IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

22 გვერდი V « < 19 20 21 22 >  
Reply to this topicStart new topic
> დედა, ვიდრე დედა გყავს, შენხარ ძლიერი...
marine
პოსტი Sep 9 2022, 08:08 PM
პოსტი #401


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მთელი სულითა და გულით გისურვებ, რომ შენს ბებიას დაემსგავსო.
სახელი კი მიიღე მისი, ახლა მადლიც უნდა მიიღო"

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 18 2022, 01:39 PM
პოსტი #402


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დედის ლოცვა ადამიანს ზღვის ფსკერიდან ამოიყვანს", - ეს ანდაზა ალბათ ყველამ იცის. მაგრამ განა ყველას სჯერა ამ სიტყვების და იცის ის, რომ მათი ჭეშმარიტება საუკუნეებითაა დამტკიცებული.

მამა პავლე, ბერი ჰყება შემთხვევას, რომელიც მას გადახდა. ის ამას ჰყვება, როგორც ჩვეულებრივ ამბავს. მე კი ამ შემთხვევამ გამაოცა, და არა მხოლოდ მე.

ქუჩაში მამა პავლესთან მივიდა ქალი და სთხოვა მის შვილთან მისვლა და აღსარების ჩაბარება. ქალმა თქვა მისამართი.

მე ძალიან მეჩქარებოდა, - თქვა მამა პავლემ, - და იმ დღეს ვერ მოვასწარი მისვლა. სიმართლე რომ ვთქვა, მისამართიც დამავიწყდა. ერთი დღის შემდეგ, ადრე დილით ის ქალი კვლავ შემსხვდა, ძალიან აღელვებული და დაბეჯითებით მთხოვდა, თითქმის მეხვეწებოდა, მივსულიყავი მის შვილთან. რატომღაც არ ვკითხე, რატომ თავად არ მომყვებოდა. მე ავედი კიბეზე და ზარზე დავრეკე. კარი მამაკაცმა გამიღო - ძალიან ახალგაზრდამ. ჩანდა, რომ ძლიერ სვამდა. ის თავხედურად უყურებდა ჩემს შესამოსელს. მე მივესალმე და ვუთხარი:

დედათქვენმა მთხოვა თქვენთან მოსვლა. ის კი შემეპასუხა: - რას მატყუებთ? დედა ხუთი ხელია, რაც გარდაიცვალა.

კედელზე სხვებთან ერთად ქალის ფოტო დავინახე. მე ხელით მივუთითე - აი, სწორედ ამ ქალმა მთხოვა, მომენახულებინეთ. ის კი გამომწვევად მპასუხობდა - ე.ი. იმქვეყნიდან მომაკითხეს? - არა, ჯერ ამ ქვეყნიდან - ვუპასუხე, - და აი, რას გეტყვი: ხვალ დილიდან მოდი ტაძარში, - და თუ არ მოვალ? - შემეპასუხა. - მოვალ! დედა გთხოვს. ცოდვაა, მშობლის სიტყვების უგულვებელყოფა.

და აი, ის მოვიდა. აღსარებისას ძაგძაგებდა გოდებისგან. მითხრა, რომ დედა სახლიდან გააგდო. ის ნაცნობებთან ცხოვრობდა, მერე კი - გარდაიცვალა. მან დედა არც კი დაასაფლავა - მერე გაიგო ეს ამბავი.

ის მოვიდა დღისით ,საღამოს კი ბოლოჯერ შევხვდი დედამისს. ის უზომოდ გახარებული იყო. მას თეთრი თავსაფარი ჰქონდა, მანამ კი - მუქი. დიდ მადლობას მეუბნებოდა. მითხრა, რომ მის შვილს ეპატია ცოდვები, რადგან მოინანია და რომ ის შვილს უკვე შეხვდა. და აი, დილით მე თავად მივაკითხე ბიჭს სახლში, მეზობლებმა კი მითხრეს, რომ ის გუშინ გარდაიცვალა და მორგში წაასვენეს.

აი, ასეთი იყო მამა პავლეს მონათხრობი. მე კი, ცოდვილი, ვფიქრობ, როგორც ჩანს, დედას შეეძლო სიკვდილის შემდგომაც დაენახა თავის შვილი იმ ადგილიდან, სადაც ის იმყოფებოდა და ე.ი. მან იცოდა თავისი შვილის გარდაცვალების დროც. მისი ლოცვები იქაც ისეთი მხურვალე იყო, რომ ის გამოეცხადა მღვდელს და სთხოვა, აღსარება - ზიარება მიეღო მის უბედურ შვილს. ეს ხომ საშინელებაა, ადამიანი გარდაიცვალოს აღსარება-ზიარების გარეშე.

და რაც მთავარია: მას უყვარდა თავისი ვაჟი, უყვარდა როგორც ლოთიც, რომელმაც ის სახლიდან გააგდო. ის არ ბრაზობდა, არამედ ეცოდებოდა და იცოდა რა ყველა ჩვენთაგანზე უკეთ, თუ რა ელით მოუნანიებელ ცოდვილებს, გააკეთა ყველაფერი, რომ ეს შვილისთვის აერიდებინა. მან ის ცოდვების უფსკრულიდან ამოიყვანა, სწორედ მან, მხოლოდ მან - თავისი სიყვარულისა და ლოცვის ძალით"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 3 2022, 08:22 PM
პოსტი #403


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თანამედროვე მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ თუ დედას ბავშვს მშობიარობის შემდეგ უცბადვე მივცემთ, მათ შორის განსაკუთრებული კონტაქტი ყალიბდება. დედების დაახლოებით სამოცდაათი პროცენტი თავიანთ ახალშობილ შვილს თვალახვეულნი ცნობენ ასეთი კონტაქტის შემდეგ"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 3 2022, 08:46 PM
პოსტი #404


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დედის ცრემლები კი მეხივით არის, რომელიც შავ ღრუბლებაც კიდია მხოლოდ ერთი ადამიანის კი არა, მთელი მოდგმის თავს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 5 2022, 08:29 PM
პოსტი #405


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთხელ სერაფიმე საროველთან დედა-შვილი მივიდა. შვილმა დედის ღვინისადმი მომეტებულ სიყვარულზე შესჩივლა. წმინდანმა პირზე ააფარა ხელი, ჩათვალა რა დაუშვებლად დედის განკითხვა მაშინაც კი, როცა ამის საფუძველი არსებობდა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 24 2023, 08:41 PM
პოსტი #406


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დედი, ძვირფასო, მიყვარხარ ძლიერ,
მუდამ დამიცავს შენი თვალები"

/ვალერიან წიკლაური/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 19 2023, 08:04 PM
პოსტი #407


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როგორც არ უნდა ექცეოდეს დედა შვილებს - ლანძღავდეს, სცემდეს თუ ეფერებოდეს, ყველაფერი დედის მოსიყვარულე გულიდან გამოდის, ხოლო ბავშვები, როდესაც უტიფრად იქცევიან, მშობლებს წინააღმდეგობას უწევენ და ღრიალებენ, ეს მათგან მადლს განაშორებს"

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 22 2023, 07:03 PM
პოსტი #408


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დედების უყურადღებობა ანადგურებს შვილებს"

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 25 2023, 09:06 PM
პოსტი #409


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თუმცა ხშირად დედა თვით არის დამნაშავე, რომ მისი ბავშვი იტანჯება. მაგალითად, დედა ხედავს სხვსი გამხდარ ბავშვს და ამბობს: "აი, სიგამხდრე, რომ იტყვიან ძვალი და ტყავია!" თავისი მოსწონს, სხვისას კი - ზევიდან უცქერის. მაგრამ სიტყვები, რომლებიც სხვის შვილზე ითქვა, მის პირმშოს უბრუნდება. და უცოდველი ბავშვი მშობლის გამო იტანჯება. საბრალო ყრმა თვალდათვალ დნება - მშობლის დასასჯელად, რათა მან თავისი დანაშაული შეიგრძნოს. რა თქმა უნდა, თვით ბავშვი ამ დროს მოწამეთა შორის ითვლება. ღვთის განგებულება ხომ გამოუკვლეველია"

/ღირსი პაისი ათონელი/




--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 3 2023, 09:02 PM
პოსტი #410


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"როდესაც სოლომონმა დედამისი, ბერსაბია შევიდა, იგი ტახტრევანზე იჯდა. სოლომონი ადგა, თაყვანისცა მას და ტახტი დაადგმევნია მეფის დედისთვის. რაღა თქმა უნდა, იცით, რომ უფალმა ორივე აკურთხა და ისიც იცით, თუ რა წყალობა მოიღო მათზე"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 5 2023, 09:49 PM
პოსტი #411


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ვინც ღირსეულად ექცევა დედას - საუნჯეს დაიგროვებს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 21 2023, 08:39 PM
პოსტი #412


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



დედის ხელები

"მახსოვს ლოგინში სინათლე მკრთალი,
მოლანდებანი ციებ-ცხელების,
ბალიშზე ჩემი მხურვალე თავი
და შუბლზე დედის გრილი ხელები..."

/ლეილა ბაგრატიონ-ბაბადიში/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 17 2023, 06:23 PM
პოსტი #413


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთ ქალაქში, სადაც მე ვმსახურობდი, ცხოვრობდა ღრმადმორწმუნე ქალი. მისი ერთადერთი შვილი წაიყვანეს ომში. ეს ქალი მხურვალედ ლოცულობდა, რათა ღმერთს სიკვდილისგან გადაერჩინა მისი ვაჟი. ის ისე მხურვალედ ლოცულობდა, როგორც იშვიათად თუ ვინმე ლოცულობს. არა მხოლოდ დილით და საღამოს ლოცვებისას და არა მხოლოდ ტაძარში - ის ლოცულობდა თითქმის გამუმდებით თავის შვილზე. ის მიდიოდა ბაზარში თუ ტაძარში, ამზადებდა სადილს თუ სხვა ყოფითი საქმეებით იყო დაკავებული - ვაჟზე ლოცვა მას მუდმივად ჰქონდა გულში.

და დედის ლოცვა მართლაც არ იყო ამაო - უფალმა შეისმინა მისი: მისი ტანკისტი ვაჟი მრავალი ბრძოლის გამოვლის შემდგომ უვნებელი რჩებოდა.

საბოლოოდ, ერთ ბრძოლაში ყუმბარა პირდაპირ მის ტანკს მოხვდა. ყუმბარა აფეთქდა და ტანკისტმა გონება დაკარგა. და როცა გონს მოვიდა, დაინახა, რომ წევს ბალახზე, ზემოდან კი ლურჯი ცა დაჰყურებს. ბრძოლის გუგუნი აღარ ისმოდა. ის წამოდგა ფეხზე, გაიხედ-გამოიხედა და დაინახა გადაბრუნებული ტანკი, მასში კი - თავისი მეგობრების დამახინჯებული ცხედრები... ის კი, ღმერთის შეწევნით, დედის მხურვალე ლოცვის წყალობით, გადარჩა მხოლოდ მსუბუქი ჭრილობით".

/დეკანოზი ნიკოლოზი (მალნიკოვი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 1 2023, 11:43 AM
პოსტი #414


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სირცხვილია შვილებისათვის შეურაცხყოფილი დედა" (ზირ. 3,11).


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 8 2023, 05:55 PM
პოსტი #415


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთ დედას მხოლოდშობილი ძე ჰყავდა. ჯარიდან რომ დაბრუნდა, მან გარყვნილებით იწყო ცხოვრება: სვამდა, ერთობოდა, ნარკოტიკებს იღებდა. დედა მორწმუნე იყო და, როგორც შეეძლო, მის შეგონებას ცდილობდა.

მაგრამ ვაჟი გონზე მოსვლისა და გამოსწორების ნაცვლად, კიდევ უფრო გაბოროტდა: თავიდან დედას შეურაცხყოფდა, შემდეგ სცემდა კიდეც. დედა, რა თქმა უნდა, ძლიერ განიცდიდა. ლოცულობდა, ტაძარში დადიოდა, მოწყალებას გასცემდა, ითხოვდა მისი შვილი მოეხსენიებინათ.

მრავალი წელი გავიდა. შვილი სრულებით არ გამოსწორებულა, - უარესიც კი გახდა. აცრემლებული დედა მოძღვართან მივიდა:

- მამაო, როგორ მოვიქცე?

- ილოცე, - მიუგო მან, - ღმერთისთვის ყოველივე შესაძლებელია.

რამდენიმე ხნის შემდეგ დედა კვლავ მივიდა მოძღვართან:

- მამაო, არაფერი შეცვლილა. რაშია საქმე? ღმერთს ჩემი არ ესმის, ჩემს ლოცვებს არ იღებს.

იგი შფოთმა მოიცვა, რწმენაში შეირყა კიდეც. მღვდელმა უთხრა:

- ილოცე, უფალს ყოველივე ძალუძს.

რამდენიმე ხანში დედა მძიმედ დაავადდა, ლოგინად ჩავარდა და სიკვდილის პირას აღმოჩნდა. მოძღვარს მოუხმო:

- შესაძლოა გარდავიცვალო, უფალს კი ჩემი ლოცვა არ ესმის!...

მოძღვარმა დაამშვიდა, როგორც შეეძლო, მაგრამ დედა მაინც დამწუხრებული დარჩა, რადგან ხედავდა, მისი შვილი მძიმე მდგომარეობაშია.

იმ დღეს, როდესაც ღმერთმა ტანჯული დედის ამ ცხოვრებიდან გაყვანა ინება, შვილი სახლში, როგორც ყოველთვის, "მხიარული" დაბრუნდა. ხედავს, დედა გარდაცვლილია. და უეცრად თითქოსდა გაიღვიძა: "ეს რა ჩავიდინე! ის მე დავღუპე! როგორ იტანჯებოდა, რამდენი ბოროტება შევამთხვიე! მე მოვკალი!" დედის გარდაცვალება მან იმდენად ახლოს მიიტანა გულთან, რომ მისი ცნობიერება მთლიანად შეიცვალა: ატირდა, თავის თავს შეაჩვნებდა, ტაძარში წავიდა და ღრმა და გულწრფელი სინანულით აღიარა ცოდვები. ამის შემდეგ რწმენაში მოექცა და ღვთისსათნო ცხოვრება დაიწყო - ჭეშმარიტად ღმრთის მონა შეიქნა.

აი, როგორი შემთხვევაა. თუმცა დედამ სიცოცხლეში ღვთისადმი თავისი ლოცვის შედეგი ვერ იხილა, მაგრამ მან კეთილი ნაყოფი გამოიღო კეთილ ჟამს. ჩვენც ასევე, სასო არ უნდა წარვიკვეთოთ და შფოთს არ მივეცეთ იმის გამო, თითქოსდა ღმერთს ჩვენი ლოცვა "არ ესმის" და ჩვენთვის მძიმე გარემოებებში არანაირ ზომას არ მიმართავს"

/მღვდელმონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი)/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 14 2023, 03:37 PM
პოსტი #416


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დედა არ უნდა დაკმაყოფილდეს შვილის მხოლოდ ფიზიკური მოფერებით, არამედ, ამასთან ერთად, ლოცვითაც უნდა ეფერებოდეს მას. ბავშვი სულის სიღრმეში გრძნობს სულიერ ალერსს, რომელსაც მას საიდუმლოდ უგზავნის დედა, და მისკენ მიიწევს. გრძნობს უსაფრთხოებას, იმედს, როდესაც დედა თავისი მუდმივი, შეუპოვარი და მხურვალე ლოცვით საიდუმლოდ გულში იკრავს ბავშვს და ათავისუფლებს ყველაფრისგან, რაც მას ბოჭავს"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 17 2023, 01:01 PM
პოსტი #417


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ხშირად ჩვენი მღელვარებით, შიშით და ცუდი სულიერი მდგომარეობით, ჩვენდა უნებლიეთ და ჩვენთვის შეუცნობლად, ზიანი მოგვაქვს სხვისთვის, თუნდაც რომ ძალიან გვიყვარდეს ის, როგორც, მაგალითად, დედას - შვილი. დედა გადასცემს შვილს მთელ თავის შფოთს, რომელიც აქვს მისი ცხოვრების, მისი ჯანმრთელობის, მისი წარმატების გამო, თუნდაც არაფერს ეუბნებოდეს, თუნდაც არ ამჟღავნებდეს თავის შინაგან მდგომარეობას. ასეთმა სიყვარულმა, ანუ ასეთმა ბუნებრივმა სიყვარულმა, შესაძლოა, ოდესღაც ზიანი მოიტანოს. ხოლო საღვთო სიყვარულის შემთხვევაში, რომელიც შეთავსებულია ლოცვასა და სიწმინდით ცხოვრებასთან, ასე არ ხდება. ეს სიყვარული ადამიანს წმინდანად ხდის და ამშვიდებს მას, რადგან სიყვარული არის ღმერთი"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 17 2023, 01:52 PM
პოსტი #418


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერი პაისი წერს: "როცა ცედა მოკრძალებულად არ იცვამს, ის თავის ქცევით სულიერად აღატაკებს ბავშვს"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 23 2023, 08:00 PM
პოსტი #419


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ტირილი მხოლოდ დედებმა იციანო"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 28 2023, 02:57 PM
პოსტი #420


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"წმიდა ფანურიუსის დედა ზნეობაშებღალული ქალი გახლდათ მაგრამ მისი შვილი ცოდვათა გამო აღარ დაისაჯა. იგი ართუ დაისაჯა წმინდანიც კი გახდა. ფანურიუსმა კი რაკი იცოდა რომ ცოდვილი დედა ჰყავდა, მისთვის გულმხურვალედ ლოცულობდა".


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

22 გვერდი V « < 19 20 21 22 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 09:40 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი