IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

17 გვერდი V < 1 2 3 4 > »   
Reply to this topicStart new topic
> ღმერთის მცნებები თუ ტრადიციები
sergi_glaxa
პოსტი Nov 5 2008, 04:51 PM
პოსტი #21


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ციტატა(მხევალი ნინო @ Nov 5 2008, 03:45 PM) *

sergi_glaxa
და ესეთი მხოლოდ შენ ხარ, ო, დიდო სერგი
tongue.gif

იმედია, არ მიწყენ, გეხუმრე.


არა როგორ გეკადრება..ხომ იცი როგორ მიყვარხარ smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
chelo
პოსტი Nov 5 2008, 08:51 PM
პოსტი #22


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 557
რეგისტრ.: 18-June 08
წევრი № 5,120



loen
ვიცოდი რომ მაგას იტყოდი,მართალია ბიბლიაში ეს ყველაფერი არაა ნახსენები,მაგრამ მართლმადიდებლური ეკლესია სცნობს გადმოცემებს და ასევე ეყრდნობა მამების განმარტებებს,მტკიცებაას არ აქვს აზრი,მაგრამ ერთს გეტვი:ნუთუ უფალი რომლისთვისაც შეუძლებელი არაფერია და ჩვენთვის განკაცდა,ნუთუ ძნელი იქნებოდა მისთვის ჩვენთვის თავისი ხატი დაეტოვა,მით უნეტეს იცის ჩვენი ადამიანური ბუნება და ის რომ ადამიანებს აუცილებლად გაუჩდებოდათ განკაცებული ღმერთის სახის ნახვის სურვილი.


--------------------
დღეს იმდენად ღმერთის კი არ გეშინია, ვინც ერთხელ სამსჯავროზო დაჯდება და პასუხს გვაგებინებს ჩვენი საქმეებისათვის,არამედ იმათი ვინც ჩვენთან ერთად წარსდგება ღვთის სამსჯავროზე.
წმ.იოანე ოქროპირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
inaina
პოსტი Nov 5 2008, 10:17 PM
პოსტი #23


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,525
რეგისტრ.: 22-October 08
წევრი № 5,839



loen
ციტატა
მწამს სამება ღმერთის : მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სული წმინდა ღმერთი.
მწამს, რომ იესო არის ქრისტე , ძე ღვთისა და მივიჩნევ მას ჩემს უფლად.
მჯერა, რომ იესო მოვიდა ამ ქვეყნად, ეწამა და მოკვდა ჩემი გულისთვის, ჩემი ცოდვების გულისთვის და ამით გზა გამიხსნა ღმერთთან მისასვლელი და მხოლოდ მასშია ცოდვების პატიება და მხოლოდ რწმენით იესო ქრისტეში გადავრჩები. მჯერა , რომ ღმერთმა აღადგინა იგი და , რომ ის ცოცხალია, და ყოველდღე ველოდები მის მეორედ მოსვლას ამ ქვეყანაზე. აქედან გამომდინარე ჩემს თავს თამამად ვუწოდებ ქრისტიანს.

ეს ყველაფერი დემონებსაც სწამთ,და შიშით თრთიან შემოქმედის წინაშე,მაგრამ ამით არაფერი შეიცვლება,მათ აღარ მიეტევებათ ცოდვები,ადამიანებს კი მიეტევებათ,გარდა სულიწმინდის უარყოფის ცოდვისა,სწორედაც ამიტომაა,რომ დემონებს იმაზე მეტად ვძულვართ,ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია,რადგან ვერაფერს გვიშავებენ,სანამ ჩვენი ნებელობით არ ავირჩევთ,არჩევანს სანამ არ გავაკეთებთ უფალსა და იმ წუთისოფლის სიამეთა შორის,რომელსაც ეშმაკი გვთავაზობს,ცხადად თუ ფარულად.
ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი თ გეუბნევი,გონებაში ნუ შემოუშვებ ადამიანის დაუძინებელ მტერს,თორემ აგირევს გონებას დ ასამუდამოდ დაგღუპავს,გმართავს ისე,რომ ვერც მიხვდები,შენი აზრები გეგონება და მისი აზრები გექნება,საკუთარი აგარაფერი დაგრჩება,მათ შორის ქცევაც.
ვისთვისაც ეკლესია დედა არაა,მისთვის მამა ღმერთი ვერ იქნება.


--------------------
16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 6 2008, 11:46 AM
პოსტი #24


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



sergi_glaxa
ციტატა
შენ ერკემლებსაც სწირავ ალბათ., წინადაცვეთილიცა ხარ, შაბათსაც იცავ...

მესმის რასაც გულისხმობ, მაგრამ აგერ ჩვენი მეგობარი ასევე წმინდა წერილზე დაფუძნებით მოგვიწოდებს, შაბათი დავიცვათ fiqri.gif

და ისე, გამოსახულებებზე თაყვანისცემის აკრძალვაც ძველი აღთქმიდან არის და უბრალოდ, ძველი აღთქმისვე მაგალითი მოვიყვანე, რომ ტაძრის თაყვანისცემა სულაც არ ნიშნავდა უსულო და გამოგონილი "ღმერთის" კერპის თაყვანისცემას....

იმედია, მიმიხვდი smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
loveli
პოსტი Nov 6 2008, 09:38 PM
პოსტი #25


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 31-October 08
წევრი № 5,876



leon

მაინტერესებს ხატების სასწაულებსაც უარყოფ?
მართალია მე ჯერ წმინდა წერილი არ მაქ წაკითხული მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რო შენზე ნაკლებად მწმს უფალი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Nov 6 2008, 09:56 PM
პოსტი #26


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



თვით ადამიანი ვისი ხატია? მსოფლიო კრებაზე დაგმობილ ერესებს ნუღა გაჩხრეკთ.

QUOTE(loen @ Oct 31 2008, 11:40 AM) *

რატომ ემსახურებით და ეთაყვანებით ხატებს და რატომ იცავთ კვირას შაბათის მაგივრად.

ათი მცნებიდან ორს არღვევთ და აკეთებთ ამას იესოს სახელით,რომელმაც თქვა: "...არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და მიწა არ გადაივლის, არცერთი იოტა ანდა არცერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება..." (მათე 5:17-18).

იგნორს არა მგონია აზრი ქონდეს იმიტომ, რომ თუ თქვენ მართლები ხართ არც უნდა შეგეშინდეთ ახსნათ თქვენი სიმართლე, თუ არა და მე მგონი ჯობდა დაფიქრებულიყავით და ადამიანთა სიამოვნებას, ღმერთს ასიამოვნოთ და ადამიანთა შიშს, ღმერთის გეშინოდეთ სჯობდა.
მე პირადად არ ვცემ თაყვანს ხატებს და ვიცავ შაბათს კვირის მაგივრად. და აქედან გამომდინარე ვეწინააღმდეგები კათოლიკური და მართმადიდებული ეკლესიის უმთავრეს კანონებს, მაგრამ ვიცავ ღმერთის კანონებს, და არა იმიტომ ,რომ ამით დავიმსახურებ სამოთხეს და ცოდვების პატიებას (რადგან მჯერა ,რომ მხოლოდ იესო ქრისტეშია ეს ყველაფერი) , არამედ იმიტომ რომ იესო ქრისტე ეწამა, მოკვდა და აღდგა ჩემი გულისთვის, და მე ყველაზე ცოტა რაც შემიძლია გავაკეთო მისი რწმუნების შემდეგ, არის მისი მცნებების დაცვა. და ამას ვაკეთებ რწმენით: სიყვარულით და არა ვალდებულებით, თავისუფლებით და არა ძალდატანებით. ვინც არ იცის და აკეთებს, მჯერა, რომ ღმერთი მოწყალეა და გვაპატიებს, მაგრამ ვინც იცის და განზრახ ამახინჯებს ღმერთის მცნებებს, ეს სხვა საქმეა. მე ვერავის ვერ განვსჯი, ღმერთია ყველას მსაჯული და რმერთმა იცის ყველას გული.
ერთი კიდევ: ხატებიც და კვირაც მოდის კათოლიკური ეკლესიიდან. კვირა დააკანონა რომის იმპერატორმა (მე მგონი კონსტანტინე იყო) და წმინდანთა ხატების თაყვანისცემა კი ეკლესიის ლიდერების შემოღებულია. ერთიც და მეორეც ემსახურებოდა იმ დროინდელი კერპთაყვანისცემელთა ეკლესიაში მოზიდვას და წესრიგის დამყარებას. კვირა იყო მზის დღე, რომელიც იყო მათი მთავარი ღმერთი და ხატები კი მათ კერპების მაგივრად დაულაგეს ეკლესიაში.
ამსთან ერთად შაბათის შეცვლა კვირით გამოწვეული იყო იმდროინდელი ზიზღით ებრაელთა მიმართ. ხატები რომ შემოეტანათ ეკლესიაში, რომის პაპმა და იმდროინდელმა საეკლესიო ლიდერებმა მე-2-ე მცნება ამოიღეს და მე-10ე
ორად გაყვეს,რომ ისევ ათი დარჩენილიყო და ბიბილია ხალხში აკრძალეს. მაგ დროისათვის ეხლანდელი მართმადიდებული ეკლესია და ასევე ყველა ეკლესია შედიოდა რომის პაპის გავლენის ქვეშ და იქიდან არის შემორჩენილი ეს ყველაფერი.
სანამ ამ თემას დავწერდი ბიბილიში ვეძებე ახსნა ,მაგრამ ვერ ვიპოვე. სხვათა შორის ეხლაც კი კათოლიკური ეკლესიის ლიდერები აღიარებენ, რომ კვირა მათი შემოღებულია და, რომ არსად ბიბილიაში არ არის ამის გამართლება და ამით ამტკიცებენ,რომ პაპს აქვს უფლება შეცვალოს ღმერთის მცნებები.
შაბათი რომ რჩება უფლის დღედ სამუდამოდ, სჩანს ესაია 66:22-23 დან:
"..."და რადგან როგორც ახალი ცა და ახალი მიწა, რომელთაც მე შევქმნი, დადგებიან ჩემს წინაშე,"- სიტყვა უფლისა,-"ასევე დადგება თქვენი თესლი და თქვენი სახელი. და ყოველ თვეს და ყოველ შაბათს მოვა ყოველი ხორციელი თაყვანისსაცემლად ჩემს წინაშე!"-ამბობს უფალი..."
აქედან ჩანს ,რომ თუნდაც ახალი მიწის და ახალი ცის დროს , შაბათი რჩება უფლის დღედ. ჯერჯერობით კი როგორც მოგეხსენებათ ისევ ძველ მიწაზე და ძველი ცის ქვეშ ვცხოვრობთ.
ხატების შესახებ კი შეგიძლიათ ნახოთ ჩემი პოსტი აქ: http://church.ge/index.php?showtopic=32&st=800 (ჩემი ბოლო პოსტია მაგ გვერდზე).
ასე რომ გიწვევთ სასაუბროდ ვისაც სურვილი გაქვთ და არა სადაოდ. ვიმსჯელოთ, ვეძებოთ სიმართლე და ღმერთი გვპირდება, რომ ვინც ეძებს-იპოვის.
P.S. გთხოვთ ნუ მოიყვანთ ციტატებს ადამიანთა ნაშრომებიდან. მიუხედავათ ჩვენი აზრთა სხვაობისა, ერთი რამ მაინც გვაქვს საერთო- ბიბილია.
კიდევ ერთხელ გთხოვთ ნუ წაშლით ამ თემას და ნუ დააიგნორებთ.(მე ამით არაფერი დამაკლდება).
სიყვარულით.

loen.



თუ ადამიანის ნაშრომს არ ეყრდნობი აბა საიდან მოგყავს ისტორია კონსტანტინეზე და კათოლიკეებზე. საეკლესიო მწერლებზე(ზოგი წმინდა მამაა), მეტი ავტორიტეტი ააქვთ ამ ისტორიკოსებს? რატო ენდობი შენ ადამიანის(ისტორიკოსის) დაწერილს და რატომ გვიშლი ჩვენ ვენდოთ წმინდა მამებს და მათ სწავლებებს.? ეს სამართლიანად მიგაჩნია?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
chelo
პოსტი Nov 7 2008, 12:06 AM
პოსტი #27


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 557
რეგისტრ.: 18-June 08
წევრი № 5,120



ციტატა(agmsarebeli @ Nov 6 2008, 09:56 PM) *

თვით ადამიანი ვისი ხატია? მსოფლიო კრებაზე დაგმობილ ერესებს ნუღა გაჩხრეკთ.
თუ ადამიანის ნაშრომს არ ეყრდნობი აბა საიდან მოგყავს ისტორია კონსტანტინეზე და კათოლიკეებზე. საეკლესიო მწერლებზე(ზოგი წმინდა მამაა), მეტი ავტორიტეტი ააქვთ ამ ისტორიკოსებს? რატო ენდობი შენ ადამიანის(ისტორიკოსის) დაწერილს და რატომ გვიშლი ჩვენ ვენდოთ წმინდა მამებს და მათ სწავლებებს.? ეს სამართლიანად მიგაჩნია?

ამასთან დაკავშირებით ნიკოლოზ სერბს ერთი კარგი მაგალითი მოყავს:უღრანი ტყიდან ბილიკზე რომ გამოხვიდე და და არ იცოდე ეს ბილიკი სად მთავრდება და სად იწყება,ამ დროს კი ბილიკზე დაინახე ბავშვი რომელიც გეუბნება რომ ბილიკის სათავიდან მოდის და და ამ ბილიკის დასასრულს მიყვება,ამ შემთხვევაში ამ ბავშვს დაუჯერებ თუ შენს გვერდით მყოფს რომელიც შენთან ერთად ტკეპნიდა გზებს ტყეში.რა თქმა უნდა წმინდა მამების გვერდის ავლა და ისტორიკოსების,მეცნიერების და ა.შ. მათი დაყრდნობა სწორედ ამ მაგალითის ნათელი მაგალითია.


--------------------
დღეს იმდენად ღმერთის კი არ გეშინია, ვინც ერთხელ სამსჯავროზო დაჯდება და პასუხს გვაგებინებს ჩვენი საქმეებისათვის,არამედ იმათი ვინც ჩვენთან ერთად წარსდგება ღვთის სამსჯავროზე.
წმ.იოანე ოქროპირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
loen
პოსტი Nov 7 2008, 10:46 AM
პოსტი #28


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 102
რეგისტრ.: 25-September 08
წევრი № 5,722



ეს პოსტი იყო ჩემი პასუხი "ალექსანდრე"-ს პოსტისა სიწმინდეების თემაში.
მე მგონი ბევრ თქვენ კითხვას გავცემ ამით პასუხს.

" მე-2-ე მცნება: "...არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატება იმისა,რაც მაღლა ცაშია,რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია,მიწის ქვემოთ..."(გამოსვლა 20:4)

აქედან სჩანს ,რომ კერპი და ხატება სხვადასხვა რამ არის,თორემ არ გვეტყოდა ღმერთი -"არც რაიმე ხატება".
კარგით, კერპს არ სცემთ თაყვანს-არ აღმერთებთ ვინმეს ან რამეს ღმერთის გარდა.
რას უშვრებით ამ მცნების მეორე ნაწილს-ხატებას?
მივყვეთ მსჯელობას: "...ხატება იმისა...". თუ "იმისა"-ში ნაგულისხმევია მასალა,რომლისგანაც ხატი მზადდება,მაშინ ყველა ვარიანტში არღვევთ ამ მცნებას იმიტომ,რომ მასალას ,რომელსაც იყენებთ ხატის გასაკეთებლად, ან მიწაზეა ,ან მიწის ქვემოთ.
თუ "იმისა"-ში ნაგულისხმევია გამოსახულება ხატზე.
ავიღოთ მაგალითისთვის წმინდა მარიამის ხატი.(სხვათა შორის "წმინდასაც" არა სწორად განმარტავთ. ახალი აღთქმიდან სჩანს,რომ ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი წმინდაა ქრისტეში. თუ ვერ მოძებნით შემდეგში გეტყვით ზუსტად სად არის.ეხლა არ მინდა თემას გადავუხვიო).
მარიამი როგორც ადამიანი ,შედის " დაბლა მიწაზეა" კატეგორიაში. ხოლო ,მისი გარდაცვალების შემდეგ ის უფალთან არის,და აქედან გამომდინარე "მაღლა ცაში".
ღმერთის სამყოფელად რომ ცა არის მიჩნეული ,ეს ბევრგან გვხვდება ბიბილიაში.
მაგალითისთვის ყველასთვის ცნობილი - "მამაო ჩვენო,რომელი ხარ ცათა შინა..."
ეგეც არ იყოს ,დარწმუნებული ვარ ,რომ მარიამი,ან პავლე , ან პეტრე ცოცხალი რომ იყოს და მიხვიდე მასთან და თაყვანი სცე,გეტყვის,რომ მეც შენნაირი მსახური ვარ ღვთისა,მე ნუ მცემ თაყვანს,ღმერთს ეცი თაყვანიო.
იოანეს გამოცხადებაში,როცა იოანემ თაყვანი სცა ანგელოზს,ანგელოზმა სწორედ ასე უთხარა მას.(გამოცხადება 19:10) და ეს რომ ანგელოზი ელაპარაკება ჩანს გამოცხადება 17:1 დან.
ტაძრის მაგალითი რომ მოგყავს შენ მესამე მეფეთა წიგნიდან,კარგად ჩანს,რომ სოლომონ მეფე ხვდებოდა,რამხელად დიადი იყო ღმერთი.და რომ ის ვერ დაეტევოდა ტაძარში ,რაც არ უნდა დიდი აეშენებინათ.
ის ტაძარი და ყველაფერი რასაც ძველი აღთქმის ისრაელი სცემდა თაყვანს, იყო წინასწარმეტყველაბა და სიმბოლო იესო ქრისტესი,რომელიც უნდა მოსულიყო მომავალში.
იოანე 2:19-მიუგო იესომ და უთხრა მათ:"დაანგრიეთ ეს ტაძარი და სამ დღეში აღვადგენ მას."
20-უთხრეს იუდეველებმა: "ეს ტაძარი ორმოცდაექვს წელიწადს შენდებოდა და შენ სამ დღეში აღადგენ
მას?"
21-ის კი თავისი სხეულის ტაძარზე ლაპარაკობდა.
ეს ტაძარი კი ,რომელზეც იუდეველები ლაპარაკობდენე ,იგივე ტაძარია,რომლის მაგალითიც შენ მოიყვანე მესამე მეფეთა წიგნიდან.
ასე,რომ ტაძარი არი იესო ქრისტე და მასში უნა ვცეთ თაყვანი ღმერთს. - ხელთუქმნელი ტაძარი
ეხლა კი როც უკვე იესო ქრისტე მოევლინა ამ წუთისოფელს,არა გვაქვს უფლება თაყვანი ვცეთ ტაძარს, თუ ვინმეს ან რამეს,რაც ადამიანის ხელით არის შექმნილი,რადგან იესო ქრისტეში ჩვენ ღმერთი გამოგვეცხადა,ასე ვთქვათ-ჩვენ გავიცანით ღმერთი იესო ქრისტეში.(იოანე 14:8-9).
ტაძარი და ეკლესია, თუ რაიმე შენობა უნდა იყოს ჩვენთვის- ქრისტიანებისთვის თავშესაკრები ადგილი,სადაც ერთად თაყვანს ვცემთ ღმერთს იესო ქრისტეში სულითა და ჭეშმარიტებით(და არა ხატებით და ფრესკებით),შევისწავლით მის სიტყვას და გავამხნევბთ ,დავაიმედებთ და დავეხმარებით ეთმანეთს. და ამის შემდეგ იქნება ღმერთი ჩვენთან იმ ტაძარში ,ეკლესიასა თუ ნებისმიერ შენობაში.(იოანე 4:21-24)

P.S. პავლეს არ უთქვამს ბერძნებისთვის (საქმეები-17)-ში,რომ თქვენი კერპები აიღეთ და ხატები დაალაგეთო. "

"ალექსანდრეს" პოსტიც და ჩემი პოსტიც მთლიანად შეგიძლიათ ნახოთ აქ:
http://church.ge/index.php?showtopic=32&st=800

ამასთან მინდა მოვიყვანო მე-2-ე მცნება მთლიანად , იმათთვის ვისაც არა აქვს ძველი აღთქმის წიგნები.

"...არ გაიკეთო კერპი და არც რაიმე ხატება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ. თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახუროთ, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ღმერთი შურისმგებელი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეთა მესამე და მეოთხე თაობას, და წყალობის მყოფელი ჩემს მოყვარულთა და ჩემი მცნებების დამცველთა მრავალ ათასეულ თაობებისათვის..." (გამოსვლა 20:4-6)
აქედან ჩანს რომ , ხატების თაყვანისცემას და მსახურებას ღმერთი აიგივებს მის სიძულვილთან და მისი მცნებების დაცვას - მის სიყვარულთან.
"მრვალ ათასეულ თაობებისათვის" - როგორ ფიქრობთ ჩვენ არ ვეკუთვნით ამას?. აქედან ისიც ჩანს, რომ ღმერთის მცნებები მარტო ძველი აღთქმის პერიოდზე არ ვრცელდება, რადგან როგორც მათე 1 -დან ვგებულობთ , აბრაამიდან ქრისტემდე სულ 42 თაობაა (მათე 1:17).

"...და უხრწნელი ღვთის დიდება გაცვალეს ხრწნადი ადამიანის.....ხატების მსგავსებაში... რომელთაც ღვთის ჭეშმარიტება შეცვალეს სიცრუით, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ ქმნილებას, ნაცვლად შემოქმედისა(შემქმნელისა), რომელიც კურთხეულია უკუნისამდე. ამინ..." (რომაელთა 1:23-25)


ციტატა
მართალია მე ჯერ წმინდა წერილი არ მაქ წაკითხული მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რო შენზე ნაკლებად მწმს უფალი


loveli,

ჩემი ამ პოსტების მიზანი არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა ჩვენება იმისა, რომ ვინმეზე მეტად მწამს ღმერთი , და თუ ასეთი შთაბეჭდილება დავტოვე, ყველას ბოდიშს მოვუხდი.
შენ კიდე, თუ ჩემმა პოსტებმა დაგაინტერესა და გადაგაწყვეტინა წმინდა წერილის წაკითხვა, ამაზე დიდი მიზანი არც მექნება არავისთვის, რადგან მჯერა რომ ღმერთის სიტყვა არის ცოცხალი, მომქმედი და აქვს ძალა, და შენ თუ წაიკითხავ მას და გამოიკვლევ გაიგებ სიმართლეს და სიმართლე გაგხდის თავისუფალს. "...უთხრა იესომ იმ იუდეველებს, რომლებიც ერწმუნენ მას: "თუ ჩემს სიტყვაში დარჩებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ. შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ..." (იოანე 8:31-32) ადამიანთა ნაშრომებში კი არა, იესოს სიტყვაში შევიცნობთ ჭეშმარიტებას. ასევე ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი იესო ქრისტეს მოწაფეები ვართ.

ციტატა
თუ ადამიანის ნაშრომს არ ეყრდნობი აბა საიდან მოგყავს ისტორია კონსტანტინეზე და კათოლიკეებზე. საეკლესიო მწერლებზე(ზოგი წმინდა მამაა), მეტი ავტორიტეტი ააქვთ ამ ისტორიკოსებს? რატო ენდობი შენ ადამიანის(ისტორიკოსის) დაწერილს და რატომ გვიშლი ჩვენ ვენდოთ წმინდა მამებს და მათ სწავლებებს.? ეს სამართლიანად მიგაჩნია?


agmsarebeli,

რა დავწერე ისტორიკოსებზე დაყრდნობით ისტორიული ფაქტების გარდა?
და რა დავწერე წმინდა წერილზე დაუყრდნობლად ღმერთის მცნებების შესახებ?
მე ვერაფერს დაგიშლით. არჩევანი თქვენზეა, მაგრამ ჩემი თხოვნა იქნება ის , რომ სანამ აირჩევდეთ წმინდა მამების სწავლებას, შეამოწმეთ მათი სიმართლე ბიბლიასთან შეთანხმებაში და თუ ეთანხმება , რას კარგავთ ან რისი გეშინიათ, და თუ ნახავთ , რომ არ ეთანხმება, მაშინ არჩევანი თქვენზეა რას დაუჯერებთ ადამიანთა სწავლებას თუ ღმერთის სწავლებას.


ციტატა
ეს ყველაფერი დემონებსაც სწამთ,და შიშით თრთიან შემოქმედის წინაშე,მაგრამ ამით არაფერი შეიცვლება,მათ აღარ მიეტევებათ ცოდვები,ადამიანებს კი მიეტევებათ,გარდა სულიწმინდის უარყოფის ცოდვისა,სწორედაც ამიტომაა,რომ დემონებს იმაზე მეტად ვძულვართ,ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია,რადგან ვერაფერს გვიშავებენ,სანამ ჩვენი ნებელობით არ ავირჩევთ,არჩევანს სანამ არ გავაკეთებთ უფალსა და იმ წუთისოფლის სიამეთა შორის,რომელსაც ეშმაკი გვთავაზობს,ცხადად თუ ფარულად.
ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი თ გეუბნევი,გონებაში ნუ შემოუშვებ ადამიანის დაუძინებელ მტერს,თორემ აგირევს გონებას დ ასამუდამოდ დაგღუპავს,გმართავს ისე,რომ ვერც მიხვდები,შენი აზრები გეგონება და მისი აზრები გექნება,საკუთარი აგარაფერი დაგრჩება,მათ შორის ქცევაც.
ვისთვისაც ეკლესია დედა არაა,მისთვის მამა ღმერთი ვერ იქნება


inaina,

რისი სწამთ დემონებს? , რომ იესო ქრისტეში გადარჩებიან და რწმენით ცოდვები მიეტევებათ. ანდა რომ დავწერე ველოდები მეთქი იესოს მეორედ მოსვლას ვიგულისხმე და ეხლა დავამატებ , რომ იმედით ველოდები. როგორ ფიქრობ დემონები იმედით ელოდებიან თუ შიშით?
ანდა რითი ვუშვებ დემონებს ჩემს თავში? იმით რომ ბიბლიას ვკითხულობ და ვეძებ სიმართლეს და არ ვეძებ სიმართლეს ადამიანთა ნაშრომებში?
რითი ვუარყოფ და შევურაწყოფ სული წმინდას?
დემონებს არა, მაგრამ იესო ქრისტეს დავუმორჩილებ ჩემს აზრებს, საკუთარ თავსაც და ჩემს ქცევებსაც.
ეკლესია ქრისტეს სხეულია და ქრისტიანები მისი ნაწილები ვართ. და იესო ქრისტეში მივიღეთ ჩვენ შვილობა ღმერთთან. შეიძლება ფიზიკურად მარტო ვიყო ამ წუთში , მაგრამ ვარ იმ მსოფლიო ეკლესიის წევრი, რომელიც სულითა და ჭეშმარიტებით ემსახურება ღმერთს, და ამიტომ ჩვენს უფალ იესო ქრისტეში თამამად დავუძახებ ღმერთს მამას.
სიყვარულით კიდევ რომ ვიძახი (შენ როგორც ვატყობ გეხამუშება ეს სიტყვა smile.gif ვხუმრობ), იმიტომ ვიძახი, რომ წერილში ძნელია გადმოსცე გრძნობები და ემოციები, და არ მინდა ეს ჩემი პოსტები ვინმემ არასწორად გაიგოს. თუმცა მიუხედავათ ამისა , ერთერთ მეგობარზე ისეთი შთაბეჭდილება მოვახდინე, თითქოს მე უფრო ძლიერად მწამს ღმერთის, ვიდრე სხვებს , რაზეც კიდევ ერთხელ ბოდიშს ვიხდი.
სხვანაირად არ გაიგოთ , ბოდიშს არ ვიხდი არაფერზე, რაც ჩემს რწმენას შეეხება და რასაც თქვენ გიზიარებთ და რასაც ბიბლიაზე დაყრდნობით ვწერ.


ეხლა კი ბოდიშს მოვუხდი(დღეს ბოდიშების დღეა smile.gif ) ყველას ვის შეკითხვებსაც პასუხი ვერ გავეცი, უნდა წავიდე და რომ დავბრუნდები შევეცდები გავცე პასუხი ყველას, მიუხედავად იმისა , რომ ბევრის შეკითხვა პროვოკაციულია და ამ შეკითხვებით ცდილობენ შეცდომაში დამიჭირონ.
ერთს გეტყვით: მე არ ვარ უცდომელი, მაგრამ ღმერთის სიტყვა უცდომელია და ამიტომაც ჩემს თავს არ ვენდობი, არამედ ყველა ჩემი პასუხი იქნება ბიბლიიდან.

სიყვარულით.

loen.


--------------------
"... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
inaina
პოსტი Nov 8 2008, 01:31 AM
პოსტი #29


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,525
რეგისტრ.: 22-October 08
წევრი № 5,839



loen
ციტატა
რისი სწამთ დემონებს? , რომ იესო ქრისტეში გადარჩებიან და რწმენით ცოდვები მიეტევებათ

ამაზე ისევ ეს წაიკითხე
ციტატა
დემონებსაც სწამთ,და შიშით თრთიან შემოქმედის წინაშე,მაგრამ ამით არაფერი შეიცვლება,მათ აღარ მიეტევებათ ცოდვები

ისინი დევნულნი იქმნენ ციდან და დამყარდა ცაში სუფევა უფლისა.ამიტომ ვამბობთ ლოცვაში "მოვედინ სუფევა შენი ვითარცა ცათა შინა,ეგრეცა ქუეყანასა ზედა".
ციტატა
როგორ ფიქრობ დემონები იმედით ელოდებიან თუ შიშით?

ასეთი კითხვა ჩემთვის არ უნდა დაგესვა,ალბად მათთვის,მაგრამ ამისგან ღმერთმა დაგიფაროს biggrin.gif მე როგორც ველოდები ვიცი,მაგრამ სხვა როგორ ელოდება არა,თუმცა რა იქნება მერე ეგ ღმერთმა იცის.
ციტატა
ყველა ჩემი პასუხი იქნება ბიბლიიდან.

მე მგონი სჯობს შენი კითხვები და მათზე პასუხები გამოცდილ მოძღვართან შეათანხმო.იქნებ როდისმე დარწმუნდე რომ ცდები,და როცა საბოლოოდ გაარკვევ,რომ ხატის და კერპის გაიგივება ცოდვაა,უბრალოდ მოინანიებ წრფელი გულით,მაგრამ შენი პოსტების წაკითხვისას იქნებ ვინმე დაიბნეს და ეჭვი შეეპაროს,ეს ცოდვა კი მოგეკითხება,რადგან ნათქვამია,თუ ვინმე ერთს მცირეთაგანს აცდუნებს....ზუსტად ციტირებას ვერ მოვახდენ,მაგრამ შენ შეიძლება იცი როგორც მთავრდება ციტატა და ფორუმელებსაც ვთხოვ შემახსენონ,მოკლედ,უფლის გზაზე მიმავალი ადამიანები არ უნდა დააბრკოლო,თორემ უფლის რისხვას გამოიწვევ.
სხვათა შორის მაგას მწვალებლობა ქვია,როცა წმინდა წერილს იყენებ იმისთვის,რომ საკუთარი (ეგ კიდევ საკითხავია საკუთარია თუ არა) აზრი განამტკიცო,როცა არაფერს არ ეყრდნობა შენი აზრი,არც წმინდა მამათა წიგნებს პატივს არა სცემ და არ ასახელებ მათ,როგორც ისტორიულ წყაროს.ესე იგი არ იზიარებ ამდენი საუკუნე რაც იშრომეს და დაგვიტოვეს და იწყებ საკუთარი განმარტებების წერას დ აბიბლიის ახსნას unsure.gif


--------------------
16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
loen
პოსტი Nov 8 2008, 11:04 AM
პოსტი #30


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 102
რეგისტრ.: 25-September 08
წევრი № 5,722



ციტატა(inaina @ Nov 7 2008, 05:31 PM) *

loen

ამაზე ისევ ეს წაიკითხე
ისინი დევნულნი იქმნენ ციდან და დამყარდა ცაში სუფევა უფლისა.ამიტომ ვამბობთ ლოცვაში "მოვედინ სუფევა შენი ვითარცა ცათა შინა,ეგრეცა ქუეყანასა ზედა".
ასეთი კითხვა ჩემთვის არ უნდა დაგესვა,ალბად მათთვის,მაგრამ ამისგან ღმერთმა დაგიფაროს biggrin.gif მე როგორც ველოდები ვიცი,მაგრამ სხვა როგორ ელოდება არა,თუმცა რა იქნება მერე ეგ ღმერთმა იცის.

მე მგონი სჯობს შენი კითხვები და მათზე პასუხები გამოცდილ მოძღვართან შეათანხმო.იქნებ როდისმე დარწმუნდე რომ ცდები,და როცა საბოლოოდ გაარკვევ,რომ ხატის და კერპის გაიგივება ცოდვაა,უბრალოდ მოინანიებ წრფელი გულით,მაგრამ შენი პოსტების წაკითხვისას იქნებ ვინმე დაიბნეს და ეჭვი შეეპაროს,ეს ცოდვა კი მოგეკითხება,რადგან ნათქვამია,თუ ვინმე ერთს მცირეთაგანს აცდუნებს....ზუსტად ციტირებას ვერ მოვახდენ,მაგრამ შენ შეიძლება იცი როგორც მთავრდება ციტატა და ფორუმელებსაც ვთხოვ შემახსენონ,მოკლედ,უფლის გზაზე მიმავალი ადამიანები არ უნდა დააბრკოლო,თორემ უფლის რისხვას გამოიწვევ.
სხვათა შორის მაგას მწვალებლობა ქვია,როცა წმინდა წერილს იყენებ იმისთვის,რომ საკუთარი (ეგ კიდევ საკითხავია საკუთარია თუ არა) აზრი განამტკიცო,როცა არაფერს არ ეყრდნობა შენი აზრი,არც წმინდა მამათა წიგნებს პატივს არა სცემ და არ ასახელებ მათ,როგორც ისტორიულ წყაროს.ესე იგი არ იზიარებ ამდენი საუკუნე რაც იშრომეს და დაგვიტოვეს და იწყებ საკუთარი განმარტებების წერას დ აბიბლიის ახსნას unsure.gif


inaina,

ამ შეკითხვებზე პასუხი მეც ვიცოდი და დარწმუნებული ვარ შენც იცი. ეს შეკითხვები დაგისვი იმიტომ, რომ შენ ჩემი რწმენა შეადარე დემონების რწმენას, ასე ვთქვათ რიტორიკული შეკითხვები იყო. და მე მგონი შენც მიხვდი ამას.
რატომ მაბრალებ იმას რაც მე არ დამიწერია. კერპებს და ხატებს რომ არ ვაიგივებ ჩემს პოსტებში და არც ღმერთი აიგივებს მეორე მცნებაში, კარგადა სჩანს. ასევე კარგად სჩანს ისიც, რომ ღმერთი ორივეს კრძალავს.
მოძღვართან ჩემი მისვლით ერთი პრობლემა შეიქმნება. როცა ის გაამართლებს ხატების თაყვანისცემას და მსახურებას, მე ვეტყვი , რომ ბიბლია არ გვასწავლის მასე. მისი პასუხი დაახლოებით ასეთი სახის იქნება: "როგორ ბედავ და კითხვის ქვეშ აყენებ მოძღვრის სწავლებას.(ყველაზე არა მაქვს ლაპარაკი, რადგან მჯერა რომ მანდაც არიან, ისეთები რომლებიც ასწავლიან ღმერთის სიტყვას დაუმახინჯებლად). ეს რომ მასე იქნება , მე მგონი უმეტესობას გამოცდილი გექნებათ და მოსმენილი გექნებათ ასეთი პასუხი.
არავის დასაბნევად არ დამიწერია ეს პოსტები. მიზანი ამ პოსტებისა არის ის , რომ ვინც დაინახავს რომ ცდება და ტყუილის მსხვერპლი ხდება , იქნება დადგეს ფეხზე და თქვას აღიაროს სიმართლე თავის თავის გადასარჩენად.
ამიტომაც, როგორც ყველა ხედავთ, ჩემს აზრებს არ გახვევთ არავის, არამედ ყველაფერს გიმოწმებთ ღმერთის სიტყვიდან. მეც ვიყავი თქვენნაირად, დავდიოდი ეკლესიაში ხატებს ვკოცნიდი , სანთელს ვანთებდი , ხატების წინ ვლოცულობდი და მეგონა რომ, ღმერთი დამიფასებდა ამას და იქნება როგორმე სამოთხეში მოვეხვედრებინე. ხო კიდევ , ბიბლიას არ ვკითხულობდი და თუ ხნდახან წავიკითხავდი ცოტას, მაშინვე ვაწყდებოდი წინააღმდეგობას და თავს ვანებებდი კითხვას. მაგრამ მადლობა ღმერთს ჩემს უფალ იესო ქრისტეში, ამიხილა თვალი და დამანახა რა არის ნამდვილი ჭეშმარიტება. მაგრამ ეს არ მომხდარა მანამ, სანამ არჩევანი არ გავაკეთე , რასაც ტრადიციულად მასწავლიდნენ და ბიბლიას შორის. სხვათა შორის , სანამ ისე ვცხოვრობდი, სულ უკან-უკან მიდიოდა ჩემი სულიერი ცხოვრება , უფრო და უფრო ვეფლობოდი ცოდვის ჭაობში და დაბნეული ვიყავი და არ ვიცოდი რატომ ხდებოდა ასე , ღმერთის სიყვარულში ეჭვი მეპარებოდა. ეხლა ვიცი რატომაც: იმიტომ რომ მივდევდი ადამიანთა სწავლებას ღმერთის სწავლების მაგივრად.
მცნებებს რაც შეეხება , ჩემო კარგო, როგორც ზემოთ ავღნიშნე მცნებების და რჯულის დაცვით ჩვენ ვერ მივიღებთ ღმერთის შვილობას. არამედ ჩვენ ვღებულობთ ღმერთის შვილებას იესო ქრისტეში ცოდვების პატიებით, საქმეებისაგან დამოუკიდებლად. ხოლო მერე , როცა უკვე გავხდებით ღმერთის შვილები, ღმერთი გვაძლევს შვილობის სულს და ამ სულით უკვე მორჩილებით (და არა იძულებით და შიშით ),ვასრულებთ ღმერთის როგორც მამის ნებას. და ეს სული ემოწმება ჩვენს სულს , რომ ვართ მისი შვილები., სხვანაირად რომ ვთქვათ, თუ ქრისტიანები ვართ(და აქედან გამომდინარე ვართ ღმერთის შვილები) , გავიგებთ იმით, რომ დღითი დღე იქცევა ღმერთის ნების შესრულება ჩვენთვის - სიამოვნებად, და ძლიერ მოთხოვნილებად. და თუ ეს ასე არ ხდება , მაშინ უნდა გადავხედოთ ჩვენს რწმენას , მართლა გვაქვს თუ არა , ანდა თუ გვაქვს- ვის მიმართ არის ეს რწმენა.
ეხლა რომ არ იფიქროთ ჩემს აზრებს გახვევთ თავზე მოვიყვან ციტატებს წმინდა წერილიდან ამის შესახებ.:
რწმენით ცოდვების პატიების და გადარჩენის შესახებ:
"...იმიტომ, რომ რჯულის საქმეებით ვერცერთი ხორციელი ვერ გამართლდება მის წინაშე..." (რომაელთა 3:20)
"...ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის მადლი - საუკუნო სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში..." (რომაელთა 6:23) და მადლი მადლი არ არის თუ ვიმსახურებთ. მადლი ნიშნავს იმას, რომ ღმერთი გვაძლევს იმას რასაც არ ვიმსახურებთ.
"...რადგან მიგვაჩნია, რომ რწმენით მართლდება კაცი, რჯულის საქმეთაგან დამოუკიდებლად..." (რომაელთა 3:28)
ჩვენი შვილობის შესახებ :
"...რადგან ისინი, ვინც ღვთის სულით წარიმართებიან, ღვთის შვილები არიან.
ვინაიდან არ მიგიღიათ მონობის სული, რათა კვლავ შიშით იყოთ, არამედ მიღებული გაქვთ შვილობის სული, რომლითაც ვღაღადებთ: "აბბა, მამაო!"
სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ..." (რომაელთა 8:14-16)
ბევრი ქრისტიანი ღმერთს კი ეძახის მამას , მაგრამ არ გულისხმობს იმ სიყვარულს , რაც როგორც შვილი მამასთან უნდა ჰქონდეს. ბევრი ქრისტიანი ფიქრობს, რომ ღმერთი არის , ვიღაც საშინელი და მკაცრი "მამა", რომელსაც ერთი სული აქვს, რომ ჩვენ რამე შეცდომა დავუშვათ და გაგვანადგუროს.(ეს არის ცრუ სწავლების ბრალი).
ამიტომც ეტყობა მაშინაც იყვნენ ასეთები და პავლე მამას ამატებს იმ სიტყვას , რომელიც მიახვედრებდა წამკითხველს. ეს სიტყვა არის "აბბა". და ებრაულად ნიშნავს მამის იმ ფორმას , რომლითაც ბავშვი მიმართავს მამას,
და ამ სიტყვაში ერთიანდება სიყვარულიც და პატივისცემაც(ებრაელებში ეხლაც იხმარება ეს სიტყვა). ქართულის ყველაზე ახლო თარგმანი იქნება "მამიკო".
კიდევ ერთხელ, შვილობა მხოლოდ იესო ქრისტეში მოგვეცემა, რწმენით და არა საქმეებით., მაგრამ ჩვენ თუ შვილები ვართ გავიგებთ იმით, რომ გვექნება ის სული , რომლითაც ღმერთს აბბას დავუძახებთ. (და არა პირიქით, აბბას დაძახებით შვილები ვერ გავხდებით).
ამიტომ , თქვენს თავებს შეეკითხეთ (მე ნუ მეტყვით) , გააქვთ ეს სული? თუ გაქვთ მაშინ არც ღმერთის მცნებების წინააღმდეგი უნდა იყოთ. და თუ არა გაქვთ, სანამ ცოცხლები ვართ გვიანი არასდროს არ არის, მოინანიეთ და ღმერთი მოწყალეა და გაპატიებთ. აღიარეთ იესო უფლად, მიიღეთ მისგან ცოდვების პატიება უსასყიდლოთ, ნუ შეეცდებით თქვენი ძალებით სასუფეველში მოხვედრას(როგორც ფარისევლები აკეთებდნენ), არამედ მიიღეთ ის წმინდა სისხლი , რომელიც იესომ დაღვარა თითოეული ჩვენთაგანისთვის პირადად( და არა ზოგადად). და ღმერთი გვპირდება, რომ გვაპატიებს და გვიშვილებს, და მოგვცემს შვილობის სულს, რომელიც დღითი დღე შეგვცვლის შიგნიდან გარეთ( და არა პირიქით, როგორც ზოგიერთი თქვენთაგანი ცდილობს "გაწმენდას") და გავაკეთებთ იმ კეთილ საქმეებს, რომლებიც ღმერთს აქვს განსაზღვრული თითოეული ჩვენთაგანისთვის და დავიცავთ მის მცნებებს არა შიშით , არამედ თავისუფლებით.(კიდევ გეტყვით, პირიქით ნუ შეეცდებით, მცნებების დაცვით და კეთილი საქმეების კეთებით, შვილობის მიღებას, ამით თქვენდა უნებურად იესო ქრისტეს სისხლს უარყოფთ).
"...თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები..." (რომაელთა 10:9) როგორც ხედავთ ღმერთი არ გვიყენებს სხვა არავითარ მოთხოვნას გადასარჩენად, გარდა იესო ქრისტეს რწმენისა. მესმის , რომ სხვანაირად გასწავლიან, მაგრამ ჩემო კარგებო ამაზეა თქვენი სულის სამუდამო ადგილსამყოფელი დამოკიდებული, და ასე ბრმად ნურავის ნუ მიენდობით.
ის კეთილი საქმეები, რომლის კეთებასაც გასწავლიან სასუფეველში მოსახვედრად , იქნება იმ სულის ნაყოფი,რომელიც მოგვეცემა რწმენით იესო ქრისტეში. თქვენ თვითონ დაფიქრდით, გვასწავლიან რომ იესო ქრისტესი მოგვეტევება ცოდვები და ამსთანავე გვასწავლიან , რომ რაღაცით უნდა დავიმსახუროთ ეს.
ე.ი. იესო+საქმეები=სასუფეველს , არადა ბიბლია გვეუბნება : იესო=სასუფეველს და აქედან ნაყოფი - კეთილი საქმეები. "...ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილები, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგნით კი არ არის, არამედ ღვთის ნიჭია, არა საქმეთაგან, რათა არავინ დაიკვეხოს, ვინაიდან მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილი კეთილი საქმეებისთვის, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა, რათა ამ საქმეებით ვიაროთ..."
(ეფესელთა 2:8-10).
"...მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით..." (იოანე 14:6). იესო იძახის ამას, და არ იძახის ჩემით და პლიუს კეთილი საქმეებითო.
"რწმენა სქმეების გარეშე მკვდარია" - იმას კი არ ნიშნავს, რომ საქმეებით რწმენას შევიძენთ, არამედ ნიშნავს, რომ თუ გგონია, რომ რწმენა გაქვს და ამსთან ნაყოფი(საქმეები) არ ჩანს, ე.ი. რწმენა არ გქონია (რწმენა მკვდარია).

ასე რომ inaina , ნუ შეგეშინდება იმისა, რომ თუ ბიბლიას წაიკითხავ, შეისწავლი და სიმართლეს აღმოაჩენ, დემონები შემოგიჩნდებიან (ეს ყველაფერი კარგად გათვლილი პროპაგანდაა). პირიქით, ღმერთის სიტყვას აქვს ძალა დემონებისაგან განთავისუფლებისა.

სიყვარულით.

loen.

P.S. "როცა არაფერს არ ეყრდნობა შენი აზრი" - არა სამართლიანად მიმაჩნია შენი ეს კომენტარი იმიტომ, რომ შენთვითონაც კარგად ხედავ, რომ თუ რამეს ვწერ, იქვე ვუწერ ციტატას ბიბლიიდან.


--------------------
"... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Nov 8 2008, 12:51 PM
პოსტი #31


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ხატები არ ახდენენ სასწაულს..სასწაული რწმენის შედეგია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 8 2008, 01:53 PM
პოსტი #32


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



loen
მაშინ, ასეთი კითხვა:
შენი აზრით, რა სხვაობაა ხატსა და კერპს შორის?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Nov 8 2008, 09:18 PM
პოსტი #33


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



QUOTE(sergi_glaxa @ Nov 8 2008, 12:51 PM) *

ხატები არ ახდენენ სასწაულს..სასწაული რწმენის შედეგია



არ ახდენენ? ახდენენ და მერე როგორ. ისინი ღვთის მადლით არიან შემოსილნი. ურწმუნოს რომ სასჯელს მოყვლენს ხოლმე ეს სასწაული არაა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dariala
პოსტი Nov 8 2008, 09:25 PM
პოსტი #34


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 868
რეგისტრ.: 30-August 08
მდებარ.: www.boke.ge/user/marianita
წევრი № 5,550



ციტატა
ხატები არ ახდენენ სასწაულს..სასწაული რწმენის შედეგია

ცუდად ვარ გამიტანეთ biggrin.gif doh.gif


--------------------
http://forum.ge/?f=16&showtopic=34248922
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
inaina
პოსტი Nov 8 2008, 10:14 PM
პოსტი #35


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,525
რეგისტრ.: 22-October 08
წევრი № 5,839



loen
ციტატა
ამ შეკითხვებზე პასუხი მეც ვიცოდი და დარწმუნებული ვარ შენც იცი.

თუ იცი რაღატომ გვტანჯავ,ბარემ თქვი laugh.gif
ციტატა
შენ ჩემი რწმენა შეადარე დემონების რწმენას, ასე ვთქვათ რიტორიკული შეკითხვები იყო.

ამის მერე მივხვდი,რომ ესე იგი ეს ციტატა ჩემთვის იყო განკუთვნილი:
ციტატა
მიუხედავად იმისა , რომ ბევრის შეკითხვა პროვოკაციულია და ამ შეკითხვებით ცდილობენ შეცდომაში დამიჭირონ.

რატომღაც მეგონა რომ ეს გამოწვევაა,შეიძლება ვცდები,თუმცა მაინც დავაკონკრეტებ,რახან ამდენი საუბრის მერე არაფერი შედეგი არ მივიღეთ,იქნებ ტყუილად ვკარგავ დროს და ამ საუბარს აზრი არა აქვს
sad.gif
ციტატა
მისი პასუხი დაახლოებით ასეთი სახის იქნება: "როგორ ბედავ და კითხვის ქვეშ აყენებ მოძღვრის სწავლებას.(ყველაზე არა მაქვს ლაპარაკი, რადგან მჯერა რომ მანდაც არიან, ისეთები რომლებიც ასწავლიან ღმერთის სიტყვას დაუმახინჯებლად). ეს რომ მასე იქნება , მე მგონი უმეტესობას გამოცდილი გექნებათ და მოსმენილი გექნებათ ასეთი პასუხი.

მინდა რომ დაგარწმუნო,რომ არ მეგულება ჩემს ირგვლივ მყოფი მოძღვრებიდან ადამიანი,რომელიც ხატებს უარყოფს და მაინც ტაძარშია,მე მგონი შენც უნდა ხვდებოდე,უკვე მერამდენე აბსურდია შენს პოსტებში აღმოჩენილი.

ციტატა
მიზანი ამ პოსტებისა არის ის , რომ ვინც დაინახავს რომ ცდება და ტყუილის მსხვერპლი ხდება , იქნება დადგეს ფეხზე და თქვას აღიაროს სიმართლე თავის თავის გადასარჩენად.

madlioba.gif
ციტატა
მეც ვიყავი თქვენნაირად, დავდიოდი ეკლესიაში ხატებს ვკოცნიდი , სანთელს ვანთებდი , ხატების წინ ვლოცულობდი და მეგონა რომ, ღმერთი დამიფასებდა ამას და იქნება როგორმე სამოთხეში მოვეხვედრებინე. ხო კიდევ , ბიბლიას არ ვკითხულობდი და თუ ხნდახან წავიკითხავდი ცოტას, მაშინვე ვაწყდებოდი წინააღმდეგობას და თავს ვანებებდი კითხვას. მაგრამ მადლობა ღმერთს ჩემს უფალ იესო ქრისტეში, ამიხილა თვალი და დამანახა რა არის ნამდვილი ჭეშმარიტება. მაგრამ ეს არ მომხდარა მანამ, სანამ არჩევანი არ გავაკეთე , რასაც ტრადიციულად მასწავლიდნენ და ბიბლიას შორის. სხვათა შორის , სანამ ისე ვცხოვრობდი, სულ უკან-უკან მიდიოდა ჩემი სულიერი ცხოვრება , უფრო და უფრო ვეფლობოდი ცოდვის ჭაობში და დაბნეული ვიყავი და არ ვიცოდი რატომ ხდებოდა ასე , ღმერთის სიყვარულში ეჭვი მეპარებოდა. ეხლა ვიცი რატომაც: იმიტომ რომ მივდევდი ადამიანთა სწავლებას ღმერთის სწავლების მაგივრად.

უკომენტაროდ user.gif
ციტატა
ამიტომ , თქვენს თავებს შეეკითხეთ (მე ნუ მეტყვით) , გააქვთ ეს სული? თუ გაქვთ მაშინ არც ღმერთის მცნებების წინააღმდეგი უნდა იყოთ. და თუ არა გაქვთ, სანამ ცოცხლები ვართ გვიანი არასდროს არ არის, მოინანიეთ და ღმერთი მოწყალეა და გაპატიებთ. აღიარეთ იესო უფლად, მიიღეთ მისგან ცოდვების პატიება უსასყიდლოთ, ნუ შეეცდებით თქვენი ძალებით სასუფეველში მოხვედრას(როგორც ფარისევლები აკეთებდნენ), არამედ მიიღეთ ის წმინდა სისხლი , რომელიც იესომ დაღვარა თითოეული ჩვენთაგანისთვის პირადად( და არა ზოგადად). და ღმერთი გვპირდება, რომ გვაპატიებს და გვიშვილებს, და მოგვცემს შვილობის სულს, რომელიც დღითი დღე შეგვცვლის შიგნიდან გარეთ( და არა პირიქით, როგორც ზოგიერთი თქვენთაგანი ცდილობს "გაწმენდას") და გავაკეთებთ იმ კეთილ საქმეებს, რომლებიც ღმერთს აქვს განსაზღვრული თითოეული ჩვენთაგანისთვის და დავიცავთ მის მცნებებს არა შიშით , არამედ თავისუფლებით.(კიდევ გეტყვით, პირიქით ნუ შეეცდებით, მცნებების დაცვით და კეთილი საქმეების კეთებით, შვილობის მიღებას, ამით თქვენდა უნებურად იესო ქრისტეს სისხლს უარყოფთ).

ეს ტექსტები ძალიან მეცნობა,და თითქმის დარწმუნებული ვარ რომ თავისუფლად შეიძლება რაიმე ახალი ქართული სექტანტური მიმდინარეობის ჩამოყალიბება და მერე გავრცელება.ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება,ეს ჯანსაღი კამათი კი აღარ არის,არამედ რომელიღაცა სექტის ქადაგება,რომელსაც ჩვენ ვკითხულობთ unsure.gif
ციტატა
ასე რომ inaina , ნუ შეგეშინდება იმისა, რომ თუ ბიბლიას წაიკითხავ, შეისწავლი და სიმართლეს აღმოაჩენ, დემონები შემოგიჩნდებიან (ეს ყველაფერი კარგად გათვლილი პროპაგანდაა). პირიქით, ღმერთის სიტყვას აქვს ძალა დემონებისაგან განთავისუფლებისა.

ბიბლია წაკითხული მაქვს ჩემი მოძღვრის კურთხევით,მაგრამ მისი გარჩევა საკუთარი ძალებით არ მიცდია,იმისიც ბედნიერი ვარ,რომ მაქვს საშუალება ვიკითხო მისი განმარტება,რადგან მაქვს პატივი ვეკუთვნოდე დედა ეკლესიას,მაქვს სიხარული მივიდე სარკმელთან,რომელიც ცაში იყურება და მივაწვდინო ხმა უფალს,რომელიც ელის ჩემგან ერთგულებას და სიყვარულს.
იქვებ გაგიჩნდეს კითხვა რომელია ეგ სარკმელიო?მაშინ წადი მოძღვართან და კითხე,სადაა ის სარკმელი,საიდანაც ცაში გავიხედავო და მიიღებ პასუხს.

ციტატა
P.S. "როცა არაფერს არ ეყრდნობა შენი აზრი" - არა სამართლიანად მიმაჩნია შენი ეს კომენტარი იმიტომ, რომ შენთვითონაც კარგად ხედავ, რომ თუ რამეს ვწერ, იქვე ვუწერ ციტატას ბიბლიიდან.

შემინდე თუ რაიმე გაწყენინე,შენც შეგინდოს უფალმა და ინებოს შენი გადარჩენა.


--------------------
16. განმცადეს მე და შეურაცხებით შეურაცხ-მყვეს მე და დაიღრჭინნეს ჩემ ზედა კბილნი მათნი. 17. უფალო, ოდეს მომხედო? განაშორე სული ჩემი ძვირის საქმისა მათისაგან და ლომთაგან მხოლოდ-შობილებაი ჩემი. 19. ნუმცა უხარის ჩემ ზედა მტერთა ჩემთა უსამართლოდ, რომელთა მომიძულეს მე ცუდად და თუალ-ჰყოფდეს თუალითა. 20. რამეთუ ჩემ თანა მშვიდობასა იტყოდეს და რისხვით ზაკუვასა განიზრახვიდეს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
dariala
პოსტი Nov 8 2008, 10:22 PM
პოსტი #36


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 868
რეგისტრ.: 30-August 08
მდებარ.: www.boke.ge/user/marianita
წევრი № 5,550



loen
ჩემი აზრით რაც უფრო ბევრს ჩაუღრმავდები მეტ "ცდომილებებს" დაინახავ, რადგან მგონი მათ დასანახავად ხარ მომართული smile.gif არ გინდა რა smile.gif რადგან ბიბლიის სწორად გაგებას უდიდესი რწმენის გარდა არანაკლებ უდიდესი განათლებაც ჭირდება, და ასევე ღვთისაგან მონიჭებული მადლი. ხოდა ჯობია დავანებოთ თავი გარჩევებს, ყველაფერი გაცილებით მარტივია smile.gif იარე ტაძარში, თქვი აღსარება და ეზიარე. ნელ-ნელა მადლიც მოვა smile.gif

პ.ს. ეს მადლი მეც მჭირდება sad.gif და ყველას, მე ამით იმას არ ვამბობ, რომ იდეალური ვარ და ყოველ კვირას ვეზიარები, უბრალოდ რჩევის სახით გეუბნებით smile.gif მიიღებთ თუ არა ეს თქვენი კეთილი ნებაა smile.gif


--------------------
http://forum.ge/?f=16&showtopic=34248922
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
loen
პოსტი Nov 9 2008, 04:49 AM
პოსტი #37


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 102
რეგისტრ.: 25-September 08
წევრი № 5,722



ციტატა
ამიტომ , თქვენს თავებს შეეკითხეთ (მე ნუ მეტყვით) , გააქვთ ეს სული? თუ გაქვთ მაშინ არც ღმერთის მცნებების წინააღმდეგი უნდა იყოთ. და თუ არა გაქვთ, სანამ ცოცხლები ვართ გვიანი არასდროს არ არის, მოინანიეთ და ღმერთი მოწყალეა და გაპატიებთ. აღიარეთ იესო უფლად, მიიღეთ მისგან ცოდვების პატიება უსასყიდლოთ, ნუ შეეცდებით თქვენი ძალებით სასუფეველში მოხვედრას(როგორც ფარისევლები აკეთებდნენ), არამედ მიიღეთ ის წმინდა სისხლი , რომელიც იესომ დაღვარა თითოეული ჩვენთაგანისთვის პირადად( და არა ზოგადად). და ღმერთი გვპირდება, რომ გვაპატიებს და გვიშვილებს, და მოგვცემს შვილობის სულს, რომელიც დღითი დღე შეგვცვლის შიგნიდან გარეთ( და არა პირიქით, როგორც ზოგიერთი თქვენთაგანი ცდილობს "გაწმენდას") და გავაკეთებთ იმ კეთილ საქმეებს, რომლებიც ღმერთს აქვს განსაზღვრული თითოეული ჩვენთაგანისთვის და დავიცავთ მის მცნებებს არა შიშით , არამედ თავისუფლებით.(კიდევ გეტყვით, პირიქით ნუ შეეცდებით, მცნებების დაცვით და კეთილი საქმეების კეთებით, შვილობის მიღებას, ამით თქვენდა უნებურად იესო ქრისტეს სისხლს უარყოფთ).

ეს ტექსტები ძალიან მეცნობა,და თითქმის დარწმუნებული ვარ რომ თავისუფლად შეიძლება რაიმე ახალი ქართული სექტანტური მიმდინარეობის ჩამოყალიბება და მერე გავრცელება.ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება,ეს ჯანსაღი კამათი კი აღარ არის,არამედ რომელიღაცა სექტის ქადაგება,რომელსაც ჩვენ ვკითხულობთ



inaina,


მაშინ შენი ახსნა მაინტერესებს შემდეგი ციტატისა, შენ თუ არ გინდა ახსნა, კითხე შენს მოძღვარს და გთხოვ დაპოსტე , როცა მოახერხებ
"...ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილები, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგნით კი არ არის, არამედ ღვთის ნიჭია, არა საქმეთაგან, რათა არავინ დაიკვეხოს, ვინაიდან მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილი კეთილი საქმეებისთვის, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა, რათა ამ საქმეებით ვიაროთ..."
(ეფესელთა 2:8-10).
ჩხუბს და დავას არ ჯობია, მე რომ მოვიყვან ციტატას ბიბლიიდან და "ჩემებურად" ავხსნი, თქვენც მოიყვანეთ "თქვენებური" ახსნა და დამანახეთ რატომ ვცდები, და შევადაროთ? და თქვენ თუ ერიდებით წმინდა წერილის ახსნას, თხოვეთ თქვენ მოძღვარს აგიხსნათ და დაპოსტეთ.
მოდით ამ თემას თუ გავაგრძელებთ , ასე გავაგრძელოთ , იმიტომ რომ აზრი არა აქვს. მე ვცდილობ ბიბლიაზე დაყრდნობით დავწერო, თქვენ კი მართლა არ ვიცი რის საფუძველზე აკეთებთ თქვენს დასკვნებს და მოგყავთ ისე, თითქოს ჭეშმარიტება იყოს.
პროვოკაციული შეკითხვები მეთქი , რომ ვთქვი მაგიტომ ვთქვი, რომ უმეტესობა თქვენი შეკითხვებისა არ ემსახურება სიმართლის ძებნას ან თუნდაც ჩემს დარწმუნებას თქვენს სიმართლეში., არამედ ცდილობთ, რომ რაღაც წვრილმან შეცდომაში დამიჭიროთ და ამით თქვენც და სხვა ყველა ვინც ამ პოსტებს კითხულობს დაარწმუნოთ ჩემს "სექტანტობაში".
რაც აქამდე ვერ შეძელით არა იმიტომ , რომ მე ვარ ძლიერი ან ჭკვიანი, არამედ იმიტომ, რომ ყველაფერს რასაც ვწერ ციტატებით ვამტკიცებ ბიბლიიდან, და ბიბლიის უკან ღმერთი დგას , და იცით რომ ვერ წახვალთ ღმერთის სიტყვის წინააღმდეგ, ამიტომ გვერდს უვლით მას (არცერთი თქვენი გამოხმაურება ჩემს მიერ მოყვანილ ციტატებს არ შეეხება) და არ ვიცი რაზე დაყრდნობით ცდილობთ დაამტკიცოთ თქვენი სიმართლე.
მაგრამ ერთს გეტყვით , ღმერთის სიტყვის გვერდზე ავლა და სიმართლის სხვა წყაროებში ძებნა, იგივე მის წინააღმდეგ წასვლაა. "...ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი წინააღმდეგია..." (მათე 12:30) და თუ წაიკითხავთ კონტესტში სწორედ ამას გულისხმობს. ამტომაც გაგრძელებაში (მათე 12:36-37) ამბობს:
"...თქვენ კი გეუბნებით, რომ ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც იტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს.
ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები და შენივე სიტყვებით გამტყუნდები..." აქ რომ ყოველდღიურ სასაუბრო სიტყვებზე არა არის ლაპარაკი, ყველა კარგად ხვდებით. , არამედ არის იმ სიტყვებზე ლაპარაკი , რომლითაც ჩვენ ადამიანები სიმართლეს ვამტკიცებთ, და ეს სიტყვები თუ გვერდს უვლიან ღმერთის სიტყვას (არა აქვს მნიშვნელობა საიდანაც არ უნდა მოდიოდეს) მისი წინააღმდეგია. და ასეთი გაფრთხილების შემდეგ მე(და ასევე ყველას მოგიწოდებთ) ვერ ვენდობი ვერავის ნაშრომს ან ნათქვამს ბრმად. არა ვარ წინააღმდეგი ნაშრომების წაკითხვისა და სხვის მოსმენისა, მაგრამ ბრმად კი არ უნდა ვენდოთ, არამედ როგორც ზემოთ დაგიწერეთ შეამოწმეთ. ჩვენი როგორც ქრისტიანების ამოსავალი უნდა იყოს ღმერთის სიტყვა და ამ სიტყვაზე დაყრდნობით უნდა გავიზიაროთ ან უკუვაგდოთ ესა თუ ის აზრი და ნაშრომი.

იმედია მთავარ აზრს გამოიტანთ ყველა და ისეთ უმნიშვნელო შეცდომის გულისთვის , რომელიც თემას არ შეეხება , არ ჩამომახრჩობთ და აბსურდში არ ჩამითვლით. smile.gif

P.S. inaina მართლა არ მწყენია, უბრალოდ პასუხი გავეცი შენს უსამართლო კომენტარს,რომ სხვას ვისაც წაკითხული არ აქვს წინა პოსტები, მართალი არ ჰგონებოდა.


ციტატა
მაშინ, ასეთი კითხვა:
შენი აზრით, რა სხვაობაა ხატსა და კერპს შორის?


კანონისტი,

კერპი "ღმერთია" , ხატი - მსგავსებაა, დღევანდელ დღეს შეიძლება სურათიც დავარქვათ.
საქმე იმაშია , რომ ღმერთი როგორც ერთის ასევე მეორეს თაყვანისცემასა და მსახურებას კრძალავს. ციტატები ბიბლიიდან შეგიძლიათ ნახოთ ამის შესახებ ჩემს ზემოთ მოყვანილ პოსტებში.


[quote]ჩემი აზრით რაც უფრო ბევრს ჩაუღრმავდები მეტ "ცდომილებებს" დაინახავ, რადგან მგონი მათ დასანახავად ხარ მომართული არ გინდა რა რადგან ბიბლიის სწორად გაგებას უდიდესი რწმენის გარდა არანაკლებ უდიდესი განათლებაც ჭირდება, და ასევე ღვთისაგან მონიჭებული მადლი. ხოდა ჯობია დავანებოთ თავი გარჩევებს, ყველაფერი გაცილებით მარტივია იარე ტაძარში, თქვი აღსარება და ეზიარე. ნელ-ნელა მადლიც მოვა

პ.ს. ეს მადლი მეც მჭირდება და ყველას, მე ამით იმას არ ვამბობ, რომ იდეალური ვარ და ყოველ კვირას ვეზიარები, უბრალოდ რჩევის სახით გეუბნებით მიიღებთ თუ არა ეს თქვენი კეთილი ნებაა[quote]


dariala,

მადლობას მოგიხდით თქვენი გულითადი რჩევისთვის( სერიოზულად ვიძახი, ცინიკურად არ ვიძახი).
თქვენს პოსტიდან ჩანს, რომ მეუბნებით იმას , რაც გჯერათ , რომ სიმართლეა და ამიტომ გმადლობთ, მაგრამ ვერ მივიღებ თქვენს რჩევას. თუ არ წაგიკითხავთ ჩემი ყველა პოსტი , გთხოვთ წაიკითხოთ და მიხვდებით რატომაც. თუ წაიკითხავთ და კითხვები გაგიჩნდებათ, აქ ვარ და დიდი სიამოვნებით გაგცემთ პასუხს.





ასე რომ დაველოდები თქვენს გამოხმაურებას, და თუ ეს ჩვენი მსჯელობა დავაში და ჩხუბში გადაიზრდება, მაშინ სჯობს შევწყვიტოთ, იმიტომ რომ ეს საზიანო იქნება ჩემთვისაც და თქვენთვისაც. საზიანო იმ გაგებით, რომ ჭეშმარიტებას დაგვაშორებს და პირად პაექრობაში გადაიზრდება.
და თუ მოგწონთ , რაც შემოგთავაზეთ (წესით საწინააღმდეგო არ უნდა გქონდეთ არაფერი, იმიტომ რომ მჯერა, რომ წმინდა წერილს თქვენც აღიარებთ ჭეშმარიტების ერთადერთ წყაროდ) აქ ვარ და გავაგრძელოთ მსჯელობა.

სიყვარულით,

loen.



--------------------
"... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 9 2008, 10:23 AM
პოსტი #38


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



loen
ციტატა
ღმერთი კერპების წინააღმდეგი ყოველთვის იყო და იქნება, ...ამიტომ კერპთაყვანისმცემლობა ცოდვა იყო და იქნება ყოველთვის ღმერთის წინაშე.

ძალიან კარგი

ციტატა

დაჩოქვა და თაყვანისცემა ხშირად გვხვდება ერთად ბიბილიაში - "დაიჩოქა, დაემხო და თაყვანი სცა" დაახლოებით ასეთი ფორმით. ერთერთი მაგალითი ამისა არის, როცა ეშმაკი ცდიდა იესოს ასე უთხრა: "...უთხრა მას:"ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დამხობილი თაყვანს მცემ"..." (მათე 4:9)
ასე რომ დიახ, უმეტეს შემთხვევაში დაჩოქება იგივეა, რაც თაყვანისცემა.

ძალიან კარგი, ე.ი. როგორც გავიგე ჩვენც, ვიჩოქებთ რა ხატების წინაშე, მათ თაყვანს ვცემთ და შედეგად კერპთაყვანისმცემლობაში ვვარდებით...ასე გესმით ხომ? ძალიან გთხოვთ ამაზე მიპასუხეთ პირდაპირ
მაშინ მაინტერესებს შესცოდა თუ არა მაკაბელთა წიგნში ნახსენებმა მღვდელმთავარმა, როდესაც მუხლი მოიდრიკა საკურთხევლის წინაშე?

Третья книга Маккавейская, глава 2
1. А первосвященник Симон, преклонив колени пред святилищем и благоговейно распростерши руки, творил молитву

ციტატა

ამასთან ერთად დაჩოქვის გარდა, თქვენ ეამბორებით და შველას თხოვთ ხატებს. ასევე გეშინიათ მათი

ჯერ ამაზე არ გვინდა, თუმცა მოკლედ გეტყვი, რომ არ იცი ნამდვილად რა და როგორ...მაინც თანმიმდევრულად ვაკეთოთ საქმე...მოდი ზემოთ დაწერილ კითხვაზე გამეცი პასუხი

ციტატა
არა განვსაჯოთ ერთმანეთი

პირველ რიგში თქვენ გმართებთ ეს - რადგან ასე უაპელაციოდ კერპთაყვანისმცემლებად ნუ გვაცხადებთ smile.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Nov 9 2008, 12:58 PM
პოსტი #39


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



ამ ადამიანს(ლეონს) სახლში სურათი ააქვს?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
loen
პოსტი Nov 10 2008, 11:14 AM
პოსტი #40


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 102
რეგისტრ.: 25-September 08
წევრი № 5,722



ციტატა
ძალიან კარგი, ე.ი. როგორც გავიგე ჩვენც, ვიჩოქებთ რა ხატების წინაშე, მათ თაყვანს ვცემთ და შედეგად კერპთაყვანისმცემლობაში ვვარდებით...ასე გესმით ხომ? ძალიან გთხოვთ ამაზე მიპასუხეთ პირდაპირ
მაშინ მაინტერესებს შესცოდა თუ არა მაკაბელთა წიგნში ნახსენებმა მღვდელმთავარმა, როდესაც მუხლი მოიდრიკა საკურთხევლის წინაშე?

Третья книга Маккавейская, глава 2
1. А первосвященник Симон, преклонив колени пред святилищем и благоговейно распростерши руки, творил молитву


კანუდოსელი,


უნდა გამეცა პასუხი ამ კითხვისთვის პირველად რომ შემეკითხე, მაგრამ იმდენი შეკითხვები იყო, უბრალოდ გამომრჩა( იგნორი არ ყოფილა).

არ მითქვამს, რომ კერპთაყვანისცემლობაში ვარდებით, რადგან არ აღმერთებთ რაღაცას ან ვიღაცას. იცით ვინ არის ჭეშმარიტი ღმერთი და იცით რომ იესო ქრისტე არის ძე ღვთისა.
მაგრამ ამართლებთ იმას რასაც ეს ჭეშმარიტი ღმერთი კრძალავს - ხატთაყვანისცემას და მსახურებას.
მაგალითს მოვიყვან ძველი აღთქმის ერთერთი წიგნიდან:
"...და უთხრა მათ აარონმა: "ჩამოხსენით ოქროს საყურეები, რომელნიც თქვენს ცოლთა, ძეთა და ასულთა ყურებზეა, და მოიტანეთ ჩემთან"..... და აიღო მათი ხელიდან და გააკეთა მისგან ჩამოსხმული ხბო, და გამოკვეთა იგი საჭრელით, და მათ თქვეს:"ესაა ღმერთი შენი, ისრაელო, რომელმაც ამოგიყვანა შენ ეგვიპტის ქვეყნიდან." და როცა დაინახა აარონმა ეს, ააშენა სამსხვერპლო მის წინაშე, და თქვა აარონმა:"უფლის დღესასწაულია ხვალ." (გამოსვლა 32:2-5)
ერთი შეხედვით კაცი იტყვის, რომ ეს ხბო იყო კერპი(ე.ი. ჭეშმარიტი ღმერთი უარყვეს და ხბო გააღმერთეს), მაგრამ თუ დავუკვირდებით მათ ძალიან კარგად იცოდნენ ჭეშმარიტი ღმერთი ვინ არის და თავიანთ ჭკვაში გააკეთეს ღმერთის ხატება იმისაგან , რაც ძვირფასი რამ ქუნდათ და ამით ეგონად , რომ ღმერთს აამებდნენ. ეს ხბო კერპი რომ არ იყო, იქიდან ჩანს, რომ თქვეს , ეს ის ღმერთიაო , რომელმაც ეგვიპტიდან გამოგიყვანათო. მათ კი კარგად იცოდნენე, რომ "ხბოს ღმერთმა" კი არა არამედ, ჭეშმარიტმა ღმერთმა გამოიყვანა ეგვიპტიდან ისინი. ასევე - უფლის დღესასწაულიაო ხვალეო. კი არ იძახოდნენ "ხბოს ღმერთისო" ანდა ზოგადად ღმერთისო, არამედ კონკრეტულად უფლისო. აქედან გამომდინარე ეს ოქროს ხბო არ ყოფილა კერპი, არამედ იყო ხატება (იმათ ჭკვაში) უფალი ღმერთისა. მაგ დროს არ ყავდათ წმინდანები რომ მათი ხატები გაეკეთებინად, არამედ პირდაპირ ღმერთის ხატი გააკეთეს. ასევე იცოდნენ, რომ მოსე იყო მთაზე ასული უფალთან სალაპარაკოთ და დარწმუნებული ვარ დიდი რაოდენობით ოქრო, დრო და ენერგია დახარჯეს ამ ხბოს გაკეთებაში და ეგონათ, რომ ღმერთი ამას რომ ნახავდა შეაქებდა მათ.მაგრამ თუ გააგრძელებთ წაკითხვას, ღმერთი ისე განრისხდა,რომ მოსეს უთხრა:"...ახლა მიმიშვი, რათა აღეგზნოს ჩემი რისხვა მათზე და მოვსპო ისინი..." (გამოსვლა 32:10).
იგივე არ ხდება? ხატებს ცემთ თაყვანს და ფიქრობთ, რომ ამით ღმერთს აამებთ. თუ დავფიქრდებით ღმერთის მცნებების დარღვევასთან ერთად, იმათაც შეურწყოფთ, ვინც მაგ ხატებზეა გამოსახული იმიტომ, რომ მათ იმისთვის იცოცხლეს და თავი შეაკლეს თავიანთ რწმენას, რომ ამით ღმერთი განედიდებინათ და არა თავიანთი თავი, თქვენ კი მათ ადიდებთ ღმერთის მაგივრად.

მაკაბელთა წიგნი არ წამიკითხავს და არ ვიცი საიდან მოდის, ვისი დაწერილია.
თუ ბიბლიის ერთერთი წიგნია, მაშინ შეიძლება ქართულად სხვა სახელი ქვია.
შემდეგში თუ დამიზუსტებ სად შეიძლება წავიკითხო, კარგი იქნება.

ციტატა
ჯერ ამაზე არ გვინდა, თუმცა მოკლედ გეტყვი, რომ არ იცი ნამდვილად რა და როგორ


ყველაფერი კარგად ვიცი, ვხედავ და მესმის ყველაფერი.
თუ ვიტყვიტ, რომ ხატებს მხოლოდ "დაღუპულთა სურათების" დანიშნულება აქვს დღევანდელ მართმადიდებელ ეკლესიაში, თავს მოვიტყუებთ.(შეიძლება ოდესღაც ქონდათ ეს დანიშნულება). ეხლა კი ხატები არის ქცეული თაყვანსაცემ საგნებად.
ეხლა კი ერთ ციტატას მოვიყვან პავლეს წერილიდან და თქვენ როგორც გინდათ ისე ახსენით. მკაცრი სიტვებია , მაგრამ სიმართლეა. თქვენ შეიძლება თქვათ, რომ ამ ხატებზე არ არის აქ ლაპარაკიო, მაგრამ პავლე ამბობს ადამიანის ხატებიო, და წმინდანთა ხატებიც ამ კატეგორიაში შედის:
"...რადგან შეიცნეს ღმერთი და არ ადიდეს, როგორც ღმერთი, არც მადლობდნენ, არამედ ამაო გახდა მათი გონიერება და დაუბნელდათ უმეცარი გული. თავიანთ თავს ბრძენს უწოდებენ და გამოსულელდნენ. და უხრწნელი ღვთის დიდება გაცვალეს ხრწნადი ადამიანის, ფრინველთა, ოთხფეხთა და ქვეწარმავალთა ხატების მსგავსებაში..." (რომაელთა 1:21-23)
აქ ის წერს არა კერპიო , არამედ ხატიო. და ასევე წერს იციანო ღმერთი ვინც არისო "შეიცნეს ღმერთი". ე.ი. კერპი კი არ გაიკეთესო, არამედ ხატებიო.
ასე მკაცრად თუ წერია რამე ბიბლიაში, ნიშნავს იმას რომ ღმერთს ვუყვარვართ და გვაფრთხილებს, რომ ეს არ არის სახუმარო ანდა რაღაც უმნიშვნელო. მაგრამ თუ მოვინანიებთ, ღმერთი მოწყალეა და გვპირდება, რომ გვაპატიებს.

ციტატა
პირველ რიგში თქვენ გმართებთ ეს - რადგან ასე უაპელაციოდ კერპთაყვანისმცემლებად ნუ გვაცხადებთ


არ განვსაჯოთ მეთქი , რომ დავწერე, პირველ რიგში ჩემი მისამართით დავწერე ეს. იმის თქმა მინდოდა, რომ ნუ მიიღებთ მეთქი განსჯად. და სხვანაირად როგორ შეიძლება არ ვიცი, თუ არ ვთქვი პირდაპირ, როგორ გითხრათ სხვანაირად. განსჯად კი არა, მიიღეთ როგორც "მოყვარის პირში ძრახება". ბიბლიაში არ წერია ზუსტად ამ სიტყვებით, მაგრამ იესო მოგვიწოდებს მოყვასის მხილებას, თუ ვხედავთ , რომ ის სცოდავს.
ასე რომ მიიღეთ მოყვასისაგან სიყვარულით მხილებად.
მე რომ ვინმემ მიმითითოს ჩემს ცოდვაზე, ბუნებრივი რეაქცია მეც მასეთი მექნება, არ მესიამოვნება, მაგრამ რო დავფიქრდები მივხვდები, რომ ამ ადამიანს კარგი უნდა ჩემთვის.
ამასთან, კერპთაყვანისმცემლებად არ გაცხადებთ, არამედ თქვენ თვითონ აღიარებთ ხატების თაყვანისცემას, და უბრალოდ იმას გეუბნებით , რომ ღმერთი კრძალავს ამასაც.

ციტატა
ამ ადამიანს(ლეონს) სახლში სურათი ააქვს?


agmsarebeli,

რა დაგიშავე, რომ აღარ მელაპარაკები და პირდაპირ მე აღარ მეკითხები? smile.gif (ვხუმრობ)

გაგცემ მაინც პასუხს. სურათები ბევრი მაქვს, მაგრამ თაყვანს არცერთს არ ვცემ. და არც შენ გირჩევ ძმაო.(იმედია არ გეწყინება ჩემგან ძმაოდ მომართვა).


სიყვარულით,

loen.


--------------------
"... თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები." (რომაელთა 10:9)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

17 გვერდი V < 1 2 3 4 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 08:27 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი