თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი _ ტრადიციონალიზმი და მოდერნიზმი

პოსტის ავტორი: (Νικόλαος) თარიღი: Jun 5 2010, 04:09 PM

მე მინდა შემოგთავაზოთ ალექსნდერ ლებდეფის რომელიც სასულიერო პირი იყო (არ ვიცი ახლაც არის თუ არა) რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში რუსეთის გარეთ (ROCOR) სტატია ტრადიციონალიზმსა და მოდერნიზმზე მართლმადიდებელ ეკლესიაში. (სტატია ცოტა შევამოკლე და სრულად არ არის)

მეცხრამეტე საუკუნეში რუსულ ეკლესიაში ლიბერალურმა იდეებმა იღვივა და ბევრმა სასულიერო პირმა მოინდომა ეკლესიის ''გალიბერალება'' (რასაც ალბათ ხელს უწყობდა მოახლოებული რევოლუციის ალბათობა) რაც გამოიხატებოდა შემდეგში: ახალი კალენდრის შემოღება, ქორწინების უფლება ეპისკოპოსებისთვის, მეორედ დაქორწინების უფლება სასულიერო პირებისთვის, საეკლესიო მსახურების დროის შემოკლება, მარხვის სიმკაცრის და დროის შემოკლება, სასულიერო პირებისთვის საერო ტანსაცმლის ტარების უფლება ეკლესიის გარეთ, წვერის პარსვაზე და თმის შეკვეცაზე ნების დართვა და ასე შემდეგ.

ამ დროს ეკუმენური პატრიარქი იყო მელეტიოს მეხატაკისი, (რომელზეც ეჭვები და მგონი დოკუმენტებიც აქვთ რაღაც საკითხზე რომელსაც შეგნებულად არ ვწერ და ვისაც სურვილი გაქვთ ამ ადამიანზე პიემში დაგელაპარაკებით), რომელიც ასევე რეფორმისტი იყო. სწორედ იგი იყო ერთერთი ინიციატორი ახალი კალენდრის შემორებისა.

1923 წელს ცონსტანტინეპოლის სინოდზე ეს იდეა სისრულეში მოიყვანეს და ახალი, ე.წ ''განახლებული იულიანური'' კალენდარი ბევრმა ეკლესიამ მიიღო. მაგრამ ამას კარგი შედეგი ნამდვილად არ მოუტანია. ამან დიდი ზიანი მიაყენა ბევრ ადგილობრივ ეკლესიას და სქიზმები წარმოშვა.

დღეს-დღეობით მოდერნისტულ ეკლესიებში ხშირ შემთხვევებში მდგომარეობა ასეთია: ეკლესიებში დგას სკამები, ზოგგან ორღანიც, მღვდლების უმეტესობას და ხანდახან ეპისკოპოსებსაც აცვიათ კოსტიუმები და უკეთიათ კოლარები, (თეთრი საყელო რომელსაც კათოლიკე და პროტესტანტი სასულიერო პირები ხმარობენ) მთლიანად იპარსავენ წვერს, სასულირო პირებს კი მიმართავენ შემოკლებული სახელიტ მაგალითად: ''მამა ტომ!''მსახურება შემოკლებულია და ასე შმედეგ. ამ ყველაფერმა არაფერი მოიტანა გარდა პრობლემებისა.


ამის შემდეგ მიჩნდება კითხვა, ოღონდ არა ნიშნის მოგებით რადგან მე ქართულ სამოციქულო მართლმადიდებლურ ეკლესიას ვეკუთვნი და არავითარი სურვილი არ მაქვს სხვა ეკლესიას ვეკუთვნოდე, მაგრამ მაინტერესებს რაში არიან ე.წ ძველი კალენდარისტები არასწორი?

პოსტის ავტორი: (Νικόλαος) თარიღი: Jun 5 2010, 10:25 PM

.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 5 2010, 10:37 PM

ციტატა((Νικόλαος) @ Jun 5 2010, 04:09 PM) *

ახალი კალენდრის შემოღება

ვეთანხმები

ციტატა((Νικόλαος) @ Jun 5 2010, 04:09 PM) *

ქორწინების უფლება ეპისკოპოსებისთვის

პრინციპში ამასაც დავეთანხმები (თურქეთში კონსტანტინეპოლის საპატრიარქოში უკვე არის პრეცენდენტი - უცოლო ადამიანი ხდება ეპისკოპოსი - დონე ეცემა ამის გამო)

ციტატა((Νικόλαος) @ Jun 5 2010, 04:09 PM) *

მეორედ დაქორწინების უფლება სასულიერო პირებისთვის

არ მგონია სწორი ამ ეტაპისთვის...

ციტატა((Νικόλαος) @ Jun 5 2010, 04:09 PM) *

საეკლესიო მსახურების დროის შემოკლება

ვეთანხმები

ციტატა((Νικόλαος) @ Jun 5 2010, 04:09 PM) *

მარხვის სიმკაცრის და დროის შემოკლება

ვეთანხმები, მით უმეტეს, როცა ისეთი შემთხვევუთი ისტორიული დანალექი გვაქვს, როგორიც პეტრე პავლობის მარხვაა..

ციტატა((Νικόλαος) @ Jun 5 2010, 04:09 PM) *

სასულიერო პირებისთვის საერო ტანსაცმლის ტარების უფლება ეკლესიის გარეთ, წვერის პარსვაზე და თმის შეკვეცაზე ნების დართვა

არც ესაა პრობლემა

ციტატა((Νικόλαος) @ Jun 5 2010, 04:09 PM) *

მაგრამ მაინტერესებს რაში არიან ე.წ ძველი კალენდარისტები არასწორი?

მთავარში - რომ მთელ ვიტამინებს კალენდარში ხედავენ

პ.ს.
რევოლუციური არ ვარგა არაფერი...ყველა ცვლილებას წინ უუნდა უძღვოდეს განმანათლებლობითი ეტაპი

პოსტის ავტორი: (Νικόλαος) თარიღი: Jun 5 2010, 10:44 PM

კი მაგრამ ეს რეფორმები რომ არა რამდენი ადამიანი იქნებოდა ჩვენი სულიერი ძმა ამაზე თუ ფიქრობ? თუნდაც ამაში არანაირი პრობლემა არ ყოფილიყო ღირდა დაქსაქსვად?
ეს ყველაფერი ხომ ამახინჯებს მართლმადიდებლურ ლამაზ ტრადიციებს?
მე კი არ მაქვს არანაირი სურვილის საქართველოს ეკლესიაშიც იგივე მოხდეს


უი არასწორად წავიკითხე მე თურქეთის ეკლესია ვიგულისხმე წეღან რომელიც სქიზმაშია.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 5 2010, 10:58 PM

ციტატა((Νικόλαος) @ Jun 5 2010, 10:44 PM) *

კი მაგრამ ეს რეფორმები რომ არა რამდენი ადამიანი იქნებოდა ჩვენი სულიერი ძმა ამაზე თუ ფიქრობ? თუნდაც ამაში არანაირი პრობლემა არ ყოფილიყო ღირდა დაქსაქსვად?
ეს ყველაფერი ხომ ამახინჯებს მართლმადიდებლურ ლამაზ ტრადიციებს?
მე კი არ მაქვს არანაირი სურვილის საქართველოს ეკლესიაშიც იგივე მოხდეს
უი არასწორად წავიკითხე მე თურქეთის ეკლესია ვიგულისხმე წეღან რომელიც სქიზმაშია.


მსოფლიო კრებები რომ არა კიდევ უფრო მეტი ძმები გვეტოლებოდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Jun 5 2010, 11:00 PM

ციტატა
1923 წელს ცონსტანტინეპოლის სინოდზე ეს იდეა სისრულეში მოიყვანეს და ახალი, ე.წ ''განახლებული იულიანური'' კალენდარი ბევრმა ეკლესიამ მიიღო. მაგრამ ამას კარგი შედეგი ნამდვილად არ მოუტანია. ამან დიდი ზიანი მიაყენა ბევრ ადგილობრივ ეკლესიას და სქიზმები წარმოშვა.


მალე ალბათ მრწამსში და დოგმატიკში ცვლილებებსაც მოითხოვენ - აქაოდა მოძველდაო.

ციტატა
მსოფლიო კრებები რომ არა კიდევ უფრო მეტი ძმები გვეტოლებოდა


და ერთად წავიდოდით ჯოჯოხეთში ხო?

პოსტის ავტორი: (Νικόλαος) თარიღი: Jun 5 2010, 11:05 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Jun 5 2010, 10:58 PM) *

მსოფლიო კრებები რომ არა კიდევ უფრო მეტი ძმები გვეტოლებოდა biggrin.gif


ეგ რა შუაშია? მსოფლიო კრებები რომ არა ჩვენთვის მისაღები იქნებოდა ის მკრეხელობები, რის გამოც შეაჩვენეს ხალხი, ეკლესიაში შფოთი დამკვიდრდებოდა და დავა არ დასრულდებოდა დავინ იცის, იქნებ ზოგს ეფიქრა: ქრისტიანობაში ამდენი აზრი თუ არსებობს, მეც სხვა რელიგიაზე გადავალო.


ციტატა(ბადრი @ Jun 5 2010, 11:00 PM) *

მალე ალბათ მრწამსში და დოგმატიკში ცვლილებებსაც მოითხოვენ - აქაოდა მოძველდაო.


ჯერჯერობით მაგაზე ლაპარაკი ადრეა, ალბათ ჯერ უფუარი პურით ზიარებაზე იმსჯელებენ biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jun 5 2010, 11:30 PM

ციტატა((Νικόλαος) @ Jun 5 2010, 11:05 PM) *

ალბათ ჯერ უფუარი პურით ზიარებაზე იმსჯელებენ biggrin.gif

ეჰ მართლა რა ყანაა ამ გურჯისტანულ მრევლში ვინ იცის? biggrin.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Jun 5 2010, 11:33 PM

ციტატა
ეჰ მართლა რა ყანაა ამ გურჯისტანულ მრევლში ვინ იცის?


ვატიკანივით დიდი ბიბლიოთეკა არ გვაქ, მართალია. დაიწვა დევნის დროს.

პოსტის ავტორი: (Νικόλαος) თარიღი: Jun 5 2010, 11:43 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Jun 5 2010, 11:30 PM) *

ეჰ მართლა რა ყანაა ამ გურჯისტანულ მრევლში ვინ იცის? biggrin.gif


რას გულისხმობ?

პოსტის ავტორი: (Νικόλαος) თარიღი: Jun 6 2010, 05:53 PM

იქნებ მაინც ვინმემ მითხრათ მეძველსტილეების მთავარი დანაშაული?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 22 2018, 10:06 PM

+

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)