IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

21 გვერდი V < 1 2 3 4 5 > »   
Closed TopicStart new topic
> მამა გიორგი ბასილაძე
giorgi 7
პოსტი Dec 16 2009, 12:28 PM
პოსტი #41


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 157
რეგისტრ.: 14-August 09
წევრი № 7,372



გაიხარეთ ვისაც მამა გიორგი გიყვართ,მამა გიორგი ძალიან დიდი ხედვის მოძღვარია,რომელმაც ყველაფერი იცის ადამიანის შესახებ და გეხმარება განსაცდელიდან გამოსვლაში.

ვისაც არ აქვს წაკითხული მამა გიორგის წიგნები და ვერ შოულობს საპატრიარქოს ბიბლიოთეკაში არის და ყველას შეუძლია წაიკითხოს

იქნებ ვინმემ მოიძიოს მამა არჩილის განმარტება და ატვირთოს(წინასწარ დიდი მადლობა)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
b-a-r-b-a-r-e
პოსტი Dec 16 2009, 12:36 PM
პოსტი #42


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,436
რეგისტრ.: 24-September 09
წევრი № 7,538



მამაო ზოგჯერ ისეთი დიდი პატივით მიგიღებს, თავი დედოფალი გგონია. ზოგჯერ სამი საათი ფეხზე დგახარ და ფიქრობ – ნეტავ, სულ არ მოვსულიყავიო. მამაო უსიტყვოდ გაგახარებს და უსიტყვოდ დაგაღონებს. როცა ის დაგაღონებს, დედამიწაზე არაფერი არ არსებობს შენთვის, მხოლოდ იცი, რომ ძალიან ცუდი და უსუსური არსება ხარ. მაგრამ, როგორც კი გაგახარებს, მთელი სამყარო შენ გეკუთვნის, ყველა გიყვარს, მზად ხარ, ეს სიხარული სხვებსაც გაუნაწილო, მტერსაც აპატიო, სიცოცხლე ძალიან საამური და მსუბუქი ხდება.
ეს ორი, უკიდურესად საწინააღმდეგო სულიერი განცდა მამაოს ოთახში შეიძლება განიცადო სულ რაღაც ნახევარი საათის განმავლობაში, ისე, რომ ოთახში ფიზიკურად არაფერი შეიცვალოს, თითქოს არც არსებობდა ასეთი დაღონების საბაბი, მით უმეტეს, ოც წუთში ასეთი გახარებისა. როდესაც აანალიზებ ამ ორ სულიერ მდგომარეობას, მაშინ ხვდები მამაოს სიტყვების არსს: `ქართველს ჯოჯოხეთიც და სამოთხეც მისსავე გულში აქვსო.~
მამა გიორგი ზამთრის ცივ და ბნელ ღამეში მოგიზგიზე ძლიერ ც ე ც ხ ლ ს ა ჰგავს, რომელიც ირგვლივ არე-მარეს ანათებს და ათბობს, მაგრამ ზომაზე მეტად ვერ მიუახლოვდები!.. მამაო ჰგავს მზესაც, რომელიც გავსებს სიცოცხლით, სიხარულით, მაგრამ თვალს ვერ გაუსწორებ და ვერც ვერასდროს შესწვდები. მამა გიორგი ლომსაც ჰგავს, რომელიც ერთი შეხედვით მომხიბვლელია, როგორც მეფე, მაგრამ საშიში სხვა დანარჩენი არსებებისთვის!.. მამა გიორგი არწივსაც ჰგავს, -დიდებულებით, რომელიც შენც ცაში ნავარდის სურვილით აღგძრავს, მაგრამ ცაში მხოლოდ მისნაირები თუ მიუახლოვდებიან!..




არიადნას მოგონება
_________ 1 ¬¬___¬______
ქუთაისი
მე და ჩემი მეგობრები, ეკლესიურად მორწმუნეები, 2002 წელს ვიყავით ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატესთან. მეუფეს პირადად არ ვიცნობდით, მაგრამ მის მიმართ პატივისცემა და მოწიწება გაგვაჩნდა, როგორც სხვა მეუფეების მიმართ, ამიტომ ქალები 4-5 მეტრის მოშორებით მოკრძალებით დავდექით, ხოლო იაკობი მეუფეს ესაუბრებოდა. საუბრის თემა შეეხო მამა გაბრიელს (ურგებაძე), რადგან გროვდებოდა მასალები მის შესახებ წიგნის გამოსაცემად. იაკობის კითხვაზე: `არის თუ არა მამა გაბრიელი წმინდანი?~ მეუფე კალისტრატემ გაკვირვებით უპასუხა:
- გაბრიელი წმიდანი როგორღაა, როცა შერაცხული არ არის?!
იაკობმა მორიდებით უთხრა:
- მეუფევ, არც წმ. სერაფიმე იყო დიდხანს შერაცხული, სანამ მეფე ნიკოლოზი არ ჩაერია საქმეში. რა, არ იყო წმიდანი?..
პასუხმა მიტროპოლიტ კალისტრატეს სახე შეუცვალა და იაკობს მკაცრად მიმართა:
- შენ რა?... გინდა მოგატყუო?! მიტროპოლიტი კაცი ვარ და გეუბნები, გაბრიელი არ არის წმიდანი!... აბა, წმიდანი!... გაბრიელს ღვინის სმა უყვარდა... ფულს ითხოვდა... რამდენჯერ მიმიცია მისთვის ღვინის ფული!..
- მეუფევ, მამა გაბრიელის საფლავის კანდელის ზეთი რომ კურნავს?
- რაო?! რა ზეთი?!... სამთავრო წმინდა ადგილია, მანდ მეფე მირიანის და დედოფალი ნანას საფლავია. ჰოდა, წმიდანები ახდენენ სასწაულს...
იაკობს კიდევ უნდოდა რაღაცის თქმა, მაგრამ მიტროპოლიტი მანქანაში ჩაჯდა და გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა: `ვინაა ეს კაცი, მომაცილეთ!~ _ და წავიდა.
ყველანი დაბნეული და გაოგნებული ვიდექით. მეუფისაგან ასეთ პასუხს არანაირად არ ველოდით. მისმა სიტყვებმა საშინელი შფოთი, შინაგანი არეულობა და ეჭვები გამოიწვია ჩვენში. მეუფესთან მამა გაბრიელის სიწმინდის `გადასამოწმებლად~ კი არ მივსულვართ, არამედ ველოდით, გვიამბობდა (გაიხსენებდა) რაიმე საინტერესო შემთხვევას მამა გაბრიელთან მისი პირადი ურთიერთობიდან, აქ კი მეხივით დაგვეცა მისი სიტყვები... გონებაში აზრები ერთმანეთს ებრძოდნენ. მამა გაბრიელის სასწაულებრივი დახმარება პირადად განმიცდია და საეჭვო მასში რა უნდა მქონოდა? მაგრამ მიტროპოლიტ კალისტრატეს სიტყვასაც ჰქონდა ძალა, თან იერარქიის მოშიშებაც გვქონდა. ამ დაძაბულობაში მხოლოდ იაკობი იყო მხნედ. თავი გააქნია, ეტყობოდა, თვითონაც ნაწყენი იყო, მაგრამ რომ ნახა ჩვენი `დაღრეჯილობა~, მტკიცედ გვითხრა:
_ ... რა ვუყოთ მერე, ეს მიტროპოლიტის პირადი მოსაზრებაა...… მიტროპოლიტიც კაცია, ღმერთი კი არ არის!...
... წმიდანს თუ უნდა, დალევს და თუ უნდა, გიჟადაც მოგაჩვენებს თავს... ისე, მამა გაბრიელს რომ დევნიდნენ კომუნისტები და ტაძარში არ აყენებდნენ, მაშინ ბევრი ცეკას რეკომენდაციით ინიშნებოდა სასულიერო იერარქად!... როცა მამა გაბრიელი ამხელდა და ებრძოდა უღვთო ხელისუფლებას, მაშინ ბევრი სასულიერო პირი ხოტბას ასხამდა კომპარტიას და მისი დღეგრძელობისთვის ლოცულობდა!.. იმ დროს, როცა მამა გაბრიელმა საქვეყნოდ ცეცხლი წაუკიდა ლენინის სურათს, საეკლესიო კალენდრებში ლენინის დაბადების დღე და საქართველოს გასაბჭოების თარიღი ჰქონდათ იერარქებს შეტანილი ხელისუფლების შიშით!... თუ არ გჯერათ, ჩაიხედეთ კალენდრებში. Dდა კიდევ, როცა მშიერი მამა გაბრიელი ღამეებს სასაფლაოებზე ათევდა, ბევრი სასულიერო პირი კომპარტიის ნადიმებზე ასეტრინის ხინკალს მიირთმევდა დიდ მარხვაში!... ეს ყველაფერი ახსოვს ხალხს და ისიც ახსოვს _ შევარდნაძე რომ ჩამოჰყავდათ მოსკოვიდან, ბევრი სასულიერო პირი სიხარულს ვერ მალავდა თავის „ქადაგებაში“ _ ახლა გვეშველება, უფლის ნება აღსრულდებაო... მაგრამ, როცა შევარდნაძე ხალხმა მოიცილა, იგივე პირნი პირველები ულოცავდნენ ერსა და ახალ ხელისუფლებას „ბოროტისგან“ განთავისუფლებას!... ეს ჩვენც გვახსოვს, ოღონდ ძალით ვივიწყებთ!.. ღმერთი მაინც მოჰკითხავს ყველასNთავისას.





--------------------
დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........


"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
cxz
პოსტი Dec 16 2009, 12:36 PM
პოსტი #43


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 234
რეგისტრ.: 23-April 08
წევრი № 4,634



ხო ასეტივე აზრზე იყვნენ როცა მამა გაბრიელს ეხებოდა მოკლედ ამ სალოსი მამების არავის გაეგება საერტოდ და ნუ განვიკიტხავთ
გახსოვთ ყველას რეებს ამბობდნე მამა გაბრიელზე და როგორც იქცეოდა, უბრალო ადამიანისტვის გაუგებარი იყო და არა მარტო ბერებმაც ვერ გაუგეს ხო და ეხლა უზომდ უყვარტ და ხალხი ინკურნება , ართქვას ვინმემ ეხლა მამა გაბრიელი არამარტლმადიდებელიაო ან ეგეტი რამე


--------------------
HTTP://ASKETI.YOU.GE | !!! უყურეთ ღმერთსა რაუყოს მტერსა !!!
-----------------------------------------------------------------------------------------------
ღმერთო, შენ მიშველე მე, შემეწიე, მომმადლე, დამლოცე, მიხსენი განსავდელისაგან.
----------------------
წინ წინაპრებისაკენ.
----------------------
ქრისტეს ლაშქარი მოფრინდა ხელთ ეპყრათ ხმალნი ცეცხლისა, მუსრი გაავლეს ბოროტს და გაუმარჯვეს კეთილსა ამინ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
b-a-r-b-a-r-e
პოსტი Dec 16 2009, 12:39 PM
პოსტი #44


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,436
რეგისტრ.: 24-September 09
წევრი № 7,538



დასანანი ისაა, რომ მიტროპოლიტის სიტყვებს: „მამა გაბრიელი ლოთი იყოო“ ხომ შეუძლია, მართლა დააჯეროს ვინმე მამა გაბრიელის „ლოთობაში“. ჩვენი დიდი წმინდა მეფე მირიანი და დედოფალი ნანა 2000 წელია სამთავროში ასვენია და სასწაულის ძალაც შესწევთ, მაგრამ ზეთის სასწაული მხოლოდ მამა გაბრიელის საფლავზე აღესრულება. წავიდეთ აქედან და ვიაროთ, ნათქვამია: „სიარული ფანტავს მჭმუნვარებასო...“
იმ დღეს მართლაც ბევრი ვიარეთ და გვიან დავიშალეთ. მთელი ღამე ძილი არ მომეკარა, სულ რაღაც დანაშაულის გრძნობა მქონდა მამა გაბრიელის წინაშე, რომ იგი ხმამაღლა ვერ ვაღიარე. ორი დღე გამყვა სულიერი ფორიაქი. ძალიან განვიცდიდი. მესამე ღამეს სიზმარში ვხედავ სასულიერო პირს, მოგრძო სამკუთხა წვერით და ვითომ მამა გაბრიელი იყო, მაგრამ მამა გაბრიელის სახეს არ ჰგავდა, ოდნავ თუ ჩამოგავდა და ეს მითხრა:
„_ არ მწყენია, მოყვასო... გულს მიენდე~... და თავზე ხელი დამადო. შემდეგი სიტყვები ძალიან ჩუმად, შეიძლება ითქვას ტუჩების მოძრაობით თქვა. გავიგე მხოლოდ `გნახავ მე შენ... თ ე ა ტ რ ი...~ და გამომეღვიძა. ცრემლები მომდიოდა. გული რაღაც ძალასა და სიხარულს გრძნობდა. მინდოდა, მალე გათენებულიყო...
ეს სიტყვები - `გ ნ ა ხ ა ვ მე შენ... თ ე ა ტ რ ი...~ დრო და დრო მომდიოდა გონებაში. მაგრამ რა იყო ეს არ ვიცოდი. გავიდა სამი წელი. ღმრთის განგებით ქუთაისში მომიწია ცხოვრებამ....
2005 წლის 20 აგვისტო იყო. ფეხით მივდიოდი ბაზრიდან და ნაცნობს შევხვდი. საუბარში გართულები თეატრს უკანა მხრიდან მივუახლოვდით. ამ ლაპარაკში ჩაგვიარა #14 `მარშუტკამ.“ წინ უცნობი მღვდელი იჯდა, რომ დამინახა, ხელი ამიწია და რაღაც ჩაილაპარაკა. გამიკვირდა. ამ მამაოს მე არ ვიცნობდი, მაგრამ იმ მომენტში თითქოს საიდანღაც მეცნოო... გონება დავძაბე, მაგრამ ეს მამაო ვერანაირად ვერ გავიხსენე. ნაცნობს ვკითხე, ხომ არ იცნობდა მამაოს; _ ეს მამა გიორგია, ბასილაძე, მოწამეთაში მსახურობსო _ მიპასუხა. ვერც ამ პასუხმა გამარკვია იმაში, თუ რატომ მეცნო. ამ დროს ჩემს ნაცნობს ვიღაც მოუახლოვდა და დიდი სიყვარულით მოიკითხა, ეტყობოდათ, დიდი ხნის უნახავი ჰყავდათ ერთმანეთი. მე ცოტა განზე გავდექი. საუბარი გაუგრძელდათ. წასვლის წინ ახლადმოსულმა უთხრა ჩემს ნაცნობს: „რას ვიფიქრებდი, დღეს, რომ თეატრთან გნახავდი შენ“ და ეს სიტყვები ისე უცნაურად მომხვდა გულზე, თითქოს მეც რაღაც გამახსენაო... სულ რაღაც წამებში გონებაში აღმიდგა სიზმარი, სადაც მამა გაბრიელმა მითხრა ... `გნახავ მე შენ... თეატრი...~ და როცა სიზმარი სრულად აღვიდგინე, მივხვდი, თუ რატომ მეცნო ეს მამაო „მარშრუტკიდან“ ...რადგან სწორედ ასეთი სახე ჰქონდა მამა გაბრიელს სიზმარში. სიხარულმა და მღელვარებამ ერთად მომიცვა. ერთი სული მქონდა, მენახა ეს მამაო. ნაცნობს დიდი მადლიერებით დავემშვიდობე. მეორე დღეს მოწამეთაში წავედი, მაგრამ მამა გიორგი არ იყო... მომდევნო დღეებში ვეღარ ავედი, რადგან ქალაქიდან მომიწია გასვლამ.







--------------------
დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........


"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
giorgi 7
პოსტი Dec 16 2009, 01:02 PM
პოსტი #45


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 157
რეგისტრ.: 14-August 09
წევრი № 7,372



ბევრ სასულიერო პირს ეხლაც ჰგონიათ მამა გაბრიელი გიჟი(შენდობას ვთხოვ მამა გაბრიელს ამ სიტყვის გამეორებისთვის)

ერთ-ერთმა საეკლესიო მაღაზიების ქსელმა არ მიიღო ერთი საეკლესიო ჟურნალი იმის გამო რომ იქ ეწერა ,,ღირსო მამაო გაბრიელ ევედრე ღმერთსა ჩვენთვის"ჯერ ვედრება არ შეიძლებაო წმინდანათ არ არისო შერაცხულიო, იმ უამრავ ადამიანს რომ არ ეთხოვა მამა გაბრიელისთვის განიკურნებოდნენ?ან ეს ათასობით სასწაული რაც მამა გაბრიელის საფლავზე ხდება არ არის წმინდანობის ნიშანი?

მამა გიორგის ძალიან უყვარს მამა გაბრიელი ჩემი მასწავლებელი იყოვო

მამა გიორგის ოთახში უკიდია მამა გაბრიელის სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
cxz
პოსტი Dec 16 2009, 01:07 PM
პოსტი #46


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 234
რეგისტრ.: 23-April 08
წევრი № 4,634



b-a-r-b-a-r-e
ღმერთმა გაგახაროს აი სასწაული რა!!
ისე მეც მესიზმრა მამა გაბრიელი და როგორ ,თუ გახსოვთ წიგნში აქ დაწერიალი კიდე 5 გირსეულ და თავისნაირ მღვდლებზე ერტია იქიდან მამა ლეონტი ჯვანია , მამა ლეონტი ჩემი პირველი მოძღვარი იყო
ეხლა ჩემი სიზმარი: მე ვარ განთიადში ეს აფხაზეთშია და ვდგავარ დედაჩემის სახლთან თან დანგრეულია ყველაფერი ვხედავ რომ დაგმართიდან პატარა მრღდელი ამოდის და რომ დავაკვირდი მამა ლეონტი ჟვანია იყო და მიახლოვდება, ახლოს რომ მოვიდა უცებ მამა გაბრიელად გადაიქცა და თან კოჭლობდა და ჯოხი ეკავა ,მაგ დროს გავიფირე უცებ უეჭველი ჩვენი ცოდვების გამოათქო რადგან მთელი საქართველო იტვირთა და რომ მომიახლოვდა თიტქოს ხელის აწევა უნდოდა და არ წაიქცესთქო გავიფიქრე მაგრამ არა ჩვეულებრივად გასწორდა აიღო ეს ჯოხი ჯვარი დამწერა, სახლს გადაწერა და ამ დროს უნდა მეკითხარ რაგაც რაგცეები მაინტერსებდა სხვადასხვა საკითხები და ხმა ვერ ამოვიგე საერტოდ, მივხვდი რომ სისულელები უნდა მეტქვა, მერე გაბრუნდა და წავიდა და დანარჩენ დანგრეულ სახლებს ჯვარს წერდა და მიდიოდა, დიდხანს ვფიქრობდი რაშუაში იყო მამალეონტი და გაბრიელი ამ წიგნის წაკითხვის მერე მივხვდი რომ მამა ლეონტი,გაბრიელი და გიორგი ერტი ძალის გამტარნი (შევასწორე Atman smile.gif ) და ერტი საქმის გამკეთებლნი არიან !!! ღმერთმა გვიმრავლოს სალოსი და გიღსეული მამები და ბოდიში თუ წოტა არასწორად დავწერე


--------------------
HTTP://ASKETI.YOU.GE | !!! უყურეთ ღმერთსა რაუყოს მტერსა !!!
-----------------------------------------------------------------------------------------------
ღმერთო, შენ მიშველე მე, შემეწიე, მომმადლე, დამლოცე, მიხსენი განსავდელისაგან.
----------------------
წინ წინაპრებისაკენ.
----------------------
ქრისტეს ლაშქარი მოფრინდა ხელთ ეპყრათ ხმალნი ცეცხლისა, მუსრი გაავლეს ბოროტს და გაუმარჯვეს კეთილსა ამინ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
b-a-r-b-a-r-e
პოსტი Dec 16 2009, 01:15 PM
პოსტი #47


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,436
რეგისტრ.: 24-September 09
წევრი № 7,538



cxz
იხარე მეგობარო
არა მარტო ისინი
ჩვენ ერთი მიზნით გაერთიანებული მრევლი,ვუერთდებით ერთმანეთს და ერთმანეთს გვაკავშირებს უდიდესი სიყვარული მამა გიორგი.
აქამდე სად ვიყავი?
სად ვიყავი მეძინა!
როგორ ვჯავრობ რომ ეს დრო დამიკარგავს,თურმე უკვე დიდი ხანია ხალხი იკრიბება ერთი დროშის ქვეშ და სანამ არ მოვიდა მამა გიორგი და მითხრა თავად,მანამდე მეძინა.
ახლა კი უფლის მადლით და წყალობით
გვაერთიანებს ერთი მიზანი,ეს საქართველოა,მართლამდიდებლობ
ა და მებრალება ადამიანი,ვინც ვერ,თუ არ გამოსცდის ამ სიხარულს.
ენით აუღწერელი სიხარულია ჩვენს თავს,ვერ ვიტევთ,ვერ ვმალავთ
სადაცაა გული გასკდეს სიხარულით
გმადლობ უფალო რომ არ დაგვტოვე,გმადლობ უფალო რომ ისევ გიყვარვართ.


--------------------
დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........


"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 16 2009, 01:18 PM
პოსტი #48


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ციტატა
ამ წიგნის წაკითხვის მერე მივხვდი რომ მამა ლეონტი,გაბრიელი და გიორგი ერტი ძალის პატრონნი და ერტი საქმის გამკეთებლნი არიან !!!


უფრო დავაზუსტებ: ერთი "ძალის" გამტარნი არიან a075.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
cxz
პოსტი Dec 16 2009, 01:21 PM
პოსტი #49


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 234
რეგისტრ.: 23-April 08
წევრი № 4,634



Atman
კი ეგრეა არასოწრად დავწერე მაპატიეთ შევასწორებ ,გაიხარე )))


--------------------
HTTP://ASKETI.YOU.GE | !!! უყურეთ ღმერთსა რაუყოს მტერსა !!!
-----------------------------------------------------------------------------------------------
ღმერთო, შენ მიშველე მე, შემეწიე, მომმადლე, დამლოცე, მიხსენი განსავდელისაგან.
----------------------
წინ წინაპრებისაკენ.
----------------------
ქრისტეს ლაშქარი მოფრინდა ხელთ ეპყრათ ხმალნი ცეცხლისა, მუსრი გაავლეს ბოროტს და გაუმარჯვეს კეთილსა ამინ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Dec 16 2009, 01:22 PM
პოსტი #50


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



abo

კიდევ ერთხელ და არა ერთხელ გეთანხმებით smile.gif

ამ ფორუმზე არიან თეოლოგები პროფესიით, არიან ამა თუ იმ რელიგიურ საკითხში კომპეტენტურნი, ვისაც მე დიდ პატივს ვცემ, ვის აზრსაც ვითვალისწინებ და ალბათ ასეა ყველაც. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათი აზრია ერთადერთი ჭეშმარიტება და ისინი არ ცდებიან. თუ რამე არ ვიცი და ამ საკითხში არაკომპეტენტური ვარ, მოვუსმენ მათ და დავუჯერებ, თუ ვთვლი, რომ ცდებიან, ისევ ჩემ აზრზე დავრჩები და თავად გავარკვევ სიმართლეს smile.gif
ნუ ვიქნებით რადიკალურები, ნუ განვიკითხავთ სხვებს და მეტად გვიყვარდეს ერთმანეთი smile.gif მგონი ქრისტიანობაც ესაა smile.gif

პ.ს. ოფისთვის ბოდიში, მამა გიორგის რაც შეეხება პირადად არ ვიცნობ, მაგრამ დიდი სიამოვნებით გავიცნობდი მეც მას smile.gif როგორც ამბობენ ძალიან საინტერესო ადამიანია smile.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 16 2009, 01:27 PM
პოსტი #51


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ეგრე არ ჯობია? ვისაუბროთ წყნარად და მშვიდად... ვმედიტირებ და სიმშვიდე მინდა! biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
b-a-r-b-a-r-e
პოსტი Dec 16 2009, 01:32 PM
პოსტი #52


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,436
რეგისტრ.: 24-September 09
წევრი № 7,538



ციტატა(Atman @ Dec 16 2009, 01:27 PM) *

ეგრე არ ჯობია? ვისაუბროთ წყნარად და მშვიდად... ვმედიტირებ და სიმშვიდე მინდა! biggrin.gif

მოკლედ ჯერ ვერ გასწავლე სწორი ტერმინების შერჩევა მასწ.
არადა
აქეთ ითავსებ მასწავლებლის ხარისხს biggrin.gif

ვმედიტირებ--ვლოცულობ
აურა--მადლი
და ასე შემდეგ
დროდადრო გაგისწორებ ხოლმე biggrin.gif


--------------------
დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........


"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
cxz
პოსტი Dec 16 2009, 01:33 PM
პოსტი #53


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 234
რეგისტრ.: 23-April 08
წევრი № 4,634



გინდატ დავდო მამა გიორგის წიგნი ფეხიტ მოსიარულე ოგონდ პირტველი ნაწილი??, მეორეცა გამოშვებული წიგნი მატხოვეს მაგრამ ციფრული ვერსია არაა რა ინეტში


--------------------
HTTP://ASKETI.YOU.GE | !!! უყურეთ ღმერთსა რაუყოს მტერსა !!!
-----------------------------------------------------------------------------------------------
ღმერთო, შენ მიშველე მე, შემეწიე, მომმადლე, დამლოცე, მიხსენი განსავდელისაგან.
----------------------
წინ წინაპრებისაკენ.
----------------------
ქრისტეს ლაშქარი მოფრინდა ხელთ ეპყრათ ხმალნი ცეცხლისა, მუსრი გაავლეს ბოროტს და გაუმარჯვეს კეთილსა ამინ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izi-bartki
პოსტი Dec 16 2009, 01:40 PM
პოსტი #54


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



cxz
ციტატა
გინდატ დავდო მამა გიორგის წიგნი ფეხიტ მოსიარულე ოგონდ პირტველი ნაწილი??, მეორეცა გამოშვებული წიგნი მატხოვეს მაგრამ ციფრული ვერსია არაა რა ინეტში

შენ თუ მაგ სიკეთეს იზამ,არ დაგივიწყებ საშვილიშვილოდ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif kiss1.gif


--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 16 2009, 01:47 PM
პოსტი #55


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



cxz

აქამდე სად იყავი თუ გქონდა biggrin.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
giorgi 7
პოსტი Dec 16 2009, 01:48 PM
პოსტი #56


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 157
რეგისტრ.: 14-August 09
წევრი № 7,372



დადე დადე

გაიხარე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
cxz
პოსტი Dec 16 2009, 01:52 PM
პოსტი #57


გიორგი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 234
რეგისტრ.: 23-April 08
წევრი № 4,634



IPB-ს სურათი


სიახლე ეძღვნება: izi-bartki smile.gif
აი გადმოწერეთ ვისაც გინდათ, ღმერთმა გაგვაძლიეროთ smile.gif)
არქივში წიგნიცაა და გამშვები პროგრამაც თუ ვინმეს არააქ!!!
ციტატა


--------------------
HTTP://ASKETI.YOU.GE | !!! უყურეთ ღმერთსა რაუყოს მტერსა !!!
-----------------------------------------------------------------------------------------------
ღმერთო, შენ მიშველე მე, შემეწიე, მომმადლე, დამლოცე, მიხსენი განსავდელისაგან.
----------------------
წინ წინაპრებისაკენ.
----------------------
ქრისტეს ლაშქარი მოფრინდა ხელთ ეპყრათ ხმალნი ცეცხლისა, მუსრი გაავლეს ბოროტს და გაუმარჯვეს კეთილსა ამინ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
b-a-r-b-a-r-e
პოსტი Dec 16 2009, 01:59 PM
პოსტი #58


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,436
რეგისტრ.: 24-September 09
წევრი № 7,538



გამომცემელთაგან 2 უკვე ჩემი მეგობარია და დანარჩენებსაც იმედია გავიცნობ მალე.
მზად ვარ ვემსახურო ამ საქმეს,თავდადებით smile.gif


--------------------
დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........


"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 16 2009, 02:01 PM
პოსტი #59


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ძალა და თავისუფლება ხო დევს უკვე... ეს სხვაა?


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
izi-bartki
პოსტი Dec 16 2009, 02:02 PM
პოსტი #60


შეიყვარეთ სიყვარული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,169
რეგისტრ.: 15-June 07
მდებარ.: გაღმა ნაპირი..:)
წევრი № 2,203



cxz
ციტატა
სიახლე ეძღვნება: izi-bartki აი გადმოწერეთ ვისაც გინდათ, ღმერთმა გაგვაძლიეროთ )

შენ შემოგევლე ,ძალიან დიდი მადლობაsmile.gif გაიხარე და დალოცვილი იყავი ქრისტე იესოს მიეს !!! kiss1.gif kiss1.gif kiss1.gif


--------------------
"რომელმან სუას წყლისა მისგან რომელი მე მივცსე მას,არა სწყუროდეს უკუნისამდე"(იოან.4.14)

"ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს". შილერი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

21 გვერდი V < 1 2 3 4 5 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th May 2024 - 01:27 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი