IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით)
A.V.M
პოსტი Nov 13 2011, 07:33 PM
პოსტი #1


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



საქართველოს საკათალიკო ტახტს დიდი ისტორია აქვს.ამის გამო საინტერესო იქნება თუ ვისაუბრებთ იმ პატრიარქებზე,რომლებიც დიდი თუ მცირე ხნის წინ გარდაიცვალნენ.
ვისაუბროთ ამ თემაში მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Dec 12 2011, 10:22 PM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ევდემონ ჩხეტიძე, კათალიკოსი

დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1557-1578 წლებში

იმერთა მეფე ბაგრატ III-ს იმერეთის სამეფოს ცენტრალიზაციისათვის ბრძოლაში გვერდით ედგა ეკლესია. ჯერ კათალიკოსი მალაქია აბაშიძე, შემდეგ კათალიკოსი ევდემონ ჩხეტიძე საეკლესიო ადმინიტრაციაში ცვლილებებით ქვეყნის პოლიტიკური სიმტკიცის მიღწევაში ეხმარებოდნენ მეფეს.

ბიჭვინტის საკათალიკოსო ცენტრი, რომელიც აფხაზეთის სამთავროს ტერიტორიაზე მდებარეობდა, ევდემონის კათალიკოსობის წლებში უკვე ოსმალეთის ძლიერი პოლიტიკური გავლენის ქვეშ იყო მოქცეული, გავრცელდა თურქული ენა და მაჰმადიანური სარწმუნოება, ქრისტიანობამ თანდათანობით პოზიციები დაკარგა. ოსმალთა წაქეზებით ჩრდილოეთიდან ჯიქები (ჩერქეზები) არბევდნენ აფხაზეთის სანაპიროებს. ასეთ პირობებში ბიჭვინტიდან ეკლესიის მართვა შეუძლებელი ხდებოდა. ამიტომ ბაგრატ მეფემ ევდემონ კათალიკოსთან შეთანხმებით ბიჭვინტის საკათალიკოსო რეზიდენცია გელათში, წმინდა გიორგის ეკლესიაში გადმოიტანა.

XVI საუკუნეში ირანსა და ოსმალეთს შორის საბრძოლო მოქმედებების დიდი ნაწილი საქართველოს, უპირატესად ქართლის, იმერეთისა და საათაბაგოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ომიანობამ თითოეულ ამ მხარეს შედეგად მოუტანა მეურნეობის გაპარტახება, ეკონომიკური გაჭირვება, საეკლესიო ცენტრების განადგურება. ყოველივე ამან გამოიწვია საზოგადოებრივი ცხოვრების დონის საერთო დაქვეითება _ განსაკუთრებულ საფრთხედ ქცეულა ტყვეთა სყიდვა, ეკლესიათა ძარცვა, თვით ღვთისმსახურთა შორის საეკლესიო კანონების შებღალვა. ასეთ ვითარებაში, 1557/1558 წელს, ბაგრატ მეფემ მოიწვია საეკლესიო კრება, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ქართლის კათალიკოსყოფილი მალაქია და დასავლეთ საქართველოს კათალიკოსი ევდემონი: “...მე, ქრისტეს მიერ კურთხეულმან ყოვლისა საქართველოსა კათალიკოზმან პატრიაქმან მალაქია, მე, ქრისტეს მიერ კურთხეულმან აფხაზეთის კათალიკოზმან მამათმთავარმან ედემონ, დავსხედით და შევკრიბენით ყოველნი ეპისკოპოზნი აფხაზეთისანი...” კრების 23 დადგენილება, რომლებიც “კათალიკოსთა სამართლის” სახელით არის ცნობილი, ეხება როგორც საეკლესიო, ასევე სამოქალაქო ნორმებს. განსაკუთრებით მძიმე სასჯელი _ ჩამოხრჩობა _ დაუწესებიათ ტყვეთა სყიდვაზე. ამ კრებასთან არის დაკავშირებული ე.წ. გელათური ილიტრიონის” (ლიტურგიკის წესი, კონდაკი) შექმნაც, რომელსაც დართული აქვს “ცოცხალთა” მოსახსენებლები. მოსახსენებელში ჩამოთვლილ პირთა შორის იხსენიება ქართლის კათალიკოსი მალაქია (ამ დროს უკვე კათალიკოსყოფილი) თავად კათალიკოსი ევდემონი და ლუარსაბ I ქართლის მეფე. მათიერთად მოხსენიება სამართლიანად არის მიჩნეული მინიშნებად საეკლესიო კრების ორგანიზებაში ლუარსაბ მეფის წვლილზე (ქაჯაია).

ევდემონ კათალიკოსის თაოსნობით და ბაგრატის შეწევნით გელათში, რომელიც 1510 წელს ოსმალებმა გადაწვეს, დიდი აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა. 1545 წელს განახლდა და მოიხატა წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც იჭვინტის კათალიკოსის რეზიდენციად იქცა. ასევე აღადგინეს და მოხატეს ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. ევდემონ კათალიკოსმა დაამზადებინა და შესწირა გელათს ძვირფასი სამღვდელმთავრო შესამოსლები, სამასახურებელი ჭურჭელი, მათ შორის საწინამძღვრო ჯვარი. ეკლესიისათვის საკუთარი სახსრებით შეუმატებია მამულები. კათალიკოსს დაუკვეთია მრავალი ხელნაწერი გელათისათვის. მათ შორის: სადღესასწაულო, პარაკლიტონი, მეტაფრასი, იოანე დამასკელი, ეფრემ მცირის ორიგინალური თხზულება.

ევდემონის კათალიკოსოსობის დროს, სამცხე-საათაბაგოში შექმნილი მძიმე ვითარებების გამო აწყურიდან გელათში გადმოუსვენებიათ აწყურის ღვთისმშობლის განთქმული ხატი.

ევდემონ კათალიკოსი ასევე ზრუნავდა თავისი საწმყსოს სხვა ეკლესიებზე. შეაკეთა და მოახატვინა მოქვისა და ბიჭვინტის ეკლესიები, ბიჭვინტის ეკლესიისათვის დაამზადებინა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ხატწერის საუკეთესო ნიმუშებს განეკუთვნება და თავისი იკონოგრაფიული თავისებურებებით გამორჩეულია ღვთისმშობლის სხვა ხატებისაგან.

თავისი დიდი დამსახურებისათვის ევდემონი გამოსახულია გელათის ღვთისმშობლის ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე, დავით აღმაშენებელსა და ბაგრატ III-ს შორის, როგორც გელათის კტიტორთაგანი. ევდემონი არის დასავლეთ საქართველოს პირველი კათალიკოსი, რომელიც გელათში დამკვიდრდა. იგი გარდაიცვალა 1578 წელს, ყაჩაღების ხელით, ოდიშისაკენ მიმავალ გზაზე. მისი საფლავი გელათის წმინდა გიორგის ეკლესიაში მდებარეობს. საფლავის ეპიტაფიაში ევდემონი “ქართველთა მნათობის” სახელით არის შემკული.







წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1. თ. ჟორდანია, ქრონიკები, II, ტფილისი, 1898.

2. ქართული სამართლის ძეგლები, ი.დოლიძის გამოც. I,თბილისი, 1963, II, თბილისი, 1965.

3. ე. თაყაიშვილი, არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, II, 1914.

4. ბ.ლომინაძე, ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, I, 1966.

5. ბ. ლომინაძე, აფხაზეთის საკათალიკოსო სინოდის მიერ მიღებული კანონები (XVI ს.) გელათის მეცნ. აკად. უწყებანი, №2, 1996.

6. სტოლნიკი ტოლოჩანოვისა და დიაკი იევლევის ელჩობა იმერეთში 1650-1652 წწ. გ. პოლიევკტოვის გამოც.1926, გვ. 154.

7. თ. ქორიძე, ბიჭვინტის ღვთისმშობლის ხატი, თსუ შრომები, №321, 1996.

8. ნ. ქაჯაია, გელათური ილიტრიონისა და “კათალიკოსთა სამართლის” დათარიღებისათვის, მრავალტავი,XVIII, 1999, 336-343.



მოამზადა მზია სურგულაძემ



--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
A.V.M   სხვა პატრიარქები   Nov 13 2011, 07:33 PM
A.V.M   საქართველოს ეკლეს...   Nov 13 2011, 08:09 PM
afxazi   სინოდის ბოლოს ხდო...   Nov 13 2011, 09:49 PM
A.V.M   ნამდვილად აფხაზ... ...   Nov 13 2011, 10:25 PM
A.V.M   პატრიარქი კირიონ II(...   Nov 14 2011, 04:56 PM
A.V.M   კირიონი II იყო მოსკო...   Nov 14 2011, 05:13 PM
A.V.M   ამბროსი (კათოლიკოს...   Nov 15 2011, 07:57 PM
A.V.M   მისი უწმიდესობა და...   Nov 16 2011, 08:36 PM
A.V.M   ეფრემ II (ერისკაცობა...   Nov 17 2011, 09:00 PM
A.V.M   ლეონიდე (ერისკაცობ...   Nov 18 2011, 08:52 PM
A.V.M   მელქისედეკ I, საქარ...   Nov 19 2011, 07:50 PM
A.V.M   მისი უწმიდესობა და...   Nov 20 2011, 08:19 PM
A.V.M   კათოლიკოს-პატრიარ...   Nov 21 2011, 07:03 PM
A.V.M   პატრიარქ მელქისედ...   Nov 22 2011, 07:57 PM
A.V.M   წმინდა პეტრე I — ქარ...   Nov 23 2011, 11:52 PM
A.V.M   დომენტი III ( გ. სექტე...   Nov 24 2011, 11:21 PM
A.V.M   არსენ III — საქართვე...   Nov 25 2011, 07:04 PM
A.V.M   მაქსიმე II (გვარად ა...   Nov 26 2011, 07:16 PM
A.V.M   მალაქია II გურიელი, ...   Nov 27 2011, 05:55 PM
A.V.M   დავითი (გვარად ნემ...   Nov 28 2011, 10:09 PM
GIORGI LELUASHVILI   სად არის დაკრძალუ...   Nov 28 2011, 10:31 PM
A.V.M   გიო ვისზე ამბობ?   Nov 28 2011, 11:13 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M ანტონ II (ბაგრატიო...   Nov 29 2011, 09:23 PM
A.V.M   გიო ნაღდად არ ვიცი ...   Nov 29 2011, 10:27 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M აფხაზმა დაწერა, ...   Nov 29 2011, 10:30 PM
A.V.M   გიო! ნიჟნი-ნოვგორ...   Nov 30 2011, 08:36 PM
GIORGI LELUASHVILI   გიო! ნიჟნი-ნოვგორ...   Nov 30 2011, 10:08 PM
A.V.M   ააა. ბატონო...   Nov 30 2011, 11:22 PM
A.V.M   ეფთვმე საყვარელიძ...   Dec 1 2011, 08:23 PM
A.V.M   აბრაჰამი კათალიკო...   Dec 3 2011, 12:23 AM
A.V.M   ანტონ I, კათალიკოსი ...   Dec 3 2011, 07:50 PM
A.V.M   ანტონ I, კათალიკოსი ...   Dec 5 2011, 12:16 AM
soso_soso   გრიგოლ ლორთქიფანი...   Dec 5 2011, 08:45 PM
A.V.M   სოსო გაიხარე... ასე ...   Dec 6 2011, 12:00 AM
A.V.M   დავით III კათალიკოსი...   Dec 7 2011, 10:09 PM
A.V.M   დომენტი I, კათალიკო...   Dec 8 2011, 07:16 PM
A.V.M   დომენტი IV, კათალიკო...   Dec 9 2011, 11:30 PM
A.V.M   დომენტი IV (II ნაწილი) -...   Dec 10 2011, 07:54 PM
A.V.M   ევდემონ ჩხეტიძე, კ...   Dec 12 2011, 10:22 PM
A.V.M   ზაქარია ჯორჯაძე, კ...   Dec 13 2011, 07:07 PM
A.V.M   იოსებ ბაგრატიონი, ...   Dec 14 2011, 07:50 PM
A.V.M   კირიონ ( კირონ ) I, კა...   Dec 16 2011, 08:28 PM
A.V.M   მაქსიმე აბაშიძე. კ...   Dec 18 2011, 09:51 PM
A.V.M   ნიკოლოზ IX, კათალიკო...   Dec 20 2011, 08:09 PM
A.V.M   სვიმეონ კათალიკოს...   Dec 28 2011, 10:15 PM
A.V.M   წმიდა იოანე IV (ოქრო...   Mar 18 2012, 07:53 PM
A.V.M   ღირსი დოსითეოზ ქუთ...   Mar 20 2012, 07:35 PM
marine   პატრიარქი კალისტრ...   Dec 18 2012, 11:37 AM
A.V.M   marine გაიხარე...   Dec 19 2012, 01:15 AM
marine   marine გაიხარე... :მპუა2:...   Dec 19 2012, 12:38 PM
A.V.M   marine ხო.... თითეულ პოსტ...   Dec 20 2012, 03:04 AM
A.V.M   შემოგთავაზებთ ეპი...   Mar 20 2013, 12:25 AM
A.V.M   ამბროსი ხელაია: „ჩ...   Aug 7 2014, 10:02 AM
shio_graphics   მოგესალმებით,მე ვა...   Oct 26 2014, 07:15 PM
marine   მოგესალმებით,მე ვ...   Oct 26 2014, 09:16 PM
shio_graphics   დიდი მადლობა,თქვენ...   Oct 26 2014, 11:25 PM
marine   დიდი მადლობა,თქვე...   Oct 27 2014, 01:06 PM
marine   "ის [კათოლიკოს-პა...   Sep 6 2016, 12:15 PM
marine   "პატრიარქი [მელქი...   Sep 6 2016, 12:41 PM
marine   "მელქისედეკი - სა...   Sep 6 2016, 11:05 PM
marine   "სიტყვა არ უნდა შ...   Oct 3 2016, 07:33 PM
marine   "პატიმრობის შემდ...   Oct 5 2016, 08:26 PM
marine   " - მამაო, ვინც პატ...   Oct 5 2016, 10:27 PM
marine   "მიტროპოლიტი გაი...   Apr 11 2017, 01:13 PM
marine   "პატრიარქი ეფრემ...   Apr 17 2017, 11:14 AM
marine   "როცა ლენინგრადშ...   Apr 19 2017, 10:02 AM
marine   "კაცი დიდებას გაუ...   Apr 22 2017, 11:25 AM
marine   "როცა სამშობლოში ...   Feb 5 2018, 07:01 PM
marine   "მიტროპოლიტ ქრის...   Feb 16 2018, 08:09 PM
marine   "უწმინდეს ეფრემს ...   Jul 19 2018, 08:35 PM
marine   "პატრიარქმა ეფრე...   Jul 26 2018, 02:52 PM
marine   "როდესაც პატრიარ...   Aug 22 2018, 09:14 PM
marine   "უბრალოება უწმინ...   Oct 1 2018, 08:28 PM
marine   "ერთხელ უწმინდეს...   Oct 1 2018, 08:40 PM
marine   "საქართველოშიც ზ...   Oct 16 2018, 07:01 PM
marine   "ერთხელ კათოლიკო...   Nov 15 2018, 01:17 PM
marine   "ერთხელ საქართვე...   Nov 15 2018, 01:40 PM
marine   "მინდა კიდევ ერთი...   Aug 17 2019, 03:19 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 6 მომხმარებელი (მათ შორის 6 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 08:49 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი