა სიცოცხლეს, იმდენად მიუახლოვდა სიკვდილს, რამეთუ ღმერთი სიცოცხლეა, ხოლო სიცოცხლის დაკარგვა _ სიკვდილი. ამიტომაც ადამმა თავად განიმზადა სიკვდილი ღვთისაგან განშორებით, თანახმად საღვთო წერილისა: „რამეთუ, აჰა ესერა, რომელთა განიშორეს თავნი თვისნი შენგან, იგინი წარწყმდენ” (ფსალმ. 72,27).
წმ. იუსტინე პოპოვიჩის წიგნიდან, "О первородном грехе"


წმ. მარკოზ მოღვაწე

დავუშვათ, როგორც ამბობენ, არსებობენ ზოგიერთნი ამ უძლურებათა გარეშე, დაბადებიდან ყოველგვარ ბიწიერებას განშორებულნი; თუმცაღა წმიდა პავლე მოციქულის თანახმად, ეს შეუძლებელია: “ყოველთავე შესცოდეს და დაკლებულ არიან დიდებისაგან ღმრთისა. ხოლო განმართლდებიან უსასყიდლოდ მადლითა მისითა” (რომ. 3,23-24). ასეთები, თუნდაც რომ ყოფილიყვნენ, ყველანი ადამისაგან წარმოიშვებიან, ყველა მცნების გარდასვლის ცოდვითაა შობილი; ამიტომ, უფლის მსჯავრით სიკვდილი განეჩინათ და ქრისტეს გარეშე ვერ ცხონდებიან.
"Нравственно-подвижнические слова", стр. 71, Сергиев посад, 1911


წმ. მაქსიმე აღმსარებელი

სიკვდილი, ამ სიტყვის ნამდვილი აზრით, ღვთისგან განშორებაა, ხოლო “საწერტელ სიკუდილისა _ ცოდვაჲ” (1 კორ. 15,56). ადამმა საკუთარ თავში ეს საწერტელი (ნესტარი) რომ მიიღო, განგდებულ იქნა ცხოვრების ხისგან, სამოთხიდან და ღვთისგან, რასაც, როგორც აუცილებელი, მოყვა სიკვდილი. ხოლო სიცოცხლე, ამ სიტყვის საკუთარი მნიშვნელობით, ის არის, ვინც თქვა: “მე ვარ ცხორებაჲ (სიცოცხლე)” (იოან. 14,6)
სიყვარულისთვის

წმ. იუსტინე პოპოვიჩი

პირველი ადამიანები ღვთისადმი ურჩობით, რაც ეშმაკის ნების აღსრულებაში გამოვლინდა, საკუთარი ნებით განვარდნენ ღვთისაგან და შეემსჭვალნენ ეშმაკს, ცოდვაში შევიდნენ და ცოდვა თავში შეუშვეს... „დაე, ნურავინ იფიქრებს, _ აცხადებს ნეტარი ავგუსტინე, _ რომ პირველი ადამიანების ცოდვა მცირე და მსუბუქია იმიტომ, რომ ხის ნაყოფის ჭამაში მდგომარეობს, და თანაც ნაყოფი არ იყო ცუდი და მავნებელი, არამედ მხოლოდ აკრძალული. მცნება მორჩილებას ითხოვდა, ისეთ სათნოებას, რომელიც გონიერი არსებებისთვის ყველა სათნოების დედა და დამცველია“.

ცოდვის არსი, ეშმაკისეული იქნება ის თუ ადამიანური, არის დაუმორჩილებლობა ღვთისადმი, რომელიც აბსოლუტური სიკეთეა და ყოველგვარი კეთილის შემოქმედი. ამ ურჩობის მიზეზი თავისმოყვარე ამპარტავნებაა. „ეშმაკი ვერ შეძლებდა ადამიანის ცოდვაში ჩაგდებას, _ ამბობს ნეტარი ავგუსტინე, _ ამ საქმეში თავისმოყვარებას რომ არ ემოქმედა“. „ამპარტავნება ბოროტების მწვერვალია, _ ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი. _ ღმერთის წინაშე არაფერია ისე საძაგელი, როგორც ამპარტავნება. ამიტომაც მან დასაწყისშივე ყველაფერი ისე მოაწყო, რომ აღმოეფხვრა ჩვენში ეს ვნება. ამპარტავნების გამო გავხდით მოკვდავნი, მწუხარებასა და ჭმუნვაში ვცხოვრობთ. ამისთვის მიედინება ჩვენი ცხოვრება ტანჯვასა და უძლურებაში, განუწყვეტელი შრომით არის დამძიმებული. პირველი ადამიანი ცოდვაში ამპარტავნებამ ჩააგდო, რადგან ღმერთის თანასწორობა მოისურვა“.
"О первородном грехе"

წმ. იოანე ოქროპირი

როგორც სხეული კვდება მაშინ, როდესაც სული მას თავისი ძალის გარეშე ტოვებს, ასევე კვდება სულიც, როდესაც სული წმიდა მას თავისი ძალის გარეშე ტოვებს.
ეფესელთა მიმართ ეპ. განმ.

წმ. იუსტინე პოპოვიჩი

სიკვდილი _ ადამის ყოველი შთამომავლის ხვედრია, რამეთუ ისინი ცოდვით დასნეულებული და ამის გამო მოკვდავი ადამისგან იშვებიან. როგორც მოწამლული წყაროდან ბუნებრივად გამოედინება მოწამლული ნაკადი, ასევე ცოდვითა და სიკვდილით დასნეულებული მამამთავრისგან ბუნებრივად მოედინება ცოდვითა და სიკვდილით სნეული შთამომავლობა (შდრ. რომ. 5,12; 1 კორ. 15,22). როგორც ადამის, ისე მისი შთამომავლების სიკვდილი ორგვარია _ ხორციელი და სულიერი. ხორციელია სიკვდილი, როდესაც სხეული დაკარგავს მის განმაცხოველებელ სულს, ხოლო სულიერი, როდესაც სული კარგავს ღვთის მადლს, მაცოცხლებელს ამაღლებული, სულიერი, ღვთის სათნო ცხოვრებით; წინასწარმეტყველის სიტყვებით: „სული მცოდველი იგი მოკუდეს“ (ეზეკ. 18,4).
"О первородном грехе"

წმ. ირინეოს ლიონელი

და თქვა ადამმა: ურჩობის გამო დავკარგე სიწმინდის სამოსი, რომელიც სულიწმიდამ მომანიჭა.
ერესების წინააღმდეგ, 3,37

წმ. გრიგოლ ნოსელი

თავისი დაცემის შემდეგ პირველი ადამიანი კიდევ მრავალი ასეული წლის განმავლობაში ცოცხლობდა; მაგრამ ტყუილი არ უთქვამს ღმერთს, როდესაც ბრძანა: “რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ” (დაბ. 2,17), _ რადგან სწორედ იმის გამო, რომ ადამიანი დაშორდა ჭეშმარიტ სიცოცხლეს, მასზე იმავე დღეს აღესრულა სიკვდილის განაჩენი (ანუ მოკვდა სულიერად _ მთარგმ.), ხოლო წლების შემდეგ ეწია ადამს ხორციელი სიკვდილიც.
მიტრ. მაკარი მოსკ. დოგმ. ღვთისმეტყველება, ტ.1, გვ. 486

წმ. ბასილი დიდივითარმედ არა არს ღმერთი მიზეზი ბოროტთა

იყო ოდესმე ადამ ზეცას არა ადგილითა, არამედ გონებითა. რაჟამს-იგი სულიერ იქმნა და აღიხილნა ზეცად და ხილულთა მათ მიერ მხიარულ იქმნა, უფროჲსად უყუარდა ქველისმოქმედი იგი, რომელმან მოსცა მას ცხორებისა საუკუნოჲსა საშუებელი და კეთილთა შინა სამოთხისათა განუსუენა და მისცა მთავრობაჲ, მიმსგავსებული ანგელოზთა, და მთავარანგელოზთა თანამოზიარე ყო და მსმენელ ხმისა მის საღმრთოჲსა. ამას ყოველსა ზედა დამტკიცებულ იყო რაჲ ღმრთისა მიერ და იშუებდა, ადრე განძღა ამით ყოვლითა. და სიმაძღრითა მით, ვითარმცა შეურაცხ-ყო, და პატივ-სცა ხორციელთა მათ თუალთა მიერ ხილულსა შუენიერებასა უფროჲს საცნაურისა მის, და სიმაძღრე მუცლისაჲ უფროჲს მტკიცეთა მათ კეთილთაჲსა აღირჩია, და მეხსეულად გარეგან სამოთხისა იქმნა და გარეგან სანატრელისა მის ცხორებისა, და არა თუ იძულებით, არამედ ნეფსით იქმნა ბოროტ...
არამედ კუალად ამას ზედა იტყვის მეძიებელი იგი, ვითარმედ: “და რად არა დაბადებასავე მოგუეცა უცოდველობაჲ, რაჲთა დაღაცათუ გვინდა, ვერმცა ძალ-გუედვა ცოდვად?
არამედ ისმინე, რომელი ამას იტყვი, რამეთუ შენცა არა მაშინ შეგირაცხიეს მონაჲ შენი ერთგულად, რაჟამს შეკრულად გყვეს, არამედ რაჟამს იხილო, ვითარმედ ნეფსით იქმს ნებასა შენსა. და ღმერთსაცა არა მიმძლავრებული და იძულებული უყუარს, არამედ რომელი სათნოებითა წარემართოს კაცსა. ხოლო სათნოებაჲ ნეფსით და არა იძულებით იქმნების, და ნებაჲ ჩუენ ზედა არს, ხოლო ჩვენ ზედა მყოფი იგი არს თვითმფლობელობაჲ.
აწ უკუე რომელი აბრალობდეს დამბადებელსა, თუ რად არა იძულებით უცოდველად დაგუბადნა, იგი სხუასა არარას იქმს, არამედ ბუნებასა პირუტყუთასა პიტივ-სცემს უფროჲს სიტყვიერისა მის ბუნებისა, და აღუძვრელსა მას და უნებელსა _ უფროჲს ნეფსითისა ამის და მოქმედისა.
ბასილი კესარიელის “სწავლათა” ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი, თბ. 1983


წმ. იოანე ოქროპირი


არა მხოლოდ ის განჭვრიტა ღმერთმა, რომ ადამი შესცოდებდა, არამედ ისიც, რომ დაცემულს აღადგენდა თავისი განგებულებით... იცოდა, რომ დაეცემოდა, მაგრამ მკურნალობაც განამზადა აღსადგენად, და დაუშვა გამოეცადა ადამიანს სიკვდილი, რათა ესწავლებინა, თუ რისი მიღწევა შეუძლია მას თავით თვისით, და რითი სარგებლობდა შემოქმედის სახიერების გამო (იგულისხმება სამოთხის ნეტარება _ მთარგ.). იცოდა, რომ ადამი დაეცემოდა, მაგრამ ხედავდა, რომ მისგან უნდა წარმოშობილიყო აბელი, ენოსი, ენუქი, ნოე, ილია, წინასწარმეტყველები, საკვირველი მოციქულები... და ღმერთშემოსილი მოწამეების ღრუბლები, კეთილმსახურების აღმომადინებელნი.
მიტრ. მაკარი მოსკ. დოგმ. ღვთისმეტყველება, ტ.1, გვ. 482




2). ადამიანის სულის წარმოშობაზე


ადამიანის სული არის არსება გონიერი, უსხეულო, უვნებო, უკვდავი. არათუ ოდესმე ანგელოზი იყო სული, როგორც ორიგენისტები ზღაპრობენ; არცთუ სხეულთა უწინარეს არსებობენ სულები, როგორც მანიქეველები რჯულმდებლობენ, არამედ როგორც ქვისა და რკინის დარტყმისას ორივესგან იბადება ცეცხლი, ასევე მამაკაცის და ქალის შეწყვილებისგან შეიდგინება, ღვთის ბრძანებით, სხეული და სული.

წმ. მაქსიმე აღმსარებელი (ედ.)

სულის წარმოშობა არ ხდება ქვემდებარე ნივთისგან, როგორც _ სხეულებისა, არამედ ღვთის განზრახვით ცხოველმყოფელი შთაბერვის გზით ფარულად და შეუცნობლად, როგორც ეს უწყის მხოლოდ მისმა შემოქმედმა, სული არსებობას იღებს მუცლადღებისას სხეულთან ერთად და ერთი ადამიანის სრულყოფამდე (ჩამოყალიბებამდე, ე.ჭ.) მიიყვანება.

წმ. იოანე დამასკელი (ედ.)
“სხეულთან ერთად სულიც იქმნება და არ არის ის უპირველესი, ეს კი უგვიანესი”.
პგ. 94,921.



3). ნათლისღების მნიშვნელობა

[b]წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი (ედ.)


“წინასწარ იცოდა რა ღმერთმა ადამის დაცემაც და, აგრეთვე, მისი სინანულიც, ვიდრე ყოველივეს აღსრულებამდე წინაგანსაზღვრა მან ჟამიც, ადგილიც და ისიც, თუ როგორ და როდის აღმოუწოდებდა ადამს ექსორიობიდან, და როგორც წინაგანსაზღვრა, ისე აღესრულა კიდეც. და გარდამოხდა ციდან უფალი ჩვენი ქრისტე და თავისი სიკვდილით გაგვათავისუფლა ჩვენ და სრულიად განქარდა ის დაგმობილობა, რაც თან მოგვყვებოდა ჩვენ პირველმამის დანაშაულის შედეგად, და წმინდა ნათლობისა და დანარჩენ სამღვდელო საიდუმლოთა მიერ აღმოგვშვა ჩვენ, ახლადშეგვქმნა ჩვენ და გაგვათავისუფლა ჩვენ”.

ათანასე დიდი (ედ.)

“როგორც ქრისტე მოკვდა და... აღდგა, ისევე ჩვენც, ნათლისღების ჟამს, მკვდარნი აღვდგებით”.
პგ. 28,753 ბ.

წმ. ამბროსი მედიოლანელი

ნათლისღების საიდუმლოს გარეშე ვერავინ შევა ცათა სასუფეველში.
მიტრ. მაკარი მოსკ. დოგმ. ღვთისმეტყველება, ტ.2, გვ. 258


ბასილი დიდი (ედ.)


“უნათლავი არ განათლებულა”.
პგ. 79.105 ბ.

წმ. იოანე ოქროპირი

უკუეთუ ვინ უნათლავი წარვიდეს, დაღაცათუ ყოველივე სათნოებაჲ მას აქუნდეს, არასადა მივალს სხუად, გარნა გეჰენიასა ცეცხლისასა და მატლსა წამლეანსა და ბნელსა გარესკნელსა.
“განმარტება იოანეს სახარებისა”, გვ. 168, თბ. 1993.


წმ. თეოფანე დაყუდებული


“არამედ რაჲ-იგი არს ქრისტეს მიერ ახალი დაბადებული”, გვასწავლის მოციქული (2 კორ. 5,17). ქრისტიანი ნათლისღებით ხდება ახალი დაბადებული. ემბაზიდან გამოსული კაცი სულაც აღარ ჰგავს ემბაზში შესულს. როგორც ნათელი ბნელის, როგორც სიცოცხლე სიკვდილის, ისეთივე საპირისპიროა ნათელღებული უნათლავისა. უსჯულოებებში მუცლადღებული და ცოდვებში შობილი კაცი ნათლისღებამდე ცოდვის მთელ შხამს ატარებს, მისგან გამოწვეული შედეგების მთელი სიმძიმით. იგი ღვთის რისხვის ქვეშ იმყოფება, ბუნებით მრისხანების შვილია; დაზიანებულია, მოშლილია შინაგანად, მოშლილია ნაწილთა და ძალთა ურთიერთდამოკიდებულებაც და ისინი უმეტესად ცოდვის გამრავლებისკენ არიან მიმართულნი, დამორჩილებულია სატანის ზემოქმედებას, რომელიც უნათლავში, მასში მყოფი ცოდვის მიზეზით, ძალაუფლებით მოქმედებს. აქედან გამომდინარე, იგი სიკვდილის შემდგომ გარდაუვალად ჯოჯოხეთის მოხარკეა, რომელშიც დაიტანჯება თავის თავადთან (ეშმაკთან) და მის მსახურებთან ერთად.
ნათლისღება ყველა ამ ბოროტებისგან გამოგვიხსნის. იგი წარხოცავს წყევლას ქრისტეს ჯვრის ძალით და გვიბრუნებს კურთხევას: ნათელღებულნი ღვთის შვილები არიან, როგორც თავად უფალმა უწოდა მათ. “ხოლო უკუეთუ შვილ, მკვიდრცა, მკვიდრ ღმრთისა თანა და თანა-მკვიდრ ქრისტესა” (რომ. 8,17).
"Путь ко спасению" стр. 18, М, 1908.


წმ. დიადოქოს ფოტიკელი (ედ.)


ზოგიერთების აზრით მადლი და ცოდვა, ესე იგი სული ჭეშმარიტებისა და სული ცთომილებისა მოსანათლთა გონებაში იფარება. აქედან, ამბობენ, რომ ერთი პირი კარგისკენ უხმობს გონებას, მეორე კი _ მყისვე საპირისპიროსკენ, მე კი საღვთო წერილისგან და საკუთრივ გონების შემეცნებისგან ის შევიცანი, რომ წმინდა ნათლობამდე მადლი გარედან აქეზებს სულს კარგისკენ, ხოლო სატანა სულის სიღრმეებში იბუდებს, რათა დახშოს გონების ყველა მარჯვენა გასასვლელი, მაგრამ იმ საათიდანვე, როდესაც ახლად ვიშვებით, გარეგანი ხდება ეშმაკი, მადლი კი _ შინაგანი. აქედან აღმოვაჩენთ, რომ როგორც ძველად ბატონობდა სულზე ცთომილება, ასე ბატონობს მასზე ჭეშმარიტება ნათლობის შემდეგ.
თავი 75.

წმ. ეფრემ ასური
სიტყვა საყოველთაო აღდგომაზე, სინანულზე და სიყვარულზე, უფალ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლაზე

მაშინ (საშინელ სამსჯავროზე), ქრისტესმოყვარენო, თითოეულს შეუმოწმდება ქრისტიანობის ბეჭედი, რომელიც მიიღო ყოველმა მათგანმა მსოფლიო (კათოლიკე) ეკლესიაში ნათლისღებისას, და მოეთხოვება თითოეულს უბიწო სარწმუნოება, შეუმუსრავი ბეჭედი, შეუბილწავი კვართი და კეთილი აღსარება, რომელიც აღთქვა მან მრავალი მოწმის თანდასწრებით, როდესაც წარმოთქვა: “განვეშორები ეშმაკისაგან და ყოველთა საქმეთა მისთაგან”...
უკანასკნელ, როგორც თქვა უფალმა (მათ. 25,32-33), “განარჩინეს იგინი ურთიერთას, ვითარცა-იგი მწყემსმან რაÁ განარჩინის ცხოვარნი თიკანთაგან, და დაადგინნეს ცხოვარნი მარჯუენით მისა”. _ ის ცხოვარნი, რომლებსაც აქვთ კეთილი ნაყოფი, რომლებმაც იციან მწყემსი, რომლებიც არიან აღბეჭდილნი, რომლებმაც დაიცვეს ბეჭედი დაუზიანებლად, რომლებიც გაყვნენ დიდ მწყემსს, რომელმაც თქვა: “მომდევდით მე”, ცხოვარნი, რომლებმაც არ შებილწეს წმინდა სარწმუნოება მწვალებლური გმობებით; ამ ცხვრებს დაადგენს მარჯვენით მისა.

წმ. ბასილი დიდი
წმიდისა ნათლისღებისათვის

დავიფლნეთ ქრისტეს თანა, რომელი-იგი ჩუენთვის მოკუდა, რაჲთა აღვდგეთ მის თანა, რომელმან-იგი აღდგომაჲ მოგუმადლა...
რამეთუ არცა ხორცთა ცხორებაჲ შესაძლებელ არს თვინიერ სამშვინველისა, არცა სულისაჲ, რომელი არა იცნობდეს დამბადებელსა თვისსა, რამეთუ უგულისხმოებაჲ ღმრთისაჲ სიკუდილი არს სულისაჲ. ხოლო რომელი არა ნათელ-ღებულ იყოს, იგი არა განათლებულ არს და თვინიერ ნათლისა ვერცა თუალი შემძლებელ არს თვისთა საქმეთა ხედვად, ვერცა სულსა ძალ-უც გულისხმისყოფასა ღმრთისასა მოღებად...
ისრაელმან მოსეს მიერ ნათელ-იღო ღრუბელსა შინა და ზღუასა, რამეთუ შენ სახესა გიჩუენებდა და გამოხატვიდა უკუანაჲსკნელთა ჟამთა გამოჩინებადსა ამას ჭეშმარტებასა...
ისრაელსა უკუეთუმცა არა განევლო ზღუაჲ, არამცა ხსნილ იყო მონებისაგან ფარაოჲსა, და შენ, უკუეთუ არა განჰვლო წყალი იგი, არა განერე მწარისა მისგან მძლავრებისა ეშმაკისა...
შევიდა ქუეყანასა მას აღთქუმისასა ნათლისღებისათვის, ხოლო შენ ვითარ მიიქცე სამოთხედვე, უკუეთუ არა აღიბეჭდო ნათლისღებისა მიერ?
... ვითარ გრიდოს შენ ანგელოზმან მან, ანუ ვითარ გიხსნეს მტერთაგან, უკუეთუ არა იცნას ბეჭედი იგი? ანუ შენ ვითარ სთქუა, თუ მე ღმრთისაჲ ვარ, რაჟამს არა გაქუნდეს სასწაული მისი? ანუ არა უწყია, ვითარმედ აღნიშნულთა მათ სახლთა თანა-წარჰხდებოდა მომსრველი იგი, ხოლო უნიშნავთა მათ შინა მოსრვიდა პირმშოთა მათ? საუნჯე დაუბეჭდავი ადვილ არს განსაპარავად, ცხოვარი აღუნიშვნელი უშრომელად წარტაცებულ იქმნის.



4. ნათლისღების სახეები და მისი აღმასრულებელნი



რომელმან არა ნათელ-იღოს, მას ცხორებაჲ არა აქუს, გარნა მარტვილთა ხოლო, რომელთა თვინიერ წყლისა ნათლისღებისა დაიპყრან სასუფეველი; რამეთუ, რაჟამს იხსნიდა ჯუარითა სოფელსა მაცხოვარი და გუერდსა უგმირეს, გამოხდა სისხლი და წყალი, რაჲთა რომელთამე ჟამსა მშვიდობისასა სულითა წმიდითა და წყლითა ნათელ-იღონ და რომელთამე კუალად ჟამსა დევნისასა თვისითა სისხლითა ნათელ-იღონ.
სინური მრავალთავი, გვ. 87, თბ. 1959.

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

ვიცი მეოთხე ნათლობაც _ ნათლობა მოწამეობით და სისხლით, რომლითაც ნათელ-იღო თვით ქრისტემ.
მიტრ. მაკარი მოსკ. დოგმ. ღვთისმეტყველება, ტ.2, გვ. 261


წმ. ნიკიფორე აღმსარებელი


საჭიროების შემთხვევაში უბრალო ბერსაც შეუძლია მონათვლა, ისევე როგორც საჭიროებისას ნათლავს დიაკონიც. თუკი რომელიმე ადგილას შეუძლებელი იქნება მღვდლის პოვნა, მაშინ უნათლავი ჩვილების მონათვლა შეუძლია ყველას, ვინც იქ აღმოჩნდება. ცოდვა არ იქნება, მონათლავს მამა ან ნებისმიერი სხვა ვინმე, მთავარია ქრისტიანი იყოს (იგულისხმება მართლმადიდებელი _ მთარგ.).
კან. 44,45


პატერიკონი (ედ.)

კე. ვიღაც ქალმა შვა ტყუპები. მეათე დღეს დედამ ნახა, რომ ერთი ბავშვი საფრთხეში იყო, მივიდა წმინდა ეკლესიაში და მონათლა იგი. ორი წლის შემდეგ ბავშვები გაიზარდნენ და დედამ მოინდომა უნათლავის მონათვლა, მაგრამ ვერ შეძლო გაეგო, თუ რომელს ჰქონდა მიღებული წმინდა ნათლობა. მივიდა იგი მღვდელთან და უთხრა მას: ჩემი ერთი ბავშვი ათი დღისა მოვნათლე, ახლა კი, როცა გაიზარდნენ, მინდა მოვნათლო მეორეც, მაგრამ ვერ ვახერხებ გავიგო, მათგან რომელმა მიიღო წმინდა ნათლობა. რის გაკეთებას მიბრძანებ? როცა ეს გაიგონა მღვდელმა, წაიყვანა იგი წმინდა კირილე ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსთან, რომელმაც ორივეს მონათვლა ბრძანა და უთხრა მღვდელს: “ასე მონათლე ორივე _ თქვი: მოუნათლავი ინათლება სახელითა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა”.

წმ. იოანე დამასკელი
ქრისტიანის საუბარი სარკინოზთან
განმარტება იერემია წინასწარმეტველის სიტყვებზე (იერ. 1,5)

ქრისტემდე თუ იყო ნათლობა? იერემია ხომ ქრისტემდეა დაბადებული? _ იყო ნათლობა, წმიდა მოციქულის მოწმობით, რომელიც ამბობს, რომ “ნათელ-იღეს ღრუბლითა მით და ზღვითა” (1 კორ. 10,2). და უფალი ამბობს სახარებაში: “უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ხელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა” (იოან. 3,5). ასე რომ, აბრაამი, ისააკი, იაკობი და დანარჩენი ქრისტემდელი წმინდანები ცათა სასუფეველში შესვლამდე მოინათლნენ, რადგან, ქრისტეს მოწმობის თანახმად, თუკი არ მოინათლებოდნენ, ვერც ცხონდებოდნენ. ასევე მოწმობს სული წმიდა “უცხო იქმნეს ცოდვილნი საშოჲთგან” (ფსალმ. 57,4), ანუ ნათლისღებისგან. ამიტომაც ვაღიარებთ, რომ ყველა, ვინც ცხონდა და აწ ცხონდება, ცხონდნენ და ცხონდებიან ღვთის მადლით.
თხზულებები, მოსკ. 1997, გვ. 77

აქ ცხადია საუბარია ნათლობის სიმბოლურ მხარეზე და არა სულიერზე, ანუ სული წმიდის მადლით ცოდვათა მიტევებაზე, რომელიც მხოლოდ ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ აღსრულდა. ამავე საკითხზე საუბრობს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი: “ნათლავდა მოსე, მაგრამ წყალში; მანამდე კი “ღრუბლითა მით და ზღვითა” (1 კორ. 10,2); და ამას ჰქონდა წინასახეობითი აზრი, როგორც გულისხმაყოფს პავლეც. ზღვა წყლის სახე იყო, ღრუბელი _ სულის, მანანა _ ცხოვრების პურის, სასმელი _ ღვთაებრივი სასმელის. ნათლავდა იოანეც, უკვე არა იუდეველთაებრ, რადგან არა მხოლოდ წყლით, არამედ სინანულითაც (მათ. 3,11); მაგრამ არა სრულყოფილად სულიერად, რადგან არ დაუმატებია “და სულით”. ნათლავდა იესოც, მაგრამ სულით: ამაშია სრულყოფილება” (39 სიტყვა).

გაგრძელება იქნება

5. არსებობს თუ არა ნათლობა სურვილით; მოწამეები ფიზიკური წამების გარეშე

[b]წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი

ნათლისღებისათვის (მეორმოცე სიტყვა)

და უკუეთუ იტყვი, ვითარმედ: რაჲ არს _ არა კაცთმოყვარე არსა ღმერთი და მხედველი გონებათაჲ, რამეთუ განიკითხავს იგი გულთა, და ნათლისღებისა და სინანულისა წილ შეჰრაცხავს გულსმოდგინებასა?
მსგავს არს სიტყუაჲ შენი ზღაპარსა, უკუეთუ ნათელღებულად შერაცხილ არს წინაშე ღმრთისა უნათლავი იგი კაცთმოყვარებისათვის მისისა, ანუ თუ სასუფეველსა ღირს იქმნების, რომელსა სწადოდა იგი თვინიერ საქმეთა სასუფეველისათა.

ხოლო მესამენი იგი არცა იდიდნენ, არცა იტანჯნენ მართლისა მის მსაჯულისაგან, ვითარცა დაუბეჭდავნი.

აქ მცირე კომენტარს გავაკეთებ. ჩვენი ეკლესიის ზოგიერთი წევრის მიერ გამოითქმება მოსაზრება, რომ მართალია უნათლავი ადამიანი ვერ ცხონდება, მაგრამ ზოგჯერ, როდესაც არ არსებობს ნათლობის საშუალება, შეიძლება ეს საიდუმლო აღსრულდეს მხოლოდ სურვილით. ამ აზრის დასადასტურებლად მოაქვთ წმ. გრიგოლ ღვისმეტყველის მეორმოცე სიტყვიდან ადგილი, სადაც ის უნათლავთა კატეგორიებზე მსჯელობს, ასევე ჯვარცმული ავაზაკისა და მცხეთელი სიდონიას მაგალითები. რაც შეეხება წმ. გრიგოლის სიტყვას, თუკი ყურადღებით და ტენდენციურობის გარეშე წავიკითხავთ, ადვილად დავრწმუნდებით, რომ ეს წმინდანი საპირისპიროს ამტკიცებს. იმავე მეორმოცე სიტყვაში (იხ. ზემოთ) ის ამბობს: “მსგავს არს სიტყუაჲ შენი ზღაპარსა, უკუეთუ ნათელღებულად შერაცხილ არს წინაშე ღმრთისა უნათლავი იგი კაცთმოყვარებისათვის მისისა...”, აქ მგონი ყველაფერი გასაგებია. ხოლო ქვემოთ, იმ ადგილას, რომელსაც სურვილით ნათლობის დასამტკიცებლად იშველიებენ, წმ. მამა გარკვევით ამბობს: “არცა იდიდნენ, არცა იტანჯნენ მართლისა მის მსაჯულისაგან, ვითარცა დაუბეჭდავნი”. ანუ ეს პიროვნებები (მათ შორის იგულისხმება ჩვილებიც) არიან “დაუბეჭდავნი”, ე.ი. უნათლავნი, და ამიტომ არ იდიდებიანო. ასე რომ წმ. გრიგოლი, პირიქით, ადასტურებს, რომ არ ხდება სურვილით ნათლობა.
რაც შეეხება წმ. სიდონიას და ჯვარცმულ ავაზაკს, ვინაიდან ეკლესიის არცერთი მამა არ ასწავლის სურვილით ნათლობას, ცხადია ამ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ მოწამებრივი ნათლობა. ისმის კითხვა, თუ შეიძლება მოწამე იყოს ის, ვინც ფიზიკურად არ უწამებიათ (სიდონიას შემთხვევა)? ცნობილია არაერთი ასეთი შემთხვევაა, როდესაც ეკლესიამ მოწამედ შერაცხა ქრისტიანები, რომლებმაც აღიარეს ჭეშმარიტება და სულიერად ეწამნენ. მაგალითად: წმ. ნატალია, წმ. ადრიანეს მეუღლე; წმ. სოფიო, პისტის, ელპიდის და აღაპის დედა; წმ. სოლომონია, მაკამელი მოწამეების დედა; შვიდი ეფესელი ყრმა.
ასე რომ, ეკლესია ასწავლის მხოლოდ ორი სახის ნათლისღების საიდუმლოს შესახებ: წყლით და მოწამეობით. ამას ადასტურებს ქვემოთ მოყვანილი სწავლებებიც.



6. ჩვილთა ნათლობა და უნათლავი ჩვილების ხვედრი

[b]პედალიონი (ედ.)


“მართლმადიდებელი კათოლიკე ეკლესიის აზრი ისაა, რომ საკუთრივ პირველმამისეული ცოდვა, რაც იყო არა არსება, არამედ გადახვევა მართალი წესისგან და უფლის მცნებისადმი სავალდებულო მორჩილების ურჩობად შეცვლა, _ არა უმეცრება გონებისა და უარესისკენ მიდრეკა ნებელობისა, არამედ ამათი ძირი და მიზეზი, _ გადაეცემა ყველა ადამიანს, მათ შორის იმათაც კი, რომლებიც დედის მუცლიდან განწმენდილი იყვნენ და თვით ჩვენს დედოფალ ღვთისმშობელსაც, ესე იგი _ არა მხოლოდ ურწმუნოთაგან შობილ ჩვილებს. ამასთან, გადაეცემათ არა ლიტონი მოთვისეობით ან მბაძველობითად, არამედ ჭეშმარიტი და საქმით ზიარებით. ამიტომ, ჩვილებიც ჭეშმარიტად და ნამდვილად ამგვარი ცოდვის მისატევებლად ინათლებიან, როგორც ჭეშმარიტად და საქმითად ზიარებულნი ამ ცოდვასთან, თანახმად კართაგენის 121-ე კანონისა”.
კომენტარი კართაგენის კრების 121-ე კანონზე.

ორიგენე

ეკლესიამ მიიღო გადმოცემა მოციქულებისგან, რომ ყრმებიც მოვნათლოთ.
მიტრ. მაკარი მოსკ. დოგმ. ღვთისმეტყველება, ტ.2, გვ. 259


წმ. იოანე ოქროპირი

თუკი საჭირო იქნება, როდესაც უნათლავი ჩვილია მომაკვდავი, დიაკონს შეუძლია მონათლოს. და თუკი ჩვილი გარდაიცვლება, იგი მონათლულად აღირიცხება. თუკი იგი უნათლავად პრესვიტერის უზრუნველობის გამო აღესრულა, ვაი, იმ პრესვიტერს! თუ მშობელთა უზრუნველობით მოკვდა უნათლავად, ვაი იმ ბავშვის მშობლებს! ამიტომაც მშობლებმა ბავშვის ნათლობა მრავალი წლით არ უნდა დააყოვნონ. აღუბეჭდავი ცხვარი მგლის წილხვედრია, ქრისტეს ბეჭედი იცავს ამ ბეჭდის მქონეს.
ტ. 10, გვ. 958.


წმ. სიმეონ ახალი ღვთისმეტყველი


თქმული, რომ ღმერთის გარდა არავინაა უცოდველი, თუნდაც ქვეყანაზე მხოლოდ ერთი დღე იცოცხლოს (შდრ. იობ. 14,4), იმათ როდი გულისხმობს, ვინც პიროვნულად სცოდავს; ერთი დღის ჩვილს როგორ შეუძლია შესცოდოს? ამ სწავლებით ჩვენი სარწმუნოების ის საიდუმლო გამოითქმის, რომლის თანახმად ადამიანური ბუნება ჩასახვისთანავე ცოდვილია. ღმერთს ადამიანი ცოდვილი არ შეუქმნია, მან იგი უმანკო და წმინდა შექმნა. მას შემდეგ, რაც პირველქმნილმა ადამმა ამპარტავნების გამო დაკარგა სიწმინდის ეს სამოსი და ხრწნადი და მოკვდავი იქმნა, ადამის თესლისაგან წარმოშობილი ყოველი ადამიანი ჩასახვისა და შობისთანავე პირველმშობელთა ცოდვის თანაზიარია. ვინც ამ გზით იშვა, თუნდაც არანაირი ცოდვა არ ჩაედინოს, უკვე ცოდვილია იმ პირველმშობელთა ცოდვით. ამ მიზეზით მოვიდა სხვა შობა ანუ აღორძინება, რომელიც სული წმიდის მიერ ააღორძინებს ადამიანს წმიდა ნათლისღებით, კვლავ აკავშირებს მას ღვთაებრივ ბუნებასთან, ისევე, როგორც მაშინ, როდესაც იგი ღვთის
ხელებმა შექმნეს; აღადგენს მის ყველა სულიერ ძალას, განაახლებს მათ და იმ მდგომარეობაში მოიყვანს, რომელშიც იყო პირველქმნილი ადამის შეცოდებამდე. ამგვარად შეჰყავს იგი ღვთის სასუფეველში, რომელშიც უნათლავს არ შეუძლია შესვლა, განანათლებს უფლის ნათლით და მისეულ სიხარულს აგემებს.
თხზულ. ტ. 1, გვ. 309, მ. 1892


პატერიკონი (ედ.)

ლაოდიკელთა ქალაქში იყო ვინმე ხუცესი ევლაპი, რომელიც წმინდად და უბიწოდ ცხოვრობდა. მასთან ერთ ღამეს მივიდა წარჩინებული ვინმე, რომელიც მთელი მონდომებით აჩქარებდა მას ამდგარიყო და მოენათლა მისი ძუძუთა შვილი, რადგან უფრო სიკვდილისკენ იყო იგი. ხუცესი მყისვე წამოხტა და გაეშურა ეკლესიისკენ, მაგრამ სანამ იგი ამზადებდა წყალს და ზეთს, ამასობაში მოკვდა ის ბავშვი უნათლავად. ხუცესმა აიყვანა იგი, დადო სანათლავის წინ და უთხრა ანგელოზს: “შენ, ჩემებრ ღვთის მონა ანგელოზს, გეტყვი: იმ უფლებამოსილების გამო, რაც მოგვცა ჩვენ ქრისტემ, რომ შევკრათ და გავხსნათ ცაში და მიწაზე, დააბრუნე ამ ბავშვის სული სხეულში, სანამ მოვნათლავდე მას, რათა უნათლო არ წავიდეს იმ საუკუნეში, რადგან უწყის უფალმა ჩემი და შენი, რომ არ გამომიჩენია უგულისყურობა, არამედ რაჟამს მიხმეს, მყისვე გამოვიქეცი”. უთხრა რა ეს ხუცესმა ანგელოზს, გაცოცხლდა ბავშვი და მონათლა რა იგი, მოიკითხა და უთხრა: “წადი, შვილო, ცათა სასუფეველში!” და მაშინვე ხელმეორედ დაიძინა მან უფლის მიერ, ეზიარა რა ქრისტეს უხრწნელ საიდუმლოებებს.

ათანასე დიდი (ედ.)

შეკითხვა 115-ე:
სად მიდიან აღსრულებული მორწმუნე ჩვილები? სასჯელში და სასუფეველში? და სად დგინდებიან მორწმუნეთა უნათლავად აღსრულებული ჩვილები, მორწმუნეებთან თუ ურწმუნოებთან?
პასუხი:
უფალი ამბობს: “აცადეთ ბავშვებს მოვიდნენ ჩემთან, რადგან ასეთებისა არის ცათა სასუფეველი”. კიდევ, მოციქული ამბობს: “აწ კი თქვენი შვილები წმინდა არიან”. აქედან ცხადია, რომ როგორც უმწიკვლონი და მორწმუნენი, სასუფეველში შედიან მორწმუნეთა მონათლული ჩვილები, ხოლო უნათლავი და წარმართი [ჩვილები] არც სასუფეველში შედიან, არც კიდევ სასჯელში, რადგან ც
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 10 2007, 03:05 PM
პოსტი #2


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ლადო.ს შენ შარზე ხარ მეგობარო?!!

დახურვა სჭირდება ამ თემას!

დაანებე ამ პროვოკაციების თავიდან აგორებას, რა გჭირს, მაგის მეტი არაფერი გაქვს გასარკვევი???

რა ვქნათ ახლა თავიდან დავიწყოთ???
დავით დაკეტე ეს თემა, თორემ მერე თავიდან უნდა დაიწყოს ათასჯერ ნათქვამის გამეორება!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lado s
პოსტი May 10 2007, 03:28 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-December 06
წევრი № 738



ციტატა(KAIROS @ May 10 2007, 03:05 PM) *

ლადო.ს შენ შარზე ხარ მეგობარო?!!

დახურვა სჭირდება ამ თემას!

დაანებე ამ პროვოკაციების თავიდან აგორებას, რა გჭირს, მაგის მეტი არაფერი გაქვს გასარკვევი???

რა ვქნათ ახლა თავიდან დავიწყოთ???
დავით დაკეტე ეს თემა, თორემ მერე თავიდან უნდა დაიწყოს ათასჯერ ნათქვამის გამეორება!



რა მოგივიდა, ძმაო, არ მეგონა თუ ასე განრისხდებოდი. თუ შეიძლება სხვებსაც მიეცი ახრის გამოთქმის საშუალება, აქ ფორუმია, მით უმეტეს ორიოდე დღის წინ შენ თვითონ მითხარი, გახსენი თემა ჩვილებზე და იქ დაწერეო; უკვე დაგავიწყდა? მით უმეტეს, რომ საკამათოდ და საჩხუბრად არ გამიხსნია. ის სწავლებები მოვიყვანე, რომლებიც ბევრი ფორუმელისთვის უცნობია. შენ თუ ღიზიანდები, შეგიძლია არ წაიკითხო.
თუ ჩემზე პიროვნულად ხარ ნაწყენი, შენც და ყველა განაწყენებულს გულით გთხოვთ შენდობას. ღმერთმა ყველას გვიშველოს და სიყვარული, შემწყნარებლობა, მიმტევებლობა და საკუთარი ცოდვების განცდა მოგვანიჭოს

თემის გაგრძელება

[b]ათანასე დიდი (ედ.)


შეკითხვა 115-ე:
სად მიდიან აღსრულებული მორწმუნე ჩვილები? სასჯელში და სასუფეველში? და სად დგინდებიან მორწმუნეთა უნათლავად აღსრულებული ჩვილები, მორწმუნეებთან თუ ურწმუნოებთან?
პასუხი:
უფალი ამბობს: “აცადეთ ბავშვებს მოვიდნენ ჩემთან, რადგან ასეთებისა არის ცათა სასუფეველი”. კიდევ, მოციქული ამბობს: “აწ კი თქვენი შვილები წმინდა არიან”. აქედან ცხადია, რომ როგორც უმწიკვლონი და მორწმუნენი, სასუფეველში შედიან მორწმუნეთა მონათლული ჩვილები, ხოლო უნათლავი და წარმართი [ჩვილები] არც სასუფეველში შედიან, არც კიდევ სასჯელში, რადგან ცოდვა არ ჩაუდენიათ.”
პგ. 28,672 ა

წმ. კვიპრიანე კართაგენელი
ყრმათა ნათლისღებისათვის

რაც შეეხება ჩვილებს, რომლებიც, შენი სიტყვით, არ უნდა იქნენ მონათლულნი მათი შობიდან მეორე და მესამე დღეს, არამედ ძველი წინადაცვეთის კანონთან უნდა მოხდეს შეთანხმება, და დაბადებული, როგორც შენ ფიქრობ, არ უნდა მოინათლოს და არ უნდა განიწმინდოს მერვე დღემდე, _ ეს გარემოება ჩვენს კრებაზე სულ სხვაგვარად წარმოჩნდა. არავინ დაეთანხმა შენს მოსაზრებას ამ საკითხზე _ პირიქით, ყველა ჩვენგანმა უმჯობესად მიიჩნია, არც ერთ ადამიანს არ მოაკლდეს ღვთის წყალობა და მადლი. თუკი თვით უფალი თავის სახარებაში ამბობს, რომ “ძე კაცისაÁ არა მოვიდა წარწყმედად სულსა კაცთასა, არამედ ცხოვრებად” (ლუკ. 9, 56), მაშ რამდენადაც ჩვენზეა დამოკიდებული, არც ერთი სული არ უნდა წარწყმდეს, თუკი ეს შესაძლებელია.

წმ. მაკარი დიდი

თუკი რაღაც უწესრიგობის გამო ჩვილი საშოში გარდაიცვლება, აუცილებელია ამ საქმისთვის განწესებულმა ექიმებმა ბასრ იარაღებს მიმართონ _ და მაშინ ჩვილი გადადის სიკვდილიდან სიკვდილში, ბნელიდან ბნელში.
ДУХОВНЫЕ БЕСЕДЫ, М. 1904 С. 279


წმ. გრიგოლ დიდი (დიოლოღოსი)
დიალოღონი

მართალია, უნდა გვწამდეს, რომ ჩვილობაში გარდაცვლილი ყველა მონათლული ჩვილი ცათა სასუფეველში შედის, მაგრამ ისიც სარწმუნოა, რომ მცირეწლოვან ყრმათაგან, რომელთაც უკვე ლაპარაკი შეუძლიათ, ცათა სასუფეველში ყველანი არ შედიან. ზოგიერთ მათგანს იქ შესასვლელ კარს ცუდი აღზრდით მშობლები უკეტავენ.
ჩვენს ქალაქში ყველასთვის ცნობილ ერთ ადამიანს, სამიოდე წლის წინ ხუთი წლის ვაჟი ჰყავდა, რომელსაც გადამეტებული ხორციელი სიყვარულის გამო ცუდად ზრდიდა. ბიჭი, როგორც კი რაიმე წინააღმდეგობა შეხვდებოდა, ჩვეულების გამო (გამოთქმაც კი მიჭირს), ღვთის სახელს გმობდა. სამი წლის წინ ის მძიმედ დაავადდა და სიკვდილის პირას მივიდა. როდესაც მამას ის ხელში ჰყავდა, უეცრად ბიჭი ზარდაცემული ათრთოლდა, როგორც იქ მყოფნი მოწმობდნენ, რადგან მისკენ მომავალი ბოროტი სულები დაინახა, და აყვირდა: “მიშველე, მამა, მიშველე”. ყვირილის დროს მან სახე მიიბრუნა, რათა მათ მამის მკერდზე დამალვოდა. მამა აკანკალებულ შვილს დაეკითხა, რას ხედავდა. ბიჭმა უპასუხა: “ჩემს წასაყვანად შავი კაცები მოვიდნენ”. ამის წარმოთქმისთანავე მან ღმერთის სახელი შეურაცხყო და სულიც განუტევა. ყოვლისშემძლე ღმერთს რომ ეჩვენებინა, თუ რატომ მიეცა ბავშვი ასეთ მტანჯველებს, დაუშვა მომაკვდავს ის გაემეორებინა, რის გამოსწორებასაც მამა მის სიცოცხლეში არ ცდილობდა; იმიტომ დაუშვა, რომ ბავშვმა მთელი ცხოვრება ღვთის გმობაში გაატარა და ის სიკვდილის წინაც გამოთქვა, რათა მამამისს თავისი შეცოდება შეეცნო და დაენახა, რომ მცირეწლოვანი შვილის სულზე არ ზრუნავდა და გეენიის ცეცხლისთვის არცთუ მცირე ცოდვილი აღზარდა.

წმ. ტიხონ ზადონელი

მოზრდილი ქრისტიანები ნათლისღებისას ცოდვათა მიტევებას რომ იღებენ, ცნობილია, მაგრამ ჩვილებს რა ცოდვები აქვთ? ამას უფლის წინასწარმეტყველი პასუხობს: უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან” (ფსალმ. 50,7). ხომ ხედავ, როგორც ის, ასევე ჩვენც ცოდვებში ჩავისახებით და ვიშვებით. ამის გამო ჩვილებიც საჭიროებენ ცოდვათა სიბილწისაგან განბანას, რათა განწმენდილნი საუკუნო ცხოვრებაში შევიდნენ.
თხზულებები, მ. 1889, გვ. 49

აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლე
(1672 წ.)

... ვისაც ქრისტე მაცხოვრის მეორედ მოსვლისას ნებავს ციურ სასუფეველში დამკვიდრება, უნდა აღორძინდეს და განახლდეს, _ იშვას ხელმეორედ. და რადგან ყრმებიც საჭიროებენ ცხონებას, საჭიროებენ ნათლობასაც. ხოლო თუკი არ აღორძინდებიან და არ განახლდებიან, წინაპართა ცოდვებიც არ წარიხოცება მათგან. ამიტომაც, ცხადია, დაექვემდებარებიან ისინი ხსენებულ ცოდვათა გამო მოწევნულ საუკუნო სასჯელს და, მაშასადამე, ვერც ცხონდებიან.
საპატრიარქოს საღვთისმეტყველო კრებული ¹3

წმ. თეოფანე დაყუდებული

სარწმუნოებისა და ეკლესიის გარეშე აღსრულებულნი თვითმკვლელებს ჰგვანან... თვითმკვლელებზე ეკლესია არ ლოცულობს, რადგან ისინი კვდებიან სასიკვდილო ცოდვაში, რომელიც არაა განხსნილი, სინანულით განწმენდილი... მწარეა თქვენთვის ამის მოსმენა თქვენს მშობლებზე, მაგრამ მათ შეიძლება მივუსადაგოთ ის, რაც დაწესებულია უნათლავად აღსრულებულ ყრმებზე. ამ უკანასკნელთ ღვთის უსაზღვრო კაცთმოყვარებას შევვედრებთ.
Наставления в духовной жизни , М. 1997

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი
ნათლისღებისათვის (მეორმოცე სიტყვა)

...ხოლო სხუათა კვალად უწყიან და პატივ-სცემენ მადლსა მას, არამედ ადროებენ მიღებად მისსა, რომელნიმე უდებებისათვის, რომელნიმე უძღებებისათვის, რომელნიმე ვერცა შემძლებელ არიან მიღებად მისა ანუ სიჩჩოისაგან, ანუ სხვისა რაისმე უნებლიეთისა საქმისა, რომლისათვის, დაღაცათუ ენებოს, ვერ ძალ-უც მიღებად მადლისა მის... რომელნი-იგი ფრიად შეურაცხისმყოფელ არიან მადლისა მის, იგინი უძვირეს არიან მათსა, რომელნი უდებებისათვის, გინა უძღებებისა არა მიიღებენ მადლსა მას. და კუალად ესენი უძვირეს არიან მათსა, რომელნი იგი უმეცრებისათვის ანუ მძლავრობისა გამოეხვებიან მადლსა მას, რამეთუ მძლავრობაჲ სხვაჲ არარაჲ არს, არამედ უნებლიეთი ცოდვაჲ.
და მე ესრეთ ვიტყვი, ვითარმედ პირველთა სასჯელი მოეხადოს, ვითარცა-იგი სხვათა მათ ცოდვათა მათთათვის, ეგრეთვე უგულებელსყოფისათვის მადლისა მის საღმრთოჲსა. ხოლო მეორეთა მათ მიეხადოს სასჯელი, არამედ უსუბუქესად, რამეთუ არა უკეთურებითა, არამედ უფროჲსად უგულისხმოებითა გამოხვებაჲ იგი მადლისა მისგან წაეკიდა. ხოლო მესამენი იგი არცა იდიდნენ, არცა იტანჯნენ მართლისა მის მსაჯულისაგან, ვითარცა დაუბეჭდავნი, არამედ არა უკეთურნი, და რამეთუ არა თვით ქნეს, არამედ მძლავრებით მოიწია უფროჲსად მათ ზედა დაჭირვებაჲ იგი. რამეთუ არა თუ ყოველი, რომელიცა სატანჯველსა არა ღირს არს, იგი პატივსა ღირს არს, ვითარცა-იგი არცა თუ რომელი პატივსა არა ღირს არს, იგი სატანჯველსა მებრ ღირს არს.
... აწ უკუე ვინაჲთგან ესე სიტყუანი გასმიან, მოვედით მისა, მიიღეთ ნათელი და პირთა თქუენთა არა ჰრცხუენეს გამოვრდომითა ნათლისაგან; და შეიწყნარეთ ნათელი, ვიდრეღა ჟამი არს, რაჲთა არა ბნელმან გდევნოს თქუენ და გეწიოს და ნათლისაგან განგაშორნეს. რამეთუ მოვალს ბნელი, რომელსა შინა ვერვის ძალ-ედვას საქმის.

წმ. გრიგოლ ნოსელი (ედ.)

ჩვილთა უჟამო აღსასრული საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ვინც ასე დაასრულა ცხოვრება, არც სამწუხაროთა შორის იქნება, არცთუ იმათ გაუთანასწორდება, რომლებიც ყოველგვარი სათნოების გზით განიწმინდნენ ამ ცხოვრებაში.
პგ. 46,192


წმ. ანასტასი სინელი (ედ.)შეკითხვა 81-ე:

სად ვამბობთ, რომ მიდიან ხუთი წლის ან ოთხი წლის უბოროტო ბავშვები იუდეველებისა და უნათლავებისა? სასჯელში თუ სამოთხეში?
პასუხი:
რადგან ღმერთმა გააუქმა თავისი განჩინება, რაც ამბობდა, რომ მამათა შეცოდებანი გადადის შვილებზე და რადგან თქვა წინასწარმეტყველის მიერ, რომ არ წარიწყმიდებიან შვილები მათი მამების ცოდვების გამო, მე მიმაჩნია, რომ არ შედიან ისინი გეჰენიაში, თუმცა არ არის კარგი ღვთის მსჯავრთა ჩხრეკა.
პგ. 89,709 ც.
ზემოთ მოყვანილი სიტყვები, ერთადერთია, რომლებშიც, შეიძლება ვიფიქროთ, რომ საუბარია ბავშვების ცხონებაზე. თუმცა უნდა ითქვას, რომ: ის სიტყვა-პასუხები, საიდანაც ეს სწავლებაა ამოღებული, არაა მოღწეული პირვანდელი სახით, მასში მომდევნო პერიოდში შეტანილია დამატებები, და ამას გარდა, ზოგიერთი პატროლოგის აზრით, ის სხვა ანასტასის, ნიკეის მთავარეპიკოპოსს ეკუთვნის. თუმცა, ასეც რომ არ იყოს, ერთი ან ორი მამის აზრი მამათა ერთობას ვერ დაუპირისპირდება.

წმ. ნექტარიოს ეგინელი (ედ.)

პირველმამისეული ცოდვა ადამიანს ხდის უღირსს ღვთიურობასთან კვლავ ზიარებისა, თუნდაც რომ ადამიანი არ დაითმენდეს სასჯელს თავის ცოდვათა გამო. ამიტომ, ის ჩვილებიც, რომლებიც წმინდა ნათლიღების გარეშე მოკვდნენ, ჩვენი მამების (გრიგოლ ღვთისმეტყველისა და გრიგოლ ნოსელის) მართებული თვალსაზრისის თანახმად უღირსნი არიან ღვთის ზიარებისა, თუმცა არა დასჯისა და ტანჯვის ღირსნი.
კატეხიზმო

აქ აღსანიშნავია, რომ წმ. ათანასე დიდის, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის, წმ. გრიგოლ ნოსელის და წმ. ნექტარიოს ეგინელის სწავლებებში არის ამგვარი სიტყვები: “არც სასუფეველში შედიან, არც კიდევ სასჯელში”, “არცა იდიდნენ, არცა იტანჯნენ”, “არც სამწუხაროთა შორის იქნება”, “უღირსნი არიან ღვთის ზიარებისა, თუმცა არა დასჯისა და ტანჯვის ღირსნი”. ამ სიტყვებზე ძნელია კომენტარის გაკეთება, რადგან ეკლესიის სწავლებით არსებობს მხოლოდ სასუფეველი და ჯოჯოხეთი, მესამე მდგომარეობა არ არსებობს. იქნებ ამ საიდუმლოში ჩაწვდომა მხოლოდ სიკვდილის შემდეგ შევძლოთ; რადგან მათ მომდევნო მამებს არ განუმარტავთ, მაშ ჩვენც არ უნდა ვიმტვრიოთ თავი.


7. რატომ ისჯებიან ჩვილები

არის კიდევ ერთი დიდი საიდუმლო, რაც არის მიზეზი სხვა სირთულეებისა და რისი ვერ ჩაწვდომის გამოც იწყებენ ადამიანური მოსაზრებების გამოგონებას. საუბარია იმაზე, რომ ჩვილები პიროვნულად თითქოს უცოდველები არიან და ერთი შეხედვით მათი საუკუნო ხვედრი დამოკიდებული გამოდის სხვა პიროვნებებზე, ანუ მონათლეს თუ არა, მოკლეს საშოში თუ აცადეს სიცოცხლე და ნათლისღება. ასეთ რამესაც ამბობენ ხოლმე ირონიულად: როგორღა ცხონდება დედა, რომელმაც ჩვილი ჯოჯოხეთში გაუშვა და ცხონების შანსი დაუკარგა? ამ საკითხებში ჩაძიებას არ ვაპირებ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ სახარების თანახმად ყოველივეს უფალი განაგებს და მისი დაშვების გარეშე არათუ ვერავის მოკლავენ, თმის ბეწვიც კი არავის ჩამოუვარდება. მაშ როგორ ცხონდნენ დავით აღმაშენებელი, შალვა ახალციხელი, ლუარსაბ მეფე, ნუთუ არც ერთი უნათლავი მტერი არ მოუკლავთ? ხომ ცხადია, რომ ის ქრისტეს მტრები ვერ ცხონდებოდნენ.
ჩვილებს რაც შეეხება, მე ესე მესმის, რომ ცხონება და წარწყმედა აუცილებლადაა დაკავშირებული თავისუფალ ნებასთან. თუ ჩვილებს აქვთ თავისუფალი ნების რამენაირი გამოხატვის საშუალება, მაშინ ან ცხონდებიან, ან წარწყმდებიან, და თუ ცხონდებიან, უნდა მოინათლონ კიდეც და ღმერთს შეუძლია ამის აღსრულებაში დაეხმაროს მათ, დაიცვას მკვლელებისგანაც და სნეულებისგანაც. და თუ ჩვილი ვერანაირად ვერ გამოხატავს თავის ნებას, მაშინ ვერც განისჯება სამსჯავროზე და ამ შემთხვევაში მისი ცხონება ან წარწყმედა როგორღა იქნება? სხვა ადამიანებთან მიმართებით სამართლიანობა როგორ აღესრულება?
მოკლედ ჩემთვის ეს საიდუმლოა, რომლის გარკვეულ ახსნას მაძლევს ქვემოთ მოყვანილი წმინდანების სიტყვები. დანარჩენი დასკვნები თქვენთვის მომინდვია.

წმ. იოანე ოქროპირი

მას (ღმერთს) ყველას ცხოვრება სურს, მაგრამ არავის აიძულებს. მაშ რატომ ვერ ცხონდებიან ყველანი, თუკი მას ყველას ცხოვრება სურს? ეს იმიტომ, რომ ყველას ნება არ მიჰყვება მის ნებას, ხოლო ის არავის აიძულებს; თუკი მას სურს, ჩვენ კი არ გვსურს, ჩვენი ცხონების საქმე ირღვევა; არა იმის გამო, რომ მისი ნებაა უძლური, არამედ იმიტომ, რომ მას არ სურს ვინმეს იძულება.
გალატელთა მიმართ ეპ. განმარტება

წმ. თეოფანე დაყუდებული

წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: რატომაა ერთი საყვარელი, მეორე კი განგდებული? ნუთუ იმიტომ, რომ ერთი ბიწიერი იყო, მეორე კი კეთილი? მაგრამ ერთი პატივშია, მეორე კი დასჯილია მანამ, ვიდრე დაიბადებოდნენ; ჯერ კიდევ მათ დაბადებამდე თქვა ღმერთმა: “უხუცესი მონებდეს მრწემსა” (დაბ. 25,23). რატომ თქვა ეს ღმერთმა? იმიტომ, რომ ის არ ელოდება ადამიანივით საქმის დასრულებას, რათა დაინახოს ვინაა კეთილი და ვინ არა...
ისევ წმ. იოანე ოქროპირი ამბობს: გულის საიდუმლოთა მცნობელმა სრულად იცის ვინაა ღირსი გვირგვინებისა და ვინ _ დასჯისა და ტანჯვისა. ამიტომ მან, მრავალნი, ვინც ხალხის აზრით კეთილნი იყვნენ, ამხილა და დასაჯა, და მრავალნი, რომელთაც ბიწიერად თვლიდნენ, გვირგვინით შემოსა, და დაამოწმა, რომ ისინი ასეთები (ბიწიერები) არ არიან. ის თავის მსჯავრს წარმოთქვამს არა მონათა გამოხმაურების მიხედვით, არამედ საკუთარი მკაცრი და მიუკერძოებელი მსჯავრით. ის არ ელის საქმის დასრულებას, რათა ერთი ღირსეულად გამოაცხადოს, მეორე კი _ არა. ღმერთმა პირველი დღიდანვე იცოდა და იწინასწარმეტყველა როგორც კეთილი, ასევე მისი საწინააღმდეგო. გულთა მცნობელმა და გამომცდელმა ისიც იცის, ვინაა ღირსი ცხონებისა.
ამრიგად, დაუთმე არჩევანში მიუწვდომელ განგებულებას. მან (ღმერთმა) ერთადერთმა ზუსტად იცის, ვინ შემოსოს გვირგვინით. ნუ მოითხოვ შემოქმედისაგან ანგარიშს, ნუ იკითხავ: რატომაა ერთი გვირგვინოსანი, მეორე კი დასჯილი? მან (ღმერთმა) იცის ყოველივეში სამართლიანობის დაცვა. ამიტომაც თქვა: “იაკობი შევიყვარე, ხოლო ესავი მოვიძულე”. ეს რომ ასეა, შენ შემდგომიდან იცი, ხოლო ღმერთმა სრულად იცოდა ეს ჯერ კიდევ აღსრულებამდე.
რომაელთა მიმართ ეპ. განმარტება

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლეონტი
პოსტი May 10 2007, 04:54 PM
პოსტი #4


ილოცე!!!
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,990
რეგისტრ.: 7-November 06
მდებარ.: ოთახი
წევრი № 416



მიდი ლადო_ს დაწერე, მეყოველთვის ინტერესით ვკითხულობ შენს მასალებს.
ეს ჯერ არ წამიკითხავს, მაგრამ მოვიცლი თუ არა გადავავლებ თვალს.
კაიროსი რატო ჩხუბობს ვერ გამიგია, მილიონჯერ რომ გამეორდეს თემა, თუ ვინმესთვის რამე გაურკვეველი დარჩა ,ესე იგი საჭიროა.
აი ჩხუბი კი ცუდია როცა არკვევ.


--------------------
tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 10 2007, 08:26 PM
პოსტი #5


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
რა მოგივიდა, ძმაო, არ მეგონა თუ ასე განრისხდებოდი. თუ შეიძლება სხვებსაც მიეცი ახრის გამოთქმის საშუალება, აქ ფორუმია, მით უმეტეს ორიოდე დღის წინ შენ თვითონ მითხარი, გახსენი თემა ჩვილებზე და იქ დაწერეო; უკვე დაგავიწყდა? მით უმეტეს, რომ საკამათოდ და საჩხუბრად არ გამიხსნია. ის სწავლებები მოვიყვანე, რომლებიც ბევრი ფორუმელისთვის უცნობია. შენ თუ ღიზიანდები, შეგიძლია არ წაიკითხო.

მე კი არ ვღიზიანდები ლადო-ს, არამედ უბრალოდ შეგახსენებ, რომ რასაც შენ წერ, ეგ ყველაფერი უკვე ნათქვამია და გარჩეულია, შენ გინდა რომ თავიდან ავყვეთ კამათს? გინდა რომ სულ მუხლებით გაგირჩიოთ რაც დაწერე? რომ რაც დაწერე,
ციტატა
ერთი ან ორი მამის აზრი მამათა ერთობას ვერ დაუპირისპირდება.
აშკარად აჩვენებს, იმას რომ ცდილობ საკითხი ერთი მხრიდან წარმოადგინო, ლამის დოგმატად მიიღო არაა დოგმატი და მამათა მოსაზრებად რჩება, როგორც ადრე უკვე ამაზე ვიკამათეთ ზოგი ცდილობდა ცრუ სწავლება გაევრცელებინა, რომ ჯოჯოხეთში არის ადგილი სადაც ტანჯვა არ არისო, რაც როგორც თავად წერ
ციტატა
ეკლესიის სწავლებით არსებობს მხოლოდ სასუფეველი და ჯოჯოხეთი, მესამე მდგომარეობა არ არსებობს. იქნებ ამ საიდუმლოში ჩაწვდომა მხოლოდ სიკვდილის შემდეგ შევძლოთ; რადგან მათ მომდევნო მამებს არ განუმარტავთ, მაშ ჩვენც არ უნდა ვიმტვრიოთ თავი.
, იქნებ აჯობებდა დაგენებებინა ამ ჩხრეკებს თავი და დაგეჯერებინა წმ. ანასტასისათვის:"
ციტატა
არ არის კარგი ღვთის მსჯავრთა ჩხრეკა.
, რომც არ ეთქვა ეს სიტყვები ანასტასის იდეაში სწორია და უნდა დაუჯერო. უნდა დაუჯერო სინოდსაც, რომელმაც განაჩინა, რომ ამ საკითხზე კამათი უნდა შეწყდეს, უნდა დაუჯერო ფორუმის საერთო აზრსაც, რომელსაც მობეზრდა უკვე ამაზე კამათი ( თუ არ გჯერა გადახედე არქივში ამ თემაზე დაკეტილ თემებს), და ამდენ ვინმეს არ უჯერებ, და მიჯერებ მე? smile.gif მე ის კი არ მითქვამს ახალი თემა გახსენი და რაც ოდესმე გითქვამს და შენი მცდარი აზრის გამართლებად მოგჩვენებია ყველა ერთად დაწერეთქო, არამედ გითხარი, ამაზე არის დაკეტილი თემა, თუ გაგიჩნდებათ რაიმე ახალი აზრი ან არგუმენტი, გაახსნევინეთ და გავაგრძელოთ კამათითქო, აბა ერთ თემაზე ამდენი თემა რა საჭიროა? ასე რომ არც ჩემთვის დაგიჯერებია...

შენ მარტო გჯერა, იმათი ვისაც ეკლესიაში შფოთი შემოაქვს, ვისაც ჩვენი გალობა "არაკანონიკურად" მიაჩნია, ვისაც ჩვილი ჯოჯოხეთში ემეტება იმიტომ, რომ ვერ მოასწრო დაბადება...

მე ვთვლი რომ ეს თემაც უნდა დაიხუროს, ასე რომ კი არ ვჩხუბობ, არამედ ვეწინააღმდეგები პირადი აზრის დოგმატად გასაღებას, და ასეთ დაყოფას, რაც შენ დაწერე ლადო-ს:
ციტატა
ნაწილობრივ იმისთვის, რომ ეს თემა გარკვეული სასულიერო პირების სალანძღავად და დასამცირებლად გამოეყენებინათ. მე არა მაქვს იმის სურვილი და ილუზია, რომ ამგვარად განწყობილ ადამიანებს რაიმე ვუმტკიცო
ეს ცილისწამებაა და შეურაცხყოფა მოწინააღმდეგე მხარესი, აქ სასულიერო პირების შეურაცხყოფაზე კი არაა საუბარი, არამედ იმაზე რომ რასაც ავრცელებენ არის ცრუ სწავლება, მილიონჯერ გავიმეორე მე პირადად ეგ და დაგავიწყდა ეტყობა, ასეა მსაჯულივით დაყავი მოწინააღმდეგე მხარე, უიმედოდ და უსურვილოდ გაწირე, რომლებსაც თურმე მოძღვრების ლანძღვა და დამცირება აინტერესებთ მხოლოდ, და აი მეორე მხარეს კი : "
ციტატა
ფორუმის თემებს გულწრფელად დაინტერესებული ხალხიც კითხულობს, და იმედია, ისინი ქვემოთ მოყვანილი მამათა სწავლებებიდან სულიერ სარგებელსაც ჰპოვებენ
, თხები და ცხვრები, ჩვენ და ისინი, ვინ მოგცა ფორუმის ასე დაყოფის უფლება? იქნებ შენი პოსტი გგონია ობიექტურობის ზენიტი? აკი პირდები:
ციტატა
ჩვილების ხვედრთან დაკავშირებითაც უფრო სრულ ინფორმაციას მიიღებენ
, და ედიშერ ჭელიძის მხოლოდ "ედ" ( ისე ე.ჭ. უფრო სწორია smile.gif ) გაიმეტე ჩვენთვის, არცერთი კონტარგუმენტი, არცერთი გარჩევა, ორი ასო - "ედ" და მორჩა, ამოწურა ჭელიძის ყველა არგუმენტი; ასე აპირებ სრული ინფორმაციას მიცემას იმ " გულწრფელად დაინტერესებული ხალხისათვის"? ან ვინაა საერთოდ "არაგულწრფელად დაინტერესებული"? ასე რომ შენს ნაწერია
ციტატა
ცალმხრივი და ტენდენციური კომენტარებით;
მიზანი კი კამათის თავიდან აგორებაა და მერე გვერდზე გადგომა"მე ხომ სიმშვიდისაკენ მოგიწოდეთო"...

ასეა ლადო-ს ეგ საქმე, ფორუმი დაიღალა ამაზე კამათით, შენზე და ჩემზე და ბევრ ფორუმეზე ასჯერ მეტად საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა იკამათეს ამაზე და შეთანხმდნენ, რომ კამათს მხოლოდ შფოთი მოაქვს და "
ციტატა
არ არის კარგი ღვთის მსჯავრთა ჩხრეკა
, ნუ ვიჩხრიკებით ჩვენც!

იხარეთ,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი May 10 2007, 09:58 PM
პოსტი #6


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ლადო, შენ რატომღაც დარწმუნებული ხარ რომ ყველა წმინდა მამა ერთნაირად აზროვნებდნენ და ქადაგებდნენ ამ საკითხზე....მე შენს პოსტებში ურთიერთსაწინააღმდეგო აზრებიც ვნახე. მე პირადად არ მიკვირს ამ საკითხზე რომელიმე წმინდანსაც ჰქონოდა მცდარი აზრი, რადგან ეს არის დიდი საიდუმლო, რომელიც მეორედ მოსვლამდე საიდუმლოდ დარჩება, ასეთია ღვთის ნება. მეც "ვიჩხრიკებოდი" ამ საკითხზე, რადგან შენნაირად მოაზროვნე ხალხმა სამწუხაროდ ძალიან დამაბრკოლეს ისეთ რამეებს მეუბნებოდნენ....
ვინ სად ხვდება და რატომ, ეს უფლის საიდუმლოა, და არა წმინდა მამების. მივანდოთ მათი ხვედრი მოწყალე ღმერთს და არა წმინდანების აზრებს. ჯერ ქრისტე და სიყვარული, და მერე წმინდა მამები! იმედი მაქვს პროტესტანტად არ ჩამთვლით, რადგან ეხლა შევეცდები აქ შენს წერილებში აღმოჩენილი ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები დავაფიქსირო.

ციტატა(lado s @ May 10 2007, 11:28 AM) *

ათანასე დიდი (ედ.)
შეკითხვა 115-ე:
სად მიდიან აღსრულებული მორწმუნე ჩვილები? სასჯელში და სასუფეველში? და სად დგინდებიან მორწმუნეთა უნათლავად აღსრულებული ჩვილები, მორწმუნეებთან თუ ურწმუნოებთან?
პასუხი:
უფალი ამბობს: “აცადეთ ბავშვებს მოვიდნენ ჩემთან, რადგან ასეთებისა არის ცათა სასუფეველი”. კიდევ, მოციქული ამბობს: “აწ კი თქვენი შვილები წმინდა არიან”. აქედან ცხადია, რომ როგორც უმწიკვლონი და მორწმუნენი, სასუფეველში შედიან მორწმუნეთა მონათლული ჩვილები, ხოლო უნათლავი და წარმართი [ჩვილები] არც სასუფეველში შედიან, არც კიდევ სასჯელში, რადგან ცოდვა არ ჩაუდენიათ.”
პგ. 28,672 ა


არც სასჯელში შედიანო, ანუ არც ჯოჯოხეთშიო, რადგან ჯოჯოხეთი სასჯელია, არ არსებობს ჯოჯოხეთი ტანჯვის და სასჯელის გარეშე! ასეთ რამეს არ სცნობს მართლმადიდებლობა! ბოლოში რომ ამბობს რადგან ცოდვა არ ჩაუდენიათ.” ესეიგი მიუხედავად იმისა რომ ცოდვა არ ჩაუდენიათ და მაინც ჯოჯოხეთში წავიდნენ ეს არის უსამართლობა, ხოლო ქრისტეში უსამართლობა არ არსებობს! ქრისტე მოწყალეა!

ციტატა(lado s @ May 10 2007, 11:28 AM) *

წმ. მაკარი დიდი
თუკი რაღაც უწესრიგობის გამო ჩვილი საშოში გარდაიცვლება, აუცილებელია ამ საქმისთვის განწესებულმა ექიმებმა ბასრ იარაღებს მიმართონ _ და მაშინ ჩვილი გადადის სიკვდილიდან სიკვდილში, ბნელიდან ბნელში.
ДУХОВНЫЕ БЕСЕДЫ, М. 1904 С. 279


აქ არ იგულისხმება სულიერი სიკვდილი და სიბნელე, მატერიალურს გულისხმობს.

ციტატა(lado s @ May 10 2007, 11:28 AM) *

წმ. გრიგოლ დიდი (დიოლოღოსი)
დიალოღონი
მართალია, უნდა გვწამდეს, რომ ჩვილობაში გარდაცვლილი ყველა მონათლული ჩვილი ცათა სასუფეველში შედის, მაგრამ ისიც სარწმუნოა, რომ მცირეწლოვან ყრმათაგან, რომელთაც უკვე ლაპარაკი შეუძლიათ, ცათა სასუფეველში ყველანი არ შედიან. ზოგიერთ მათგანს იქ შესასვლელ კარს ცუდი აღზრდით მშობლები უკეტავენ.
ჩვენს ქალაქში ყველასთვის ცნობილ ერთ ადამიანს, სამიოდე წლის წინ ხუთი წლის ვაჟი ჰყავდა, რომელსაც გადამეტებული ხორციელი სიყვარულის გამო ცუდად ზრდიდა. ბიჭი, როგორც კი რაიმე წინააღმდეგობა შეხვდებოდა, ჩვეულების გამო (გამოთქმაც კი მიჭირს), ღვთის სახელს გმობდა. სამი წლის წინ ის მძიმედ დაავადდა და სიკვდილის პირას მივიდა. როდესაც მამას ის ხელში ჰყავდა, უეცრად ბიჭი ზარდაცემული ათრთოლდა, როგორც იქ მყოფნი მოწმობდნენ, რადგან მისკენ მომავალი ბოროტი სულები დაინახა, და აყვირდა: “მიშველე, მამა, მიშველე”. ყვირილის დროს მან სახე მიიბრუნა, რათა მათ მამის მკერდზე დამალვოდა. მამა აკანკალებულ შვილს დაეკითხა, რას ხედავდა. ბიჭმა უპასუხა: “ჩემს წასაყვანად შავი კაცები მოვიდნენ”. ამის წარმოთქმისთანავე მან ღმერთის სახელი შეურაცხყო და სულიც განუტევა. ყოვლისშემძლე ღმერთს რომ ეჩვენებინა, თუ რატომ მიეცა ბავშვი ასეთ მტანჯველებს, დაუშვა მომაკვდავს ის გაემეორებინა, რის გამოსწორებასაც მამა მის სიცოცხლეში არ ცდილობდა; იმიტომ დაუშვა, რომ ბავშვმა მთელი ცხოვრება ღვთის გმობაში გაატარა და ის სიკვდილის წინაც გამოთქვა, რათა მამამისს თავისი შეცოდება შეეცნო და დაენახა, რომ მცირეწლოვანი შვილის სულზე არ ზრუნავდა და გეენიის ცეცხლისთვის არცთუ მცირე ცოდვილი აღზარდა.


ეს ზღაპარი მონათლულ ბავშვებსაც "ებრძვის???" ანუ აქამდე თუ უნათლავებს უშვებდნენ ჯოჯოხეთში ეხლა მონათლულებიც? და თან სხვისი ცოდვების გამო?

ნახეთ როგორ ეწინააღმდეგება ეს ეპისტოლე წმინდანთა აზრს:
ციტატა(lado s @ May 10 2007, 11:28 AM) *

აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლე
(1672 წ.)
... ვისაც ქრისტე მაცხოვრის მეორედ მოსვლისას ნებავს ციურ სასუფეველში დამკვიდრება, უნდა აღორძინდეს და განახლდეს, _ იშვას ხელმეორედ. და რადგან ყრმებიც საჭიროებენ ცხონებას, საჭიროებენ ნათლობასაც. ხოლო თუკი არ აღორძინდებიან და არ განახლდებიან, წინაპართა ცოდვებიც არ წარიხოცება მათგან. ამიტომაც, ცხადია, დაექვემდებარებიან ისინი ხსენებულ ცოდვათა გამო მოწევნულ საუკუნო სასჯელს და, მაშასადამე, ვერც ცხონდებიან.
საპატრიარქოს საღვთისმეტყველო კრებული ¹3


ახლა წმინდანის აზრი ვნახოთ: წმ. ანასტასი სინელი, თავის ”კითხვა-მიგებაში” გვაწვდის პასუხს, ”რადგან ღმერთმა გააუქმა თავისი განჩინება, რაც ამბობდა, რომ მამათა შეცოდებანი გადადის შვილებზე და რადგან თქვა მან წინასწარმეტყველთა მიერ, რომ არ წარწყმდებიან შვილები მათი მამების ცოდვების გამო, მე მიმაჩნია რომ არ შევლენ ისინი გეჰენაში, თუმცა არ არის კარგი ღვთის მსჯავრთა ჩხრეკა” ხედავთ? პატრიარქების ეპისტოლეში წერია რომ წინაპართა ცოდვებზე საუბრობენ, მაგრამ ანასტასიც და სხვა წმინდანებიც ამბობენ რომ უფალმა გააუქმა წინაპართა ცოდვების გადაცემაო. პატრიარქთა ეპისტოლე საუკუნო სასჯელზეც ქადაგებს, მაგრამ ეხლა ნახეთ რას ქადაგებს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი: მოუნათლავად აღსრულებული ყრმები სამართლიანი მსაჯულის წინაშე არც განდიდებულნი იქნებიან და არც დასჯილნი, ვინაითგან, მართალია, სულიწმინდის საცხებელით არ არიან აღბეჭდილნი, მაგრამ არც ცუდნი არიან და უფრო მეტად თვითონ ევნოთ, ვიდრე სხვას ავნეს. რამეთუ, ვინც სასჯელს არ იმსახურებს, უკვე პატივის ღირსი როდია; ისევე როგორც, ვინაც პატივს არ იმსახურებს, ერთი მხოლოდ ამის გამო როდი უნდა დაისაჯოს.


ციტატა(lado s @ May 10 2007, 11:28 AM) *

აქ აღსანიშნავია, რომ წმ. ათანასე დიდის, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის, წმ. გრიგოლ ნოსელის და წმ. ნექტარიოს ეგინელის სწავლებებში არის ამგვარი სიტყვები: “არც სასუფეველში შედიან, არც კიდევ სასჯელში”, “არცა იდიდნენ, არცა იტანჯნენ”, “არც სამწუხაროთა შორის იქნება”, “უღირსნი არიან ღვთის ზიარებისა, თუმცა არა დასჯისა და ტანჯვის ღირსნი”. ამ სიტყვებზე ძნელია კომენტარის გაკეთება, რადგან ეკლესიის სწავლებით არსებობს მხოლოდ სასუფეველი და ჯოჯოხეთი, მესამე მდგომარეობა არ არსებობს. იქნებ ამ საიდუმლოში ჩაწვდომა მხოლოდ სიკვდილის შემდეგ შევძლოთ; რადგან მათ მომდევნო მამებს არ განუმარტავთ, მაშ ჩვენც არ უნდა ვიმტვრიოთ თავი.


ლადო, მე ვერ ვხვდები რატომ ეძებთ ჯოჯოხეთში "უტანჯველ" და "დაუსჯელ" ადგილს, ჩვენი უფლისა და მაცხოვრის სიტყვები: "სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან" (იოანე 14.2) არაფერს გეუბნებათ?


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 11 2007, 11:45 AM
პოსტი #7


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ასეა, არ მიჯერებს პატივცემული ლადო.ს , ვეუბნები ამოწურა ამ თემამ აქ მაინც თავი, მხოლოდ შფოთი შემოაქვს მეთქი და არ ჯერა...

დახურეთ თემა!


იხარეთ,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი May 11 2007, 01:07 PM
პოსტი #8


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ციტატა(KAIROS @ May 11 2007, 07:45 AM) *

ასეა, არ მიჯერებს პატივცემული ლადო.ს , ვეუბნები ამოწურა ამ თემამ აქ მაინც თავი, მხოლოდ შფოთი შემოაქვს მეთქი და არ ჯერა...

დახურეთ თემა!


მართლა დახურეთ რა, მამაომაც გვირჩია შევწყვიტოთ ამაზე კამათი, გვეყო რაც გავკადნიერდით და განვიკითხეთ....


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
lado s
პოსტი May 11 2007, 01:16 PM
პოსტი #9


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 74
რეგისტრ.: 24-December 06
წევრი № 738



ზებედეს

ზებედე, შენთან საუბრის აზრს ვერ ვხედავ, წმინდანებს დასცინი და მე რაღა გითხრა; თან ისეთ საკითხებზე მსჯელობ, შენს განსწავლულობას რომ არ ეთანადება. მარტო ერთს გეტყვი, ვინც მამების უგულვებელყოფით იწყებს, როგორც წესი, ის სახარების უგულვებელყოფით ამთავრებს და, საერთოდ, ცუდად ამთავრებს.

აბა მშვიდობით, მომიტევე რაც გაწყენინე.



კაიროსს ლადოსგან
დამშვიდობება სიყვარულით და ტკბილ-მწარე სიტყვებით


ციტატა
შენ გინდა რომ თავიდან ავყვეთ კამათს?


კამათის არანაირი სურვილი არ მაქვს, აღარც რამის დაწერას ვაპირებ ამ ფორუმზე. უბრალოდ, ადრე კანუდოსელმა დამისვა შეკითხვა, რას ვფიქრობდი ამ საკითხზე და მინდოდა წმინდა მამების სწავლებით გამეცა პასუხი; ცოტა დავაგვიანე. თანაც ადრე დაწერილი პოსტების უმრავლესობა ამ თემაზე, როგორც უკვე ვთქვი, ტენდენციურად და ზედაპირულად მიმაჩნია და მინდოდა მსურველს ჰქონოდა საშუალება წაეკითხა მამათა სწავლებები და თვითონ შეეფასებინა.

[quote]არაა დოგმატი და მამათა მოსაზრებად რჩება


დოგმატია ის, რომ უნათლავი ვერ ცხონდება, ამას ედიშერიც აღიარებს: „ურყევი რჯულდებაა რომ სასუფეველში ვერ შეაღწევს ვერანაირი სახის ცოდვილი, მით უმეტეს პირველცოდვის მქონე. ამასთან ისიც ურყევია და შეუძრავი, რომ ყველა ჩვენთაგანში პირველცოდვის აღმომფხვრელია მხოლოდ და მხოლოდ ნათლისღება“.
უბრალოდ, კამათია იმაზე (სამწუხაროდ ცუდი ფორმით), არსებობს თუ არა ნათლობა მხოლოდ სურვილით... მე მამებთან ეგეთი რამე ვერ ვნახე...

უნდა დაუჯერო სინოდსაც, რომელმაც განაჩინა, რომ ამ საკითხზე კამათი უნდა შეწყდეს.
ციტატა


ეგ იმათ უთხარი, ვინც ეს საკითხი წამოიწყო, და შენც აყევი სხვათა შორის. რატომღაც მაშინ არ გაგახსენდა სინოდი, თვეობით რომ კამათობდით და მამა ანდრიაც მგონი ამის გამო წავიდა ფორუმიდან, (შეიძლება ვცდები, მარა თქვენი ჩაციების მერე აღარ გამოჩენილა). მოდი, ვიყოთ სამართლიანები ღვთისა და ადამიანების წინაშე.

შენ მარტო გჯერა იმათი ვისაც ეკლესიაში შფოთი შემოაქვს, ვისაც ჩვენი გალობა "არაკანონიკურად" მიაჩნია, ვისაც ჩვილი ჯოჯოხეთში ემეტება იმიტომ, რომ ვერ მოასწრო დაბადება...


ცდები ძმაო, და თან ცილს მწამებ. მაშინ დაწერე, რის საფუძველზე ამბობ ამას. მე არც ბრმად ვუჯერებ ვინმეს, ქართული გალობაც მიყვარს და ჯოჯეხეთისთვისაც არავინ მემეტება, თუმცა არც ჩემს აზრებს არ ვაყენებ წმინდანების აზრზე მაღლა. და საერთოდ, შენივე სარგებლობისთვის გეტყვი, ძმაო, რომ ასეთი მეთოდები, შენ რომ იყენებ ამ ფორუმზე მოწინააღმდეგის „ჩასაძირად“, არათუ ქრისტიანს, პატიოსან ათეისტსაც არ შეეფერება, თუმცა შეიძლება გაუცნობიერებლად მოგდის. მართალია ბევრი იცი, მაგრამ მაინც შეგახსენებ: „გულისაგან გამოვლენ გულის-სიტყუანი ბოროტნი... ცილის-წამებანი“. და გულს თუ არ მივხედეთ, მაშინ იმ განკითხვის დღეს ვერ გვიშველის ვერც ცოდნა, ვერც პატივი და დიდება, ვერც ძლიერნი ამა ქვეყნისანი. შეგახსენებ, ჯერ კიდევ ძველი აღთქმის მორწმუნეები იცავდნენ მეცხრე მცნებას: „არა ცილი სწამო მოყუასსა შენსა ზედა წამებითა ცრუითა“.

ვისაც ჩვილი ჯოჯოხეთში ემეტება იმიტომ, რომ ვერ მოასწრო დაბადება...
ციტატა


დაბადებულ და დაუბადებელ ჩვილს შორის რამე პრინციპული განსხვავებაა? თუ იქნებ ღმერთს არ შეუძლია ნებისმიერი ჩვილი დაიცვას და დაბადებამდე მიიყვანოს? ხოლო ის, რომ უნათლავი ჩვილები სასუფეველში ვერ შევლენ, შენს მიერ გალანძღულ მოძღვრებზე დიდი ხნით ადრე ნათქვამი აქვთ კვიპრიანე კართაგენელს, ათანასე დიდს, იოანე ოქროპირს, სვიმეონ ახალ ღვთისმეტყველს, ნექტარიოს ეგინელს... შემთხვევით ეს მამებიც ფანატიკოსებად ხომ არ მიგაჩნია?

აქ სასულიერო პირების შეურაცხყოფაზე კი არაა საუბარი


კარგად გადახედე შენი, კანუდოსელის და ზებედეს პოსტებს...

ასეა მსაჯულივით დაყავი მოწინააღმდეგე მხარე, უიმედოდ და უსურვილოდ გაწირე... თხები და ცხვრები, ჩვენ და ისინი, ვინ მოგცა ფორუმის ასე დაყოფის უფლება?
ციტატა


ეგ მე არ დავყავი, ადამიანები თვითონ იყოფიან ცხვრებად და თხებად, ბოროტებად და კეთილებად, გულწრფელებად და გულარძნილებად, თავმდაბლებად და ყოყლოჩინებად, ხოლო ჩვენი გონება ხედავს ამ დაყოფას, ზოგჯერ ვერც ხედავს, ან ეჩვენება რაღაცეები... ეს არ არის შეურაცხყოფა, უბრალოდ რასაც ვფიქრობ, ის ვთქვი, მგონი მაქვს უფლება მქონდეს ჩემი აზრი. და საერთოდ ცუდია, როცა მაშინ ვამახვილებთ ასეთ რამეებზე ყურადღებას, როცა გგვგონია, რომ ჩვენ გვეხება, და როცა სხვას გადავთელავთ, მაშინ მართლები ვართ და ეგრეა საჭირო. მგონი მსგავს დაყოფას შენს პოსტებშიც იპოვი, თუკი გულდასმით მოძებნი. ვიყოთ სამართლიანნი. თუ შენი გონება ყოფს ადამიანებს ფანატიკოსებად, მოაზროვნეებად, „ლიოჩიკებად“ და ა.შ., ჩემი გონებაც ყოფს ეკუმენისტ-მოდერნისტებად, სქიზმატ-ფანატიკოსებად და ტრადიციულად-მართლმადიდებლურად მოაზროვნეებად, გულწრფელებად და არაგულწრფელებად და ა.შ. რა არის ამაში საკვირველი ან საწყენი? ის, რომ დავწერე, რასაც ვფიქრობ? შენც ხომ დაწერე „ლიოჩიკებზე“ და სოტირისი დაამცირე და შეურაცყოფა მიაყენე (და არა მხოლოდ სოტირისი). ეგ მოსაწონი და სამართლიანი იყო ხომ?

უიმედოდ და უსურვილოდ გაწირე...

ეგ საიდან დაასკვენი? გულთამხილავიც ხარ? არა, ძმაო, არავინ გავწირე, სიკვდილის დღემდე ყველას გვაქვს ჟამი სინანულისა და გამოსწორებისა.

[b]ამოწურა ჭელიძის ყველა არგუმენტი; ასე აპირებ სრული ინფორმაციას მიცემას იმ " გულწრფელად დაინტერესებული ხალხისათვის"?
ციტატა


დაკვირვებით რომ წაგეკითხა, მიხვდებოდი, რომ ედიშერის ციტატები დასაპირისპირებლად კი არ მოვიტანე, არამედ უბრალოდ მას ჰქონდა თარგმნილი რაც ამ თემას ეხებოდა და თან ძალიან საინტერესო ფაქტები.

შენზე და ჩემზე და ბევრ ფორუმელზე ასჯერ მეტად საქმეში ჩახედულმა ადამიანებმა იკამათეს ამაზე და შეთანხმდნენ, რომ კამათს მხოლოდ შფოთი მოაქვს და ... ნუ ვიჩხრიკებით ჩვენც!


ეგ რაღა ჩემს თემასთან დაკავშირებით გაგახსენდა? მაშინ სად იყავი, სოტირისს, მამა ანდრიას და „დეად“-ს რომ უმტკიცებდი რაღაც-რაღაცეებს?

ნუ ვიჩხრიკებით ჩვენც![quote]
ქურდული მენტალიტეტი საქართველოში იკრძალება, ძმაო!

აბა იხარე, ძმაო კაიროს, ნამვილი სიხარულით, გისურვებთ შენ და ყველა ფორუმელს ქრისტესმიერ ბედნიერებას და კიდევ ერთხელ ყველას გთხოვთ შენდობას; რა ვქნა, ენას ვერ ვთოკავ და ვნებებს ვერ ვერევი, მაგრამ მიყვარს მართლმადიდებლობა და წმიდა მამები, (თქვენც მიყვარხართ), ვცდილობ თანამედროვე ავტორიტეტები ძველ, დროით დამოწმებულ ავტორიტეტებზე მაღლა არ დავაყენო და სხვებსაც ამას ვურჩევ ხოლმე, კერპებს გავექცეთ, საკუთარ გონებაშიც და ჩვენს გარშემოც...

წმ. გაბრიელი, ეპისკოპოსი იმერეთისა

„ისრეთი ძვირფასი თვისება არს ერთობა სარწმუნოებისა, რომელ უფალმან ჩუენმან იესო ქრისტემან უკანასკნელსა შინა ლოცვასა პირველ ჯვარცმისა მხურვალედ გამოითხოვა მამისა თვისისაგან, რათა ყოველნი მისნი მორწმუნენი იყვნენ ერთ, ვითარცა იგი და მამა ერთ არიან. გარნა ყოველნი წინააღმდეგნი სარწმუნოებისა და გარდამაქცეველნი სწავლისა დაარღვევენ ერთობასა და მოახდენენ განხეთქილებასა და სიძულვილს. მეოთხე საუკუნესა შინა, ოდესცა უღმრთომან არიოზ მოახდინა საშინელი შფოთი ეკლესიასა შინა, ერთ ღამეს წმიდა ალექსანდრეს, ეგვიპტის მწყემს-მთავარსა, გამოეცხადა სიზმრად უფალი იესო ქრისტე. ოდესცა წმიდამან ალექსანდრე შეხედა უფალსა იესო ქრისტესა, ნახა, რომელ მისი კვართი ანუ სამოსელი იყო გაპობილ ორად თავიდგან ბოლომდი, და ესმა ხმა უფლისა: აჰა რა მიყო არიოზმან! ეს კვართი გაპობილი მოასწავებდა წმიდა ეკლესიასა, რომელი განაპო ორად უღმრთომან არიოზ, სწავლითა თვისითა. სადღა იქნება სიყვარული და ერთობა ეკლესიასა შინა, უკუეთუ ყოველმან კაცმან თვისებრ დაიწყოს სწავლა საღმრთოთა საგანთა ზედა“...

„სოლომონ ბრძენი წიგნსა შინა თვისსა იგავთასა, სხვათა შორის წარმოთქვამს: „ნუ გადასდებ საზღვართა საუკუნეთა, რომელნი დასდვეს მამათა შენთა“. თუმცა ამ სიტყვებში ცხადად არ დაინახება, რომელთა საზღვართა ზედა ამბობს სოლომონ, ნივთიერთა თუ სულიერთა, გარნა, ვინაითგან იგი ამბობს საუკუნეთა საზღვართა ზედა, ხოლო ყოველნი ნივთიერნი საზღვარნი არიან არა საუკუნენი, არამედ დროებითნი, ამისთვის მას უთუოდ ჰქონდა მხედველობაში საზღვარნი სულიერისა სწავლისანი, ანუ საღმრთო სჯულისა. მაშასადამე იგი ამ სიტყვებით გვასწავლის ჩვენ, რათა არ გამოვსცვალოთ, არ გადავსცილდეთ საზღვართა საღმრთოის სჯულისა, ესე იგი საღმრთო სჯული დავიცვათ და შევინახოთ ისე, როგორც გადმოგვცეს მამათა ჩვენთა“.

„წმიდა ეკლესია იმ პირობით იშვილებს ყოველსა კაცსა, იმ პირობით ამოიყვანს ემბაზისაგან, ესე იგი სულიერად შობს, რათა მან მიიღოს და დაიცვას შეუცვლელად ის სწავლა, რომელიც მისცა ეკლესიას მაცხოვარმა იესო ქრისტემ“.


წმ. ექვთიმე მთაწმინდელი

„საცნაურ არს უკუე, ვითარმედ არა სცუალებდეს მამანი ჟამთაებრ სარწმუნოებასა, არამედ მარადის ერთსა სარწმუნოებასა ქადაგებდეს სწავლისაებრ წმიდათა მოციქულთაჲსა, რამეთუ ესმა მათ ბრძანებაჲ ღმრთისაჲ, რომელსა იტყვის წინაისწარმეტყველისა მიერ: “იხილეთ, იხილეთ, რამეთუ მე ვარ და არა ვიცვალები“... „ქადაგებაჲ მართლისა სარწმუნოებისაჲ შეურყეველ არს და შეუცვალებელ, ვითარცა იტყვის მოციქული, ვითარმედ: “დაღაცაუ ჩუენ ანუ ანგელოზი ზეცით მოვიდეს და გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი გახარე თქუენ, შეჩვენებულ იყავნ“.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ზებედე
პოსტი May 11 2007, 01:43 PM
პოსტი #10


ზეციკეთი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,332
რეგისტრ.: 27-July 06
წევრი № 19



ლადო, წმინდანებს არ დავცინი, მე მათი საპირისპირო აზრები ვნახე, იმიტომ რომ ეს დიდი საიდუმლოა, და ყველას არ შეუძლია ამაზე სწორი პასუხი ჰქონდეს. გაიხსენე რა მოუვიდა ნეტარ ავგუსტინეს! ისე, ჩემს განსწავლულობაზე რომ საუბრობ, შენ ღვთისმეტყველი ხარ? smile.gif
ეგ ედიშერის ციტატა რომ მოგყავს, მანდ ჩვილებზე კი არ საბრობს, ძველი აღთქმის წმინდანებზე საუბრობს და ამიტომაც ახსენებს "პირველცოდვას"
არ ღირს ამ საკითხზე კამათი, რადგან ვერ მივალთ დარწმუნებული ვარ ჭეშმარტიტ აზრამდე -არ არის კარგი ღვთის მსჯავრთა ჩხრეკა


--------------------
მზეო ამოდი, ამოდი
ნუ ეფარები გორასა
წიწილის თეთრი ბუმბული,
ველად გაჰქონდა ნიავსა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი May 11 2007, 02:13 PM
პოსტი #11


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



იქნებ მართლა ჯობდეს რომ ამ საკითხის ირგვლივ აღარ ვიტრიალოთ, განა იმიტომ რომ არ შეიძება, არამედ იმიტომ რომ ზუსტ პასუხს ვერასოდეს მივაგნებთ.

გთავაზობთ საღვთისმეტყველო კომისიის დასკვნას ამ საკითხის ირგვლივ:

იერუსალიმის საპატრიარქოს წმ. სინოდის სახელით, მისი ყოვლად უსამღვდელოესობის, ეპისკოპოს არისტრახოსის პასუხი, გამოგზავნილი იერუსალიმის ეკლესიის წმ. სინოდის მდივნის არქიმანდრიტ დიმიტრიოსის მიერ.

უნეტარეს მამას ჩვენსას და იერუსალიმის პატრიარქს დიოდოროსს და წმ. სინოდს.

უნეტარესო მამაო და მეუფეო:
თქვენი მითითების შესაბამისად, საქართველოს უნეტარესი პატრიარქის ილიას წერილთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა საბოლოო ხვედრს შობამდე მოწყვეტილ ჩვილთა - ორსუობის ხელოვნურად შეწყვეტის (აბორტის) გზით მოწყვეტილთ ან მკვდრადშობილებს, კეთილმორწმუნედ და მორჩილად ვიწყებ მართლმადიდებელი სწავლების გადმოცემას ამ თემაზე.

თავდაპირველად უნდა ავღნიშნოთ, რომ უფლის სიტყვები "რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს, ხოლო რომელსა არა ჰრწმენეს დაისაჯოს (მარკ. 16,16), - არ ტოვებს არანაირ ეჭვს იმისას, რომ ადამიანისთვის ერთადერთი გადარჩენის გზა არის ნათლობა. ურწმუნო ადამიანი და ის, ვინც უდიერად ექცევა ნათლობას, თვითონვე უსპობს თავის თავს ცხონების საშუალებას. მაგრამ ეს აბსოლიტურად არ შეიძლება ითქვას პატარა ბავშვებზე, რადგან ისინი არც ურწმუნონი ყოფილან და არც უდიერად მოქცეულან ნათლობისადი. პასუხისმგებლობა მათი უნათლაობისათვის მოეკითხება მშობლებს, რომელთაც ჰქონდათ ამის შესაძლებლბა და ამისდა მიუხედავად არ იზრუნეს მოენათლათ ბავშვები, რის გამოც სასჯელს იმსახურებენ.

შემთხვევები, რომლის დროსაც უნათლავ ბავშვთა მშობლები ეპიტემიას ექვემდებარებიან, სამ ნაწილად განიყოფა:

ა) ბავშვები, მოწყვეტილები დედის მუცლის შედეგად - ამის გამო თავად დედა საჭიროებს ეკლესიის ლოცვას და მას ედება კანონი ერთი წლის უზიარებლობისა (წმ. იოანე მმარხველის 22-ე კანონი. პადალიონი. გამომც. ასტეროსი. ათენი 1976, გვ 711).

ბ) ბავშვები, მოწყვეტილები დედის მიერ ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის შედეგად , - ამ შემთხვევაში 3-5 წლამდე უზიარებლობის ეპიტემია ედება დედას (წმ . იოანე მმარხველის 21 კანონი. პადალიონი, იქვე) ამ ორივე შემთხვევაში ეპიტემია ედებათ ნებსით თუ უნიებლიე მკვლელობისათვის და არა მოუნათლავი ყრმების ნათლობის დაგვიანებისათვის, რომლებზეც ამ შემთხვევაში არც შეიძლება იყოს საუბარი (კართაგენის ადგილობრივი სინოდის 25-ე კანონი. პადალიონი. გვ 475). მაგრამ შეიძლება ისიც ვამტკიცოთ, რომ გარდა სიცოცხლისა ასეთი დედები თავის შვილებს აგრეთვე ნათლობის საშუალებასაც უსპობენ.

გ) უეცარი გარდაცვალებით მოწყვეტილი უნათლავი ბავშვები. მათ მშობლებს სიკვდილის საფრთხისადმი უგუნური და უდიერი დამოკიდებულებისათვის ედებათ 3 წლიანი უზიარებლობის ეპიტემია (წმ. იოანე მმარხველის 24-ე კანონი. პადალიონი. გვ 712). ეს კანონი აწესებს ნათლობის დაჩქარებას, რა თქა უნდა, მხოლოდ ჩვილის ავადმყოფობისას. სხვა შემთხვევაში ჩვეულებრივად, ეკლესიას მიღებული აქვს გარკვეული დროის მონაკვეთი რათა მშობლებს საშუალება მიეცეს აუღელვებლად მოამზადოს ყოველივე საჭირო ბავშვის მოსანათლად. ეს მომდინარეობს იქიდან, რომ არ არის დაშვებული ჩვილის მონათვლა დადგენილი დღეების გასვლამდე, სანამ არ წაეკითხება განწმედის ლოცვა ახალშობილის დედას, გარდა იმ შემთხვევისა თუკი ჩვილს ემუქრება სიკვდილის საფრთხე (წმ. ნიკიფორე აღმსარებლის 37-ე კანონი. პადალიონი გვ 731).

ზემოჩამოთვლილ კანონებზე დაყრდნობით, შეიძლება შევნიშნოთ, რომ თუმცა კი საუბარია მათ პასუხისმგებლობაზე უფლის წინაშე, ვინც კლავს ჩვილებს ანდა არ ზრუნავს მათი ნათლობისათვის, მაგრამ არც ერთი სიტყვა არ არის თქმული უნათლავ ჩვილთა სულების სიკვდილის შემდგომ მდგომარეობაზე, რადგან, როგორც ჩანს, ეს მინდობილია უფლის მსჯავრს, სიყვარულს, სამართლიანობას, ღვთის მოწყალებას. ასევე მსჯელობს ამის შესახებ წმ. ანასტასი სინელიც, რომელიც გვისვამს კითხვას: "გეკითხებით სად მიდიან იუდეველთა და უნათლავთა 4-5 წლის უბოროტო ბავშვები? სამსჯავროზე თუ სასუფეველში?" და პასუხობს "უფალი თავად გვიხსნის თავის გადაწყვეტილებას, როდესაც ამბობს, რომ არ გადაეცემა მამათა ცოდვები ბავშვებს და ამოწმებს წინასწარმეტყველთა პირით, რომ არ მოსწყდებიან ბავშვები მათი მამების ცოდვების გამო", ჩემი ფიქრით კი ისინი არ წავლენ გეჰენიაში. მაგრამ არ არის კეთილი ღვთის მსჯავრთა ჩხრეკა" (კითხვა და პასუხი PA 89 გვ. 709). წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ასევე ამბობს, რომ "საეჭვო შემთხვევაში იმარჯვებს კაცთმოყვარება ღვთსა". (სიტყვა ფერისცვალების დღესასწაულზე). ასევე ევსევი ალექსანდრიელი, ნათლობაზე საუბრისას პასუხისმგებლობას აკისრებს უდიერ მღვდლებსა და მშობლებს და არაფერს ამბობს ბავშვების მდგომარეობაზე. თუკი არ მოინათლება ბავშვი მღვდლის დაუდევრობის გამო და გარდაიცვლება, ვაი იმ მღვდელს. მაგრამ თუკი მშობლების უგულისხმობის გამო გარდაიცვლება უნათლავი, მღვდელს ბრალი არა აქვს, მაგრამ ვაი ბავშვის მშობლებს.

ჩემი მოკრძალებული აზრი ასეთია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობები, დღესაც არის გზის მაჩვენებელი ეკლესიისათვის სამოძღვრო საქმიანობაში; ყურადღება უნდა გავამახვილოთ მშობლებზე, რათა მათ თავი აარიდონ აბორტს, როგორც სასიკვდილო ცოდვას და იზრუნონ ბავშვის დროულ მონათვლაზე, რაც არის ეკლესიის, ცათა სასუფევლის და ღვთის ნათლის ხილვის კარის გასაღები, ხოლო მსჯავრი უდროოდ გარდაცვლილ ან აბორტის გზით მოკლულ ჩვილთა ხვედრზე მივანდოთ ღვთის წყალობას, სიყვარულსა და კაცთმოყვარებას.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი May 11 2007, 09:22 PM
პოსტი #12


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
კაიროსს ლადოსგან
დამშვიდობება სიყვარულით და ტკბილ-მწარე სიტყვებით


smile.gif მოკლედ ანთოლოგია გამოვა აქ ჩემი შეპასუხება-შემოპასუხებისა...

ლადო, კაი ჭკუის დარიგება კი გამოგივიდა, ერთი პირობა ვიფიქრე, მოდი ნელნელა და სიტყვა-სიტყვით გავცემ პასუხსმეთქი... მაგრამ არ ღირს, იმიტომ რომ შენი ნაწერიდან, მხოლოდ უსამართლოდ გალანძღული და მაინც სულგრძელი და მიმტევებელი ადამიანის პოზიციიდან საუბრობ; ასე არ ვარგა ობიექტური უნდა იყო, ასევე ცოტა მორიდებულიც ლაპარაკში, მე შეიძლება მკაცრად გწერ, მაგრამ პიროვნულად არავის ვაყენებ შეურაცხყოფას შემ კი ისევ აქაც შეგეშალა:
ციტატა
შენივე სარგებლობისთვის გეტყვი, ძმაო, რომ ასეთი მეთოდები, შენ რომ იყენებ ამ ფორუმზე მოწინააღმდეგის „ჩასაძირად“, არათუ ქრისტიანს, პატიოსან ათეისტსაც არ შეეფერება, თუმცა შეიძლება გაუცნობიერებლად მოგდის. მართალია ბევრი იცი, მაგრამ მაინც შეგახსენებ: „გულისაგან გამოვლენ გულის-სიტყუანი ბოროტნი... ცილის-წამებანი“. და გულს თუ არ მივხედეთ, მაშინ იმ განკითხვის დღეს ვერ გვიშველის ვერც ცოდნა, ვერც პატივი და დიდება, ვერც ძლიერნი ამა ქვეყნისანი. შეგახსენებ, ჯერ კიდევ ძველი აღთქმის მორწმუნეები იცავდნენ მეცხრე მცნებას: „არა ცილი სწამო მოყუასსა შენსა ზედა წამებითა ცრუითა“.

მოდი ერთ რამეს გეტყვი, მეგობარო, ყველამ მიხედოს თავის სულს და თავის ცოდვებს, არაა შენი საქმე ჩემი გულის ჩხრეკა და ყველამ თავის გულის სისუფთავეზე იფიქროს, არავინ იცის ვინაა წმინდა და ვინ ვის უნდა შეახსენოს, აი ხომ ხედავ სად დავედით? რა მეთოდები არ მოგეწონა ჩემი, რომ ასე გამლანძღე? გაფრთხილებ, პიროვნულად ნურავის შეეხები, გაქვს რაიმე არგუმენტი ჩემი აზრის წინააღმდეგ? კარგი ბატონო, მაგრამ სხვა პიროვნულად ლაპარაკის უფლება არა გაქვს და არც გაძლევ, არც გეკადრება შენ , სულ რომ წმიდა მამების ციტატებით ავსებ პოსტებს, ერთხელ მაინც არ მოგინდა გაჩერება, როცა პიროვნულად მაყენებდი შეურაცხყოფას? თუ შენთვის ქართული გალობა მისაღებია დიდად მიხარია და უკან მიმაქვს ის სიტყვები, და ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ იმ ბრბოში არა ხარ; ჩვილებზე კი შეგახსენებ არცერთი ან ძალიან ცალკეული მამა წერს წარწყმედაზე, ჩემთვის კი წარწყმედა ჯოჯოხეთია, მაშ თუკი არ წარწყმდებიან, რაღა რჩება? სხვათაშორის შენ ერთი შეცდომაც დაუშვი ამ "დაჩაგრულის" პოზიციიდან საუბარისას, მე და შენ რასაც ვსაუბრობთ, მაშინ მე და შენზე და ჩვენს პოზიციებზე უნდა ვისაუბროთ, არა გაქვს არანაირი არც მორალური, არც ქრისტიანული უფლება რომ სხვათა გამო შემეკამათო, სოტირისს არ ჭირდება შენგან დაცვა, არ იყო მასეთი მორცხვი,
მაგრამ სოტირისი ჯერ არაფერი, აი ყველაზე დიდი შეცდომა და პირდაპირ გეტყვი არა ვაჟკაცობა რაც მოგივიდა, ის იყო რომ გამწარებულ გულზე, ის გარიე ჩვენს კამათში ვინც არ უნდა გაგერია, არ იყო შენი საქმე და შენი გასარჩევი, მამა ანდრიაზე გწერ! ვინ მოგცა მაგის უფლება რომ არჩიო ეგ საქმე? ძალიან შეცდი და ზედმეტი მოგივიდა, ნებისმიერს შეუძლია ნახოს ჩემი და მამაოს კამათი, და ვერავინ ვერ დამწამებს ცილს, რომ მამაოს უპატივისცემულოდ მივმართე ან რაიმე უარგუმენტოდ დავუწერე, ის რაზეც მამაოს შევეკამათე და არ დავეთანხმე ყველამ იცის რომ მართალი ვიყავი, იქამდის შენც კარგად იცი ეგ და შენც კი დაწერე :"
ციტატა
ეკლესიის სწავლებით არსებობს მხოლოდ სასუფეველი და ჯოჯოხეთი, მესამე მდგომარეობა არ არსებობს
, ამაზე შევეკამათე მამაოს! ამიტომ ეგ იყო წმიდა წყლის პროვოკაცია და არა ვაჟკაცური საქციელი შენგან და აქაც თუვერ მიხვდები რომ გადაამლაშე, მაშინ მართლაც ჩვენს საუბარს აზრი არა აქვს!
ციტატა

ქურდული მენტალიტეტი საქართველოში იკრძალება, ძმაო!


აბა რეებს წერ? რა დროს ქურდული მენტალიტეტია? მე ისე შორს ვარ ქურდული მენტალიტეტიდან, როგორც შენ ან ნებისმიერი მართლმადიდებელი ქრისტიანი, რა გინდა ახლა ამასაც მაბრალებ? თან ძმაოო smile.gif ეჰ, ძმაო, ძმაო, არ ხარ სუბიექტური, არ ხარ და არც ცდილობ, კანუდოსელზე და ზებედეზე კანუდოსელმა და ზებედემ გაგცეს პასუხი, ჩემზე კი კეთილი ინებე და მაჩვენე სად მივაყენე პირადი შეურაცხყოფა არქმიმანდრიტ რაფაელს? ( არ გვინდა რებუსები ) ყველგან ვწერდი, რომ ამ მოძღვრის ზოგიერთი და ბევრი სწავლება არ შეესაბამება ქრისტიანობას და არც მათი გავრცელება შეიძლება თქო, პიროვნულად ახლა მე არქიმანდრიტის ცხოვრება ფორუმში რა უფლება მაქვს ვარჩიო? უსამართლო ხარ აქაც და ცილისწამებაა ესეც.... აქაც უკან უნდა დაიხიო...

დანარჩენი გულაჩუყებული ლაპარაკი, რომ რა ძლიერ გიყვარს მართლმადიდებლობა და ჩვენც როგორ გეხატებით გულზე, არაა საკომენტარო, არც ის რომ მთელ მამათა მოძღვრებებს მოაყოლებ მერე...

მოკლედ ლადო-ს, ხანდახან მეც უნდა დამიჯერო, შენი პოსტი თავიდან ბოლომდე იყო ცალმხრივი და ტენდეციური, იყო ნაგვიანები, იყო უადგილო, იყო ზედმეტი, პოსტებიდან მაინც უნდა მიხვდე, რომ მოგვბეზრდა უკვე ამაზე წერა და მოვრჩით!

დავით დახურე თუ ძმა ხარ ეს თემა!

იხარეთ,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი May 11 2007, 09:35 PM
პოსტი #13


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



არ არის კარგი ღვთის მსჯავრთა ჩხრეკა!
თემა იხურება!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th May 2024 - 12:08 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი