IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ხალხური პოეზია, დავწეროთ ნაკლებად ცნობილი ლექსები
kavkazec
პოსტი Jun 14 2008, 11:53 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 27
რეგისტრ.: 5-June 08
წევრი № 5,014



ბაღათერა ჯაბუშანური

კარკუჩით გამეემართა ბაღათერაი დილითა,
დედისძმათ გაჯავრებული ქვა-რკინას ამტვრევს კბილითა.
აივსნეს ქოთანის ბექნი ქომოციხლების მზირითა.
ყმაწვლამ ბაღათერამა ხმალ მაიქნივა პირითა.
ზოგნი ჭრნა,ზოგნი ჩაკაპნა,ზოგნი წაუვლენ ჭირითა.
რანიც წავიდეს ჭირითა,სისხლსა მისთხევენ პირითა,
მარტუამ ბაღათერამა მთა გარდიარა გმინვითა,
გადაუჩინდა დედასა გაცინებულის პირითა,
გადაუშალნა ქოჩორნი გადაპოხილნი ტვინითა.
ბაღათერაის დედამა თმანი დაჭრნა ძირითა:
"შენს დედას, ბაღათერაო, რაად გაგიშვი შინითა?!
ბიძამ არ მოგცა ჩაჩქანი,აწ გაძღას შენი ჭირითა!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
chiamaialologi
პოსტი Jun 15 2008, 11:11 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 46
რეგისტრ.: 28-October 07
წევრი № 3,068



ზენ ბაცალიგოს თოვლი სთოვს
ქვენ ბაცალიგოს შრებისა
თინიბექაურთ ციხესა
კუთხი მარჯვენა სქდებისა
ზედა ზის შავი ყორანი
ლიბოში გველი ძვრებისა,
შიგა წევს თინიბექაი
გულსუწადინოდ კვდებისა,
გვერდს უზის ცოლი ლამაზი
სანთელივითა დნებისა.


--------------------
მომე ნატვრები

როცა ადამიანმა იცის, რომ გაზაფხული შემოდგომის შემდეგ მოდის, არც ზაფხულს ელოდება და არც ზამთრის ეშინია.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kavkazec
პოსტი Jun 18 2008, 06:25 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 27
რეგისტრ.: 5-June 08
წევრი № 5,014



ქისტეთს ალდი სჯობს მამაცად
ფშავეთს სჯობ კუკუმაური
თუშეთში ლუის ლუხუმი
ხევსურებს ნახშირაული
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი Jun 19 2008, 05:09 AM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



ნეტავ რა ზნე სჭირს სიკვდილსა,
ვერ მიჰხვდა ჩემი გონება!
შიგ ამოარჩევს ვაჟკაცსა,
რომელიც მოეწონება!

გიორგისა და..
გიორგი, დედის გაზრდილო, ვეფხო შე სალის კლდისაო!
გიორგის ებრძვის სიკვდილი, ელვა გამოდის ხმლისაო,
შამაუქნია სიკვდილმა, მარჯვენას მააჭრისაო,
შამაუქნია გიორგიმ, სიკვდილს ორაზე სჭრისაო!


--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნინი_85
პოსტი Jun 21 2008, 06:27 PM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 184
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 3,151



აუ, ლექსები ძალიან მომეწონა, თუ ვინმემ კიდევ იცით დაწერეთ რა...


--------------------
Reading the recipe is not as useful as preparing the meal
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი Jun 24 2008, 09:58 PM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



შენ რო გგონივართ, ვაჟაო, არცა ეგეთნი ქალნი ვართ:

კოშკნი ვართ კირით ნაგებნი, ეკალდამაის კარნი ვართ,

მაღალ მთას გადამდინარნი წვრილნი ლემალის ქარნი ვართ,

იწრო ხევს ჩამამდინარნი ფონგაუვალი წყალნი ვართ,

ცეცხლნი, მინდორში ნაგზნები, ვაჟავ _ შენს გულში ალნი ვართ!...

* * * ქალმა დამწყევლა ლამაზმა,
ახლოს არ გაგიკარებო,
შორიდან დაგწომ, დაგდაგავ,
კელაპტრად მოგიხმარებო!


დაიჯაჭვიან ხევსურნი,
ჯაჭვით ცხენნებზე შესხდიან,
შეიყარნიან სანესა
მაგარი პირობ შაკრიან.



--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი Jun 24 2008, 11:13 PM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



"ერთი ისივაც გამექცა, აღარ უბრუნე თავია,
საგმირო წამაუქალდე, კლდეს მიაფარა თავია.
კლდე სამად გავაგლეჯინე, ერთ გამავთხარე თვალია.
იმასაც კარგად სცოდნიყვა აბელაურის ტბანია.
მივედ და მეც თან ჩავხყევ, მე, თვითონ იახსარია,
ჩავედ და ვეღარ ამოვედ, სისხლით დემებნეს მხარნია.
ჩემ ყმათაც კარგად იძივეს ოთხრქა, ოთხყურა ცხვარია.
მოიყვანეს და ჩამოკლეს, ღმერთო დასწერე ჯვარია!
წინწინ რო კლდეზე შამავხე, შემოვიბერტყენ მხარნია.
პირწაღმა შამავტრიალდი, გამასახვიყო ჯვარია.
"ღმერთო შენ მამეც შეძლება, შენვე ამიხსენ მხარნია!"
მანდით კარატეს ამოვედ, მანდ დავაქუჩენ ყმანია.
ლახტზედა შამამიკიდეთ ჩემი პატარა ზარია.
დავკრა და ახადს წამოდგეს ჩემი პირქუშის ყმანია.
მიდურეთ სალუდე ქვაბი, ყმანო გეწეროსთ ჯვარია."


--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kavkazec
პოსტი Jun 26 2008, 06:39 PM
პოსტი #8


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 27
რეგისტრ.: 5-June 08
წევრი № 5,014



კაი ყმა ხმალსა ჩახედავს-
"ნეტავ გამიჭრის, თუ - არა?!"
ცუდაი - ქალის უბესა -
"ნეტავ შამიხვევს თუ- არა?!"

არხვატს

არხვატო, ჩემო სამშობლო, ჯიხვ-არწივების ბინაო,
მიამც კი შენს მტერს შამაკლა, შენს მკერდზე დამაწვინაო!
მაკვდას, თუ მაკვდა ოშკაცი არხვატის გულისთვინაო!
დედა ვაცხონე ვაჟისა, ვინაც თავ მაიწყინაო!
მტერ დარჩა სისხლის მორევში, თავიც კი იქ შასწირაო.
დაიმალების ცუდი ყმა, მავშჩები, წაოლ შინაო.
გამაქცეულის მისვლასა არმისვლაი სჯობ შინაო.
მაინც არ გასტყდა, არხვატო, ბასრო ფოლადის რკინაო!

შავეთსა ჰკითხეს მოყმესა;
- შენ ქონებისა რა გერგო?
- ნეტავი ჩემი ბედი-დღე
მე სიცოცხლეშივ გამეგო!..
ის ჩემი ციხე-დარბაზი
შუა შარაზე ამეგო,
მშივრისად პური მეჭმია,
გაყინულ ცეცხლთან გამეთბო,
სიტყვა არვისთვის მეწყინა,
სულყველას გული მომეგო,
რაც მეშოვნა და მეპოვნა,
სულ გლახაკებზედ გარდმეგდო!..
ამთენის ცოდვის მოქმედსა
სული მით მაინც მამეგო!..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი Jun 28 2008, 09:24 PM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



,,ერთხელ შენც გნახე, სიკვდილო,
ჩაგძინებოდა მთაზედა.
ვიფიქრე, გავუსწორდები,
ხელიც ავიკარ ხმალზედა.
მეგრამ ვერ გამოგიმეტე,
მზე დაგფენოდა თავზედა.
დავიჩოქე და გაკოცე
ნამმოკიდებულ თმაზედა."


,,სურვილი გახელებულა,
უნდა ჩავიდე წყალზედა,
დავხელო თეთრი კალმახი,
წითელ წინწკლებით ტანზედა,
დავჯდე და მარტომ შევჭამო,
ლამაზი ქალის ჯავრზედა!" wub.gif


--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი Jun 28 2008, 10:09 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



ვაჟკაცო , ტურფად გაზრდილო,
დიდ გორსა აეწონები ,
ვინც გნახავს დედის ნაშობი,
სუ ყველას მაეწონები !

მთვარეო, მთვარის ნალეო,
ქედში ამოდი მალეო,
სოფელში ორი ქალია,
ერთი მზე, ერთი მთვარეო,
ერთი შეირთე ცოლადა,
ერთი მე წამომგვარეო.


* * * ნეტავი ქალო ფიფქი გქმნა ,
ხევ - ხევ ჩამოყვე ნიავსა ,
არცა - რა შენ დაგიშავდეს ,
არც თავს მივცემდი ზიანსა.


--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი Jun 28 2008, 10:22 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



*******************
მთაო, გადმიშვი მაღალო
რა ნისლი მოგიხვევია
მთას იქით ჩემი ლამაზი
სხვა ვინმეს ჩაუხვევია . . sad.gif


--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი Jul 1 2008, 07:27 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



* * *

გულსა მომაწვა ვარამი
ვით ნაგუბარი წყალიო.
რა მალე შევწუხებულვარ,
გუნება მიძე მყრალიო;
გამაგრდი, გულო, გუნებავ,
როგორც მყინვარი სალიო!
თორ მალე მოვა სიკვდილი,
ტუქსი, არ მოცინარიო;
სულ დამაცილებს ჯავრებსა,
იმნაირი აქვ ზარიო.
უნდა წამართოს უეცარ
რაც მის მადევს ვალიო.
გავექცე? სად უნდ წავიდე
ცხენიც რო მყვანდეს ჩქარიო?
შავება? არ დააშინებს
ჩემი ფრანგული ხმალიო!
ვიტირო? არ შამიცოდებს,
არ იცის ცოდვა-ბრალიო;
ვეხვეწო? არ გაიგონებს,
უნდა იხმაროს ძალიო...
ისევ სჯობს გულით ვილხინო
სანამ ცოცხალი ვარიო, -
ვისა აქვ მეტი სიცოცხლე
უფლისგან ნაჩუქარიო?




--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iisperiTOVLI
პოსტი Aug 1 2008, 06:04 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,989
რეგისტრ.: 25-April 08
წევრი № 4,650



მყავს ყველა დავიწყებული
ამ ქვეყნად, გარდა ერთისა
მის გამო გულის დარდები
ზღვათა მდინარეს ერთვისა
ქალავ, ჩემს თავზე ქუდს ვფიცაც
შენს თავზე ვფიცავ მერდინსა,
ვერ გნახო, დამიღამდების,
გნახოდი - გამითენდისა...
კლდის თავზე თეთრო ყვავილო,
სანთელო ქარაფებისა.


--------------------
ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე..
და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება.


********************************************************************************
*

ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Aug 6 2008, 02:16 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



ათასად კაცი დაფასდა,
ათიათასად ზრდილობა.
თუ კაცი თვითონ არ არის,
რას არგებს გვარიშვილობა







* * *

წუთისოფლის სტუმრები ვართ,
ჩვენ რო წავალთ, სხვა დარჩება,
რასაც ვაამებთ ურთიერთს,
იმის მეტი რა შაგვრჩება?
სამი ადლი ტილოს მეტი,
სამარეში რა ჩაგვყვება?

* * *

შენ რო გგონივართ, ვაჟაო, არცა ეგეთა ქალნი ვართ
კოშკნი ვართ კირით ნაგებნი, ეკალდამაის კარნი ვართ,
მაღალ მთას გადამდინარნი წვრილნი ლემადის ქარნი ვართ,
იწროს ხევს ჩამამდინარნი ფონთ გაუვალნი წყალნი ვართ,
ცეცხლნი - მინდორში ნაგზებნი, ვაჟავ - შენს გულზე ალნი ვართ



* * *

არც არა მარგო ტირილმა,
არც არა ცრემლის დენამა,
აჯობა ისევ სიცილმა,
ლაქარდიანმა ენამა.
გამხიარულდით, სწორებო,
სანამ ერთურთსა ვხედავთო,
მოვკვდებით, დავიკარგებით,
შავ მიწას ამოვხედავთო.
შავის მიწისა ნაჟური
გულზედა ჩამოგვდიოდეს.
ტიროდეს ქალი და რძალი,
ჩვენ ერთიც არ მოგვდიოდეს

* * *

ბერიკაცი ვარ, ნუ მომკლავ,
ერი დაგიწყებს გმობასა,
სადაც კი შემოგეყრები,
გეტყვი შვილსა და ძმობასა


* * *

ერთი ვარ, ერთხელ მოვკვდები,
ერთხელ ვატირებ დედასა:
ერთხელ სჯობია სიკვდილი
ნიადაგ დაღონებასა.



* * *

ეკლის ადგილზე ამოსვლა
ეკლისა არის წესია
მოხუცი მომკის იმასვე,
რაც სიყრმით დაუთესია

* * *

შენ მახველ- მზეცა მოვიდა,
მეც აქ მავშავდი ქოლვილი,
შენ წახვალ-მზეცა წავალის,
ვარდი დაჭკნება,ყოილი.

მინდვრიდან მახველ შენ ქალო,
ამამავალი მზე ხარო,
ნეტა იმ ვაჟის დედასა
ვის სახლშიც შენა ყევხარო.

წარბები გადაგხატვია,
გიმშვენებს ორსავ თოლებსა,
ტანი ალვის ხეს მიგიგავს,
პირი გაბადრულ მთვარესა.

აიმ მთაზედა ყორნები,
ბუდობენ არ იშლიანო.
არ შამოგხედო,ქალაო,
თოლნი არ დაიშლიანო.




* * *
დარდისას გეტყვი, დარდისას,
გულში რომ ნაღვლად დიოდეს,
სიხარულს ვერ მიეკარო,
სული სიმწრითა გტკიოდეს;
ერთ ადგილს ვერ მოისვენო,
სული დარბოდეს, წიოდეს,
დღეის იმედი არ გქონდეს,
ხვალ მზე არ ამოგდიოდეს".
მითხარი, ამნაირ ყოფას
რა ყოფა უნდა ჰქვიოდეს?"



* * *
"ძმაო, რაი სჯობს ძმობასა,
ერთმანეთისა ყმობასა,
ერთმანეთი ვერ ვიცანით,
დახე ჩვენს უგუნობასა".


"არც თავს არგია, არც სხვასა,
არც მოღვაწეობს ღვთისათვის,
გადაბრუნდება, მოკვდება,
დარჩება ეშმაკისათვის".


"შე გიო ამილახვარო,
გუნება თაღლითიანო,
ხან აქეთა ხარ, ხან იქით,
საითაც ქარნი ქრიანო".


"არ მეგონა, შავი წყალი
აგრე ამიდიდდებოდა,
ჩემი სწორი, ჩემზე ყროლი
აგრე გამიდიდდებოდა".


"მეცნიერები გამოჩნდნენ,
ცნობას კრიფავდნენ ცისასა,
იძიეს, გამოიძიეს:
"დაღამდეს შუადღისასა".


"წყალნი წავლენ და წამოვლენ,
ქვიშანი დარჩებიანო,
გაიზრდებიან ობლები,
მამულზე დადგებიანო".




* * *

"ხალხური" დიდი განძია
სიტყვაა წყაროს წყალივით,
მთის გამცოცხლები ამ ქვეყნად
რომ სძინავთ ბეჩავთ მკვდარივით!

ეს ლექსი ხალხსა უშობავს
სახელიც მისცეს "ხალხური"
იმათ გულს ამაჰხდენია
სიტყვა სწორი და კაცური!

ძველთაგან ნიჭი თან მოგვდევს
ამ გვარის სიტყვის თქმობისა,
ყველა კუთხეს აქვს თავისი
სიტყვა, ლამაზად თხრობისა!



* * *

ტურფა ბაღი და წალკოტი
ეკლითა ვინმემ შენარა.
რკინისა კარი შეაბა
კლიტე მე მომცა, შენ, არა
სიკვდილსა შენსა სანაცვლოდ
თავსა მე მივცემ, შენ, არა
ვაი თუ ზედ ისიც დამერთოს
მე მიყვარდე და შენ, არა


* * *

,,ერთხელ შენც გნახე, სიკვდილო,
ჩაგძინებოდა მთაზედა.
ვიფიქრე, გავუსწორდები,
ხელიც ავიკარ ხმალზედა.
მეგრამ ვერ გამოგიმეტე,
მზე დაგფენოდა თავზედა.
დავიჩოქე და გაკოცე
ნამმოკიდებულ თმაზედა


* * *
კაი ვაჟისა ცოლობა
ნუ გიხარია, ქალაო,
კაი ყმას მალე მაჰკლავენ,
დარჩები ცარიალაო


* * *

ქალავ ისეთი თეთრი ხარ,
როგორც საყდარში კირია,
ღამიღამ მამაგონდები
წამავჯდები და ვტირია


* * *

ნეტავი, გოგო, შენი ხმა
ავადმყოფს გამაგონაო.
ტუჩი ტუჩს დამადებინა,
ძუძუებს ჩამაკონაო.
მალ-მალე მოდი ჩემთანა,
შენც ობოლი ხარ, მეცაო,
უბეში ხელის ჩაყოფა
შენც გეამება, მეცაო.
ნეტავი, გოგო, მე და შენ
ერთადამც დაგვაწვინაო,
დაგვხურა ჩემი ნაბადი,
მაღლით დაუშვა წვიმაო.
ნეტავი, გოგო, მე და შენ
ერთმანეთს დაგვატოლაო,
რომელიც მეტი მოვიდეს,
მაკრატლით დაგვასწორაო!



* * *

თიანეთს ოქროს ლოგონი,
შიგ სამნი დანი წვანანო,
რა ვქნა, რომელ ერთს ვაკოცო,
სამნივ ერთმანეთს გვანანო


* * *

კაი ყმა ლაშქარ მოკვდება,
სწორების მჯობინობასა.
ცუდაი-ბოსლის ყურესა,
ქალებთან ლოგინობასა


* * *

ლამაზი ცოლის პატრონსა,
ძაღლი უნდა ჰყავდეს ფრთხილი.
ან ძაღლი უნდა ფხიზლობდეს,
ანდა ქალის დედამთილი!


* * *

უფლისციხიდან წამოველ
გადმოვიარე გორზედა,
რძალ-დედამთილი ჩხუბობდა
ახლად შედღვებილ დოზედა,
რძალმა აჯობა დედამთილს,
თავი უხალა ბოძზედა.


* * *

მე ამის მეტი არა ვარ,
არ გაუთლივარ ხუროსა.
ვისაც ლამაზი ცოლო ჰყავს,
ახარებს თავის კუროსა.


* * *

რად გინდა ქალი ლამაზი,
რა ომში გამოგადგება,
ჩაიცვამს წითელ-ყვითელსა,
გამოვა, კარზე დადგება,
იმის შემყურე ვაჟკაცი
კელაპტარივით დადნება


* * *

გადამაგდე და გამტყორცნე,
როგორც ჩერქეზმა ისარი,
შენ ჩემს გულს ვეღარ მოიგებ,
ჩემი სათქმელიც ის არი


* * *

ტურფა ბაღი და წალკოტი
ეკლითა ვინმემ შენარა!
რკინისა კარი შეაბა,
კლიტე მე მომცა,შენ არა!
სიკვდილსა შენსა სანაცვლოდ,
თავსა მე მივცემ, შენ არა,
ვაჰ,თუ ზედ ისიც დაერთოს,
მე მიყვარდე და შენ არა!


* * *

შენ, ჩემო დიდო იმქდო,
კოშკო, ნაგებო კირითა,
კახეთს მოჭრილო ისარო,
ქალაქს ნაღებო ინითა!
წითელო მოვის პერანგო,
შვიდგან შეკრულო ღილითა,
ცავ, წმინდავ ვარსკვლავიანო,
მზევ, დაფარულო დილითა,
უკვდავებისა წყაროო,
ნადენო ოქროს მილითა,
შენთანამც ყოფნით გამაძღო,
შენთანამც წოლა-ძილითა.



* * *

გზა სიარულმა დალია,
სიპი ქვა - წყლისა დენამა,
ლამაზი გოგო და ბიჭი -
ერთმანეთისა ცქერამა!






ნეტა თავი ხომ არ შეგაწყინეთ....ისეთი მაგარი მიყვარს ხალხური ლექსები,რომ აგერ ამოხეთქა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Aug 6 2008, 03:37 PM
პოსტი #15


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



ციტატა(chiamaialologi @ Jun 15 2008, 11:11 PM) *

ზენ ბაცალიგოს თოვლი სთოვს
ქვენ ბაცალიგოს შრებისა
თინიბექაურთ ციხესა
კუთხი მარჯვენა სქდებისა
ზედა ზის შავი ყორანი
ლიბოში გველი ძვრებისა,
შიგა წევს თინიბექაი
გულსუწადინოდ კვდებისა,
გვერდს უზის ცოლი ლამაზი
სანთელივითა დნებისა.
ამ ლექსზე ვგიჟდები რასაც ქვია... rolleyes.gif


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Aug 6 2008, 04:16 PM
პოსტი #16


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



იახლ ჯანღ ქურდულად, შემიპარ დანოს
ქირსლებში გახვი ბაშტე იდ კარსე
საჩაღმოში კი ნისლებ დახდილებო
იბანენ პირებს ფიჭეხ იდ წასნე
ვიც გომეწარიც გადიყრიდ მუქ ფერს,
მზეს ამაჰღლალებდ უმტეროს თავზე
კოციკათ ყანას წყალქონდარას ვკრეფო.
ყვავილის ცვრიან გვირგვინ მადგ თავზე

რაიოდ მეტა მომნატრებიხარ,
ხაგირო, ეხო, აშტოოდ, მთაწვერ
რად ვერ შაგტყობდი
ჩემ ტკბილ თუშეთო და
ზამთრისპირ თეთრად აგპენტვი თმა-წვერ

იახლ ჯანღ ქურდულად შეეპარ ქისტეთს და
ქირსლებში გახვი ხეკინჩხოს მთა წვერ

გადაღმა თუშური დიალექტი, იგრძნობა ქისტურის გავლენა smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Aug 6 2008, 04:38 PM
პოსტი #17


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



ციტატა(კანონისტი @ Aug 6 2008, 04:16 PM) *

იახლ ჯანღ ქურდულად, შემიპარ დანოს
ქირსლებში გახვი ბაშტე იდ კარსე
საჩაღმოში კი ნისლებ დახდილებო
იბანენ პირებს ფიჭეხ იდ წასნე
ვიც გომეწარიც გადიყრიდ მუქ ფერს,
მზეს ამაჰღლალებდ უმტეროს თავზე
კოციკათ ყანას წყალქონდარას ვკრეფო.
ყვავილის ცვრიან გვირგვინ მადგ თავზე

რაიოდ მეტა მომნატრებიხარ,
ხაგირო, ეხო, აშტოოდ, მთაწვერ
რად ვერ შაგტყობდი
ჩემ ტკბილ თუშეთო და
ზამთრისპირ თეთრად აგპენტვი თმა-წვერ

იახლ ჯანღ ქურდულად შეეპარ ქისტეთს და
ქირსლებში გახვი ხეკინჩხოს მთა წვერ

გადაღმა თუშური დიალექტი, იგრძნობა ქისტურის გავლენა smile.gif







ციტატა(M.M. @ Mar 6 2008, 11:05 AM) *

Ismail
ციტატა(Ismail @ Mar 5 2008, 12:45 PM) *

ამ სიმღერის ტექსტი არ გაქვთ არავის? რას იძახიან ნეტა. თითქოს არცაა ქართული...
ბასიანი - თუშური
http://www.files.ge/file/174754/----------...-------mp3.html


იახლ ჯანღ ქურდულად შემიპარ დანოს,
ქირსლებში გახვი ბაშტე იდ კარსე.
საჩაღმოში კი ნისლებდახდილებო,
იბანენ პირებს ფიჭეხ იდ წასნე.

ვიც* გომეწარიც გადიყრიდ მუქფერს,
მზეს ამაჰღლალებდ იშტეროს თავზედ.
კოციკათ ყანას წყალქონდარასა ვკრეფ,
ყვავილის ცვრიან გვირგვინ მადგ თავზედ.

რაიოდ მეტად მამნატრებიხართ
ხაგირო, ეხო, აშტოოდ მთაწვერ...
რად ვერ შაგტყობდი ჩემ ტკბილ თუშეთო,
ზამთრისპირ თეთრად აგპენტვი თმა-წვერ.

იახლ ჯანღ ქურდულად შეპარ ქისტეთსა და
ქირსლებში გახვი ხეკინჩხოს მთაწვერ.
___________________________________________________

* "ალაზანზე" ვით წერია, მაგრამ მე ვიც მესმის და შინაარსობრივადაც უფრო სწორი მგონია.





არა რა, ვერაფრით ვერ გავიგე ამ სიმღერის შინაარსი თავიდან ბოლომდე... ვერც კითხვით და ვერც "ბასიანის" მოსმენით...


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Aug 6 2008, 11:11 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



პირმა დაგლოცასთ ღვთისამა,
ნაწილმა ბარძიმისამან,
ქალაქში სიონისამა
დარეკამ ზარებისამან.
მცხეთაში სვეტიცხოველმა,
გადმომცქერალმა მტკვრისამან,
ლომისამ თორმეწამემა,
პატრონმან არაგვისამან,
მა კობის წმინდა გივარგიმ,
პატრონმა დიდის მთისამან,
მა ბერმა წმინდა სამებამ,
პატრონმა ხმელეთისამან,
ივანე ნათლისმცემელმან,
პატრონმა ბალღებისამან,
მა ბახტრის წმინდა გივარგიმ,
პატრონმა მგზავრებისამან.




კანონისტი
ენის გასატეხია biggrin.gif
ლამაზი ლექსია, თუმცა ვერაფერი გავიგე rolleyes.gif


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Aug 7 2008, 12:14 AM
პოსტი #19


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



ამ სიმღერის ზოგიერთი ნაწილის ჩემეული თარგმანი:
(არ ვიცი რამდენად სწორია) biggrin.gif



იახლ ჯანღ ქურდულად (თან გახლავს ჯანღი, ჯანღი გახვევია), შემიპარ დანოს,
ქირსლებში გახვი ბაშტე იდ კარსე.
საჩაღმოში კი (დაღმართში კი) ნისლებდახდილებო,
იბანენ პირებს (პირებს იბანენ) ფიჭეხ იდ წასნე.

ვიც* გომეწარიც გადიყრიდ მუქფერს (როგორც გომეწარი გამუქდება, მუქ ფერს მიიღებს),
მზეს ამაჰღლალებდ უმტეროს თავზედ.
კოციკათ ყანას წყალქონდარასა ვკრეფ (კოციკაშვილების ყანაში წყალქონდარას ვკრეფ),
ყვავილის ცვრიან გვირგვინ მადგ თავზედ (ყვავილის დაცვარული, ცვრიანი გვირგვინი მადგას თავზე).

რაიოდ მეტად მამნატრებიხართ (როგორ ძლიერ მომნატრებიხართ)
ხაგირო, ეხო, აშტოოდ მთაწვერ (ხაგირო, ეხო, აშტოს მთის მწვეერვალი)...
რად ვერ შაგტყობდი ჩემ ტკბილ თუშეთო (რატომ ვერ შეგატყვე, ჩემო ტკბილო თუშეთო),
ზამთრისპირ თეთრად აგპენტვი თმა-წვერ (ზამთრის პირას თმა-წვერს თეთრად რომ დაიფარავ, გადაიპენტავ).

იახლ ჯანღ ქურდულად შეპარ ქისტეთსა და (ჯანღის, ნისლის თანხლებით, ჯანღით გარშემოხვეული შეიპარე ქისტეთში და)
ქირსლებში გახვი ხეკინჩხოს მთაწვერ.


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Aug 7 2008, 12:08 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



სადაური ხარ, სად მიხვალ,
შენი სახელი მითხარო,
ბარი-ნიჩაბი მათხოვე,
საფლავი ამავითხარო,
შენგნით მოკლული შიგ ჩავწვე,
თავ მიწა წამავიყარო.


* * *
ვერცხლის თასადამც მაქცია,
რო ღვინით აგევსებოდი,
დაფერილი მქნა წითლადა,
შამსვამდი,შაგერგებოდი,

ანა მქნა ვერცხლის სათითე,
რო ხელზე ჩაგედებოდი,
ანა მქნა ოქროს ბურთვაი,
კალთაში ჩაგეშლებოდი,

ან ვერცხლის ფულად მაქცია,
ჯიბეში ჩაგეყრებოდი!
ან შენი ნამგლის ყანა მქნა.
რო ფხაზე შაფეჭრებოდი,

ანა მქნა ვარდი, ყოილი
რო პირზე დაგეყრებოდი,
ანა მქნა მოისპერანგი,
რო გულზე დაგადნებოდი!

ან შენი ძმა მქნა მოწილე,
აროდის გაგეყრებოდი,
ან შენი ნანდაური მქნა,
გულს ჯავრად ჩაგეჭრებოდი!
ძალიან დაწუხებული გზაზედაც შაგეყრებოდი!


* * *

'' რას მიცინი დევის ქალო,
რას მიელვებ მაგ თეთრ კბილსა,
გამივლი და გამომივლი
გამისინჯავ ბაგე კბილსა,
სომეხი ვარ, ტანტრე მქვია
დავკარგე და ვეძებ ვირსა


* * *
ლექსო,ამოგთქომ,ოხერო,თორო იქნება ვკვდებოდე
და შენ კი ჩემად სახსოვრად სააქაოსა რჩებოდე;
გიმღერდნენ ჩემებრ სწორები,ფანდურის ხმაზე ჰყვებოდე,
ქვეყანა მხიარულობდეს და მე საფლავში ვლპებოდე.
ნეტავი,ჩემო სახელო,დიდხანაც იხსენებოდე!
ჩემო ნათქვამო სიტყვაო,შენამც კი გაჰქვეყნდებოდე!
შენ, ჩემო საფლავის კარო, შენამც კი აჰყვავდებოდე,
სახლო არ დაიშლებოდე,ცოლო,არ გასთხოვდებოდე!..

ერთ ეგეც უნდა ვიკითხო,ჩემ სიკვდილს ვინ იტირებსა,
ვინ ჩამააბნევს ცრემლებსა,საქმეს ვინ გაიჭირებსა?
ამასა ვფიქრობ და გულიც ამასვე ანამდვილებსა:
დედის მეტს ჩემი სიკვდილი არავის აატირებსა.
თუმც ნათესავნი ,და-ძმანი აღარ აისხმენ ღილებსა,
ცოლიც ძალიან მიტირებს , ქვეყანას გააკვირვებსა,
ცოტა ხნის შემდეგ ისიცა სხვისა ჭირს გაალხინებსა.
სულ ყველას დავავიწყდები,ყველას სხვა დაათირებსა,
მე დედისგულში ვიქნები,ძილსაც ვერ დაიძინებსა,
ვენაცვლე ძუძუ გამზდელსა,გულით ეგ დამიტირებსა,
დედას ვუყვარვართ შვილები,დედა არ გვახსოვს შვილებსა,
იმითა გვტანჯავს გამჩენი,სულ მუდამ გვაცოდვილებსა

* * *

<<ქალო ეგ შენი ტუჩები
ბაჯაღლო ოქრო გგონია,
შენსას რომ ფასი დაადე,
ჩემი რა მუქთა გგონია?! >>


* * *
ქალს სილამაზე ხილადა
ვთხოვე - არ დამაძლევინა,
დავღონდი, წყალი მომწყურდა,
წვეთი არ დამალევინა.
მომხედა, თოლნი შემყარა,
ნაწინწკლებ წამაყრევინა,
დამრცხო, ავინთე, გავწითლდი ,
თავი ძირს დამახრევინა.
სიტყვები გადამავიწყა,
ენა სულ ამარევინა.
არც მითხრა - მოდი, არც წადი,
არც თავი დამაღწევინა.
ტიალი რაი ყოფილა,
თავბედი დამაწყევლინა.
დახე, წყეულსა დიაცსა,
რა დღემდე მომაღწევინა

* * *
დედაც მიყვარს, მამაც მიყვარს,
ძმა ხომ ყველას მირჩევნია,
ერთი ვინმე სხვისი შვილი
მთელ ქვეყანას მირჩევნია


* * *
ზენ ბაცალიგოს თოვლი სთოვს,
ქვენ ბაცალიგოს შრებისა,
თინიბექაურთ ციხესა,
კუთხი მარჯვენა სკდებისა,
ზედა ზის შავი ყორანი
ლიბოში გველი ძვრებისა,
შიგა წევს თინიბექაი
გულსუწადინოდ კვდებისა,
გვერდს უზის ცოლი ლამაზი,
სანთელივითა დნებისა


* * *
,,სურვილი გახელებულა,
უნდა ჩავიდე წყალზედა,
დავხელო თეთრი კალმახი,
წითელ წინწკლებით ტანზედა,
დავჯდე და მარტომ შევჭამო,
ლამაზი ქალის ჯავრზედა!"


* * *
<<თორმეტი ულვაშ- კოკობი
ქალმა მე მოვკალ იამა,
განა თავს რამე შევმატე?
ცოტა რამ გულზე მიამა


* * *
<< შენი დაბრმობა გავიგე,
ჩემ წილ ქვეყანა დაიქცა,
გული არ გამიავდება,
მაინც მიყვარხარ, მაინცა! >>


* * *
<< გათენებისა ვარსკვლავი
ეუბნებოდა ცისკარსა:
- ბევრს ნუღარ დაიგვიანებ,
მალე ამოდი , ღვთის მადლსა ! >>


* * *

<< ლატალს მობრძანდა თამარი,
ლაჰალს ნათელი მოჰფინა,
- სვანეთი ვაკე მეგონა,
სულ მთა და გორი ყოფილა


* * *
<< ხევსურო, ხმალი გალაღებს,
ფშაველო - ენა გრძელიო,
გუდამაყრელო - მაჟარი ,
ტყვია გამოსდის ცხელიო ! >>


* * *
<< მე შენ მინდი , შენმა მზემა,
მე შენ მემშვენიერები ,
დღისით მეფერები მზესა ,
ღამე მემთვარიანები ! >>

* * *
<< კაი ყმა ხმალსა ჩახედავს:
ნეტავ გამიჭრის თუ არა?
ცუდაი - ქალის უბესა,
ნეტავ შამიხვევს თუ არა ? >>

* * *
<< ვაჟკაცო , გულო ჯომარდო ,
აბჯარი გინდა ხისაო ,
ხარი , კამეჩი თავისი ,
ცოლი რად გინდა სხვისაო


* * *
<<ლამაზო შენსა ხვევნაში
ღილი შამაწყდა პერანგსა ,
მიპოვე , გამამიგზავნე ,
მაგ შენი ძმების ლხენასა ! >>


* * *
<< გავხედე , წყალსა ჩაჰქონდა
თეთრი მაჟალოს ნასეტყვი ,
თუ სურვილს მამაკვლევინე ,
ქალო , დედაჩემს რას ეტყვი ? >>


* * *

<< გეტყობა არხოტის მთაო ,
ლურჯაის ნატოტარები .
დაუწვიმავის ღრუბელთა ,
დამდგარა ნაგუბარები ! >>










User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 07:21 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი