თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მილოცვა _ მრავალს დაესწარით !

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 13 2012, 12:35 PM

ამ თემაში იქნება ხოლმე საუბარი სხვადასხვა საეკლესიო დღესასწაულებზე ჩემო ტკბილო ხალხო...

დღეს სვეტიცხოვლობაა და ყველას გილოცავთ ამ დღესასწაულს.მრავალს დაგასწროთ უფალმა.

ტროპარი: კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული, სუეტისა წმიდისა და კუართისა საუფლოჲსა: ნათელი შემოჰკრებს კიდეთა სოფლისათა და სანოვაგედ წმიდად მიჰრონსა გვიწყაროებს, რომელნი წმიდასა ღმრთისმშობელსა და მისგან შობილსა ქრისტესა თაყუანის-ვსცემთ, რაჲთა ვპოვოთ ცხოვრება სულთა ჩუენთა.

http://www.radikal.ru

ამ დღესასწაულის შესახებ ქადაგებს დიდი დიღმის წმინდა ასი ათასი მოწამის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ლუკა სუპატაშვილი

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jul 13 2012, 12:36 PM

გილოცავთ ხალხი,მრავალს დაესწარით. გურამ მართლაც კარგი თემა გახსენი smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 13 2012, 01:16 PM

ღმერთმა მრავალს დაგვასწროს მთელი ფორუმი!!! smile.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jul 13 2012, 01:36 PM

გილოცავთ! smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 28 2012, 04:43 PM

წმიდა მოწამენი კვირიკე და დედა მისი ივლიტა (+დაახლ. 305)
15 (28) ივლისი

წმიდა მოწამენი კვირიკე და ივლიტა მცირე აზიაში, ლიკაონიის ქალაქ იკონიაში ცხოვრობდნენ. დიდებული გვარის ჩამომავალი ივლიტა ქრისტიანი იყო. იგი ადრე დაქვრივდა და ერთადერთ ძეს - ჩვილ კვირიკეს კეთილმსახურებით ზრდიდა. როცა უსჯულო იმპერატორმა დიოკლეტიანემ (284-305) მართლმორწმუნეთა დევნა დაიწყო, წმიდა ივლიტამ, იმის შიშით, რომ სატანჯველებს ვერ გაუძლებდა, დატოვა მთელი სიმდიდრე, ნათესავები, ახლობლები და შვილთან და ორ მხევალთან ერთად ჯერ სელევკიაში გაიხიზნა, შემდეგ კი ტარსოსს მიაშურა. აქ ნეტარი მდაბიოთა და გლახაკთა შორის ცხოვრობდა. გარეგნულად თითქოს არაფრით განირჩეოდა მათგან, მაგრამ, როგორც ჩანს, „მოწევნულ იყო ჟამი მისი“ - ავმა ენამ მმართველ ალექსანდრესთან დაასმინა. ივლიტა თავისი სამი წლის ძით ხელში სამსჯავროზე გამოცხადდა. როცა მმართველმა სახელი, გვარ-ტომობა და სადაურობა ჰკითხა, წმიდანმა ახოვნად მიუგო: „მე ქრისტიანი ვარ! ეს სიტყვა მეტყველებს ჩემს ვინაობაზეც და კეთილშობილებაზეც - ჩემი სამშობლო კი ზეციური იერუსალიმია!“ კადნიერი პასუხით განრისხებული მსაჯულის ბრძანებით ივლიტას შვილი ხელიდან გამოგლიჯეს და ხარის ძარღვებით დაუნდობლად დაუწყეს ცემა. დედის წამების შემყურე კვირიკე ტიროდა, ხელებს ასავსავებდა, ფეხებს ურტყამდა მტარვალებს და მათგან თავის განთავისუფლებას ცდილობდა. ბავშვის სილამაზით მოხიბლულმა ალექსანდრემ თავისთან მიაყვანინა იგი, კალთაში ჩაისვა და ფერება დაუწყო, მაგრამ ყრმა არ ცხრებოდა: „მეც ქრისტიანი ვარ!“ ტიროდა ბავშვი და თან ტირილით მიიწევდა დედისკენ. საშინლად გაავებულმა მსაჯულმა ბავშვი მიწაზე დაანარცხა და წიხლი ჰკრა. ჩვილი კიბის საფეხურების კიდეებზე თავის ხეთქებით ჩაგორდა და სული უფალს შეჰვედრა.

როცა ივლიტამ შვილის ნეტარი აღსასრული იხილა, მადლობა შესწირა უფალს, მმართველმა კი, მის მოუდრეკლობაში კიდევ ერთხელ დარწმუნებულმა, წამების გაძლიერება ბრძანა: მარტვილს რკინის წვერბასრი იარაღებით დაუწყეს ჯიჯგნა, ჭრილობებში კი გამლღვალ ფისს ასხამდნენ.

- „შეიბრალე თავი, ივლიტა, - ეუბნებოდა ალექსანდრე ქრისტეს ტარიგს, - დაინდე შენი ყმაწვილქალობა და შესწირე მსხვერპლი ღვთაებებს!“

- „არ მოვუდრეკ ქედს უტყვ და უსმ კერპებს, მე მხოლოდ ჩემს უფალს, იესო ქრისტეს - მხოლოდშობილ ძე ღვთისას ვეთაყვანები!“ - პასუხობდა ნეტარი.

უღონოქმნილმა მმართველმა ივლიტას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. სასჯელის აღსრულების წინ სანატრელმა მოწამემ დრო ითხოვა ლოცვისთვის, მუხლი მოიყარა და მაცხოვარს შეჰღაღადა: „გმადლობ შენ, უფალო, რამეთუ ჩემს ძეს უწინარეს ჩემსა მოუწოდე და ამაო მიწიერი ცხოვრების წილ საუკუნო სუფევა დაუმკვიდრე. აწ შეივედრე სულიც ჩემ უღირსისა მხევლისა შენისა და ღირს მყავ ბრძენ ქალწულთა თანა შესვლად ქორწილსა მას დაუსრულებელსა“.

ამ სიტყვების შემდეგ ივლიტას თავი მოჰკვეთეს (+დაახლ. 305). მისი გვამი კვირიკეს ცხედართან ერთად ქალაქგარეთ დააგდეს მხეცებისა და ფრინველების საჯიჯგნად, მაგრამ ერთგულმა მხევლებმა მოახერხეს, რომ ღამით ფარულად დაეფლათ ისინი.

ნეტარი მარტვილების ნაწილთა აღმოყვანება აღესრულა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდის ზეობაში (+337, ხს. 21 მაისს). კვირიკესა და ივლიტას მიმართ ლოცულობენ ოჯახური ბედნიერებისა და სნეულ ყრმათა მსწრაფლ განკურნებისათვის. წმიდა კვირიკეს ხელის მტევანი ინახება საქართველოში.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

გილოცავთ ამ დღესასწაულს!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2012, 01:24 PM

დღეს წმინდა მკურნალ პანტელეიმონის ხსენებაა! smile.gif ყველას გილოცავთ და მისი მეოხებით 100%-ით ჯანმრთელები ვიყოთ პირველ რიგში სულიერად, მერე ხორციელად smile.gif

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: tatia27 თარიღი: Aug 9 2012, 02:41 PM

marine
გაიხარე მარინე მეც გილოცავ kiss1.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Aug 9 2012, 02:42 PM

გილოცავთ ყველას... მრავალს დაესწარით.. kiss1.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2012, 02:43 PM

ციტატა(tatia27 @ Aug 9 2012, 03:41 PM) *

marine
გაიხარე მარინე მეც გილოცავ kiss1.gif


შენც გახარებული მენახე და შეგეწიოს wub.gif mpua.gif

ციტატა(mariami-k @ Aug 9 2012, 03:42 PM) *

გილოცავთ ყველას... მრავალს დაესწარით.. kiss1.gif


შენთან ერთად, მარი yvavilebi.gif mpua.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 9 2012, 04:11 PM

წმ. პანტელეიმონი იყოს ჩვენი შემწე სულიერი და ხორციელი სნეულებისას...

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Sep 12 2012, 05:37 PM

დღეს წმიდა ალექსანდრე ნეველის ხსენებაა. ყველას გილოცავთ. მისი მეოხება არ მოგკლებოდეთ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 12 2012, 05:38 PM

zaz
გაიხარე...

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Sep 21 2012, 01:50 AM

გილოცავთ ღვთისმშობლის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს.!

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Sep 21 2012, 01:47 PM

Gparavdet yovladwmida gvtismshobeli,daglocot ,gagaxarot,gangamtkicot da tavisi madliani mparveli kalta gadagaparot tqven da sruliad saqartvelos!mtels martlmadidebel ers da mtels samyaros! kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Sep 21 2012, 01:52 PM

მეც გილოცავთ ყველას.. გვიწინამძღვროს ღვთისაკენ უფლის დედამ. ჩვენც ვშობილიყავით საღმრთო სიცოცხლე-ცხოვრებისათვის.

პოსტის ავტორი: dr.house... თარიღი: Sep 21 2012, 02:46 PM

შობამან შენმან, ღვთისმშობელო ქალწულო,
სიხარულის აუწყა ყოველსა სოფელსა.. გილოცავთsmile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 21 2012, 07:50 PM

გილოცავთ ხალხნო!

პოსტის ავტორი: Tushi თარიღი: Sep 21 2012, 07:51 PM

ყველას ვულოცავ დღევანდელ დღესასწაულს!

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Sep 26 2012, 09:58 AM

გილოცავთ ქეთევანობას happy.gif

პოსტის ავტორი: George Leluashvili თარიღი: Sep 26 2012, 10:13 AM

ქევანა
გილოცავ ქეთევან!
მრავალს დაესწარი. გფარავდეს უდიდესი მოწამე!

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 26 2012, 12:29 PM

გილოცავთ ყველას!
განსაკუთრებით ქეთევანს და ქევანას!

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Sep 26 2012, 01:11 PM

A.V.M
ეს ბაღანე qetevani-82 რათ გამოგრჩა?

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Sep 26 2012, 03:15 PM

ციტატა(A.V.M @ Sep 26 2012, 10:29 AM) *

გილოცავთ ყველას!
განსაკუთრებით კოტეს და ქევანას!


ქევანას და დანარჩენ ქეთევანებს მეც ვულოცავ. მაგრამ, ეს კოტე ვინაა? g.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 26 2012, 04:41 PM

ციტატა
ეს ბაღანე qetevani-82 რათ გამოგრჩა?

,,დასწყევლოს ღმერთმა ეს სკლეროზი.''
(მხფ.რაჭა ჩემი სიყვარული)biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 26 2012, 04:46 PM

ყველა ქეთევანს გილოცავთ!!!!!!!! smile.gif

მრავალს დაესწარით და წმინდა ქეთევანის ლოცვით ღმერთმა მოგმადლოთ მოშურნეობა, ნათელი გულისთქმები, სიყვარულით გამთბარი სიტყვები და ყველა იმ სურვილის ასრულება, რაც დღეს წმინდა ქეთევანს შეევედრეთ smile.gif wub.gif mpua.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Sep 26 2012, 07:27 PM

k@the
ქე[თე]ვან უნდა დაეწერა და "თე" დააკლდა :დდდ კოტე კიდე კოტეა laugh.gif laugh.gif


ციტატა
ამ განმარტების შემდეგ მაინც სცადეთ აბა და ახლიდან წაიკითხეთ ჩემი ნიკი :-))

მაგ "თ"–ს გარეშე არ მესმის რას ნიშნავს biggrin.gif

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Sep 27 2012, 10:53 AM

ჯვართამაღლების დღესასწაულს გილოცავთ!

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 27 2012, 01:15 PM

ჯვართამაღლებას გილოცავთ ყველას და ღმერთმა ქნას სულიერად აღვმაღლებულიყავით!

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Sep 27 2012, 03:27 PM

მრავალს დაესწარით

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Sep 27 2012, 03:37 PM

ყველას გილოცავთ

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2012, 05:39 PM

გილოცავთ!!!!! წმინდა ჯვრის ძალა და მადლი გიფარავდეთ ბოროტისაგან smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 28 2012, 04:17 PM

გილოცავთ ათცამეტი ასურელი მამიდან ერთ-ერთის, ამბა იოსებ ალავერდელის ხსენებას smile.gif შეგეწიოთ და მისი მსგავსი სიწმინდე მოგეხვეჭოთ smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 28 2012, 06:33 PM

გაიხარე მარინე!

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Sep 30 2012, 12:35 PM

სოფიობას გილოცავთ!

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 15 2012, 02:07 AM

გფარავდეთ მთელს ფორუმსა და საქართველოს სვეტიცხოვლის მადლი!

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Oct 15 2012, 02:18 AM

კი გადასცდა 12-ს მაგრამ მაინც გილოცავთ ამ უდიდეს დღესასწაულს. ახლა ჩამოვედი მცხეთიდან და მინდა ჩემი ემოციები ფოტოთი გადმოგცეთ. ულამაზესი იყო ღამით სვეტიცხოვლის ტაძარი <3 ხარისხი კი დავუპატარავე მაგრამ მაინც...
http://imageshack.us/photo/my-images/6/15019454456466223582612.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

http://imageshack.us/photo/my-images/708/52753754456460223583214.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

http://imageshack.us/photo/my-images/812/40469654456468223582420.jpg/

Uploaded with http://imageshack.us

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 15 2012, 02:25 AM

qetevano
მართლა ლამაზია...თან ძალიან...

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Oct 15 2012, 08:09 AM

ციტატა(A.V.M @ Oct 15 2012, 02:25 AM) *

qetevano
მართლა ლამაზია...თან ძალიან...

თან ისეთი სიმშვიდე იყო...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 15 2012, 04:17 PM

qetevano

რა სილამაზეა!!!!!!!! smile.gif

ყველას გილოცავთ smile.gif მეც ვიყავი ოჯახის წევრებთან ერთად საღამოს 9 საათზე და ტაძარი სავსე იყო ხალხით, რიგში ვიდექით smile.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Oct 15 2012, 06:12 PM

ციტატა(marine @ Oct 15 2012, 04:17 PM) *

qetevano



ყველას გილოცავთ smile.gif მეც ვიყავი ოჯახის წევრებთან ერთად საღამოს 9 საათზე და ტაძარი სავსე იყო ხალხით, რიგში ვიდექით smile.gif

ჩვენ რომ ვიყავით უკვე კეტავდნენ ტაძარს, ცენტრალური კარები უკვე დაკეტილი იყო. მერე ტროპარი ვთქვით ბავშვებმა და შემოვლას ვაპირებდით უბრალოდ და გვერდითა კარს კეტავდნენ ზუსტად მაშინ, ვთხოვეთ ძალიან და შეგვიშვეს სულ 5 წუთით. არავინ არ იყო ჩვენს მეტი ტაძარში.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 26 2012, 02:31 AM

დღესაა ხსენება ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისა რამდენადაც ვიცი.
ყველას გილოცავთ ამ დღეს და წმ.მარიამი ყოფილიყოს ჩვენი ოჯახების და ქვეყნის შემწე.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 21 2012, 01:20 AM

მოლოცვამდე შეგახსენებთ თუ რა დღესასწაულია დღეს:

,,მთავარანგელოზობა – წმიდა მთავარანგელოზთა კრება

კრება მთავარანგელოზისა მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა. მთავარანგელოზთა: გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა, იერომიელისა.

8 ნოემბერი ძვ.სტ./21 ნოემბერი ახ.სტ.''
http://www.radikal.ru


პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Nov 21 2012, 02:17 PM

მთავარანგელოზობას გილოცავთ. ღმერთმა მრავალს დაგასწროთ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2012, 02:45 PM

ყველას გილოცავთ!!! მთავარანგელოზებმა დაივანონ ჩვენს სიახლოვეს wub.gif

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Dec 4 2012, 05:09 PM

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს გილოცავთ. დედა ღვთისმშობელი ყოფილიყოს ჩვენი მფარველი.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 5 2012, 01:19 AM

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მადლი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს....

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 13 2012, 04:37 AM

გილოცავთ ყველას წმ. ანდრია პირველწოდებულის ხსენებას...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2012, 10:44 AM

ციტატა(A.V.M @ Dec 13 2012, 05:37 AM) *

გილოცავთ ყველას წმ. ანდრია პირველწოდებულის ხსენებას...


მეც გილოცავთ ყველას, განსაკუთრებით ჩვენს მამა ანდრიას!! wub.gif

ასევე დღეს არის წმინდა მეფის ვახტანგ გორგასლის ხსნება, ყველას გილოცავთ და განსაკუთრებით ლინგვოს!!!! 2kiss.gif

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Dec 13 2012, 07:04 PM

ყველას გილოცავთ. ანდრია პირველწოდებული და ვახტანგ გორგასალი ყოფილიყვნენ თქვენი შემწე.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 17 2012, 02:12 AM

ყველას გილოცავთ წმ.ბარბარეს ხსენების დღეს.
დაგიფაროთ თქვენ და სრულიად საქართველო!

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Dec 17 2012, 11:33 AM

ყველას გილოცავთ. წმიდა ბარბარეს მეოხება არ მოგაკლდეთ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2012, 12:33 PM

მეც გილოცავთ!!! წმიდა ბარბარეს მეოხებით ყველანი სულიერად და ფიზიკურად ჯანმრთელები ვყოფილიყავით!!! smile.gif

პოსტის ავტორი: Mako-Mako თარიღი: Dec 17 2012, 07:38 PM

გილოცავთ ყველას, მრავალს დაესწარით! გფარავდეთ მისი მადლი!

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Dec 17 2012, 11:32 PM

გილოცავთ smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 18 2012, 10:31 AM

ყველას გილოცავთ საბაობას! ღმერთმა მრავალს დაგვასწროს და წმინდა საბასავით განწმენდილები ვყოფილიყავით! girl_angel.gif



http://church.ge/index.php?showtopic=131&st=0

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 19 2012, 12:50 AM

ძალიან დატვირთული დღეები გვაქვს...
biggrin.gif

ნიკოლოზობას გილოცავთ ყველას...
მრავალს დაეწსარით!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2012, 10:30 AM

ყველას გილოცავთ ნიკოლოზობას!!!! შეგვეწიოს და სურვილები აგვიხდინოს wub.gif

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Dec 19 2012, 08:52 PM

ყველას გილოცავთ ნიკოლოზობას! ღმერთმა მრავალს დაგასწროთ!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2012, 03:23 PM

დღევანდელი დღე დღესასწაულის ტოლფასია, რადგან მამა გაბრიელი წმინდანად შეირაცხა!!! wub.gif

ყველას გილოცავთ!!! rolleyes.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2012, 12:15 PM

დღეს ყოველთა ქართველთა წმინდათა სახელობის დღესასწაულია და ყველას გილოცავთ!!! 2kiss.gif

ყველას, ვისაც გქვიათ ქართული სახელები, მაკა, თინათინი, ზურაბი და ასე შემდეგ, მრავალს დაესწარით!!! wub.gif



ამ წმინდათა სახელობის ტაძარი არის დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე, 186-ე სკოლის შენობაში...

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Dec 24 2012, 09:38 PM

ყველას გილოცავთ ქართველ წმიდანთა დღესასწაულს, განსაკუთრებით იმათ ვისაც დღეს ანგელოზის დღე აქვს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2012, 11:16 AM

დღეს უსაყვარლესი წმინდანის, წმიდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღეა. მისი მეოხებით სულიერი და მატერიალური ბარაქა და კეთილდღეობა არ მოგვკლებოდეს wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 31 2012, 11:39 AM

ფორუმელებო, უკლებლივ ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს!!!! ღმერთმა მრავალს დაგვასწროს ხვავით და ბარაქით, სიყვარულით და სიხარულით, ბედნიერებით და წარმატებით!!!! wub.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 14 2013, 12:14 AM

წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი

იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრება და მასთან დაკავშირებული მოვლენები - შობა, მირქმა, ნათლისღება, ფერისცვალება, იერუსალიმს დიდებით შესვლა და სხვანი - ქრისტიანობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, ვინაიდან მათ, გარდა ისტორიული თუ პოლიტიკური შინაარსისა, აქვს ღრმა მისტიკური მხარეც. ამ მოვალენათა გამოწვლილვით შესწავლა გვეხმარება, ჩვენც გავიაროთ ის გზა, ღვთის ძემ რომ განვლო, მივბაძოთ მას, ვიტვირთოთ საკუთარი ჯვარი, ვძლიოთ ჩვენს ცოდვებსა და ვნებებს და ქრისტეში გავიზარდოთ.

შეიძლება ვინმემ იკითხოს: რა საჭირო იყო განკაცებულ უფალს გაევლო ჩვილობა, ყრმობა, სიჭაბუკე? ნუთუ გაუჭირდებდოა, პირდაპირ ზრდასრული კაცის სხეული შეემოსა და ასე გამოეხსნა კაცობრიობაო? რაღა თქმა უნდა, ღმერთს ყოველივე ძალუძს, მაგრამ მაცხოვრის ჯვარცმიდან სულ მალე გაჩნდა უამრავი სექტა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ იესომ, ძე კაცისამ და ღვთის ძემ, მხოლოდ მოჩვენებითად შეიმოსა კაცობრივი სხეული და ასე აღასრულა თავისი ღვაწლი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჩვენს გამოხსნაში ადამიანური ბუნება არ მონაწილეობდა. ეს კი დიდი შეცდომაა, ვინაიდან გამოხსნის აზრი სწორედ ეს გახლავთ: ადამიანმა შესცოდა და ადამიანსვე უნდა გამოესყიდა ეს შეცოდება. დღესაც მრავალი სექტა ავრცელებს ამ მცდარ სწავლებას. და ეს მაშინ, როცა ქრისტე ჩვეულებრივი ადამიანივით იშვა და გაიზარდა; რაღას იტყოდნენ, მაცხოვარს პირდაპირ მოწიფული მამაკაცის სხეული რომ შეემოსა?

აი, რატომაა მნიშვნელოვანი წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. იგი მიგვანიშნებს, რომ რვა დღის ბავშვი არა მოჩვენებითი, არამედ რეალური ხორცით წინადაიცვითა მამამთავარი აბრაამისა და მისი შთამომავლობისათვის უფლის მიერ მიცემული აღთქმის მოსაგონებლად: „რვა დღისამ წინადაიცვითოს თქვენში ყოველმა მამაკაცმა თაობიდან თაობამდე“ (დაბ. 17,12). მას შემდეგ ყველა ებრაელი მამაკაცი აღასრულებს ამ წესს. ის კი არა, აბრაამის პირველი შვილის, ისმაელის გამო, რომელიც მამამ ისააკთან ერთად 13 წლისა წინადაცვითა, მისი შთამომავალნიც - არაბები წინადაიცვითებიან, თუმცაღა, ებრაელთაგან განსხვავებით, 13 წლიდან.

იუდეველები ამ წესს ისე მკაცრად იცავდნენ, რომ წინადაცვეთის გამო შაბათის უქმესაც კი არღვევდნენ. შობიდან მერვე დღეს წინადაიცვითა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემაც - თვით სჯულის შემოქმედმა აღასრულა სჯულის მოთხოვნა, რათა ჩვენთვის ღვთაებრივი ნების მორჩილების მაგალითი ეჩვენებინა. უფალმა წინადაიცვითა და ამით დაადასტურა, რომ ჭეშმარიტად შეისხა ხორცი. ამ წესის აღსრულებისას დაერქვა იესო - სახელი, რომელიც ყოვლადწმინდა ქალწულს აუწყა მთავარანგელოზმა მის ჩასახვამდე („იესო“ სწორედ „მაცხოვარს“ ნიშნავს და იმაზე მიგვანიშნებს, რომ ქრისტე სამყაროს გამოსახსნელად განკაცდა): „როგორც კი რვა დღე შესრულდა მის წინადასაცვეთად, დაარქვეს მას სახელი იესო, ანგელოზის მიერ დარქმეული მუცელში ჩასახვამდე“ (ლკ. 1,21). არც ერთ აპოკრიფულ სახარებაში წინადაცვეთაზე არაფერია ნათქვამი, არც ერთში, გარდა „არაბული სახარებისა“ იესოს ბავშვობაზე, სადაც ამბავი შემაძრწუნებელი დეტალებით არის მოთხრობილი. ეს არ იყო ისეთი მოვლენა, ისინი რომ დაინტერესებულიყვნენ, ვისაც საღვთო ისტორიაში თავისი გამონაგონის ჩართვა სურდა, მაგრამ ქრისტიანთათვის უფლის წინადაცვეთას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა - ის ადასტურებდა, რომ ქრისტე მოვიდა არა ძველი რჯულის გასაუქმებლად, არამედ აღსასრულებლად: „რამეთუ ესრეთ შუენის ჩვენდა აღსრულებად ყოველი სიმართლე“ (მათ. 3,15). უფალმა მიიღო წინადაცვეთა, როგორც მოსეს რჯულის პირველი დადგენილება. აი, რას წერს პავლე მოციქული: „და როცა მოვიდა სისავსე დროისა, მოავლინა ღმერთმა თავისი ძე, რომელიც დედაკაცისაგან იშვა და დაემორჩილა იგი რჯულს რჯულის ქვეშ მყოფთა გამოსასყიდად, რათა მიგვეღო (ღმერთის) შვილობა“ (გალ. 4,4). ამგვარად, მაცხოვარს წინადაცვეთა რომ არ მიეღო, მას არავინ აღიარებდა მესიად, აბრაამის შთამომავლად. იესო ქრისტემ სიყრმეშივე დაითმინა ტკივილები, რათა ჩვენთვის სულიერი წინადაცვეთა ესწავლებინა. მსგავსად აღმოსავლეთისა, მზის ჩასვლის დროს დასავლეთიდან რომ ირეკლავს სინათლეს, ბეთლემიც გოლგოთის მაუწყებელი იყო და ყრმის აკვანიც კი მაცხოვრის ჯვარზე ვნების ჩანასახს ატარებდა. ამასთან, წინადაცვეთა სახე იყო ნათლისღებისა, რადგან, ისევე როგორც წინადაცვეთა კვეთს სხეულისგან მის არათუ საჭირო რამ ნაწილს, არამედ უვარგის ზედმეტობას, ასევე წმინდა ნათლისღების გზითაც ცოდვა მოგვეკვეთება, ხოლო ეს ცოდვა, ცხადია, არის წადილის ზედმეტობა და არა საკუთრივ საჭირო წადილი (რადგან შეუძლებელია, რომ ვინმეს საერთოდ არაფერი სწადდეს ანდა საერთოდ არ ეგემოს სიამოვნება), რამეთუ ცოდვა იგივეა, რაც სიამოვნების უვარგისობა ანუ უვარგისი წადილი და სიამოვნება, რასაც გადაჰკვეთს, მოჰკვეთს, ე.ი. „წინადასცვეთს“ წმინდა ნათლისღება, ნიშნად გვანიჭებს რა პატიოსან ჯვარს შუბლზე, თუმცა არა სხვა ხალხებისგან ჩვენს გამოსაყოფად (რადგან ყველა ხალხი მიახლებულია ნათლისღებას და აღბეჭდილია ჯვრის ნიშნით), არამედ - ყოველ ხალხში მორწმუნის გასამიჯნავად ურწმუნოსაგან.

ამგვარად, როდესაც გაცხადდა ჭეშმარიტება, უსარგებლო გახდა სახე და აჩრდილი (ანუ წინადაცვეთა). ასე რომ, ამჟამად წინადაცვეთა ზედმეტიცაა და ეწინააღმდეგება კიდეც წმინდა ნათლისღებას, რადგან წინადაცვეთილი მოვალეა დაიცვას მოსეს რჯული, უფალმა კი წინადაიცვითა სწორედ იმიტომ, რომ დასრულებულიყო რჯული. მან დაიცვა აგრეთვე მთელი სჯული და შაბათი, რომ დაესრულებინა და გაეჩერებინა რჯული, მაგრამ როდესაც ნათელიღო და სულიწმინდა მტრედის სახით გამოუჩნდა ადამიანებს, ქვედაეშვა რა მასზე, ამის შემდეგ უკვე სულიერი მსახურება და მოღვაწეობა და ცათა სასუფეველი იქადაგა.

ცნობები, აღმოსავლეთის ეკლესიაში წინადაცვეთის დღესასწაულის აღნიშვნის შესახებ IV საუკუნიდან მოგვეპოვება. დღესასწაულის კანონი ღირსმა სტეფანე საბაიტელმა შექმნა.

მოამზადა მღვდელმა ლევან მათეშვილმა
ჟურნალი „კარიბჭე“, № 1 (32), 2006 წ.
http://www.orthodoxy.ge/dgesastsaulebi/tsinadatsveta.htm

წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი გვესაუბრება დიდი დიღმის ასი ათასი წმინდა მოწამის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი ირაკლი დუმბაძე



გილოცავთ ყველას და მრავალს დაესწარით!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2013, 12:02 PM

დღეს წმინდა ანტონი დიდი ხსენების დღეა და გილოცავთ!!! განსაკუთრები ბერ-მონაზვნებს ვულოცავ, რადგან წმინდა ანტონი მონაზვნობის წესის დამაარსებელია smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jan 31 2013, 01:13 AM

გილოცავთ ამ ბრწყინვალე მოღვაწის ხსენების დღეს...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 3 2013, 02:41 PM

ყველას გილოცავთ წმ.მაქსიმე აღმსარებლის ხსენების დღეს.
(შეგახსენებთ რომ იგი ცაგერშია დასაფლავებული)

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 8 2013, 12:42 AM

აფხაზს და მთელ ფორუმს ვულოცავ დავითობას.
მრავალს დაესწარით...

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Feb 8 2013, 12:35 PM

გილოცავთ ყველას წმ. დავით აღმაშენებლის ხსენებას

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2013, 12:44 PM

აფხაზს, კანონისტს და ყველა დავითს ვულოცავ!!! იხარეთ და მრავალს დაესწარით smile.gif წმინდა დავითის მობაძავნი ყოფილიყავით!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2013, 12:47 PM

თამარებო და არათამარებო, გილოცავთ!!!!!!!! წმიდა თამარი შეგეწიოთ და გიშუამდგომლოთ უფალთან wub.gif wub.gif wub.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Feb 13 2013, 07:00 PM

Tamarobas gilocavt, chemo tamarebo! Gvparavdes wmida tamaris madli da shewevna kiss1.gif wub.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 15 2013, 01:11 AM


უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ქადაგება მირქმის დღესასწაულზე

ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, 15 თებერვალი, 2008 წ.

„უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ადამიანის გულის განწმედა, რადგან სიკეთე და მადლი ვერ შევა, თუ იქ ბოროტებაა“

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს არის დიდი საუფლო დღესასწაული - მირქმა უფლისა. ამ დღეს ადამიანი შეხვდა ღმერთს იერუსალიმის ტაძარში. ძველი აღთქმა, რომელიც იქ წარმოდგენილი იყო მართალი სვიმეონის სახით, დასრულდა და დაიწყო ახალი აღთქმა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მოვლინებით.

ამ დღეს მართალმა სვიმეონმა წარმოთქვა ლოცვა, რომელიც უნდა ახსოვდეს ყოველ მორწმუნე ადამიანს: „ან განუტევე, მონაი შენი, მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა, მშვიდობით...“ მართალი სვიმეონი დაღლილი იყო თავისი ცხოვრებით, ელოდებოდა მესიას და სახარებაში წერია, რომ სულიწმინდის კარნახით იგი მივიდა ტაძარში იმ დროს, როცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე მეორმოცე დღეს, იუდეველთა წესის შესაბამისად, მიიყვანეს ტაძარში, როგორც პირმშო. სვიმეონ მიმრქმელმა აიყვანა იგი ხელში და წარმოთქვა ეს საოცარი სიტყვები.

ჩვენ არაერთხელ გვქონია ასეთი შეხვედრა უფალთან. როდესაც ადამიანი აღსარებას აბარებს, უფალი უხილავად დგას მასთან და ადამიანს უნდა ახსოვდეს ის დიდი პასუხისმგებლობა და უდიდესი მნიშვნელობა აღსარების საიდუმლოსი, როდესაც უფალი ცოდვათა შენდობას აძლევს მას და მონანული წმინდა ზიარებით უერთდება უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს. ცხადია, რომ ესეც არის შეხვედრა ადამიანისა უფალთან. გარდა ამისა, ყოველი ჩვენი ლოცვა არის ჩვენი შეხვედრა ღმერთთან. და რაოდენ დიდია ადამიანის პასუხისმგებლობა ამ დროს! იგი კარგად უნდა აცნობიერებდეს, ლოცვისას რა გრძნობებით უნდა იყოს გამსჭვალული მისი გონება და მისი გული.

ძველი ფილოსოფოსები და მათ შორის დიდი ანტიკური ფილოსოფოსი პლატონი ამბობს, რომ ადამიანის ცხოვრება - ეს არის მომზადება მომავალი ცხოვრებისათვის, მომზადება გარდაცვალებისათვის. რაც არ უნდა იცოდეს ადამიანმა, რომ მისი გარდაცვალება მოახლოებულია, მისთვის მაინც ყოველთვის მოულოდნელია, როცა იგი იმ კარიბჭესთან დგება, რასაც გარდაცვალება ეწოდება. ყოველი ჩვენგანი ევედრება უფალს, რომ მისი გარდაცვალება იყოს მშვიდობიანი და ამქვეყნიდან მომზადებული გავიდეს. ყველაზე ძნელია, როცა ადამიანი სრულებით არ ელოდება სიკვდილს, და ამსოფლიდან მოულოდნელად და შესაბამისად - მოუმზადებლად გადის.

ყოველმა ჩვენგანმა უნდა იფიქროს თავის სულზე, თავის ცხოვრებაზე. კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ მიწიერი ყოფა არის მომზადება იმ საუკუნო ცხოვრებისათვის და ამასთან ერთად, - ეს არის გამოცდა თითოეული ჩვენგანისათვის.

ადამიანს მრავალი განსაცდელი ხვდება ცხოვრებაში, მაგრამ თუკი მას გააჩნია ჭეშმარიტი სარწმუნოება, გარდაცვალება მისთვის არ არის მძიმე ფაქტი, არამედ ეს არის ბუნებრივი გადასვლა საუკუნო ცხოვრებაში.

ღმერთმა ინებოს, რომ უფალმა მოგვცეს ძალა, გონიერება, სიბრძნე, რათა ყოველმა ჩვენგანმა იფიქროს ამ უკანასკნელ დღეზე, ყოველმა ჩვენგანმა იფიქროს იმაზე, თუ როგორ მოემზადოს იგი ამ საოცარი და გარდაუვალი დღისათვის.

ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა ინებოს, რომ გვქონოდეს სიბრძნე და განცდა იმისა, რომ ყოველი ჩვენგანი უნდა წარსდგეს წინაშე ღვთისა და პასუხი აგოს თავის ცოდვებზე და მის მიერ განვლილ ცხოვრებაზე. ეს თითოეულ ჩვენგანს კარგად უნდა ახსოვდეს.

დალოცვილი და გახარებული ყოფილიყავით.

ღმერთმა მოგვცეს სიბრძნე და გული გონიერი!

დღეს არის განსაკუთრებული დღე კიდევ იმიტომ, რომ ამ დღეს გამოყვანილი იყო ავღანეთიდან საბჭოთა ჯარი. დღეს აქ ბრძანდებიან ყოფილი ჯარისკაცები, რომელთაც მოუწიათ იმ პერიოდში ავღანეთში მსახურება. ვეტერანთა ამ ჯგუფის - თავმჯდომარეა ნუგზარ კახნიაური. კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ ამ დღეს.

მახსენდება, იმ დროს, როცა მთელი მსოფლიო მოითხოვდა ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოყვანას ჟენევაში ვიმყოფებოდით ორი წარმომადგენელი საბჭოთა კავშირიდან: მე და მიტროპოლიტი კირილე - რუსეთიდან. იყო კენჭისყრა ამ საკითხზე და ყველა უჭერდა მხარს, რომ საბჭოთა ჯარებს უნდა დაეტოვებინა ავღანეთი. ჩვენც დავუჭირეთ მხარი ამ წინანადებას. მთელი მსოფლიო ალაპარაკდა, რომ აი, საქართველოდან და რუსეთიდან ჩამოსული სასულიერო პირებიც ასევე მხარს უჭერენო ჯარების გამოყვანას. როდესაც ჩვენ მოსკოვში დავბრუნდით - გვისაყვედურეს - მე უფრო თავაზიანად, მიტროპოლიტს კი დიდი საყვედური უთხრეს ამის გამო. მიუხედავად ამისა, ეს მაინც მოხდა და მადლობა ღმერთს, რომ თქვენ მშვიდობით დაბრუნდით შინ. თქვენთვის აქ გვაქვს საჩუქრად სანთლები და შვიდგზის ლოცვები, რომელთაც ახლა ყველას მოგართმევთ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ამ დიდებულ დღესასწაულს. ღმერთმა ინებოს, რომ ყველამ მშვიდობით და სიხარულით დავამთავროთ ჩვენი მიწიერი მსვლელობა თავის დროზე და მშვიდობით შევხვდეთ საუკუნო ცხოვრებას!

ჩვენთან არს ღმერთი!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №6, 2008 წ.

http://www.radikal.ru

ტროპარი: გიხაროდენ მიმადლებულო ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან განხორციელდა მხსნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი, იხარებდ შენცა მოხუცებულო მართალო სვიმეონ, რამეთუ მიიქუ მკლავთა შენთა განმათავისუფლებელი სულთა ჩვენთა, რომელი მოგვანიჭებს ჩვენ დიდსა წყალობასა.

კონდაკი: საშო რა ქალწულებრივი განსწმინდე შობითა შენითა და ხელნიცა სვიმეონისნი აკურთხენ ვითარცა გშვენოდა, უსწვრე აწცა და გვაცხოვნენ ქრისტე ღმერთო, დაამშვიდენ ბრძოლასა შინა მოქალაქობა ჩუენი და დაიცვენ მეფენი, რომელნი შეიყვარენ, მხოლოო კაცთ-მოყვარე.



პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2013, 10:31 AM

ყველას გილოცავთ!!!!!!!!!!!!!! a025.gif მრავალს და მრავალს!!!

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Feb 15 2013, 08:42 PM

ყველას გილოცავთ. ღმერთმა თავისი წყალობა არ მოგაკლოთ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 24 2013, 09:49 PM

ივერიის ღვთისმშობლის ხატის ხსენების დღე მოვიდა და დაიფაროს დედა ღვთისამ ჩვენი სამშობლო...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 25 2013, 11:59 AM

გილოცავთ!!! ივერიის ღვთისმშობელმა დაგვიფაროს ჩვენ და ათონის მთაზე მოღვაწე ქართველი ბერები wub.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Mar 1 2013, 11:06 PM

დღეს წმინდა ქეთევანის დაბადების დღე ყოფილა. გილოცავთ wub.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 3 2013, 09:08 PM

qetevano
შენ და გვანცის გილოცავთ მფარველი ანგელოზის ხსენების დღეს...

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Mar 3 2013, 09:41 PM

A.V.M
მადლობა, ისევ შენ თუ გაგახსენდებით თორე...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Mar 3 2013, 09:43 PM

qetevano

ციტატა
მადლობა, ისევ შენ თუ გაგახსენდებით თორე...

გაბწითლდებოდი ნამუსი რომ მქონდეს...biggrin.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Mar 3 2013, 09:48 PM

ციტატა(A.V.M @ Mar 3 2013, 09:43 PM) *

ნამუსი რომ მქონდეს...biggrin.gif

მაგრამ სადაა აბა? tongue.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 4 2013, 01:55 PM

qetevano

არ ვიცოდი, ქეთ, გილოცავ!!! wub.gif მრავალს დაესწარი, ჩემო კარგო, და წმინდა ქეთევანის მობაძავი ყოფილიყავი!!! smile.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Mar 4 2013, 02:31 PM

marine
მადლობა, მეც არ ვიცოდი, მე ქეთევანობა მარტო სექტემბერში მეგონა... dry.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 4 2013, 03:32 PM

ციტატა(qetevano @ Mar 4 2013, 03:31 PM) *

marine
მადლობა, მეც არ ვიცოდი, მე ქეთევანობა მარტო სექტემბერში მეგონა... dry.gif


მეც მასე მეგონა rolleyes.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 12 2013, 01:03 PM

კვირაცხოვლობას გილოცავთ ფოუმელებო !

იკანოსს კიდევ ფოთში , ტაძრის გახსნას ...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 13 2013, 04:27 PM

გილოცავთ!!! მრავალს და მრავალს!!! wub.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: May 13 2013, 04:48 PM

დღევანდელ დღეს გილოცავთ ყველას წმინდა იაკობ მოციქულის ლოცვით ღმერთმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი რწმენა ეკლესია და სამშობლო.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 13 2013, 04:49 PM

ციტატა(G_saxva @ May 13 2013, 05:48 PM) *

დღევანდელ დღეს გილოცავთ ყველას წმინდა იაკობ მოციქულის ლოცვით ღმერთმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი რწმენა ეკლესია და სამშობლო.


შენც მრავალს დაესწარი, გიორგი და ყველა იაკობს ვულოცავ!!!!!!!!!!!!!!! rolleyes.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: May 13 2013, 04:56 PM

ასევე წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვისა ხსნებასაც გილოცავთ kiss1.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 13 2013, 04:59 PM

ციტატა(G_saxva @ May 13 2013, 05:56 PM) *

ასევე წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვისა ხსნებასაც გილოცავთ kiss1.gif


იხარე და შეგვეწიოს!!!!!! mpua.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 13 2013, 09:39 PM

თამარობა დგება და გილოცავთ !

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: May 14 2013, 09:16 AM

გილოცავთ თამარობას kiss1.gif

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: May 14 2013, 04:45 PM

ყველას გილოცავთ თამარობას. მისი ლოცვები შეგეწიოთ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2013, 04:26 PM

ყველა ფორუმელს და განსაკუთრებით თამარებს გილოცავთ!!!!!!!!!!!!! შეგეწიოთ და ღმერთთან გიშუამდგომლოთ a025.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2013, 04:30 PM

ნიკოლოზობას და შიოობას გილოცავთ!!! შეგვეწიონ ეს წმინდანები და განგვწმინდონ სულიერად! smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 22 2013, 04:36 PM

ნიკოლოზობას და შიოობას გილოცვთ!

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: May 22 2013, 05:36 PM

ნიკოლოზობას გილოცავთ, ხოო და შიოობასაც smile.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: May 22 2013, 05:44 PM

მეც გილოცავთ ორივეს, ძირითადად ამ თემაში არ გილოცავთ ხოლმე მაგრამ მაინც biggrin.gif

მეც გილოცავთ ორივეს, ძირითადად ამ თემაში არ გილოცავთ ხოლმე მაგრამ მაინც biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jun 3 2013, 11:56 AM

გილოცავთ ამ ორი წმინდანის ხსენების დღეს მათი ლოცვა შეწეოდეს ჩვენს სამშობლოს და საქრისტიანოს. მრავალს დაესწარით ყოველივე საკუკეთესოს გისურვებთ kiss1.gif

პ.ს ახლა ცოტა რამ ამ წმინდანთა შესახებ


http://www.radikal.ru

წმიდა დიდი მეფენი, მოციქულთასწორნი კონსტანტინე (+337) და ელენე (+327). კეისარ კონსტანცი ხლორუსის (305-306) ვაჟმა, კონსტანტინემ ეკლესიისგან მიიღო მოციქულთასწორის წოდება, მსოფლიო ისტორიაში კი კონსტანტინე დიდი ეწოდა. იმ დროს რომის იმპერია ორ – დასავლეთის და აღმოსავლეთის ნაწილად იყო დაყოფილი. მათ სათავეში ედგა ორი დამოუკიდებელი იმპერატორი, რომელთაც თანამმართველებიც ჰყავდათ. ერთ-ერთი ასეთი თანამმართველი დასავლეთის იმპერატორისა იყო იმპერატორ კონსტანტინეს მამა. წმიდანის დედა – წმიდა ელენე ქრისტიანი იყო. რომის მომავალი იმპერატორი კონსტანტინე ქრისტიანული სარწმუნოებისადმი პატივისცემით იზრდებოდა. კონსტანცი ხლორუსი არ დევნიდა ქრისტიანებს მაშინ, როდესაც მისი თანამედროვე სხვა ხელისუფალნი: დიოკლეტიანე, მაქსიმიანე გალერიუსი, მაქსიმიანე ჰერკულესი უსასტიკესად უსწორდებოდნენ მაცხოვრის სწავლების მიმდევრებს. მამის გარდაცვალების შემდეგ კონსტანტინე აირჩიეს გალიისა და ბრიტანეთის იმპერატორად. ახალმა იმპერატორმა უპირველეს ყოვლისა, აღმსარებლობის თავისუფლება მიანიჭა ქრისტიანებს. ფანატიკოსმა წარმართმა მაქსიმიანე გალერიუსმა და მკაცრმა ტირანმა მაქსენტიმ მოიძულეს იმპერატორი და აღდგნენ მის წინააღმდეგ, მაგრამ წმიდა კონსტანტინემ ღვთის შემწეობით დაამარცხა მოწინააღმდეგეები. წმიდანი უფალს ევედრებოდა, ზეცით მოეცა ნიშანი, რომელიც მის მომხრეებს გაამხნევებდა ბრძოლის წინ. მართლაც, ცაზე გამოჩნდა მოელვარე ჯვარი წარწერით: „ამით სძლევ“. რომის იმპერიის დასავლეთი ნაწილის ერთპიროვნულ მმართველად გახდომის შემდეგ, 313 წელს იმპერატორმა მილანში გამოსცა ედიქტი რწმენის შემწყნარებლობის შესახებ, 323 წელს კი, როცა სრულიად რომის იმპერატორი გახდა, მილანის ედიქტი გაავრცელა მთელს იმპერიაში. სამასწლიანი დევნის შემდეგ ქრისტიანებს საშუალება მიეცათ თავისუფლად ეღიარებინათ სარწმუნოება.


წარმართებისაგან განდგომის შემდეგ წმიდა კონსტანტინემ იმპერიის დედაქალაქი გადაიტანა ბიზანტიაში, რომელსაც შემდეგ კონსტანტინეპოლი ეწოდა. წმიდა კონსტანტინე ღრმად იყო დარწმუნებული, რომ უზარმაზარ იმპერიას მხოლოდ ქრისტიანული სარწმუნოება გააერთიანებდა; ყოველნაირად ეხმარებოდა ეკლესიას, აშენებდა ტაძრებს, ზრუნავდა სამღვდელოებაზე, იმპერატორს სურვილი ჰქონდა, მოეძებნა ცხოველსმყოფელი ჯვარი, რომელზეც გაკრული იყო უფალი ჩვენი იესო ქრისტე. მან იერუსალიმში გაგზავნა თავისი დედა, წმიდა ელენე დედოფალი სამღვდელოებასთან და თანაშემწეებთან ერთად. იერუსალიმის პატრიარქ მაკარისთან ერთად წმიდა ელენე შეუდგა ჯვრის ძებნას და, ღვთის განგებულებით, სასწაულებრივად აღმოაჩინა კიდეც 326 წელს. პალესტინაში ყოფნისას წმიდა ელენემ ბრძანა, მაცხოვრისა და ყოვლადწმიდა ქალწულის მიწიერი ცხოვრების ადგილები გაეწმინდათ და აეგოთ ტაძრები. მაცხოვრის საფლავზე წმიდა კონსტანტინეს ბრძანებით ააგეს დიდებული ტაძარი უფლის აღდგომის სახელობისა. წმიდა ელენემ ცხოველსმყოფელი ჯვარი შესანახად გადასცა პატრიარქ მაკარის, ნაწილი კი წაასვენა კონსტანტინეპოლში, იმპერატორთან. დედაქალაქში დაბრუნებული დედოფალი 327 წელს აღესრულა.

ეკლესიის წინაშე უდიდესი დამსახურებისა და ცხოველსმყოფელი ჯვრის აღმოჩენისათვის წმიდა ელენე დედოფალს მოციქულთასწორი ეწოდა.

ქრისტიანული ეკლესიის მშვიდობა დაარღვია მწვალებლობამ, რომელიც ეკლესიის შიგნით გაჩნდა. ჯერ კიდევ იმპერატორის მოღვაწეობის დასაწყისში დასავლეთში გაჩნდა დონატისტთა და ნოვაცისტთა ერესი, რომელიც მოითხოვდა დევნილობის დროს განდგომილ ქრისტიანთა განმეორებით მონათვლას. ორი ადგილობრივი კრების მიერ უარყოფილი ეს ერესი საბოლოოდ დაგმო მილანის 316 წლის კრებამ. ეკლესიის ცხოვრება განსაკუთრებით შეარყია იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნების უარმყოფელმა არიოზის ერესმა. იმპერატორის ბრძანებით 325 წელს ქ. ნიკეაში ჩატარდა I მსოფლიო საეკლესიო კრება. მას 318 ეპისკოპოსი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ აღმსარებლები, ეკლესიის მნათობნი, რომლებმაც უსასტიკესი დევნილობა დაითმინეს. კრებას თვით იმპერატორიც ესწრებოდა. არიოზის ერესი დაგმეს და შეადგინეს რწმენის სიმბოლო, რომელშიც შეტანილი იქნა ტერმინი „ერთარსი მამისა“.

ნიკეას კრების შემდეგ მოციქულთასწორმა კონსტანტინემ გააგრძელა მოღვაწეობა ეკლესიის სასარგებლოდ. სიცოცხლის ბოლოს იმპერატორმა ნათელ-იღო. გარდაიცვალა სულთმოფენობის დღეს, 337 წელს, დასაფლავებულია წმიდა მოციქულთა სახელობის ტაძარში.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 3 2013, 03:33 PM

გილოცავთ, შეგვეწიოს ორივე წმინდანი და უფლის წინაშე ჩვენი მეოხნი ყოფილიყვნენ!!!! girl_angel.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Jun 3 2013, 10:57 PM

გილოცავთ ყველას smile.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jun 20 2013, 09:33 AM

http://www.radikal.ru
ღირსი მამა დავით გარეჯელის ხსენების დღე ამაღლების დღესასწაულის შემდეგ პირველ ხუთშაბათს აღინიშნება. დავით გარეჯელი, ერთ-ერთი ასურელი მამაა, რომლის მოღვაწეობამაც ხელი შეუწყო საქართველოში ქრისტიანული რელიგიის დაცვა-განმტკიცებას და ჯერ კიდევ შემორჩენილი წარმართი მოსახლეობის გაქრისტიანებას.

VI საუკუნეში სულიწმიდის წინამძღოლობით შუამდინარეთის ასურეთიდან ქართლში წმ. იოანე მოვიდა თავის 12 მოწაფესთან ერთად. მოწაფეთა შორის წმიდა მამა დავით გარეჯელიც იყო. იოანემ და მისმა მოწაფეებმა უპირველესად მცხეთა მოილოცეს, პატიოსანსა და ნათლით მოსილ სვეტს სცეს თაყვანი. შემდეგ წმ. იოანე ღვთის ნებით ქალაქის მახლობლად, ზედაზნის მთაზე დამკვიდრდა, რათა ჭეშმარიტი ღვთისმსახურებით, ეს მთა რომელზეც მანამდე კერპთმსახურება სრულდებოდა, განეწმინდა და აღემაღლებინა. მალე წმ. იოანემ თავისი მოწაფენი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წარგზავნა, ქრისტეს სამწყსოს განსამტკიცებლად. მამა დავითმა თავის მოწაფე ლუკიანესთან ერთად უწყლო უდაბნოს მიაშურა, რათა წუთიერი და წარმავალი გასაჭირის დათმენით საუკუნო და წარუვალი შვება და განსვენება მოეპოვებინა, ამიტომაც ეწოდა შემდეგ ამ უდაბნოს “გარესჯა”, ანუ გარეჯა.

უდაბნოში მოსულმა ბერებმა წყურვილი კლდის ნაპრალში შემორჩენილი წვიმის წყლით მოიკლეს და დასასვენებლად კლდის ჩრდილში ჩამოსხდნენ. მამა დავითმა თავის მოწაფეს იქ დარჩენა შესთავაზა. ლუკიანეს ეჭვი შეეპარა, რომ უწყლო და უნაყოფო უდაბნოს ვერ გაუძლებდნენ, მაშინ მოძღვარმა მას შეახსენა, როგორ დააპურა უფალმა მანანით უდაბნოში მოხეტიალე ერი და როგორ ზრუნავდა უდაბნოში გასულ მოღვაწეებზე.


მოწაფემ და მოძღვარმა საერო კლდეში ერთი გამოქვაბული იპოვნეს და იქ დაივანეს. საზრდელად მად მწვანილეულობა ჰქონდათ, რომელიც გაზაფხულზე უხვად მოიპოვებოდა. დადგა ზაფხული და ბალახიც გადახმა. საზრდელის მოპოვებაზე ფიქრმა ლუკიანე ისევ შეაწუხა, მაშინ წმიდა მამამ თავის მოწაფეს სულმოკლეობა უსაყვედურა და ჰკითხა: “არა უწყია, უკუეთუ მოვწყდეთ შიმშილითა, გინა წყურვილითა, ქრისტეს მცნებათათვს, ცხოველ ვართ წინაშე ღმრთისა უკუნისამდე?” ამას რომ ეუბნებოდა, მეყსეულად გამოჩნდა სამი ირემი, რომელთაც უკან ნუკრები მოსდევდნენ. ისინი ბერებს მიუახლოვდნენ და ვითარცა თვინიერი ცხვარი, ისე გაჩერდნენ. მაშინ მამა დავითმა ლუკიანეს ირმების მოწველა უბრძანა. ამის შემდეგ ირემნი, ოთხშაბათ – პარასკევის გარდა ნუკრებთან ერთად ყოველდღე მიდიოდნენ მამა დავითისა და ლუკიანეს დასაპურებლად. ასე რომ მეუდაბნოვნი, რომელთათვისაც ღმერთთმა იზრუნა, “ესრეთ იშუებდეს ხორცითა და იხარებდეს სულითა”.

იმ გამოქვაბულის ქვემოთ, რომელშიც ბერები ცხოვრობდნენ, სხვა გამოქვაბულიც იყო. მასში საზარელი მხეცი ბინადრობდა, სისხლისფერი თვალებით, შუბლზე რქითა და ქედზე ჯაგარით. ერთ დღეს ირმებმა, რომლებიც ბერებთან მოდიოდნენ, მისი გამოქვაბულის წინ გაიარეს. ვეშაპმა მათ ნუკრი მოსტაცა და შეჭამა. შეშინებულმა ირმებმა, ლუკიანესთან და დავითთან მიირბინეს. წმიდა მამამ აიღი კვერთხი, ის ადგილი ჩავლო, რომლითაც ირმები ამოვიდნენ. იპოვა ვეშაპი და უფლის სახელით იმ ადგილიდან გადახვეწა უბრძანა. ვეშაპი დაემორჩილა, ოღონდ სთხოვა მთის თავამდე აჰყოლოდა და მანამდე არ მოეცილებინა მისთვის თვალი, ვიდრე იმ წყლამდე არ მიაღწევდა, რომელიც ამ მთას სამხრეთით ჩაუდიოდა. მამა დავითი შეპირდა ვეშაპს, თხოვნას აუსრულებდა და წინ წარუძღვა მას ფსალმუნის გალობით: “რომელი დამკვიდრებულ არს შეწევნითა მაღლისაითა, საფარველსა ღმრთისა ზეცათაისა განისუენოს”.

ვეშაპის დანახვისას, რომლის სვლისას ლოდები ირყეოდნენ, ლუკიანეს ისე შეეშინდა რომ მიწაზე დავარდა ვითარცა მკვდარი. მთის წვერზე რომ ავიდნენ, ვეშაპმა გამალებით დაიყო ჩასვლა და უდაბნოს მინდორზე გავიდა. მამა დავითი პირობისამებრ თვალს არ აცილებდა მიმავალს, მაგრამ ამ დროს უკნიდან უფლის ანგელოზის ხმა მოესმა, „დავით, დავით!“ წმ. მამამ უნებლიედ მიიხედა. ამ დროს ვეშაპს მეხი დაეცა და სრულიად დაწვა. მამა დავითი შეწუხდა და უფალს შეჰღღადა, რად მოკლა ვეშაპი, რომელიც სასოებით იყო მინდობილი მასზე. ანგელოზმა დავითს აუწყა, რომ ვეშაპი მდინარიდან ზღვაში გავიდოდა, სადაც იგი ადამიანებს მრავალ უბედურებას დაატეხდა თავს. ამიტომაც მოიწია ღვთის განგებით მასზე რისხვამ. ანგელოზისავე მითითებით, მამა დავითი გამოქვაბულთან დაბრუნდა, სადაც შიშისაგან მიწაზე პირქვე დაცემული ლუკიანე მკვდარივით იწვა. მოძღვარმა იგი წამოაყენა და ანუგეშა: “ძლიერებაი ღმრთისაი ჩუენთანა არს და მადლი ღმრთისაი ჰფარავს ყოველთა მოშიშთა მისთა”.

უდაბნოში, სადაც ბერები მკვიდრობდნენ, მრავალი სხვადასხვა ცხოველი იყო. ერთხელ კახელი მონადირეები ირმებს დაედევნენ. მათ გაოცებას საზღვარი აღარ ჰქონდა, როცა წმიდა ბერის წინ ცხვრებივით მშვიდიად მდგარი ირმები იხილეს, რომელთაც ლუკიანე წყევლიდა. გულაჩუყებული მონადირენი, ფერხთით ჩაუვარდნენ მამა დავითს და მასთან დარჩენის ნება სთხოვეს. წმიდანმა როგორც ძმები და შვილები დაარიგა ისინი და უთხრა: “უკუნ იქეცით ადგილთავე და დაბათა თქუენთა და მუნ შინა მსახურებდით ღმერთსა, აღმავსებელნი, რამეთუ მოწყალების მოქმედი გლახაკთა ზედა ღმერთსა ავასხებს”.

შინ დაბრუუნებულმა მონადირეებმა მამა დავითის ამბავი ხალხში გაავრცელეს. მაშინ ადამიანები, რომელთაც ქრისტეს ტკბილი უღლის დადგმა ეწადათ, უდაბნოსაკენ გაემართნენ, მამა დავითმა ისინი აკურთხა, რათა სასმელი წყლის შესაგროვებლად კლდეებში ქვევრები, ხოლო სიცხისა და სიცივისაგან თავდასაცავად სენაკები გამოეკვეთათ.

მეუდაბნოეთა შესახებ ღირს მონაზონ დოდოსაც ესმა და მანაც მამა დავითს მოაკითხა. მცირე ხნის შემდეგ მოძღვარმა მას რამდენიმე ბერი გააყოლა და ურჩია მოპირდაპირე მთის კალთაზე დამკვიდრებულიყო. წმიდა დოდომ ძმებთან ერთად ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე სავანე აღაშენა.

დავით გარეჯელს განმარტოებით ლოცვა უყვარდა. იგი ყოველდღე გადიოდა კლდეთა ნაპრალებში, სადაც წმიდა ლოცვებს აღასრულებდა და ცრემლთა ნაკადულით უდაბნოს რწყავდა. ერთხელ, ასეთი განმარტოებული ლოცვის დროს, მასთან კაკაბი მიფრინდა, რომელსაც უკან ქორი მოსდევდა. კაკაბიცა და ქორიც ბერის ფეხებთან დასხდნენ, მალე მონადირეც გამოჩნდა, ვინმე ბარბაროსი რუსთავიდან, რომელსაც ბუბაქრი ერქვა. მამა დავითმა ურჩია, ხელი აეღო კაკაბის მონადირებაზე, რომელიც სიკვიდილისაგან თავის დასაღწევად მას შეეფარა და სხვა ნადირი მოენადირებინა. ბარბაროსმა თავხედურად უპასუხა, რომ არა თუ კაკაბის, არამედ მისი მოკვლაც სურდა და ცხენზე მჯდომმა ხმალიც მოუქნია. მაშინ მას მეყსეულად შეახმა ხელი “ვითარცა შეშაი”. იგი მიხვდა თავის უკეთურობას, ცხენიდან ჩამოხტა და წმიდა ბერს ცრემლებით განკურნებას შეევედრა.

მამა დავითსაც შეეწყალა იგი და ბარბაროსი იესო ქრისტეს შეავედრა. მართლაც შეახო თუ არა ხელი წმიდა მამამ, ბუბაქრი მყისვე განიკურნა. მაშინ ბარბაროსი მას შეევედრა, მისი ძეც განეკურნა, რომელიც ორივე ფეხით კოჭლი იყო და ვერ დადიოდა. წმიდა მამამ უპასუხა: “წარვედ სახედ შენდა და, უკუეთო ენებოს ღმერთსა, ჰპოო ძე შენი განკურნებული”. შინ მისულ ბუბაქრს მისი ავადმყოფი ძე სრულად განკურნებული დახვდა, იგი მამას სიხარულით მიეგება. გახარებულმა ბუბაქრმა სახედრებს პური, ღვინო, თევზი და მრავალფეროვანი ხილი აჰკიდა, სამივე ვაჟი წაიყვანა და წმიდა მამისკენ გაემართა, რათა მას ისინიც დაელოცა. მამა დავითის კურთხევით სურსათ-სანოვაგის ნაწილი ბუბაქრმა წმ. დოდოსა და მასთან მოღვაწე ბერებს წაუღო. ამის შემდეგ ბარბაროსი თავის შვიულებსა და მხლებლებთან ერთად მოინათლა.

უსაზღვრო იყო მადლიერება ბუბაქრისა. მან უდაბნოში მოღვაწე ბერებისთვის კლდეში ეკლესია გამოაკვეთინა, რომელიც შემდეგში ღირსმა მამამ ილარიონმა განასრულა.

რამდენიმე ხნის შემდეგ დავით გარეჯელმა წმიდა ქალაქის – იერუსალიმის მოლოცვა გადაწყვიტა. ბერებზე ზრუნვა მან ლუკიანეს დაავა, ხოლო თვითონ რამდენიმე ძმასთან ერთად წმიდა ქალაქისაკენ გაემართა. როდესაც ბერები მადლის ქედზე ავიდნენ, საიდანაც იერუსალიმი მოჩანდა, წმიდა მამა მიწაზე ქვითინით დავარდა და ადიდებდა ღმერთს, რომელმაც ღირსჰყო იგი წმიდა ადგილების ხილვისა. გადაწყვიტა ქალაქის მხოლოდ შორიდან დანახვით დაკმაყოფილებულიყო. ბევრს ევედრნენ ძმები შესულიყვნენ ქალაქში, მაგრამ ამაოდ. მაშინ დატოვეს იგი და თვითონ წავიდნენ. წმიდანმა მხურვალე ლოცვის შემდეგ იმ ადგილიდან სამი ქვა წამოიღო და უკან გამობრუნდა.

იმ ღამეს იერუსალიმის პატრიარქს ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა, რომ მამა დავითს მადლის ქედიდან სამი ქვა მიჰქონდა და თან იერუსალიმის მთელი მადლი მიჰყვებოდა. ანგელოზისავე ბრძანებით წმიდანს დაედევნენ და ორი ქვის უკან მიცემა სთოვეს.

მამა დავითს თავდაპირველად შეეშინდა, მაგრამ შემდეგ ღმერთს მადლობა შესწირა, რომელმაც ამგვარი წყალობის ღირსი გახადა და ქვები მისცა. მალემსრბოლნი მას სთხოვდნენ იერუსალიმის პატრიარქთან შესახვერდად უკან დაბრუნებულიყო, მაგრამ როცა ვერას გახდნენ “ამბორ-უყვეს და განუტევეს იგი”.

უდაბნოში დაბრუნებულ მოძღვარს ძმები სიხარულით შეეგებნენ. დრო და დრო მწყემსი კეთილი განმარტოებულ სენაკებში მცხოვრებ ბერებთან მიდიოდა ნუგეშის საცემად და გასამხნევებლად. როცა ერთხელ ერთი მათგანი მოინახულა, შეიტყო, რომ კლდიდან, რომლის ძირსაც ბერი მკვიდრობდა, მწარე წყალი მოწვეთავდა. ბერი თავს იმით ინუგეშებდა რომ “სატანჯველნი ჯოჯოხეთისანი” ფრიად უმწარეს არიან და აქ დათმენა სჯობს იქ მარადიულ ტანჯვას.

წმიდა დავითს იგი შეეწყალა და უფალს შეეევედრა დაეტკბო წყალი. მართლაც, როცა მან საწყაული წყლით აღავსო და ჯვარი გადასახა, იგი ყოველთა წყალთა უტკბესი აღმოჩნდა. ამგვარ სასწაულებს მამა დავითი ხშირად სჩადიოდა და “განჰკურნებდა ყოველსა უძლურებასა კაცთასა”. მისი ბრძანებით აღეშენა უდაბნო წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელზე.

რამდენიმე ხნის შემდეგ ღირსსა და სანატრელ დავითს უფლის მიერ ეუწყა, რომ მალე ზეციურ სავანეში განისვენებდა. კეთილმა მწყემსმა უდაბნოში მცხოვრები ბერები მოიხმო და უკანასკნელად დამოძღვრა ისინი: “თქვენ ნუ შეძრწუნდებით, არამედ განმტკიცენით დაგანძლიერდით და დაუცხრომელად ევედრებოდით ღმერთსა სულთა თქუენთა ცხოვრებისათვს”. იგი უფლის წმიდა სისხლსა და ხორცს ეზიარა და მადლობის შემწირველმა ღმერთს თავისი სული შეავედრა. უფალმა იესო ქრისტემ სიკვდილის შემდეგაც ადიდა მისი მსახური. ვინც წმიდანის ცხედარს ემთხვია, ყველა განიკურნა, მათ შორის ერთი დაბადებიდან ბრმა იყო.

მამა დავითის გვამი ეკლესიაში მშვენიერ ლუსკუმაში დაკრძალეს, რომლისგანაც საამო სურნელება იფრქვეოდა და ყველას ვინც სარწმუნოებით მიეახლოებოდა, კურნავდა.

დღესაც, ვინც ღირსი და საკვირველთმოქმედი მამა დავით გარეჯელის საფლავსა და მის მიერ იერუსალიმიდან ჩამოტანილი მადლის ქვას რწმენით სცემს თაყვანს, სულიერი და ხორციელი სატანჯველისგან იკურნება.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2013, 03:36 PM

გილოცავთ ყველა დავითს და არა დავითს smile.gif განსაკუთრებით ვულოცავ ჩემს სულიერ მოძღვარს!!!!!!!!!! mpua.gif wub.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jun 20 2013, 03:38 PM

მეც ვულოცავ წეღან არ მომოილოცავს smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2013, 03:18 PM

ჩემს თავს, ყველა მარინეს და ყველა ფორუმელს გილოცავთ მარინობას wub.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 30 2013, 03:20 PM

marine
გილოცავ მარინე ანგელოზის ხსენების დღეს წმინდა მარინე იყოს შენი შემწე და მფარველი ცხოვრების გზაზე kiss1.gif მუდამ ბედნიერი მენახე kiss1.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 30 2013, 03:21 PM

ციტატა(G_saxva @ Jul 30 2013, 04:20 PM) *

marine
გილოცავ მარინე ანგელოზის ხსენების დღეს წმინდა მარინე იყოს შენი შემწე და მფარველი ცხოვრების გზაზე kiss1.gif მუდამ ბედნიერი მენახე kiss1.gif


გაიხარე, ჩემო კარგო, უღრმესი მადლობა და შენც შეგეწიოს დიდმოწამე a025.gif დღეს ამაღლებულ განწყობაზე ვარ, რადგან დილით ქაშვეთის წმინდა მარინეს ტაძარში ვიყავი rolleyes.gif წმინდა მარინეს უძველესი ხატი ისეთი ცოცხალია, რომ გული ამიჩუყდა მთხვევისას smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 30 2013, 04:05 PM

გილოცავ მარინე და არ მოგაკლდეს მფარველობა...

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Jul 30 2013, 04:49 PM

გილოცავ მარინე შენი მფარველი წმინდანის დღეს kiss1.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2013, 03:31 PM

A.V.M
qetevano

გაიხარეთ, ჩემო კარგებო!!! უღრმესი მადლობა wub.gif wub.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Aug 2 2013, 10:22 AM

http://radikal.ru/fp/21e2ed686d2c4a179ff84f42433343e9

წინასწარმეტყველი ელია - ერთ-ერთი უდიდესი წინასწარმეტყველი - ლევიტელთა ტომიდან აღმოცენდა ქრისტეს შობამდე ცხრაასზე მეტი წლის წინ. ნეტარის ზედწოდება - თეზბიტელი მისი მშობლიური ქალაქის, თეზბას სახელიდან მომდინარეობს (ეს ქალაქი, ერთი ვარაუდით, გალილეაში მდებარეობდა, სხვა მოსაზრებით კი - მდინარე იორდანეს მახლობლად, გალაადის ქვეყანაში). ეპიფანე კვიპრელის ცნობით, როცა ელია დაიბადა, მისმა მამამ იდუმალი ჩვენება იხილა: კეთილსახიერი ჭაბუკები ცეცხლის ალში ხვევდნენ ახალშობილს და ცეცხლით კვებავდნენ.

ელიამ სიყმაწვილიდანვე ღმერთს უძღვნა თავი - უდაბნოში განმარტოვდა და მკაცრ მარხვაში, ლოცვასა და ღვთის განგებულებაზე ფიქრში ატარებდა დღეებს. უფალმა მას საწინასწარმეტყველო მსახურებისათვის უსჯულო მეფე აქაბის ზეობისას მოუწოდა. ამ დროისთვის ისრაელი უსჯულოებაში იყო ჩაძირული: ხალხმა ზურგი აქცია სჯულს და კერპებს მოუდრიკა ქედი. კერპთმსახურების განსაკუთრებით ერთგული დამცველი იყო მეფე აქაბის მეუღლე, წარმართი იეზაბელი, რომელმაც თავისი მეუღლე ბაალის სამსხვერპლოს აგებაზე დაიყოლია. თავისი ერის გარყვნითა და გადაგვარებით თავზარდაცემული ელია აქაბის წინაშე წარდგა, ამხილა მისი უსჯულოება და სინანულისა და ჭეშმარიტ ღმერთთან მიბრუნებისკენ მოუწოდა. წინასწარმეტყველმა მას განუცხადა, რომ ღმერთთან დადებული აღთქმის დარღვევისათვის ისრაელს სასჯელად თავს დაატყდებოდა გვალვა და შიმშილობა, რომელიც მხოლოდ ელიას ლოცვით შეწყდებოდა. ელიას სიტყვები აღსრულდა: ცა შეიკრა, გამხმარი მიწა ნაყოფს არ იძლეოდა, ხალხი საშინლად იტანჯებოდა... უფალმა ელიას უბრძანა, წასულიყო „ნაღვარევსა მას ქორათისასა, რომელ არს პირისპირ იორდანესა“. აქ ელიას დღეში ორჯერ, დილა-საღამოს ყორნები უზიდავდნენ საკვებს. როცა ხანგრძლივი გვალვის გამო წყარო ქორათშიც დაშრა, წინასწარმეტყველმა ღვთის ბრძანებით სიდონის მახლობლად მდებარე სოფელ სარეფთას მიაშურა. აქ იგი ერთი ქვრივი დედაკაცის სახლში დაბინავდა, რომელსაც ელიას იქ ყოფნისას სასწაულებრივად არ ელეოდა ფქვილი და ზეთი. ამ დროს სარეფთელი ქვრივის ერთადერთი შვილი დასნეულდა და გარდაიცვალა. წინასწარმეტყველმა ლოცვის ძალით მკვდრეთით აღადგინა ყრმა და დედას დაუბრუნა.



სამწლიანი გვალვის შემდეგ, როცა შიმშილობამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია, ელია სასახლის უფროს აბადიასთან ერთად საქონლისთვის საძოვრების საძებნელად გამოსული მეფე აქაბის წინაშე წარდგა. ცრურწმენით შეპყრობილმა აქაბმა მასში უბედურების მომტანი ადამიანი დაინახა და უთხრა: „შენ ხარ ამრღუე ისრაელისა?“ „არა მე, არამედ შენ და სახლი მამისა შენისა, რამეთუ დაუტევეთ უფალი ღმერთი თქუენი და შეუდეგით კვალსა ბაალისასა“, - უპასუხა წინასწარმეტყველმა და სთხოვა, ისრაელში მცხოვრები ხალხი და ბაალის ქურუმები, რომლებიც იეზაბელის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ იმყოფებოდნენ, კარმილის მთაზე შეეკრიბა. აქაბი დათანხმდა და დათქმულ დღეს კარმილის მთაზე რვაასორმოცდაათმა ქურუმმა მოიყარა თავი. ელიამ მათ შესთავაზა, თანაბარ პირობებში (სამსხვერპლოზე ცეცხლის დაუნთებლად) შეეწირათ მსხვერპლი თავიანთი ღმერთებისათვის. ამაოდ დარბოდნენ დილიდან საღამომდე სამსხვერპლოს გარშემო ქურუმები და ევედრებოდნენ ბაალს ცეცხლის მოვლინებას: „მაღლადრე უხმეთ, რამეთუ ღმერთი არს: ანუ თუ განცხრებოდეს რასამე, ანუ არა რამე სცალდეს, ანუ ეძინოს და ადგეს“, - ეუბნებოდა მათ ელია. საღამოს თავად წინასწარმეტყველმა აღადგინა კარმილზე თორმეტი ქვისაგან აგებული ძველი სამსხვერპლო, რაც სიმბოლურად ხალხის ღმერთთან დადებული აღთქმის აღდგენას ნიშნავდა; სამსხვერპლოს ირგვლივ თხრილი გააჭრევინა და იგი მსხვერპლზე და შეშაზე გადასხმული წყლით ამოავსო. ელიას ლოცვის პასუხად ზეციდან სასწაულებრივად გარდამოხდა ცეცხლი, რომელმაც შეშასა და მსხვერპლთან ერთად სამსხვერპლო ქვაბიც დაწვა და თხრილში წყალი ამოაშრო. გაოცებულმა ხალხმა ერთხმად აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი: „ნამდვილვე უფალი იგი არს, უფალი იგი არს ღმერთი!“ (3 მეფ. 18.39) და ქურუმები, როგორც ერის გამრყვნელები, კიშონის ნაღვარევთან ჩახოცა. ამის შემდეგ წინასწარმეტყველმა მეფეს მიმართა: „აღდეგ, ჭამე და სუ, რამეთუ ხმაჲ ბგერისა წვიმისა არს“ (3 მეფ. 18.41); ცა ღრუბლებით დაიფარა და ძლიერი წვიმა წამოვიდა. მეფე აქაბმაც ადიდა ღმერთი და შეინანა უსჯულოება, მაგრამ მეფის სინანული ხანმოკლე აღმოჩნდა. როცა მან თავის მეუღლეს უამბო მომხდარის შესახებ, იეზაბელი საშინლად განრისხდა და ელიას სიკვდილით დასჯა ბრძანა: უფლის რჩეულის დევნა განახლდა. წინასწარმეტყველმა ჯერ იუდეის სამეფოს, ქალაქ ბერსაბეს მიაშურა, შემდეგ კი არაბეთის უდაბნოში განმარტოვდა და, ღრმა მწუხარებით აღსავსემ, ზეცას შეჰღაღადა: „კმა არს აწ, უფალო, მიიღე სული ჩემი შენგან, რამეთუ არა უმჯობეს ვარ მამათა ჩემთა“ (3 მეფ. 19.4). ღვთის ნებით, ნათელმოსილი ანგელოზი წარდგა მის წინაშე, საზრდელით განამტკიცა და მიანიშნა იმაზე, რომ შორეული გზა ჰქონდა. სულითა და ხორცით განძლიერებული ელია სინას უდაბნოს გავლით ქორების მთისკენ გაეშურა, რომელსაც ორმოცი დღის შემდეგ მიაღწია. აქ მან ერთ-ერთ გამოქვაბულს შეაფარა თავი. უეცრად ნეტარს უფლის ხმა მოესმა: „რაჲსა ხარ შენ აქა, ელია?“ - „შემშურდა შური უფლისა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისა, - უპასუხა ელიამ, - რამეთუ დაგიტევეს შენ ძეთა მათ ისრაელისათა, საკურთხეველნი შენნი დაამხუნეს და წინასწარმეტყველნი შენნი მოსწყვიდნეს მახვილითა და მე მარტო დაშთომილ ვარ და ეძიებნ სულსაცა ჩემსა მიღებად“ (3 მეფ. 19.10). უფალმა წინასწარმეტყველს გამოქვაბულიდან გამოსვლა და მთაზე დადგომა უბრძანა. თავდაპირველად ქარბუქი ამოვარდა, მიწა იძრა. მიწისძვრას ცეცხლი მოჰყვა, მაგრამ არც ქარბუქის, არც მიწისძვრისა და არც ცეცხლის დროს არ გამოცხადებია ელიას ღმერთი. ცეცხლის შემდეგ დაბერა გრილმა ნიავმა და ელიამ იგრძნო ღვთის სიახლოვე. ამ სასწაულებით უფალმა დაანახა თავის რჩეულს, რომ მას კაცობრიობის მოქცევა მოთმინებითა და წყალობით სურდა და არა საშინელი სასჯელით. იგრძნო რა ღვთის იქ ყოფნა, წინასწარმეტყველი გამოქვაბულიდან გამოვიდა და მიუწვდომელი ღვთის წინაშე კეთილკრძალული შიშით სახე ხალენით დაიფარა, ისევე, როგორც მოსემ ღვთის განცხადებისას ქორების მთაზე. ამის შემდეგ ელიამ ღვთისგან მიიღო ბრძანება, იმავე გზით წასულიყო დამასკოში და აზაელი - ასურეთის მეფედ, იუი კი - ისრაელის მეფედ ეკურთხებინა, ხოლო წინასწარმეტყველად დაედგინა ელისე. ამათგან წმიდა ელია წინასწარმეტყველმა მხოლოდ უკანასკნელის ასრულება შეძლო, ხოლო პირველი ორი მან თავის მოწაფეს, ელისეს უანდერძა. საყოველთაო განდგომილებით გულგატეხილი ელია უფალმა ანუგეშა - ამცნო, რომ ისრაელში კიდევ შვიდი ათასი მამაკაცი იყო დარჩენილი, რომელთაც თაყვანი არ უცია ბაალის კერპისათვის.

უფლის ნებით, წინასწარმეტყველი ელია ცეცხლოვანი ეტლებით იქნა აღტაცებული ზეცად. ეკლესიის სწავლებით, იგი მეორედ მოსვლის წინ ანტიქრისტეს სამხილებლად ენოქთან ერთად უნდა მოვიდეს და ხორციელი სიკვდილიც დაითმინოს (გამოცხ. 11,2-9). საეკლესიო გადმოცემით, ელიას ხალენი საქართველოშია დაფლული, სვეტიცხოვლის ტაძარში, წმიდა ელია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერში.

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.
წყარო: Orthodoxy.Ge
ყველას გილოცავთ ამ დღესასწაულს განსაკუთრებით ჩვენს პატრიარქს kiss1.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2013, 03:07 PM

ყველას გილოცავთ და განსაკუთრებით ჩვენს საყვარელ პატრიარქს!!! ღმერთმა უჩვეულოდ დიდხანს გვიცოცხლოს!!!!!!!!!! wub.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 2 2013, 07:24 PM

ვა...
არ მახსოვდა...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Aug 2 2013, 10:03 PM

ციტატა(A.V.M @ Aug 2 2013, 07:24 PM) *

ვა...
არ მახსოვდა...

არ მოგვილოცო ხო შენ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 10 2013, 01:54 PM

გილოცავთ წმინდა შუშანიკის ხსენების დღეს!!!

მოჰყავთ შუშანიკი ტანჯული, გვემული…
ფოთოლნი ტირიან ოქროს ფერისანი
ნისლებს ეფარება ცაი დიდებული,
ქარმა შეარხია რტოი ძეწმისაი.
მთათა მოიხადეს გვირგვინნი მეფურნი,...
თვალთა სხივი მოწყდა ელვარებისაი
ტირიან, მოთქვამენ “დედანი ზეპურნი”,
ტირიან ყვავილნი ცხარედ ველისანი
მარტვილს მოაცილებს ქარი მგლოვიარე,
კრძალვით კარს უღებენ ძალნი ზეცისანი
როს “ვითარცა ცოფი, ბდღუენდა პიტიახში”
ქარმა გადახარა რტოი ძეწნისაი.
- ილოცვიდეთ ჩემთვის! -
უთხრა მტირალ ხალხსა
ხენი თავებს ხრიან ძაძით შენამკობნი
მოკვდა შუშანიკი თთუესა სთულისასა
და ცხოვრებას მისას წერდა იაკობი.

ანა კალანდაძე

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 11 2013, 01:16 AM

დღევანდელ დღეს გილოცავთ !

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 11 2013, 09:13 AM

http://radikal.ru/fp/1dc53f1731164e7dbcfe3301bd12b714
წინა-მორბედო და ნათლის-მცემელო იოანე, უდაბნოსა მოქალაქეო, რომელსა გესმა საღმრთო იგი ხმა მამისა, რომელი ღირს-იქმენ ძისა და უფლისა ნათლის-ცემად და იქმენ მხილველ სულისა წმიდისა, და ყოველთა გვიქადაგე ნათლისღება სინანულისა, ჩუენ ცოდვილთაცა მეოხ-გვეყავ, რათა ლოცვითა შენითა მოვიღოთ შენდობა ცოდვათა.”

იოანე ნათლისმცემელიიოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე ახალი სტილით 11 სექტემბერს (ძვ. სტილით 29 აგვისტოს) აღინიშნება. ქრისტიანები ამ დღეს მარხულობენ. ტაძრებში კი წირვა-ლოცვა აღევლინება.

უფალმა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან მიიღო ნათლობის მადლი, ნათლობა სინანულისა, ამიტომ ეწოდა მას “ნათლისმცემელი”. უდიდესი წინასწარმეტყველი, უფლის წინამორბედი, რომელმაც მაცხოვარს სამოღვაწეო ასპარეზი განუმზადა მოწამეობრივად აღესრულა.

იოანე ნათლისმცემლის სიკვდილი უკავშირდება ჰეროდე ანტიპას, ჰეროდეადასა და სალომეას სახელებს. სწორედ მათი ხელით აღესრულა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი.

ჰეროდე ანტიპამ (ჰეროდეს ძე, რომელმაც ბეთლემში ყრმათა ჟლეტა მოაწყო) ცოლად შეირთო თავისი ნახევარძმის ქალიშვილი, ავხორცობით განთქმული ჰეროდეადა, ის ამ დროს გათხოვილი იყო თავის ბიძაზე ჰეროდე ფილიპეზე. ერთხელ, როცა ჰეროდე ანტიპა ძმას ეწვია, ჰეროდეადამ მასთან დანაშაულებრივი კავშირი გააბა და დაითანხმა, ცოლს გაყროდა და იგი შეერთო. მათ ქორწინებას რჯული კრძალავდა და “უწმინდურად” მიიჩნევდა, ამიტომ ჰეროდე ანტიპას და ჰეროდეადას შეუღლებამ იუდეველები ძლიერ აღაშფოთა. მიუხედავად ამისა, ავხორცი და პატივმოყვარე ქალი თავის ქალიშვილთან ერთად ახალი ქმრის სასახლეში გადაბარგდა.


ანტიპამ თავისი რეზიდენცია მკვდარი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ციხე-დარბაზ მახერუნში გადაიტანა. აქვე ქადაგებდა და ნათელს სცემდა წინამორბედი. ის რამდენიმეჯერ მიუწვევიათ სასახლეში. ანტიპა იოანეს ქადაგებებს ერთხანს ინტერესით ისმენდა, სანამ წინასწარმეტყველმა იგი ულმობლად არ ამხილა და არ უთხრა: “არა ჯერ არს შენდა, ვითარმცა ცოლად გესუა ძმის-ცოლი შენი” (მარკ. 6:17). ანტიპამ იოანე საპყრობილში სწორედ ჰეროდეადას დაჟინებული მოთხოვნით ჩააგდო.

ჰეროდე ანტიპამ იცოდა, რომ ნათლისმცემელს დიდი გავლენა ჰქონდა ხალხზე. ეშინოდა, მის სიკვდილით დასჯას აჯანყება არ მოჰყოლოდა. ჰეროდეადამ კი მზაკვრული ჩანაფიქრი ერთ-ერთ თავაშვებულ ნადიმზე აღასრულა. ამ დღეს ჰეროდე ანტიპა ტახტზე ასვლისა თუ დაბადების დღეს ზეიმობდა.

ღრეობა, სადაც ჰეროდიადას ასულს, სალომეას ცეკვის სანაცვლოდ ნებისმიერი სურვილის ასრულება აღუთქვეს, საპყრობილეში ჯალათის წარგზავნითა და იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთით დაგვირგვინდა.

სალომეა დედას გაფრთხილებული ჰყავდა, ცეკვის სანაცვლოდ ჰეროდესგან იოანე ნათლისმცემლის თავი მოეთხოვა. ჰრქუა ჰეროდე მეფემან ქალსა მას: “მთხოვე, რაჲცა გნებავს, და მიგცე შენ. და ეფუცა მას, ვითარმედ: რაჲცა ითხოო, მიგცე შენ, ვიდრე ზოგადმდე მეფობისა ჩემისა. ხოლო იგი გამოვიდა და ჰკითხა დედასა თჳსსა, ვითარმედ: რაჲ ვითხოო? ხოლო მან ჰრქუა მას: თავი იოვანე ნათლის-მცემელისაჲ. და შევიდა ქალი იგი მსრწაფლ მეფისა და ჰრქუა: მნებავს, რაჲთა აწვე მომცე მე ლაკნითა თავი იოვანე ნათლის-მცემელისაჲ.”

ჰეროდეს მართალია ეშინოდა, რომ წინასწარმეტყველის მოკვლისთვის ღვთისგან ძალიან დაისჯებოდა, მაგრამ არ ისურვა დაერღვია სტუმრების წინაშე დაუფიქრებლად დადებული ფიცი და ბრძანა, ნათლისმცემლის მოკვეთილი თავი სალომეასთვის მიერთმიათ. მართლაც, უფლის წინამორბედის მოკვეთილი თავი სალომეას მიართვეს. “მეყსეულად წარავლინა მეჴრმლე მისი და უბრძანა მოღებად თავი მისი. ხოლო იგი წარვიდა და მოჰკუეთა თავი საპყრობილესა შინა და მოიღო თავი მისი ფეშხუენითა და მისცა ქალსა მას, და ქალმან მან მიართუა დედასა თჳსსა.”

ამ ამბიდან ძალიან მალე, იესო ქრისტეს უკანასკნელ პასექზე, ანტიპას კიდევ ერთხელ მიეცა შესაძლებლობა, გაეკეთებინა უდიდესი სიკეთე – იესო ჯვარცმისგან ეხსნა. მაგრამ ჰეროდეს მსგავსიც არაფერი ჩაუდენია. ამის შემდეგ ჰეროდეს მეფობა დაღმა დაეშვა. ღვთის რისხვა მას, ჰეროდიადასა და სალომეას სიცოცხლეშივე მიეწია. ზამთარში, გაყინულ მდინარეზე როკვისას სალომეას ყინული ჩაუტყდა, წყალში ისე ჩავარდა, რომ ყინულმა თავი მოაჭრა. გვამი მდინარეში ჩაიძირა, თავი კი ანტიპასა და ჰეროდეადას მიუტანეს. არაბეთის მეფემ თავისი ასულის შერცხვენისთვის ჰეროდეს წინააღმდეგ გაილაშქრა. ჰეროდე დამარცხდა, რის გამოც განრისხებულმა იმპერატორმა იგი თავის ცოლთან ერთად ჯერ გალიაში, შემდეგ კი ესპანეთში გადაასახლა. ერთ ღამეს მოულოდნელად მიწა გაიპო და ჰეროდე ჰეროდიადასთან ერთად, უფსკრულმა შთანთქა.

იოანე ნათლისმცემლის თემა აისახა მხატვრობასა და ქანდაკებაში. შუა საუკუნეების ხატწერაში იოანე ნათლისმცემელი ვედრების კომპოზიციის ერთ-ერთი აუცილებელი ფიგურაა.

მართლმადიდებელი ეკლესია წმიდანის შობის დღეს 7 ივლისს აღნიშნავს.

წმიდა იოანე ნათლისმცემლის ლოცვა შეეწიოს სრულიად საქართველოს.

თეონა ნოზაძ
რუ: ambioni.ge
გილოცავთ ყველას ამ ბრჭყინვალე დღესასწაულს უფალი შეეწიოს მთლიანად საქარველოს. წმინდა იოანე ნათლისმცემლის ძალა და წყალობა არასდროს მოკლებოდეთ kiss1.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2013, 02:46 PM

გილოცავთ!!! ყველას შეგვეწიოს წმინდა იოანე ნათლისმცემელი და მისი სიწმინდის დარად გვეცხოვროს wub.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Sep 11 2013, 10:21 PM


http://news.ge/ge/news/story/30581-gilotsavt-ioane-natlismtsemelis-tavis-kvetas

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 19 2013, 01:59 AM

მთავარანგელოზობას გილოცავთ !

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 19 2013, 09:25 AM

მეც გიულოცავთ მაგრამ დღეს მთავარნელოზობა კი არ არის არამედ
ხსენება საკვირველებისა მთავარანგელოზ მიქაელის მიერ კოლასეს შინა (ხონა) ქმნილისა (IV); მოწამეთა: ევდუქსესი, ზენონისა და მაკარისა (311-312); ღირსისა არქიპოსი (IV); მოწამეთა რომილესი და მისთანა სხვათა მრავალთა (107-115); მღვდელმოწამისა კირილესი, გორტინელი ეპისკოპოსისა (III-IV); მოწამეთა: კვირიაკესი, ფავსტო ხუცისა, აბიბოს დიაკონისა და მათთანა 11 მოწამეთა (დაახ. 250); ღირსისა დავითისა (VI).
გილოცავთ და ულევ სიხარულს გისურვებთ. მთვარანგელოზი მიქაელი შეგეწიოთ ბოროტთან ბრძოლაში kiss1.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2013, 12:16 PM

მეც გილოცავთ!!! დაე, უამრავი ადამიანის სული ამოიყვანოს მიქაელ მთავარანგელოზმა ჯოჯოხეთიდან!!!

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 21 2013, 10:46 PM

ღვთისმშობლის შობას გილოცავთ !

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 21 2013, 11:24 PM

ციტატა(A.V.M @ Sep 21 2013, 10:46 PM) *

ღვთისმშობლის შობას გილოცავთ !

მეც გილოცავთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 26 2013, 09:18 AM

http://radikal.ru/fp/c6ab0c990aec4b5da1b4358202b9ebc9

ყველას გილოცავთ ქეთევანობას, განსაკუთრებით კოპჩიკას, ხაშურელ ქეთევანს და უცხოეთში მყოფს. რომლებსაც ამ ფორუმის საშვალებით დავუახლოვდი. ყოველივე საუკეთესოს გისრუვებთ, დიდმოწამე ქეთევანი იყოს თქვენი შემწე და მფარველი ... kiss1.gif

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენებას 26 სექტემბერს დღესასწაულობს. წმ. დიდმოწამე ქეთევან დედოფალი აშოთან მუხრან ბატონის ასული და კახეთის მეფის, ალექსანდრეს, უფროსი ვაჟის, დავითის მეუღლე იყო.
შაჰ-აბასმა დედოფალს შეუთვალა, რომ თუ ქრისტიანობას განუდგებოდა, შეიწყნარებდა, თუ არა და, აწამებდნენ და მოკლავდნენ. ქეთევანმა ქრისტიანობა არ დათმო.
მამა არჩილ ხაჩიძე, კუკიის წმინდა წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური: “როგორც ცნობილია, ქეთევან დედოფალი წარმოშობით დიდგვაროვანი. იგი იყო აშოთან მუხრანბატონის ასული, რომელიც დაოჯახდა და გახდა კახეთის მეფის, ალექსანდრეს ძის, დავითის მეუღლე. დავითს ჰყავდა ორი უმცროსი ძმა: გიორგი და კონსტანტინე. კონსტანტინე ბავშვობიდან შაჰის კარზე იზრდებოდა და მთლიანად შეცვლილი ქონდა ზნე და ბუნება.
მეფე ალექსანდრემ თავისი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე უფროსი ვაჟი დავითი, შაჰის ნებართვით კახეთის ტახტზე აიყვანა, თავად კი მონასტერში გაერიდა ამ წუთისოფელს. 1602წ. დავითის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, ალექსანდრე იძულებული იყო სამეფოს დაბრუნებოდა. ქვეყანაში არსებული არეულობის გამო ქეთევანმა თავისი ვაჟი თეიმურაზი შაჰ-აბასთან გაგზავნა.
ამ უკანასკნელმა კახეთში გამოგზავნა გამაჰმადიანებული კონსტანტინე-მირზა (ალექსანდრეს ერთ-ერთი ძე), რომელმაც შაჰის მითითებით მოკლა მამა, ღვიძლი ძმა გიორგი და მათი თავები შაჰს გაუგზავნა, როგორც დიდებული და ძვირფასი ძღვენი, ხოლო მათი სხეულები აქლემს აკიდა და ალავერდის გალავანში დასაკრძალად გააგზავნა, სადაც ამ დროს თავს აფარებდა ქეთევან დედოფალი ორ შვილთან (თეიმურა და ელენე) ერთად.
ქეთევან დედოფალმა ისინი ღირსეული პატივით მიაბარა მიწას.
კონტანტინემ, კიდევ უფრო ამაზრზენი რამ შესთავაზა ქეთევან დედოფალს, რომ მისი ცოლი გამხდარიყო, მთლიანად მისი მორჩილი ყოფილიყო და მას პატივისცემა არ მოაკლდებოდა.
მამის და ძმისმკვლელი კონსტანტინე-მირზა ქართველებმა სიცოცხლეს გამოასალმეს. ქეთევანმა შაჰს დიდძალი ძღვენი გაუგზავნა და სთხოვა, თეიმურაზი კახეთის მეფედ დაემტკიცებინა. არეულობის თავიდან ასაცილებლად.
შაჰ-აბასი დათანხმდა ქეთევანის თხოვნას.
სულ მალე თეიმურაზი იძულებული გახდა შაჰ-აბასის კარზე მძევლად გაეგზავნა თავისი უმცროსი ვაჟი – ალექსანდრე. მას ქეთევანიც გაჰყვა. შაჰმა უფროსი ვაჟი – ლევანიც მოითხოვა. ალექსანდრე და ლევანი დაასაჭურისეს. ალექსანდრე გარდაიცვალა, ხოლო ლევანი შეიშალა.

ათი წლის განმავლობაში ქეთევან დედოფალი შირაზის მმართველის, გათთათრებული ქართველის იმამ-ყული-ხან უნდილაძის სასახლეში ცხოვრობდა. მას დიდი პატივით ეპყრობოდნენ, მაგრამ ეს მაინც ტყვეობა იყო, შაჰის მიერ განჩინებული.

შაჰ-აბასმა იმამ-ყული-ხანს შუთვალა, რომ თუ ქეთევანი ქრისტიანობას განუდგებოდა, შეიწყნარებდა, თუ არა და ეწამებინა და მოეკლა. უნდილაძე შეევედრა დედოფალს, ფორმალურად მაინც უარეყო ქრისტე, მაგრამ ქეთევანი წამებისთვის მზად იყო.
ენით აუწერელი იყო სპარსთა სისატიკე. დედოფალს გახურებული რვალის ქვაბი თავზე დაამხეს. მკერდი დააგლიჯეს, გავარვარებული მარწუხები გაუყარეს მკერდიდან ზურგში, ფრჩხილები დააძრეს, ხორცი დააგლიჯეს, ლურსმნიანი ფიცარი დააჭედეს, ბოლოს კი გახურებული ბარით შუბლი გაუპეს.
წამების მხილველმა ფრანგებმა წმ.დედოფლის ნაწილები დიდი პატივით დაასვენეს კათოლიკურ მონასტერში. შემდგომ კი კახეთის მეფეს, თეიმურაზს გამოუგზავნეს მოწამის თავი, მკლავი და სხვა ნაწილები.
დედოფალი პატივითა და დიდებით ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაკრძალეს.

წმინდა ქეთევან დედოფალს სპარსეთში წასვლის წინ ულოცია გურჯაანის ყველაწმიდის ტაძარში.
მოძღვრის ქადაგებიდან:
ქეთევან დედოფალი, შევიდა სახლში, რომელიც ჰქონდა სალოცველად, მოიდრიკნა მუხლნი და მხურვალეს გულით წარმოსთქვა ვედრება:
„შენ ღმერთსა სამებასა და თანა არსსა ვიცნობ უცნაურსა და უხილავსა, ვერ შემძლებელი თქმად საკვირველებათა შენთა. გევედრები მეუფეო უფალო, შიშნეული მძლავრთაგან მცველთა ჰაერისათა, მომივლინე მე ანგელოზი მცველი სულისა ჩემისა და მიითვალე სული ჩემი, და განმიღე კარი სასძლოისა შენისა; აღმრაცხე მე გუნდსა თანა მოწამეთა შენთასა, არ არს რიცხვი ცოდვათა ჩემთა და არცა ვისმე შენდამი მორწმუნეთაგანსა უცოდავს ჩემებრ, აღგიარებ ცოდვათა ჩემთა. შენ განკურნენ წყლულებანი სულისა ჩემისანი; მიეც ძესა ჩემსა თეიმურაზსა ძლევაი და რომელნი ჰყოფდენ ხსენებასა ჩემსა მიანიჭე საუკუნო სუფევაი. ქალწულო უბიწოო, შემიწყალე მორწმუნე განგებულებითა ძისა შენისათა“.

რადგანაც არ ჰყავდა მღვდელი, „თავისი ხელით უხრწნელთა საიდუმლოთა თანაზიარ იქმნა და იგი ესრეთ უფლისათან“, გამოვიდა უშიშრად გარეთ და ამაღლებულმა „მტანჯველთა თვისთა, განუცხადა: „როგორ არ იცის თქვენმან მომვლინებელმან, რომ თვით უმეცარნი ყმაწვილნიც კი დაცინვით მიიღებენ იმის რჩევასა და დარიგებასა? მე როგორ შემაცდენს იგი, რომელსაც შემიმოსია ძალი ქრისტესი? მან აღაოხრა სამეფო ჩემი, განაძო ძე ჩემი, მოაკუდინა ძის ძენი ჩემნი, აღაოხრა და შეაგინა ეკლესიანი და ჰსურს სიკვდილიცა ჩემი? მომაკუდინოს - ვჯმნი მაჰმადისაგან და ყოველთა საქმეთა მისთაგან, და ყოველთა სიბილწეთა მისთაგან! მრწამს მამ, ძე და სული წმიდა: სამება ერთარსი და განუყოფელი. ვევედრები ჯვარცმულსა ჩვენთასა და ყოვლად წმიდასა დედასა მისსა, განმაძლიეროს მე ჟამსა ტანჯვისასა, რათა მით ღირს ვიქმნე მე მოწამეთა გვირგვინსა. აჰა მე ვსდგევარ წინაშე თქვენსა, ჰქმენით რაიცა გნებავსთ“.
რუ:
მე
ambioni.ge
orthodoxy.ge

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 26 2013, 01:20 PM

ფორუმელო ქეთევანებო და არაქეთევანებო, გილოცავთ!!!!!!!!! შეგეწიოთ და მისი სიწმინდის მობაძავნი ყოფილიყავით wub.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Sep 26 2013, 01:23 PM

G_saxva
marine
გაიხარეთ, ჩემი საყვარელი დღეა დღეს happy.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 26 2013, 11:03 PM

ქეთევანებო მრავალს !

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Sep 26 2013, 11:32 PM

A.V.M

ციტატა
ქეთევანებო მრავალს

happy.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 3 2013, 09:20 AM

http://radikal.ru/fp/a1f69c34549b40c9975d3866cc86dd85
ხსენება წმიდისა დიდმოწამისა ევსტათი პლაკიდასი, ცოლისა მისისა თეოპისტიასი და შვილთა მათთა – აღაპისა და თეოპისტესი

20 სექტემბერი ძვ.სტ./3 ოქტომბერი ახ.სტ.



წმ. ევსტათი პლაკიდა



ტროპარი

მოწამეთა შენთა, უფალო, ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა, შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდა მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხუეს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი. მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

კონდაკი

ვნებათა ქრისტესთა ცხადად მიმსგავსებული, და სარწმუნოებით მისისა სასუმელისა მსუმელი, ევსტათი, ზიარ და თანამემკვიდრე დიდებისაცა იქმენ თვით მის, ყოველთა ღმრთისა მიერ, მაღლით მომღებელი მოტევებისა.
ცოტა რამ წმინდა ევსტათის ცხოვრებიდან :
წმიდა დიდმოწამე ევსტათის ნათლისღებამდე პლაკიდა ერქვა. ის მხედართმთავრად მსახურობდა რომაელთა ლაშქარში იმპერატორების: ტიტუსისა (79-81) და ტრაიანეს (98-117) დროს.

ევსტათი ისეთი ახოვანი მეომარი იყო, რომ მტრებს მისი სახელის გაგონებაც კი შიშის ზარს სცემდა. მოცალეობის ჟამს წმიდანს ნადირობა უყვარდა. ერთ-ერთი ასეთი ნადირობის დროს მან დიდხანს სდია ირემს, რომელმაც ბოლოს მაღალ კლდეზე აირბინა და აქ გაჩერდა. უეცრად ირმის რქებს შორის ცხოველმყოფელი ჯვრის ნიში გაბრწყინდა ჯვარცმული მაცხოვრის გამოსახულებით. „პლაკიდა, რაჲსა მდევნი მე?“ - ჰკითხა მაცხოვარმა. შეშინებულმა სტრატილატმაც კითხვითვე მიმართა: - „ვინ ხარ შენ, უფალო?“ „მე ვარ იესუ ქრისტ ჱ, რომელმან ყოველივე დავჰბადე არაარსისაგან და თჳსთა ჴელითა შევქმენ კაცი და არავე მოაქამდე დავაყენე კაცთმოყუარებაჲ ჩემი, არამედ შემუსრვილი ცოდვისა მიერ კუალად განვაახლე“, და ყოველივე მიუთხრა: თავისი განკაცება, ჯვარცმა, სიკვდილი, დაფლვა, მესამე დღეს აღდგომა, „რომელთა მიერ წინააღმდგომისაგან თავისუფლებაჲ ნათესავსა ჩუენსა მოანიჭა“ და ზეცად ამაღლება. კეთილი თესლი კეთილ ნიადაგზე მოხვდა - უფლის რჩეულმა წრფელი გულით ირწმუნა და მაცხოვარს შეევედრა, ეუწყებინა როგორ მოქცეულიყო შემდგომ. ნეტარს კვლავ ჩაესმა ხმა და ქალაქში წასვლა, მღვდელთან მისვლა და მეუღლესა და შვილებთან ერთად ნათლისღებით განწმედა უბრძანა.

გახარებული პლაკიდა შინ დაბრუნდა და ყოველივე მოუთხრო მეუღლეს, რომელმაც, თავის მხრივ, აუწყა, თუ წინა ღამეს როგორ ჩაესმა ძილში: „შენ და ქმარი შენი და შვილნი ხვალე მოვედით ჩემდა და განცხადებულად უწყოდეთ, მე ვარ იესუ ქრისტ ჱ, რომელსა ძალ-მიც ცხორებაჲ მოყუარეთა ჩემთაჲ“.

მეუღლეები ისე მოიქცნენ, როგორც ნაბრძანები ჰქონდათ: მიმართეს ქრისტიან ხუცესს, რომელმაც მთელ მათ სახლეულს ნათელსცა და ქრისტეს წმიდა სისხლსა და ხორცს აზიარა.

მომდევნო დღეს ევსტათიმ თავისი სასწაულებრივი მოქცევის ადგილს მიაშურა და მხურვალე ლოცვით მადლობა შესწირა ცხონების გზაზე მის დამყენებელ უფალს.

მაშინ ნეტარი კვლავ საკვირველი გამოცხადების ღირსი შეიქნა - თავად ზეციურმა მეუფემ გააფრთხილა მოსალოდნელი განსაცდელების შესახებ: „ამიერითგან უკუე მიგელის შენ თავსდებად გამოსაცდელი სარწმუნოებისაჲ, რამეთუ წუთ ერთღა განმცდელი იგი ეშმაკი მოსლვად არს შენდა... ხოლო შენ ბრწყინვალე ძლევაჲ აღადგინო მას ზედა, ვითარცა იგი პირველად იობ... და დასასრულსა წამებისა ჩემისა გჳრგჳნითა შეიმკო თავი შენი“. ევსტათიმ მდაბლად მიუგო: „იყავნ ნება შენი, უფალო!“

მალე ნეტარს უბედურებათა წყება დაატყდა თავს: მონა-მხევლები დაეხოცა, საქონელი გაუწყდა... გაღატაკებულმა, მაგრამ სულით მდიდარმა ევსტათიმ ოჯახთან ერთად ფარულად დატოვა მშობლიური სახლი, რომ უცხოობაში სიმდაბლითა და სიგლახაკით ეცხოვრა. ისინი ხომალდზე ავიდნენ და ეგვიპტისკენ გაეშურნენ. გზაში გემის პატრონი მოიხიბლა ევსტათის მეუღლის - თეოპისტიას მშვენიერებით, ვნებააშლილმა, ჩამოსხა ნაპირზე მამა და შვილები, ქალი კი თავისთან დატოვა. საშინლად დამწუხრებულმა სტრატილატ-ყოფილმა გზა განაგრძო და ბობოქარ მდინარეს მიადგა, რომლის გადალახვაც ორივე ყრმით შეუძლებელი იყო. მან ჯერ ერთი ძე შეისვა მხარზე და ფონს გაიყვანა, შემდეგ მეორესთან გამობრუნდა, მაგრამ იხილა, რომ ყრმა ლომს დაეტაცებინა და უდაბნოსკენ მიარბენინებდა. ვერც მეორე ნაპირზე დატოვებული შვილი შეინარჩუნა წმიდანმა: მგელმა ისიც ტყეში გაიტაცა.

ევსტათი, რომელმაც ყველაფერი დაკარგა, მწარედ ატირდა, მაგრამ მტკიცედ სწამდა, რომ ეს ყველაფერი ღვთის განგებულებით ხდებოდა. სოფელ ვლადისოსში ღვთის რჩეული მუშად დადგა და თხუთმეტი წელი გაატარა დაუცხრომელ ღვაწლში. მან არ უწყოდა, რომ ღვთის გამოუთქმელი მოწყალებით მისი ერთი ძე - მწყემსებმა, მეორე კი - მიწის მუშაკებმა გადაარჩინეს და ახლა მის გვერდით ცხოვრობდნენ; არ იცოდა ისიც, რომ უსჯულო მენავე მალე დასაჯა ღმერთმა - მძიმე სნეულებით ამოხდა სული, მისი მეუღლე კი, შეურცხვენელი, პატიოსანი შრომით ირჩენდა თავს.

ამ ხანებში იმპერატორ ტრაიანეს რომისთვის მეტად მძიმე ბრძოლის დაწყება მოუხდა. მას მოაგონდა სახელოვანი მხედართუფროსი პლაკიდა და წმიდანის მოსაძებნად მისი მეგობრები, ანტიოქოსი და აკაკი გაგზავნა.

დიდი ხნის უშედეგო ძებნის შემდეგ მხედრები იმ სოფელშიც ჩავიდნენ, სადაც წმიდა ევსტათი ცხოვრობდა. ისინი ყოფილ სტრატილატს მინდორში შეხვდნენ, ვერ იცნეს, უთხრეს, ვისაც ეძებდნენ და დიდი თანხის საზღაურად დახმარება სთხოვეს. წმიდანმა იცნო მეგობრები, მაგრამ ვინაობა არ გაამხილა; თავისი ბატონის სახლში მიიწვია ისინი და დააპურა. როცა მგზავრები კარგად დააკვირდნენ მასპინძელს, შენიშნეს, რომ იგი ძლიერ ჰგავდა პლაკიდას, შემდეგ ყელზე მისი განსაკუთრებული ნიშანი - საბრძოლო ჭრილობაც შენიშნეს და მიხვდნენ, რომ წინ თავიანთი მეგობარი ედგათ. სიხარულის ცრემლებმოძალებული მეომრები გადაეხვივნენ ნეტარს და მოუთხრეს, რისთვისაც ეძებდნენ. ევსტათი რომში დაბრუნდა და კვლავ იმპერატორის მხედართმთავარი გახდა. მის ლაშქარს მრავალი ახალწვეული შეემატა და წმიდანმა არ იცოდა, რომ ის ორი ახალგაზრდა მხედარი, რომელთაც ხშირად აძლევდა დავალებებს და რომლებიც ძლიერ უყვარდა სიმარჯვისა და ახოვნების გამო, მისი ძეები იყვნენ. არც მათ იცოდნენ, რომ მამის წინამძღვრობით მსახურობდნენ და ერთმანეთს ძმებად ეკუთვნოდნენ.

ერთხელ, ლაშქრობის დროს, ევსტათის მხედრობამ ერთ-ერთ სოფელში დაიბანაკა. ძმები კარავში ისხდნენ და საუბრობდნენ. უფროსი თავის ხვედრზე ყვებოდა: როგორ დაკარგა დედ-მამა და საბრალო ძმა. გახარებული ნაბოლარა მიხვდა, რომ მის წინაშე მისი ძმა იყო და მას თავისი ცხოვრებაც მოუთხრო.

მხედრების საუბარი ესმოდა ქალს, რომლის სახლის მახლობლადაც იყო კარავი გაშლილი - მათ დედას. იგი მიხვდა, რომ უფალმა შვილები მოუყვანა კარს. ნეტარს მათთვის არაფერი გაუმხელია, მაგრამ ძლიერ სურდა, ძეებს არ გაყროდა, ამიტომ სტრატილატთან მისვლა გადაწყვიტა, რათა თან გაჰყოლოდა ლაშქარს. მან იცნო თავისი მეუღლე და მოუთხრო საკუთარი თავისა და იმ ორი მეომრის შესახებ, რომლებიც მისი ვაჟები აღმოჩნდნენ. ღვთის მოწყალებით ასე შეიყარა მთელი ოჯახი.

ამასობაში ომი გამარჯვებით დაგვირგვინდა. ევსტათი პატივითა და დიდებით დაბრუნდა რომში. გარდაცვლილი იმპერატორის, ტრაიანეს ნაცვლად ტახტზე ასულმა ადრიანემ (117-138) გადაწყვიტა, მომხდარი ღირსშესანიშნავი მოვლენა საზეიმო მსხვერპლშეწირვით აღენიშნა. ყველას გასაოცრად, ევსტათი საკერპოში არ აღმოჩნდა. იმპერატორის ბრძანებით იგი სასწრაფოდ მონახეს.

„რომლისა მიზეზისათჳს არა ინებე მოსლვაჲ ჩვენ თანა გებად მამულთა ღმერთთა?“ - ჰკითხა ნეტარს ადრიანემ, - შენ სხვებზე მეტი მადლიერება გმართებს, რადგან ღმერთებმა არა მარტო დაგიცვეს ომში, არამედ ცოლი და შვილებიც გაპოვნინეს. ევსტათიმ მიუგო: „ქრისტეანე ვარ, ჵ მეფე, და მომცემელისა ჩემდა შევსწირავ მადლობასა, საძლეველსა და წარწყმედულებისაგან შვილთა და მეუღლისა ჩემდა მომაქცეველსა. ხოლო გარეშე მისსა სხუასა და უფროჲსღა უსულოთა ამათ და ყრუთა არცა მეცნიერ ვარ, არცა ვჰმსახურებ, რაჲთა არა გამოვჩნდე მოქენედ საცნობელთა“. განრისხებულმა იმპერატორმა ხარისხი აჰყარა ქველ მხედართმთავარს და მთელს ოჯახთან ერთად სამსჯავროზე წარადგინა. ევსტათი, თეოპისტია, აღაპი და თეოპისტე მხეცებს მიუყარეს დასაგლეჯად, მაგრამ პირუტყვებმა წმიდანებს პირი არ დააკარეს. მაშინ გამხეცებულმა თვითმპყრობელმა განკარგულება გასცა, მთელი ოჯახი გახურებულ სპილენძის ხარში შეესხათ. სამი დღის შემდეგ, როცა ცეცხლოვანი სარკოფაგი გახსნეს, წმიდა მოწამეთა ცხედრები სრულიად უვნებელი აღმოჩნდა - თმის ბეწვიც არ შეტრუსვოდათ, სახეები კი არამიწიერი მშვენიერებით უბრწყინავდათ. ამ სასწაულის მრავალმა მხილველმა ირწმუნა ქრისტე. მორწმუნეებმა მარტვილთა ცხედრები პატივით დაკრძალეს, შემდეგ კი, როცა მართლმორწმუნეთა დევნა ჩაცხრა, „აღუშენეს სახლი სალოცველი“ სადიდებლად უფლისა.
წმინდა ევსტათის ტაძარი:
ერთაწმინდა „ესტატე წმინდის“ შეცვლილი ფორმაა. წმიდა ევსტათის (ესტატეს) სახელობის XIII საუკუნის პირველი ნახევრის ეს ჯვარგუმბათოვანი ტაძარი დგას კასპის რაიონის სოფელ ერთაწმინდის ცენტრში. თლილი ქვით ნაგები დიდი ეკლესიის გუმბათი ორ თავისუფლად მდგარ ბურჯსა და ბემის კუთხეებს ეყრდნობა. საკურთხევლის ორივე მხარეს ორ სართულად განლაგებული კუთხის ოთახებია. ტაძარს აქვს მხატვრობაც, მაგრამ იგი განსაკუთრებით ფასადებით გამოირჩევა. მას ოთხივე მხარეს დიდი მოჩუქურთმებული ჯვარი ამშვენებს. ისინი მკლავების ფრონტონებიდან იწყება. განსაკუთრებით დასამახსოვრებელია

აღმოსავლეთის ფასადი, ხსენებული ჯვრით, ღრმა, მდიდრულად მორთული ნიშებით და დიდი თუ მცირე სარკმლის საპირეებით. საგრძნობლად გვიანდელია ტაძრის გუმბათი, რომელიც რამდენადმე ამოვარდნილია პროპორციებიდან. მდიდრულად არის მორთული ეკლესიის პორტალები, რომლებიც მას სამი მხრიდან აქვს.

ტაძრის გუმბათი დასავლეთით ეყრდნობა ორ თავისუფალ სვეტს, აღმოსავლეთით კი საკურთხევლის ბემის კედელთან შერწყმულ ბურჯებს. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა ხდება აფრების საშუალებით.

ერთაწმინდის ტაძარი სტილისტიკით იმეორებს XII-XIII საუკუნეების ძეგლებს იკორთას, ფიტარეთს, ბეთანიას, ქვათახევს, წუღრუღაშენს და სხვებს.

XVII საუკუნის დასაწყისიდან ტაძარი თარხნიშვილთა საგვარეულოს ეკუთვნოდა. შემდგომში ის სააკაძეების საგვარეულო საძვალეც გახდა. აქ არის დაკრძალული გიორგი სააკაძის ერთ-ერთი ვაჟის, მოწამებრივად დაღუპული პაატას მოკვეთილი თავი.

რუ: http://www.betlemi.ge/index.php?request=day&id=277

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Oct 3 2013, 09:53 AM

მეც გილოცავთ. ეს ჩემი საყვარელი ხატმწერის, ზურაბ მანწკავას ხატია. happy.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 3 2013, 10:05 AM

მოლოცვა სულ დამავიწყდა ყველას გილოცავთ და დღევანდელეი წმინდანების მფარველბოას გისურვებთ kiss1.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 7 2013, 10:21 AM

http://radikal.ru/fp/1e480697e4194c8fa24b93c51764a3af
გილოცავთ წმინდა თეკლას ხსენების დღეს ღმერთმა მრავას დაგასწროთ, წმინდა მოციქალთა სწორი შეგეწიოთ და გაგაძლიეროთ.

24 (07.10) სექტემბერი

წმიდა პირველმოწამე, მოციქულთასწორი თეკლა ქალაქ იკონიაში დაიბადა. იგი დიდგვაროვანი და მდიდარი ოჯახის შვილი იყო და გასაოცარი მშვენიერებით გამოირჩეოდა. თვრამეტი წლის თეკლა დიდებულ ჭაბუკზე, თამვირზე დანიშნეს, მაგრამ ნეტარმა იმ ხანებში ქალაქში ჩასული პავლე მოციქულის ქადაგება მოისმინა, მთელი გულით შეიყვარა მაცხოვარი და მტკიცედ გადაწყვიტა, ქალწულება დაემარხა ქრისტესთვის. წმიდანს დედა აიძულებდა, გათხოვილიყო. თეკლას საქმრომ ქალაქის თავთან დაასმინა პავლე, „დააკლებს ჭაბუკებსა ცოლებისაგან და ქალწულებსა ქმრებისაგან, რამეთუ შჯულის-მდებლობს უქორწინებლობასა“. მოციქულთა თავი შებოჭეს და საპყრობილეში ჩააგდეს. წმიდა თეკლა ღამით გაიპარა სახლიდან, დილეგის მცველები მოისყიდა და პავლეს საკანში შეაღწია. სამი დღე იჯდა ქალწული წმიდანის ფეხებთან, უსმენდა „ყოვლისა თაფლისა და გოლისა უტკბილეს“ მის სწავლებას და სარწმუნოებაში აღორძინდებოდა. როცა თეკლას გაპარვა შენიშნეს, მშობლებმა ყველგან მსახურები დაგზავნეს მის საძებნელად. ბოლოს ნეტარს საპყრობილეში მიაკვლიეს და ძალით წაიყვანეს შინ.

მთავარმა პავლე „განშოლტვილი განჴადა ქალაქით“. თეკლას კიდევ დიდხანს შეაგონებდნენ, დათანხმებულიყო ქორწინებაზე, მაგრამ ვერც დედის ცრემლებმა და რისხვამ, ვერც მთავრის მუქარამ ვერ შეძლო ზეციური სიძის - უფალ იესო ქრისტეს სიყვარული მიენავლებინა მასში. მაშინ დედამ დაივიწყა ყველაფერი და, გააფთრებულმა, თავად მოსთხოვა მსაჯულს, სიკვდილით დაესაჯა მისი ასული. თეკლას ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს. მარტვილი პირჯვრის გადასახვით უშიშრად ავიდა კოცონზე. ამ დროს მას თავად მაცხოვარი გამოეცხადა, რომელმაც აკურთხა წმიდანის მომავალი ღვაწლი და მისი სული გამოუთქმელი სიხარულით აღივსო. ცეცხლის ალი მაღლა ავარდა, მაგრამ თეკლას არ შეხებია - რკალად შემოერტყა გარს. უეცრად ცამ იჭექა, სეტყვანარევმა კოკისპირულმა წვიმამ დაუშვა და ცეცხლი ჩააქრო. დამფრთხალი ჯალათები დაიფანტნენ, უვნებლად დაცულმა მოწამემ კი დატოვა ქალაქი და ერთი ჭაბუკი ქრისტიანის დახმარებით პავლე მოციქული მოძებნა. წმიდა პავლესა და მის თანამგზავრებს, მათ შორის მოციქულ ბარნაბას, ქალაქის მახლობლად, გამოქვაბულისთვის შეეფარებინათ თავი და მხურვალედ ლოცულობდნენ, რომ უფალს ტანჯვათა შორის განემტკიცებინა თეკლა. წმიდა ქალწულმა ანტიოქიამდე მათთან ერთად იარა. აქ ერთი დიდებული, სახელად ალექსანდრე, მოიხიბლა მისი მშვენიერებით და მისი ხელში ჩაგდება მოისურვა. ჭაბუკი ვნებებს ვერ იოკებდა, „ურცხჳნოდ მოეხუეოდა მას და ესრეთ უბანთა ზედა ჰკოცნიდა“. თეკლა „გარემიაქცევდა მას და განაგდებდა“, ბოლოს კი მოსასხამი ჩამოახია, გვირგვინი მოჰხადა და „განქიქებულყო ყოველთა ზედა“. ალექსანდრემ ვერ აიტანა შერცხვენა და მთავარს მიჰგვარა წმიდანი. მტარვალებმა მას სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტეს. ორჯერ მიუშვეს ნეტარზე დამშეული მხეცები, მაგრამ მათ არაფერი ავნეს წმიდანს. ბოლოს თეკლა ორ ხარზე დააკრეს, შემდეგ გახურებული რკინებით ნადირები გაახელეს, რომ სხვადასხვა მხარეს გაქცეულიყვნენ და ქალწული დაეგლიჯათ, მაგრამ, ღვთის ნებით, ხარები ადგილიდან არ დაიძრნენ, მაგარი ბაწრებიც ობობას ქსელივით გაწყდა და წმიდანს არაფერი დაშავებია. ხალხმა იხუვლა: „ერთ არს ღმერთი თეკლასი, ერთ არს ღმერთი: რომელმან განარინა თეკლა!“ თვითონ მმართველიც მიხვდა, რომ მარტვილს ყოვლადძლიერი ღმერთი მფარველობდა და ბრძანა, ქრისტეს მხევალი გაეთავისუფლებინათ. პავლე მოციქულის კურთხევით, წმიდანი ისავრიის სელევკიასთან, კალამონის უდაბური მთის გამოქვაბულში დამკვიდრდა და მრავალი წელი დაჰყო აქ ღვთის სიტყვის ქადაგებით. თეკლამ ურიცხვი კერპთმსახური მოაქცია ქრისტეს სჯულზე - ეკლესია ღირსად უწოდებს მას მოციქულთასწორს.

თეკლას უფლისგან სასწაულებრივი კურნების ნიჭიც ჰქონდა მიმადლებული და ყველას უსასყიდლოდ კურნავდა. ამის გამო წარმართი ქურუმები აღდგნენ მის წინააღმდეგ. უღმრთოები თვლიდნენ, რომ თეკლა „ღვთაება“ არტემიდემ შეიყვარა უბიწოების დაცვისათვის და საკვირველთქმედების ძალაც მისგან ჰქონდა მინიჭებული, ამიტომ „კაცნი ბილწნი ცხორებითა და ჭაბუკნი ჰასაკითა“ მოისყიდეს და გაგზავნეს წმიდანთან, რომ მასზე ძალა ეხმარათ. როცა „ძაღლებრ მრავალი“ უსჯულოები უკვე ძალზე ახლოს იყვნენ, ნეტარმა შემწეობა ითხოვა ღვთისგან. პასუხად ზეგარდმო გაისმა: „ნუ გეშინინ, თეკლა, რამეთუ მე შენ თანა ვარ!“ კლდე გაიპო, ქრისტეს მხევალი შეიფარა და კვლავ დაიხშო. ასე შეჰვედრა სული უფალს მისმა რჩეულმა (I).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ.

რუ: See more at: http://orthodoxy.ge/tveni/seqtemberi/24-tekla.htm#sthash.R1FIUozy.dpuf

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 13 2013, 10:05 PM

მრავალ სვეტიცხოვლობას დაესწარით !

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Oct 13 2013, 11:05 PM

ხვალ დავწერ ამაზე ვრცლათ თუ მოვვდი კომპთან თუ არა და ყველას გილოცავთ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 13 2013, 01:08 AM

100 000 მოწამის ხსენებას გილოცავთ ყველას !
შეგეწიოთ მათი ლოცვა !

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 13 2013, 09:10 AM

http://radikal.ru/fp/654b2d4841b144289e6f3a4bbeacc1d7
13 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება ჩატარდება. ასი ათასი მოწამე 13 ნოემბერს 13:00სთ.-ზე მეტეხის ხიდზე სავედრებელი პარაკლისი შესრულდება.

წმ. ასი ათასი ქართველი მოწამე, ჯალალ ად-დინის ბრძანებით, ხვარაზმელების მიერ სარწმუნოებისთვის XIII საუკუნეში აღესრულა. მეტეხის ხიდზე მოწამეებს უფლისა და ღვთისმშობლის ხატების შეურაცხყოფა უბრძანეს. ხვარაზმელებმა მათ თავები მოჰკვეთეს და მტკვარში ჩაყარეს.

ხვარაზმელი ჯალალ ად-დინის ურდოები 1226 წელს თბილისს ახალ განსაცდელად დაატყდა თავს. ისინი საქართველოში შუა აზიიდან შემოიჭრნენ. სპარსელებმა და ხვარაზმელებმა დედაქალაქს ალყა შემოარტყეს. თბილისი ამ დროს სამი ნაწილისგან – კალას, ისნისა და თბილისისგან შედგებოდა და მისი აღება არც თუ ისე ადვილი იყო. მტერი ქალაქს ნარიყალას მხრიდან მოადგა. თბილისელი მაჰმადიანები ხვარაზმელთა მხარეს გადავიდნენ. მიუხედავად ამისა, ქალაქის მცხოვრებთა დიდი ნაწილი, რომელთა უმეტესობასაც ხელოსნები შეადგენდნენ, მედგრად იცავდა თბილისს. პირველი შემოტევები ქართველებმა მოიგერიეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თბილისში მცხოვრები მუსლიმები შეთქმულიყვნენ ქალაქის დასამხობად. თბილისელმა სპარსელებმა მტერს განძის კარი გაუღეს. საქართველოს მეფე რუსუდანი ქუთაისში იყო. მემნა ჯაყელი ქალაქის მარჯვენა სანაპიროს იცავდა, ბოცო ჯაყელი – მარცხენას. თუმცა ქართველები დამპყრობლებს მაინც ძალიან მოუმზადებლები შეხვდნენ.


1226 წ. 9 მარტს მტერი დედაქალაქში შემოიჭრა. ქალაქის მცველებმა ისნის ციხეს შეაფარეს თავი და მტრით გარემოცულნი იქიდან აგრძელებდნენ ბრძოლას. საქართველოს მთავარსარდლობამ ისანში ჩაკეტილ მეციხოვნეთა მდგომარეობა უიმედოდ მიიჩნია. რუსუდანმა მათ ციხის დატოვება უბრძანა, თუმცა მეციხოვნეები ამის სასტიკი წინააღმდეგები იყვნენ. ბოცომ ჯალალ ად-დინს დანებების პირობების შესახებ მოსალაპარაკებლად მოციქულები მიუგზავნა. ზამთრის დიდი სიმკაცრით გაჭირვებაში მყოფმა ხვარაზმელმა ისნის ციხისთავის საზავო პირობები მიიღო და მეციხოვნეთ გზა გაუხსნა. საქართველოს დედაქალაქი მთლიანად ჯალალ ად-დინს ჩაუვარდა ხელში. მისი ჯარები ქალაქს შეესივნენ და არნახული სისასტიკით იწყეს მოსახლეობის ჟლეტა. გამხეცებული ხვარაზმელები ჩვილ ბავშვებს დედებს მკერდიდან აგლეჯდდნენ და თავებით ქვაფენილზე ანარცხებდნენ, მერე წუხილით შეშლილ დედებს ტვინდანთხეულ შვილებს ზედ აკლავდნენ. მოხუცებულთ ცხენთა ფლოქვებით სრესდნენ, ჭაბუკებს კოდავდნენ… ქუჩებში სისხლის მდინარე დიოდა… მტკვარი სისხლით შეიღება და გვამებით გაივსო.

ხვარაზმელს თითქოს სისხლიც მობეზრდა, ბრძანა: სიცოცხლე აჩუქეთ, მხოლოდ მათ, ვინც ქრისტიანობას უარყოფს და მაჰმადის რჯულს შეუდგებაო. ზოგიერთმა, საშინელი კაცთაკვლით შეძრწუნებულმა მართლაც დათმო ქრისტიანობა, უმრავლესობამ კი სიცოცხლეს წამებულის გვირგვინი არჩია.

ჯალალ ად-დინმა სიონის ლავრიდან წმიდა ჯვარი ჩამოაგდო და მიწაზე დაანარცხა. გუმბათი სულ გადაანგრია სიონს და მის ადგილზე თავისი “ბილწი საჯდომი დაიდგა”, ზედ საგანგებოდ აღმართული ფიცარნაგით ადიოდა და იქიდან აწიოკებულ ქალაქს ათვალიერებდა. სიონის ტაძრიდან მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ძვირფასი ხატები გამოატანინა და მისგანვე აგებული “ხიდის” შესასვლელთან პირაღმა დააყრევინა. ბრძანა, რიგ-რიგად მოეყვანათ ყველა ქრისტიანი, ქალიცა და კაციც, ყველას ცალკეულად ჩაეწიხლა და დაეფურთხებინა იმ ხატებისთვის და ფიცით უარეყოთ ქრისტეს რჯული. ხოლო ვინც ამას არ აღასრულებდა, იქვე თავი წარეკვეთათ და მტკვარში ესროლათ. ჯალალი სიონის ნაგუმბათევზე იჯდა და ხედავდა, როგორ მიჰყავდათ მის მეომრებს ქართველები და სომხები, როგორ იბრძოდნენ, ჰკვეთდნენ თავებს და ისროდნენ მტკავში თავსა და ტანს ცალ-ცალკე. მხოლოდ მცირე სულმოკლენი შეურაცხყოფდნენ წმიდა ხატებს და უარყოფდნენ ქრისტიანობას.

100 000 თბილისელის სიცოცხლე შეეწირა ამ დღეს უცხო ველურთა მახვილს. დამპყრობლებმა გაძარცვეს და გააპარტახეს თბილისი. ძარცვა-გლეჯვისას არ დაუზოგავთ არა მარტო ქრისტიანები, არამედ მაჰმადიანებიც, რომელთა წყალობითაც ხვარაზმელებმა ქალაქის დაუფლება შეძლეს.
საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ამ დღეს წამებული 100 000 უდიდესი გმირი წმიდანად შერაცხა.
ნაკადული:\ ambioni.ge
გილოცავთ ყველას ამ ბტწყინვალე დღესასწაულს ღმერთმა მრავალს დაგასწროთ kiss1.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 20 2013, 10:57 PM

ყველას გილოცავთ მთავარანგელოზობას !

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 21 2013, 09:21 AM

http://radikal.ru/fp/739c0363209346d7b75ed392f0b4e935

21 (8) ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია მთავარანგელოზობის დღესასწაულს აღნიშნავს.
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვა უხორცოთა ზეცისა ძალთა კრების დღესასწაულის აღნიშვნა გადაწყდა ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე, რომელიც IV საუკუნის დასაწყისში ნიკეის I მსოფლიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა.

საქართველოში მთავარანგელოზთა სახელობის მრავალი ტაძარი არსებობს, მათ შორის არის ქუთაისის მწვანეყვავილას, მენჯის, ალგეთის, ჯუმათის (ოზურგეთის რაიონის), დიმის (ბაღდათის რაიონი), ერკეთის (ჩოხატაურის რაიონი), გრემის, შუა მთის (თეკლესეული), ქვედა საზანოს (ზესტაფონის რაიონი), სართიჭალის, ონის, მარტყოფის, გლდანის და ა.შ.


მთავარანგელოზობის დღესასწაულის შესახებ გვესაუბრება მარტყოფის წმიდათა მთავარანგელოზთა მიქაელ და გაბრიელ და ყოველთა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი იოანე მაზანაშვილი:

“დღესასწაული აღინიშნება მარტიდან (საიდანაც ძველად წელიწადის ათვლას იწყებდნენ) მეცხრე თვეს – ნოემბერში, რაც ანგელოზთა ცხრა დასს შეესაბამება. რვა რიცხვი კი მიგვანიშნებს უხორცოთა ზეცისა ძალთა შეკრებაზე “დღესა მერვესა”, როგორც წმიდა მამები უწოდებენ უფლის მეორედ მოსვლასა და საშინელ სამსჯავროს. “რამეთუ მოსვლად არს ძე კაცისაი დიდებითა მამისა თვისისაითა ანგელოზთა მისთა თანა და მაშინ მიაგოს კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ”.

წმ.მღვდელმოწამე დიონისე არეოპაგელის მიხედვით არსებობს ანგელოზთა ცხრა დასი, რომელიც მან განჭვრიტა და მოგვცა სრულყოფილი სწავლება თავის ნაშრომში “ზეციურ იერარქიის შესახებ” წმიდა წერილსა და წმიდა გარდამოცემაზე დაყრდნობით.

ყველაზე მაღლა მდგომი ანგელოზები არიან სერაბიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი.
საშუალო იერარქიას შეადგენენ : უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი.
უმდაბლესი იერარქია მოიცავს სამ დასს: საწყისნი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.

ანგელოზთა შესახებ ცნობები წმიდა წერილიდან და წმიდა გარდამოცემიდან გვაქვს. სახარებაში ქრისტეც ბრძანებს: “ეკრძალენით, ნუ უკვე ვინმე შეურაცხჰყოთ – ერთი მცირეთა ამათგანი; გეტყვით თქვენ, რამეთუ ანგელოზნი მათი ცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა”(მათე8,10).
“ანგელოზთა თვისთა და უბრძანებიეს შენთვის დაცვად შენდა ყოველთა შინა გზათა შენთა”(ფს. 90,14).

ანგელოზები შექმნილნი არიან ხილულ სამყაროზე ადრე და აქვთ მინიჭებული სხვადასხვა მსახურების მადლი. “რომელმან შექმნა ანგელოზნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა” – გვამცნობს დავით მეფსალმუნე.

ანგელოზთა დასის მთავრად დადგენილია მთავარანგელოზი მიქაელი, რომელმაც გამოდევნა სასუფევლიდან სატანა და მისი მიმდევრები. გვიცავს ბოროტი სულებისა და ბოროტი ადამიანებისაგან. მიქაელ მთავარანგელოზისადმი ლოცულობენ დემონურ ცდუნებათა დროს.

ცნობილია სხვა მთავარანგელოზებიც, რომელთაც სხვადასხვა კურთხევა აქვთ მიცემული ღვთისაგან:

გაბრიელი – სიმტკიცე (ძალი) ღვთისა – (დან.8,16;ლუკ.1,26), ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნე, უფლის ყოვლადძლიერების მახარებელი და მსახურია. მან ახარა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს მაცხოვრის ჩასახვის შესახებ. აგრეთვე იოანე ნათლისმცემლის დაბადების შესახებ.

რაფაელი – ღვთიური მკურნალი (ტობ. 3, 16; 12, 15), სნეულებათაგან ადამიანთა დამხსნელია; ხატებზე რაფაელს მარჯვენა ხელში უჭირავს ჭურჭელი მაკურნებელი წამლით, მარცხენათი კი მოჰყავს მართალი ტობის ვაჟი, ჭაბუკი ტობია, რომელსაც თევზი მოაქვს. მთავარანგელოზ რაფაელს მიმართავენ სნეულებათა დროს, მგზავრობის წინ, შორეულ უცხო ქვეყანაში ყოფნისას, მწუხარების, უიმედობისა და სასოწარკვეთილების დროს.

ურიელი – ღვთაებრივი ცეცხლი და ნათელი, განმანათლებელი (3 ეზრ. 5, 20) ბერმონაზონთა და ღვთისმეტყველთა მფარველად ითვლება. იგი გვინათლებს გონებას, რათა შევძლოთ ღვთიურ საიდუმლოთა და წმიდა წერილის შეცნობა; მთავარანგელოზი ურიელი მონანულთა მფარველიცაა; საეკლესიო გადმოცემით, იგი ადამთან და ევასთან ერთად ლოცულობდა მათი სამოთხიდან განდევნის შემდეგ და უფლის საკურთხეველზე მიჰქონდა მათი სინანულის ცრემლი; ხატებზე მას გამოსახავენ ცეცხლოვანი, ან გაშიშვლებული მახვილით.

სელაფიელი – მლოცველს ნიშნავს. იგი ადამიანებს უხილავად შეეწევა ლოცვისას. გარდა ამისა, არის მკურნალი ამაკანკალებელ ავადმყოფობათა (მალარია, ეპილეფსია.). ხატებზე სელაფიელი ლოცვით მდგომარეობაში გამოიხატება: თვალებდახრილი და მკერდზე ხელებდაწყობილი; ზოგჯერ მას ხელში ანთებული სანთელი და საკმეველი უჭირავს.

იეგუდიელი – ღვთის დიდებას ნიშნავს. იგი განამტკიცებს და შუამდგომლობს მოღვაწეებს, გარდა ამისა, ითვლება მოგზაურთა მფარველად და გაჭირვებულთა შემწედ. ხატებზე იეგუდიელს მარჯვენა ხელში ოქროს გვირგვინი უჭირავს, მარცხენაში კი – შოლტი სამი წითელი (ან შავი) ტოტით, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ ზარმაცებს ამ ცხოვრებაში ბევრი მწუხარება და სასჯელი დაატყდებათ თავს, სანამ გონს მოეგებიან, ხოლო გულმოდგინეებს გვირგვინი ელით.

ვარაქიელი – კურთხევის ანგელოზს ნიშნავს. იგი კეთილ საქმეებზე უფლისმიერი კურთხევის მომცემი და ადამიანებისათვის ღვთიური მოწყალების გამომთხოველია. ვარაქიელი, ძირითადად, მოწამეებისა და ბერ-მონაზვნების მფარველად ითვლება.

იერომიელი – ღვთისკენ ამაღლებას ნიშნავს. იგი საღვთო სიყვარულს აღუძრავს ადამიანებს და ცოდვების დაძლევაში ეხმარება. ხატებზე მთავარანგელოზ იერომიელს სასწორით ხელში გამოსახავენ.

ღმერთმა დაგლოცოთ! გფარავდეთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, მთავარანგელოზები და ყველა წმიდა აწ და მარადის და უკუნთი უკუნისამდე, ამინ!
ქეთევან ჭელიძე
ნაკადული:\ ambioni.ge

ყველას გილოცავთ მთავარანგელოზობას, დღევანდელი დღის ძალა და მადლი შეგეწიოთ მუდამ სულიერ და ხორციელ ბრძოლებში kiss1.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 26 2013, 10:05 AM

გილოცავთ წმინდა იოანე ოქროპირის ხსნების დღეს. უდიდეს მღვდელმთავარი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახის შემწე და მფარველი kiss1.gif

http://radikal.ru/fp/90b9c12531334981a84cf23e51d55c19


ეს კი მისი ცხოვრებაა ვისიაც გინდათ გაეცანით ...
წმიდა იოანე ოქროპირი ანტიოქიაში დაიბადა, დაახლოებით 347 წელს. მისი მშობლები, სეკუნდუსი და ანთუსა, წარჩინებული და ღმრთისმოშიში ხალხი იყო. სეკუნდუსს მხედართმთავრის თანამდებობა ეჭირა, იგი მეფის კარზე დიდი პატივისცემით სარგებლბოდა, მაგრამ ადრე გარდაიცვალა და ყრმა იოანეს აღზრდა მთლიანად დედას დააწვა მხრებზე, რომელიც სულ ახალგაზრდა, 20 წლისა დაქვრივდა. ანთუსა შვილს ქრისტიანული ღვთისმოშიშების სულს უნერგავდა და ამასთან საერო განათლებასაც აძლევდა იმ დროის ცნობილი სწავლულების ხელმძღვანელობით. 18 წლის იოანე ათენს გაემგზავრა განათლების სრულყოფისათვის. აქ იგი თავისი სიბრძნითა და განსწავლულობით მალე აღემატა ყველა თავის თანატოლსა და ბევრ ფილოსოფოსსაც, რის გამოც მოშურნეებიც გაუჩნდა. უკვე იმ დროს წმიდანის ქადაგებით მრავალი წარმართი მოექცა ქრისტეს სჯულზე. ათენის მთავარეპისკოპოსმა გადაწყვიტა მღვდლად ეკურთხებინა იგი და თავის მემკვიდრედაც დაედგინა. ეს რომ შეიტყო, იოანე ფარულად გაიპარა ათენიდან და მშობლიურ ანტიოქიაში დაბრუნდა.

ანტიოქიაში წმიდა იოანე განმარტოებით ცხოვრობდა, ამასოფლისეული არაფერი იტაცებდა და თავის მეგობარ ბასილისთან (შემდგომში რაფანის ეპისკოპოსი) ერთად მონაზვნობა სურდა. მაშინ დედამ, ანთუსამ, მოაგონა, რომ მას ამსოფლად აღარვინ რჩებოდა ნუგეშინისმცემელი და სთხოვა, ვიდრე ცოცხალი ვარ, ნუ მიმატოვებო. იოანემ შეისმინა დედის თხოვნა და დროებით ხელი აიღო განზრახვაზე, მაგრამ შინაც განდეგილივით ცხოვრობდა და მთელ დროს მარხვასა და ლოცვაში ატარებდა. ამ პერიოდში იოანე დაუახლოვდა ანტიოქისს პატრიარქს, წმიდა მელეტის, რომელმაც მონათლა იგი და მკითხველად დაადგინა ეკლესიაში. სამი წლის შემდეგ ანთუსა გარდაიცვალა. იოანემ პატივით დაკრძალა დედა, მერე კი მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, მონები გაათავისუფლა და მონასტერში განმარტოვდა, სადაც მკაცრ მოღვაწეობაში ატარებდა დღეებს. აქ დაწერა წმიდა იოანემ თავისი თხზულებები: „მღვდლობისათვის“, „გულის შემუსრვილებისათვის“, „ეპისტოლე თეოდორეს მიმართ“.

ერთ ღამეს ამ მონასტერში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ბერმა, ევსუქიმ იხილა, რომ იოანეს ეწვია სპეტაკ სამოსელში გამოწყობილი ორი მოციქული - იოანე და პეტრე. იოანეს ხელთ გრაგნილი ეპყრა, პეტრეს კი გასაღები. იოანე ღვთისმეტყველმა გადასცა გრაგნილი და უთხრა:

- უფალი განიჭებს უღრმეს სიბრძნეს, რათა დაჰმოძღვრო ქრისტეს სამწყსო, და დაადუმო მწვალებლები!

წმიდა პეტრემ კი გასაღები ჩააბარა:

- მე ვარ პეტრე, სასუფევლის გასაღების მპყრობელი. უფალი შენც გაძლევს ეკლესიის გასაღებს, რათა, ვისაც განხსნი, განიხსნას და ვისაც შეკრავ, შეკრულ იყოს.

იოანე მუხლებში ჩაუვარდა მოციქულებს და შეჰღაღადა:

- ვინა ვარ მე, კაცთა შორის უკანასკნელი, რომ თავს ვიდო ასეთი დიდი და ძნელი საქმე?

მაგრამ მოციქულებმა წამოაყენეს იგი და უთხრეს:

- ადექი, გამხნევდი და შეასრულე ის, რისკენაც უფალი იესო ქრისტე მოგიწოდებს. უქადაგე ხალხს სიტყვა ღმრთისა და ნუ შეუშინდები სიძნელეებს: ღმერთმა ინება, რომ შენი მეშვეობით მრავალი სული მოიქცეს ქრისტეს სჯულზე და იცნოს ჭეშმარიტი ღმერთი. ისიც იცოდე, რომ სიმართლის ქადაგებისათვის ბევრი განსაცდელი მოგელის, მაგრამ მხნედ დაითმინე ისინი, რადგან ამ გზით ზეციურ სასუფეველს დაიმკვიდრებ.

წმინდანმა განაგრძო მონასტერში ცხოვრება და დაუღალავად იღვწოდა სულის ცხონებისათვის, მალე მას სახელი გაუვარდა, როგორც სასწაულთმოქმედ მამას, მასთან უამრავი ხალხი მიდიოდა კურნების მისაღებად და სულის მარგი საუბრის მოსასმენად. კაცთა დიდებას რომ განრიდებოდა, წმიდა იოანე კიდევ უფრო შორს, გამოქვებულში განმარტოვდა. აქ იგი ორი წელი ცხოვრობდა, მაგრამ მკაცრმა მოღვაწეობამ ისე დაასნეულა, რომ საკუთარი თავის მოვლის ძალა აღარ შესწევდა და იძულებული გახდა ანტიოქიაში დაბრუნებულიყო. ესეც ღმრთის განგებით მოხდა, რათა მისი ქადაგებით მრავალი წარმართი მოქცეულიყო ქრისტეს სჯულზე და მრავალი ქრისტიანი განმტკიცებულიყო სარწმუნოებაში. ანტიოქიის პატრიარქმა, წმიდა მელეტიმ, დიდი სიყვარულით მიიღო იოანე, დიაკვნად აკურთხა და ექვსი წელი გვერდიდან არ იშორებდა. ამ პერიოდს ეკუთვნის იოანე ოქროპირის მრავალი თხზულება.

როდესაც წმიდა მელეტი აღესრულა, იოანემ კვლავ იმ მონასტერს მიაშურა, სადაც ადრე მოღვაწეობდა, და კიდევ სამი წელი გაატარა იქ. ამ დროს ანტიოქიის პატრიარქი იყო ფლავიანე, რომელსაც ერთხელ ღამით, ლოცვისას, უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უბრძანა, წასულიყო ამ მონასტერში, სადაც იოანე მოღვაწეობდა და წამოეყვანა იგი: ამიერიდან წმინდანს სახალხოდ უნდა ექადაგა ქრისტეს მოძღვრება. იმავე დროს ჩვენება იხილა იოანემაც - ანგელოზმა უბრძანა მას, რომ ფლავიანეს დამორჩილებოდა. მართლაც, პატრიარქი თვითონ ჩავიდა მონასტერში, სადაც ბერებმა დიდი პატივით მიიღეს იგი და ეკლესიაში შეაბრძანეს. პატრიარქმა ლიტურგია ჩაატარა და განუცხადა ძმებს, რომ იოანე თან უნდა წაეყვანა. ყველა დაამწუხრა წმიდა იოანესთან განშორებამ, მაგრამ უსიტყვოს დაემორჩილნენ ღმრთის ნებას.

ანტიოქიაში ჩასვლის მეორე დღესვე შედგა იოანე ოქროპირის მღვდლად კურთხევა. ხელდასხმისას ყველამ იხილა სასწაული: საიდანღაც მოფრენილი თეთრი მტრედი წმიდა იოანეს დასტრიალებდა თავს. ამიერიდან მოძღვარი დიდი მოსწრაფებით შეუდგა თავისი სამწყსოსათვის ზრუნვას: კვირაში ორჯერ, ხანდახან კი ყოველდღეც, იგი ამბიონიდან მოძღვრავდა ერს. წმიდა იოანე გულმოდგინედ განუმარტავდა ხალხს საღმრთო წერილს, რადგან ეს საქმე მეტად საჭიროდ და აუცილებლად მიაჩნდა. მან დაგვიტოვა ძველი აღთქმის წიგნების, მათესა და იოანეს სახარების, „საქმე მოციქულთა“-ს განმარტებები; განსაკუთრებით უყვარდა პავლე მოციქულის ეპისტოლეები და ხშირად განმარტავდა მათ.

ყველა მსურველი ვერ ახერხებდა წმიდა იოანეს ქადაგებების მოსმენას ხალხის სიმრავლის გამო, ამიტომ ბევრი იწერდა და მერე ერთმანეთს გადასცემდა მის სიტყვებს. ამ სიტყვებს კითხულობდნენ ტრაპეზების დროს, მოედნებზე, ხალხი ზეპირად სწავლობდა მათ. როდესაც შეიტყობდნენ, სადმე იოანე ქადაგებდა, ყველა იქითკენ მიისწრაფოდა: ქალაქის თავნი და მსაჯულნი თავს ანებებდნენ საქმეს, ვაჭრები - სავაჭროს, ხელოსნები - სახელოსნოებს, ყველა იოანეს მოსმენას ეშურებოდა და ცდილობდა, ერთი სიტყვაც კი არ გამოჰპარვოდა მისი ნათქვამიდან. ამიტომ შეარქვეს წმინდანს „ტკბილმოუბარი“, „თაფლმწთოლვარე“, ბოლოს კი „ოქროპირი“. წმიდა იოანე ცდილობდა, მისი სიტყვები ერთნაირად გასაგები ყოფილიყო სწავლულისა და მდაბიოსთვის, დაუღალავად ქადაგებდა და მუდამ პოულობდა ნუგეშის სიტყვას თავისი სამწყსოსთვის.

ამასობაში გარდაიცვალა კონსტანტინეპოლის პატრიარქი ნექტარიოსი, რის შემდეგაც კარგა ხანს ვერ შეძლეს მისი მემკვიდრის მოძებნა. ბოლოს ბიზანტიის იმპერატორმა არკადიმ შიკრიკი აფრინა ფლავიანესთან და უბრძანა, იოანე ოქროპირი კონსტანტინეპოლში გაეშვა. ანტიოქია ღრმა მწუხარებამ მოიცვა. ხალხს არასგზით არ სურდა საყვარელ მოძღვართან განშორება. ყველა ანტიოქიის დიდ ტაძარში შეიკრიბა და, ფლავიანეს შეგონებების მიუხედავად, არ ანებებდა მეფის წარგზავნილებს წმიდა იოანეს წაყვანას. არც იოანე ოქროპირს უნდოდა გამგზავრება: თავისი თავი პატრიარქობის ღირსად არ მიაჩნდა. მაშინ მეფე კიდევ უფრო დიდი ცნობისწადილით აღივსო - სურდა ენახა, ვინ იყო კაცი, რომელმაც ხალხის ასეთი სიყვარული დაიმსახურა. თავის მსახურებს მან უბრძანა, ფარულად გამოეპარებინათ წმიდა იოანე ანტიოქიიდან, რაც მათ კიდევაც შეასრულეს.

კონსტანტინეპოლს რომ მიუახლოვდა, იოანე ოქროპირს მთელი ქალაქი შეეგება, მეფემაც პატივით მიიღო იგი. მალე ჩატარდა საეკლესიო კრება, რომელზეც იოანე ოქროპირი კონსტანტინეპოლის პატრიარქად აირჩიეს. მისი აღსაყდრება 398 წლის 21 თებერვალს მოხდა. მეფე თავისი დიდებულებით ეახლა პატრიარქს ლოცვა-კურთხევის მისაღებად. პატრიარქმა დალოცა მეფე და უსურვა, მტკიცედ დაეცვა წმიდა მართლმადიდებელი სარწმუნოება, მორიდებოდა მწვალებლებთან ურთიერთობას, ხშირად ევლო ეკლესიაში, ყოფილიყო მოწყალე და სამართლიანი. იოანე ოქროპირი გულმოდგინედ იღვწოდა თავისი სამწყსოს სულის სარგოდ, დაუნდობლად ამხილებდა ბოროტ ჩვევებს, სიბილწეს, შურს, ანგარებას, მრუშობას და ყოველგვარ არაწმინდებას. იგი ქადაგებდა სიყვარულს, მოწყალებას, ზნეობრივ სიწმინდეს, სამართლიანობას, ყველას მოუწოდებდა ღმრთის სათნო ცხოვრებისაკენ.

ერთხელ, აღდგომის წინა დღეებში, იოანე ოქროპირს გული ატკინა ხალხის უმსგავსო საქციელმა, იმ ხალხისა, რომელიც ასე უყვარდა და რომლის სულიერი წარმატებისათვის ასე ზრუნავდა. ვნების შვიდეულის ოთხშაბათს ძლიერი ქარიშხალი ამოვარდა, რომელიც წალეკვას უქადდა ქალაქს. ხალხს შეეშინა, შეინანა, ეკლესიებს მიაწყდა. მაგრამ როგორც კი საფრთხემ გადაიარა, მათ მაშინვე დაავიწყდათ მრისხანე გაფრთხილება და შაბათს კვლავ თავაწყვეტილ მხიარულებას მისცეს თავი: ცირკებსა და თეატრებს მიაშურეს, ნადიმების გამართვა დაიწყეს. გულის სიღრმემდე შეძრულმა იოანემ აღდგომის პირველ დღეს უმადურ სამწყსოს თავისი ცნობილი სიტყვით მიმართა: „სანახაობათა წინააღმდეგ“.

იოანე ოქროპირი მხოლოდ კონსტანტინეპოლზე კი არა, მის შემოგარენზეც ზრუნავდა. ახლო-მახლო ქალაქებში იგი აგზავნიდა გამოცდილ მოძღვრებს საღმრთო სჯულის საქადაგებლად და ქრისტიანობის განსამტკიცებლად. მან საძირკვლიანად შემუსრა ფინიკიაში საუკუნეთა მანძილზე მდგარი ბომონები, ქრისტეს სჯულზე მოაქცია კულტები, რომლებიც მანამდე არიანელებმა აცთუნეს, გააქრისტიანა დუნაისპირელი სკვითები - მოკლედ, მთელი სოფელი სარწმუნოების ნათლით გაანათლა. წმიდა იოანე განსაკუთრებით ზრუნავდა უძლურთა და გლახაკთათვის. მან ააშენა მრავალი საავადმყოფო და უსახლკაროთა თავშესაფარი, მსახურები და ექიმები მიუჩინა მათ და განუწყვეტლივ ეხმარებოდა სიტყვით თუ საქმით.

ერთხელ წმინდა მღვდელმთავარი მცირე აზიაში გაემგზავრა, რადგან იცოდა, რომ იქაურ ეკლესიაში სიმონიის ცოდვა იყო გავრცელებული (სიმონია - მღვდლობის ხარისხის ყიდვა-გაყიდვა). წმინდანმა ამხილა ეს უსჯულოება, მკაცრად დასაჯა დამნაშავე მღვდლები და ეპისკოპოსები, მათ ნაცვლად კი ღირსეულნი დაადგინა. ამის შემდეგ იგი კვლავ კონსტანტინეპოლში დაბრუნდა.

თავისი მაღალი წოდების მიუხედავად იოანე ოქროპირს არასოდეს შეუწყვეტია მკაცრი მონაზვნური მოღვაწეობა: მთელ თავისუფალ დროს იგი განმარტოებით ატარებდა, ლოცვას და მარხვაში, მას ცოტა ეძინა, ცოტას ჭამდა, არასოდეს დადიოდა ნადიმებსა და სანახაობებზე.

წმიდა იოანე დაუნდობლად ამხილებდა წარჩინებულთა ცოდვებს, მათ სიხარბეს, ანგარებასა და უსამართლობას, და ღმრთის რისხვას უქადდა უსჯულო საქციელისთვის. ამისთვის მან მრავალი დიდებულის მტრობა მოიმკო: წმინდანის სიტყვები მათში მხოლოდ გაღიზიანებას იწვევდა, რადგან თავიანთი ცოდვების დატევება არ სურდათ და მხილების მოსმენა ემძიმებოდათ. ისინი ცილს სწამებდნენ წმინდანს, ცდილობდნენ ხალხის თვალში სახელი გაეტეხათ მისთვის და როგორმე თავიდან მოეშორებინათ. ამის მიუხედავად, წმინდანის დიდება სულ უფრო მატულობდა და ბევრი შორეული ქვეყნებიდან ჩამოდიოდა მის მოსასმენად. იოანე ოქროპირის მტრებს შორის ერთი მეტისმეტად ძლიერი იყო - დედოფალი ევდოქსია. იგი საშინელი ანგარების და სიხარბის ვნებას ჰყავდა შეპყრობილი, სიმდიდრის მოსახვეჭად არაფერს თაკილობდა და თავის ქვეშევრდომთა ქონებას ძალით თუ მოტყუებით იტაცებდა: იოანე ოქროპირის ყველა ქადაგებას, რომელშიც იგი ანგარებას ამხილებდა, დედოფალი პირადად თავის წინააღმდეგ მიმართულად მიიჩნევდა და სასტიკად სძულდა იგი. ევდოქსიამ გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, ჩამოეშორებინა პატრიარქი. წმინდანების მტრებს შორის იყვნენ აგრეთვე ალექსანდრიის პატრიარქი თეოფილე, რამდენიმე ეპისკოპოსი და ის მღვდლები, ვისაც წმინდანის ქადაგებები უსჯულო ცხოვრებით ტკბობაში ხელს უშლიდა.

მაშინ თეოფილე ალექსანდრიელმა მოიწვია კრება კონსტანტინეპოლში, რომელმაც დაუსწრებლად დასდო მსჯავრი წმიდა იოანეს და პატრიარქობიდან გადააყენა. მეფე, რომელიც დედოფალმა გადაიბირა, დაეთანხმა ამ კრების განჩინებას და ბრძანა წმინდანის გაძევება. ამ ამბით აღშფოთებული ხალხი ეკლესიასთან შეიკრიბა; ისინი გმობდნენ მეფე-დედოფალს და თავიანთ მღვდელმთავარს იცავდნენ. სამი დღის მანძილზე ეკლესიას ვერავინ გაეკარა. მაგრამ წმიდა იოანეს არ უნდოდა, რომ მისთვის ახალი ბრალდება წაეყენებინათ - თითქოს იგი მეფის ბრძანებას არ ემორჩილებოდა, ამიტომ ჩუმად გაიპარა ეკლესიიდან და თვითონ ჩაბარდა ჯარისკაცებს.

როდესაც ხალხმა ეს ამბავი შეიტყო, ეპისკოპოს თეოფილეს ჩაქოლვა დაუპირა. თეოფილე შეშინდა და სასწრაფოდ გაიქცა კონსტანტინეპოლიდან. ხალხი გარს შემოერტყა მეფის სასახლეს და წმინდანის დაბრუნებას მოითხოვდა. იმავე დღეს დიდი მიწისძვრა მოხდა, რამაც დედოფალი ევდოქსია შეაშინა და სთხოვა მეფეს, დაებრუნებინათ პატრიარქი. მარმარილოს ზღვა ნავებმა გადასერეს - მეფის შიკრიკები წმიდა იოანეს უკან დაბრუნებას სთავაზობდნენ. მღვდელმთავარი დათანხმდა. კონსტანტინეპოლის მკვიდრნი ანთებული სანთლებით გამოეგებნენ თავიანთ პატრიარქს და მალე ზღვა გაჩირაღდნებული ნავებით აივსო. ქალაქში რომ შევიდნენ, ხალხმა იგი დიდი პატივით, ფსალმუნების გალობით შეაბრძანა ეკლესიაში. წმინდანმა ლოცვა აღუვლინა ღმერთს და მერე სიტყვით მიმართა ხალხს, რომელიც სასოებით უსმენდა საყვარელ მღვდელმთავარს. ხალხი ზეიმობდა, წმინდანის მტრები კი მიმოიფანტნენ.

პატრიარქმა განაგრძო თავისი მსახურება, მაგრამ მშვიდობა ორ თვესაც არ გაგრძელებულა. წმიდა სოფიას ტაძრის მახლობლად დედოფალმა ევდოქსიამ აღმართა მაღალი სვეტი თავისი გამოსახულებით, მის გახსნაზე გამართა დიდი ზეიმი და თამაშობები. ხმაური ეკლესიამდე აღწევდა და საღმრთო ლიტურგიის ჩატარებას ხელს უშლიდა. წმიდა იოანემ ქალაქის თავს მოსთხოვა, შეეწყვიტათ თავაშვებული ზეიმი, მაგრამ მან ყურიც არ ათხოვა პატრიარქის სიტყვებს. მაშინ წმიდა იოანემ ეკლესიაში მკაცრი, მამხილებელი სიტყვა წარმოთქვა, რომელიც ასე იწყებოდა: „კვლავაც მძვინვარებს ჰეროდია, კვლავ დაძრწის და როკავს, კვლავ დაეძებს იოანეს თავს!“

ეს ამბავი სასწრაფოდ მიუტანეს ევდოქსიას, თანაც უთხრეს, ჰეროდიაში, ცხადია, შენ გგულისხმობსო. დედოფალი განრისხდა და ტირილით შეევედრა მეფეს, ხელმეორედ მოეწვია კრება იოანე ოქროპირის წინააღმდეგ. ისევ დაუგზავნეს სიგელები ყველა იმ ეპისკოპოსს, ვინც წინა კრებაში მონაწილეობდა, ისევ შეიკრიბნენ წმინდანის მტრები. არ გამოცხადდა მხოლოდ თეოფილე, ალექსანდრიის პატრიარქი, რომელსაც კარგად ახსოვდა, თუ რით დამთავრდა მისთვის წინა კრება, თუმცა თავის ნაცვლად სამი ეპისკოპოსი გამოგზავნა. უსჯულო კრებამ კვლავ დაგმო წმიდა იოანე.

აღდგომა რომ დგებოდა, მეფემ, ზოგიერთი ეპისკოპოსის რჩევით, შეუთვალა იოანე ოქროპირს:

- დატოვე ეკლესია, რადგანაც ორმა კრებამ დაგდო მსჯავრი! მე ვერ შემოვალ ტაძარში, ვიდრე შენ იქ იმყოფები!

იოანემ უპასუხა:

- ეკლესია იესო ქრისტემ ჩამაბარა და ჩემი ნებით ვერ მივატოვებ მას. მოვიდნენ შენი მსახურები და ძალით გამიყვანონ, მაშინ მე აღარ ვაგებ პასუხს ქრისტეს წინაშე ეკლესიის თვითნებური მიტოვებისათვის.

მეფე ჯერ შეყოყმანდა, მაგრამ მერე პატრიარქის მტრების წაქეზებით მართლაც გააგზავნა ტაძარში თავისი ერთ-ერთი მხედართმთავარი - მარინუსი და უბრძანა, ძალით გამოეყვანათ ეკლესიიდან პატრიარქი. ვიდრე მისი გადასახლების ბრძანება მოვიდოდა, მას ნება დართეს, რომ ორი თვის მანძილზე საპატრიარქო სახლში დარჩენილიყო. ამ ხნის განმავლობაში წმინდანს მრავალი განსაცდელი შეემთხვა მტრების მზაკვრობის გამო. მათ ორჯერ მიუგზავნეს მღვდელმთავარს დაქირავებული მკვლელები, მაგრამ სახლს ფხიზლად დარაჯობდა პატრიარქის ერთგული ხალხი, რომლებმაც გადაარჩინეს მღვდელმთავარი.

სულთმოფენობის დღეს წმიდა იოანეს გადასცეს ბრძანება, რომ იგი გადასახლებაში უნდა გამგზავრებულიყო. ერთ-ერთმა დიდებულმა ურჩია, ფარულად წასულიყო ქალაქიდან, რათა თავიდან აეცილებინა ხალხის მღელვარება და სისხლისღვრა. მაშინ წმინდანმა მოუხმო რამდენიმე ერთგულ ეპისკოპოსსა და სასულიერო პირს, აგრეთვე დიაკონისა ოლიმპიადას, და დაემშვიდობა მათ. ყველა ტიროდა, ტიროდა თვითონ წმიდა იოანეც - ისინი გრძნობდნენ, რომ სამუდამოდ ეთხოვებოდნენ ერთმანეთს. მალე მღვდელმთავარი ფარულად გავიდა სახლიდან და ზღვის ნაპირს მიაშურა, სადაც მას ჯარისკაცები უცდიდნენ: მათ ნავში ჩასვეს წმინდანი და გზას გაუყენეს.

წმიდა იოანეს გაძევების შემდეგ კონსტანტინეპოლში დიდი ხანძარი გაჩნდა, რაც აშკარად ღმრთის რისხვის გამოვლინება იყო. დაიწვა მრავალი შენობა, განადგურდა დიდი სიმდიდრე, დაიწვა სასახლე, სადაც იოანე ოქროპირის საწინააღმდეგო კრებები ტარდებოდა, მაგრამ ხალხი უვნებელი დარჩა. წმინდანის მტრებმა ხანძარი მისი მომხრეების მოწყობილად გამოაცხადეს.

ამასობაში წმიდა იოანე ოქროპირი თავისი გადასახლების ადგილისაკენ მიემგზავრებოდა. თანმხლები ჯარისკაცები სასტიკად გვემდნენ და აწამებდნენ მას, რითაც დედოფლის ბრძანებას ასრულებდნენ: ევდოქსიას სურდა, მღვდელმთავარი რაც შეიძლება ადრე გამოსალმებოდა წუთისოფელს. ჯარისაცებმა ვირზე შესვეს წმიდანი და მთელი ძალით მიერეკებოდნენ მას, დასვენებას არ აცლიდნენ, ღამეს ყველაზე ჭუჭყიან სასტუმროებში ათევინებდნენ, აშიმშილებდნენ, ეკლესიებში შესვლის ნებართვას არ აძლევდნენ და ლანძღვა-გინებით იკლებდნენ. გზად შეხვედრილი ბერ-მონაზვნები, ამ დიდი მამის ტანჯვა-წამების შემყურე, მწარედ ტიროდნენ.

როდესაც წმინდანმა მცირე სომხეთს, ქალაქ კუკუზას მიაღწია, იქ იგი დიდი პატივით მიიღო ამ ქალაქის ეპისკოპოსმა, ადელფიოსმა, რომელსაც წინასწარ ემცნო ჩვენებით მოსალოდნელი სტუმრობის შესახებ. კუკუზაში მან მრავალი ურწმუნო მოაქცია თავისი ქადაგებით, ყოველი მხრიდან მოდიოდა ხალხი მის მოსასმენად, ანტიოქიიდანაც ჩამოვიდნენ მისი ძველი ნაცნობები და პატივისმცემლები. ამ ამბავმა კონსტანტინეპოლამდეც მიაღწია. წმინდანის მტრები შეშფოთდნენ - მათთვის იოანე ოქროპირი გადასახლებაშიც საშიში იყო. მალე კუკუზაში ბრძანება მოვიდა, რომ იგი კიდევ უფრო შორს, შავი ზღვის პირას, ქალაქ პიტიუნტში (ბიჭვინთაში) უნდა გამგზავრებულიყო. კვლავ დაიწყო წმინდანის ტანჯვა-წამება: ჯარისკაცები წინანდელზე უფრო სასტიკად ექცეოდნენ ტუსაღს, გვერდს უვლიდნენ სოფლებსა და ქალაქებს, რომ მას დასვენების საშუალება არ ჰქონოდა, სიცხესა და ქარში დაუზოგავად მიერეკებოდნენ ვირს, რომელზეც წმიდა იოანე იჯდა. ამ გზამ საბოლოოდ დააუძლურა წმინდანი. ერთ ღამეს მას კვლავ გამოეცხადნენ წმიდა მოციქულები იოანე და პეტრე, მოახლოებული აღსასრული აუწყეს და ისიც უთხრეს, რომ დედოფალი სასტიკად დაისჯებოდა თავისი დანაშაულისთვის. წმიდა იოანეს თან ახლდა ორი მღვდელი და ერთი დიაკვანი, წმინდანის ერთგულნი, რომლებმაც საკუთარი თვალით იხილეს წმიდა მოციქულები და დიდება აღუვლინეს ღმერთს. რამდენიმე დღეში მათ კომანს (საქართველო, აფხაზეთი) მიაღწიეს. ამ ქალაქის ახლოს წმიდა ვასილისკოს ტაძარი იდგა (წმიდა ვასილისკო ეპისკოპოსი იყო და იმპერატორ მაქსიმიანეს დროს ეწამა). ეკლესიასთან მგზავრებმა ღამე გაათიეს. ღამით იოანეს წმიდა ვასილისკო ეჩვენა და უთხრა: „გამხნევდი, ძმაო იოანე! ხვალ ერთად ვიქნებით!“



წმიდა იოანე ოქროპირის სარკოფაგი
კომანში (აფხაზეთი)

მეორე დღეს წმიდა იოანე შევიდა ეკლესიაში, სამღვდელმთავრო შესამოსელი შეიმოსა, თავისი ტანისამოსი კი თანმხლებთ დაურიგა; მერე საღმრთო ლიტურგია აღასრულა, ეზიარა, ყველა დალოცა, ყველას დაემშვიდობა და სიტყვებით: „დიდება შენდა ღმერთო ყოველივესთვის“ უფალს შეჰვედრა სული. ეს მოხდა ჯვართამაღლების დღეს, 407 წელს, როდესაც წმიდა იოანე ოქროპირი 60 წლისა იყო. იგი ექვსი წელი მართავდა კონსტანტინეპოლის ეკლესიას, გადასახლებაში სამი წელი გაატარა.

წმინდანის თანმხლები მღვდლები და დიაკვანი მწარედ იგლოვდნენ მღვდელმთავრის სიკვდილს. მალე ისინი რომში გაემგზავრნენ პაპ ინოკენტისთან და დაწვრილებით უამბეს წმინდანის დევნისა და აღსასრულის ამბავი. ინოკენტიმ მკაცრი წერილი გაუგზავნა არკადის, რომელშიც წერდა: „შენ გააძევე ჭეშმარიტი მწყემსი, მისი სამწყსო კი უცხოთა ხელში ჩააგდე. მაგრამ მართლმსაჯული ღმერთი ისევე დაგსჯის ამ დანაშაულისთვის, როგორც კაენი დასაჯა თავისი ძმის, აბელის მოკვლისათვის!“

თავის მხრივ, საყვედურით სავსე წერილი მისწერა ძმას ჰონორიუსმა, რომის იმპერატორმა. ყოველივე ამის შედეგად არკადი საშინელმა შიშმა და ძრწოლამ შეიპყრო, შეინანა თავისი საქციელი, მოძებნა ყველა, ვინც იოანე ოქროპირის წინააღმდეგ იბრძოდა, ზოგი სიკვდილით დასაჯა, ზოგს კი მღვდლობის პატივი აჰყარა. ეპისკოპოსები, რომლებმაც უსჯულო კრებასა და იოანე ოქროპირის დევნაში მიიღეს მონაწილეობა, მან საპყრობილეში ჩასვა. ვერც დედოფალი გაექცა სასჯელს: მეფემ მოიცილა იგი, ცალკე სასახლეში ჩაკეტა და ყველას აუკრძალა მასთან ურთიერთობა.

ღმერთმა თვითონ მიუზღო წმინდანის მტრებს: ზოგს საშინელი სნეულებები მოუვლინა, ზოგს - უეცარი სიკვდილი, ზოგი დამუნჯდა, თეოფილე კი, ალექსანდრიის პატრიარქი, ჭკუიდან შეიშალა და ისე მოკვდა. დედოფალ ევდოქსიასაც უწია ღვთის რისხვამ: მას ძლიერი სისხლდენა დაეწყო, მატლები დაესივნენ და გარშემო ისეთ საშინელ სუნს ავრცელებდა, რომ ახლოს ვერავინ ეკარებოდა. ექიმებმა ვერაფერი უწამლეს მის სენს. მაშინ ევდოქსიამ თვითონ უთხრა მათ: თქვენ ვერაფერს მიშველით - ღმერთი მსჯის იმისათვის, რომ პატრიარქ იოანეს ვდევნიდიო. უსამართლოდ მიტაცებული ქონება მან პატრონებს დაუბრუნა, მაგრამ სნეულებას მაინც ვერაფერი ეშველა და ევდოქსია მალე გარდაიცვალა. მისი უსჯულოების სამხილებლად კუბო, რომელშიც ევდოქსია იწვა, 32 წლის მანძილზე ირყეოდა, ვიდრე არკადისა და ევდოქსიას ძემ, იმპერატორმა თეოდოსიმ წმინდანის ნაწილები კომანიდან კონსტანტინეპოლში არ გადმოასვენა (ეს მოხდა 436 წლის 27 იანვარს). მაშინ იმპერატორი ევედრა წმიდა იოანეს, რათა მიეტევებინა დედოფლისათვის საშინელი ცოდვა. წმიდანმა ისმინა მისი და იმ დროიდან დედოფალ ევდოქსიას კუბომ შეწყვიტა რყევა.

ასე დასაჯა ღმერთმა წმინდანის მტრები, ხოლო კუკუზას ეპისკოპოსი ადელფიოსი, რომელმაც ოდესღაც სიყვარულით შეიწყნარა წმიდა იოანე, ასეთი ხილვის ღირსი გახდა: ანგელოზი შეუძღვა სამოთხეში და უჩვენა ადგილი, სადაც ყველა წმიდა მამა და ეკლესიის მოძღვარი იმყოფებოდა. ადელფიოსი წმიდა იოანეს ეძებდა, მაგრამ ვერსად ნახა და დამწუხრებული გამოვიდა. ანგელოზმა ჰკითხა:

- რას დაღონებულხარ? ყველა, ვინც არ შედის, დამწუხრებულიც რომ იყოს, მხიარული გამოდის, შენ კი პირიქით იქცევი: მხიარული შეხვედი და მწუხარე სახით გამოდიხარ!

ადელფიოსმა მიუგო:

- მე ის მადარდებს, რომ ამ წმინდა მამებს შორის ვერსად ვნახე ჩემი საყვარელი მოძღვარი, იოანე.

- შენ ალბათ სინანულის მქადაგებელ იოანეს გულისხმობ?

- დიახ, - უპასუხა ადელფიოსმა.

- ხორციელ კაცს ძალუძს მისი ხილვა, რადგანაც იგი უფლის საყდრის წინაშე დგას ქერუბინ-სერაბინებთან ერთად. - თქვა ანგელოზმა.

ადელფიოსმა გაიხარა და მადლობა შესწირა ღმერთს ამ საიდუმლოს გამჟღავნებისათვის. წმიდა იოანე ოქროპირი, ღმრთის დიდი სათნომყოფელი, რომელმაც მრავალი ტანჯვა დაითმინა ქრისტესათვის, ზეციურ სასუფეველში განისვენებს, მისი თხზულებები კი მრავალი საუკუნის მანძილზე შეეწეოდა და დღესაც შეეწევა მორწმუნეებს ცხონების გზაზე - დაცემულებს აღადგენს, სასოწარკვეთილებს ამხნევებს, მგლოვარეებს ნუგეშს სცემს და ცოდვილებს სინანულის კარს უღებს.

შეადგინა და თარგმნა რუსუდან ბუაჩიძემ


ნაკადული: http://www.orthodoxy.ge/tveni/noemberi/13-ioane.htm#sthash.c4GXU2pB.dpuf

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 27 2013, 03:29 AM

სიტყვები არ მყოფნის ამ წმიდანზე სასაუბროდ ...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 27 2013, 09:01 AM

http://radikal.ru/fp/1fd5bbe0a8e14f899b58b25d4bd9fc33

ხსენება ფილიპე მოციქულისა

14 ნოემბერი ძვ.სტ./27 ნოემბერი ახ.სტ.

მოციქული ფილიპე
წმიდა მოციქული ფილიპე გალილეის ქალაქ ბეთსაიდის მკვიდრი, წმიდა წერილში ღრმად იყო განსწავლული.მას სწორად ესმოდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებათა არსი და მესიის მოლოდინით ცხოვრობდა. ფილიპე პირველი მოწოდებისთანავე თან გაჰყვა მაცხოვარს (ინ. 1,43); მან მიიყვანა ქრისტესთან მოციქული ნათანაელი (ინ. 1,46); უფალი მას დაეკითხა, თუ რამდენი ფული იყო საჭირო ხუთი ათასი კაცის საკმარი პურის საყიდლად (ინ. 6,5-7); მიუძღვა ელინებს, რომელთაც ქრისტეს ნახვა სურდათ (ინ. 12,21-22); მან სთხოვა მაცხოვარს: „უფალო, მიჩუენე ჩუენ მამაჲ შენი, და კმა არს ჩუენდა“ (ინ. 14,8).

ქრისტეს ამაღლების შემდეგ ფილიპე მოციქული გალილეაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას. ნეტარის სწავლებას საკვირველი სასწაულები ახლდა თან. გალილეიდან ფილიპე მოციქული საბერძნეთში გადავიდა და იქ გადასახლებულ იუდეველებს შორის ქადაგებდა. ფილიპეს განსასჯელად წმიდა ქალაქიდან ელადაში ფარისევლები ჩავიდნენ მღვდელმთავრის წინამძღოლობით. ფილიპე მოციქულმა სიცრუეში ამხილა იუდეველი მღვდელმთავარი, რომელიც ამტკიცებდა, მაცხოვრის ცხედარი ქრისტეს მოწაფეებმა მოიპარეს და გადამალესო: წმიდანმა შემოკრებილებს ამცნო, რომ მცველები, რომელთაგანაც გავრცელდა ეს ჭორი, ფარისევლების მოსყიდულნი იყვნენ. როცა იუდეველმა მღვდელმთავარმა და მისმა თანამგზავრებმა ღვთის გმობა დაიწყეს და ფილიპე მოციქულს თავს დაესხნენ, დაბრმავდნენ, მაგრამ მოციქულის ლოცვით ყველას დაუბრუნდა თვალისჩინი. ამ სასწაულის მხილველთაგან მრავალი მოიქცა ქრისტიანობაზე.

ელადიდან ფილიპე ჯერ პართეთში გაემგზავრა, შემდეგ კი - ქალაქ აზოტში. აზოტიდან ფილიპე მოციქული სირიის იერაპოლში გადავიდა. აქ ფარისევლებისგან მოსყიდულმა იუდეველებმა იროსს, რომელმაც წმიდა მოციქული შეიფარა, სახლი დაუწვეს. თავად ფილიპეს ისინი მოკვლას უპირებდნენ, მაგრამ როცა უფლის რჩეულის მიერ აღსრულებული სასწაულები იხილეს, სინანულში ჩავარდნენ და ბევრი მათგანი მოინათლა. წმიდა მოციქულმა იროსი იერაპოლის ეპისკოპოსად დაადგინა, თვითონ კი გზა განაგრძო, მოიარა სირია, მცირე აზია, ლიდია, მიზია. ყველგან ღვთის სიტყვას ქადაგებდა, რისთვისაც მრავალი სატანჯველის დათმენა უწევდა. წმიდა ფილიპეს განუყრელად თან დაჰყვებოდა მისი და, მარიამნა, რომელიც ძმის გაჭირვების თანაზიარი იყო.

შემდეგ მოციქული ფრიგიაში, ქალაქ იერაპოლში ჩავიდა, სადაც მრავალი წარმართული სალოცავი იყო, მათ შორის გველების სახელზე აგებული ტაძარიც, სადაც უზარმაზარი იქედნე ბუდობდა. ფილიპე მოციქულმა ლოცვის ძალით მოკლა ქვეწარმავალი და გველებისგან დაკბენილი მრავალი ადამიანი განკურნა. განკურნებულთა შორის იყო ქალაქის თავის მეუღლე, რომელმაც ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. ეს რომ ქალაქის მმართველმა შეიტყო, ბრძანა, შეეპყროთ ფილიპე, მისი და მარიამნა, და მათი თანმხლები ბართლომე მოციქული. იქედნეს ტაძრის ქურუმთა შეგონებით წარმართმა ხელისუფალმა ფილიპესა და ბართლომეს ჯვარცმა ბრძანა. ამ დროს საშინლად შეირყა ქვეყანა და სამსჯავროში მყოფნი მიწამ შთანთქა. იქედნეს ტაძართან ჯვარზე თავდაღმა მიმსჭვალული ფილიპე ლოცულობდა, რომ უფალს მისი მტანჯველები დაეხსნა თავს დამტყდარი უბედურებისაგან. მომხდარის მხილველმა ხალხმა ირწმუნა ქრისტე და მოითხოვა, ჩამოეხსნათ მოციქულები. ჯვრიდან გარდამოხსნილი ბართლომე ჯერ ისევ ცოცხალი იყო. გათავისუფლების შემდეგ ნეტარმა ახალმოქცეულები მონათლა და მათ ეპისკოპოსიც დაუდგინა; ფილიპე მოციქული კი ჯვარზე აღესრულა.

წმიდანის დამ, მარიამნამ მიწას მიაბარა ძმის ცხედარი, შემდეგ კი ბართლომე მოციქულთან ერთად სომხეთში გაემგზავრა სახარების საქადაგებლად. აქ წმინდა ბართლომე ჯვარს აცვეს (ხს. 11 ივნისს), მარიამნა კი განაგრძობდა წარმართთა შორის ღვთის სიტყვის ქადაგებას მანამ, სანამ ლიკაონიაში არ ეწია ნეტარი აღსასრული (ხს. 17 თებერვალს).

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

-ნაკადული: http://orthodoxy.ge/tveni/noemberi/14-filipe.htm#sthash.K2GHmVGS.YngL1rCN.dpuf

ტროპარი

ბრწყინვალედ განშუენდების დღეს ყოველი ქუეყანაჲ, და ეთიოპია უმეტეს განსცხრების, ვითარცა გვირგვინითა შემკობილი შენ მიერ, ხოლო ბრწყინავს დღესასწაულიცა ხსენებისა შენისაჲ, ღმრთისმეტყუელო ფილიპე, რამეთუ ყოველთა სარწმუნოებაჲ ქრისტესი გუასწავე, და კეთილად აღასრულე სახარებაჲ, ღირსო, ვინაჲცა კადნიერად აღიპყრობენ ხელთა ეთიოპელნი ღმრთისა მიმართ, რომელსა ევედრე მონიჭებად ჩუენდა დიდი წყალობაჲ.

კონდაკი

ვითარცა მოწაფემან და მოყუარემან შენმან და მობაძავმან ვნებათა შენთამან, სოფელსა შინა ღმრთად გქადაგა შენ, ღმრთისმეტყუელმან ფილიპე, ოხათა მისთა მიერ მტერთაგან უშჯულოთა ეკლესიაჲ შენი და ყოველნი ქალაქნი შენნი დაიცევ ღმრთისმშობელისა მიერ, მრავალმოწყალე.

გილოცავთ kiss1.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 28 2013, 03:30 AM

G_saxva
kiss1.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 28 2013, 09:24 AM

11 დეკემბერი (28 ნოემბერი)
ხსენება ღირსმოწამისა და აღმსარებელისა სტეფანე ახლისა (767); მოწამისა ირინარხესი და მისთანა შვიდთა წმიდათა დედათა (303); მოწამეთა: სტეფანესი, ბასილისა, გრიგოლისა, სხვა გრიგოლისა, იოანესი და სხვათა მრავალთა (VIII).
გილოცავთ

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Nov 28 2013, 09:32 AM

იცოცხლე ძმაო შეგვეწიონ kiss1.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 4 2013, 12:22 AM

გილოცავთ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს , წმიდა მარიამი გფარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს !

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 4 2013, 09:08 AM

http://radikal.ru/fp/28b5b98e435c471193b9d7337a8a879d

დედა ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ძველი სტილით – 21 ნოემბერს, ხოლო ახალი სტილით 4 დეკემბერს აღნიშნავს. ეს არის ათორმეტთაგანი დღესასწაული, ანუ შესულია იმ 12 დიდ დღესასწაულთა რიცხვში, რომელიც ეკლესიის მიერაა დადგენილი.
მამა კონსტანტინე გიორგაძე (წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური):

ყოვლადწმიდა მარიამის მშობლებს იოაკიმე და ანა ერქვათ. ისინი დედამიწაზე ყველაზე წმიდა ცოლ-ქმარი იყვნენ. ისე მიაღწიეს მოხუცებულობას, შვილი არ ჰყოლიათ. მხურვალედ ევედრებოდნენ ღმერთს, რომ მათთვის ბავშვი ებოძებინა, თან აღთქმა დადეს, ძე იქნებოდა თუ ასული, ღმერთს შესწირავდნენ. უფალმა შეისმინა მათი მართალი ლოცვა და წმიდა ცოლ-ქმარს ასული აჩუქა.

იოაკიმემ და ანამ ღვთისადმი მიცემული აღთქმა შეასრულეს და როცა მარიამი სამი წლის გახდა, უხმეს ნათესავებს, ახლობლებს, ყოვლადწმიდა ქალწული საუკეთესო სამოსით შემოსეს და გალობითა და სანთლებით ხელში მიიყვანეს იერუსალიმის ტაძარში. ტაძარს თხუთმეტ საფეხურიანი კიბე ჰქონდა. წესით პატარა მარიამს უნდა გასჭირვებოდა ამ კიბეზე მარტოს ასვლა, მაგრამ როდესაც პირველ საფეხურზე დასვეს, თითქოს ფრთებშესხმულმა დაუბრკოლებლად აირბინა თხუთმეტივე საფეხური. ეკლესიაში პატარა მარიამს მღვდელმთავარი ზაქარია შეეგება, რომელმაც, ღვთის შთაგონებით, ნეტარი ასული წმიდათა წმიდაში შეიყვანა, სადაც მხოლოდ მღვდელმთავარი შედიოდა, ისიც – წელიწადში ერთხელ.


ყოვლადწმიდა მარიამი ტაძარში დამკვიდრდა. იგი გამუდმებით ლოცულობდა, გულმოდგინედ კითხულობდა წმიდა წერილებს, ხელსაქმობდა, სნეულებსა და დავრდომილებს უვლიდა, თავის წილ ულუფა საკვებს მათ აძლევდა და თვითონ ,,მოიღებდა საზრდოსა ხელთა ანგელოზისაითა.”

როცა მარიამმა სრულწლოვანებას მიაღწია, მან ქალწულების აღთქმა დადო და თავი უფალს განუკუთვნა. ასეთი რამ მანამდე უცხო იყო დედათა შორის და ღვთის მადლით, იგი მაცხოვრის დედად გახდა.

მართლმადიდებელმა ქრისტიანმა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება ისევე, როგორც ყოველი ათორმეტთაგანი დღესასწაული, სრულყოფილი სიხარულით, თავმდაბლობითა და ღვთის შიშით უნდა აღნიშნოს. სასურველია, თუ ამ დღეს ადამიანი ისე მოემზადება, რომ ეზიაროს ქრისტეს ზიარების წმიდა საიდუმლოს.

დაბოლოს, მინდა მივულოცო მთელ საქართველოს ეს დიდებული დღესასწაული და ვუსურვო ყველა ქრისტიანს, ჭეშმარიტად მიიყვანოს თავისი სული ტაძარში.

ქეთი ჭელიძე
ნაკადული:\ ambioni.ge
გილოცავთ ყველას ამ ბრწყინვალე დღესასწაულს ღვთისმშობლის კალთას დაეფაროს ჩვენ ჩვენი ოჯახები და მთლიანად საქართველო. ღმერთს ებარებოდეთ !!!

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Dec 4 2013, 11:46 AM

მეც გილოცავთ ყველაააას

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 12 2013, 11:00 PM

ანდრია პირველწოდებულის და ვახტანგ გორგასლის ხსენებას გლოცავთ ყველას !

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 13 2013, 09:31 AM

http://radikal.ru/fp/18004c87937043b28a7b74b7c54f2a89

წმ. ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომ მას ეწოდა პირველწოდებული. წმიდა ანდრიამ სიყრმიდანვე შეიყვარა უფალი და როცა ისრაელში ქუხილივით გაისმა წმიდა იოანე ნათლისმცემლის ხმა, ნეტარი მოციქული მისი უახლოესი მოწაფე გახდა. მაცხოვრის გამოჩენისას, წმიდა იოანემ ანდრიას და იოანე ღვთისმეტყველს მიმართა: “აჰა, ტარიგი ღმრთისაჲ”. ამ სიტყვებზე ორივენი თან გაჰყვნენ იესოს. შემდეგ კი ანდრია ძმასთან, პეტრესთან მივიდა, მესიის პოვნა ახარა, ისიც იესოსთან მიიყვანა და მას დაუმოწაფა.

ქრისტეს დამოწაფებული ძმები კვლავ ჩვეულ საქმიანობას განაგრძობდნენ და თევზაობით ირჩენდნენ თავს. ერთხელ გალილეის ზღვის ნაპირას მიმავალმა მაცხოვარმა მოუწოდა მას: “მოვედით და შემომიდეგით მე და გყვნე თქვენ მესათხევლე კაცთა”. რის შემდეგაც ისინი განუყრელად თან ახლდნენ ძე ღვთისას და მისი სასწაულების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის მოწმეებიც გახდნენ.

მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, “რაჟამს წილ იგდეს მოციქულთა” საქადაგებლად, ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ, რადგან მისი მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო, ძე ღვთისამ უბრძანა, იერუსალიმში დარჩენილიყო, საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით.


ყოვლადწმიდა ქალწულმა მოუწოდა წმიდანს და ღვთის ნება აუწყა, შემდეგ ფიცარი მოითხოვა, “დაიბანა პირი და დაიდვა პირსა ზედა თვისსა”. ფიცარზე ღვთისმშობელი გამოისახა ყრმა იესოთი. ეს სიწმიდე ზეციურმა დედოფალმა ანდრიას გადასცა და დიდ ღვაწლს შემდგარი, აკურთხა. წმიდა ანდრიამ გაიარა საბერძნეთი, მცირე აზია, შემდეგ კი შავიზღვისპირეთს მიაშურა, “შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდაჭარა ეწოდების”.
სოფელ დიდაჭარაში დღემდეა შემონახული ტაძრის ნანგრევები, რომელიც, გადმოცემით, თავად წმიდა ანდრია პირველწოდებულს აუშენებია.

ნეტარს მრავალი განსაცდელი დაატყდა თავს ურწმუნოთაგან, მაგრამ ღვთისა და პატიოსანი ხატის მეოხებით ყველაფერი მადლობით დაითმინა, “ვიდრემდის ყოველნივე მოაქცივნა და მოიყვანა სარწმუნოებად”. იმ ადგილას, სადაც მოციქულმა ღვთისმშობლის ხატი დაასვენა, “ფრიად შუენიერი და დიდი” წყარო აღმოცენდა. ამ სასწაულმა მრავალ წარმართს გაუნათა გონება და შეუდგნენ ქრისტეს მაცხოვნებელ სწავლებას. მოციქულმა ახალმოქცეულთ დაუდგინა მღვდლები და დიაკვნები. “დაუდგინა წესი და საზღვარი სარწმუნოებისა”, აუგო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარი, სადაც ფიცარზე ზეციური დედოფლის ნაბოძები ხატიდან სასწაულებრივ გადასული ასლი დააბრძანა. ამის შემდეგ უფლის რჩეულმა გადაიარა ფერსათის მთა და აქ ჯვარი აღმართა (სწორედ ამის გამო ეწოდა ამ მთას “რკინის ჯვარი”).

მოციქული შემდეგ სოფელ აწყურში მივიდა, რომელიც ადრე სოსანგეთად იწოდებოდა. ამ დროს ამ მხარის გამგებელი იყო ქვრივი სამძივარი, რომელსაც ერთადერთი ვაჟი ჰყავდა. სწორედ ამ დროს მას შვილი მოჰკვდომოდა. ქვრივს შეატყობინეს, რომ იქ იყო ერთი ადამიანი, რომელიც უცნობ ღმერთზე ლოცულობდა. ამ ცნობამ მას გულში იმედი ჩაუსახა და მოციქული თავისთან იხმო. წმიდა ანდრიამ ქვრივი დედაკაცის ერთადერთი ძე მკვდრეთით აღადგინა. გახარებულმა ქალმა მადლობით ირწმუნა უფალი იესო ქრისტე, თავის შვილთან ერთად მოინათლა და სამცხის მთავრებს წერილი მისწერა, ამ ამბავს ატყობინებდა და ყველას თავისთან იხმობდა.

“ვითარცა ესმა მესხთა ამბავი ესე საკვირველი, მსწრაფლ შეკრბეს ყოვლით კერძო და იქმნა სიმრავლე ერისა ფრიადი”. მოვიდნენ საკერპოს მსახურნიც. ხალხი ორად გაიყო; ნაწილი იძახდა, “ჯერ არს თაყუანის-ცემად, რომელმა ესე ვითარი სასწაული აღასრულა”, სხვები კი კვლავ ცრუ ღმერთების ერთგულნი რჩებოდნენ. ცილობა რომ ჩაეცხროთ, გადაწყვიტეს, საკერპოში ღვთისმშობლის ხატი შეებრძანებინათ, შემდეგ კი კარი დაეხშოთ. მაცხოვრის მსასოებლებს – ქრისტეს მიმართ, კერპთმსახურებს კი – თავიანთი ღვთაებისადმი უნდა ელოცათ. დახშულ ტაძართან მცველები დააყენეს. დილით, როცა კარი გააღეს, ყველამ იხილა “კერპები ქუეყანად დათხეულნი და სახედ მტუერისა შემუსრვილნი, ხოლო ხატი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა ბრწყინვიდა, ვითარცა მზე, დიდებითა და პატივითა”.

წმიდა ანდრიამ აწყურში მოაწყო ეკლესია და მცირე ეკვდერში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი დაასვენა, შემდეგ კი ახალმოქცეულ სამწყსოს განეშორა და გზა განაგრძო: იყო კლარჯეთში, არტაანკოლაში, პართეთში, სომხეთში, შემდეგ კი იერუსალიმში წავიდა.

იერუსალიმიდან ანდრია სვიმონ კანანელთან და მატათასთან ერთად ისევ საქართველოში დაბრუნდა. ისინი ქართლში შევიდნენ, განამტკიცეს ქრისტიანობა და “დაჰყვნენ დასავლეთით, განვლეს ტაოს კერძო ქვეყანა ვიდრე ჭოროხამდე”, იყვნენ სამეგრელოსა და სვანეთში. სვიმონი და ანდრია აფხაზეთში წავიდნენ “ხოლო დიდი ანდრეა სვიმონითურთ… შევიდეს ქუეყანასა აფხაზეთისასა და უქადაგეს სიტყუა იგი ღუთის-მეცნიერებისა და მრავალთა სიხარულით შეიწყნარეს ქადაგება იგი და მუნ დაუტევა ნეტარმან ანდრეა სვიმონ კანანელი სხვათა თანა მოწაფეთა და თავად ჯიქეთისა ქუეყანად ავიდა”. ჯიქეთის მკვიდრმა მოსახლეობამ არა მარტო უარი განაცხადა მისი ქადაგების მიღებაზე, არამედ მოციქულის მოკვლაც კი გადაწყვიტა. მათი სიჯიუტე და უხეში გონება რომ დაინახა, მოციქულმა მიატოვა ისინი და წავიდა. წმიდა ანდრია მოციქული სკვითთა ქვეყანაში, დღევანდელ რუსეთშიც ყოფილა. მდინარე დნეპრს აჰყოლია იმ ადგილამდე, სადაც ამჟამად ქალაქი კიევი მდებარეობს.

უკანასკნელი ქალაქი, სადაც მოციქულმა იქადაგა, პატრა (საბერძნეთი) იყო, წმიდანის ლოცვით ამ ქალაქში უამრავი ადამიანი მოექცა ქრისტეს სჯულზე, მაგრამ ქალაქის თავი ეგაეტი კვლავ ერთგული რჩებოდა ცრუ ღვთაებისა. უღმრთო ხელისუფალმა ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. წმიდანი სიხარულით შეხვდა განაჩენს და თავისით ავიდა ჯვარზე. ტანჯვა რომ გაეხანგრძლივებინა, ეგაეტმა ბრძანა, ძელზე კი არ მიელურსმნათ, არამედ დაეკიდათ ნეტარი. წმიდა მოციქული ორი დღე ქადაგებდა ირგვლივ შეკრებილთა წინაშე. ბოლოს, წმიდანის მადლმოსილი სიტყვებით შეძრულმა ხალხმა მოითხოვა, ჯვრიდან ჩამოეხსნათ იგი. უღმრთო ეგაეტმა განკარგულება გასცა, გაეთავისუფლებინათ წმიდანი, მაგრამ ანდრიამ მხურვალედ შესთხოვა უფალს, ჯვარზე აღსრულების ღირსი გაეხადა. მეომრები დიდხანს ამაოდ ცდილობდნენ მის ჩამოხსნას. წმიდანმა “აღიხილნა თუალნი ზეცად და მადლობა შესწირა უფალს და აკურთხნა მორწმუნენი იგი ჯუარსა დამოკიდებულმან”. და ასე, ღვთისადმი მადლობით აღესრულა წმიდანი. ქალაქის მმართველის ცოლმა მოციქულის ცხედარი ჯვრიდან ჩამოხსნა და პატივით მიაბარა მიწას. რამდენიმე საუკუნის შემდეგ კონსტანტინე დიდი ზეობისას წმიდა მოციქულის უხრწნელი ნაწილები პატივით დაასვენეს კონსტანტინეპოლში და წმიდა მოციქულთა ტაძარში დააბრძანეს ლუკა მახარებლისა და ტიმოთე მოციქულის ნაწილთა გვერდით.

ხშირად, ჩვენი ისტორიის ავბედითობის გამო, ჩვენი ეკლესიის სამოციქულო წარმომავლობა ეჭვქვეშ დგებოდა. ამის დასტურია წმიდა გიორგი მთაწმიდელის ცხოვრებაში აღწერილი ერთ-ერთი ეპიზოდი, სადაც წმიდა გიორგი ანტიოქიის პატრიარქის წინაშე შემდეგი სიტყვებით იცავდა საქართველოს ეკლესიის თვითმყოფადობას: “წმიდაო მეუფეო, შენ იტყვი, თავისა მის მოციქულთაჲსა პეტრეს საყდარზე ვზიო. ხოლო ჩუენ პირველწოდებულისა და ძმისა თვისისა მწოდებელისა ნაწილნი ვართ და სამწყსონი და მის მიერ მოქცეულნი და განათლებულნი. და ერთი წმიდათა ათორმეტთა მოციქულთაგანი – სვიმეონს ვიტყვი კანანელსა – ქუეყანასა ჩუენსა დამარხულ არს აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების. ამათ წმიდათა მოციქულთა განათლებულნი ვართ. და ვინაჲთგან ერთი ღმერთი გვიცნობიეს, არღარა უარგვიყოფიეს. და არცა ოდეს წუალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩუენი, და ყოველთა უარისმყოფელთა და მწუალებელთა შევაჩუენებთ და დავსწყევთ. ამას საფუძველსა ზედა მართლმადიდებლობისასა და მცნებათა და ქადაგებათა ზედა წმიდათა მათ მოციქულთასა მტკიცე ვართ”.

შევთხოვოთ ჩვენს შემწესა და მფარველს წმიდა ანდრიას:

წმიდაო მოციქულო, მოციქულთა უპირატეს წოდებულო ანდრია, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის, რათა სოფელსა მშვიდობა მოანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა!

გაზეთი “საპატრიარქოს უწყებანი”, № 18(225), 2003 წ.
გილოცავთ ყველას და გისურვებთ წმინდა მოციქული ანდრია შეეწიოს ჩვენ და მთლიანად საქარველოს kiss1.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2013, 02:29 PM

ყველას, მაგრამ განსაკუთრებით მამა ანდრიას და ლინგვოს ვულოცავ კეთილი სურვილებით!!!!!!!!!! wub.gif wub.gif wub.gif wub.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 17 2013, 04:26 AM

ყველას გილოცავთ წმიდა იოანე დამასკელის და წმიდა ბარბარეს ხსენების დღეს !

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 17 2013, 08:51 AM

http://radikal.ru/fp/74e237f08f9e41dda6923a2b2c549d8d

წმიდა ქალწულმოწამე ბარბარეს ხსენება ახალი სტილით 17 დეკემბერს აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში ღვთისმსახურება აღევლინება.

წმიდა ბარბარეს ცხოვრება

წმ.ბარბარეკეისარ მაქსიმიანეს (IVს.) დროს ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში წარჩინებული გვარის კაცი, დიოსკორე ცხოვრობდა, რომელიც მალე დაქვრივდა და ერთადერთი ქალიშვილი, ბარბარე დარჩა. მას სილამაზით ვერავინ შეედრებოდა. მამამ გადაწყვიტა, შვილი მდაბიო და უზნეო ადამიანების თვალისგან მოერიდებინა, კოშკში გამოკეტა და აღსაზრდელად წარმართ მასწავლებლებს ჩააბარა. კოშკში გამოკეტილ ბარბარეს ჭეშმარიტების პოვნის სურვილი გაუჩნდა. “არა, ღმერთი უნდა იყოს ერთი და ხელთუქმნელი, თავად კი –შემოქმედი ყოველივესი”, – ღვთიურმა მადლმა სწორედ ეს სიტყვები შესძახა წმიდანს. ის არც გათხოვებაზე, არც ძვირფას სამოსსა თუ სამკაულებზე ფიქრობდა. ხელისმთხოვნელი კი ბევრი ჰყავდა. დიოსკორემ შვილს სთხოვა, საქმრო მრავალრიცხოვან ჭაბუკთაგან თავად აერჩია, რაზეც მამამ მტკიცე უარი მიიღო.

დიოსკორემ გადაწყვიტა, ბარბარესთვის თავისუფლება მიეცა, რათა უცხო ადამიანებისა და მათი ცხოვრების წესის გაცნობის შემდეგ გათხოვების სურვილი თავადვე გასჩენოდა. და ბრძანა, ბარბარესთვის მდიდრული აბანო აეშენებინათ, რომელსაც მზისა და მთვარის თაყვანისცემის ნიშნად ორი სარკმელი ექნებოდა.

მალე დიოსკორეს საქმის გამო შორს გამგზავრება მოუხდა. თავისუფლად მყოფმა ბარბარემ ქრისტიანი ქალწულები გაიცნო, რომელთაგან იესო ქრისტეს სახელი, მისი მოძღვრების, სასწაულების, ჯვარცმისა და აღდგომის შესახებ გაიგო. ქალწულმა მტკიცედ გადაწყვიტა ქრისტიანი გამხდარიყო. ღვთის ნებით, ილიოპოლისში ალექსანდრიიდან ხუცესი ჩავიდა. ბარბარემ იგი თავისთან მიიწვია, გულით აღიარა ქრისტიანული მოძღვრება და მოინათლა. მას შემდეგ გულმოდგინედ ლოცულობდა, მარხულობდა. ქალწულობის აღთქმა დადო და გადაწყვიტა, დარჩენილი სიცოცხლე ღვთის სამსახურში გაელია.


ერთხელ ბარბარე ბაღში სეირნობდა, სადაც მამამისის ბრძანებით აბანოს აშენებდნენ. მან მარმარილოზე თითით ჯვარი გამოსახა, რასაც სასწაული მოჰყვა: იქიდან წყალმა ამოხეთქა, რომელმაც შემდგომ მრავალი სნეული განკურნა. ჯვარი მარმარილოში ამოკვეთილივით დარჩა. ასევე, სამუდამოდ დააჩნდა ბარბარეს ნატერფალიც. წმიდა ქალწულმა მშენებლებს სთხოვა, აბანოსთვის მესამე სარკმელიც გამოეჭრათ წმიდა სამების ნიშნად.
მოგზაურობიდან დაბრულებული დიოსკორე მშენებლებს განურისხდა, თუმცა ბარბარემ მამასთან ჭეშმარიტი სარწმუნოება აღიარა და მის მოქცევასაც შეეცადა. დიოსკორეს ფერი ეცვალა, განრისხდა, გამძვინვარდა და ეშმაკმა ისე შეიპყრო, რომ ქალიშვილისთვის თავის მოსაკვეთად ხმალი იშიშვლა. ბარბარემ გაქცევა მოასწრო, ილიოპოლისი დატოვა და ქალაქის მახლობლად გამოქვაბულს შეაფარა თავი. დისკორემ იპოვა ბარბარე, მთიდან თმით ჩამოათრია და სასახლეში ჩაკეტა.

დიოსკორემ ასული მმართველ მარკიანეს მიჰგვარა. ქალწულის სილამაზით მოხიბლულმა ტკბილი სიტყვით სცადა ქალწულის გადაბირება, თუმცა უშედეგოდ.

განრისხებულმა მმართველმა ბარბარეს ტყავის შოლტებით გვემა ბრძანა. წმიდანი სასტიკად აწამეს… საპყრობილეში შეაგდეს და მცველები დაუყენეს.

შუაღამეს ნათელი გამობრწყინდა. ნაწამებ ქალწულს ქრისტე ღმერთი ანგელოზებთან ერთად გამოეცხადა და მისი ნაგვემი სხეული განკურნა. მეორე დღეს ბარბარე სრულიად განკურნებული იხილეს, ფეხზე იდგა და ლოცულობდა.
მარკიანემ ყოველივე კერპების მოწყალებას მიაწერა და წმიდა ქალწულს ურჩია, ახლა მაინც შეეწირა მსხვერპლი მათთვის. ამის გამო ის უკვე ხალხის წინაშე გვემეს სასტიკად.

ასულის სიმტკიცით გაოცებულმა ჯალათებმაც ირწმუნეს ქრისტე, რისთვისაც სასიკვდილოდ დაისაჯნენ.
ბარაბარეს წამების საცქერლად შეკრებილ ბრბოში ილიოპოლელი ქალწული იულიანაც იდგა, ისიც ქრისტესათვის თავგანწირვის სურვილით ინთებოდა. ბოლოს ნეტარმა ხმამაღლა დაიწყო მტარვალთა მხილება, რისთვისაც შეიპყრეს და ბარბარესთან ერთად საწამებლად შეაგდეს.

მარკიანემ ქალწულის გაშიშვლება და ქალაქში ასე გატარება ბრძანა, მაგრამ წმ. ბარბარეს ღვთის ანგელოზი გამოეცხადა, რომელმაც მისი სხეული სპეტაკი სამოსით დაფარა და მისი სიშიშვლე ვერავინ ნახა.

მარკიანე მიხვდა, რომ ამ სასწაულების მნახველი მრავალი მოქალაქე ქრისტეს სჯულზე მოექცეოდა, ამიტომ დიოსკორეს უბრძანა, ქალიშვილი ქალაქგარეთ გაეყვანა და მისთვის თავი მოეკვეთა.

დიოსკორემ ასული იმ ადგილზე წაიყვანა, სადაც სასჯელი უნდა აღსრულებულიყო. წმ. ბარბარემ მამას სთხოვა, მისთვის ლოცვის საშუალება მიეცა, რაზეც პასუხად მწარე დაცინვა მიიღო. როცა ქალწულმა ლოცვა დაასრულა, ზეციდან ხმა გაისმა: ,,მოვედ, წმიდაო ბარბარე, დისა შენისა იულიანას თანა სასუფეველთა ცათასა. აჰა, ესერა ანგელოსნი იხარებენ მოწევნასა შენსა თანა და ყოველი, რომელი ითხოვე, მიმიცემიეს შენდა და უფროის ამისსა მიგცე შენ.’’ წმიდა ბარბარე სიხარულით აღივსო, მახვილს თავი მოუდრიკა და მამას უთხრა: “აწ აღასრულე ბრძანებული შენდა მიმართ, ჰე უღმერთოო.”

დიოსკორემ მახვილი დასცა, წმ. ბარბარეს თავი წარჰკვეთა, ამავდროულად, მას ზეციდან საშინელი ცეცხლი დაატყდა და ერთიანად დაწვა, ხოლო ფერფლი უეცრად ამოვარდნილმა ფიცხელმა ქარმა გაფანტა. დაისაჯა მარკიანეც, სასახლეში შესვლისას მეხი დაეცა და მისგან მტვერიც აღარ დარჩენილა.

ღვთისმოსავმა მოქალაქემ, ევლენტინემ, წამებულის წმიდა სხეული ილიოპოლისში ჩამოასვენა, პატივით დაკრძალა და იმ ადგილას ეკლესია ააგო. წმ. ბარბერე დეკემბრის თვის მეოთხე დღეს (ახალი სტილით) 17 დეკემბერს აღესრულა.
VI საუკუნეში ნეტარი დიდმოწამის წმიდა ნაწილები კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს, საიდანაც XII საუკუნეში კიევში იქნა გადასვენებული.

“საწყენია, როდესაც ბავშვს სახელს ვეძახი, ჰგონიათ, სერიალის გმირის, ბარბარას სახელს ვუწოდებ…”

ბარბარობის დღესასწაულს განსაკუთრებულად ამ წმიდანის სახელის მატარებელი ადამიანები და მათი ოჯახის წევრები ელიან. ბარბარე დევდარიანი მხოლოდ 2 წლისა და 6 თვისაა. მან ჯერ კიდევ არ იცის, რომ ის ქრისტიანული სარწმუნოებისათვის აღსრულებული წმიდანის სახელს ატარებს. მისი გაქრისტიანებაც 17 დეკემბერს, ბარბარობის დღეს უკავშირდება.

გვანცა დიდებაშვილი (ბარბარე დევდარიანის დედა): “წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესია მესტიაში საუკუნეების წინ გახლდათ აგებული. დროთა განმავლობაში ტაძარი ძლიერ დაზიანდა, თითქმის დანგრევის პირას იყო მისული. დედაჩემის საგვარეულომ, ქოჩქიანების გვარმა თანხა შეაგროვა და ეკლესიას შესწირა. წმ. ბარბარე ამ გვარის მფარველია. მათ ტაძრის განახლებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

ბავშვობიდან ისე ვიზრდებოდი, რომ წმიდა ბარბარეს შესახებ ბევრი რამ ვიცოდი, მას შემწეობასა და მფარველობას ყოველთვის ვთხოვდი. რადგან წმ. ბარბარე ბავშვებისა და ჩვენი გვარის მფარველიცაა, გადავწყვიტე, შვილისთვის ეს სახელი დამერქმია. ბარბარე მაისის თვეში დაიბადა და პირველივე ბარბარობას თბილისში, წმ დემეტრე თავდადებულის სახელობის ეკლესიაში მოვნათლეთ. საქართველოში გიორგობისა და მარიამობის დღესასწაულს ყველა ქართველი აღნიშნავს. ბარბარობა კი ბევრს ავიწყდება. ჩვენი ოჯახი ბავშვის გაქრისტიანების შემდეგ განსაკუთრებულად ელის ამ დღეს. საწყენია, როდესაც ბავშვს სახელს ვეძახი, ჰგონიათ, სერიალის გმირის, ბარბარას სახელს ვუწოდებ. ეს განსაკუთრებით დიდი ასაკის ადამიანებს ეშლებათ.”

22 წლის ბარბარე ომიაძე 8 თვეა, რაც გერმანიაში სასწავლებლადაა წასული. ის ბარბარობის დღესასწაულს ყოველთვის დიდი სიხარულით ხვდება. დილით ეკლესიაში მიდის და წმიდა ბარბარეს ხატს მოილოცავს. მეგობრებისა და ახლო ნათესავებისგან საჩუქრებსაც ხშირად იღებს. წლევანდელი წელი კი მისთვის განსაკუთრებულია. საქართველოსგან მოშორებული, მართალია, არ ივიწყებს თავის სარწმუნოებას, მაგრამ წუხს, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიაში ქართულ წირვა-ლოცვას ვერ დაესწრება.

ბარბარე ომიაძე: “როცა დავიბადე, მამას ახალგაზრდა მამიდა ახალი გარდაცვლილი ჰყოლია. ქალბატონი ბაბულია ულამაზესი ქალი ყოფილა. მის საპატივსაცემოდ მეც ბაბულია-ბარბარე დამარქვეს. სამწუხაროდ, მთელი ბავშვობა ბაბულიკას მეძახდნენ, როცა გავიზარდე და გონს მოვეგე, ყველასგან მოვითხოვე, ბარბარეთი მოემართათ. ალბათ, მე ისე ვერ ვიცხოვრებ, როგორც წმიდა ქალწულმოწამე ბარბარე, მაგრამ მიხარია, რომ ეს სახელი მქვია, პირველ რიგში, დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ.”

ქართველები წმიდა ბარბარეს ყოველთვის დიდ პატივს მიაგებდნენ. მის სახელზე აგებული მრავალი ტაძარი არსებობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

თეონა ნოზაძე
წყარო:\ ambioni.ge

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 17 2013, 03:14 PM

გილოცავთ!!! ხვალ საბაობაა და ზეგ ნიკოლოზობა... გაითვალისწინეთ smile.gif

პოსტის ავტორი: Giorgi Dolidze თარიღი: Dec 17 2013, 08:13 PM

გილოცავთ ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულს, უფალი გფარავდეთ ყველას... kiss1.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Dec 17 2013, 10:19 PM

ყველას გილოცავთ smile.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Dec 17 2013, 11:49 PM

ციტატა
ბარბარობის ბრწყინვალე დღესასწაულ

რომელ დღესასწაულებზე შეიძლება ვთქვათ ბრწყინვალე? თუ ყველაზე შეგვიძლია? რამე დატვირთვა აქვს ამ სიტყვას?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 18 2013, 09:04 AM

qetevano
რავიცი მე ვფიქრობ ყველაზე შეიძლება ითქვას ბრწყინვალე რომელსაც განსაკუთრებით ავღნიშნავთ.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 19 2013, 02:41 AM

ბრწყინვალეს პირადად მე , მხოლო აღდგომის შესახებ ვამბობ .

იქამდე კი წმიდა მთავარეპისკოპოს ნიკოლოზის ხსენებას გილოცავთ ყველას !
( მპოსტავებიდან გვყავს ვინმე ნიკოლოზი ? )

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 19 2013, 09:12 AM

http://radikal.ru/fp/1f438de9825e4aa6a9d97734a5b3c401

გილოცავთ ნიკოლოზობას!

წმინდანის ცხოვრება და მოღვაწეობა


“კანონად სარწმუნოებისა, და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყოსა შენისთვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმინდაო დიდო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულითა ჩვენთათვის”.

(წმინდა ნიკოლოზის ტროპარი)

წმინდა ნიკოლოზიდაახლოებით 16 საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც დედამიწაზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა წმინდა ნიკოლოზი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, რომელსაც მისი ცხოვრებისა და იმ სასწაულების გამო, რომლებიც დღემდე აღესრულება, უდიდეს პატივს სცემს მთელი ქრისტიანული სამყარო.

19 დეკემბერს, მართმადიდებლური სამოციქულო ეკლესია, ნიკოლოზობის დღესასწაულს ზეიმობს.

წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, ლუკიის ოლქის ქ. პათარში (მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე), ქრისტეს შობიდან მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა.

წმინდა ნიკოლოზის მშობლები – თეოფანე და ნონა, წარმოშობით დიდგვაროვანი, შეძლებული და ღვთისმოსავი ქრისტიანები იყვნენ. მათ დიდხანს არ ეძლეოდათ შვილი, უფალს მემკვიდრის მონიჭებას ევედრებოდნენ, თან აღთქმა დადეს, რომ თუ უფალი თხოვნას შეუსრულებდა, ნანატრ შვილს მასვე შესწირავდნენ. უფალმა მათი თხოვნა შეისმინა და ნონამ შვა ძე, რომელსაც ნიკოლოზი დაარქვეს.

ჩვილმა წმინდა ნიკოლოზმა პირველივე დღეებში აჩვენა, რომ იგი უფლის მსახურებისთვის იყო განკუთვნილი.


გადმოცემის თანახმად, ნათლობის საიდუმლოს აღსრულებისას, ახალშობილი ყრმა, ყველას დაუხმარებლად იდგა ემბაზში სამი საათი. ამით, მან თავისი რწმენა გამოხატა ყოვლადწმინდა სამების მიმართ.

ასევე, გადმოცემის მიხედვით, წმინდა ნიკოლოზმა მარხვაც ჩვილობაში დაიწყო: ოთხშაბათობით და პარასკევობით, დედის რძეს მხოლოდ ერთხელ ღებულობდა. მას შემდეგ, რაც მისი მშობლები საღამოს ლოცვით კანონს აღასრულებდნენ.

ნიკოლოზი ბავშვობიდანვე ლოცულობდა და წმინდა წიგნებს კითხულობდა. წმინდანის ბიძამ, პათარის ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა, რომელსაც ძმისწულის სულიერი წინსვლა ახარებდა, ჯერ მედავითნედ დაადგინა. შემდეგ კი მღვდლად აკურთხა. ხელდასხმის დღეს სულიწმინდის მადლით აღვსილმა მღვდელმთავარმა სამწყოს წმინდა ნიკოლოზზე მიუთითა და თქვა: “ძმანო! მე ვხედავ ახალ მზეს, ამომავალს ქვეყნად ყოველთა მწუხარეთა ნუგეშინის ცემად. ნეტარ არს სამწყსო, რომლის მწყემსიც იგი შეიქმნება”.

მისმა ბიძამ წმინდა ნიკოლოზს მრევლთან ქადაგების წარმოთქმა დაავალა. საოცარი სარწმუნოებით გამორჩეული და გონიერი ჭაბუკი მორწმუნეებში გაოცებას და პატივისცემას იწვევდა.

წმინდა ნიკოლოზი მეტად გულმოწყალე და თავმდაბალი იყო. ცდილობდა თავისი სულიერი საქმენი ჩუმად შეესრულებინა, რათა სხვისთვის ნათელი არ გამხდარიყო. მშობლების გარდაცვალების შემდგომ, იგი მთელ ქონებას გლახაკებს ახმარდა.

ერთხელ ერთმა შეძლებულმა კაცმა მთელი ქონება დაკარგა და თავის გაჭირვებიდან რომ დაეღწია, გადაწყვიტა, სამი ულამაზესი ქალიშვილი საროსკიპოში გაეშვა. ამის შესახებ, რომ წმინდანმა შეიტყო, მას ღამით, ფარულად სამი ქისა ოქრო შეუგდო და ოჯახი დაცემისგან და სულიერი დაღუპვისგან იხსნა. წმინდა ნიკოლოზი ცდილობდა კეთილი საქმეები მუდამ უჩუმრად ეკეთებინა. სურდა, რომ ისინი მხოლოდ უფლის წინაშე ყოფილიყო განცხადებული.

როდესაც წმინდა ნიკოლოზის ბიძა იერუსალიმის მოსალოცად გაემგზავრა, მისი საქმე ნიკოლოზს გადააბარა, უფლის რჩეულმა სიყვარულით აღასრულა მორჩილება. მისი დაბრუნების შემდეგ თავად წავიდა წმინდა მიწის მოსალოცად.

იერუსალიმში ჩასულმა ნიკოლოზმა ქრისტეს მიწიერ ცხოვრებასთან დაკავშირებული ყველა წმინდა ადგილი მოილოცა. ნეტარმა უდაბნოში სამოღვაწეოდ წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ იგი ზეციურმა ხმამ შეაჩერა, რომელმაც სამშობლოში დაბრუნება უბრძანა. ღირსი მამა წმინდა სიონად წოდებული სავანის ძმობაში შევიდა, მაგრამ უფალმა ისევ მიანიშნა და ერში გასვლა უბრძანა, საღვთო ხილვაში მაცხოვარმა ძვირფას ყდაში ჩასმული სახარება გაუწოდა ნეტარს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა კი ომოფორი.

ნიკოლოზიქ. მირონში მთავარეპისკოპოსი გარდაცვლილი იყო და ახალი მღვდელმთავრის არჩევა მიმდინარეობდა, როდესაც ერთ-ერთ ეპისკოპოსს, უფალი გამოეცხადა და უბრძანა, რომ ღამით ტაძრის კარებთან დამდგარიყო: “პირველი ვინც შემოვა, ჩემი რჩეულია. მას ნიკოლოზი ჰქვია“. ამასობაში, წმინდა ნიკოლოზი მირონში ჩავიდა, ჩვეულებისამებრ ტაძარში წავიდა ცისკრის ლოცვების მოსასმენად. როდესაც კარებთანმდგარმა ეპისკოპოსმა, საყდარში პირველად შესულის სახელი შეიტყო, ხელი ჩასჭიდა და უფლის რჩეულის მოლოდინში იქ თავმოყრილ მღვდელმთავრებს შორის ჩააყენა. მომხდარის შესახებ სწრაფად გავრცელდა ხმა ქალაქში და ხალხი ტაძარს მოაწყდა. “მიიღეთ, ძმებო, თქვენი მწყემსმთავარი, რომელიც თავად სულიწმინდამ სცხო და თქვენს სულებზე ზრუნვა მიანდო; რომელიც ადამიანის კრებულის მიერ კი არა, თვით ღვთის განგებულებითაა დადგენილი!” – მიმართა შეკრებილებს ზეციური ხილვით ჩაგონებულმა ეპისკოპისმა.

მირონ-ლუკიის ეკლესიის მესაჭედ დადგინების შემდეგაც განაგრძობდა წმინდა ნიკოლოზი მოსაგრე ცხოვრებას და სამწყოს სიმდაბლის მაგალითს აძლევდა.

ამასობაში იმპერატორმა დიოკლიტიანემ (284-305) ქრისტიანთა სასტიკი დევნა წამოიწყო. წმინდა ნიკოლოზი არ შემდრკალა, ის მაინც ქადაგებდა ღვთის სიტყვას, რისთვისაც შეიპყრეს და საპყრობილეში ჩააგდეს. სადაც დიდხანს იყო გამომწყვდეული, მოთმინებით იტანდა შიმშილს, წყურვილს. ბოლოს დევნა შეწყდა და ტახტზე წმინდა მოციქულთასწორი კონსტანტინე დიდი ავიდა, რის შემდეგად წმინდა ნიკოლოზი თავის სამწყსოს დაუბრუნდა.

325 წელს წმინდანი პირველი მსოფლიო საეკლესიო კრებაში მონაწილეობდა, სადაც ნიკეის სარწმუნოების სიმბოლო მიიღო. გადმოცემის მიხედვით, წმინდა ნიკოლოზმა არიოზთან საღვთისმეტყველო კამათში, ვერ გაუძლო ერეტიკოსის ღვთისმგმობელ სიტყვებს და ხალხის თანდასწრებით კვერთხი ჩაარტყა, ბილწ ერეტიკოსს. ამისთვის წმინდანს აჰყარეს და დააკავეს, მაგრამ კრების რამდენიმე მამამ, საღვთო ჩვენებით იხილა, რომ ნეტარს ერთ მხარეს მაცხოვარი ედგა სახარებით ხელში, მეორე მხარეს კი ღვთისმშობელი ომოფორით და ამის შემდეგ კვლავ მღვდელმთავრის პატივში აღადგინეს უფლის რჩეული წმინდანი.

წმინდა ნიკოლოზმა სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული აღასრულა. ამათგან, ყველაზე განსაკუთრებულია ვერცხლისმოყვარე ქალაქის თავის მიერ უსამართლოდ სიკვდილმისჯილი სამი კაცის გადარჩენა.

მღვდელმთავარმა ნიკოლოზმა ღრმა მოხუცებულობამდე მიაღწია და 345-351 წწ. მშვიდობით მიიცვალა. მისი მირონმდინარე წმინდა ნაწილები ადგილობრივ საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული და მრავალ სნეულს ჰკურნავდა. 1087 წელს ეს სიწმინდე იტალიის ქალაქ ბარში გადაასვენეს.

ნიკოლოზობა აღინიშნება ორჯერ: 9 მაისს და 19 დეკემბერს. წმინდა ნიკოლოზი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი, საკვირველთმოქმედი საქართველოს ეკლესიის მფარველი წმინდანია. ამიტომ ქართველ მორწმუნეებს იგი გამორჩეულად უყვართ.

თეა სულაბერიძე

ნაკადული:\ ambioni.ge

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2013, 10:51 AM

გილოცავთ!!! მსწრაფლ შეგვეწიოს!!!

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 26 2013, 10:11 AM

http://radikal.ru/fp/4c21b875b8fa423eb49642569c4f2e41

13 დეკემბერი ძვ.სტ./26 დეკემბერი ახ.სტ.



წმ. გაბრიელ ქიქოძე



ახლა ის ვსთქვათ, როგორ უნდა სცხოვრობდეს ჭეშმარიტი ქრისტიანე, რა ყოფა-ქცევისა უნდა იყოს? ვისაც სურს ნამდვილ ქრისტიანულად იცხოვროს, მან ორგვარი სიყვარული უნდა შეიძინოს გულითა თვისითა: ერთი ღვთისა და მეორე კაცისა, ესე იგი, ღმერთი უნდა შეიყვაროს ყოვლითა გულითა თვისითა და კაცი როგორადაც თავი თვისი. რა არის ღვთის სიყვარული? ღვთის სიყვარული ის არის, როდესაც შენ გახსოვს, რომ ღმერთი არის შენი მამა და შემოქმედი, ყოველთვის გხედავს შენ, ესმის ყოველი შენი სიტყვა, გასინჯავს შენს გულს, და თუ ესრედ გახსოვს, სცდილობ, რომ ყოველი მისი ბრძანება და მცნება აღასრულო. რა არის კაცის სიყვარული, ეს მოკლედ გამოგვიცხადა უფალმან იესო ქრისტემან: რაც გინდა, რომ გიყოს შენ კაცმან, შენც ის უყავი კაცსა; შენ, რასაკვირველია, გსურს და გიამება, რომ ყოველმან კაცმან შეგიყვაროს, ნუგეში-გცეს, პატივი-გცეს, შეგეწიოს გაჭირვების დროს; შენც ისრე უყავ ყოველს კაცს და მაშინ იქნები ჭეშმარიტი ქრისტიანე.

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე

ნაკადული http://martlmadidebloba.ge/

გილოცავთ ყველას შეგვეწიოს მისი ძალა და მადლი 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2013, 11:29 AM

გილოცავთ!!! მიყვარს ეს წმინდანი wub.gif ყველას შეგვეწიოს წმინდა გაბრიელი!!!

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 8 2014, 01:59 AM

დავითობას გილოცავთ !

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 10 2014, 11:03 AM

წმინდა ეფრემ ასურის ხსენებას გილოცავთ!!! ეს ძალიან საყვარელი წმინდანი შეგვეწიოს და სინანული მოგვმადლოს wub.gif მეუფე ეფრემი კი დიდხანს გვიცოცხლოს ჯანმრთელად და სულიერად აღმატებულად!!!

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 10 2014, 11:48 AM

ყველაფერს გილოცავთ რაც გამოვტოვე და არ მომილოცავს თქვენთვის kiss1.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 22 2014, 09:56 PM

გილოცავთ ყველას , წმიდა ბეთანიელი მამების და წმიდა გაბრიელ აღმსარებლის ნაწილთა აღმოყვანებას !



პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 24 2014, 09:43 AM

ღმერთმა მრავალი წმინდანის საფლავის გახნსას დაგვასწროს smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2014, 11:31 AM

ციტატა(G_saxva @ Feb 24 2014, 10:43 AM) *

ღმერთმა მრავალი წმინდანის საფლავის გახნსას დაგვასწროს smile.gif


რა ტკბილი სურვილია!!! wub.gif ამინ!

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 25 2014, 02:51 AM

AMIN!

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 25 2014, 10:01 AM

ყველას გილოცავთ :
ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაულია; ხსენებაა წმ. პროხორე ქართველისა (XI); წმ. ლუკა იერუსალიმელისა (მუხაიძე, 1277), ნიკოლოზ დვალისა, (1314); წმ. მელეტისა, ანტიოქიელ მთავარეპისკოპოსისა (381); ღირსთა მარიამისა და მამისა მისისა ევგენისა (VI); წმ. ანტონისა, კონსტანტინოპოლელ პატრიარქისა (895); წმ. ალექსი მოსკოვის მიტროპოლიტისა (1378)

ღმერთმა მრავალს დაგვასწროს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 25 2014, 10:37 AM

გილოცავთ!!! შეეწიოს ივერიის ღვთისმშობლის ხატი საქართველოს და ყველა ჩვენგანს wub.gif girl_angel.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 25 2014, 05:45 PM

2 ჯერაა როგორც მახსოვს ეს დღესასწაული .
მარტშიც აღინიშნება მგონი .

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 25 2014, 05:59 PM

A.V.M
მარტიც მოვა ბატონო რა პრობლმეაა და მოგილოცავთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2014, 11:45 AM

ციტატა(A.V.M @ Feb 25 2014, 06:45 PM) *

2 ჯერაა როგორც მახსოვს ეს დღესასწაული .
მარტშიც აღინიშნება მგონი .


ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, ანუ 22 აპრილს იქნება rolleyes.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Feb 27 2014, 11:26 AM

http://www.radikal.ru

27 თებერვალი – შიოობა, ხსენება ღირსისა შიო მღვიმელისა (VI) – (მოიხსენიება ყველიერის ხუთშაბათს)
ღირსი შიო მღვიმელი, ცამეტ ასურელ მამათაგანი ქალაქ ანტიოქიიდან იყო. მისმა მშობლებმა, ღვთისმოსავმა აზნაურებმა ერთადერთ შვილს ძველი და ახალი აღთქმის წიგნები და მათი განმარტებანი შეასწავლეს.

ღვთისმოყვარე შიოს განსაკუთრებით საღმრთო წერილის კითხვა უყვარდა.
ოცი წლის ასაკში მან გაიგო დიდი მოღვაწის – იოანეს ამბავი, რომელიც თავის მოწაფეებთან ერთად უდაბნოში ცხოვრობდა და მშობლებისგან ფარულად წავიდა მის სანახავად. წმიდა იოანემ, რომელიც წინასწარჭვრეტის მადლით იყო დაჯილდოებული, სიხარულით მიიღო შიო, აკურთხა, თავის მოწაფეებს კი უთხრა: „იყოს ჭაბუკი ესე შვილი ღმრთისა და მამა მრავალთა მონაზონთა, რამეთუ ღმერთსა გამოურჩევიეს“, შიოს კი აღუთქვა მოწაფეთა შორის ჩარიცხვა იმ პირობით, რომ შინ დაბრუნებულს მშობლებისაგან აეღო ნებართვა.

გავიდა ხანი. შიოს მშობლები მონასტერში წავიდნენ სამოღვაწეოდ. შიომ გაყიდა საცხოვრებელი, გაათავისუფლა ყველა მონა და მამა იოანესთან გაემართა.

ღირსმა იოანემ სიხარულით მიიღო შიო, ბერად აღკვეცა და უდაბნოში დარჩენის ნება დართო.

ოცი წელი დაჰყო ღირსმა შიომ უდაბნოში მამა იოანესთან. უანგარო მოღვაწეობისა და მორჩილებისათვის მან კურნების ნიჭი მიიღო.

შემდეგ ღირსმა იოანემ იხილა ზეგარდამო ჩვენება, ამოერჩია მოწაფეები და ივერიაში წამოსულიყო ქართველთა სარწმუნოების განსამტკიცებლად. იმ თორმეტ თანამოსაგრეს შორის, რომელიც თან გაიყოლა წმიდა მამამ, შიოც იყო.

საქართველოში ჩამოსული მამები ზედაზნის მთაზე დაბინავდნენ, შემდეგ კი, კათოლიკოს ევლავიოსის კურთხევითა და მამა იოანეს რჩევით, სხვადასხვა კუთხეში წავიდნენ საქადაგებლად.

დაყუდებისმოყვარე შიომ თავისი სულიერი მამისაგან უდაბნოში წასვლის ნებართვა ითხოვა. მცხეთის მახლობლად, სარკინეთის კლდეში იპოვა მღვიმე და დაიწყო მოღვაწეობა. ის ადგილი იმ დროს მიუვალი, უწყლო, მხეცებით სავსე იყო. მრავალი ნაკლულევანება და შიში განიცადა აქ მამა შიომ, მაგრამ ყველაფერი დაითმინა და ყველანაირ საცდურს სძლია. მას ფრინველები უზიდავდნენ საზრდელს.

ერთხელ ღირსი შიო ლოცვად დადგა და ღმერთს შეევედრა, გამოეცხადებინა მისთვის ეკლესიის ასაშენებელი ადგილი. წმიდანმა საცეცხლურის ნაცვლად ხელის გულით აკმია საკმეველი. ცეცხლმა ხელი არ დასწვა. წმიდანი საკმევლის კვალს გაჰყვა და იქ, სადაც კვამლმა პირდაპირ ცისკენ აიწია, თავისი კვერთხით ეკლესიის ადგილი დასახა. ასე მიანიშნა უფალმა წმიდა შიოს, თუ სად უნდა აეშენებინა ტაძარი.

როცა ფარსმან მეფემ ევაგრეს ბერად შედგომა გაიგო, ძლიერ ეწყინა და თვითონ წაბრძანდა შიოს უდაბნოში. მეფემ ისეთი საკვირველი მადლი იხილა წმიდა შიოს სახეზე, რომ გვირგვინი მოიხადა და მის წინაშე დაიჩოქა. მამა შიომ მოწიწებით აკურთხა მეფე, წამოაყენა და თავისი ხელით დაადგა თავზე სამეფო გვირგვინი. მეფის მხლებლებმაც თაყვანი სცეს მამა შიოს და მიიღეს მისგან კურთხევა. მათ შორის იყო ერთი დიდებული, რომელსაც მარჯვენა თვალი დაზიანებული ჰქონდა ისრისაგან. მან მუხლი მოიყარა შიოს წინ, შეახო თვალი მის ფეხს და განიკურნა.

ფარსმან მეფემ ღირს მამას ჰკითხა, თუ რა სჭირდებოდა უდაბნოსთვის. წმიდა შიომ უპასუხა: „უფალო მეფე! გულნი მეფეთანი ხელთა შინა ღვთისათა არიან, ვითარცა რა ჯერ გიჩნს, ჰყავ“. მეფემ უდაბნოში ეკლესიის ასაშენებელად დიდძალი საფასე, ოთხი დაბა, ბარძიმ-ფეშხუმი, ოქროს ჯვარი და მშვენივრად შემკობილი მეფე ვახტანგ გორგასლისეული სახარება შესწირა.

როცა ეკლესიის მშენებლობა დაასრულეს, ფარსმან მეფე ამჯერად უდაბნოში კათოლიკოსსა და ეპისკოპოსებთან ერთად ჩაბრძანდა. მოვიდა თვით წმიდა იოანე ზედაზნელიც და ახლად აგებული ტაძარი აკურთხა.

შემდგომ ამისა მეუდაბნოე ძმათა რიცხვმა ორი ათასს მიაღწია. უდაბნოში სასწაულთმოქმედი განდეგილის სანახავად და მისგან კურთხევისა და კურნების მისაღებად მრავალი ადამიანი მოდიოდა.

წმიდა შიო მრავალ სასწაულს იქმოდა. ერთხელ მონასტრის სახედრებს მგელი შემოეჩვია და ბევრი დაგლიჯა. როცა ეს ამბავი წმიდა შიომ გაიგო, ილოცა და უფლისგან ითხოვა, ეს მგელი სახედრების მწყემსად ქცეულიყო; ასეც მოხდა… ამის შემდეგ ერთგულად მწყემსავდა სახედრებს.

ერთხელ წმიდა იოანე ზედაზნელმა იხმო თავისი მოწაფეები და უბრძანა ეჩვენებინათ, თუ სულიერების რა საზომს მიაღწიეს. წმიდა შიომ ხელისგულზე დაიდო ნაკვერცხალი და საკმეველი დააყარა. სასწაულის მხილველი ხალხი გაკვირვებული ადიდებდა უფალს.

ბოლოს წმიდა შიომ თავისი სულიერი მამის, იოანე ზედაზნელისა და საქართველოს კათოლიკოსის ლოცვა-კურთხევით შეკრიბა მოწაფეები, მისცა მათ წესი, დაუნიშნა წინამძღვრად ღირსი ევაგრე და მის მიერვე გათხრილ მღვიმეში განმარტოვდა.

ქრისტეს სიყვარულისთვის ცოცხლად დამარხული ღირსი შიო თხუთმეტი წლის განმავლობაში ცხოვრობდა მღვიმეში მარხვითა და ლოცვით. ბოლოს, ღვთისგან სიკვდილის მოახლოების გამოცხადების შემდეგ, მიიღო წმიდა ზიარება, ხელები აღაპყრო და მშვიდად ჩააბარა უფალს სული სიტყვებით: „ჰოი, უფალო! ხელთა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა“.

სპარსელების ერთ-ერთი შემოსევის დროს შაჰ-აბასის მხედრებმა შიო მღვიმელის წმიდა ძვლები ირანში წაიღეს. იმ წელს სპარსეთი საშინელმა ჭირმა მოსრა. შეშინებულმა სპარსელებმა ამის მიზეზად წმიდა შიოს ნაწილებისადმი უპატივცემულო დამოკიდებულება მიიჩნიეს და ისინი კვლავ მონასტერში დააბრუნეს.

ქეთი ჭელიძე
ნაკადული: ambioni.ge


მრავალს დაგვასწროს ღმერთმა და წმინდა შიო მღვიმელის ლოცვის ძალა შეეწიოს მთლიანად საქართველოს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 28 2014, 02:01 AM

შეგვეწიოს მისი მადლი ...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 27 2014, 01:36 AM

კვირაცხოვლობა მოსულა !
შეგიძლიათ დადოთ ინფორმაციები ამ დღეზე...

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 28 2014, 09:21 AM

A.V.M
კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის განახლებაა. ამ დღიდან მოყოლებული ყოველი კვირა დღე აღდგომის დღესასწაულია. ამიტომაც მორწმუნეები კვირაობით ეკლესიაში სადღესასწაულო წირვაზე იკრიბებიან.

სამების საკათედრო ტაძარი

კვირაცხოვლობას ასევე თომას კვირა ეწოდება. სახარებაში აღწერილია (იოანე 20, 19-20), თუ როგორ გამოეცხადა აღდგომის დღეს, საღამოს, მაცხოვარი თავის მოწაფეებს და უჩვენა თავისი ჭრილობები, როდესაც ეს შეიტყო თომამ, რომელიც ამ შეხვედრას არ ესწრებოდა, გული დასწყდა და თქვა, სანამ ჩემი თვალით არ ვიხილავ იესოს, არ დავიჯერებ მის აღდგომასო.


აღდგომიდან მერვე დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს, ამჯერად თომას თანდასწრებით, უჩვენა ჭრილობები და უთხრა თომას, მოსულიყო და ხელით შეხებოდა. თომა მუხლებზე დაეცა, თაყვანი სცა მაცხოვარს და თქვა: “უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო”. იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც სრულიად აღიარა იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება. “შენ იხილე და ირწმუნე, თომა, – უთხრა უფალმა – ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამა”.

კვირაცხოვლობას ტაძრებში დაჭრილი არტოსი – საგანგებოდ გამომცხვარი პური რიგდება, რომელიც აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე ეკლესიებში კანკელის წინ პატარა მაგიდაზე დევს.

ბრწყინვალე შვიდეულის სადღესასწაულო დღეებში არტოსი განსაკუთრებული მადლით იმოსება და დიდ სიწმინდეს წარმოადგენს
ნაკადული: ambioni.ge

მხოლოდ ეს მცირე ინფორმაცია ვნახე.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: May 14 2014, 09:13 AM

http://www.radikal.ru

14 მაისი- წმ. კეთილმორწმუნე მეფე თამარის ხსენება

თამარის ფრესკა ვარძიაში ქართველთა უზარმაზარი სამფლობელო დარჩა სრულქმნილ თამარს (1184-1210), რომელიც თუმცა ასაკით პატარა იყო, “ვითარცა ქალი იყო ქალთაგან უმშვენიერესი”. იგი იყო თავმდაბალი, გულმოწყალე, ტკბილად მოსაუბრე, თავისი ხალხისა და ქვეყნის პატრონი. უმდიდრესი ხელმწიფე იყო, მაგრამ თვითონ მოკრძალებული ცხოვრებით ცხოვრობდა.

თამარის გამეფების წელსვე სახელმწიფო საკითხებთან დაკავშირებით დაპირისპირება გაჩნდა. გაჩნდა სამოქალაქო ომის დაწყების საშიშროება, მაგრამ სიბრძნით სწორუპოვარმა თამარმა გონიერება გამოიჩინა და მოახერხა მოწინააღმდეგეს მის წინაშე მუხლი მოეყარა, სანაცვლოდ კი თვითონაც მოუწია დათმობებზე წასულიყო.

1185 წელს მეფემ რუს უფლისწულ იურიზე (ანუ გიორგი) იქორწინა. ქართველებმა მისი სარდლობით მრავალი ირანული ქალაქი აიღეს. მოგვიანებით, გიორგის შეუწყნარებელი ხასიათის გამო, თამარი იძულებული გახდა ქმარს გაჰყროდა.

1189 წელს მეფემ მეორედ იქორწინა ოსთა მეფის ძეზე, დავით სოსლანზე. თამარსა და დავითს ვაჟი შეეძინათ მას გიორგი-ლაშა უწოდეს. ვაჟის დაბადება დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა. დიდსულოვანმა მეფემ დიდძალი წყალობა გაიღო, მრავალი შესაწირით გაავსო ეკლესიები. ერთი წლის შემდეგ თამარსა და დავითს მეორე შვილი, რუსუდანი შეეძინათ.

ქართველებმა მრავალ ბრძოლაში მოახერხეს გამარჯვების მოპოვება, ისინი იბრძოდნენ ძველი ქართული მიწების შემომტკიცებისთვის. რამდენჯერმე მარცხიც იწვნიეს, მაგრამ XIII საუკუნეში მძლავრი ნაბიჯებით შემოდგეს ფეხი საერთაშორისო ასპარეზზე. თამარის ფრესკა ბეთანიაში ქართველთა აღზევებას არ ურიგდებოდა მაჰმადიანური სამყარო და აქტიურად ემზადებოდა ქართველთა დასამხობად. მათ წერილიც გამოუგზავნეს ქართველებს, რომელიც ქრისტიანობაზე ხელის აღებასა და უომრად დანებებაზე მოუწოდებდა. თამარმა და დავითმა ჯარი საომრად განაწყვეს. პირველსავე შეტაკებაზე შედრკნენ თურქები, მაგრამ ძლიერი ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა. ფიცხელი ბრძოლის შემდეგ ქართველებმა ბასიანში მაინც შეძლეს მტერზე გამარჯვება. მათ დიდი ნადავლი მოიპოვეს და თურქთა დროშები თამარის ფეხებთან დაყარეს. ბასიანის ბრძოლის შემდეგ საზეიმო განწყობილება სუფევდა საქართველოში. არ გასულა დიდი ხანი და გარდაიცვალა დავით სოსლანი. მგლოვიარე მეფემ თანამოსაყდრედ თავისი ძე, გიორგი-ლაშა დაისვა.

კიდევ რამდენჯერმე მოუხდათ ქართველებს მაჰმადიანებთან ბრძოლა. ძლიერების მწვერვალზე იყო საქართველო. კავკასიელთა ერთიანი სახელმწიფო უფრო გაშლილიყო. ჩრდილოეთით “ნიკოფსიითგან დარუბანდამდის” გადაჭიმული და სამხრეთით “სინოპიდან არდაველამდის”. მეფეთა მეფე იყო თამარი, ხოლო თამარის სახელმწიფო ძლიერი და ერთიანი. მრავალი უთანასწორო ბრძოლა დასრულდა თამარის დროშის გამარჯვებით. გავიდა საუკუნეები და მისი სახელი სალოცავი გახდა საქართველოსთვის.

“მზე იგი მზეთა” თამარი გახლდათ სამაგალითო ქრისტიანი, მან საეკლესიო საქმეებსაც მიხედა, რადგან ქრისტიანულ ეკლესიას ზნეობრივი რყევა შეამჩნია. აურაცხელი საბოძვარი გასცა ხალხისთვისაც. შენდებოდა ტაძრები, ციხესიმაგრეები, ხიდები. გაჩნდა “თამარის ციხე”, “თამარის ხიდი”, “თამარის ხატი”, “თამარის ეკლესია”…

თამარის გარდაცვალების თარიღად მეცნიერები რამდენიმე წელს ასახელებენ. მძიმე სენით დაავადებული მეფის გარდაცვალება მთელმა საქართველომ იგლოვა. ქვეყანამ დაკარგა დედა და დედოფალი სრულიად სახელმწიფოსი. ეს იყო კლასიკური ხანა საქართველოს ისტორიაში.

დღემდე თამარ მეფის ოთხი პორტრეტია შემორჩენილი. მათ შორის ერთ-ერთი ბეთანიის ტაძარს ამშვენებს. თამარის ფრესკა სამხრეთის შესასვლელიდან შესულ ადამიანს უდგება თვალწინ. მას ხელები საკურთხევლისკენ აქვს გაწვდილი. სამეფო ტანსაცმელი აცვია. მხატვარს მეფე ჩვეულებრივ ადამიანად ჰყავს წარმოდგენილი. ის მოკლებულია ღვთაებრიობას. თამარის სახე დიდებული და ამაღლებულია.

თამარ მეფის სახე შემოგვინახა ბერთუბნის ეკლესიამაც. ფრესკა დაზიანებულია, გადარჩენილი ნაწილები საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული.

XII-XIII საუკუნეების ქართული კულტურის, ვარძიის მშენებლობის ისტორიაში რამდენიმე პერიოდი გამოიყოფა. ერთ-ერთი ეტაპი თამარის მეფობის დასაწყისია. ვარძიის მშვენება ღვთისმშობლის მიძინების ტაძარია, სადაც ჩრდილოეთ კედელზე თამარ მეფე და გიორგი III არიან გამოსახულნი. თამარის ფრესკა ყინწვისში ყმაწვილ ქალს ეკლესიის მოდელი უპყრია ხელთ. თამარმა ბასიანის ბრძოლაში გამარჯვების აღსანიშნავად ტაძარი უხვი წყალობით აღავსო.

ყინწვისის ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე თამარ მეფე ლაშა-გიორგისთან და გიორგი III-სთან ერთადაა გამოსახული. შენობა შეულესავთ და ფრესკების დიდი ნაწილი დაზიანებულია, მაგრამ გადარჩენილი ფრესკები მხატვრული ღირსებით შუა საუკუნეების მონუმენტური ფერწერის უმნიშვნელოვანესი ძეგლებია.

ქართულმა ეკლესიამ თამარ მეფე წმიდანად შერაცხა. 14 მაისს მისი ხსენების დღე საქართველოში საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენიდან, 1917 წლიდან აღინიშნება.

მთელ საქართველოს ვულოცავთ ამ მადლიან დღეს და ვუსურვებთ თამარის მსგავსნი ვყოფილიყავით სიბრძნით, უსპეტაკესი ზნეობით, “უკლებელი გონებითა” და ყველა სხვა სიკეთით.

სოფიკო აბულაძე
ნაკადული: ambioni.ge

ყველას გილოცავთ კეთილმორწმუნე, თამარ მეფის ხსენების დღეს. მისი ლოცვითა და მეოხებით გამთლიანებული და გაძლიერებულ იგვენახოს ჩვენი სამშობლო.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 14 2014, 11:06 PM

G_saxva
ჯიგარი ხარ...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2014, 02:54 PM

მრავალი ამაღლება გაგვითენოს უფალმა ჭეშმარიტი სარწმუნოებით, ღვთის სიყვარულით, სასოებით და უფლისადმი გულწრფელი მსახურებით!!!!!!! smile.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: May 29 2014, 03:21 PM

გილოცავთ ამარელბას, სულიერ ამაღლებასა და წინსვლას გისურვებთ kiss1.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: May 29 2014, 03:52 PM

მეც გილოცავთ, ტაძარსიც კი ვერ წავედი sad.gif დილიდან ჯანდაბასი ვარ

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: May 29 2014, 03:52 PM

მეც გილოცავთ, ტაძარსიც კი ვერ წავედი sad.gif დილიდან ჯანდაბასი ვარ

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 29 2014, 09:42 PM

მეც გილოცავთ ხალხებო !

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 1 2014, 02:08 AM

ნინოებო !!!
მრავალს დაესწარით !

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jun 2 2014, 10:16 AM

ციტატა(A.V.M @ Jun 1 2014, 02:08 AM) *

ნინოებო !!!
მრავალს დაესწარით !

მოგვიანებით მეც ვუერთდები ამ მილოცვას განსაკუთრებიტ ნინოებს. მხევა გილოცავ ღმერთმა მრავალს დაგასწროს smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 7 2014, 12:51 AM

წმიდა იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღეს გილოცავთ ყველას !

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 7 2014, 08:55 AM

მეც გილოცავთ მრავალს დაესწარით.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 26 2014, 11:16 AM

http://radikal.ru/fp/c6ab0c990aec4b5da1b4358202b9ebc9

ყველას გილოცავთ ქეთევანობას, განსაკუთრებით კოპჩიკას, გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს დიდმოწამე ქეთევანი იყოს თქვენი შემწე და მფარველი ... kiss1.gif

პ.ს პირობს ნუ დავივიწყებთ a075.gif

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენებას 26 სექტემბერს დღესასწაულობს. წმ. დიდმოწამე ქეთევან დედოფალი აშოთან მუხრან ბატონის ასული და კახეთის მეფის, ალექსანდრეს, უფროსი ვაჟის, დავითის მეუღლე იყო.
შაჰ-აბასმა დედოფალს შეუთვალა, რომ თუ ქრისტიანობას განუდგებოდა, შეიწყნარებდა, თუ არა და, აწამებდნენ და მოკლავდნენ. ქეთევანმა ქრისტიანობა არ დათმო.
მამა არჩილ ხაჩიძე, კუკიის წმინდა წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური: “როგორც ცნობილია, ქეთევან დედოფალი წარმოშობით დიდგვაროვანი. იგი იყო აშოთან მუხრანბატონის ასული, რომელიც დაოჯახდა და გახდა კახეთის მეფის, ალექსანდრეს ძის, დავითის მეუღლე. დავითს ჰყავდა ორი უმცროსი ძმა: გიორგი და კონსტანტინე. კონსტანტინე ბავშვობიდან შაჰის კარზე იზრდებოდა და მთლიანად შეცვლილი ქონდა ზნე და ბუნება.
მეფე ალექსანდრემ თავისი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე უფროსი ვაჟი დავითი, შაჰის ნებართვით კახეთის ტახტზე აიყვანა, თავად კი მონასტერში გაერიდა ამ წუთისოფელს. 1602წ. დავითის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, ალექსანდრე იძულებული იყო სამეფოს დაბრუნებოდა. ქვეყანაში არსებული არეულობის გამო ქეთევანმა თავისი ვაჟი თეიმურაზი შაჰ-აბასთან გაგზავნა.
ამ უკანასკნელმა კახეთში გამოგზავნა გამაჰმადიანებული კონსტანტინე-მირზა (ალექსანდრეს ერთ-ერთი ძე), რომელმაც შაჰის მითითებით მოკლა მამა, ღვიძლი ძმა გიორგი და მათი თავები შაჰს გაუგზავნა, როგორც დიდებული და ძვირფასი ძღვენი, ხოლო მათი სხეულები აქლემს აკიდა და ალავერდის გალავანში დასაკრძალად გააგზავნა, სადაც ამ დროს თავს აფარებდა ქეთევან დედოფალი ორ შვილთან (თეიმურა და ელენე) ერთად.
ქეთევან დედოფალმა ისინი ღირსეული პატივით მიაბარა მიწას.
კონტანტინემ, კიდევ უფრო ამაზრზენი რამ შესთავაზა ქეთევან დედოფალს, რომ მისი ცოლი გამხდარიყო, მთლიანად მისი მორჩილი ყოფილიყო და მას პატივისცემა არ მოაკლდებოდა.
მამის და ძმისმკვლელი კონსტანტინე-მირზა ქართველებმა სიცოცხლეს გამოასალმეს. ქეთევანმა შაჰს დიდძალი ძღვენი გაუგზავნა და სთხოვა, თეიმურაზი კახეთის მეფედ დაემტკიცებინა. არეულობის თავიდან ასაცილებლად.
შაჰ-აბასი დათანხმდა ქეთევანის თხოვნას.
სულ მალე თეიმურაზი იძულებული გახდა შაჰ-აბასის კარზე მძევლად გაეგზავნა თავისი უმცროსი ვაჟი – ალექსანდრე. მას ქეთევანიც გაჰყვა. შაჰმა უფროსი ვაჟი – ლევანიც მოითხოვა. ალექსანდრე და ლევანი დაასაჭურისეს. ალექსანდრე გარდაიცვალა, ხოლო ლევანი შეიშალა.

ათი წლის განმავლობაში ქეთევან დედოფალი შირაზის მმართველის, გათთათრებული ქართველის იმამ-ყული-ხან უნდილაძის სასახლეში ცხოვრობდა. მას დიდი პატივით ეპყრობოდნენ, მაგრამ ეს მაინც ტყვეობა იყო, შაჰის მიერ განჩინებული.

შაჰ-აბასმა იმამ-ყული-ხანს შუთვალა, რომ თუ ქეთევანი ქრისტიანობას განუდგებოდა, შეიწყნარებდა, თუ არა და ეწამებინა და მოეკლა. უნდილაძე შეევედრა დედოფალს, ფორმალურად მაინც უარეყო ქრისტე, მაგრამ ქეთევანი წამებისთვის მზად იყო.
ენით აუწერელი იყო სპარსთა სისატიკე. დედოფალს გახურებული რვალის ქვაბი თავზე დაამხეს. მკერდი დააგლიჯეს, გავარვარებული მარწუხები გაუყარეს მკერდიდან ზურგში, ფრჩხილები დააძრეს, ხორცი დააგლიჯეს, ლურსმნიანი ფიცარი დააჭედეს, ბოლოს კი გახურებული ბარით შუბლი გაუპეს.
წამების მხილველმა ფრანგებმა წმ.დედოფლის ნაწილები დიდი პატივით დაასვენეს კათოლიკურ მონასტერში. შემდგომ კი კახეთის მეფეს, თეიმურაზს გამოუგზავნეს მოწამის თავი, მკლავი და სხვა ნაწილები.
დედოფალი პატივითა და დიდებით ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაკრძალეს.

წმინდა ქეთევან დედოფალს სპარსეთში წასვლის წინ ულოცია გურჯაანის ყველაწმიდის ტაძარში.
მოძღვრის ქადაგებიდან:
ქეთევან დედოფალი, შევიდა სახლში, რომელიც ჰქონდა სალოცველად, მოიდრიკნა მუხლნი და მხურვალეს გულით წარმოსთქვა ვედრება:
„შენ ღმერთსა სამებასა და თანა არსსა ვიცნობ უცნაურსა და უხილავსა, ვერ შემძლებელი თქმად საკვირველებათა შენთა. გევედრები მეუფეო უფალო, შიშნეული მძლავრთაგან მცველთა ჰაერისათა, მომივლინე მე ანგელოზი მცველი სულისა ჩემისა და მიითვალე სული ჩემი, და განმიღე კარი სასძლოისა შენისა; აღმრაცხე მე გუნდსა თანა მოწამეთა შენთასა, არ არს რიცხვი ცოდვათა ჩემთა და არცა ვისმე შენდამი მორწმუნეთაგანსა უცოდავს ჩემებრ, აღგიარებ ცოდვათა ჩემთა. შენ განკურნენ წყლულებანი სულისა ჩემისანი; მიეც ძესა ჩემსა თეიმურაზსა ძლევაი და რომელნი ჰყოფდენ ხსენებასა ჩემსა მიანიჭე საუკუნო სუფევაი. ქალწულო უბიწოო, შემიწყალე მორწმუნე განგებულებითა ძისა შენისათა“.

რადგანაც არ ჰყავდა მღვდელი, „თავისი ხელით უხრწნელთა საიდუმლოთა თანაზიარ იქმნა და იგი ესრეთ უფლისათან“, გამოვიდა უშიშრად გარეთ და ამაღლებულმა „მტანჯველთა თვისთა, განუცხადა: „როგორ არ იცის თქვენმან მომვლინებელმან, რომ თვით უმეცარნი ყმაწვილნიც კი დაცინვით მიიღებენ იმის რჩევასა და დარიგებასა? მე როგორ შემაცდენს იგი, რომელსაც შემიმოსია ძალი ქრისტესი? მან აღაოხრა სამეფო ჩემი, განაძო ძე ჩემი, მოაკუდინა ძის ძენი ჩემნი, აღაოხრა და შეაგინა ეკლესიანი და ჰსურს სიკვდილიცა ჩემი? მომაკუდინოს - ვჯმნი მაჰმადისაგან და ყოველთა საქმეთა მისთაგან, და ყოველთა სიბილწეთა მისთაგან! მრწამს მამ, ძე და სული წმიდა: სამება ერთარსი და განუყოფელი. ვევედრები ჯვარცმულსა ჩვენთასა და ყოვლად წმიდასა დედასა მისსა, განმაძლიეროს მე ჟამსა ტანჯვისასა, რათა მით ღირს ვიქმნე მე მოწამეთა გვირგვინსა. აჰა მე ვსდგევარ წინაშე თქვენსა, ჰქმენით რაიცა გნებავსთ“.
რუ:
მე
ambioni.ge
orthodoxy.ge

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Sep 26 2014, 01:08 PM

ციტატა
განსაკუთრებით კოპჩიკას

მადლობა გიო გაიხარე მეც გილოცავ შენც და ყველას kiss1.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 27 2014, 12:01 AM

,,იმპერატორის დედის, ელენეს შესახებ და საღვთო ტაძრის აგებისადმი [მისი] მოშურნეობის შესახებ

ამ წერილებით არათუ სხვა ვინმე ემსახურა, არამედ თვით იმპერატორის დედა, ამ მშვენიერი შვილის მშობელი და ყველა კეთილმსახურისაგან სიმღერებით განდიდებული, ამ დიდი მნათობის მშობელი და მისთვის კეთილმსახურების საზრდოს მიმცემი. მან თავს იდო მოგზაურობის სიმძიმე და მოხუცებულობის სიძაბუნეზე არ იფიქრა, რადგან საზღვარგარეთ ეს გამგზავრება [მის] გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე აღასრულა და ოთხმოცი წლისამ მიიღო ცხოვრების აღსასრული.
როდესაც იხილა ეს ადგილი, სადაც საყოველთაო გამოხსნის ვნება აღსრულდა, მყისვე ბრძანა, დაენგრიათ ეს საძაგელი ტაძარი105 და მიწა გაეტანათ. ხოლო როდესაც დაფარული საფლავი დღის [61]სინათლეზე გამოიტანა, მეუფის საფლავის გვერდით ნახა [მიწაში] ჩაფლული სამი ჯვარი. ყველამ ეჭვგარეშე ირწმუნა, რომ ერთი მათგანი ჩვენი მეუფისა და მხსნელის იესო ქრისტესი იყო, ხოლო სხვები - მასთან ერთად მილურსმნული ავაზაკების. მაგრამ არ იცოდნენ, თუ რომელი მათგანის სიახლოვეს იყო მეუფის ს

ხეული, და რომელი იყო [მისი] ძვირფასი სისხლის სინოტივის მიმღები. მაგრამ ამ უბრძენესმა და საღვთო მაკარიმ, ამ ქალაქის [ეკლესიის] თავმჯდომარემ, ეს ამოცანა ასე ამოხსნა. დიდი ხნის განმავლობაში დასნეულებულ ერთ წარჩინებულ ქალს მოშურნე ლოცვებით შეახებდა თითოეულ ჯვარს, და შეიცნო მხსნელის ძალა. რადგან, როდესაც იგი ქალს მიუახლოვა, მყისვე განიდევნა ეს მძიმე სნეულება და ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ამგვარად მიხვდა იმპერატორის დედა, რომ აღუსრულდა საწადელი, და ლურსმნებიდან ზოგი სამეფო მუზარადში მოათავსა, შვილის თავზე ზრუნავდა, რათა მტრის ისარი აესხლიტა, ზოგი კი ცხენის ლაგამზე მიაბა და იმპერატორისათვის მოიგონა [ასეთი] უსაფრთხოება; და აღასრულა ძველი წინასწარმეტყველება, რადგან დიდი ხნით ადრე განაცხადა წინასწარმეტყველმა ზაქარიამ: "და ექნება ცხენის ლაგამზე წმინდა ყოვლისმპყრობელი უფლისათვის" (ზაქ. 14.20).
ჯვრის რაღაც ნაწილი სასახლეში წაიღო106, ხოლო დანარჩენისთვის დაამზადა ვერცხლის საჭურჭლე, ამ ქალაქის ეპისკოპოსს უბოძა და დააბარა, რომ მომავალი თაობებისათვის დაეცვა მხსნელის ხსოვნა107. ყველა მხრიდან ყველა სახის მასალა და ხელოსნები შემოკრიბა და ეს უდიდესი და უბრწყინვალესი ტაძარი ააგო. მათი მშვენიერებისა და სიდიადის აღწერა ზედმეტი არის და მას გამოვტოვებ, მაშინ როცა, როგორც იტყვიან, ყველა ღვთისმოყვარე იქ მიეშურება და ჭვრეტს საქმეთა სიდიადეს.
სხვა ხსოვნის ღირსი [საქმეც] გააკეთა ამ სახელოვანმა და ღირსეულმა დედოფალმა. ყველა ქალწულებრივი ცხოვრებით წვრთნილი შემოკრიბა და დააწვინა მრავალ ქვეშაგებზე. თავად[62]აღასრულებდა მომვლელის საქმეს და ემსახურებოდა, საკვებს მიართმევდა, სასმისს აწოდებდა, ღვინოს უწდევდა, ჭურჭელი მიჰქონდა ლაგანისათვის და წყალს თავისი ხელით უსხამდა.
როდესაც ეს და ამის მსგავსი ქმნა, შვილთან დაბრუნდა და მალევე სხვა ცხოვრებაში გადავიდა, უამრავი რამ დააბარა შვილს კეთილმსახური მოქალაქობის შესახებ, და წასვლისას კურთხევებით ნიაღვარი დაადინა მის თავს. ასე რომ, იგი აღსასრულის შემდეგ მიემთხვია პატივს, როგორიც მოუტანა ყოვლიერების ღმერთის ასე ყურადღებით და თბილად მსახურებამ.''
თ ა ვ ი XVII

http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=546&catid=35&Itemid=58&lang=en#.VCXDFGdup44.facebook

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Sep 29 2014, 09:08 AM

მოგვიანებით გილოცავთ ჯვართამაღლებსა და ალავერდობას.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 20 2014, 10:35 PM

მთავარანგელოზობას გილოცავთ!!!!!!!!!!!!!! wub.gif

ყველა ანგელოზი და განსაკუთრებით ჩვენი ძალიან ახლობელი, თბილი, კეთილი მფარველი ანგელოზები შეგვეწიონ smile.gif


პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 21 2014, 09:00 AM

მეც გილოცავთ მთავარანგელოზობას უხორცო ზეციური ძალნი იყოს თქვენი შემწე და მფარველი მუდამ kiss1.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Nov 23 2014, 12:59 PM

Gilocavt giorgobas. Gansakutrebit ki sisxlis msmel da forumis amaoxrebel saxvadzes

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2014, 02:11 PM

ყველას გილოცავთ გიორგობას და განსაკუთრებით ჩვენს სახვას და ადმინს wub.gif

ინებოს უფალმა, რომ წმინდა გიორგის მსგავსად მტკიცედ ვიდგეთ რწმენაში!!!

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Nov 24 2014, 09:50 AM

მეც გილოცავთ მოგვიანებით წმინდა გიორგი იყოშ ჩვენი შემწე და მფარველი kiss1.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 4 2014, 10:45 AM

http://www.radikal.ru

დედა ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ახალი სტილით 4 დეკემბერს აღნიშნავს. ეს არის ათორმეტთაგანი დღესასწაული, ანუ შესულია იმ 12 დიდ დღესასწაულთა რიცხვში, რომელიც ეკლესიის მიერაა დადგენილი.
მამა კონსტანტინე გიორგაძე (წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური):

“ყოვლადწმიდა მარიამის მშობლებს იოაკიმე და ანა ერქვათ. ისინი დედამიწაზე ყველაზე წმიდა ცოლ-ქმარი იყვნენ. ისე მიაღწიეს მოხუცებულობას, შვილი არ ჰყოლიათ. მხურვალედ ევედრებოდნენ ღმერთს, რომ მათთვის ბავშვი ებოძებინა, თან აღთქმა დადეს, ძე იქნებოდა თუ ასული, ღმერთს შესწირავდნენ. უფალმა შეისმინა მათი მართალი ლოცვა და წმიდა ცოლ-ქმარს ასული აჩუქა.

იოაკიმემ და ანამ ღვთისადმი მიცემული აღთქმა შეასრულეს და როცა მარიამი სამი წლის გახდა, უხმეს ნათესავებს, ახლობლებს, ყოვლადწმიდა ქალწული საუკეთესო სამოსით შემოსეს და გალობითა და სანთლებით ხელში მიიყვანეს იერუსალიმის ტაძარში. ტაძარს თხუთმეტ საფეხურიანი კიბე ჰქონდა. წესით პატარა მარიამს უნდა გასჭირვებოდა ამ კიბეზე მარტოს ასვლა, მაგრამ როდესაც პირველ საფეხურზე დასვეს, თითქოს ფრთებშესხმულმა დაუბრკოლებლად აირბინა თხუთმეტივე საფეხური. ეკლესიაში პატარა მარიამს მღვდელმთავარი ზაქარია შეეგება, რომელმაც, ღვთის შთაგონებით, ნეტარი ასული წმიდათა წმიდაში შეიყვანა, სადაც მხოლოდ მღვდელმთავარი შედიოდა, ისიც – წელიწადში ერთხელ.


ყოვლადწმიდა მარიამი ტაძარში დამკვიდრდა. იგი გამუდმებით ლოცულობდა, გულმოდგინედ კითხულობდა წმიდა წერილებს, ხელსაქმობდა, სნეულებსა და დავრდომილებს უვლიდა, თავის წილ ულუფა საკვებს მათ აძლევდა და თვითონ ,,მოიღებდა საზრდოსა ხელთა ანგელოზისაითა.”

როცა მარიამმა სრულწლოვანებას მიაღწია, მან ქალწულების აღთქმა დადო და თავი უფალს განუკუთვნა. ასეთი რამ მანამდე უცხო იყო დედათა შორის და ღვთის მადლით, იგი მაცხოვრის დედად გახდა.

მართლმადიდებელმა ქრისტიანმა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება ისევე, როგორც ყოველი ათორმეტთაგანი დღესასწაული, სრულყოფილი სიხარულით, თავმდაბლობითა და ღვთის შიშით უნდა აღნიშნოს. სასურველია, თუ ამ დღეს ადამიანი ისე მოემზადება, რომ ეზიაროს ქრისტეს ზიარების წმიდა საიდუმლოს.

დაბოლოს, მინდა მივულოცო მთელ საქართველოს ეს დიდებული დღესასწაული და ვუსურვო ყველა ქრისტიანს, ჭეშმარიტად მიიყვანოს თავისი სული ტაძარში.”

ქეთი ჭელიძე
ნაკადული: ambioni.ge

გილოცავთ ჩემო საყვარელო ხალხო ამ მშვენიერ დღესასწაულს. ღვთისმშობლის ძალა და მადლი გვფარავდეს მუდამ, არ მოგკვლებოდეს მისი შეწევნა და მფარველობა მთლიანად საქართველოს.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 4 2014, 03:53 PM

გილოცავთ მეგობრებო მრავალს დაესწარით

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 13 2015, 11:23 PM

ძველით ახალ წელს გილოცავ ფორუმო smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 4 2015, 10:33 PM

გილოცავთ და ვისურვებ, რომ ყოველი ქართველი ადამიანის ოჯახი აავსოს ბზის სურნელმა girl_angel.gif

პოსტის ავტორი: Zukazuka314 თარიღი: Apr 5 2015, 12:58 AM

ბზობას გილოცავთ ყველას მრავალს დაესწარით!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 5 2015, 02:02 PM

***
უფალი მოდის,
გავუფინოთ პალმის რტოები,
ოსანა ვუთხრათ,
"განვადიდოთ სულის გაცლამდე"...
ვიდრე გოგლგოთას
შევაყენებთ განმარტოებით,
ჩვენივე ნებით მივაცილებთ,
ვიდრე ჯვარცმამდე.

/ნანა მეფარიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 5 2015, 03:39 PM

ბზობა
მიდის იესო, ჯვარცმულია ბოლო დღეები,
აიშლებიან გოლგოთაზე ღრუბლის ქულები,
პალმის რტოებად ეფინება განსაცდელები,
და თავდახრილი მიყვებიან მოციქულები...
მიდის იესო, ნაზარეთი მიაქვს თვალებით,
ვით მშობლიური ნუგეში და ბოლო სტრიქონი,
მთა გაახსენდა უდაბური, ფერისცვალების,
და ღიმილს მოგვრის ზაქეს ხე და იერიქონი...
მიდის იესო, გაიყიდა ყველა ოსანა,
შენ მოთმინება დაკარგული მოძღვარს წინ ელი,
მენელსაცხებლე დედებიდან არ ჩანს სოსანა,
იერუსალიმს შეუშინდა მაგდალინელი...
მიდის იესო, განწირული, ბრბოთა ხმაურში,
და კვართს უსველებს, უცნაური სისხლის ცრემლები,
გაიხსენებენ სინანულით კაპერნაუმში,
ბზობის მერე რომ შეიპყრობენ ფარისევლები...
მიდის იესო...
/მამა პეტრე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 6 2015, 08:29 PM

ხარება შემოდის და სიხარული შემოეტანოს ჩვენ გულებში wub.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 7 2015, 09:15 AM

ჩემო საყვარელო ადამიანებო გილოცავთ ხრების უმშვენიერეს დღესასწაულს. ღმერთმა მრავასლ დაგვასწროს და მთავარანგელოზი გაბრიელი ყოფილიყოს ჩვენთვის სიკეთის სიყვარულის რწმენისა და მადლის მაუწყებელი მუდამ kiss1.gif

პოსტის ავტორი: Zukazuka314 თარიღი: Apr 7 2015, 12:12 PM

ხარებას გილოცავთ ყველას მრავალს დაესწარით!!!!

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 10 2015, 02:15 AM

იხარეთ ! მრავალს დაესწარით !

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 11 2015, 03:25 PM

გარდამოვიდა ცეცხლი!!!!!!!!!!! ქრისტე აღსდგა!!!!!!!!!!!!!!!!!! wub.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Apr 12 2015, 10:29 AM

ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2015, 11:34 AM

ციტატა(lingvo @ Apr 12 2015, 11:29 AM) *

ჭეშმარიტად აღდგა ქრისტე!


ვახო, შენ და მთელ ფორუმს და ყველა ფორუმელს გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულთა დღესასწაულს!!! მრავალს და მრავალს!!!!!! wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2015, 02:42 PM

მრავალი გიორგობა გათენდეს ბედნიერად საქართველოში და ჩვენ ფორუმზე wub.gif

გიორგებო და არაგიორგებო გილოცავთ!!!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2015, 11:17 PM

"სადაც კარი არ არის, იქ არც გასაღებია საჭირო, რადგან უფლის ამაღლებისას ზეციური კარიბჭე ჩამოხსნილია და ცათა სასუფეველი აღარასოდეს დაიკეტება.
ის ამაღლდა ცაში იმისთვის, რომ ფართოდ გაეღო ცის კარი ჩვენთვის, ცად ჩვენი შეუფერხებლად ამაღლებისათვის.
გაგვიხსენი ჩვენც, უფალო, კარი შენი გულმოწყალებისა!"

/წმ. დიმიტრი როსტოველი/


გილოცავთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 3 2015, 07:24 PM

“სულთმოფენობისას თვით ზეცა ჩამოვიდა მიწაზე“

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 7 2016, 09:31 AM

ხარებას გილოცავთ ყველას. დედა ღვთისა და მთავარანგელოზი გეწეოდნენ მთელი ცხოვრება ...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 7 2016, 11:57 AM

ვუერთდები გიორგის მილოცვას smile.gif ყველანი გახარებულები გვამყოფოს დედა ღვთისმშობელმა wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2016, 07:51 AM

ღამისთევის მსახურებიდან მოსული და მადლით ავსებული მთელ ფორუმსა და საქართველოს ვულოცავ დედა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს!!! wub.gif

დაე, ყველა ქართველი ქალი იყოს მობაძავი ღვთისმშობლისა, დაე, ყველა ქართველი გრძნობდეს მის დედობრივ ზრუნვას და საპასუხოდ წმინდა ცხოვრებით ცხოვრობდეს rolleyes.gif არასოდეს გაგვენაწყენებინოს ჩვენი მეოხი უფლის წინაშე და ეს მეოხება დაგვეფასებინოს smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2017, 08:03 PM

საკუთარ თავს ვულოცავ მარინობას, დამლაპარაკებელი აქ აღავინ მყავს sad.gif იმედს მაინც არ ვკარგავ რომ დადგება დრო და ეს ფორუმი უდიდეს მნიშვნელობას შეიძენს smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 19 2017, 09:28 AM

"ფერი იცვალე სულო ჩემო,
იცვალე ფერი!..
რაც გაწუხებდა, რაც გტკიოდა,
ქარს, ყველაფერი!..
გახდი მამაცი, უფრო თბილი,
უფრო მზისფერი!..
უფალმა თიხას რომ შთაბერა,
სწორედ იმფერი!.."

ფერისცვალებას გილოცავთ!!!!!!!!! smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2017, 11:10 PM

საეკლესიო ახალი წლის დაწყებას გილოცავთ! smile.gif

"საეკლესიო ახალ წელს გილოცავთ, ეს წელიწადი უფლისა ყოფილიყოს, უფლით წარმართულიყოს, როგორც უფალს ნებავს და არა ისე, როგორც ჩვენ, რამეთუ ჩვენი სურვილები და ნება ხშირად არ ემთხვევა უფლისას. უფალს სურს ადამიანების გამოსწორება, თავის სამსახურში ჩაყენება, უფალს სურს, იყოს ურთიერთსიყვარული, ურთიერთმიტევება, რათა გვქონდეს თავდადებისა და თავგანწირვის უნარი, როცა ეს ჩვენს ეკლესიას და სამშობლოს დასჭირდება. შევთხოვ უფალს, მოგვანიჭოს ჭეშმარიტი სიყვარული, ერთგულებისა და თავდადების უნარი."

/მეუფე იობი/

"დღეს საეკლესიო ახალი წელიწადია. ეს არის გვირგვინი წელიწადისა. ასე უწოდა ეკლესიამ ამ დღეს. ეს დღე ჩვენი ქვეყნის გაერთიანების, მშვიდობის, სიყვარულის და ერთობის დღეა. სად უნდა მოძებნო ადამიანმა ამ სულიერი და ცხოვრებისეული პრობლემების ზღვაში სულიერი სიმშვიდე, თუ არა იქ, სადაც უფალი მყოფობს. ეს არის ის მონაზვნური სამყოფელი, ნავსაყუდელი, დედაეკლესია, სადაც ყველას შეუძლია შვება და ნუგეში მიიღოს ღვთისგან.
დღევანდელი დღე მართლაც მნიშვნელოვანია ჩვენი ერისათვის. თუ მოვისმენთ და შევისმენთ უფლისას, თუ ვიქნებით ერთად და გვექნება სიყვარული, უფალი აუცილებლად გადაგვარჩენს. ურჩობამ დაღუპა ადამიანი და ურჩობას აგრძელებს დღესაც ღვთის წინაშე. როდესაც უფალი ჯვარცმის წინ ლოცულობდა, შეევედრა ზეციურ მამას, - თუ შეიძლება ამაცილე ეს ფიალა და თუ სხვანაირადაა შესაძლებელი ადამიანის გადარჩენა და ცხონება, სხვანაირად მოვიქცეთო, მაგრამ მამა ღმერთმა უთხრა, შენი გზა გოლგოთაა, ჯვარცმააო, და უფალმა მიუგო: - "იყავ ნება შენი". ჩვენც, ყველა მართლმორწმუნემ, უნდა შევთხოვოთ უფალს, მოგვცეს ძალა, რომ ვთქვათ, - იყოს ნება ღვთისა."

/მეუფე ილარიონი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)