ჩემი გალაკტიონი, რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით ვკვდები... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ჩემი გალაკტიონი, რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით ვკვდები... |
ანანო |
Sep 21 2009, 04:53 PM
პოსტი
#81
|
დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 |
როგორ მიყვარს :wub:
უკანასკნელი მატარებელი ცხოვრების ეტლის სადარებელი, საცაა გავა მატარებელი მიემგზავრება იმედი ჩემი ბედის ვარსკვლავის სადარებელი ვიცი ამ წასვლას რაც ეწოდება რა საჭიროა ახლა გოდება მატარებლისგან როს მიმიღია ან თანაგრძნობა ან შეცოდება?! მატარებელი თვლემს როგორც ლავა, მატარებელი 5 წუთში გავა ვინც სხვებს აცილებს დროა ჩასვლისა მატარებელი ხუთ წუთში გავა აი, დაიძრა რკინის ბორბლები მივდევ ვაგონებს, მახრჩობს გრძნობები გემშვიდობები სამარადისოდ, სამარადისოდ გემშვიდობები! ნეტავს ასეთი რად მერგო ბედი ყოველჟამს ვკარგო თითო იმედი გამოსალმების ხელოვნებისთვის ნუთუ არვინ არს პოეტის მეტი? :wub: :wub: |
nino84 |
Sep 22 2009, 11:00 PM
პოსტი
#82
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 |
ოპერიდან გამოვიდა მარტო
(ჯერ შორს იყო მარტი) იუბილარს ეცვა მუქი პალტო (ჯერ შორს იყო მარტი) რუსთაველზე იდგა მარტოდმარტო (ჯერ შორს იყო მარტი) თვალი ფრთხილად გააყოლა ტატნობს (ჯერ შორს იყო მარტი) და სახლისკენ წაბარბაცდა მარტო (ჯერ შორს იყო მარტი) მხოლოდ ჩრდილი მიყვებოდა პატრონს (ჯერ შორს იყო მარტი) დადგა მარტიც, ამაღლებულს, ჩაძინებულ არწივებთან... მთაწმინდისკენ, ნახევარი საქართველო აცილებდა.... ვახტანგ ჯავახაძე -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
georgianeli |
Sep 23 2009, 03:48 AM
პოსტი
#83
|
SERPENTARIUS ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,431 |
გალაკტიონს
შენი პოეზია სულის ცხონებაა, თვალებში ცრემლი და გულში სინანული, ქალწულ სათავესთან კვლავ მიბრუნებაა- ღმერთის სიყვარული. გულის ცივ ჯოჯოხეთს ლექსებით დატერფავ ქაჯეთის ციხეთა მძლე კონკისტადორი, ბავშვურ გაზაფხულით სიცოცხლეს დაფერავ მზეთა მებადური. დაწყევლილ გრიგალთა თბილი ჩაწყნარება, სულის სიმტკიცე და მზერა არწივური, მკვდრეთიდან აღდგომა, ავდრის ადარება, სინდისი მეფური. -------------------- = Serpentarius =
არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა. |
nino84 |
Sep 25 2009, 01:01 AM
პოსტი
#84
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,108 რეგისტრ.: 27-May 09 წევრი № 7,041 |
...სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე თან ველურად იღიმება, —
იცის, იცის მესაფლავემ, როგორც უნდა... როგორც ხდება... -------------------- ...თამაშობს ბავშვი,
მთელი ცხოვრების სამყოფს თამაშობს. |
ანანო |
Oct 2 2009, 12:22 AM
პოსტი
#85
|
დავიღალე..... მოდი ჩემთან უფალო...... ჯგუფი: Moderator პოსტები: 5,367 რეგისტრ.: 25-September 07 წევრი № 2,831 |
მიწის და ზეცის წინაშე
შენ ის სიმაღლე, შენ ის სინაზე, ფიქრი ათასჯერ ღამენათევი ამ მიწისა და ზეცის წინაშე შენ ერთნაირად ხარ პირნათელი. იყო მოქცევა ტალღის, მგოსნურის, ამ საუკუნის გრძნობა-გონების, მაგრამ შენ სხვა ხმით იყავ მოსული სული აღვსილი ობერტონებით. შენ არ ცხოვრების ღერძზე მიკრული ხარ მიწიერი, ხან ზეციერი იყავ ოსტატი ალოგიკურის, იყავ ოსტატი ქვეცნობიერის. აზრთან ყოველთან, კაცთან ყოველთან ჩვენ დიდ მომავლის გზებს გავყურებდით ჩვენ ჩვენი ღმერთიც გვყავდა,რომელსაც ჩვენი სინდისით ჩვენ ვმსახურებდით. შენ დიდმსახური მაღალ მიზანთა ლექსის სხვა ნირი, სიტყვის სხვა ტონი ხარ ვალმოხდილი ცა და მიწასთან როგორც მონა და როგორც ბატონი. ირაკლი აბაშიძე. მიყვაარს -------------------- დაინდეთ ერთმანეთი და უფალი შეგინდობთ. წმ. ანტონი დიდი
**************************** შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა, უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი..... იობი თავი 1... |
georgianeli |
Feb 18 2010, 07:28 PM
პოსტი
#86
|
SERPENTARIUS ჯგუფი: Members პოსტები: 239 რეგისტრ.: 19-March 07 წევრი № 1,431 |
როგორ ფიქრობთ და გრძნობთ: გალაკტიონის შემოქმედების სიყვარული გალაკტიონის სიყვარულსაც ნიშნავს?
-------------------- = Serpentarius =
არტურ კლარკი + სტენლი კუბრიკი = www.kubrick2001.com საქართველო ღმერთს მაყვარებს და ღმერთი-საქართველოს... საკუთარი ერის მოსიყვარულე სხვასაც ღირსეულად ეპყრობა. |
ნონა |
Feb 18 2010, 07:43 PM
პოსტი
#87
|
მშვიდი სისოვლე ჯგუფი: Members პოსტები: 2,197 რეგისტრ.: 29-July 09 მდებარ.: ბათუმი წევრი № 7,322 |
არა
-------------------- ...უფალო, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები!
|
newbie |
Feb 18 2010, 10:28 PM
პოსტი
#88
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 577 რეგისტრ.: 28-April 09 წევრი № 6,908 |
თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა. როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი, როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!.. შემოდგომაა სხვა პოეტისთვის ვერ მიმიგნია, ეს წიგნი - ერთადერთი წიგნია მშვიდი, ფარული. შემოდგომისთვის იგი იშლება, როგორც ფოთლების გადაშიშვლება და სიხარული. წავიდეთ ერთად ველებში, გიცდი! ვერ მოვიგონე ქვეყნად არტისტი ქარის სადარი. რა აქვითინებს მინდვრის ტრიალებს? ასე გულმწარედ რაზე შრიალებს ძველი ჭადარი? ო, ვიყოთ ერთად! გზა გულს ამრთელებს... ქვეყნად მომავალ კორიანტელებს ვინ მოეკრძალოს? ჩვენ, პოეტები, მზიდან ვეშვებით - და ვსვამთ ცეცხლიან აზარფეშებით მზის სადღეგრძელოს. გენიალურია გალაკტიონი.. მისი შემოქმედება გულგრილს ვერავის ტოვებს.. ბევრი ფიქრობს რომ ასეთი ნიჭის უკან გაამორიცხულია დიდებული პიროვნება არ იდგეს.. და წარმოუდგენელია არ გიყვარდეს .. მაგრამ რავიცი.. გიყვარს ნიჭი, თვითონ პიროვნების სიყვარულისთვის რამდენად საკმარისია არვიცი, ალბათ არა, ნუ ჩემთვის ყოველშემთხვევაში |
შოთაძე |
Mar 8 2010, 09:59 PM
პოსტი
#89
|
შოთა ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
ციტატა "მესაფლავე " “გენიოსო” (პასუხად “მესაფლავეს”) გენიოსო, შენ ამბობ რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება! მე მაოცებს რად იგონებ ყველა ტრფობის მლანძღავ ზღაპარს, რომ მუდმივი ტრფობის გლოვა აღარავის არ უნახავს, რომ ივიწყებს ყველა ხსოვნას,ვისაც სატრფო მოუკვდება, რომ სუყველას გლოვის შემდეგ სხვა ტრფიალი მოუნდება რომ თითქოსდა აღარავის აღარ ჰქონდეს წრფელი სული, რომ ერთ სატრფოს სამუდამოდ შემოავლოს სიყვარული! რაღად გინდა ეგ ცინიზმი რომ მღერიხარ დიდო გონო ან ვის გინდა ცოდვიანი სტრიქონები გააგონო?! მილიონში რომ ერთია ვიცი ჩემი ლექსის ქება, მაგრამ სწორედ იმ ერთშია ტრფიალების უკვდავება! სკოლის მერხთან მუდამ ერთად იჯდა ლაღი გოგო-ბიჭი, და უბოძა მათ უფალმა ერთმანეთის ტრფობის ნიჭი უბოძა და გაიხარა ორმა ნორჩმა,წრფელმა გულმა და ამაყად იწყო წინსვლა ამ უბადლო სიყვარულმა ზეიმობდა და ხარობდა სილამაზით ორი გონი ტრფობის ცაზე ნავარდობდა უკვდავების ფაეტონი მაგრამ ბედმა ვარდის კოკრებს გადაფურჩქვნა არ აცალა მოუვლინა მიწიერი უკვდავების გამოცანა, სამუდამოდ შეაჩერა ვაჟის გულში სისხლი ცხელი ქალიშვილს კი მიუსაჯა ურთულესი განსაცდელი დაითუთქა მწუხარებით თოთხმეტი წლის გოგოს გული მიაცილა სამარემდე უკოცნელი სიყვარული დაიტირა შავი ძაძით მოუსველა გულზე მიწა უწრფელესი ცრემლთა ღვარით შეაძრწუნა დედამიწა ვაჟის დედას ეახლა და უთხრა თქვენი ვარო რძალი და მიიღო დედამთილმა ქალიშვილი პატარძალი! გენიოსო კიდევ იტყვი რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?! და მის მერე სატრფოს საფლავს არ სცილდება გოგო_ქალი მიწიერი მწუხარების ,მგლოვიარე დედოფალი ზეციური სილამაზის სახეს ადებს ვაჟის გულზე აღარც ფიქრობს ამ უზომო მწუხარების დასასრულზე თმას გაიშლის დაემხობა საცოდავად ტირის,კვნესის მის ცრემლების სიკამკამეს ვეღარ იტევს ჩემი ლექსი განა მისთვის არ უნდოდათ მიერთმიათ ნორჩი ვარდი?! და მწუხარედ ეჩურჩულათ შემიყვარდი, შემიყვარდი?! მაგრამ როგორ კადრებ ტრფობას როცა გიდგას თვალწინ ქალი ღვთისმშობელი მარიამის თვალებიდან მომზირალი! ვაჟის დედაც დასტრიალებს უბადლო რძალს მუდამ თავზე არავინ ჰყავს მისი ფასი გამოცდათა პლანეტაზე მოხიბლულა მისი ქცევით დედის გული მგრძნობიარე სიგიჟემდე უყვარს რძალი უკვდავების მოტრფიალე! ამოწურა მიწიერი წლების რიცხვი დედა_ქალმა ღირსეულად დაიტირა დედამთილი ქვრივმა რძალმა! გენიოსო არ გეცვლება ხედვა შენი დიდი ნიჭის?! ნუთუ არ გშურს სიმდიდრისა გარდაცვლილი ლაღი ბიჭის?! და მის მერეც წლების რისხვას ქალიშვილი ებრძვის მარტო, რაღათ უნდა ამ სრულყოფას სხვა სიტყვები მივუმატო ვაჟის ხსოვნა,წმინდა გრძნობა ააცურა მაღლა ცაზე ამაყად და ღირსეულად დააბიჯებს ქვეყანაზე კვლავ ერთგული არის ხსოვნის კვლავ ერთგული არის ღვთისა როგორ გინდა არ იწამო ამ განგების რჩეულისა! მიილია მისი წლებიც მიწიერი გამოცდისა წლეულს გახდა მშვენიერი ქალიშვილი სამოცისა! შენკი ამბობ არ არსებობს უკვდავება დაგიკარგავს ჩემულობდი მაგრამ ნუთუ არასოდეს არ გინახავს?! ან გმირები მოღალატე,უერთგულო როცა ნახე მაშინ ერთი ღირსეული ქართველი ვერ გამონახე გამაგონე გენიოსო ამ ღალატით რის თქმა გსურდა რომ თქვენს დროში ერთგულება აღარავის არ ძალუძდა როგორ ამბობ სულ ერთგული რომ არავინ იყო უწინ, და თუ იყო რატომ გახდი მისთვის ასე სიტყვაძუნწი”! რატომ ცდილობ უკვდავ ტრფობას გაუჩინო შავი ბზარი მილიონში იმ ერთისთვის ვერ გამოყავ ერთი ბწკარი?! აღარ იყო?ვერ გიცვნია არ გცოდნია ტრფობის ფასი, ნუთუ აღარ დაგიცლია უკვდავების თავად თასი ნუთუ თავად არ ძალგიძდა ერთგულება მარად მწვანე, ნუთუ მერის რომ ეტრფოდი სხვა ტრფიალზე გადაცვალე, ნუთუ ის სხვა მოგიკვდა და ვერ შეძელი გლოვა მისი, ნუთუ ისე გაბოროტდი რომ შეგძულდა გლოვა სხვისი, ღირსეულს რომ ყვარებოდი არ ყოფილხართ თურმე ღირსი მერისთანაც გახდებოდი მოტრფიალე ალბათ სხვისი ვხედავ ვეღარ შეგიცვნია ჭეშმარიტი უფლის მრწამსი რომ ღალატი მრავლობს მიტომ ერთგულებას ჰქონდეს ფასი განკითხვამდე უსაზღვროა ცდუნებების რიგთა წყება ერთგულების ღირსება კი არასოდეს იფარგლება მაგრამ, ვხედავ გენიოსი ამ სიწმინდეს ვეღარ მისწვდა და ვაი შენ რომ სიკვდილი სიცოცხლეშივ დაგავიწყდა! დაგავიწყდა რადგან ასე მსჯელობს შენი დიდი გონი გსურს უფრსკულში გადაჩეხო უკვდავების ფაეტონი სხვა რად მინდა ჩემი გითხრა ერთგულების სიმფონია რა სატრფო ვარ გარდაცვლილი სატრფო თუ ვერ მიგლოვია დამიფაროს ღმერთმა მაგრამ თუ წამერთვა სატრფოს სული მის საფლავზე მიჯაჭვული მეყოლება სიყვარული მიჯაჭვული მეყოლება სანამ სუნთქვის მექნა ნება ასე მესმის გენიოსო მიწიერი მე ცხოვრება ვუერთგულებ სატრფოს საფლავს ვუერთგულებ უფლის ნებას ვუერთგულებ ღირსებას და ტრფიალების უკვდავებას?! ზარსა სცემენ იმ ქალს ვინაც დაამარცხა ბედი მწარე მოწიწებით სულ უბრალო კუბოში შჭედს მესაფლავე შჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე ეხლა კი არ იღიმება სტირის ჩვენი მესაფლავე ასე უნდა ეგრეც ხდება ეახლება ქალი ედემს თუ მიგიწვდა მასთან სული უპასუხე გენიოსო რად ატკინე ოქროს გული უპასუხე რად უარყავ არ გინდოდა მხელა რისი უპასუხე რად არიყავ სიყვარულის თავად ღირსი და უთხარი რომ შეიცან ჭეშმარიტი უფლის მრწამსი რომ არსებობს რომ არსებობს ერთგულება ქვეყნად მსგავსი რომ გრცხვენია რომ გრცხვენია მოიფიქრე კიდევ რამე რომ აკლია “მესაფლავეს” სიყვარულის სიკამკამე თავად ხედავ აღარა გაქვს ნება რაც თქვი კვლავ იგი თქვა ვერასოდეს შეიწირავს წმინდა ტრფობას სამარის ქვა მეკი გეტყვი განა გჯიბრობ და გიცხადებ ლექსით მტრობას გედავები მარადიულ უერთგულეს გრძნობის გმობას გიღიარებ გატოლება ლექსით შენთან არის ძნელი მაგრამ, გკითხავ რად ირგუნე უკვდავების სავარძელი?! წამოდექი სავარძლიდან ჩამომართვი ხელზე_ხელი არ მელოდი გენიოსო? უკვდავება გეახელი!!! * * * მუზას ჰყოლია მრავალი ნეფე, და დედოფალიც ბევრი ჰყოლია, მაგრამ ვინ არის უკვდავი მეფე?! გალაქტიონი ??? არა მგონია!!! -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
nat_uly |
Mar 10 2010, 10:19 PM
პოსტი
#90
|
natalia ჯგუფი: Members პოსტები: 1,097 რეგისტრ.: 8-March 07 წევრი № 1,304 |
გულო რა გემართება
(ინგლისური თარგმანი ინესა მერაბიშვილისა) Is Life Too Hard For You, My Heart? I'll carry flowers of the fall To the high mountains of man's fame, It seems I scarcely can recall A dream remote of those past days. No roses ever are around, I hardly care for them, my love, Why are you sad, my darkened soul? Is life too hard for you, my heart? ინგლისურადაც ლამაზად ჟღერს გალას ლექსები -------------------- მე უგნური კაცთა შორის ვეძიებდი სიყვარულს, შენ კი უფალო გვერდით მყოლიხარ,
მომიტევე უფალო სიბრმავე ჩემი... |
marine |
Feb 6 2013, 12:13 PM
პოსტი
#91
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
გალაკტიონს ჩაეცინა , როცა ერთხელ , რესტორანში, შეკვეთის შეხსენების შემდეგ , ოფიციანტმა უთხრა : "დამაცა , შე კაცო ! შენისთანა მილიონია და მე ერთი ვარ"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 22 2018, 10:05 PM
პოსტი
#92
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
გალაკტიონის ხელში ქართული ენა დნებოდაო
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 16 2018, 08:18 PM
პოსტი
#93
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სულში კი - ლექსი გალაკტიონის!"
/მთვარისა კერესელიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jan 10 2019, 06:14 PM
პოსტი
#94
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
გალაკტიონის დღიურიდან:
"ისევ ავად ვარ და ახალ წელს ვხვდები ჯიბეგაფხეკილი. დავდივარ უფეხსაცმლოდ. ერთადერთი მიღწევა ეს პალტოა, რომელიც ძლივს ვიშოვე. საათი დაყენებულია სწორედ თორმეტზე და მისი რეკვა შემატყობინებს ახალი წლის დადგომას. ღირს კი რაიმეს გახსენება მიმავალი წლის ამბებიდან? მთელი წლის განმავლობაში საზიზღრად ვსაზრდოობდი და ალბათ ამის ბრალია, რომ ყველაფრის ხალისი მეკარგება. კრიზისის დროს გავყიდე უკანასკნელი შარვალი. ამასწინათ მთელი ერთი კვირა ვიყავი ავად, ვიწექი საწოლში მშიერი, ავადმყოფი, უპალტოობის გამო სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი და კაციშვილი არ იყო ჩემი ამბის მკითხველი. ჩემთან ბინაში სწორედ ხუთი წელიწადია არცერთი მეგობარი არ მოსულა. ნუთუ ეს არ არის უბედურება? კაცი რომ მოკვდე საკუთარ ოთახში, ამას გაიგებენ მხოლოდ თხუთმეტი დღის შემდეგ, როდესაც გახრწნის სუნი გაანგრევს კარებს და ეზომდე გაატანს". -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 2 2020, 05:30 PM
პოსტი
#95
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"[21 წლის გალაკტიონ ტაბიძის] წიგნში უკვე ელავდენენ მისი განუმეორებელი პოეტური შედევრები"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 11 2020, 09:38 PM
პოსტი
#96
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მოკლული ვიყავ უცხო ზმანებით,
დამწვარი ვიყავ ქალაქის ქაფით. ხელები არ თრთის ხელთათამნებით, სული არ ტირის შავი ნიღაბით" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 12 2020, 05:44 PM
პოსტი
#97
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
გული მწყდება რომ გალაკტიონის პოეზიაში მრავალგზის არის ნახსენები ეშმაკი...
"ეს აზრი უნდა გავიგო ასე: რომ მხეცი არ თმობს თავის ხელობას და გალაკტიონ ტაბიძეს ურჩევს წერტილს ტყვიისას. - რას? თვითმკვლელობას" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 21 2020, 09:25 PM
პოსტი
#98
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამა [გიორგი კაჭახიძე] ერთხანს ფსიქონევროლოგიური დისპანსერის მთავარი ექიმი იყო. იმ დროს იქ მკურნალობდა გალაკტიონ ტაბიძე. კარგად მახსოვს, როგორ ერიდებოდა მამასი ამ დიდ პოეტს და ცდილობდა, ნასვამი არ შეხვედროდა."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 21 2020, 08:54 PM
პოსტი
#99
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გალაკტიონს აქვს გამონათქვამი, ბავშვობიდან თავის მოკლვა მინდოდაო"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Sep 30 2020, 08:53 PM
პოსტი
#100
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მაინც ვინ იყო გალაკტიონი? ქაოსებში შემოჭენებული აპოკალიფსისის მძაფრი მხედარი თუ ქალაქში, მტვერში უღვთოდ წაქცეული უმანკო, უმწეო ბავშვი? იქნებ ორივე ერთად?!
მაღლა აფრიალებული დროშასავით დაატარებდა თავის სულს - სანთელს" /ზაალ ბოტკოველი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:34 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი