IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> (რომ.7;19-21)
ლილიანა
პოსტი Oct 25 2007, 07:52 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



18. რამეთუ უწყი, ვითარმედ არარაჲ დამკჳდრებულ არს ჩემ თანა, ესე იგი არს, ჴორცთა შინა ჩემთა კეთილი, რამეთუ ნებაჲ იგი წინა მიც მე, ხოლო საქმედ კეთილისა მის არა ვჰპოებ. 19. რამეთუ არა რომელი-იგი მნებავს კეთილი, მას ვჰყოფ, არამედ რომელი-იგი არა მნებავს ბოროტი, მას ვიქმ. 20. ხოლო უკუეთუ, რომელი-იგი მე არა მნებავს და მას ვჰყოფ, არღარა მე ვიქმ მას, არამედ რომელი-იგი დამკჳდრებულ არს ჩემ თანა ცოდვაჲ. 21. ვპოვო-მეა შჯული, რომელსა უნდეს ჩემდა ყოფად კეთილისა, რამეთუ მე ბოროტი წინა მიც?


ბოროტი არ მნებავს და მას ვიქმნ ?
განმარტება გეგულებათ ვინმეს rolleyes.gif


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Oct 25 2007, 07:57 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ლილიანა
ჰაჰაჰჰა, მაგ თავს რომ ვდებდი ყოველ ნაბიჯზე არ აქცევდი ხო ყურადღებას biggrin.gif

ეგ დაზიანების მტავარი ფორმულაა, ადამიანი ავადაა....


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Oct 26 2007, 01:04 PM
პოსტი #3


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



ვინაიდან ვიცი, რომ ჩემშიმ ესე იგი ჩემს სხეულში, არ იმყოფება კეთილი; ასე რომ სურვილი არის ჩემში, მაგრამ კეთილის კეთება არა. ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს. ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, მე კი აღარ ვაკეთებ, არამედ ცოდვა რომელიც ჩემშია დამკვიდრებული (რომ 7, 18-20)

ერთი შეხედვით მოციქული სხეულის წინააღმდეგ ილაშქრებს და უკეტურს უწოდებს მას, მაგრამ ის უბრალოდ იმას გამოაჩინებს რომ სამოთხეში მცნებისაგან გარდასვლამ სრულიად დააცარიელა ადამიანი სიკეთისაგან და არა მხოლოდ იმას ვერ აკეთებს, რასაც ვერ შეიმეცნებს და არც ნებავს, არამედ იმ სიკეთესაც ვერარ აკეთებს, რასაც იმეცნებს და სურს რომ გააკეთოს, რადგან მიდრეკილი და წარტაცებულია გულისთქმებისა და ცოდვის მზაკვრული, სასიამოვნო გემოსაგან.

"ესე უწყი, რამეთუ არა დამკვიდრებულ არს ჩემ თანა" - ამ სიტყვებით მოციქული ადამიანის თვითმფლობელობას გამოაჩინებს, რომ იგი ბატონია ორივე მიმარტულების არჩევანში, იქნება ეს სიკეთისკენ მიდრეკა, თუ ბოროტისაკენ. ის ამბობს : "ჩემში ისე კი არაა დამკვიდრებული სიკეთე, რომ გავაკეთო ის იძულებით, არამედ მე მაქვს ნება, რომ საითაც მინდა იქითკენ მივიდრიკო და ეს სიკეთე ბუნებიტად მაქვს მონიჭებული, მაგრამ საქმის აღსრულება უკვე ჩემს თვითმფლობელობაზეა დამოკიდებული.

ვინაიდან ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში, არ იმყოფება კეთილი" - ამით ხორცს კი არ ამხელს და ამცირებს, არამედ ორად ყოს ადამიანს სულად და სხეულად "ჩემს ხეულში არ იმყოფება კეთილი", ნიშნავს იმას, რომ ხორცს არ შეუძლია თვითონ სიკეთის აღსრულება, არამედ სულს ძალუძს გამოიცნოს სიკეთე ან ბოროტება და რაჟამს ის მიიდრიკება სიკეთისაკენ, სხეულიც მას დაემორჩილება.

სურვილი არის ჩემშI მაგრამ კეთილის კეთება არა" - "ე.ი. მე კი მსურს, რომ კეთილი საქმე აღვასრულო, მაგრამ ვხედავ ჩემში რაღაც სხვა ძალას, ე.ი. ძალას ცოდვისას, რომელიც მიშლის მე კეთილი საქმის აღსრულებას და შთამაგდებს ცოდვასა შინაო" (წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი)

"ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს" _ ცოდვის მიერ ცდუნებას აჩვენებს მოციქული და ამბობს, რომ "ბუნებით მნებავს სიკეთის გაკეთება, მაგრამ მოვა გულისთქმა და დამარწმუნებს ბოროტის ჩადენაში, რომელიც არ ნებავს შინაგან გონებას, არამედ პირიქით სძულს"

"ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, მე კი აღარ ვაკეთებ" - მოციქულმა ამ სიტყვებით სულიცა და სხეულიც დაიცვა და ყოველივე დანაშაული ბოროტ ეშმაკს და მის მზაკვრებას მიაწერა, რადგან სულის ბუნებაც სიკეთის ქმნაა და სხეულისაც, მაგრამ ბოროტი ნება და ეშმაკი იქმან ყოველივეს.

"არამედ ცოდვა, რომელიც ჩემშია დამკვიდრებული" - სიკეთისათვის თქვა რომ ის არ არის დამკვიდრებული ჩემშიო, ბოროტისათვის კი თქვა "ჩემშია დამკვიდრებულიო" - ვინაიდან მივატოვეთ სიკეთე და შევიყვარეთ სიბოროტე, რომელიც ისე დამკვიდრდა ჩვენში, რომ თითქოს ბუნებრივი მდგომარეობა გახდა ჩვენი.



--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alex_b
პოსტი Nov 3 2007, 01:46 AM
პოსტი #4


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 27-February 07
წევრი № 1,210



afxazi
მშვენიერი განმარტებაა, ვერაფერს იტყვი.


--------------------
იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Nov 5 2007, 03:37 AM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



afxazi
ყოჩაღ!! საინტერესო განმარტება იყო smile.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 09:55 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი